სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| მარიამი |
May 30 2008, 08:55 PM
პოსტი
#1067
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
| Nefertiti |
May 30 2008, 09:22 PM
პოსტი
#1068
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუხა დამძიმდაო, წყალში ჩავარდაო, წყალი შეგუბდაო, ნაპირს გადვიდაო, მუმლი შეწუხდაო, მალე დაიხრჩვაო, მუმლი დაიხრჩვაო, მუხა გადარჩაო. ხალხური -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| ბიძია თომა |
May 31 2008, 07:07 PM
პოსტი
#1069
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
მამული
არჩილ სულაკაური არ ვიცი, ამას რა ჰქვია, როცა მთაწმინდა აქვეა, როცა აქვეა მტკვარი... ახლავე მივდგებ-მოვდგები, მაცალე, ვიდრე მოვკვდები, გადაგიხადო ვალი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, როცა არაგვი აქვეა, როცა აქვეა ჯვარი... ახლავე მივდგებ-მოვდგები, მაცალე, ვიდრე მოვკვდები, გადაგიხადო ვალი. ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას (ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო...) ვახუშტი კოტეტიშვილი ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო და მომინდა ხეტიალი ქართან, ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა აშრიალდა შენი კაბის კალთა... ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი, მაგ ღიმილის გახსენების გარდა; დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი მოგონების საჩრდილობლის კართან. უძილობის თეთრ თოლიებს მისევს გახსენება მაგ ანთებულ თვალთა და ფიქრებში გათენდება ისე, როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა. 1957. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| 6+j.anu.j.j |
May 31 2008, 07:25 PM
პოსტი
#1070
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 |
რადგან ჩვენს დროში არვინ ფასობს ჭკუა გონებით
მხოლოდ უგნურნი ნებივრობენ ქვეყნის ქონებით მომეცი ღვინო ისეთი რომ ჭკუა წამართვას ბედი მომხედავს და უთუოდ მოვეწონები ოჯახი დაიღალა მეგობრებს მოსწყინდათ ჩემი დარიგება და გადაკეთება ნუ გინდათ მხოლოდ მითხარით ხვალ და ზეგ რა ვქნა და არ დაგავიწყდეთ რომ არც ფრთები ამომდის სამწუხაროდ ანგელოზიც არ ვარ უბრალოდ მითხარიდ ვინ მიყვარდეს და ვინ კიდე არა ამაღამ ჯამი მსურს ავწიო უზარ მაზარი ღვინით მდიდარმა ბედისწერას დავცე თავ-ზარი მსურს სამუდამოდ გავეყარო რჯულსა და რწმენას ვაზის ასული გვერდით მყავდეს ვით პატარძალი |
| Nefertiti |
May 31 2008, 09:56 PM
პოსტი
#1071
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ნანა იავ ნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო, მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო, ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო, ამას ჩემს ყმაწვილს მივუტან, იავნანინაო, თვალებს გავუვსებ ძილითა, იავნანინაო. ხალხური -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| Ismail |
May 31 2008, 11:05 PM
პოსტი
#1072
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ციტატა ნისლი 15:59 - რას ფიწრობ, ნისლო, ტიალო, შემჯდარო გორის ფხაზედა? განა შენც რამე გაწუხებს ამ ოხერ ქვეყანაზედა? იქნება მტერი დაგეცა, რისხვა გაწვიმა თავზედა, ან იქნებ შენი მიჯნური შენს რაყიფს უწევს მკლავზედა? გან შენაც იცი ჯავრობა, რისხვიტ ანთება წამზედა? შენაც თუ იცი ტირილი, ცრემლის დაგუბვა თვალზედა? ან თუკი გრძნობ რას ამ ქვეყნად, ჰფიქრობ ავსა და კარგზედა? - ჰაი, ჰაი, რომ მეც ვფიქრობ, შესხმა მეც ვიცი ფრთებისა, თავად ფიქრი ვარ, ნაფიქრი დიდის მაღალის მთებისა; გული მეც გამიხარდების, რისხვითაც ამენტებისა; მეაც შემიძლი ჯავრობა, თვალზედაც ცრემლი მწვთებისა, ჩემი ცრემლია, დილით რომ ბალახზე ნამი დგებისა; მეაც შემიძლი ალერსი ჩემი ძმების და დებისა; თუმც კი მაღლა ვარ მთაზედა, დარდი მე აქაც მწვდებისა; მეაც მყავ ჩემი ნანდობი - მწვანე კალთები მთებისა, იმათ ენაცვლოს ჩემ თავი, ეს გული მათთვის ჰკვდებისა! მშვენიერია. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
| შოთაძე |
May 31 2008, 11:33 PM
პოსტი
#1073
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
პ ო ე ტ ი
რატი (ტატო) ნინუა მე ვარ პოეტი, თუ ვარ მწერალი, ჩემი თხზულების ვარ მომღერალი, ავამეტყველებ მე ამ ჩემს კალამს, ახმაურდება მყის ცხენთა ნალი... ლექსის წერის მაქვს საოცარი ჟინი, სურვილი, ვიცი არ მარგებს სულ ყოველთვის მწარე დუმილი, რა მაწერინებს ლექსს, არ ვიცი, იქნებ წუხილი, ან იქნებ მხიბლავს კამკამა წვიმა, ჭექა-ქუხილი... ვცადე, მივენდო ოცნების ტალღებს, გრძლად აქოჩრილებს, ლურჯებს და ლაღებს, და ეს ტალღები აუცილებლად, მე მთელს ქვეყანას შემომატარებს. ამ ქვეყანაზე არ არსებობს ცუდი პოეტი, პოეტს გულისთქმა ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ, და თუ არ არის, სამწუხაროდ, ყველა გოეთე, ყველა ლექსს ტოვებს, საკუთარი სულის სანაცვლოდ! მე ვარ პოეტი, თუ ვარ მწერალი, ჩემი თხზულების ვარ მომღერალი, ავამეტყველებ მე აქ ჩემს კალამს, ახმაურდება მყის ცხენთა ნალი. 1988 წ. 25 ნოემბერი -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
| შოთაძე |
May 31 2008, 11:59 PM
პოსტი
#1074
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
შემოსძარცვიათ კლდეებს ნისლები
(ჩემს საყვარელ მწერალ ალექსანდრე ყაზბეგს) შემოსძარცვიათ კლდეებს ნისლები, მტრედისფერი ცის გლეჯას ნატრობენ, მზეს წურავენ და მკერდზე ივლებენ და მზის ნაჟურით ძღება ტატნობი. შემოეტმასნა სველ სამოსივით, შავი ღრუბელი ყაზბეგის მწვერვალს, მთვარეს დასწვდა და ისიც მოზილა ახლა მოხატულ ფრესკებად კვერავს . მწყემსის ძახილში გმინავს ელგუჯა, კლდის ნაოჭებში სისხლს ღვრის მათია, ცას კაბადონი გადაერუჯა, კლდეებს ნისლები შემოსძარცვია. თითქოს აერთებს ცასა და მიწას, დაყრუებულა მთების ღმერთივით, ცაში წმინდანთა სიმშვიდეს იცავს, მკერდზე სისხლად ნისლჩამოღვენთილი. გრძელ ჰორიზონტზე მზე აელვარდა, მთაში მოხევემ ცხენი დაბორკა, ეს ყაზბეგია, — ზევსი მწვერვალთა, ჯანღებით ცას რომ წიწკნის და ლოკავს. როგორც რითმები ლექსის მინაწერს — ზეცა ყაზბეგის მხრებს ეფრთოსნება, შემოსძარცვია ნისლი მყინვარწვერს, — და დაძირულა რძისფერ ოცნებად. 1989 წ. აპრილი რატი (ტატო ) ნინუა სიჩუმის ხმა არ ამიმღვრიოთ დაწმენდილი იდუმალება, მე აუმღვრეველს ვუსმენ სიჩუმეს, მე აუმღვრეველ სიჩუმეს ვუსმენ, ვისმენ სიჩუმეს და... მდუმარებას! ცივი ლანდები არ იშლიან ურჩად ხეტიალს, დანამულ სევდას ატკივდა ფიქრი, ფიქრი ატკივდა დანამულ სევდას, ლექსი — ცრემლებით ნატკენ სულში ვერ დაეტია... არ ვიცი, მომწონს თუ არა, რომ თბილია ზეცა, მე ვუსმენ მაინც სიჩუმის ჩურჩულს, მე მაინც ვუსმენ ჩურჩულს სიჩუმის, არ ვიცი, მინდა თუ არა, რომ მზე ღრუბლებს ლეწავს! არ ამიმღვრიოთ დაწმენდილი იდუმალება! 1989 წ. 31 ივლისი რატი (ტატო) ნინუა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
| შოთაძე |
Jun 1 2008, 01:37 AM
პოსტი
#1075
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
გადამწვარი ღრუბლები
გუშინ მეორედ მოკლეს ილია, მოკლეს ილია კედლებთან, სადაც ის გაიზარდა და გაილია ლამპრად, სანთელად, საკმევლად, დარდად... მას გაუგმირეს მეორედ შუბლი, მას განივთებულს სხეულში ძეგლის. ის იდგა სკოლის — გადამწვარ ღრუბლის ფონზე და ელდა, ვით წვერი ეკლის გულს უჩხვლეტავდა ელვების ქუფრით. შესარიგებლად ის ჩადგა შუა — ახლა ყოველი ქართლის შვილია — შუბლში ესროლეს მას და ქაშუეთს, მეორედ მოკლეს გუშინ ილია... ძეგლი ბედნიერ უფლისწულისა შემოიძარცვა კვარცხლბეკზე მდგარი. ღაღადებს ოდენ ფერფლი გულისა, რეკს სამრეკლოდან მამულის ზარი: დაიზრდებიან ლეკვები ალგეთს, ისევ აღდგება ივერთ დიდება, ამაყი სისხლი არწივის მართვეს ამაყ ძარღვებში აუყივდება... კვლავ იხმიანებს რუსთველის სული, და განგმირული ილიას ქნარი, გალაკტიონი — ცამდე ასული, ბუბუნი ვაჟას მთისა და ხარის. მზეჭაბუკნი და ამირანები, დამწვარნი ქართლის ამომავალ მზით, ღვთიურ მირონში განაბანები ერს გაათბობენ ცეცხლით ანაგზით. ... და ეღირსება წყალობა უფლის ხალხს, ვისაც ასე უმღერა შოთამ, ილიას ეკლით მოსილი შუბლი გადაგვატარებს მძიმე გოლგოთას... 1991 წ. 22 დეკემბერი — 1992 წ. 10 იანვარი რატი (ტატო)ნინუა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
| tustusa-gogo |
Jun 1 2008, 02:51 AM
პოსტი
#1076
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
იცით რომელ ლექსს ვეძებ? ასე იწყება : ,,ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ" ... ტრალალალა ტრალალა
-------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
| 6+j.anu.j.j |
Jun 1 2008, 06:58 AM
პოსტი
#1077
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 |
ღრუბლიანი დღე დაღლილ მიწას ეხუმრებოდა.
თითო-თითო წვეთს უწვეთავდა ხვავიან თმებში, მერე როდესაც ვერაფრით ვერ აათამაშა მთლიან გულ-მკერდზე დაუშინა წვიმა და თქეში. ამოიყლორტა ჯეჯილი და მაყვლის დუყები, წყლის კალაპოტში ქორწილი აქვთ წვიმის ქარაფებს და ორღობეში მოჩხრიალე შავი ტალღები ნაგავზე დაყრილ ხარახურას ბრაზით დაათრევს. მოდის და მოდის წვიმის ღვარი, სადღაც ღელეში წყლით გალუმპული მაწანწალა ძაღლი წკავწკავებს, გუგუნებს ზეცა, ერთიანად პირმოშლილი და ელვა-ქუხილით ჩაშავებულ ღრუბლებს აწვალებს. გრგვინავს და ელავს შავი ზეცა გაავებული, ღრუბელს გულ-მკერდზე შავი კოფთა ჩამოახია და დედამიწის ბარაქაზე შეყვარებული წვიმის ღვარცოფი ერთიანად გადმოანთხია. ჩამჩვილდა მიწა, ძლიერ მკერდშუი იგრძნო სიამე, წამოინისლა მადლიანი ალაგის გმირი და ლურჯმა ზეცამ, სიხარულით გალაღებულმა, თავზე დაჰკიდა ცისარტყელას ოქროს გვირგვინი ნოდარ იაგორაშვილი |
| ქეთუ |
Jun 1 2008, 07:44 AM
პოსტი
#1078
|
|
ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
იცით რომელ ლექსს ვეძებ? ასე იწყება : ,,ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ" ... ტრალალალა ტრალალა მუხამბაზი ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ, გიშრის თვალთან თვალით მისათვალი ვარ! ვაჟკაცისა წელის დამმშვენებელი, შავ ქარქაშში ჩაგებული ხმალი ვარ... ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ, ერთი ვინმე შავთვალწარბა ქალი ვარ! მეც არ ვიცი,ალმასი ვარ,ლალი ვარ, დაკარგული ძველი ნატვრისთვალი ვარ, თუ წარბებად შავი კალმით ნაწერი საიათნოვას მუხამბაზის პწკარი ვარ,- და თითების საალერსოდ ასხმული მძივად ვწევარ,- შავი მინანქარი ვარ! თუ ხან თაფლის სანთელივით მკრთალი ვარ- ფრთხილი სუნთქვის ჩასაქრობი ალი ვარ!... საყურეთა ჩრდილში გადაკარგული, თვალდახუჭვით მისაგნები ხალი ვარ. სიყვარულის და სიმღერის დრო არის, მე კი ბანზე ჩუმად გადმომდგარი ვარ! ჩემს მომღერალს ვუცდი ყელამართული, ხელით გულთან ასატაცი თარი ვარ, ჩუმი ღელვით კლდეებს ვეალერსები, საყვედურით მობუტბუტე მტკვარი ვარ, საყვარულის და სიმღერის დრო არის, წვიმის შემდეგ გამოსული დარი ვარ! გამარჯვების ხმა მოფრინდა ქალაქში, მეც შავ წარბებს გავშლი.. და მერცხალი ვარ! ფიცხელ ომში დაღლილ მეომრისათვის სანატრელი ერთი პეშვი წყალი ვარ... რაა სწარფვა, რაა ხარბი წყურვილი- გაღვივებულ ეშხის ნაპერწკალი ვარ! ამამღერეთ,ცეკვით აღმაფრთოვანეთ, მკლავაშლილი ღამის ნიავქარი ვარ! არა, ღამის ნიავქარი კი არა- მოტრფიალე გულის ღია კარი ვარ, მე ჩემს ვაჟკაცს,ჩემს მომღერალს ვეძახი, ერთი ვინმე შავთვალწარბა ქალი ვარ!" -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
| tustusa-gogo |
Jun 1 2008, 11:56 AM
პოსტი
#1079
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
ქეთუ
-------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
| Ismail |
Jun 1 2008, 07:16 PM
პოსტი
#1080
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
-------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
| tustusa-gogo |
Jun 1 2008, 07:21 PM
პოსტი
#1081
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
Ismail
-------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
| *ნინო* |
Jun 1 2008, 11:25 PM
პოსტი
#1082
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი.... ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული. ეს,ლექსი არა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული. ეს ნიჭი არაა,დამიჯერე...გულია გადარეული.. მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული. არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული.... ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული ცარცით რომ ვწერდე სიყვარულს გული რომ იყოს დაფა, ცარცით წავშლიდი ამ ნაწერს თებერვლის თოვლზე სწრაფად. უბრალო გრძნობა რომ იყოს, წავშლიდი როგორც ნაწერს, მაგრამ რა უყო სიყვარულს სისხლის ძარღვებზე ნაწერს ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც... ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, ვერ შეიძულო მაინც... ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, ცაში იფრინო მაინც... ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, მაგრამ მიყვარდე მაინც... ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... ხომ შეიძლება გული გაიყოს და ვსულდგმულობდე მაინც... მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს და სიყვარულის მორევს ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ, დიდი ტკივილი ესაა სწორედ დარდი ვერ გამიქრო განშორებამ ,მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები, ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები, გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა, კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა, ისევ ძველებურად მენატრები, აღარც სიყვარული მიძველდება, ვიცი არასოდეს დაბრუნდები, მაგრამ დაჯერება მიძნელდება. . . . . . . “ |
| Ismail |
Jun 1 2008, 11:31 PM
პოსტი
#1083
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ეს ლექსი მიყვარს ძალიან:
შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექვურის ძალო! თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო, თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა, ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა! შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა... რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა? მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე? ხალხ ცოტა იყო - წელს არ მოვიდა მეძღვნე... რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო? ჩემს სალოცავებს სანთელ მე უნდა ვუნთო, მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს, მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი... მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!.. თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო, რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა... მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს, წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა! ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს - იმისი მუხლი მოსდევს არაგვის წყალას... ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს: ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო! ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს - ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სამ არ ჩავრჩი...)... ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი, როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი! გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს - ნისლები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო! არ-კი გეწყინოს - ლუდ მაუბნებდის ასე, ჩემ ათი შველის გახარებამა, ქალო! დიდი ანა კალანდაძე -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
| tustusa-gogo |
Jun 1 2008, 11:48 PM
პოსტი
#1084
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
დაფოსტეთ რა ვინმემ ნიშნიანიძეეე
,,ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი"... მერე ვეგარ ვიმახსოვრებ ლექსებს -------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
| Nefertiti |
Jun 2 2008, 02:40 PM
პოსტი
#1085
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
tustusa-gogo
სახუმარო ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი. ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი, ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდი, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა თავის მომკვლელი ვარ? უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ. ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი იმ უღმერთოს მგალობელი. შოთა ნიშნიანიძე -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| T I K O |
Jun 2 2008, 02:51 PM
პოსტი
#1086
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ეს ლექსი მიყვარს ძალიან: შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექვურის ძალო! თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო, თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა, ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა! შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა... რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა? მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე? ხალხ ცოტა იყო - წელს არ მოვიდა მეძღვნე... რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო? ჩემს სალოცავებს სანთელ მე უნდა ვუნთო, მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს, მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი... მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!.. თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო, რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა... მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს, წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა! ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს - იმისი მუხლი მოსდევს არაგვის წყალას... ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს: ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო! ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს - ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სამ არ ჩავრჩი...)... ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი, როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი! გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს - ნისლები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო! არ-კი გეწყინოს - ლუდ მაუბნებდის ასე, ჩემ ათი შველის გახარებამა, ქალო! დიდი ანა კალანდაძე რა ლამაზი ლექსია არაჩვეულებრივი პოეტი იყო ანა... -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th April 2026 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი