IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 53 54 55 56 57 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
tustusa-gogo
პოსტი Jun 1 2008, 07:21 PM
პოსტი #1081


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



Ismail
kuku.gif mze.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jun 1 2008, 11:25 PM
პოსტი #1082


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლექსი არა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე...გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული



ცარცით რომ ვწერდე სიყვარულს
გული რომ იყოს დაფა,
ცარცით წავშლიდი ამ ნაწერს თებერვლის თოვლზე სწრაფად.
უბრალო გრძნობა რომ იყოს,
წავშლიდი როგორც ნაწერს,
მაგრამ რა უყო სიყვარულს
სისხლის ძარღვებზე ნაწერს



ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ




დარდი ვერ გამიქრო განშორებამ ,მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები,
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები,
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა,
ისევ ძველებურად მენატრები, აღარც სიყვარული მიძველდება,
ვიცი არასოდეს დაბრუნდები, მაგრამ დაჯერება მიძნელდება. . . . . . . “
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 1 2008, 11:31 PM
პოსტი #1083


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ეს ლექსი მიყვარს ძალიან: smile.gif

შეხვედრა ლუდით შემთვრალ
თორღვასთან ახიელში


მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექვურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო - წელს არ მოვიდა მეძღვნე...
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვის წყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სამ არ ჩავრჩი...)...
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი!
გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -
ნისლები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს - ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შველის გახარებამა, ქალო!

დიდი ანა კალანდაძე smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 1 2008, 11:48 PM
პოსტი #1084


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



დაფოსტეთ რა ვინმემ ნიშნიანიძეეე smile.gif
,,ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი"... მერე ვეგარ ვიმახსოვრებ ლექსებს sad.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Jun 2 2008, 02:40 PM
პოსტი #1085


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477



tustusa-gogo

a075.gif


სახუმარო

ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.


ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.


შოთა ნიშნიანიძე


--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jun 2 2008, 02:51 PM
პოსტი #1086


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(Ismail @ Jun 1 2008, 11:31 PM) *

ეს ლექსი მიყვარს ძალიან: smile.gif

შეხვედრა ლუდით შემთვრალ
თორღვასთან ახიელში


მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექვურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო - წელს არ მოვიდა მეძღვნე...
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვის წყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სამ არ ჩავრჩი...)...
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი!
გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -
ნისლები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს - ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შველის გახარებამა, ქალო!

დიდი ანა კალანდაძე smile.gif


რა ლამაზი ლექსია rolleyes.gif
არაჩვეულებრივი პოეტი იყო ანა...


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jun 3 2008, 12:23 AM
პოსტი #1087


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



IPB-ს სურათი

ჩემი უსაყვარლესი პოეტი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jun 3 2008, 12:49 AM
პოსტი #1088


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



როცა ზამთარი სუსხით დაზაფრულ,
ყინვით გალიპულ სურვილს აჯერებს,
მზის თბილი სხივი კეკლუც გაზაფხულს
ნუშის კვირტებში გამოაჭენებს.

ირემი ირემს უხმობს ბღავილით
გულის სწორს ეძებს შაშვი თუ ძერა ,
მაყვლის ფესვებთანამორძალივით
გამოშიშვლდება ლურჯი ენძელა.

სუსხი ბუნებას გაებუტება,
გაეღვიძება მინდვრის ყაყაჩოს.
მზე ნისლის ქულებს ჩაეხუტება
და მთის კალთებზე ჩაკლავს, ჩაახრჩობს.

აიქოჩრება ცაში ტოროლა,
ტყეში ატყდება ჭიკჭიკ-ჩხავილი,
ნუშის ტოტებზე თითოოროლა,
გაიზმორება თეთრი ყვავილი.

მერე ზაფხული მხარს რომ აუბამს,
გაღაჟღაჟდება კვალში მარწყვები,
ჩაუკროცდება ლოყა ალუბალს
და ყურძნის კუფხალს მწიფე ღაწვები.

დაუმძიმდებათ წვენით ტოტები
გათამამებულ კიტრს და პამიდორს,
ჩაეძარღვებათ ნორჩი ყლორტები
საშემოდგომოდ მორთულ მთა-მინდორს.

და შემოდგომა დადგება როცა,
გახუნებული ფოთლის ქარაფით,
მიწა ბუნებას მადლით დალოცავს
მოზღვავებული მიწის ბარაქით.

მერე კი, მერე ნაზი ფიქრებით
კვლავ ჩაიძინებს სითბო თავთავში,
თვალებ ხატულა თოვლის ფიფქებით
გადათეთრდება მთები ზამთარში.

და გაზაფხულის კვლავ მოლოდინში
გაირინდება ხნულში მარცვალი,
ეამბორება თოვლის ლოგინში
მთვარე, ვარსვლავთა მამინაცვალი.
ნოდარ იაგორაშვილი.


ცეცხლში ვარდი ცავარდნილა,
ცრემლი მოთრთვილავდაო,
ბულბულს კვნესა გაუგია,
მისკენ მოფრინავდაო.

ვერ უშველა ვერაფერმა,
ჩაინავლა ყვავილი,
ქარს მიჰქონდა ფენა-ფენა,
ფერფლი, ცადატანილი.

ჩიტმა მწარედ დაიკვნესა,
ცაში აინავარდა,
მერე, ფრთები შეიკეცა,
ისიც ცეცხლში ჩავარდა.

ცოდვით გული მეთრგუნება,
დარდი ბორკავს სიხარულს,
სიწმინდე და ერთგულება
ცეცხლში ჩაჰყვა სიყვარულს.
ნოდარ იაგორაშვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jun 3 2008, 01:01 AM
პოსტი #1089


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jun 3 2008, 01:06 AM
პოსტი #1090


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



კაია გაიხარეsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jun 3 2008, 01:06 AM
პოსტი #1091


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.

გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
- შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, -
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.

- თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული ყბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია...

დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 4 2008, 07:07 PM
პოსტი #1092


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ნეტავ აქ იყო. . .

ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით

გელა დაიაური
wub.gif

ავტოპორტრეტი

აისი. ნაბიჯი. ნაოჭი. ფიქრები.
გრძნობები. ღიმილი. ტრფიალი. ხალისი.
ნისლები. ნიავი. სითეთრე. ფიფქები.
ამოტივტივება. ოცნება. ალერსი.

კენტობა. მოწყენა. სიშორე. მოთმენა.
ღიმილი. სილაღე. ცრემლები. ვარამი.
პოეტი. მუზები. ლოდინი. მოფრენა.
მაგიდა. სინათლე. ფურცელი. კალამი.

სტრიქონი. სტრიქონი. ანკარა. ტკიცინა.
ფიქრები. ძიება. ჯებირი. კედელი.
წამება. წამები. მიგნება. ყიჟინი.
დუმილი. ჩასუნთქვა. ღიმილი. წერტილი




--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 4 2008, 08:00 PM
პოსტი #1093


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



უკანასკნელი ლექსი შენზე

მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე ასე მინდა!

მე არა ვარ ახლა ქუჩაში,
არა ვარ გაყინული,
არა ვარ მოტყუებული,
არა ვარ შეშინებული...
მაგრამ მე მაინც
მინდა გითხრა რამე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს!

მე ახლა ვწევარ.
მე ვწევარ
რაღაც გაურთულებელი სიმშვიდით,
რაღაც ძალიან ჩემი და
ძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაში
და ვფიქრობ:
რა შემიძლია გითხრა ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...

მე მინდა წარმოვიდგინო
შნი შემოსვლა ამ ოთახში.
მე მინდა წარმოვიდგინო ჩემი დახვედრა...

მე არ მინდა შეგაცოდო თავი
ჩემი ძველი ტკივილებით,
არც ძველი სისულელეებით, –
ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომით...
ერთ დროს ტირილით...

დღეს მე ვარ კარგად
და მე მინდა შეგაცოდო თავი
ჩემი დღევანდელი კარგადყოფნით,
ჩემი დღევანდელი სიმშვიდით, –
რადგან ეს სიმშვიდე და კარგადყოფნა
კიდევ ერთხელ შემახსენებს იმას,
რომ ჩემგან გავიდა სიყვარული.

მე მინდოდა მეთქვა რაიმე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებდა
და გეუბნები:
„მე აღარ მიყვარხარ შენ!“


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 4 2008, 08:31 PM
პოსტი #1094


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



,,ნეტავ აქ იყო" უძაააანმაგესია smile.gif იშვიათად რამე ასე მომეწონოს smile.gif ოღონდმართლა


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 4 2008, 09:14 PM
პოსტი #1095


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



სონეტი - მიძღვნა

მეფისტოს ჩრდილებს მიმოაბნევს შუქი ზარასტროს,
ზესწრაფვას შენსას ვერ აღუდგეს ვერცა კალიფსო.
ჯერ არ შობილა შენგან სიტყვა არსად, არასდროს,
ბგერათა მღერად რომ არ გაააპოკალიფსო.

სერობა ჩვენი მოლოდინი არის მაცხოვრის,
სმენას გაფანტავს გარდასულთა სულთა გოდება.
შვიდი ბუკის ხმა დაგიმშვიდებს ფიქრის საცხოვრისს,
აღდგომა შესცვლის კუთვნილ გზათა აგოლგოთებას.

მწუხრისას მდევრად აგვედევნა ხილვა ფარული -
ბაღში იესოს ჩუმი ლოცვა გვიანობამდე.
გფარავდეს ზღვებზე მოარული იეროფანტი
და გარიჟრაჟი პეტრეს ცრემლად ჩამოღვარული.

გულის მზედ ქცევას მოკრძალებით მიუძღვნი სალამს,
ისევ ოსანა რომ მოესმას იერუსალიმს.

რატი ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Jun 6 2008, 11:14 PM
პოსტი #1096


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477




ძალიან მომწონს ეს ლექსი


შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაუბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.
დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.
თვალო, ქცეულო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცეულო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,
ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.
როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,
ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.

ხალხური




--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 7 2008, 12:29 AM
პოსტი #1097


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



Королев Виктор
"Невеста"


Мы встретились однажды в ресторане,
В котором я на сцене песни пел,
Она вошла, все стало как в тумане,
Лишь на нее в тот вечер я смотрел.
Ну, а потом все было словно в сказке,
Казалось нам мы навсегда вдвоем,
И проживем сто лет в любви и ласке,
И даже в день один мы с ней умрем,

В разлуку нашу долго я не верил,
Хотя намеки слышал от друзей,
Я знал, она появится у двери,
Спасет меня улыбкою своей,
И вот сейчас она пьяна от счастья,
Но я на этом празднике чужой
И в белом вихре свадебного платья
Моя любовь прощается со мной



Кружилась в платье белом неумело,
От счастья опьяневшая невеста.
На этой шумной свадьбе песни пел я
Под музыку нестройного оркестра.
Кружилась в платье белом неумело,
Моя любовь, но не моя невеста,
На этой свадьбе нам судьба все спела
Под музыку нестройного оркестра....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 7 2008, 01:25 AM
პოსტი #1098


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



syd

cray.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Jun 9 2008, 01:47 PM
პოსტი #1099


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477




ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს ღმერთმანი,
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგქცერის,
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი,
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს...
რა ვნებიანია თან ქარი მაისში, არ იცი...
მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.

ეგ ყელი მაღალი როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ, ჭორაობა დაიწყეს რტოებმა:
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო.


გიორგი ზანგური


ესეც აუდიო ვერსია : ) ისიამოვნეთ : ))))

http://files.ge/file/267467/vurchiot-rame-mp3.html














--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 9 2008, 01:55 PM
პოსტი #1100


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



Nefertiti
smile.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 53 54 55 56 57 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 03:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი