სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| 6+j.anu.j.j |
Jun 3 2008, 12:23 AM
პოსტი
#1087
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 |
|
| 6+j.anu.j.j |
Jun 3 2008, 12:49 AM
პოსტი
#1088
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 |
როცა ზამთარი სუსხით დაზაფრულ,
ყინვით გალიპულ სურვილს აჯერებს, მზის თბილი სხივი კეკლუც გაზაფხულს ნუშის კვირტებში გამოაჭენებს. ირემი ირემს უხმობს ბღავილით გულის სწორს ეძებს შაშვი თუ ძერა , მაყვლის ფესვებთანამორძალივით გამოშიშვლდება ლურჯი ენძელა. სუსხი ბუნებას გაებუტება, გაეღვიძება მინდვრის ყაყაჩოს. მზე ნისლის ქულებს ჩაეხუტება და მთის კალთებზე ჩაკლავს, ჩაახრჩობს. აიქოჩრება ცაში ტოროლა, ტყეში ატყდება ჭიკჭიკ-ჩხავილი, ნუშის ტოტებზე თითოოროლა, გაიზმორება თეთრი ყვავილი. მერე ზაფხული მხარს რომ აუბამს, გაღაჟღაჟდება კვალში მარწყვები, ჩაუკროცდება ლოყა ალუბალს და ყურძნის კუფხალს მწიფე ღაწვები. დაუმძიმდებათ წვენით ტოტები გათამამებულ კიტრს და პამიდორს, ჩაეძარღვებათ ნორჩი ყლორტები საშემოდგომოდ მორთულ მთა-მინდორს. და შემოდგომა დადგება როცა, გახუნებული ფოთლის ქარაფით, მიწა ბუნებას მადლით დალოცავს მოზღვავებული მიწის ბარაქით. მერე კი, მერე ნაზი ფიქრებით კვლავ ჩაიძინებს სითბო თავთავში, თვალებ ხატულა თოვლის ფიფქებით გადათეთრდება მთები ზამთარში. და გაზაფხულის კვლავ მოლოდინში გაირინდება ხნულში მარცვალი, ეამბორება თოვლის ლოგინში მთვარე, ვარსვლავთა მამინაცვალი. ნოდარ იაგორაშვილი. ცეცხლში ვარდი ცავარდნილა, ცრემლი მოთრთვილავდაო, ბულბულს კვნესა გაუგია, მისკენ მოფრინავდაო. ვერ უშველა ვერაფერმა, ჩაინავლა ყვავილი, ქარს მიჰქონდა ფენა-ფენა, ფერფლი, ცადატანილი. ჩიტმა მწარედ დაიკვნესა, ცაში აინავარდა, მერე, ფრთები შეიკეცა, ისიც ცეცხლში ჩავარდა. ცოდვით გული მეთრგუნება, დარდი ბორკავს სიხარულს, სიწმინდე და ერთგულება ცეცხლში ჩაჰყვა სიყვარულს. ნოდარ იაგორაშვილი. |
| *ნინო* |
Jun 3 2008, 01:01 AM
პოსტი
#1089
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ! დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს. და თუ ხანდახან ფშატის ხესავით ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, - გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი ვერ შეველევი. დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! |
| 6+j.anu.j.j |
Jun 3 2008, 01:06 AM
პოსტი
#1090
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 |
კაია გაიხარე
|
| *ნინო* |
Jun 3 2008, 01:06 AM
პოსტი
#1091
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია; ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი ხანჯალივით გულში გამიტარებია. გაღიმებაც შემიძლია აპრილისა, ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც... - შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, - მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი. - თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული, სიყვარული ყბით დამიტარებია, ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული, თებერვალში აპრილს დამიდარებია... დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით... ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი... ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო, დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები |
| iisperiTOVLI |
Jun 4 2008, 07:07 PM
პოსტი
#1092
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ნეტავ აქ იყო. . .
ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს, პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული, თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს, მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული. ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი, დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს, მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით, აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო. ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . . ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი. ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი, კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას. დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე, თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი, მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს. ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი, გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით, - შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით გელა დაიაური ავტოპორტრეტი აისი. ნაბიჯი. ნაოჭი. ფიქრები. გრძნობები. ღიმილი. ტრფიალი. ხალისი. ნისლები. ნიავი. სითეთრე. ფიფქები. ამოტივტივება. ოცნება. ალერსი. კენტობა. მოწყენა. სიშორე. მოთმენა. ღიმილი. სილაღე. ცრემლები. ვარამი. პოეტი. მუზები. ლოდინი. მოფრენა. მაგიდა. სინათლე. ფურცელი. კალამი. სტრიქონი. სტრიქონი. ანკარა. ტკიცინა. ფიქრები. ძიება. ჯებირი. კედელი. წამება. წამები. მიგნება. ყიჟინი. დუმილი. ჩასუნთქვა. ღიმილი. წერტილი -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 4 2008, 08:00 PM
პოსტი
#1093
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
უკანასკნელი ლექსი შენზე
მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი, რაც ჩემს თავს შეგაცოდებს... მე ასე მინდა! მე არა ვარ ახლა ქუჩაში, არა ვარ გაყინული, არა ვარ მოტყუებული, არა ვარ შეშინებული... მაგრამ მე მაინც მინდა გითხრა რამე ისეთი, რაც ჩემს თავს შეგაცოდებს! მე ახლა ვწევარ. მე ვწევარ რაღაც გაურთულებელი სიმშვიდით, რაღაც ძალიან ჩემი და ძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაში და ვფიქრობ: რა შემიძლია გითხრა ისეთი, რაც ჩემს თავს შეგაცოდებს... მე მინდა წარმოვიდგინო შნი შემოსვლა ამ ოთახში. მე მინდა წარმოვიდგინო ჩემი დახვედრა... მე არ მინდა შეგაცოდო თავი ჩემი ძველი ტკივილებით, არც ძველი სისულელეებით, – ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომით... ერთ დროს ტირილით... დღეს მე ვარ კარგად და მე მინდა შეგაცოდო თავი ჩემი დღევანდელი კარგადყოფნით, ჩემი დღევანდელი სიმშვიდით, – რადგან ეს სიმშვიდე და კარგადყოფნა კიდევ ერთხელ შემახსენებს იმას, რომ ჩემგან გავიდა სიყვარული. მე მინდოდა მეთქვა რაიმე ისეთი, რაც ჩემს თავს შეგაცოდებდა და გეუბნები: „მე აღარ მიყვარხარ შენ!“ -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| tustusa-gogo |
Jun 4 2008, 08:31 PM
პოსტი
#1094
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
,,ნეტავ აქ იყო" უძაააანმაგესია
-------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 4 2008, 09:14 PM
პოსტი
#1095
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
სონეტი - მიძღვნა
მეფისტოს ჩრდილებს მიმოაბნევს შუქი ზარასტროს, ზესწრაფვას შენსას ვერ აღუდგეს ვერცა კალიფსო. ჯერ არ შობილა შენგან სიტყვა არსად, არასდროს, ბგერათა მღერად რომ არ გაააპოკალიფსო. სერობა ჩვენი მოლოდინი არის მაცხოვრის, სმენას გაფანტავს გარდასულთა სულთა გოდება. შვიდი ბუკის ხმა დაგიმშვიდებს ფიქრის საცხოვრისს, აღდგომა შესცვლის კუთვნილ გზათა აგოლგოთებას. მწუხრისას მდევრად აგვედევნა ხილვა ფარული - ბაღში იესოს ჩუმი ლოცვა გვიანობამდე. გფარავდეს ზღვებზე მოარული იეროფანტი და გარიჟრაჟი პეტრეს ცრემლად ჩამოღვარული. გულის მზედ ქცევას მოკრძალებით მიუძღვნი სალამს, ისევ ოსანა რომ მოესმას იერუსალიმს. რატი ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| Nefertiti |
Jun 6 2008, 11:14 PM
პოსტი
#1096
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ძალიან მომწონს ეს ლექსი შენზე ფიქრებში, ლამაზო, ცეცხლივით ავინთებიო, წამაუბერავს ქარი და ფერფლივით ვიფანტებიო. დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა, ო, რა ძალიან ვთვრებიო! ხან სალ კლდედ გადავიქცევი, ხან მიწად გავმტვერდებიო. თვალო, ქცეულო ღრუბლადა, რა მალ-მალ მიწვიმდებიო! გულო, ქცეულო ღამედა, ელვებით მინათდებიო, ჩანჩქერით ამომკვნესარევ ქუხილით აჰგმინდებიო. ცხოვრებამ გამიუფსკრულა შენსკენ სავალი გზებიო. როგორ მიყვარხარ მაშინა, ცოტას რომ გამიწყრებიო, ცასავით მაიღრუბლები, სატირლად ემზადებიო, ცრემლების მძივით სახეზე ლამაზად მაირთვებიო. ხალხური -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| guest |
Jun 7 2008, 12:29 AM
პოსტი
#1097
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Королев Виктор
"Невеста" Мы встретились однажды в ресторане, В котором я на сцене песни пел, Она вошла, все стало как в тумане, Лишь на нее в тот вечер я смотрел. Ну, а потом все было словно в сказке, Казалось нам мы навсегда вдвоем, И проживем сто лет в любви и ласке, И даже в день один мы с ней умрем, В разлуку нашу долго я не верил, Хотя намеки слышал от друзей, Я знал, она появится у двери, Спасет меня улыбкою своей, И вот сейчас она пьяна от счастья, Но я на этом празднике чужой И в белом вихре свадебного платья Моя любовь прощается со мной Кружилась в платье белом неумело, От счастья опьяневшая невеста. На этой шумной свадьбе песни пел я Под музыку нестройного оркестра. Кружилась в платье белом неумело, Моя любовь, но не моя невеста, На этой свадьбе нам судьба все спела Под музыку нестройного оркестра.... |
| guest |
Jun 7 2008, 01:25 AM
პოსტი
#1098
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
syd
|
| Nefertiti |
Jun 9 2008, 01:47 PM
პოსტი
#1099
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს, კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა კანჭებზე გაკოცებს ღმერთმანი, შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ. გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგქცერის, მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი, ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს... რა ვნებიანია თან ქარი მაისში, არ იცი... მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის. ეგ ყელი მაღალი როგორმე დაფარე, იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს, თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს. ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ, ჭორაობა დაიწყეს რტოებმა: რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო. გიორგი ზანგური ესეც აუდიო ვერსია : ) ისიამოვნეთ : )))) http://files.ge/file/267467/vurchiot-rame-mp3.html -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| T.L. |
Jun 9 2008, 01:55 PM
პოსტი
#1100
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
Nefertiti
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| T I K O |
Jun 9 2008, 03:14 PM
პოსტი
#1101
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ბავშვობიდან მიყვარს მარიკა ბარათაშვილის ეს ძალიან ლამაზი და თბილი ლექსი
ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად: პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან "საპოვნელას". შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს, ბედს დაეძებს თუ დანაკარგს - რამე ნივთებს, ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!" მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე, ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა, ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა. პ.ს. ოქტომბერში მე მაგ (ჩემს) მხარეს გამივლია და ბებოსთან ერთად საპოვნელაც შემიგროვებია... მგონი, სამკურნალო მცენარეა, ძალიან პატარა და ლამაზი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 9 2008, 05:07 PM
პოსტი
#1102
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
გადაიშიშვლეს შენს წინ, თითქოს, მკერდი ველებმა
და შემოდგომა უკანასკნელ ვნებას გვთავაზობს, შენ კი უარყოფ, შენ მომაკვდავს ვერ ეკარები, და ცრემლი გახრჩობს – ერთადერთი – ყინულის ცრემლი... და როგორც ქალი – რომ გადალახა ყველა ეჭვი და ყველა უარი, რომ შემოიძრო ტანზე სამოსი და სიყვარულის ერთი წამისთვის რომ გაიმეტა მთელი ცხოვრება, და არც შეხედეს, მიატოვეს გაშიშვლებული, და მხოლოდ სიცილს შეეჩეხა მთრთოლვარე მკერდით, – ისე ქვითინებს ეს შემოდგომაც და უკანასკნელ ფოთლებს იფარებს... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 9 2008, 06:00 PM
პოსტი
#1103
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ჰირან!
------------------------------------------------ ოვვა იალა! დილა იწყება კვნესით.. რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში, ფიქრის ღრუბლებით მოქუფრული, ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს.. ეს სამეფოა განწირული ემბრიონების.. ოვვა იალა! მინარეთებზე შემომჯდარი პატიოსნება ხარბად ეტანება ამერიკულ წყურვილს.. რა უცნაური ფიქრი სცოდნიათ აღმოსავლეთში, თითქოს აქ მხოლოდ ცაა წყნარი, მზეა ღიმილის, მაგრამ სულ მიწას ჩასჩერებიან ტირიფებივით და ბავშვი, ცრემლით ხელ-პირს რომ იბანს განთიადისას, ოცნებობს მხოლოდ ავტომატზე, ბევრი ტყვიებით.. და აქ თოჯინებს მიუჩინეს რა ხანია მყუდრო ადგილი, ცეცხლის ზვინებში, მიწის ღრმულებში.. ჰირან! ოვვა იალა! გაკივლებული ვნებებით და მზის ჩასვლისას მიძინებული ანგელოსებით.. აქ ყოველ წამს სჭედავენ თვალების ამბოხს, თქრიალით ღვრიან საკუთარ სისხლს გასამრავლებლად, სერავენ ღურბლებს წვეტიანი მზერის ისრებით და არც ელიან ცისგან შვებას.. ოვვა იალა! დღე სრულდება კვნესით დაღლილი ქალებით და ბავშვები ტალახებში იბანენ ფეხებს.. ჰირან! ოვვა იალა! დაწნეხილი ოცნებებით გაზიპულ თმებსაც ხშირად ეტყობათ წუხანდელი ნაოცნებარი ამერიკაზე.. ეს სამყაროა დაჩეხილი ემბრიონების, და გამოჭვარტლულ თვალის გუგებს დანით ხეთქავენ, რომ აღარასდროს დაინახონ ბავშვების ომი და მინარეთზე შემომდგარი მოლა მძინარე.. ოვვა იალა! ჰირან! ოვვა იალა! რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში.. გაყვითლებული კოცნებით და რაჰათლუჰუმით.. და სიტკბო აღწევს მხოლოდ პირის გამოქვაბულში, იმის იქით კი მთები მწარედ იგრიხებიან.. ჰირან! ოვვა იალა! ოვვა იალა, ჰირან! არ ჩაგეძინოს! /ხვიარა/ სადაა მამა? ------------------------------------------------ ჩემთან მოვიდა პეპელა, რომელსაც არ ჰქონდა ფრთები.. და მკითხა პეპელამ: სადაა მამა? თვალების არევით, მექანიკური სუნთქვით და გაოცებით მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ლამპიონზე, რომელიც ჩაქრა.. ჩემთან მოვიდა უცხოპლანეტელი, ნამდვილი ყურებით.. და მკითხა უცხოპლანეტელმა: სადაა მამა? ტვინის გაჩხრეკით, დასუსტებული ნერვებით და ბოდვით მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე მთვარეზე, როცა გათენდა.. ჩემთან მოვიდა ქვა, რომელიც არ იყო ძვირფასი.. და მკითხა ქვამ: სადაა მამა? თითების მტვრევით, გულის ფეთქვის შეკავებებით მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ასფალტზე, რომელიც აყარეს.. ჩემთან მოვიდა თოვლის გუნდა, რომელიც იყო მიწიანი.. და მკითხა თოვლის გუნდამ: სადაა მამა? ტუჩების მოყინვით, ოდნავი კანკალით და უპირობოდ მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ნაძვის ხეებზე, როცა გაზაფხულდა.. მაგრამ ვერასოდეს ვუხსნი ჩემს ძმისშვილებს, როცა მეკითხებიან: სადაა მამა? ცრემლების შეკავებით, სულის ამოვარდნით და ფიქრების დანაწევრებით მე მხოლოდ ვჩუმდები და ვუთითებ ცაზე, უცისარტყელოდ.. მათ კი რახანია არ სჯერათ ჩემი, რადგან უკვე წამოიზარდნენ და მიხვდნენ, რომ ჩემი ძმა ცაში კი არა, სადღაც იქაა, სადაც პეპლების, ქვების, თოვლის და უცხოპლანეტელების მამები ცხოვრობენ.. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| tustusa-gogo |
Jun 10 2008, 12:01 AM
პოსტი
#1104
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
უი ხვიარას იცი რომელი ლექსი მინდა? (მგონი მისია) ,,ბიძია თომას შვილი მოკლეს "
-------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 10 2008, 11:31 AM
პოსტი
#1105
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
tustusa-gogo
ბიძია თომა _____________________________________ ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი პლურალია შენ და მე რომ გვიყურებს დალურჯებული თვალებით.. მაჰიპნოზირებელი კომპიუტერები ენის ქვეშ და ვირტუალური გეტოები ტვინში.. ჩვენ ვიღდგენთ გუშინდელ თამაშებს, შენ გახსოვს რამდენჯერ გაკოცე შუბლზე.. ბიძია თომას არ ახსოვს.. ელექტროსიყვარულები ირთვებიან ყოველ საღამოს, პირობითობის გზაჯვარედინზე ანთებენ კოცონს და სხივების გადაკვეთის წერტილში იბადება ბავშვი, რომელსაც არ აცვია რეიტუზები, არამედ აცვია რეზინის ჩექმები და უკეთია თეთრი ხელთათმანები.. შენ დგახარ ფანჯარასთან და უყურებ წვიმას.. თავს ადებ ფანჯრებს და ეკრობი ტუჩებით, მინებზე ჩამოდის წვეთები წურწურით, მე კი ვეღარსად ვამჩნევ დანაორთქლს.. იცი, კამბოჯაში გუშინ ბიძია თომა მოკლეს.. გკიდია ხო? ქუჩის ლამპიონები ალტერნატიული მზეების სტატუსით თვალებში მანათებენ პეპლების ფერფლს და ქუჩებში სუნი დგას მყრალი კატების.. ვის უყვარს თამაში სვავების ყანაში? მეზობელს, ძაღლების გამზრდელს და გამყიდველს, თუ საყვარელს, ყველაზე საზიზღარს ამქვეყნად? ლონგ ლივე როცკ ანდ ცოცკ!! ფლიაჰ.. ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი ამორალია, წითელი ყაყაჩოების მინდორში წაქცეული ბავშვივით ალალი და ყოველ საღამოს კედლებს რომ ეყრდნობა, სულაც არ ფიქრობს სასაფლაოზე.. ვიღაცას არ სწყინს, რომ ჩვენ გვძინავს საკუთარ კუჭში და მზერებს ვატანთ მთვარისკენ ნაწლავებს.. იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. არ იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. იცოდი, რომ ბიძია თომას შვილი მოუკლეს? გაიგე, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. გესმის, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. აუუ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს, ხედავ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს, ვაა, ბიძია თომას შვილი მოუკლეს, იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. ჰეეეი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს.. ჰეეეეეეეეეეეეეეი, გკიდია ხო? -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| T I K O |
Jun 11 2008, 12:35 AM
პოსტი
#1106
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ძალიან მომწონს ეს ლექსი.... ძალიან
რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ, რაც სანახავი არსებობს- ვნახე და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. ვერ დავარბიე ჩემში ველური, კანდაშაშრული მზით და მარილით, ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით. ყველა ზეიმზე დავიგვიანე, ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე. არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი, მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს. მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს, თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. ოთარ ჭილაძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th April 2026 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი