IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 54 55 56 57 58 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
T I K O
პოსტი Jun 9 2008, 03:14 PM
პოსტი #1101


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ბავშვობიდან მიყვარს მარიკა ბარათაშვილის ეს ძალიან ლამაზი და თბილი ლექსი rolleyes.gif



ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,

შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:

პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,

იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".


შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე

თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,

ბედს დაეძებს თუ დანაკარგს - რამე ნივთებს,

ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!"


მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,

ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,

ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,

რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.



პ.ს. ოქტომბერში მე მაგ (ჩემს) მხარეს გამივლია და ბებოსთან ერთად საპოვნელაც შემიგროვებია... მგონი, სამკურნალო მცენარეა, ძალიან პატარა და ლამაზი zafxuli.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 9 2008, 05:07 PM
პოსტი #1102


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



გადაიშიშვლეს შენს წინ, თითქოს, მკერდი ველებმა
და შემოდგომა უკანასკნელ ვნებას გვთავაზობს,
შენ კი უარყოფ, შენ მომაკვდავს ვერ ეკარები,
და ცრემლი გახრჩობს – ერთადერთი – ყინულის ცრემლი...
და როგორც ქალი – რომ გადალახა
ყველა ეჭვი და ყველა უარი,
რომ შემოიძრო ტანზე სამოსი
და სიყვარულის ერთი წამისთვის
რომ გაიმეტა მთელი ცხოვრება,
და არც შეხედეს, მიატოვეს გაშიშვლებული,
და მხოლოდ სიცილს შეეჩეხა მთრთოლვარე მკერდით, –
ისე ქვითინებს ეს შემოდგომაც
და უკანასკნელ ფოთლებს იფარებს...


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 9 2008, 06:00 PM
პოსტი #1103


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ჰირან!
------------------------------------------------

ოვვა იალა!
დილა იწყება კვნესით..
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში,
ფიქრის ღრუბლებით მოქუფრული,
ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს..
ეს სამეფოა განწირული ემბრიონების..
ოვვა იალა!

მინარეთებზე შემომჯდარი პატიოსნება
ხარბად ეტანება ამერიკულ წყურვილს..
რა უცნაური ფიქრი სცოდნიათ აღმოსავლეთში,
თითქოს აქ მხოლოდ ცაა წყნარი, მზეა ღიმილის,
მაგრამ სულ მიწას ჩასჩერებიან ტირიფებივით
და ბავშვი, ცრემლით ხელ-პირს რომ იბანს განთიადისას,
ოცნებობს მხოლოდ ავტომატზე, ბევრი ტყვიებით..
და აქ თოჯინებს მიუჩინეს რა ხანია მყუდრო ადგილი,
ცეცხლის ზვინებში, მიწის ღრმულებში..
ჰირან! ოვვა იალა!
გაკივლებული ვნებებით
და მზის ჩასვლისას მიძინებული ანგელოსებით..
აქ ყოველ წამს სჭედავენ თვალების ამბოხს,
თქრიალით ღვრიან საკუთარ სისხლს გასამრავლებლად,
სერავენ ღურბლებს წვეტიანი მზერის ისრებით
და არც ელიან ცისგან შვებას..

ოვვა იალა!
დღე სრულდება კვნესით დაღლილი ქალებით
და ბავშვები ტალახებში იბანენ ფეხებს..
ჰირან! ოვვა იალა!
დაწნეხილი ოცნებებით გაზიპულ თმებსაც
ხშირად ეტყობათ წუხანდელი ნაოცნებარი ამერიკაზე..
ეს სამყაროა დაჩეხილი ემბრიონების,
და გამოჭვარტლულ თვალის გუგებს დანით ხეთქავენ,
რომ აღარასდროს დაინახონ ბავშვების ომი
და მინარეთზე შემომდგარი მოლა მძინარე..
ოვვა იალა! ჰირან! ოვვა იალა!
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში..
გაყვითლებული კოცნებით და რაჰათლუჰუმით..
და სიტკბო აღწევს მხოლოდ პირის გამოქვაბულში,
იმის იქით კი მთები მწარედ იგრიხებიან..
ჰირან! ოვვა იალა!
ოვვა იალა, ჰირან! არ ჩაგეძინოს!

/ხვიარა/

სადაა მამა?
------------------------------------------------

ჩემთან მოვიდა პეპელა, რომელსაც არ ჰქონდა ფრთები..
და მკითხა პეპელამ: სადაა მამა?
თვალების არევით, მექანიკური სუნთქვით და გაოცებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ლამპიონზე,
რომელიც ჩაქრა..
ჩემთან მოვიდა უცხოპლანეტელი, ნამდვილი ყურებით..
და მკითხა უცხოპლანეტელმა: სადაა მამა?
ტვინის გაჩხრეკით, დასუსტებული ნერვებით და ბოდვით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე მთვარეზე,
როცა გათენდა..
ჩემთან მოვიდა ქვა, რომელიც არ იყო ძვირფასი..
და მკითხა ქვამ: სადაა მამა?
თითების მტვრევით, გულის ფეთქვის შეკავებებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ასფალტზე,
რომელიც აყარეს..
ჩემთან მოვიდა თოვლის გუნდა, რომელიც იყო მიწიანი..
და მკითხა თოვლის გუნდამ: სადაა მამა?
ტუჩების მოყინვით, ოდნავი კანკალით და უპირობოდ
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ნაძვის ხეებზე,
როცა გაზაფხულდა..
მაგრამ ვერასოდეს ვუხსნი ჩემს ძმისშვილებს,
როცა მეკითხებიან: სადაა მამა?
ცრემლების შეკავებით, სულის ამოვარდნით და ფიქრების დანაწევრებით
მე მხოლოდ ვჩუმდები და ვუთითებ ცაზე, უცისარტყელოდ..
მათ კი რახანია არ სჯერათ ჩემი,
რადგან უკვე წამოიზარდნენ და მიხვდნენ,
რომ ჩემი ძმა ცაში კი არა,
სადღაც იქაა,
სადაც პეპლების, ქვების, თოვლის და უცხოპლანეტელების მამები ცხოვრობენ..


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 10 2008, 12:01 AM
პოსტი #1104


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



უი ხვიარას იცი რომელი ლექსი მინდა? (მგონი მისია) ,,ბიძია თომას შვილი მოკლეს "


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 10 2008, 11:31 AM
პოსტი #1105


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



tustusa-gogo
ბიძია თომა
_____________________________________

ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი პლურალია
შენ და მე რომ გვიყურებს
დალურჯებული თვალებით..
მაჰიპნოზირებელი კომპიუტერები ენის ქვეშ
და ვირტუალური გეტოები ტვინში..
ჩვენ ვიღდგენთ გუშინდელ თამაშებს,
შენ გახსოვს რამდენჯერ გაკოცე შუბლზე..
ბიძია თომას არ ახსოვს..
ელექტროსიყვარულები ირთვებიან ყოველ საღამოს,
პირობითობის გზაჯვარედინზე ანთებენ კოცონს
და სხივების გადაკვეთის წერტილში იბადება ბავშვი,
რომელსაც არ აცვია რეიტუზები,
არამედ აცვია რეზინის ჩექმები
და უკეთია თეთრი ხელთათმანები..
შენ დგახარ ფანჯარასთან და უყურებ წვიმას..
თავს ადებ ფანჯრებს და ეკრობი ტუჩებით,
მინებზე ჩამოდის წვეთები წურწურით,
მე კი ვეღარსად ვამჩნევ დანაორთქლს..
იცი, კამბოჯაში გუშინ ბიძია თომა მოკლეს..
გკიდია ხო?
ქუჩის ლამპიონები ალტერნატიული მზეების სტატუსით
თვალებში მანათებენ პეპლების ფერფლს
და ქუჩებში სუნი დგას მყრალი კატების..
ვის უყვარს თამაში სვავების ყანაში?
მეზობელს, ძაღლების გამზრდელს და გამყიდველს,
თუ საყვარელს, ყველაზე საზიზღარს ამქვეყნად?
ლონგ ლივე როცკ ანდ ცოცკ!!
ფლიაჰ..
ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი ამორალია,
წითელი ყაყაჩოების მინდორში წაქცეული ბავშვივით ალალი
და ყოველ საღამოს კედლებს რომ ეყრდნობა,
სულაც არ ფიქრობს სასაფლაოზე..
ვიღაცას არ სწყინს,
რომ ჩვენ გვძინავს საკუთარ კუჭში
და მზერებს ვატანთ მთვარისკენ ნაწლავებს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
არ იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცოდი, რომ ბიძია თომას შვილი მოუკლეს?
გაიგე, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
გესმის, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
აუუ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
ხედავ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
ვაა, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
ჰეეეი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
ჰეეეეეეეეეეეეეეი,
გკიდია ხო?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jun 11 2008, 12:35 AM
პოსტი #1106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ძალიან მომწონს ეს ლექსი.... ძალიან rolleyes.gif



რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ,

რაც სანახავი არსებობს- ვნახე

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.


ვერ დავარბიე ჩემში ველური,

კანდაშაშრული მზით და მარილით,

ვერ მივაჭედე სულს სახელური,

რომ გამოაღოს ყველამ კარივით.


ყველა ზეიმზე დავიგვიანე,

ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.

არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,

მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.


მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,

თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.


ოთარ ჭილაძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 12 2008, 08:23 PM
პოსტი #1107


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650





აქ გულთან როგორც პატარა ჩხვლეტა
როგორ უბრალო პატარა ბწკარი
ჩემში ხარ ვგრძნობ და უკვე ვერ ვბედავ
რომ სამუდამოდ მოვხურო კარი

აქ გულთან ერთი პატარა ცრემლი
როგორც უბრალო პატარა დარდი
შენ სიყვარულს თუ ვერ დავიტევდი
უშენობას ვერ გადავიტანდი

აქ გულთან როგოც პატარა აზრი
როგორც უბრალო პატარა ლოცვა
შენით იწყება ცხოვრება მაშინ
შენი თვალები მინათბს როცა

აქ გულთან როგორც პატარა ჩხვლეტა
როგორც უბრალო პატარა ბრწკარი
ყოველ დღე მჩუქნი უამრავ სევდას
და მაიც ვეღარ დავხურე კარი
ვეღარ შევძელი რომ მომეკალი...



--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 13 2008, 03:02 PM
პოსტი #1108


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მოდით, ვიღაცამ გადასდეთ თავი
და შემიყვარეთ.
იცით, როგორი მადლობელი დავრჩები თქვენი?!

ერთი სიყვარული მესიზმრება მუდამ – ისეთი,
როგორსაც მართლა გავუძლებდი მთელი ცხოვრება!..

და მოდით,
ვიღაცამ მიაფურთხეთ სხვა ყველაფერს და
მე შემიყვარეთ!!!

smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jun 14 2008, 02:26 PM
პოსტი #1109


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632




უსმენს



ირხევა, ბიბინებს კორდი პაწია ,

თეთრი ყვავილების კაბა აცვია...

სალამურს ატირებს “მწყემსი ქაცვია“

და ძოვს ცხოვარი...

ეს სიმღერაა მზის სასალამო

მარტისპირული...

გვერდგანგმირული

დუმს მაცხოვარი,

უსმენს სალამურს.



ანა კალანდაძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Jun 14 2008, 03:12 PM
პოსტი #1110


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



ციტატა(T I K O @ Jun 9 2008, 03:14 PM) *

ბავშვობიდან მიყვარს მარიკა ბარათაშვილის ეს ძალიან ლამაზი და თბილი ლექსი rolleyes.gif

ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,

შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:

პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,

იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".
შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე

თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,

ბედს დაეძებს თუ დანაკარგს - რამე ნივთებს,

ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!"
მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,

ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,

ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,

რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.


ძალიან მაგარი ლექსიააა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 14 2008, 06:48 PM
პოსტი #1111


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ.
ო, ღმერთო, როცა ჩემი ხარ და უფრო როცა არ,
შენ ხომ ყოველთვის ხედავ ჩემს ჯიბეს,
ამოვსებულს ხალხის მზერით და ზურგშექცევით,
ხედავ ჩემს კანს, დახეთქილს, დანაწევრებულს
და კანს მწყურვალს, ხედავ შენ, ღმერთო.
მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ..

ჩემი სახლია ქუჩის კუთხეში და უფრო გზაში,
ო, ჩემი სახლი, უკედლებო, ურემონტო,
წვიმის და მზის სახურავით გადაფარული,
ყოველ საღამოს, დაბრუნებისას ის თვითონ მიღებს კარს
და მე ჩემივე სახლის სტუმარი ვარ,
ღამეს ვათევ და შემდეგ სხვა ჩემი სახლის სტუმარი ვხდები.
ო, ჩემი სახლი, უამრავი და მხოლოდ ერთი..

მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ
და ნისლი, ბლანტი, ჩემს გარშემო, გაუკვალავი,
ჩემი ნაცრისფერი პალტოა, ალაგ-ალაგ ამოხვრეტილი,
მე კი სულ ვცდილობ მასში ჩამალვას,
თუმცაღა მხოლოდ გაჭირვებით თუ ვატევ მკლავებს.
ო, ნისლი, ნისლი, ჩემი წმინდა პალტო, რომელშიც
მე ჭუჭყიანი მათხოვარი – უფლისწული ვარ..

ჩემი საქმეა სიარული შენობებს შორის.
ვაგროვებ მზერებს, ჰაბიტუსებს არაჩემებურს
და მე სულ მშრალი, თითქმის ქვასავით,
უბარიკადო გრძნობებს ვეძებ გზატკეცილებზე,
ვეძებ ცივ თვალებს, არეულებს მიწის სიცხისგან,
ო, ღმერთო, ნურასოდეს გამოლევ უზედაპირო თვალებს,
რომ მე ვიარო შენობებს შორის და ვიმათხოვრო..

მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ.
შენ ხომ ყოველთვის ხედავ ჩემს ჩანთას,
რომლითაც დამაქვს ყრუ და უმიზნო ბგერები მათთვის,
ხედავ ჩემს ბინას, მოწყენილს, სტუმრის გარეშე
და სულ არასდროს მომლოდინე მომავალს ჩემსას.

ო, ღმერთო, როცა შენ ამოგიტან ჩემს სიტყვებს ხელით,
ნუ გაბრაზდები და გაიხსენე, რომ მე უბრალოდ
ჩემს ნისლის პალტოს ვიცვამ ყოველ დილით
და დამაქვს ჩემი ჯიბეებით თვალების ფსკერი..
გაიხსენე, რომ მე ვპოულობ ყოველდღიურად ადამიანებს,
მათ, ვისაც შენ კვლავ უმიზეზოდ, ედემში ეძებ,
მე ამ ქალაქის სველ ქუჩებში ვართმევ სიფხიზლეს..
ო, ღმერთო, როცა ჩემთან ხარ და უფრო როცა არ,
მე არ ვიცვლები, არ ვიცვლები, შენ კარგად იცი,
მე ისევ, ისევ ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ..

ხვიარა


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Jun 14 2008, 08:55 PM
პოსტი #1112


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



ჩემი დარდია ის, რომ დარდი საერთოდ არ მაქვს
ჩემი ფიქრია ის, რომ ფიქრი ზღვისკენ გამირბის,
სახლში რომ ვიყო, დავკიდები ეზოში ჰამაკს,
არ ვიქნებოდი ამ ჰამაკში ასე ღარიბი.
სახლში რომ ვიყო, პარმაღის წინ დამღლიდა ჯდომა,
იმ სახლში კიდევ შენც რომ მყავდე, მაშინ რა მიჭირს,
მაგრამ სხვაგან ვარ უშენოდ და სიბნელეს ვზომავ,
და ჩემს მხრებს უკან ქრება ყველა ჩემი ნაბიჯი.
ახლა ღამეა და ვერაფერს ვუხერხებ ნატვრებს,
არც ძალა მყოფნის, რომ ეს გული ისევ ჩავრაზო,
მინდა გიყვარდე ისე, როგორც გიყვარდი ადრე,
მინდა მიყვარდე ისე როგორც.. როგორც არასდროს.


შალვა ბაკურაძე




--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 15 2008, 01:24 PM
პოსტი #1113


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მე ვერ ვპატიობ ამდენ ანჩხლობას,
ცის - ჭურჭელივით ხელში დამსხვრევას,
ვიზაც არ აკრთობს ტბაში დახრჩობა,
ვისაც სიკვდილი არ ენატრება.
ვისაც არ ტკვივა ძვლებში ლურსმანი,
ვისაც სახსრების ჯვარცმა არ ტკივა,
ვის ხერხემალსაც გაულურსავი
ტანჯვა არ ტკვირავს...
ყელში მაქვს თქვენი ყველა კაპრიზი,
ბედნიერებაც თქვენი ბრიყვული,
მე კი არა ვარ, თქვენ ხართ ნაპირზე
მკვდარი თევზივით გამორიყული.

---------------------------------------------
რატომ გახდა ყოველივე ამაო,
ღრუბლებს რატომ ეფარები მამაო?
მგლებთან მებრძოლს დამავიწყდა "ოსანა"
ტყეში დავრჩი ნათელშეუმოსავად.
ცხვარი ეგე მომაცილე თავიდან,
მსხვერპშეწირვად მთაზე ჩემს გულს ავიტან.

----------------------------------------------------
მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიდან,
გულო ვიცი სამსხვერპლოზე
ისააკის ბედს აიტან
მივატოვე სამარია,
მზის შობა და ცა - მარიამ,
შუბლი ისევ გოლგოთაა,
გული ისევ სამარეა.
მივატოვე მეტანია,
ბეთბაგე და ბეთანია,
სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
სევდა ამომიტანია.
მივატოვე ნაზარეთი,
ვით სნეულმა ლაზარეთი.
გზა გასამდა მარიამით,
მართათი და ლაზარეთი.
მივატოვე, მომიტევე,
შენთან როგორ მოვიდე მე,
შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე
ღამეს შუბლთან რომ მითევენ.
მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიდან,
გულო ვიცი, გოლგოთაზე
უკვე ჯვარცმულ ბედს აიტან.

რატი ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 16 2008, 01:50 AM
პოსტი #1114


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



უცნობი ავტორის,მხოლოდ ნიკი ვიცი მისი :

"გათხოვდი? ჩემს ტკივილს გილოცავ
ყეფით გადაფრენილ ყორანს,
მე სხვა სასწაული ვინ მომცა
სხვა ცას დაკიდული თოვა.

გათხოვდი? ჩემს ლოდინს გილოცავ
გზებზე ჩამოღლილი თვალით,
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა სიზმრის შელეწილი კარი.

გათხოვდი? ჩემს ღამეს გილოცავ,
მთვარით, ცრემლის კენტი წვეთით,
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა ჯვარს მილურსმული ღმერთი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 16 2008, 11:59 AM
პოსტი #1115


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



chiamaialologi
ციტატა
ჩემი დარდია ის, რომ დარდი საერთოდ არ მაქვს
ჩემი ფიქრია ის, რომ ფიქრი ზღვისკენ გამირბის,
სახლში რომ ვიყო, დავკიდები ეზოში ჰამაკს,
არ ვიქნებოდი ამ ჰამაკში ასე ღარიბი.
სახლში რომ ვიყო, პარმაღის წინ დამღლიდა ჯდომა,
იმ სახლში კიდევ შენც რომ მყავდე, მაშინ რა მიჭირს,
მაგრამ სხვაგან ვარ უშენოდ და სიბნელეს ვზომავ,
და ჩემს მხრებს უკან ქრება ყველა ჩემი ნაბიჯი.
ახლა ღამეა და ვერაფერს ვუხერხებ ნატვრებს,
არც ძალა მყოფნის, რომ ეს გული ისევ ჩავრაზო,
მინდა გიყვარდე ისე, როგორც გიყვარდი ადრე,
მინდა მიყვარდე ისე როგორც.. როგორც არასდროს.


მაგარი ლექსია. ეტყობა უგრძვნია ბავშვს, უგრძვნია biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 16 2008, 12:50 PM
პოსტი #1116


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



chiamaialologi
ჩემი ჭიამაია ისევ მოვიდა გუშინ და ღამე ერთად გავატარეთ...
დილით წითელი ლაქასავით ეტობოდა თეთრ ზეწარს...
მგონი ვატკინე...
ადრე თავის მოკვლა უნდოდა,
ეხლა გაფრინდა...
გზად ჩემი ცრემლები გავატანე
რომ დაბრუნებულიყო...

გრძნობის სარკეში არეკლილ სამყაროს რომ დაინახავ ხვდები რომ შენ კი არ ხარ სამყაროში, ისაა შენში...

გაწვიმდა და ჩემმა ჭიამაიამ წვიმის ცრემლებში მაცურავა...
ცურვა არ ვიცი-მეთქი და ხელი გამიშვა -
ლამაზი იქნებიო, თვალებს რომ დახუჭავ...
მე შენ მიყვარხარ...

როცა ადამიანმა იცის რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია...

საგზლად ცრემლები გავატანე...
დაბრუნდება...

პ.ს. ავტორი არ მახსოვს smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Jun 16 2008, 02:10 PM
პოსტი #1117


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



რა ლამაზია
სუნთქვა შემეკრა
ohmy.gif piqri.gif


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 16 2008, 02:25 PM
პოსტი #1118


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



chiamaialologi
ციტატა
სუნთქვა შემეკრა

ამოისუნთქე, არ გაიგუდო biggrin.gif

ხელმოწერაზე კი მიგიწერია და... biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Jun 16 2008, 02:30 PM
პოსტი #1119


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



biggrin.gif biggrin.gif
ამოვისუნთქე
და რომ არ გაოფდეს


მე მაოცებდა
ასე ყოველთვის
ეგ ფერადები
ეგ სილამაზე,
შენა ხარ დიდი,
ჩუმი პოეტი.
რა ვუყოთ მერე
ლექსს რომ არა წერ.


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 16 2008, 05:20 PM
პოსტი #1120


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



(წაიკითხეთ ბოლომდე) smile.gif

რექვიემი ცოცხლებისათვის


რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ?

ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის საწოლები
უკაცრიელ ქუჩებში დაწვეს
შემცივნულმა ჯარისკაცებმა,
ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
როგორც ძვირფასი ნივთი.
მამა გიჟი იყო.

მე ვიჯექი უცხო ქალაქის ცივ კაფეში.
მეზობელი მაგიდიდან გადმომაწოდეს
გაკრული ხელით ნაწერი ლექსი,
მე კი მუნჯური ჟესტებით და მიმიკებით ავუხსენი,
რომ მათი ენა უცხოა ჩემთვის.
კაფეს კუთხეში მარტოდმარტო იჯდა ბიჭუნა,
დამცინავად მიყურებდნენ მისი თვალები.

რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ქურდულად გადავძვერით
მავთულხლართებზე
და შევიპარეთ აკრძალულ მინდორში,
რათა მოგვეწყვიტა ორი-სამი თბილი ყვავილი
ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

მე ვიდექი უცხო ქალაქის მდინარესთან,
ზემოთ კი, ხიდის მოაჯირზე, იდგა ბიჭუნა
და სულ ტყუილად ავძახოდი: არ გაბედო, ცურვა არ იცი...
ის ჩაეხეთქა მღვრიე წყალში
და რატომღაც წყალს არ დასცდა არცერთი შხეფი;
და მერე დიდხანს სულ ტყუილად გავყურებდი
მდორე დინებას

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა კოცნისას ვერ მოვთოკეთ სიყვარული
და თვითმკვლელობა დავანებეთ. ხოლო ცოდვა მაშინ ვიგრძენით,
როცა უაზროდ დავყურებდით
თეთრ ზეწარზე
მოწყვეტილი ყვავილების ყუნწებივით
მიყრილ სუსტ ფეხებს
და მკვდრის ღიად დარჩენილი თვალივით შეხსნილ
საშოს, ჯოჯოხეთს.

მე ვიწექი უცხო ქალაქის სასტუმროში
და ვფიქრობდი მეგობარზე, რომლსაც დავცინეთ.
კვამლით გაბუღულ ბნელ დარბაზში
ის ქვითინით კითხულობდა
საყვარელი ქალისადმი მიძღვნილ სტრიქონებს,
ჩვენ კი ვისხედით ბოლო რიგში და სიცილით ვიგუდებოდით.
როცა ის მოკვდა, მეგობარი,
ის მოკვდა და მეტი არავინ.

რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყველაფერს ვიჯერებდით,
რასაც ვერ ვგრძნობდით?

ჩვენ ვიჯერებდით ყველაფერს,
რასაც არ ქონდა სუნი, რასაც არ ქონდა გემო,
რასაც არ ერქვა სამშობლო,
და ზამთარ-ზაფხულ უნაყოფო ხეს ვარხევდით,
ვარხევდით,
ვარხევდით,
და ვაშლი რაა, ხეს ერთხელაც არ დაცვივდა მკვდარი ჩიტები.

რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ მხოლოდ თავს ვიტყუებდით,
როცა ცხოვრებას ვიწუნებდით;
შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდა ცუდი მიზნები.
შესაძლოა, ჩვენ ვფიქრობდით დიდებაზეც,
რათა მისი ბრჭყვიალა მტვერი
დიდსულოვნად დაგვებერტყა სამშობლოს მხრებზეც,
ოღონდ შემდეგ, რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ.

ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც, სულ ეს იყო, რაც დაგვასწავლეს
და გამოგვისტუმრეს აქეთ, ცხოვრებაში,
რომელიც ისეთი ძნელიც არ გამოდგა, როგორც გვაფრთხოლებდნენ,
არც ისე ადვილი, თვითონ რომ გვეგონა.

ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ვუთხარი ჩემს შვილს
და გაკვირვებით რომ შემხედა, თვალი ჩავუკარი.
ადამიანი შეიძლება, გავუმეორე, შეიძლება ადამიანი.

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა ყიჟინით შევუერთდით აჩრდილ-მეომრებს,
რომლებმაც ყველას დაგვირიგეს თითო მაშხალა
და მთელი ღამე ჩაგვძახოდნენ უცნაურ სიტყვებს –
სამშობლოს მიაჩნია,
სამშობლო ვარაუდობს,
სამშობლოს ესმის...
მთელი ღამე გუგუნებდა მიკროფონი,
ტორტმანებდა მოედანი
და კედლები იბზარებოდა.

ან გამარჯვება ან სიკვდილი,
ღნაოდნენ ჩვილები
სამშობიაროს დაგმანული ფანჯრებიდან
და ექოდ ჭექდა დერეფნებში:
სიკვდილი, სიკვდილი...

რატომ, ვკითხულიბდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
რატომ
ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სამოთხე,
ხან ჯოჯოხეთი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
სადაც იდგა პატარა კუბო
და მე ვხვდებოდი, ვინ იწვა მასში.

ნუთუ მე მხოლოდ ჯოჯოხეთი დავიმსახურე?

მითუფრო ნუთუ მხოლოდ სამოთხე?

რატომ, ვკითხულობდი, ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სიცოცხლე,
ხან კი სიკვდილი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში;
სამწუხაროდ, არ ვიცოდი არცერთი ლოცვა
და ხატებზეც, სამწუხაროდ, ვერავის ვცნობდი,
კუბოში კი სხვის მაგიერ იწვა ბიჭუნა,
შესაძლოა, ჩემს მაგიერ... რა საწყენია.…

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა შიშით შევცინოდით ბებერ მეფეებს
და ვარწმუნებდით, რომ იღბლიან ვარსკვავზე გაჩნდნენ,
ვახსენებდით, თუ როგორი მშვენიერი იყო ცხოვრება:
მათი ვაჟები-ვამპირები გმირულად მოკვდნენ,
ქალიშვილები დროულად გაბოზდნენ,
მათი ბიზნესი – ჰოსპიტალი ღია ცის ქვეშ
და იჯარით აღებული სასაფლაო –
აყვავდა და გაიფურჩქნა; მათი თითები
ახლაც კი, მიხრწნილ სიბერეში, ფულზე სწრაფად ითვლიდნენ
წამებს.

ღირსეული, დაფეხვილი მეფეები...
ნელთბილ წყალში ჩაეყარათ ხმელი ფეხები
და ბუზღუნებდნენ,
როცა ჩაზრდილ დრჩხილებს ვჭრიდით ხელისკანკალით.

უცხო ქალაქის სასაფლაო, უცხო ხალხი; მეც იქ ვიდექი,
ფეხისწვერებზე ვიწეოდი, რომ ერთხელაც მომეკრა თვალი
მკვდარი ბიჭისთვის, ვიდრე კუბოს დახუფავდნენ, და დამენახა
მისი ჩემი დედაჩვენიც –
გვამის თეთრი საყელოდან მონაბერი სიკვდილის ქარი
როცა სახიდან წამოხდიდა შავ თავსაფარს,
თუ წამოხდიდა...

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა მზისაკენ ჩვენს ცივ გულებს გზას ვუკვალავდით?

ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის ნაწერები
მებალზამე ქალს მივეცით
გარდაცვლილის ჭრილობების ამოსავსებად,
გარდაცვლილი – გიჟი იყო, და სამშობლო ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
მაგრამ დედამ ამის მერეც არ მოიშალა
ღამღამობით ოთახებში ბორიალი
და ბუტბუტი:
ნუ ინგრევა ჩემი სახლი, ნუ ინგრევა, ნუ ინგრევა...

რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,
ვერც დავიხოცეთ?

ზვიად რატიანი (ჩემი საყვარელი პოეტი) smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 54 55 56 57 58 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 08:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი