სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| iisperiTOVLI |
Jun 12 2008, 08:23 PM
პოსტი
#1107
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
აქ გულთან როგორც პატარა ჩხვლეტა როგორ უბრალო პატარა ბწკარი ჩემში ხარ ვგრძნობ და უკვე ვერ ვბედავ რომ სამუდამოდ მოვხურო კარი აქ გულთან ერთი პატარა ცრემლი როგორც უბრალო პატარა დარდი შენ სიყვარულს თუ ვერ დავიტევდი უშენობას ვერ გადავიტანდი აქ გულთან როგოც პატარა აზრი როგორც უბრალო პატარა ლოცვა შენით იწყება ცხოვრება მაშინ შენი თვალები მინათბს როცა აქ გულთან როგორც პატარა ჩხვლეტა როგორც უბრალო პატარა ბრწკარი ყოველ დღე მჩუქნი უამრავ სევდას და მაიც ვეღარ დავხურე კარი ვეღარ შევძელი რომ მომეკალი... -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 13 2008, 03:02 PM
პოსტი
#1108
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მოდით, ვიღაცამ გადასდეთ თავი
და შემიყვარეთ. იცით, როგორი მადლობელი დავრჩები თქვენი?! ერთი სიყვარული მესიზმრება მუდამ – ისეთი, როგორსაც მართლა გავუძლებდი მთელი ცხოვრება!.. და მოდით, ვიღაცამ მიაფურთხეთ სხვა ყველაფერს და მე შემიყვარეთ!!! -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| T I K O |
Jun 14 2008, 02:26 PM
პოსტი
#1109
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
უსმენს ირხევა, ბიბინებს კორდი პაწია , თეთრი ყვავილების კაბა აცვია... სალამურს ატირებს “მწყემსი ქაცვია“ და ძოვს ცხოვარი... ეს სიმღერაა მზის სასალამო მარტისპირული... გვერდგანგმირული დუმს მაცხოვარი, უსმენს სალამურს. ანა კალანდაძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| veriko7 |
Jun 14 2008, 03:12 PM
პოსტი
#1110
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
ბავშვობიდან მიყვარს მარიკა ბარათაშვილის ეს ძალიან ლამაზი და თბილი ლექსი ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად: პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან "საპოვნელას". შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს, ბედს დაეძებს თუ დანაკარგს - რამე ნივთებს, ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!" მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე, ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა, ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა. ძალიან მაგარი ლექსიააა |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 14 2008, 06:48 PM
პოსტი
#1111
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ.
ო, ღმერთო, როცა ჩემი ხარ და უფრო როცა არ, შენ ხომ ყოველთვის ხედავ ჩემს ჯიბეს, ამოვსებულს ხალხის მზერით და ზურგშექცევით, ხედავ ჩემს კანს, დახეთქილს, დანაწევრებულს და კანს მწყურვალს, ხედავ შენ, ღმერთო. მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ.. ჩემი სახლია ქუჩის კუთხეში და უფრო გზაში, ო, ჩემი სახლი, უკედლებო, ურემონტო, წვიმის და მზის სახურავით გადაფარული, ყოველ საღამოს, დაბრუნებისას ის თვითონ მიღებს კარს და მე ჩემივე სახლის სტუმარი ვარ, ღამეს ვათევ და შემდეგ სხვა ჩემი სახლის სტუმარი ვხდები. ო, ჩემი სახლი, უამრავი და მხოლოდ ერთი.. მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ და ნისლი, ბლანტი, ჩემს გარშემო, გაუკვალავი, ჩემი ნაცრისფერი პალტოა, ალაგ-ალაგ ამოხვრეტილი, მე კი სულ ვცდილობ მასში ჩამალვას, თუმცაღა მხოლოდ გაჭირვებით თუ ვატევ მკლავებს. ო, ნისლი, ნისლი, ჩემი წმინდა პალტო, რომელშიც მე ჭუჭყიანი მათხოვარი – უფლისწული ვარ.. ჩემი საქმეა სიარული შენობებს შორის. ვაგროვებ მზერებს, ჰაბიტუსებს არაჩემებურს და მე სულ მშრალი, თითქმის ქვასავით, უბარიკადო გრძნობებს ვეძებ გზატკეცილებზე, ვეძებ ცივ თვალებს, არეულებს მიწის სიცხისგან, ო, ღმერთო, ნურასოდეს გამოლევ უზედაპირო თვალებს, რომ მე ვიარო შენობებს შორის და ვიმათხოვრო.. მე ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ. შენ ხომ ყოველთვის ხედავ ჩემს ჩანთას, რომლითაც დამაქვს ყრუ და უმიზნო ბგერები მათთვის, ხედავ ჩემს ბინას, მოწყენილს, სტუმრის გარეშე და სულ არასდროს მომლოდინე მომავალს ჩემსას. ო, ღმერთო, როცა შენ ამოგიტან ჩემს სიტყვებს ხელით, ნუ გაბრაზდები და გაიხსენე, რომ მე უბრალოდ ჩემს ნისლის პალტოს ვიცვამ ყოველ დილით და დამაქვს ჩემი ჯიბეებით თვალების ფსკერი.. გაიხსენე, რომ მე ვპოულობ ყოველდღიურად ადამიანებს, მათ, ვისაც შენ კვლავ უმიზეზოდ, ედემში ეძებ, მე ამ ქალაქის სველ ქუჩებში ვართმევ სიფხიზლეს.. ო, ღმერთო, როცა ჩემთან ხარ და უფრო როცა არ, მე არ ვიცვლები, არ ვიცვლები, შენ კარგად იცი, მე ისევ, ისევ ჭუჭყიანი მათხოვარი ვარ.. ხვიარა -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| chiamaialologi |
Jun 14 2008, 08:55 PM
პოსტი
#1112
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 |
ჩემი დარდია ის, რომ დარდი საერთოდ არ მაქვს
ჩემი ფიქრია ის, რომ ფიქრი ზღვისკენ გამირბის, სახლში რომ ვიყო, დავკიდები ეზოში ჰამაკს, არ ვიქნებოდი ამ ჰამაკში ასე ღარიბი. სახლში რომ ვიყო, პარმაღის წინ დამღლიდა ჯდომა, იმ სახლში კიდევ შენც რომ მყავდე, მაშინ რა მიჭირს, მაგრამ სხვაგან ვარ უშენოდ და სიბნელეს ვზომავ, და ჩემს მხრებს უკან ქრება ყველა ჩემი ნაბიჯი. ახლა ღამეა და ვერაფერს ვუხერხებ ნატვრებს, არც ძალა მყოფნის, რომ ეს გული ისევ ჩავრაზო, მინდა გიყვარდე ისე, როგორც გიყვარდი ადრე, მინდა მიყვარდე ისე როგორც.. როგორც არასდროს. შალვა ბაკურაძე -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 15 2008, 01:24 PM
პოსტი
#1113
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მე ვერ ვპატიობ ამდენ ანჩხლობას,
ცის - ჭურჭელივით ხელში დამსხვრევას, ვიზაც არ აკრთობს ტბაში დახრჩობა, ვისაც სიკვდილი არ ენატრება. ვისაც არ ტკვივა ძვლებში ლურსმანი, ვისაც სახსრების ჯვარცმა არ ტკივა, ვის ხერხემალსაც გაულურსავი ტანჯვა არ ტკვირავს... ყელში მაქვს თქვენი ყველა კაპრიზი, ბედნიერებაც თქვენი ბრიყვული, მე კი არა ვარ, თქვენ ხართ ნაპირზე მკვდარი თევზივით გამორიყული. --------------------------------------------- რატომ გახდა ყოველივე ამაო, ღრუბლებს რატომ ეფარები მამაო? მგლებთან მებრძოლს დამავიწყდა "ოსანა" ტყეში დავრჩი ნათელშეუმოსავად. ცხვარი ეგე მომაცილე თავიდან, მსხვერპშეწირვად მთაზე ჩემს გულს ავიტან. ---------------------------------------------------- მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან, გულო ვიცი სამსხვერპლოზე ისააკის ბედს აიტან მივატოვე სამარია, მზის შობა და ცა - მარიამ, შუბლი ისევ გოლგოთაა, გული ისევ სამარეა. მივატოვე მეტანია, ბეთბაგე და ბეთანია, სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის სევდა ამომიტანია. მივატოვე ნაზარეთი, ვით სნეულმა ლაზარეთი. გზა გასამდა მარიამით, მართათი და ლაზარეთი. მივატოვე, მომიტევე, შენთან როგორ მოვიდე მე, შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე ღამეს შუბლთან რომ მითევენ. მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან, გულო ვიცი, გოლგოთაზე უკვე ჯვარცმულ ბედს აიტან. რატი ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| guest |
Jun 16 2008, 01:50 AM
პოსტი
#1114
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
უცნობი ავტორის,მხოლოდ ნიკი ვიცი მისი :
"გათხოვდი? ჩემს ტკივილს გილოცავ ყეფით გადაფრენილ ყორანს, მე სხვა სასწაული ვინ მომცა სხვა ცას დაკიდული თოვა. გათხოვდი? ჩემს ლოდინს გილოცავ გზებზე ჩამოღლილი თვალით, მე სხვა სასწაული ვინ მომცა, სხვა სიზმრის შელეწილი კარი. გათხოვდი? ჩემს ღამეს გილოცავ, მთვარით, ცრემლის კენტი წვეთით, მე სხვა სასწაული ვინ მომცა, სხვა ჯვარს მილურსმული ღმერთი" |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 16 2008, 11:59 AM
პოსტი
#1115
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
chiamaialologi
ციტატა ჩემი დარდია ის, რომ დარდი საერთოდ არ მაქვს ჩემი ფიქრია ის, რომ ფიქრი ზღვისკენ გამირბის, სახლში რომ ვიყო, დავკიდები ეზოში ჰამაკს, არ ვიქნებოდი ამ ჰამაკში ასე ღარიბი. სახლში რომ ვიყო, პარმაღის წინ დამღლიდა ჯდომა, იმ სახლში კიდევ შენც რომ მყავდე, მაშინ რა მიჭირს, მაგრამ სხვაგან ვარ უშენოდ და სიბნელეს ვზომავ, და ჩემს მხრებს უკან ქრება ყველა ჩემი ნაბიჯი. ახლა ღამეა და ვერაფერს ვუხერხებ ნატვრებს, არც ძალა მყოფნის, რომ ეს გული ისევ ჩავრაზო, მინდა გიყვარდე ისე, როგორც გიყვარდი ადრე, მინდა მიყვარდე ისე როგორც.. როგორც არასდროს. მაგარი ლექსია. ეტყობა უგრძვნია ბავშვს, უგრძვნია -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 16 2008, 12:50 PM
პოსტი
#1116
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
chiamaialologi
ჩემი ჭიამაია ისევ მოვიდა გუშინ და ღამე ერთად გავატარეთ... დილით წითელი ლაქასავით ეტობოდა თეთრ ზეწარს... მგონი ვატკინე... ადრე თავის მოკვლა უნდოდა, ეხლა გაფრინდა... გზად ჩემი ცრემლები გავატანე რომ დაბრუნებულიყო... გრძნობის სარკეში არეკლილ სამყაროს რომ დაინახავ ხვდები რომ შენ კი არ ხარ სამყაროში, ისაა შენში... გაწვიმდა და ჩემმა ჭიამაიამ წვიმის ცრემლებში მაცურავა... ცურვა არ ვიცი-მეთქი და ხელი გამიშვა - ლამაზი იქნებიო, თვალებს რომ დახუჭავ... მე შენ მიყვარხარ... როცა ადამიანმა იცის რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია... საგზლად ცრემლები გავატანე... დაბრუნდება... პ.ს. ავტორი არ მახსოვს -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| chiamaialologi |
Jun 16 2008, 02:10 PM
პოსტი
#1117
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 |
რა ლამაზია
სუნთქვა შემეკრა -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 16 2008, 02:25 PM
პოსტი
#1118
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
chiamaialologi
ციტატა სუნთქვა შემეკრა ამოისუნთქე, არ გაიგუდო ხელმოწერაზე კი მიგიწერია და... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| chiamaialologi |
Jun 16 2008, 02:30 PM
პოსტი
#1119
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 |
ამოვისუნთქე და რომ არ გაოფდეს მე მაოცებდა ასე ყოველთვის ეგ ფერადები ეგ სილამაზე, შენა ხარ დიდი, ჩუმი პოეტი. რა ვუყოთ მერე ლექსს რომ არა წერ. -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 16 2008, 05:20 PM
პოსტი
#1120
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
(წაიკითხეთ ბოლომდე)
რექვიემი ცოცხლებისათვის რა დავაშავეთ ჩვენ, როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ? ჩვენი სიმართლე შეირყა. ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები. ჩვენი ბავშვობის საწოლები უკაცრიელ ქუჩებში დაწვეს შემცივნულმა ჯარისკაცებმა, ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში, როგორც ძვირფასი ნივთი. მამა გიჟი იყო. მე ვიჯექი უცხო ქალაქის ცივ კაფეში. მეზობელი მაგიდიდან გადმომაწოდეს გაკრული ხელით ნაწერი ლექსი, მე კი მუნჯური ჟესტებით და მიმიკებით ავუხსენი, რომ მათი ენა უცხოა ჩემთვის. კაფეს კუთხეში მარტოდმარტო იჯდა ბიჭუნა, დამცინავად მიყურებდნენ მისი თვალები. რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ქურდულად გადავძვერით მავთულხლართებზე და შევიპარეთ აკრძალულ მინდორში, რათა მოგვეწყვიტა ორი-სამი თბილი ყვავილი ისე, ყოველი შემთხვევისთვის. მე ვიდექი უცხო ქალაქის მდინარესთან, ზემოთ კი, ხიდის მოაჯირზე, იდგა ბიჭუნა და სულ ტყუილად ავძახოდი: არ გაბედო, ცურვა არ იცი... ის ჩაეხეთქა მღვრიე წყალში და რატომღაც წყალს არ დასცდა არცერთი შხეფი; და მერე დიდხანს სულ ტყუილად გავყურებდი მდორე დინებას რა დავაშავეთ ჩვენ, როცა კოცნისას ვერ მოვთოკეთ სიყვარული და თვითმკვლელობა დავანებეთ. ხოლო ცოდვა მაშინ ვიგრძენით, როცა უაზროდ დავყურებდით თეთრ ზეწარზე მოწყვეტილი ყვავილების ყუნწებივით მიყრილ სუსტ ფეხებს და მკვდრის ღიად დარჩენილი თვალივით შეხსნილ საშოს, ჯოჯოხეთს. მე ვიწექი უცხო ქალაქის სასტუმროში და ვფიქრობდი მეგობარზე, რომლსაც დავცინეთ. კვამლით გაბუღულ ბნელ დარბაზში ის ქვითინით კითხულობდა საყვარელი ქალისადმი მიძღვნილ სტრიქონებს, ჩვენ კი ვისხედით ბოლო რიგში და სიცილით ვიგუდებოდით. როცა ის მოკვდა, მეგობარი, ის მოკვდა და მეტი არავინ. რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყველაფერს ვიჯერებდით, რასაც ვერ ვგრძნობდით? ჩვენ ვიჯერებდით ყველაფერს, რასაც არ ქონდა სუნი, რასაც არ ქონდა გემო, რასაც არ ერქვა სამშობლო, და ზამთარ-ზაფხულ უნაყოფო ხეს ვარხევდით, ვარხევდით, ვარხევდით, და ვაშლი რაა, ხეს ერთხელაც არ დაცვივდა მკვდარი ჩიტები. რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ მხოლოდ თავს ვიტყუებდით, როცა ცხოვრებას ვიწუნებდით; შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდა ცუდი მიზნები. შესაძლოა, ჩვენ ვფიქრობდით დიდებაზეც, რათა მისი ბრჭყვიალა მტვერი დიდსულოვნად დაგვებერტყა სამშობლოს მხრებზეც, ოღონდ შემდეგ, რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ. ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც, სულ ეს იყო, რაც დაგვასწავლეს და გამოგვისტუმრეს აქეთ, ცხოვრებაში, რომელიც ისეთი ძნელიც არ გამოდგა, როგორც გვაფრთხოლებდნენ, არც ისე ადვილი, თვითონ რომ გვეგონა. ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ვუთხარი ჩემს შვილს და გაკვირვებით რომ შემხედა, თვალი ჩავუკარი. ადამიანი შეიძლება, გავუმეორე, შეიძლება ადამიანი. რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყიჟინით შევუერთდით აჩრდილ-მეომრებს, რომლებმაც ყველას დაგვირიგეს თითო მაშხალა და მთელი ღამე ჩაგვძახოდნენ უცნაურ სიტყვებს – სამშობლოს მიაჩნია, სამშობლო ვარაუდობს, სამშობლოს ესმის... მთელი ღამე გუგუნებდა მიკროფონი, ტორტმანებდა მოედანი და კედლები იბზარებოდა. ან გამარჯვება ან სიკვდილი, ღნაოდნენ ჩვილები სამშობიაროს დაგმანული ფანჯრებიდან და ექოდ ჭექდა დერეფნებში: სიკვდილი, სიკვდილი... რატომ, ვკითხულიბდი უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში, რატომ ასეთი უკიდურესობები, ხომ შეიძლება იყოს ორივე, ხან სამოთხე, ხან ჯოჯოხეთი, ვკითხულობდი უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში, სადაც იდგა პატარა კუბო და მე ვხვდებოდი, ვინ იწვა მასში. ნუთუ მე მხოლოდ ჯოჯოხეთი დავიმსახურე? მითუფრო ნუთუ მხოლოდ სამოთხე? რატომ, ვკითხულობდი, ასეთი უკიდურესობები, ხომ შეიძლება იყოს ორივე, ხან სიცოცხლე, ხან კი სიკვდილი, ვკითხულობდი უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში; სამწუხაროდ, არ ვიცოდი არცერთი ლოცვა და ხატებზეც, სამწუხაროდ, ვერავის ვცნობდი, კუბოში კი სხვის მაგიერ იწვა ბიჭუნა, შესაძლოა, ჩემს მაგიერ... რა საწყენია.… რა დავაშავეთ ჩვენ, როცა შიშით შევცინოდით ბებერ მეფეებს და ვარწმუნებდით, რომ იღბლიან ვარსკვავზე გაჩნდნენ, ვახსენებდით, თუ როგორი მშვენიერი იყო ცხოვრება: მათი ვაჟები-ვამპირები გმირულად მოკვდნენ, ქალიშვილები დროულად გაბოზდნენ, მათი ბიზნესი – ჰოსპიტალი ღია ცის ქვეშ და იჯარით აღებული სასაფლაო – აყვავდა და გაიფურჩქნა; მათი თითები ახლაც კი, მიხრწნილ სიბერეში, ფულზე სწრაფად ითვლიდნენ წამებს. ღირსეული, დაფეხვილი მეფეები... ნელთბილ წყალში ჩაეყარათ ხმელი ფეხები და ბუზღუნებდნენ, როცა ჩაზრდილ დრჩხილებს ვჭრიდით ხელისკანკალით. უცხო ქალაქის სასაფლაო, უცხო ხალხი; მეც იქ ვიდექი, ფეხისწვერებზე ვიწეოდი, რომ ერთხელაც მომეკრა თვალი მკვდარი ბიჭისთვის, ვიდრე კუბოს დახუფავდნენ, და დამენახა მისი ჩემი დედაჩვენიც – გვამის თეთრი საყელოდან მონაბერი სიკვდილის ქარი როცა სახიდან წამოხდიდა შავ თავსაფარს, თუ წამოხდიდა... რა დავაშავეთ ჩვენ, როცა მზისაკენ ჩვენს ცივ გულებს გზას ვუკვალავდით? ჩვენი სიმართლე შეირყა. ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები. ჩვენი ბავშვობის ნაწერები მებალზამე ქალს მივეცით გარდაცვლილის ჭრილობების ამოსავსებად, გარდაცვლილი – გიჟი იყო, და სამშობლო ჩავაყოლეთ გულისჯიბეში, მაგრამ დედამ ამის მერეც არ მოიშალა ღამღამობით ოთახებში ბორიალი და ბუტბუტი: ნუ ინგრევა ჩემი სახლი, ნუ ინგრევა, ნუ ინგრევა... რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით, ვერც დავიხოცეთ? ზვიად რატიანი (ჩემი საყვარელი პოეტი) -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| MIZANDASAXULI |
Jun 16 2008, 05:57 PM
პოსტი
#1121
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,098 |
ხალხური პირმა დაგლოცასთ ღვთისამა პირმა დაგლოცასთ ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამან, ქალაქჩი სიონისამა დარეკამ ზარებისამან. მცხეთაჩი სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამან, ლომისამ თორმეწამემა, პატრონმან არაგვისამან, მა კობის წმინდა გივარგიმ, პატრონმა დიდის მთისამან, მა ბერმა წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამან, ივანე ნათლისმცემელმან, პატრონმა ბალღებისამან, მა ბახტრის წმინდა გივარგიმ, პატრონმა მგზავრებისამან. გრიგოლ რობაქიძე წმინდა ნინო ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით: დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული, ჩვენ, დანებულნი და გულახდილები შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით. მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან, გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია – ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე. ღვთიური ტკივილი და არა წამება იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები. არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების, არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი! ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის – ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით. ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე! შენ გეალერდება დედული ვენახი ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი? ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი. შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს, ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი. ის არის ივერის მცველი და მზვერავი და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ! ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით. დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, ვართ შენზე დანდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით! |
| ႲႭႡႰႠႬ |
Jun 16 2008, 09:14 PM
პოსტი
#1122
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ეს არის ქალაქი ორი ბედნიერი შეყვარებულის შესახებ,
რომლებიც ერთმანეთს კოცნიან წვიმაში. ყოველი სიტყვა უჩვეულოდ ბრწყინავს წვიმაში და მკითხე, რატომ მიკანკალებს ხმა და ხელი, როცა გეხები; სევდა ყოველთვის დროულია, გიპასუხებ, როდესაც გიყვარს, როცა სველია მისი თმა და მაისური, ვისაც კოცნი. ეს არის ქალაქი წვიმით გალუმპული ბედნიერი წყვილის შესახებ, შენი და ჩემი დაკარგული ქალაქი. მკითხე, რატომ ქრება ხოლმე სიყვარული და მე გიპასუხებ. "არ ვიცი." -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| mar! |
Jun 16 2008, 10:10 PM
პოსტი
#1123
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,103 |
**********
წუხელ სიზმარში მძივი გაჩუქე ქარვის... შორეთს, იზმირში გამოთლილი მოხუცი ლაზის, შენი სურნელი ისე მათრობს ვით ცრემლი ვაზის, შენს მოსატაცად ჯარი მომდგარა ფაზისს! ცხრა შუბს დავამტვრევ, შევალეწავ ცხრა ფარს, ცხრა მახვილს, ოღონდ იცოდე არ დავუთმობ შენს მანდილს არვის, ათას წელიწადს მომატარებს სურვილი ნახვის, თუ შენ არა ხარ ამ ქვეყანად დარჩენაც არ ღირს. შენთვის ნაომარს ბოლოს ზურგში ჩამცემენ მახვილს, ძირს დავეცემი , გემოს გავსინჯავ მიწის, ცხენზე შეგსვამენ, ვეზირს მიგგვრიან თავრიზს, თვალს შეგავლებენ შეგაფასებენ მალვით... შემდეგ სასახლე....ოქროები...შრიალი ფარჩის, ტუჩზე ღიმილი, მოწონება, ცოლობა შაჰის... შენ დაგავიწყდა რომ გაჩუქე მძივები ქარვის- შორეთს იზმირში გამოთლილი- მოხუცი ლაზის... ხელს ნუ გამიშვებ პოეზიავ იქ მზე არ წვდება, იქ ბნელა, იქ წასულს მინდა პოვნა და მე შველა... იქ სიზმრად ვრჩები, ვიღლები... მოსვლას არ გირჩევთ, წამომიყვანეთ იქედან დედას გაფიცებთ! იქ ჯერ არ მინდა, მზე მინდა, სითბო,ალერსი, ყელზე ცივი ქვა მეკიდა წყლისგან ნალესი... ჩუმად ვიქნები,უჩუმრად დუმილს ცავიცმევ... იქ ნუ გამიშვებთ ოღონდაც ჩემს თავს გაფიცებთ! -------------------- გიყვარდეთ გულით...და ნუ გეშინიათ...დამსხვრეული ოცნებების ნარჩენებით ბავშვები იმედების კოშკებს აგებენ...
|
| chiamaialologi |
Jun 16 2008, 10:22 PM
პოსტი
#1124
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 |
მარ
რომელი ტყე სჯობს,- აქოჩრილი, ამწვანებული და შეუშიშრად გაფოფრილი აგვისტოს თვეში, თუ თვე დეკემბრის- გაჩონჩხილი, გაძვალებული და მოწყენილი? შენ ორსავე ყოფილხარ ტყეში. მე სამშობლო მაქვს ათასწლობით გამწარებული, მაგ ამწვანებულ და გაფოფრილ ტყეების ურდოს მე ზამთრის ტყეებს ვამჯობინებ ამწვანების შიგ შანსი ბუდობს. მურმან ლებანიძე -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
| mar! |
Jun 16 2008, 10:30 PM
პოსტი
#1125
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,103 |
***
ვხედავ ზამთრის ძონძები ხეებს ჩამოეკონა, მე კი ეს გაზაფხული ისევ ჩემი მეგონა, ყველაფერი გათავდა, წამი წამს ეზიდება, რა ამაო ყოფილა წუთისოფლის დიდება ჰყინავს...ისევ ღამე,მოდის შიში შორევი... რა ამაოდ ირევა წუთისოპლის მორევი.. -------------------- გიყვარდეთ გულით...და ნუ გეშინიათ...დამსხვრეული ოცნებების ნარჩენებით ბავშვები იმედების კოშკებს აგებენ...
|
| Nefertiti |
Jun 17 2008, 03:50 PM
პოსტი
#1126
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
syd მკითხე, რატომ ქრება ხოლმე სიყვარული და მე გიპასუხებ. "არ ვიცი." წვიმაზე გამახსენდა: ღრუბლებმა მზე არ ამოუშვეს ამ დილით ცაზე, შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა. სიამოვნებით იშმუშნება ტირიფი ნაზი და ვაზის ფოთლებს სიხარულის ცრემლები სცვივა. წვიმს, ყველაფერი, ყველაფერი სველდება თვალწინ... კრამიტებიდან ვარდებიან წვეთები მწკრივად, ყანა სველდება, გზა სველდება, სველდება ანწლი, შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა... ამქვეყნად ერთად ვიმყოფებით მე და შენ ვიდრე მზე თუგინდ სულ არ ამოვიდეს, თუგინდ სულ წვიმდეს... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th April 2026 - 10:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი