![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
MIZANDASAXULI |
![]()
პოსტი
#1121
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,098 ![]() |
![]() ხალხური პირმა დაგლოცასთ ღვთისამა პირმა დაგლოცასთ ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამან, ქალაქჩი სიონისამა დარეკამ ზარებისამან. მცხეთაჩი სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამან, ლომისამ თორმეწამემა, პატრონმან არაგვისამან, მა კობის წმინდა გივარგიმ, პატრონმა დიდის მთისამან, მა ბერმა წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამან, ივანე ნათლისმცემელმან, პატრონმა ბალღებისამან, მა ბახტრის წმინდა გივარგიმ, პატრონმა მგზავრებისამან. გრიგოლ რობაქიძე წმინდა ნინო ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით: დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული, ჩვენ, დანებულნი და გულახდილები შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით. მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან, გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია – ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე. ღვთიური ტკივილი და არა წამება იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები. არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების, არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი! ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის – ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით. ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე! შენ გეალერდება დედული ვენახი ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი? ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი. შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს, ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი. ის არის ივერის მცველი და მზვერავი და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ! ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით. დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, ვართ შენზე დანდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით! |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1122
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ეს არის ქალაქი ორი ბედნიერი შეყვარებულის შესახებ,
რომლებიც ერთმანეთს კოცნიან წვიმაში. ყოველი სიტყვა უჩვეულოდ ბრწყინავს წვიმაში და მკითხე, რატომ მიკანკალებს ხმა და ხელი, როცა გეხები; სევდა ყოველთვის დროულია, გიპასუხებ, როდესაც გიყვარს, როცა სველია მისი თმა და მაისური, ვისაც კოცნი. ეს არის ქალაქი წვიმით გალუმპული ბედნიერი წყვილის შესახებ, შენი და ჩემი დაკარგული ქალაქი. მკითხე, რატომ ქრება ხოლმე სიყვარული და მე გიპასუხებ. "არ ვიცი." -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
mar! |
![]()
პოსტი
#1123
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,103 ![]() |
**********
წუხელ სიზმარში მძივი გაჩუქე ქარვის... შორეთს, იზმირში გამოთლილი მოხუცი ლაზის, შენი სურნელი ისე მათრობს ვით ცრემლი ვაზის, შენს მოსატაცად ჯარი მომდგარა ფაზისს! ცხრა შუბს დავამტვრევ, შევალეწავ ცხრა ფარს, ცხრა მახვილს, ოღონდ იცოდე არ დავუთმობ შენს მანდილს არვის, ათას წელიწადს მომატარებს სურვილი ნახვის, თუ შენ არა ხარ ამ ქვეყანად დარჩენაც არ ღირს. შენთვის ნაომარს ბოლოს ზურგში ჩამცემენ მახვილს, ძირს დავეცემი , გემოს გავსინჯავ მიწის, ცხენზე შეგსვამენ, ვეზირს მიგგვრიან თავრიზს, თვალს შეგავლებენ შეგაფასებენ მალვით... შემდეგ სასახლე....ოქროები...შრიალი ფარჩის, ტუჩზე ღიმილი, მოწონება, ცოლობა შაჰის... შენ დაგავიწყდა რომ გაჩუქე მძივები ქარვის- შორეთს იზმირში გამოთლილი- მოხუცი ლაზის... ხელს ნუ გამიშვებ პოეზიავ იქ მზე არ წვდება, იქ ბნელა, იქ წასულს მინდა პოვნა და მე შველა... იქ სიზმრად ვრჩები, ვიღლები... მოსვლას არ გირჩევთ, წამომიყვანეთ იქედან დედას გაფიცებთ! იქ ჯერ არ მინდა, მზე მინდა, სითბო,ალერსი, ყელზე ცივი ქვა მეკიდა წყლისგან ნალესი... ჩუმად ვიქნები,უჩუმრად დუმილს ცავიცმევ... იქ ნუ გამიშვებთ ოღონდაც ჩემს თავს გაფიცებთ! -------------------- გიყვარდეთ გულით...და ნუ გეშინიათ...დამსხვრეული ოცნებების ნარჩენებით ბავშვები იმედების კოშკებს აგებენ...
|
chiamaialologi |
![]()
პოსტი
#1124
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 ![]() |
მარ
![]() რომელი ტყე სჯობს,- აქოჩრილი, ამწვანებული და შეუშიშრად გაფოფრილი აგვისტოს თვეში, თუ თვე დეკემბრის- გაჩონჩხილი, გაძვალებული და მოწყენილი? შენ ორსავე ყოფილხარ ტყეში. მე სამშობლო მაქვს ათასწლობით გამწარებული, მაგ ამწვანებულ და გაფოფრილ ტყეების ურდოს მე ზამთრის ტყეებს ვამჯობინებ ამწვანების შიგ შანსი ბუდობს. მურმან ლებანიძე -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
mar! |
![]()
პოსტი
#1125
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,103 ![]() |
***
ვხედავ ზამთრის ძონძები ხეებს ჩამოეკონა, მე კი ეს გაზაფხული ისევ ჩემი მეგონა, ყველაფერი გათავდა, წამი წამს ეზიდება, რა ამაო ყოფილა წუთისოფლის დიდება ჰყინავს...ისევ ღამე,მოდის შიში შორევი... რა ამაოდ ირევა წუთისოპლის მორევი.. -------------------- გიყვარდეთ გულით...და ნუ გეშინიათ...დამსხვრეული ოცნებების ნარჩენებით ბავშვები იმედების კოშკებს აგებენ...
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1126
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
syd მკითხე, რატომ ქრება ხოლმე სიყვარული და მე გიპასუხებ. "არ ვიცი." ![]() წვიმაზე გამახსენდა: ღრუბლებმა მზე არ ამოუშვეს ამ დილით ცაზე, შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა. სიამოვნებით იშმუშნება ტირიფი ნაზი და ვაზის ფოთლებს სიხარულის ცრემლები სცვივა. წვიმს, ყველაფერი, ყველაფერი სველდება თვალწინ... კრამიტებიდან ვარდებიან წვეთები მწკრივად, ყანა სველდება, გზა სველდება, სველდება ანწლი, შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა... ამქვეყნად ერთად ვიმყოფებით მე და შენ ვიდრე მზე თუგინდ სულ არ ამოვიდეს, თუგინდ სულ წვიმდეს... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1127
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
Nefertiti
ნეფერტიტი - ახენატენის ცოლი და ტუტანხამონის დედინაცვალი ![]() მაგარი ლექსი იყო ![]() გაუმარჯოს წვიმას! წვი-მა, წვი-მა ![]() გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს, ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერს და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ, წვიმის ასაღებად გავარდება კარში. რომ ხვალ უფრო კარგად თმები ზიმზიმებდეს, რომ ხვალ უფრო კარგად მე ვერ ვიძინებდე, გარეთ ჩიტუნები გაფანტულან წვიმით, მე კი აივანზე ვერ ვიკავებ ღიმილს, რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი, ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით. გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებს ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს, მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას. შოთა ნიშნიანიძე -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
T I K O |
![]()
პოსტი
#1128
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
შეუვსებელი ანკეტა
- ვინ ხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - საიდან მობრძანებულხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რას იქმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რას ითხოვ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - როგორ ვლინდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რის იმედი გაქვს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვის რას ჰპირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - დღეს რით სულდგმულობ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ხვალ რა იქნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვინ გითავმდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვის რად სჭირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - თქვი, რას ფიქრობენ შენზე ჩიტები . . . . . . . . . . . . . . . . . - თუ დაგიმოწმებს ერთგულებას ერთი ხე მაინც . . . . . - ო, ერთხელ მაინც თუ დაუსხი სინათლე ყვავილს . . - თუ აღიმაღლე ხმა, როდესაც როზგავდნენ ხარებს . . - თუ შეიფარე ხეტიალით დაღლილი მთვარე . . . . . . . . - თუ დააცალე ლოცვა იგი მღვიმეში მლოცველს . . . . . თქვი და უბრალოდ დამშვიდების უფლებას მოგცემ. დაეჭვება უნდა ითქვას, რაც ნამდვილად სათქმელია, აგროვებს და აგორავებს ზღვა კენჭებს, - ამ ჯგლეთაში ვინც ძალიან ჯანმრთელია, რა ვქნა, მისი ჯანმრთელობა მაეჭვებს. ეს ცხოვრება წვა თუა და მეწყერია, მაინც ჩვენი ცხოვრებაა ამჯერად, - საწუთროში ვინც ძალიან დღეგრძელია, რა ვქნა, მისი არაფერი არ მჯერა. გვცდიდა სფინქსი... დრო ტაატით გადიოდა... მაგრამ იგავს ვინ ხსნის ასე მარტივად, - როგორ მოხდა, არაფერი არ გტკიოდა, როგორ ხდება, არაფერი არ გტკივა. მორის ფოცხიშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1129
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ძაღლიან ქვეყანაშიც აყეფებენ კატებს
და არა მხოლოდ უპატრონო ეკლესიას ეპატრონებიან ეშმაკები და არა მხოლოდ დედის ურჩ კვიცს შესანსლავს მგელი და არა მხოლოდ იმათ გულებს გააპობს დანა ვინც ჩვენზე ცუდის თქმას დააპირებს და არა მხოლოდ ის იცინის ვინც იცინის ყველაზე ბოლოს და არა მხოლოდ ის არის შენი რასაცა გასცემ და არა მხოლოდ ორი კურდღლის მადევარი რჩება პირშავად და არა მხოლოდ იმ კაცს სტანჯავს წუთისოფელი რომელსაც ცოდნა არ აქვს რაიმე და არა მხოლოდ მწყერი ხესა ვერ შეჯდა მიტომ, რომ არა იყო გვარი მისი და დავითასაც არა მხოლოდ ის მოუვიდა რაც მოიწია თავისი თავით და თავზეც მხოლოდ იმ ღორის ტილს არ აღმოაჩენ რომელიც ფეხზე თვითონ დაისვი და რაც გერგება ხშირად ისიც არ შეგერგება და არა მხოლოდ ის გადმოდის კოკის პირიდან რაც ძევს მასში და მელამ მოწმედ არა მხოლოდ თავისი კუდი მოიპატიჟა და არა მხოლოდ არა მკითხე მოამბეა რომ იტყიპება და არა მხოლოდ არცოდნაა მუდამ არ ცოდვა და არც ახალი ცოცხი არ გვის ყოველთვის კარგად ხოლო ზნეს და ფერს ხარი მხოლოდ მაშინ არ იცვლის როცა უზნეო და უფერულ ხართან აბამენ და არა მხოლოდ იმას მოიმკი რასაც დათესავ არც გადადებულ საქმეს ახლავს ყოველთვის წუნი და თოკიც მხოლოდ იქ არ წყდება სადაც ვიწროა და არა მხოლოდ “მოყვასო ბანი მითხარიო” იმღეროდა ამირან გულში და არა მხოლოდ გამგებია ვინაც გაიგებს და არა მხოლოდ გაჭირვებას ჩავარდნილა ვინაც გაქცევას გიჩვენებს და შეიძლება ქვა აღმართში არც მიეწიოს და სადაც წახვალ არა მხოლოდ იქაურ ქუდს უნდა ეძებდე და არა მხოლოდ ტკბილად მოუბარი ამოაძვრენს გველსა ხვრელიდან და ჭკუაც მხოლოდ ბრიყვებისთვის არ არის უხმარ ვაის გაყრილიც არა მხოლოდ ვუის შეჰყრია და არა მხოლოდ ის არა სჭამს ვინაც არ შრომობს და ქარავანიც არა მხოლოდ მაშინ მიდის როცა ძაღლი ყეფს და მარგებელიც არა მხოლოდ ზოგი ჭირია და არა მხოლოდ ტლლუ თავთავი ისწრაფვის მაღლა მაშინ როდესაც მძიმე ისევ თავდახრილია და არა მხოლოდ... არა მხოლოდ დრონი მეფობენ და მით უმეტეს არა მხოლოდ მეფეთ მეფენი ხოლო მკურნალიც არა მხოლოდ დროა ყველაფრის და არა მხოლოდ ერთადერთი ალილუია შეიძლება შეეშალოს წირვისას მოძღვარს და არა მხოლოდ ტყუისა აქვს მოკლე ფეხები და არა მხოლოდ კარგ მთქმელს უნდა კარგი გამგონი და არა მხოლოდ პარასკეობით ვერ მიაწვდინა კატამ ძეხვს კლანჭი და არა მხოლოდ ჭამაშია მადა რომ მოდის ხოლო სირცხვილი არა მხოლოდ მაშინ წავიდა როცა შიმშილმა მოაკითხა ქვეყნიერებას და მეგობარსაც არა მხოლოდ ჭირში გამოცდი და ვინც მოყვარეს კიდეც ეძებს, ზოგჯერ ისიც არის ხოლმე თავისი მტერი და არა მხოლოდ კარგი არის მუდამ მტრიანი და არა მხოლოდ იგი აღწერს სამყაროს სრულად ვინაც თავის თავს სრულყოფით აღწერს და არც ყოველთვის ტკბილი არის კენწერო სწავლის და არც ყოველთვის ოქრო არის ხოლმე დუმილი კაცის ბჭობაზეც არა მხოლოდ ღმერთმა იცინა და არც კუზიანს გაასწორებს მუდამ სამარე და სწორედ ისე წვიმს როგორც ქუხს და კიდევ უარესად! -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
guest |
![]()
პოსტი
#1130
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
syd
ციტატა მე ვერ ვპატიობ ამდენ ანჩხლობას, ცის - ჭურჭელივით ხელში დამსხვრევას, ვიზაც არ აკრთობს ტბაში დახრჩობა, ვისაც სიკვდილი არ ენატრება. ვისაც არ ტკვივა ძვლებში ლურსმანი, ვისაც სახსრების ჯვარცმა არ ტკივა, ვის ხერხემალსაც გაულურსავი ტანჯვა არ ტკვირავს... ყელში მაქვს თქვენი ყველა კაპრიზი, ბედნიერებაც თქვენი ბრიყვული, მე კი არა ვარ, თქვენ ხართ ნაპირზე მკვდარი თევზივით გამორიყული. უმაგრესია, ზუსტად ამის თქმა მინდა ხშირად, გაიხარე ![]() ![]() |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1131
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა, ალბათ პატარა და მინდა ღმერთო, დამინდე, ამინ, და ანი ბანი და განი და. მინდა ამოვძვრე კანიდან, სიცოცხლე მინდა თავიდან. სიკვდილი მინდა? - არ მინდა, არა როგორმე გავუძლებ, არა როგორმე ავიტან, მხრით გოლგოთაზე ავიტან დღეებს, რომელიც სვე-ბედმა გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა. ანი ბანი და განი და სევდის სივრცე და განი და ბედის ცამეტი განედი ვერ გავისეგრძეგანე და მისი უღრმესი ქანიდან ვყვირივარ: ანი ბანი და განი და დანი ზანი და თანდათან თანი კანი და ლანი და მანი მანი და მე ნანი-ნანი-ნა მინდა. ვეხფვის ტყავისა გაძრობა ამ გატანჯული ტანიდან და წასვლა იერუსალიმს, კანას ქორწილში სმა მინდა. მეგზურად მწყემსი ძმა მინდა: პანი და ჟანი რანი და ფანი და ღანი ყანი და შანი ჩანი და ქანი და ეზო-კარიდან, ყანიდან მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის მიტანა ქანაანიდან. მე ცაზე ცანი ვცანი და ჯანი და ძანი წანი და მინდა გამოსვლა წამიდან, ვეებერთელა ცა მინდა. ვიწრო ბილიკის მაგიერ ათი ათასი გზა მინდა. გზა მინდა მნათობებიდან, შენსკენ მავალი გზა მინდა, მზის მუცელღების ხმა მინდა. სანი და ჭანი ხანი და ვერძის შუბლიდან, ხარიდან ისევ მნათობთა გზა მინდა, ყოველ მნათობში ანთებულ საიდუმლოში წვა მინდა.. ყველა ვარსკვლავში წვა მინდა, ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა, ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა, მინდა გამოსვლა წამიდან, ვეებერთელა ცა მინდა. ანი ბანი და განი და, ღმერთო, ამ შუბლის ამინდი ცხრა მზით ამინთე, ამინ, და ისევ ა-მინდა, ე-მინდა, თეთრი ი-მინდა, ო-მინდა, სანამ ცხოვრების ჰოემდე მივალ ათასი ომიდან, ერთი ძლიერი უ-მინდა, სამოთხის ვაშლი უმი, და მერე შენს გვერდით თუ გინდა, ანი ბანი და განი და, ღმერთო, დამინდე და მინდა. რატი ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1132
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
ტიციან ტაბიძე
არც ერთი სიტყვა არ დამცდენია მხოლოდ იმისთვის, რომ ლექსი მეთქვა, - როცა პწკარები პწკარებს სდევნიან, საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა. მაინც თუ ვერ ვთქვი, რასაც ვესწრაფი, მე ამ ცოდვაში ბრალი არ მიდევს, ვარ იდუმალი მხოლოდ მიზრაფი და გული იკვლევს ლექსის ამინდებს. გაგიგონიათ, ჩემო კარგებო, რომ სიყვარული ძალით არ მოვა, სიტყვა სიტყვასაც არ მიუდგება, თუ ის სიმღერამ არ ამოსწოვა. სანამ წარმოსთქვამ, ლექსი შენია, იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს, და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია, მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს. ლექსი ლექსია, მაგრამ იმატებს, თუ სიყვარულის ბოლმა გამურა, თვითონ ვერ იცნობ შენ ბაიათებს, დაუტაცია ხალხს სალამურად. მე მეჩვენება, რომ ლექსის ძაფი უძილო ღამეს ხელში ეკავა; მოსკდება წვიმა თქეშით და ქაფით და მოვარდება ლექსი წელკავად. გადაიარა და გადათელა, როგორ კალია გათელავს ყანას, მერე დაენთო თაფლის სანთელად, რომ გაანათოს მთელი ქვეყანა... ამოდის, ნათდება!.. ამომავალ მზეს ოქროს ნათელი თავზე ადგება საქართველოს მთებს და ნამქერებში ღამენათევი მთვარე ანათებს და არც ანათებს. ზევით ღრიალით მიგორავს თერგი, ქვევით გრიალი გაუდის არაგვს, მზეს გაუდვნია ყინულის ქერქი, მთა დაუფშვნია უხილავ წერაქვს. ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს, გადააფარებს ყაზბეგს შვინდებად, შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს და სიკვდილს კიდევ შეუშინდება. მივჩერებივარ ცას გაკვირვებით და აღმიტაცებს სიცოცხლის ფეთქვა. ვაჟა-ფშაველას ვსუნთქავ ფილტვებით, ხიმიკაურის გული ჩამედგა. -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1133
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
staywhite
ციტატა უმაგრესია, ზუსტად ამის თქმა მინდა ხშირად, გაიხარე რას ერჩი, მშვენიერი დედამთილი გყავს, დაანებე თავი ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
guest |
![]()
პოსტი
#1134
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
syd
ციტატა რას ერჩი, მშვენიერი დედამთილი გყავს, დაანებე თავი biggrin.gif ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
T I K O |
![]()
პოსტი
#1135
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ყველა აქ არის და მაინც კარი,
ჰე, მასპინძელო, დატოვე ღიად... ცარიელია ის ერთი სკამი, იქნება ვინმე მოვიდეს გვიან. ხომ არ იცით ავტორი ვინაა ამ ლექსის და სრული ვერსიაა თუ არა? -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1136
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
მეგობარს
რატი ამაღლობელი შენ უნდა გერგოს გვირგვინი დაფნის მე კი ეკლიან გვირგვინს მოველი, არც ვიცი უფრო რომელი სჯაბნის, უფრო ამაყი არის რომელი? თუ გაიმარჯვებს დღეს რაც იქმნება, წმინდა საქმენი ჩვენგან მართული, მაშინ გვირგვინი ჩვენი იქნება მთლად ერთმანეთში გადახლართული. თუ გადავედით ცალ–ცალკე ნაპირს, ფუძე მოირყა საერთო ძეგლის, შენ შეიმოსე გვირგვინი დაფნის, მე დამამშვენებს გვირგვინი ეკლის. მოგონება რატი ამაღლობელი ლოცვით ნაბოდები, ლოცვით ნაგოდები ოდეს მოგონების მაღალ თაღს ვედები, ბგერა აგორდება ფორტე აკორდებით და შენ მაგონდები და შენ მახსენდები. მაშინ მკლავი შვებით შიშველ კლავიშებზე უმალ დაეშვება და მე კვლავ ვიშვები, გულში გაიშლება ფრთები ქარიშხლების, გზნებით აიშვებენ ოდეს კლავიშები. ღამე, როგორც თალხი ჯვალო მათხოვარის ჭმუნვით დაჭმუჭნული ტანზე მომეხვია, სული რომ მეხილა ჯვარცმულ მაცხოვარის, გზაში ღამის კალთა ხეზე მომეხია. ცაზე გარიჟრაჟად დასკდა ბროწეული და მზემ ამოხეთქა სკნელი უფსკრულისა, ლოდთან რომაელთა მდგარი ოცეული შეძრა მუცელქმნილი ზეცის გუგუნის ხმამ. და მეც მოგონების ხატთა მქარგავ ალით ქარის ქარავნების დარად გარდავალ იქ. წასვლა რატი ამაღლობელი ჩემი ბაგისგან, ჩემი ტანისგან, ჩემი ხელისგან, ჩემი მკლავისგან, ჩემი მხრებისგან, ჩემი თვალისგან, ჩემი ფიქრისგან, ჩემი წყენისგან სიძულვილისგან, სიყვარულისგან – ჩემი თავისგან შენი თავისკენ გათავისუფლებ არც არაფერი შენ არ გიქნია, თითქოს ზაფხულის ღამემ არია, ის რაც ოდესმე გაგიფიქრია და ის, რაც მავნე რამ სიზმარია. თუმცა «მოჭრილი თავიც» გამისკდა – გაითავისე ცა და ისუნთქე, ყველაფრისგან და ჩემი თავისგან შენი თავისკენ – გათავისუფლებ. ზედმეტი მესამე ვახუშტი კოტეტიშვილი ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი... დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო... შეუგნებელი დუმილი. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1137
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nuca_ge
გაიხარე ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1138
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
syd
![]() ![]() ნინოს გოდერძი ჩოხელი მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს, რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _ მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს, მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად, ისე სხვაგვარად შემიყვარდები, მოვა ზამთარი, შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით. მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სანამ მოვა – ო, ნურაფერი, ო, ნურაფერი ნუ გეწყინება. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1139
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ძალიან მიყვარს ამაღლობელის ლექსები. მისი სამი წიგნი მაქვს წაკითხული (მეტი მგონი არც აქვს გამოცემული) სულ სხვა სტილი აქვს ამ კაცს, ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური
![]() პ.ს. ძალიან მომწონს ![]() ადეპტის სონეტი მინდა ვისმინო გულისყურით სამყაროს სუნთქვა, ჯერ არ შეცნობილ, ჯერ არ სმენილ, ჯერაც უხილავ აზრებად მინდა გამიელვოს ჭექა-ქუხილმა და შემართული მახვილ-სიტვა ვლესო და სულ ვთქვა. სიტყვა პირველად გასაოცრად და საკვირველად ქმნიდა მნათობებს ცის ციგად და მე აწ მისი ცა ვით საწმისი უწმინდესი გავისაწყისე და მზე სხივოსან-მოგვირგვინე თეთრი გვირილა. აზრებმა ფორმა, ფორმამ სივრცე, სივრცემ დროება საყოველთაო შენი სუნთქვის რიტმით აღავსო, ვით სიმრავლეში ერთეულის განმარტოებას ყოველი არსი შენს სიცოცხლეს გამოსახავსო. მეც პოეზია მინდა ვზიდო მზისკენ ლოცვებით ზე შევწვდე სიტყვას, სადაც ქრისტეს კრთის საოცრება. სონეტი - მიძღვნა მეფისტოს ჩრდილებს მიმოაბნევს შუქი ზარასტროს, ზესწრაფვას შენსას ვერ აღუდგეს ვერცა კალიფსო. ჯერ არ შობილა შენგან სიტყვა არსად, არასდროს, ბგერათა მღერად რომ არ გაააპოკალიფსო. სერობა ჩვენი მოლოდინი არის მაცხოვრის, სმენას გაფანტავს გარდასულთა სულთა გოდება. შვიდი ბუკის ხმა დაგიმშვიდებს ფიქრის საცხოვრისს, აღდგომა შესცვლის კუთვნილ გზათა აგოლგოთებას. მწუხრისას მდევრად აგვედევნა ხილვა ფარული - ბაღში იესოს ჩუმი ლოცვა გვიანობამდე. გფარავდეს ზღვებზე მოარული იეროფანტი და გარიჟრაჟი პეტრეს ცრემლად ჩამოღვარული. გულის მზედ ქცევას მოკრძალებით მიუძღვნი სალამს, ისევ ოსანა რომ მოესმას იერუსალიმს. წარმართის ლოცვა გზნების გზებით წარმართული ჭკნება სული წარმართული. განსაცდელი მომაახლა წუთისოფლის წამმა რთული. გადაიქცა ჩონჩხად სიტყვა, ისევ პასუხს ელის კითხვა და სათქმელი რომ არ ახლა, მანამდე ვერ გამოითქვა. არსობისა დავთმე პური და გულისხმა მართებული, წამეკიდა ყველგან ცეცხლი, ცემი ხელით დანთებული. მზე ჩააქრო ქურუმისა უგონობამ უკუნისამ, აწ მას ველი, ვინც სიცოცხლე სულს გაუსაუკუნისა. ანგელოზი დაეცა ანგელოსი დაეცა, დაიცა! არ გაიქცე, არ შეშინდე! მე შენთან შენს ამო- და შენს ჩა-სუნთქვას დავიცავ, არ შეშინდე, გთხოვ შემინდო, დაიცა! სამრეკლოზე ანგელოსი დაეცა. ლოცვის სონეტი ლოცვის სონეტი შეგღაღადებს, სონეტი-ლოცვა, გთხოვ შეისმინო შენ, უფალო, შეჰქმენ რომელმან არსი ყოველი ერთეულის და თვით ყოველმან მიხსენ, რამეთუ დავივიწყე მწვერვალზე ცოცვა. შენ დამრჩი მხოლოდ, მეუფეო, განვაგდე რადგან ამქვეყნიური სიყვარულის ფუჭი ხატება. ამიერ გვედრი შეისმინო ეს ღაღადება, რომელშიც ვნებამ თავისი ნება სრულად ვერ დანთქა. და მეც, უფალო, სნება მარად მტანჯავს, აი, რად გთხოვ უწინარეს ნათელი მიეც თვალებს მძინარეს, რომ ჩემი სული ფერწასული რამენაირად მსჭვალეავდეს სხეულს ავხორცობის ჯინით მძვინვარეს. ცრემლის სონეტი გთხოვ შეისმინო ჩემი ლოცვა და სიმფონია, ცრემლის სონეტი შეგღაღადებს, ცრემლის სონეტი. გარდმომეც სევდა სანამ სევდის გვირგვინს ვპოვებდი, სანამ ცრემლებსი ნეტარება რამ მიპოვია. ცრემლით აღივსენ უპეები, გიმზერ, უფალო, გამოაჩინე ბრწყინვალება ნისლში მალული, რომ გულს აღმოხდეს სიმძიმილი და სინანული, რომ სნეულს თვალნი მოწყალენი არ დაუფარო. გიმზერ, უფალო, როს აღივსნენ ცრემლით უპენი, მეოხ მეყავი, არ დამაკლო სევდა-წუხილი. შუბლზე დამაწვეს შენზე ფიქრის მძიმე ღრუბელი, რომ ახმიანდეს კალმის წვერზე ჭექა-ქუხილი. ცრემლით დასველდა ჩემი ლოცვის თეთრი ფურცელი, გვედრი სათავე ცრემლებისა იყოს უცლელი. რითმის სონეტი გვედრი სათავე ცრემლებისა იყოს უცლელი, რითმის სონეტი შეგღაღადებს, სონეტი რითმის. თუმცა სიტყვები იმგვანებენ ურთიერთს თითქმის, მხოლოდ შენა ხარ ერთადერთი სახე-უცვლელი. ყოველი ბწკარი და სტრიქონი გელტვის მეუფევ, პირველი სიტყვის შენგან თქმულის სურთ გახსენება. შემოქმედებას უზეშთაესს, როგორც მენება, ჭეშმარიტების მეუფეო, ვერ დავეუფლე. რითმების რთველით ჩემი ფიქრი თეთრად ირთვება, ზეშთაგონების მანტიაც თუ ზე მოედება, ჩემს ცოდვილ სულში სიყვარულით აღმოინთება შენდამი მსხვერპლად შეწირული შემოქმედება. თუმცა მიწიურ სიყვარულის მაცდუნა მითმა, ხატებად შენდა მოვისწრაფი ვითარცა რითმა. ფიქრის სონეტი ხატებად შენდა მოვისწრაფი ვითარცა რითმა. ფიქრის სონეტი შეგღაღადებს, სონეტი ფიქრის, რომ ფიქრი ჩემი ვიდრე შენი ტაძრისკენ მიჰქრის, გზად არ მეხილოს უღიმღამო ღამის შავი თმა. გადაიბუგა ჩემი ფიქრის ფსევდოტაძარი, მაგრამ ნაცარი მაინც ღვივის, წარსულს იგონებს. რომ არ მოედოთ ვნების ალი ლოცვის სტრიქონებს, მხედრობა ფიქრთა მე უფალო შენსკენ დავძარი. ვინმე უბირო, უწიგნური მონა ვითარცა, შეგთხოვ, უფალო, დაიუფლო ჩემი გონება. სანამდე ფიქრი მოგონებამ არ წარიტაცა, ალაგმე ცეცხლით ჩემი ხსოვნა და მოგონება. ვიდრე ვნებიან მოგონებით შევიფიფქები, უფალო, გვედრი წარიტანე ჩემი ფიქრები. ჯვარცმის სონეტი უფალო, გვედრი წარიტანე ჩემი ფიქრები, ჯვარცმის სონეტი შეგღაღადებს, სონეტზე ჯვარცმა ლოცვის, რომელსაც სიტყვის კვართი შემოეძარცვა და, მეუფეო, აწ შენ გარდა არ ჰყავს მიმრქმელი. უსიტყვო ლოცვის მოგაწვდინო ვლამობ ღაღადი, ლოცვა სონეტის მკვრივ სხეულზე კალმით ჯვარცმული, სული სიღრმეთა თეთრი სივრცით ამოცარცული და სასოების ასოებით ამონატეხი. გიხმობს, უფალო, მრავალ ტანჯვას ნაზიარები. მის ფრთებს კალამი ჯვარედინი რითმებით ლურსმნავს, მელნით აღევსო დალურსმნული მას იარები და შენს ლოდინში, მეუფეო, სულ გაილურსა, რომ ჩემ სუნთქვაში დაემკვიდრო და იბატონო, რომ სამუდამოდ მოხვიდე და არ მიმატოვო. აზრის სონეტი რომ სამუდამოდ მოხვიდე და არ მიმატოვო, - აზრის სონეტი შეგღაღადებს, აზრის სონეტი, - წარმართო მისი ლაბირინთის გზა სისწორეთი და შუბლზე ფიქრი მნათობების მიმოათოვო. როს თორმეტ ღამეს გაანათებს მზე მეცამეტე, თავს ამოვზიდავ სინანულის იორდანედან, გამახსენდება ნათლისღება იოანე და ორ თვალთა შუა გევედრები, აწ მეც ამენთე. და თავი ესე გალაადის ღია გალია აღავსე შენი გაშვებული ტაძრის ჩიტებით, სულის ღრმა ჭიდან, სადაც შენი წმინდა წყალია, მასვი სიცოცხლე ზესრულქმნილი ჭეშმარიტების. ლოცვა სონეტად გაინოტა აზრის აფრაზე, მოვედ, უფალო, და ეს შუბლი გაიდარბაზე. გრძნობის სონეტი მოვედ, უფალო, და ეს შუბლი გაიდარბაზე - გრძნობის სონეტი შეგღაღადებს, სონეტი გრძნობის, - იყოს საჭურჭლე მოწეული გონითი წვდომის, რომელიც ხილის სამოთხისა არის დარ-ფასი. დაღალულ იმედს შენი სუნთქვის შვება მოჰფინე, შემაცნობინე შენი ყოფნის იდუმალება, სადაც ხმიანებს პირველსიტყვა ვით მდუმარება, თვით მდუმარების მეტყველება შემაგრძნობინე. გულის სულეთის ჩაუვალ მზედ რომ ააალე, ძეო, თვით ზეო-მზეო-მწეო, ოდეს ბროლის ცით გვირგვინი იგი გრიგალების მოაგრაალე და გრაალს მცველად აღუვლინე როზენკროიცი. შენდა კვლავ მოსვლად გვაღაღადე ირგვლივ ოსანა ქრისთე! გულებში ჩამო-მზეო-გვირგვინოსანდი. ნების სონეტი ქრისტე! გულებში ჩამო-მზეო-გვირგვინოსანდი, - ნების სონეტი შეგღაღადებს, - სონეტი-ნება იმავ ეთერულ ნაკადებად მოედინება, რომელთაც ოდით იორდანის არეს მოსავდი. უკუნ სიზმრებსში გაცხადდი და ცხადში გარულდი, ტაძარი ნების სონეტად და სონეტი ტაძრად რომ შენგან-შებნსკენ სიყვარულით აღვძრა და დავძრა, ქრისტე! გულებში ჩამო-მზეო-სხივ-სიყვარულდი. ჩემი ნეკნები და სახსრები შენი ნებისებრ, მკვდრეთით აღმდგარო, მაგ აღმდგარი სულით აღავსე, თუ ხილვად მზეზე მშობიარე მთვერეს ვეღირსე, ძველი მზის სხეულს გამოძერწილს ვნახავ ახალ მზედ. მე ვარ ტაძრის ქვა და ჩვენ ერთად შენი ტაძარი, რომელსაც ხავსი სიკვდილისა შემოაცალე. სარკის სონეტი რომელსაც ხავსი სიკვდილისა შემოაცალე, - სარკის სონეტი შეგღაღადებს, - სონეტი-სარკე აანარეკლე კოსმიური შორეთისაკენ, სად იერარქი არსებანი შენ მოგბაძავენ. ნება მსუფევი, მეუფეო, შენი სახელით, მკერდის კანკალით, გულის თაღით, შუბლის სამრეკლოდ, სარკის სონეტის ფანტომებში უნდა ავრეკლო და მაკროსუნთქვად გულს აესახ-ჩაესახები. თუმც ხმას არა მცემს ზღურბლის მცველი, ღამის მთეველი, მაშ თავის ქალის მუზარადებს მუზა რად უთევს?! მსხვერპლად გაიღებს საკუთარ თავს მანიქეველი და მზე ნათანელს თორმეტ ნათელს უზარატუსტრებს. ცა მეცამეტედ აღცისკრებულ მზეს ღვრის თასებით, დაისის დასებს აისების ცვლიან დასები. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1140
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
syd
აჰა შენ რახან გიყვარს!!!!!! პოეზია რატი ამაღლობელი (წართქმა) ყველა კიდობანი ნოესია. ყველა ცდუნება ხომ ხელით მოწვდილია. ცოლად მოვიყვანე პოეზია, საქმროს გამოვტაცე ქორწილიდან. მისთვის გალავნებად მკლავები მაქ, გასა–დარბაზებლად ჩემი გულ–მკერდია. მისის სიქალწულე მიუკარებაა, ყელზე თანხმოვნების მძივი უკეთია. როცა დასავლეთი მოსრულდება, მზეს უნდა ზურგიდან მოგვიაროს, ის ყოველ ღამე ორსულდება და მზესთან ერთად მშობიარობს. ტანჯვის სონეტი რატი ამაღლობელი მე ვეზიდები მხრებით ტანჯვის უხმო ტკივილებს, სნეულს ორეულს საკუთარი ზურგით ვატარებ, სამოთხის დარი ჯოჯოხეთად გავიავდარე, ნაცვლად ლოცვისა ზეცა ისმენს ამ ჩემს ჩივილებს. როცა სიკვდილი – შესვენების მცირე სავანე უკან დავტოვე და სიცოცხლეს შევეზიარე, მივხვდი, უწინდელ ცხოვრებებში ისე ვიარე, რომ აწ გარდუვალ მწუხარებას მივესალამე. ჩემი ბაგიდან გოდებს ნოტებს zauberflöte, წარსულის ურჩხულს გავურბივარ როგორც ტამინო, მე მოვინატრე, ზოროასტრა, ცა უბოროტო, რომ ყოველ სტრიქონს ზე–ამოვა–ლოცვა–ტანინო. მწამს იქ მიმიყვან, ბედისწერავ ჩემო მტანჯველო, სად უკვდავებას აქანდაკებს მიქელანჯელო -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 08:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი