![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1141
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ზმნა ენაში ის ფენომენია რომელიც სამივე დროში თავისუფლად მოძრაობს, გადაადგილდება და თავად განაპირობებს დროს. წინადადებაში შემასმენელი ხდება და ყველა არსებითს შეასმენს თავის რაობას. ზმნა უსხეულო გვარია და მუდამ სხეულებრივი მოჰყავს ქმედებაში. ჩვენი სიცოცხლეც ხომ მუდმივი ზმნობაა, მუდმივი ქმედება /რატი ამაღლობელი/
პ.ს. მის პირველ წიგნს "ზმნა" ქვია ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
T I K O |
![]()
პოსტი
#1142
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
syd
ერთხელ შუაღამისას გამეღვიძა, ზამთარი იყო.... ვერ დავიძინე და ლექსების კითხვა დავიწყე.... რატომღაც რატის ეს ლექსი განსაკუთრებულად მომეწონა... ![]() მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას. ბედი გვქონდეს- თოვდეს მინდა. მინდა ოდენ, მეჯდე წინ და მე ლექსს ვქსოვდე, შენ კი-წინდას. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1143
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
T I K O
ეგ ჩემი ერთერთი საყვარელი ლექსია ![]() და კიდევ ეს მომწონს, ოღონდ ნაწყვეტს დავწერ: არ მყვარებია არავინ ასე დაღლილს და მარტოს, ფიქრისგან დაცლილს, მე მსურდა მხოლოდ აზრის სისავსე და სიყვარული მე მდოგვის მარცვლის ოდენა... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
tustusa-gogo |
![]()
პოსტი
#1144
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 ![]() |
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდ
ა კარუსელი. ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი. ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან, იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა. გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან, მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა. მამაც იქვე,სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით. ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან, ძაღლი-გოგოს,გოგო-მამას,მამა-უცნობს შეჰყურებდა. ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი... ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდ ა კარუსელი. ვახტანგ ჯავახაძე ვაფრეეეეეეეეეეეეეეეეეეეენ ამ ლექსზე -------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
xornabujeli |
![]()
პოსტი
#1145
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 ![]() |
ბესიკი
გაიოს არქიმანდრიტს ხუმრობა მაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლის მომყმუყე! აღმართე აფრა, მოიზუნზრუყე; გზით მთიქარვე, აქ ჩაიყუყე! უკადრი ამათ დავილუყლუყე, - მსურს ხილვა შენი, არა ვარ ცრუყე! ამას გწერ გრიგოლ კრემენჩუკელი; გირჩევ, ცოტადრე ჭამას უკელი! ![]() ვაჟა-ფშაველა ქალებს თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო. რა იქნებოდა ქვეყანა? ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას, მე კი გადარებთ მზესთანა. ბნელს გულში სხივი ჩადგება, როს თქვენა გხედავსთ თვალია, ავსდგები თქვენსა საცქერლად, კიდეც რომ ვიყო მკვდარია; დატრამლდეს გულისთქმასთანა ყველა ბუნების ძალია!.. კარგნი, ქართულად ჩაცმულნი გამაჰგოგდებით წყნარადა, ან თუ დასხდებით მწყაზარნი, ვით ტრედის გუნდი ფარადა... თუმც ხშირად თქვენი შვენება კაცებს გვექცევა ძმარადა, - მაინც მაყვარებს თქვენს თავსა ეს გული ძალისძალადა! მარტი, 1888 წ. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1146
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
Nostos
რატი ამაღლობელი როგორ მომენატრა, როგორ, ლექსის ძველებურად წერა, ჯვარედინი რითმა – გოგო, მერე თვალები და მზერა. როგორ მომენატრა ძველი უჯრა, წერილების კითხვა, ჯვარედინი რითმა – სველი ქუჩა, მიყვარხარო მითხრა. როგორ მომანატრა რიდმა, უშენობით ყოფნამ მორცხვმა ისევ ჯვარედინი რითმა, ისევ ჯვარეთინი კოცნა. (...რა იქნებოდა ეს ვარდობის თვე) რატი ამაღლობელი * * * რა იქნებოდა ეს ვარდობის თვე, რა იქნებოდა ეს ენკენის თვე, მარიამობის ან ღვინობის თვე, რომ არა ქრისტე. არ იქნებოდა დაბადების დღე, არ იქნებოდა ამარლების დღე არ იქნებოდა განახლების დრე, რომ არა ქრისტე. რომ არ გახევდე, რომ არ გახისტდე, გულო, თავადი სულით აღიმსთე, რადგან არარად შენ აღარ ღირსდე, რომ არა ქრისტე. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1147
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ცხრა მზე რამზესის ნამზერ სიზმრად მონაზმანები
დაევანება მოგონების სიგუმბათეში, აზრის დარბაზებს უზარმაზარს ბზარავს ზარებით, ცხრა მზე რამზესის ნამზერ სიზმრად მონაზმანები. ტაძარს ოლარი შემოერტყა მონაზონების, სივრცის ბადეში, როს, სიცოცხლევ, სიკვდილს ბადებ შენ. ცხრა მზე რამზესის ნამზერ სიზმრად მონაზმანები დაევანება მოგონების სიგუმბათეში. რ. ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1148
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
არჩილ სულაკაური
მხოლოდ ერთხელ... გიორგი ლეონიძის გახსენება მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო? მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები. მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი. მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! სადაური სად გაფრინდა, ვის ცერზე ზის ტიალი, ვის შეუდგა და ვის ასმევს შარბათს ოქროს ფიალით? ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს მოგუგუნე ზარები და დარუბანდს ახლა ერთხელ მან ცამოხსნას კარები! ახლა სხვამან აღაშენოს სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დასძრას დიდგორს, როგორც ერთხელ დავძარი! ახლა სხვასაც დაესიზმროს სიყვარულის სიზმარი და განეხვნეს ერთხელ სხვასაც კარნი სამოთხისანი! მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1149
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
დედას რომ ბავშვი გაეპარება
დედას რომ ბავშვი გაეპარება გზააბნეული ბორგავს ცისკარი, დგას ცა გახსნილი ვით ცხრაკარება და ძირს შეჰყურებს მას ტაშისკარი. ტყე იზმორება და მტკვარი ოხრავს და დილა ღამეს ასე ეყრება. მტკვარი უპირებს სალ კლდეს ამოთხრას და კლდე რძის ნისლში უფრო იზრდება. დგას მონადირე, მოელის ირემს და ტანში უვლის მას ჟრუანტელი. მეც გადავყურებ მტკვარის ნაპირებს, რომ შენი სადმე გაჩნდეს ნათელი. მე აღარ ვიცი, ვინა სწერს ამ ლექსს, უშენოდ არ აქვს არაფერს ფასი. ასე ყოველთვის სექტემბრის დამდეგს მტკვარზე გიგონებს შენი მგოსანი. /ტიციან ტაბიძე/ -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1150
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ფიქრისგან დამცლი, როცა ჩემში ისევ იელვებ
სიცარიელევ. მე შენს კალთაში ყოველ ღამით ვკვდები ათასჯერ სიცარიელევ. ვიცი, ამ ღამით, წამწამივით დამახამხამებ სიცარიელევ და შეცვლის დილას ნებისმიერი ვნებისმიერი სიცარიელე. რა თქმა უნდა რატი ამაღლობელი ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1151
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
მე შენი ვნების მოგო-
ნება მნაბავს და მვნებს, როგორც სიმთვრალე გოგო- ნებს. მე შენი სახის გახსე- ნება მავნებს და მკლავს, ვკოცნი სხვა ქალის სავსე მკლავს. შენ ისევ ჩემი გაო- გნება გნებავს და გწადს, როცა ცას ველი საო- ცარს. ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Ismail |
![]()
პოსტი
#1152
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
როცა სხივი განსასვენად
ყვავილების თეთრ გვირგვინებს ეახლება და ყვავილი საალერსოდ რტოებს გაშლის, ყრმაი ერთი ეახლება უცხო სენაკს, "- რაი გინებს?" "- ხუცეს, გიწესს, პიტიახში..." ![]() დიდი ანა კალანდაძე ![]() ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდ ა კარუსელი. ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი. ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან, იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა. გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან, მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა. მამაც იქვე,სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით. ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან, ძაღლი-გოგოს,გოგო-მამას,მამა-უცნობს შეჰყურებდა. ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი... ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდ ა კარუსელი. ვახტანგ ჯავახაძე ვაფრეეეეეეეეეეეეეეეეეეეენ ამ ლექსზე ხო ვამბობ, ვახტანგ ჯავახაძე გენიოსიათქო... ![]() ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1153
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino_ni |
![]()
პოსტი
#1154
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
-------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1155
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
რატი ამაღლობელი
ცა მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან ფიქრი ფრინველის ნისკარტით. ცაო, სივრცეებს მზის გარდა მელან-იისფრად ნისლავდი. ფრთებზე ოცნება გეწერა ტანზე ბინდების ზეწარი. მინდოდა ჩემი თვალების სარკეში ამომეცანი. ვცურავდი მელნის ნისლისკენ წითელლაქება სიზმრებით - ახლა არ ვიცი სისხლისგან ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები. -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1156
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
იოსებ ნონეშვილი
* * * სატევარი, მამა-პაპის სატევარი, სატევარი - მტერთა გულის გამპობი, ქართლის ღამე - შუბთა შუქით ნათევარი, გრემისხევი თუ კრწანისის დაბლობი, ბებრისციხე, ძვალბებერი გალავანი, სვეტიცხოვლის სვეტმაღალი სიონი, შორს რომ მისის აქლემების ქარავანი - დარახტული მთები კავკასიონის, ქართლის ზეგანს ჩახვეული რუხი მტკვარი, ტკბილ ფიქრებში ტკბილად მოსაგონარი, - შორს ლამაზი ნესტანქალის კიდობანი, - შხეფდაყრილი ერთადერთი ბორანი, მთვარის შუქზე, რომ მოუვა ზღვასაც რული, იალაღი ჯეირნებით ნალახი, რომ გახვალ და მარგალიტით დაცვარული დაგინამავს მუხლებს მწვანე ბალახი. ჩემი ქვეყნის ძველთა-ძველი მიწა-წყალი, მზედაკრული ვენახები რქახშირი, თეთრ ღრუბლებში ანთებული ოქროს კვარი, ვარსკვლავები - ნაპერწკლებად გაშლილი, - ვინ წაგვართვას, ვინ გაბედოს დაგვიჩრდილოს, ვინ დასწყევლოს ქვეყნად ჩვენი გაჩენა?! ვინც ვაჟკაცობს, ვინც წინაპრით გვარიშვილობს, ვისაც ერჩის გულიცა და მარჯვენაც, - ეს იმათი მახვილები კაშკაშებენ, ვინ წაუვათ ვერაგ მტერთა ურდოდან?! წამოენთნენ ფიცნაჭამი ვაჟკაცები, - მამულს ერთი დაძახება უნდოდა! -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1157
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა, მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა... უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის... ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე. თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ... არ ვიცი..... რაღაც ტკივილი მახრჩობს, მონატრებული ვწურავ ფიალებს, ჟიპიტაური მალიმალ მათრობს, ეს მთაც ვერაფრით გადავიარე. უღელტეხილი ხდება უვალი, ბალალაიკაც დარდით ღიღინებს, მე შენთან მოვალ კოცნის მწყურვალი, არ ვიცი კარგო, თუ გამიღიმებ...?... დღეს გული ებრძვის მწვავე იარებს, ბაგეებს სცდება ჩუმად ბგერები, დათვისჯვარი თუ გადმოვიარე, ძვირფასო, შენს თმებს მოვეფერები. მოვეფერები ყვითელ დალალებს, აედინება კოცნის სურნელი. მე სიყვარული მალაპარაკებს, შემყარე სენი განუკურნელი. დღეს გული ებრძვის მწვავე იარებს, ბაგეებს სცრება ჩუმად ბგერები, დათვისჯვარი თუ გადმოვიარე მოგეფერები... გიორგი არაბული -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1158
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
მიწიდან ზღვაში, ზღვიდან კი ცაში
და ციდან მზეში, მზიდანვე შუბლში, შუბლიდან გულში, გულიდან ხელში, ხელიდან ხელში - მზიურ ნაკადის გზა გადის! ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ გზა რკალული და საკრალურია, სივრცე, ელოი გალილეველო, სულისფერ ალით გალილულია ალილუია! რ. ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1159
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
გინდა? გინდა, ყოველდღე შეგადარებ ღვთისმშობელ დედას? გინდა, გიამბობ კალევალას ან უფროს ედას? ათასერთ ზღაპარს მოგიყვები, გინდა, ზეპირად? ვარსკვლავთა კიაფს მოგაჩვენებ ცისკრის ზეფირად... გინდა, აგიხსნი მთაწმინდაზე სიყვარულს ღამით?! გინდა, სისხლს დავლევ შენი მტრების უძირო ჯამით?! გეამბორები მარმარილოდ ჩამოქნილ ყელში, გადაგატარებ ცის კიდეზე აყვანილს ხელში... გინდა, გაცეკვებ ბინძურ ცეკვებს ზღვის პირას, მზესთან? გინდა, მიგიყვან სამოთხეში აკრძალულ ხესთან? მერე გაგაფრენ, გაგიტაცებ იქითკენ სადაც, შენთვის მეგულვის სადედოფლო კაბა და ფატაც... გადაგავიწყებ ამქვეყნიურ დარდსა და სევდას და ყოველ დილით შეგადარებ ღვთისმშობელ დედას. ხოლო ძილის წინ, კალევალას ან უფროს ედას ანდა შაჰნამეს მოგიყვები თითქმის ზეპირად და მთვარის ჩრდილებს მოგაჩვენებ ცისკრის ზეფირად, გინდა?... გიორგი საჯაია -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1160
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
Nefertiti
ძალიან მაგარი ლექსია უმაგრესია ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი