IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 57 58 59 60 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 26 2008, 07:30 PM
პოსტი #1147


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ცხრა მზე რამზესის ნამზერ სიზმრად მონაზმანები
დაევანება მოგონების სიგუმბათეში,
აზრის დარბაზებს უზარმაზარს ბზარავს ზარებით,
ცხრა მზე რამზესის ნამზერ სიზმრად მონაზმანები.
ტაძარს ოლარი შემოერტყა მონაზონების,
სივრცის ბადეში, როს, სიცოცხლევ, სიკვდილს ბადებ შენ.
ცხრა მზე რამზესის ნამზერ სიზმრად მონაზმანები
დაევანება მოგონების სიგუმბათეში.

რ. ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jun 27 2008, 09:40 AM
პოსტი #1148


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



არჩილ სულაკაური

მხოლოდ ერთხელ...

გიორგი ლეონიძის გახსენება

მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.

მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ცამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!

მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 28 2008, 08:08 PM
პოსტი #1149


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



დედას რომ ბავშვი გაეპარება

დედას რომ ბავშვი გაეპარება
გზააბნეული ბორგავს ცისკარი,
დგას ცა გახსნილი ვით ცხრაკარება
და ძირს შეჰყურებს მას ტაშისკარი.

ტყე იზმორება და მტკვარი ოხრავს
და დილა ღამეს ასე ეყრება.
მტკვარი უპირებს სალ კლდეს ამოთხრას
და კლდე რძის ნისლში უფრო იზრდება.

დგას მონადირე, მოელის ირემს
და ტანში უვლის მას ჟრუანტელი.
მეც გადავყურებ მტკვარის ნაპირებს,
რომ შენი სადმე გაჩნდეს ნათელი.

მე აღარ ვიცი, ვინა სწერს ამ ლექსს,
უშენოდ არ აქვს არაფერს ფასი.
ასე ყოველთვის სექტემბრის დამდეგს
მტკვარზე გიგონებს შენი მგოსანი.
/ტიციან ტაბიძე/


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 30 2008, 05:27 PM
პოსტი #1150


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ფიქრისგან დამცლი, როცა ჩემში ისევ იელვებ
სიცარიელევ.
მე შენს კალთაში ყოველ ღამით ვკვდები ათასჯერ
სიცარიელევ.
ვიცი, ამ ღამით, წამწამივით დამახამხამებ
სიცარიელევ
და შეცვლის დილას ნებისმიერი ვნებისმიერი სიცარიელე.

რა თქმა უნდა რატი ამაღლობელი smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 1 2008, 11:57 AM
პოსტი #1151


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მე შენი ვნების მოგო-
ნება
მნაბავს და მვნებს,
როგორც სიმთვრალე გოგო-
ნებს.
მე შენი სახის გახსე-
ნება
მავნებს და მკლავს,
ვკოცნი სხვა ქალის სავსე მკლავს.
შენ ისევ ჩემი გაო-
გნება
გნებავს და გწადს,
როცა ცას ველი საო-
ცარს.

smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 1 2008, 01:51 PM
პოსტი #1152


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



როცა სხივი განსასვენად
ყვავილების თეთრ გვირგვინებს
ეახლება და ყვავილი
საალერსოდ რტოებს გაშლის,
ყრმაი ერთი ეახლება უცხო სენაკს,
"- რაი გინებს?"
"- ხუცეს, გიწესს, პიტიახში..."

smile.gif

დიდი ანა კალანდაძე smile.gif







ციტატა(tustusa-gogo @ Jun 26 2008, 12:12 AM) *

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდ
ა კარუსელი.
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე,სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი-გოგოს,გოგო-მამას,მამა-უცნობს შეჰყურებდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდ
ა კარუსელი.

ვახტანგ ჯავახაძე
ვაფრეეეეეეეეეეეეეეეეეეეენ ამ ლექსზე

ხო ვამბობ, ვახტანგ ჯავახაძე გენიოსიათქო... smile.gif (ტარიელ ჭანტურიასთან ერთად) smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 1 2008, 05:13 PM
პოსტი #1153


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



http://www.myvideo.ge/?video_id=217826


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jul 1 2008, 05:14 PM
პოსტი #1154


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



http://www.myvideo.ge/?video_id=129411
ტერენტი გრანელი smile.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jul 1 2008, 07:35 PM
პოსტი #1155


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



რატი ამაღლობელი

ცა

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.



--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jul 2 2008, 01:14 AM
პოსტი #1156


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



იოსებ ნონეშვილი
* * *

სატევარი, მამა-პაპის სატევარი,
სატევარი - მტერთა გულის გამპობი,
ქართლის ღამე - შუბთა შუქით ნათევარი,
გრემისხევი თუ კრწანისის დაბლობი,
ბებრისციხე, ძვალბებერი გალავანი,
სვეტიცხოვლის სვეტმაღალი სიონი,
შორს რომ მისის აქლემების ქარავანი -
დარახტული მთები კავკასიონის,
ქართლის ზეგანს ჩახვეული რუხი მტკვარი,
ტკბილ ფიქრებში ტკბილად მოსაგონარი, -
შორს ლამაზი ნესტანქალის კიდობანი, -
შხეფდაყრილი ერთადერთი ბორანი,
მთვარის შუქზე, რომ მოუვა ზღვასაც რული,
იალაღი ჯეირნებით ნალახი,
რომ გახვალ და მარგალიტით დაცვარული
დაგინამავს მუხლებს მწვანე ბალახი.
ჩემი ქვეყნის ძველთა-ძველი მიწა-წყალი,
მზედაკრული ვენახები რქახშირი,
თეთრ ღრუბლებში ანთებული ოქროს კვარი,
ვარსკვლავები - ნაპერწკლებად გაშლილი, -
ვინ წაგვართვას, ვინ გაბედოს დაგვიჩრდილოს,
ვინ დასწყევლოს ქვეყნად ჩვენი გაჩენა?!
ვინც ვაჟკაცობს, ვინც წინაპრით გვარიშვილობს,
ვისაც ერჩის გულიცა და მარჯვენაც, -
ეს იმათი მახვილები კაშკაშებენ,
ვინ წაუვათ ვერაგ მტერთა ურდოდან?!
წამოენთნენ ფიცნაჭამი ვაჟკაცები, -
მამულს ერთი დაძახება უნდოდა!



--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jul 4 2008, 10:56 AM
პოსტი #1157


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...

უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...

ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს
თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე.
თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე
და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ...





არ ვიცი..... რაღაც ტკივილი მახრჩობს,
მონატრებული ვწურავ ფიალებს,
ჟიპიტაური მალიმალ მათრობს,
ეს მთაც ვერაფრით გადავიარე.

უღელტეხილი ხდება უვალი,
ბალალაიკაც დარდით ღიღინებს,
მე შენთან მოვალ კოცნის მწყურვალი,
არ ვიცი კარგო, თუ გამიღიმებ...?...

დღეს გული ებრძვის მწვავე იარებს,
ბაგეებს სცდება ჩუმად ბგერები,
დათვისჯვარი თუ გადმოვიარე,
ძვირფასო, შენს თმებს მოვეფერები.

მოვეფერები ყვითელ დალალებს,
აედინება კოცნის სურნელი.
მე სიყვარული მალაპარაკებს,
შემყარე სენი განუკურნელი.

დღეს გული ებრძვის მწვავე იარებს,
ბაგეებს სცრება ჩუმად ბგერები,
დათვისჯვარი თუ გადმოვიარე
მოგეფერები...

გიორგი არაბული


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 4 2008, 01:17 PM
პოსტი #1158


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მიწიდან ზღვაში, ზღვიდან კი ცაში
და ციდან მზეში, მზიდანვე შუბლში,
შუბლიდან გულში, გულიდან ხელში,
ხელიდან ხელში - მზიურ ნაკადის
გზა გადის!
ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ
გზა რკალული და საკრალურია,
სივრცე, ელოი გალილეველო,
სულისფერ ალით გალილულია
ალილუია!

რ. ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Jul 9 2008, 06:35 PM
პოსტი #1159


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477








გინდა?

გინდა, ყოველდღე შეგადარებ
ღვთისმშობელ დედას?
გინდა, გიამბობ კალევალას
ან უფროს ედას?
ათასერთ ზღაპარს მოგიყვები,
გინდა, ზეპირად?
ვარსკვლავთა კიაფს მოგაჩვენებ
ცისკრის ზეფირად...
გინდა, აგიხსნი მთაწმინდაზე
სიყვარულს ღამით?!
გინდა, სისხლს დავლევ შენი
მტრების უძირო ჯამით?!
გეამბორები მარმარილოდ
ჩამოქნილ ყელში,
გადაგატარებ ცის კიდეზე
აყვანილს ხელში...
გინდა, გაცეკვებ ბინძურ ცეკვებს
ზღვის პირას, მზესთან?
გინდა, მიგიყვან სამოთხეში
აკრძალულ ხესთან?
მერე გაგაფრენ, გაგიტაცებ
იქითკენ სადაც,
შენთვის მეგულვის სადედოფლო
კაბა და ფატაც...
გადაგავიწყებ ამქვეყნიურ
დარდსა და სევდას
და ყოველ დილით შეგადარებ
ღვთისმშობელ დედას.
ხოლო ძილის წინ, კალევალას
ან უფროს ედას
ანდა შაჰნამეს მოგიყვები
თითქმის ზეპირად
და მთვარის ჩრდილებს მოგაჩვენებ
ცისკრის ზეფირად,
გინდა?...

გიორგი საჯაია










--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 9 2008, 07:16 PM
პოსტი #1160


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



Nefertiti
ძალიან მაგარი ლექსია
უმაგრესია smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jul 10 2008, 06:08 PM
პოსტი #1161


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუტვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Jul 11 2008, 02:00 PM
პოსტი #1162


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477



syd

მიხარია რომ მოგეწონათ : )

ლულუ
შანდორ პეტეფი, ულამაზესია a075.gif



ეს ლექსი კი ძალიან მიყვარს:


შენთან ვარ - განა შენი ვარ,
რადა მჩემულობ, ლომო,
მე შენთან რა დამრჩენი ვარ -
ძაანაც მოინდომო.

მე სადაც მინდა, იქა ვარ -
შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე,
მე კი, ლაღი და თავნება,
ცხრა მთის გადაღმა ვფრენდე.

მე ჩემი გამკვირვებია:
ალბათ, გიჟი ვარ, თორემ,
ჭკვათმყოფი ვინ გაექცევა
მაგ შენს უნაზეს ტორებს?!

სულ ჩემთვის გაგნათებია
შუბლი მკაცრი და ფართო.
ყოველთვის როდი მიყვარხარ -
ხშირად მიყვარხარ მარტო.

ოღონდ, როდესაც მიყვარხარ,
რა სათქმელია ცხრა მთა -
სხვა პლანეტიდან მოგივალ
უუსწრაფესად წამთა.

სულერთი არის მანძილი,
უდროოცა და დროცა -
მაშინვე შენთან გავჩნდები
მომესურვები როცა.

სუმთლად აბუჩად ავიგდებ
მოუცლელობას, მოცლას,
მოვალ და მოვისურვილებ
მაგ შენს გამშოლტველ კოცნას!!!



--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jul 11 2008, 07:55 PM
პოსტი #1163


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



გაისმა უცებ “ლილე“ამაყი,
მთების ბუნების ჰიმნი სვანური,
და ადგაფუნდა წყალში კალმახი,
მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.

ერთი მეორეს შეეხო ფრთებით
და კალმახები შეყარა ალყად,
თუ გაახსენდათ სვანეთის მთები
და შფოთიანი ენგურის ტალღა?!

გაგიგონიათ კალმახი შედგეს?
ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურდა
და დაეჯახა აუზის კედლებს
ფარა ფერადი მამაკაცურად.

ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰყავდა
მათი ფარების ცემა გმირული,-
ენგური იყო, იგი ბორგავდა,
მუდამ შლეგი და თავგანწირული.

ძალა ჰქონია ვაჟკაცურ “ლილეს“
წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,
მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,
მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.

და მხნედ უტევდნენ პატარა სივრცეს
ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენ
და ლაპლაპებდნენ, ვით სატევრები.

გაიოცებდა ხალხი მშრომელი
მათს გახელებას და ამღერებას,
და მოსკოველი სტახანოველი
იდგა, უმზერდა საკვირველებას.

იდგა აუზთან მაღალი კაცი,
მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,
უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალში
ნაირ-ნაირი ცისარტყელები.

და ბოლოს, როცა შრომის არსენამ
თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,
შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა:
საქართველოში თევზიც მღერისო.

1939 წ


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 12 2008, 08:44 PM
პოსტი #1164


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ლულუ
Nefertiti
iisperiTOVLI
კარგი გოგონები ხართ, ოღონდ ავტორები მიაწერეთ, კარგი?

kiss1.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jul 14 2008, 04:55 PM
პოსტი #1165


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ოთარ ჭილაძე

მე დამეკარგა შიშის გრძნობა,
ტკივილის გრძნობა
და შენი ნიშნის მოლოდინში ვეკიდე ანძებს,
ვეკიდე კლდეებს და ყინულებს,
ცას და ვარსკვლავებს.
ზღვა ირწეოდა...
ხარხარებდა კლდეებში ქარი...
და ყინულები მიცინოდნენ ცივი თვალებით...
მაგრამ მე მაინც გავამართლე შენი იმედი
და მაინც ყველგან, ყველაფერზე დავტოვე კვალი
ჩემი ხელების,
შენით სავსე ჩემი ხელების.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Jul 18 2008, 01:17 AM
პოსტი #1166


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477








თამარი_ცქნაფო

მართალი ხარ smile.gif გამომრჩა და აწი მივაწერხოლმე smile.gif







მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?
- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!


გიო საჯაია








--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 57 58 59 60 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th April 2026 - 07:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი