![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1161
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი, შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ო, იცი, როგორ მიყვარს ოდნავ შეხება მათი, ო, იცი, როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი, მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფარტო, მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მთელი გრძნობით და ძალით. მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუტვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ, სატრფოვ, შვილო და დედავ, ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად, ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ, ვარ შენი ტრფობის შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუტვნის მარტო, ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არი, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო. |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1162
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
syd
მიხარია რომ მოგეწონათ : ) ლულუ შანდორ პეტეფი, ულამაზესია ![]() ეს ლექსი კი ძალიან მიყვარს: შენთან ვარ - განა შენი ვარ, რადა მჩემულობ, ლომო, მე შენთან რა დამრჩენი ვარ - ძაანაც მოინდომო. მე სადაც მინდა, იქა ვარ - შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე, მე კი, ლაღი და თავნება, ცხრა მთის გადაღმა ვფრენდე. მე ჩემი გამკვირვებია: ალბათ, გიჟი ვარ, თორემ, ჭკვათმყოფი ვინ გაექცევა მაგ შენს უნაზეს ტორებს?! სულ ჩემთვის გაგნათებია შუბლი მკაცრი და ფართო. ყოველთვის როდი მიყვარხარ - ხშირად მიყვარხარ მარტო. ოღონდ, როდესაც მიყვარხარ, რა სათქმელია ცხრა მთა - სხვა პლანეტიდან მოგივალ უუსწრაფესად წამთა. სულერთი არის მანძილი, უდროოცა და დროცა - მაშინვე შენთან გავჩნდები მომესურვები როცა. სუმთლად აბუჩად ავიგდებ მოუცლელობას, მოცლას, მოვალ და მოვისურვილებ მაგ შენს გამშოლტველ კოცნას!!! -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1163
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
გაისმა უცებ “ლილე“ამაყი,
მთების ბუნების ჰიმნი სვანური, და ადგაფუნდა წყალში კალმახი, მკვირცხლი და მარად მოუსვენარი. ერთი მეორეს შეეხო ფრთებით და კალმახები შეყარა ალყად, თუ გაახსენდათ სვანეთის მთები და შფოთიანი ენგურის ტალღა?! გაგიგონიათ კალმახი შედგეს? ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურდა და დაეჯახა აუზის კედლებს ფარა ფერადი მამაკაცურად. ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰყავდა მათი ფარების ცემა გმირული,- ენგური იყო, იგი ბორგავდა, მუდამ შლეგი და თავგანწირული. ძალა ჰქონია ვაჟკაცურ “ლილეს“ წუთით თევზებმაც აიდგეს ენა, მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს, მოიგონებდნენ მშობლიურ კერას. და მხნედ უტევდნენ პატარა სივრცეს ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები, წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენ და ლაპლაპებდნენ, ვით სატევრები. გაიოცებდა ხალხი მშრომელი მათს გახელებას და ამღერებას, და მოსკოველი სტახანოველი იდგა, უმზერდა საკვირველებას. იდგა აუზთან მაღალი კაცი, მზისგან დამწვარი დიდი ხელებით, უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალში ნაირ-ნაირი ცისარტყელები. და ბოლოს, როცა შრომის არსენამ თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო, შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა: საქართველოში თევზიც მღერისო. 1939 წ -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1164
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ლულუ
Nefertiti iisperiTOVLI კარგი გოგონები ხართ, ოღონდ ავტორები მიაწერეთ, კარგი? ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
T I K O |
![]()
პოსტი
#1165
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ოთარ ჭილაძე
მე დამეკარგა შიშის გრძნობა, ტკივილის გრძნობა და შენი ნიშნის მოლოდინში ვეკიდე ანძებს, ვეკიდე კლდეებს და ყინულებს, ცას და ვარსკვლავებს. ზღვა ირწეოდა... ხარხარებდა კლდეებში ქარი... და ყინულები მიცინოდნენ ცივი თვალებით... მაგრამ მე მაინც გავამართლე შენი იმედი და მაინც ყველგან, ყველაფერზე დავტოვე კვალი ჩემი ხელების, შენით სავსე ჩემი ხელების. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1166
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
თამარი_ცქნაფო მართალი ხარ ![]() ![]() მე გეკითხები: ეგ შენი ყელი სადაფი არის, თუა ბაკარა? შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... მე გეუბნები: შენი თვალები მწველია ისე, ვით მზე თაკარა. შეშინებული შენ იმეორებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო, მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა. შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... და ასე გადის მთელი ცხოვრება. მე შენზე გულში წყენა მაქ არრა. შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ? - იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა! გიო საჯაია -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
zedela |
![]()
პოსტი
#1167
|
![]() chuvaaaaak:) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 ![]() |
არ მიყვარს: ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის, უაზროდ შეყვარებული ქალები, რომანის გმირების ასლები, გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები, ალერსით დაღლილი წყვილები, უმისამართო ღიმილი, არამიწიერი სინაზე, კოცნამდე ახსნილი სიყვარული. სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი, ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები", ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები, საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები, უაზროდ ბედნიერები, სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი. მკერდდაკოცნილი ქალწულები, უშრომლად მდიდრები, ამპარტავანი თავმდაბლები, ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება, სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები, მარტოსულები ჩემი ჩათვლით, ძალის მოყვარული ცოლები, მორალის მქადაგებელი შინაბერები, მტერის მტერთან ძმადნაფიცები, ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები, ზარმაცი მეოცნებენი, უშეცდომო სიყვარული, ზამთრის სითბო, ზაფხულის სიცივე, წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი, მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი, ლხინის მეგობრები, სუფთად დაწერილი ლექსი, ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა. განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა, კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი, სიმშვიდის მოყვარული პოეტი, მტირალა მასხარა, საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი, ლამაზი კაცი, ომის არმნახველი სახელწიფო, საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია, თამაშით დაღლილი მსახიობი, ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა, უსიზმრო ძილი, დაგვიანებული პაემანი. მიყვარს............................. გიორგი ზანგური |
Amuza |
![]()
პოსტი
#1168
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
* * * * * *ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ მე დიდრონ ზარებს, ზარებს დავკიდებ – ყაყაჩოს ველზე ბებერ მუხაზე... ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ ციცქნა ბიჭუნას, სულს მე ვაჩუქებ, ძალას – ბუნება, დრო კი შემოსავს მარადისობით. ყაყაჩოს ველზე ფესვმაგარი ბებერი მუხა ძუძუმწოვარ ბავშვს ძუძუს აწოვებს. ყაყაჩოსაგან მახვილს გამოსჭედს, ბავშვს შემოარტყავს წელზე სათუთად. ზარებს დარეკავს ხუჭუჭთმიანი პატარა ბიჭი, პირჯვარს გადიწერს ბერმუხასთან მუხლმოდრეკილი. მე მოვევლინე თიხად სამყაროს მე მოვევლინე თიხად სამყაროს, სულში ჩამბერეს გენი ტალახის და მამაპაპის სისხლით გაჟღენთილ მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი. ამოზელილი თიხის ფიალა თავისკენ მიხმობს და მეფერება შიგ ჩაგრეხილი ორნამენტების და გაჟღენთილი ღვინის სურნელით. ღვინის სურნელი მე კვლავ დამათრობს, ტკივილს მიყუჩებს და მიმკურნალებს, ცაში ამაყად გავიტყორცნები, ცისარტყელაც კი გვირგვინს მიბოძებს. მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს. მე მოვევლინე თიხას მალამოდ მისი სუნთქვაც კი მე ხშირად მესმის, მესმის წინაპრის გულის ძახილი თიხით და სისხლით შედუღებული. ვაჟა მოსულიშვილი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
nini1 |
![]()
პოსტი
#1169
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
* * *
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება. რა დააოკებს თავნება აპრილს? მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის. ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს და დასკდებიან ატმის კვირტები და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს, ახალი თვალით დაგაკვირდები. შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას, მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას! გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს, თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?.. გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება, მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების, სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას, თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . . პეტრე გრუზინსკი * * * ის გზა და ბილიკი გახსოვს? აჩრდილი გაფოთლილი თუთის - რომელი თუთა ქალო ქმარი შეჰყურებს და უკვირს თუ გახსოვს წისქვილი ძველი საფქვავი დაგვქონდა ერთად - რომელი წისქვილკი ქალო წისქვილში რა მინდოდა შენთან -როგორ მომიტაცე გახსოვს? როგორ ამიხვიე თვალი -ღმერთმანი ტყუილია ქალო ბრაზდება ასწლოვანი ქმარი. შვილთაშვილები კი ამ დროს ხითხითით იკლებენ ბინას დედაბერს მოგონება ართობს, ბერიკაცს რა ხანია სძინავს... სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის ავტორი ![]() გიორგი საჯაია დუმილის პოეზია მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. გკითხულობ ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები - ხუთი საათია, ღამის, არასრული. გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების, არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული. გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ, სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი, პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ, გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა... და მერე წამია წუთისოფელიც კი. და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია! დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა, რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები - ხუთი საათია, ღამის, არასრული. გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების, არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1170
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
სახელი: სიყვარული
ასაკი: არ აქვს მშობლები: სიკვდილი და სიცოცხლე მისამართი: ადამიანის გული ფერი: გამჩირვალე მტრები: ეჩვი, ღალატი და სიამაყე ჰობი: ადამიანის გულის დაპყრობა მეგობრები: ტანჯვა, ცრემლი და სიხარული ცოვრებისეული დევიზი: მე შენ მიყვარხარ! მიზანი: ბედნიერება |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1171
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
მარწყვის სუნმა, რა ვქნა, ისე დამაბნია, აღარ მახსოვს, ეს იყო თუ სიზმრად ვნახე: ვაშლის ჩრდილში დაშაქრულ მარწყვს გაჭმევდი და წითელ-მოტკბოდ დაგითხვარე მთელი სახე... ერთმანეთი ისე, ისე გვიხაროდა, არ გვახსოვდა სხვა, (ჩვენც არვის არ ვახსოვდით), შენს თვალებში ვუღიმოდი ჩემს ორეულს_ ლამბაქით და პაწაწინა ვერცხლის კოვზით... შავ-შავ შაშვსაც თავგზა ისე არეოდა, ალაგ-ალაგ ყალბი ბგერით გაგვიფრინდა, ერთი ციდა წითელკაბა ჭრელი ჭია შენს თითებზე გადაცოცდა ჩემი თმიდან... მზე ზეცაზე ყირამალა დადიოდა, ვგონებ, ისიც მთვრალი იყო მარწყვის სუნით.... მურაბის ქვაბს გული ჯავრით აუდუღდა, სიზმარს ცხადად ვნახულობდი, თვალხილული.... სანათა -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1172
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
სახელი: სიყვარული ასაკი: არ აქვს მშობლები: სიკვდილი და სიცოცხლე მისამართი: ადამიანის გული ფერი: გამჩირვალე მტრები: ეჩვი, ღალატი და სიამაყე ჰობი: ადამიანის გულის დაპყრობა მეგობრები: ტანჯვა, ცრემლი და სიხარული ცოვრებისეული დევიზი: მე შენ მიყვარხარ! მიზანი: ბედნიერება რა მაგარიააა! ![]() -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
likka |
![]()
პოსტი
#1173
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
მინდა, თოვდეს,
ქსოვდე წინდას, ბედი მქონდეს, თოვდეს, მინდა. მინდა, ოდენ მეჯდე წინ და მე ლექსს ვქსოვდე, შენ კი _ წინდას... -------------------- ეჰ...
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1174
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
სიყვარული
თუ დაგავიწყდი, რა მოხდა მერე, თუ გამატანე პატარა ღელეს... შენი ფერებით დაღლილ ჩემს ხელებს ემახსოვრები კარგა ხნის მერეც. თუ დაგავიწყდი, ასკილის რტოო, არაფერია, რა მოხდა მერე... ![]() ცისანა მელუა -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1175
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ
მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები გრძნობა მომეძალა შენი ნახვის გული მოლოდინით ამიტირდა კიდევ გავიძლებდი სიმარტოვეს მაგრამ უშენობა გამიჭირდა ისევ ძველებურად მენატრები აღარც სიყვარული მიძველდება ვიცი არასოდეს დაბრუნდები მაგრამ დაჯერება მიძნელდება არ გეგონოს რომ დაგივიწყო... არ შემიძლია, არ გეგონოს რომ გიღალატო... ეგ არ მოხდება, დაგელოდები რომც დამჭირდეს მთელი ცხოვრება, შენზე ვილოცებ,ჩემი გულიც შენთვის მოკვდება. ვერ დამავიწყა შენი სახე დრომ და სიშორემ, უფრო ძალიან შემიყვარდი მინდა იცოდე, ის მირჩევნია შენზე ფიქრში,დარდში ვიწვოდე, შენთან სიკვდილი მირჩვნია, სხვასთან სიცოცხლეს |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1176
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ლულუ
ავტორი? ![]() გთხოვთ რა, სულ ამას ნუ მამეორებინებთ, ავტორი მიუთითეთ, ხოლო თუ ლექსი თქვენია ''ფორუმელთა შემოქმედებაა'' ამ განყოფიებაშივე თემა და იქ დადეთ ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
nini1 |
![]()
პოსტი
#1177
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
დღეს სანათას ლექსებს დავდებ, მიყვარს სანათა
![]() გაზაფხული მზე ღრუბელ-ღრუბელ მოუღლელად მალაყს გადადის ქარი ნისლებს ართავს საწინდედ, ჩამოვიბერტყე სოფელ-სოფელ სევდა ქალაქის, ჟინვალსზეით გავიამინდე... პირიმზითებში თეთრი ია, ლურჯი ტიტები, მთებზე თოვლი არაგვს გადაღმა, ახლა რომ მნახო, სულისსწორო, გაგიკვირდები, ისევ ლექსად გამაქადაგა... უგაზაფხულო მარტ-აპრილზე ცრუა შიშები, ქარი ფლეთავს ღრუბლის თაბახებს... თვალებს და ლექსებს ამოვივსებ ლურჯი ტიტებით, ჩამოვალ და დავიტრაბახებ... ფშაურ მოტივზე სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს, ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ, შენს სურნელს ინახავს თმები და თითები შენხელშენავლები პერანგის საყელო... დავალ და უშენოდ დავთელავ მაყვლიანს, ნაეკლში ტკივილი ლექსებად მოჟონავს, წუწკ თვალს მაყოლებენ კაცები ავყია, ქალები ჩუმ-ჩუმად მაყრიან ქოქოლას... დავალ და დამყვება შური და ქილიკი, რითმებით საშენო წინდებს ვქსოვ შიბიანს, მერცხლებმა იციან შენ გზა და ბილიკი, ლექსებს და ოცნებებს აქ სულ სხვა ხიბლი აქვს... შენ ნაალერსევი ქალ ვიყო წაწალი, ან შენი ცელის ფხით ნაკაწრი ქვა ვიყო, დააგდე ხევდახევ მგლის კვალზე წანწალი, არაგვზე სასთუმლად ნისლები დავიგოთ... ამოდი, მავან და მავანთა ვინ ჰკითხავს, ბედისას არ ვიტყვი აუგს და საყვედურს, შიგნიდან გავტყდები სიმაგრე სიპისა, დაგიხსნი სულყველა კლიტეს და საკეტურს... არაგვზე სასთუმლად დავიგოთ ნისლები, ლექსებს და ოცნებებს არ ჰქონდეს ნაპირი, შენ ნაალერსები წაწალი ვიქნები, შენი სულისა და სხეულის ნაწილი... ორწყალზე "შალშავი დამწიფებულა, მოდი, ჭიჩოზე ავიდეთ..." ანა კალანდაძე ორთა არაგვთა საყარსა შალშავი ჰყვავის ორწყალზე, უნდა წავიდე, ვიდრე კვლავ შემხვდებოდე და მომკლავდე! ისეთ სურნელს და შუქს აფენს, არც რას ჯერ განცდილს არ ჰგავსა, გაგიხარია, მაბნევს და გაგიხარია, მბანგავსა... უნდა გაგასწრო, ვიდრე შენ ასე დაბანგულს მნახავდე, შალშავი ჰყვავის ორწყალსა, ორთა არაგვთა საყარზე... ეგება ფშავს მივალ, ავცდი შარახევს, მზესთან სიტყვა მაქვს დარისა, მუქოს მელიან სწორები, სული წინ მიიჩქარისა... გზა-გზა მხვდებიან ხევსურნი, იელის ბანგით მთვრალები, ქალთარაფერას, შავქალას მათკენ მიმირბის თვალები... გულისგულ შამიწრიალებს, ოცნება ბევრის ღამისა: ეგება დამხვდე ორწყალთან, ფშავისკე აღარ გამიშვა... * * * ხარანაულთა კაკლებქვეშ რძალნი ართავენ საწინდეს, ავად დაჯარდნენ ღრუბელნი, ეტყობა, უნდა გაწვიმდეს ... მეც ტაროსივით ვირევი, ვეღარ ვპატრონობ თავისთავს, დღესაც კვლა შენკე დავწუხდი, უნახაობა მკლავისა... შენ მოგონება შორითა, უთქმელ ტკივილით ამიტანს, ავაჰმე, რარიგ მამნატრდი... ფშავში ამოსულ ფშავლისქალს... -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1178
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
ლულუ ავტორი? ![]() გთხოვთ რა, სულ ამას ნუ მამეორებინებთ, ავტორი მიუთითეთ, ხოლო თუ ლექსი თქვენია ''ფორუმელთა შემოქმედებაა'' ამ განყოფიებაშივე თემა და იქ დადეთ ![]() ![]() სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა ,თვალის უპეს, სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი |
nini1 |
![]()
პოსტი
#1179
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ქეთი დიდიშვილი
სიყვარულის აღმოსავლური ზღაპარი სულ სხვა სივრცეები, სულ სხვა აბსტრაქცია, სტირის მისტერია ცისფერ ასტრალების, მისთვის სულერთია ტანზე რა გაცვია_ ჯვალო თუ ხავერდი მკლავზე მაქმანებით, თაფლივით იღვრება ტკბილი აკაცია_ გრძნობა, აპრილივით სულ თან სატარები... ხან ყოვლად უბიწოა, ხან ვნების მორევია, ხნადახან საავდრო ცასავით მრისხანე, გული, მარტოგული, რისი მომრევია, როცა ვარსკვლავებსაც კვირტებად ისხამენ ტანზე ალუბლები და თუმცა ნონსენსია, თვითონ ალუბლებიც ქრებიან სისხამზე... თორემ ღამე ახლა ჰგავს სპარსულ ხალიჩას და სანამ ინათებს, სანამ ირიჟრაჟებს, ხალებად დაგიფენს ზღაპრის მთელ ხალიფატს, თავბრუსდახვევამდე ფერმრავალ ვიტრაჟებს და განა იკმარებს?!. საკუთარ ნაწნავსაც ბილიკად დაგცინცლავს დღე ყოველ ცისმარე... სულ სხვა სივრცეები, სულ სხვა აბსტრაქცია, სტირის მისტერია ცისფერ ასტრალების. თოვას მისცემია თეთრი აკაცია, გრძნობა_აპრილივით სულ თან სატარები... განწყობისათვის ვგონებ, გაზაფხულდა, კვირაზე მეტია მეგობრებს სარკესთან ტრფიალი ვარჩიე, სარკემ დამატყვევა და დამიმეგობრა, ალბათ შევუყვარდი, თვალს აღარ მაცილებს. ხაო და ხავერდი ხალიჩის ხვედრია ფერადი ფარდების სამზეო სამიზნე, არ მინდა პალტო და აღარც მანტია, უარი_მაკიაჟს! უარი_პარიკებს! ნაზამთრალ ზანდუკებს მაზანდას ავუწევ, ზარბაბის თავშლები ზაფხულის ზმანია, ზღვის გამონარიყი მზისფერი საყურე ისევ მოდაშია... ჩავიცვამ სარაფანს და სარკმლის დარაბებს რაფაზე დავუდგამ ქოთნით ია-იებს, მერე მარცვალ-მარცვალ აგიკრეფ სტრიქონებს და ისევ დაგიწერ ლექსებს რითმიანებს, საცვლებს სიფრიფანას ფარფატაფრთიანებს აფრებად ავიფრენ და მოვიფრიალებ, სარეცხს გადავკიდებ საწვიმარს კი არა, ჭრელ-ჭრელს, მზიანებს და ხალისიანებს, ვგონებ, გაზაფხულდა, ფარდების ქარია, ქროლვისგან ქათიბი ეშლებათ ქარაფებს, კეკლუცი ღიმილით ქუჩებში დავდივარ, ფრიალა კაბებით ვაკვირვებ არიფებს... ვგონებ, გაზაფხულდა, კვირაზე მეტია, მეგობრებს სარკესთან ტრფიალი ვარჩიე, სარკემ დამატყვევა და დამიმეგობრა, ალბათ შევუყვარდი, თვალს აღარ მაცილებს... მე და შენ. იაპონური ჩანახატი როგორც აგვისტოში წითელი მოცხარი ელვარებს საყურე, თითქოსდა აფეთქდა ცისფერ კიმანოზე ნაქარგი საკურა, შენ თუ კი ინატრებ, მე, რაღა თქმა უნდა, მოგართმევ საკესაც და აღარ გაგიბამ ავყია ცოლივით ჭორმრავალ საუბარს... მთვარის ათინათი მაცდურად ლიცლიცებს გაღებულ სარკმელზე, ღამეს რახანია შეხსნია საკინძე, როგორც ოწინარი ჭაში ჩაშვებული თვალები დახარე და ღამის უბეში შვეულად ჩაჰკიდე... და სხვა არაფერი... უმანკო მზერით და ასკეტის იერით მე კვლავ წაგიკითხავ ტანკას და ჰაიკუს, მხოლოდ გამამხელენ სუნამონაპკური ცისფერი კიმანო, მხურვალე საკე და წითელი მოცხარის ელვარე საყურე... -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1180
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
nini1' დღეს სანათას ლექსებს დავდებ, მიყვარს სანათა ![]() შემოგიერთდები ![]() ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი მიბინდავს მზერასა, მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი, ვავადობ ხელახლა... ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები, პატარა წყენაცა... ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი აქამდე შენა ხარ... გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი ფეხდაფეხ გავტოპე, უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ, ზეიმობ... მაჯობე... მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც ალმასთა სხივითა, ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა... ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე, ლექსებით ვხმიანობ... შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით ბუჩქებში ვკიაფობ... მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ, ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ... მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი, კვლავ და კვლავ ვავადობ.... სანათა -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი