სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| zedela |
Jul 18 2008, 04:02 AM
პოსტი
#1167
|
![]() chuvaaaaak:) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
არ მიყვარს: ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის, უაზროდ შეყვარებული ქალები, რომანის გმირების ასლები, გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები, ალერსით დაღლილი წყვილები, უმისამართო ღიმილი, არამიწიერი სინაზე, კოცნამდე ახსნილი სიყვარული. სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი, ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები", ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები, საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები, უაზროდ ბედნიერები, სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი. მკერდდაკოცნილი ქალწულები, უშრომლად მდიდრები, ამპარტავანი თავმდაბლები, ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება, სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები, მარტოსულები ჩემი ჩათვლით, ძალის მოყვარული ცოლები, მორალის მქადაგებელი შინაბერები, მტერის მტერთან ძმადნაფიცები, ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები, ზარმაცი მეოცნებენი, უშეცდომო სიყვარული, ზამთრის სითბო, ზაფხულის სიცივე, წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი, მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი, ლხინის მეგობრები, სუფთად დაწერილი ლექსი, ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა. განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა, კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი, სიმშვიდის მოყვარული პოეტი, მტირალა მასხარა, საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი, ლამაზი კაცი, ომის არმნახველი სახელწიფო, საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია, თამაშით დაღლილი მსახიობი, ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა, უსიზმრო ძილი, დაგვიანებული პაემანი. მიყვარს............................. გიორგი ზანგური |
| Amuza |
Jul 22 2008, 10:04 PM
პოსტი
#1168
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
* * * * * *ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ მე დიდრონ ზარებს, ზარებს დავკიდებ – ყაყაჩოს ველზე ბებერ მუხაზე... ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ ციცქნა ბიჭუნას, სულს მე ვაჩუქებ, ძალას – ბუნება, დრო კი შემოსავს მარადისობით. ყაყაჩოს ველზე ფესვმაგარი ბებერი მუხა ძუძუმწოვარ ბავშვს ძუძუს აწოვებს. ყაყაჩოსაგან მახვილს გამოსჭედს, ბავშვს შემოარტყავს წელზე სათუთად. ზარებს დარეკავს ხუჭუჭთმიანი პატარა ბიჭი, პირჯვარს გადიწერს ბერმუხასთან მუხლმოდრეკილი. მე მოვევლინე თიხად სამყაროს მე მოვევლინე თიხად სამყაროს, სულში ჩამბერეს გენი ტალახის და მამაპაპის სისხლით გაჟღენთილ მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი. ამოზელილი თიხის ფიალა თავისკენ მიხმობს და მეფერება შიგ ჩაგრეხილი ორნამენტების და გაჟღენთილი ღვინის სურნელით. ღვინის სურნელი მე კვლავ დამათრობს, ტკივილს მიყუჩებს და მიმკურნალებს, ცაში ამაყად გავიტყორცნები, ცისარტყელაც კი გვირგვინს მიბოძებს. მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს. მე მოვევლინე თიხას მალამოდ მისი სუნთქვაც კი მე ხშირად მესმის, მესმის წინაპრის გულის ძახილი თიხით და სისხლით შედუღებული. ვაჟა მოსულიშვილი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
| nini1 |
Jul 23 2008, 02:10 AM
პოსტი
#1169
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
* * *
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება. რა დააოკებს თავნება აპრილს? მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის. ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს და დასკდებიან ატმის კვირტები და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს, ახალი თვალით დაგაკვირდები. შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას, მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას! გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს, თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?.. გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება, მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების, სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას, თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . . პეტრე გრუზინსკი * * * ის გზა და ბილიკი გახსოვს? აჩრდილი გაფოთლილი თუთის - რომელი თუთა ქალო ქმარი შეჰყურებს და უკვირს თუ გახსოვს წისქვილი ძველი საფქვავი დაგვქონდა ერთად - რომელი წისქვილკი ქალო წისქვილში რა მინდოდა შენთან -როგორ მომიტაცე გახსოვს? როგორ ამიხვიე თვალი -ღმერთმანი ტყუილია ქალო ბრაზდება ასწლოვანი ქმარი. შვილთაშვილები კი ამ დროს ხითხითით იკლებენ ბინას დედაბერს მოგონება ართობს, ბერიკაცს რა ხანია სძინავს... სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის ავტორი გიორგი საჯაია დუმილის პოეზია მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. გკითხულობ ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები - ხუთი საათია, ღამის, არასრული. გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების, არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული. გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ, სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი, პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ, გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა... და მერე წამია წუთისოფელიც კი. და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია! დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა, რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები - ხუთი საათია, ღამის, არასრული. გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების, არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| *ნინო* |
Jul 23 2008, 02:41 PM
პოსტი
#1170
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
სახელი: სიყვარული
ასაკი: არ აქვს მშობლები: სიკვდილი და სიცოცხლე მისამართი: ადამიანის გული ფერი: გამჩირვალე მტრები: ეჩვი, ღალატი და სიამაყე ჰობი: ადამიანის გულის დაპყრობა მეგობრები: ტანჯვა, ცრემლი და სიხარული ცოვრებისეული დევიზი: მე შენ მიყვარხარ! მიზანი: ბედნიერება |
| Nefertiti |
Jul 23 2008, 03:33 PM
პოსტი
#1171
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
მარწყვის სუნმა, რა ვქნა, ისე დამაბნია, აღარ მახსოვს, ეს იყო თუ სიზმრად ვნახე: ვაშლის ჩრდილში დაშაქრულ მარწყვს გაჭმევდი და წითელ-მოტკბოდ დაგითხვარე მთელი სახე... ერთმანეთი ისე, ისე გვიხაროდა, არ გვახსოვდა სხვა, (ჩვენც არვის არ ვახსოვდით), შენს თვალებში ვუღიმოდი ჩემს ორეულს_ ლამბაქით და პაწაწინა ვერცხლის კოვზით... შავ-შავ შაშვსაც თავგზა ისე არეოდა, ალაგ-ალაგ ყალბი ბგერით გაგვიფრინდა, ერთი ციდა წითელკაბა ჭრელი ჭია შენს თითებზე გადაცოცდა ჩემი თმიდან... მზე ზეცაზე ყირამალა დადიოდა, ვგონებ, ისიც მთვრალი იყო მარწყვის სუნით.... მურაბის ქვაბს გული ჯავრით აუდუღდა, სიზმარს ცხადად ვნახულობდი, თვალხილული.... სანათა -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| iisperiTOVLI |
Jul 23 2008, 03:55 PM
პოსტი
#1172
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
სახელი: სიყვარული ასაკი: არ აქვს მშობლები: სიკვდილი და სიცოცხლე მისამართი: ადამიანის გული ფერი: გამჩირვალე მტრები: ეჩვი, ღალატი და სიამაყე ჰობი: ადამიანის გულის დაპყრობა მეგობრები: ტანჯვა, ცრემლი და სიხარული ცოვრებისეული დევიზი: მე შენ მიყვარხარ! მიზანი: ბედნიერება რა მაგარიააა! -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| likka |
Jul 23 2008, 04:03 PM
პოსტი
#1173
|
|
გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
მინდა, თოვდეს,
ქსოვდე წინდას, ბედი მქონდეს, თოვდეს, მინდა. მინდა, ოდენ მეჯდე წინ და მე ლექსს ვქსოვდე, შენ კი _ წინდას... -------------------- ეჰ...
|
| iisperiTOVLI |
Jul 23 2008, 04:37 PM
პოსტი
#1174
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
სიყვარული
თუ დაგავიწყდი, რა მოხდა მერე, თუ გამატანე პატარა ღელეს... შენი ფერებით დაღლილ ჩემს ხელებს ემახსოვრები კარგა ხნის მერეც. თუ დაგავიწყდი, ასკილის რტოო, არაფერია, რა მოხდა მერე... ცისანა მელუა -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| *ნინო* |
Jul 23 2008, 11:34 PM
პოსტი
#1175
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ
მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები გრძნობა მომეძალა შენი ნახვის გული მოლოდინით ამიტირდა კიდევ გავიძლებდი სიმარტოვეს მაგრამ უშენობა გამიჭირდა ისევ ძველებურად მენატრები აღარც სიყვარული მიძველდება ვიცი არასოდეს დაბრუნდები მაგრამ დაჯერება მიძნელდება არ გეგონოს რომ დაგივიწყო... არ შემიძლია, არ გეგონოს რომ გიღალატო... ეგ არ მოხდება, დაგელოდები რომც დამჭირდეს მთელი ცხოვრება, შენზე ვილოცებ,ჩემი გულიც შენთვის მოკვდება. ვერ დამავიწყა შენი სახე დრომ და სიშორემ, უფრო ძალიან შემიყვარდი მინდა იცოდე, ის მირჩევნია შენზე ფიქრში,დარდში ვიწვოდე, შენთან სიკვდილი მირჩვნია, სხვასთან სიცოცხლეს |
| თამარი_ცქნაფო |
Jul 23 2008, 11:36 PM
პოსტი
#1176
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ლულუ
ავტორი? გთხოვთ რა, სულ ამას ნუ მამეორებინებთ, ავტორი მიუთითეთ, ხოლო თუ ლექსი თქვენია ''ფორუმელთა შემოქმედებაა'' ამ განყოფიებაშივე თემა და იქ დადეთ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
| nini1 |
Jul 24 2008, 12:08 AM
პოსტი
#1177
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
დღეს სანათას ლექსებს დავდებ, მიყვარს სანათა
გაზაფხული მზე ღრუბელ-ღრუბელ მოუღლელად მალაყს გადადის ქარი ნისლებს ართავს საწინდედ, ჩამოვიბერტყე სოფელ-სოფელ სევდა ქალაქის, ჟინვალსზეით გავიამინდე... პირიმზითებში თეთრი ია, ლურჯი ტიტები, მთებზე თოვლი არაგვს გადაღმა, ახლა რომ მნახო, სულისსწორო, გაგიკვირდები, ისევ ლექსად გამაქადაგა... უგაზაფხულო მარტ-აპრილზე ცრუა შიშები, ქარი ფლეთავს ღრუბლის თაბახებს... თვალებს და ლექსებს ამოვივსებ ლურჯი ტიტებით, ჩამოვალ და დავიტრაბახებ... ფშაურ მოტივზე სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს, ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ, შენს სურნელს ინახავს თმები და თითები შენხელშენავლები პერანგის საყელო... დავალ და უშენოდ დავთელავ მაყვლიანს, ნაეკლში ტკივილი ლექსებად მოჟონავს, წუწკ თვალს მაყოლებენ კაცები ავყია, ქალები ჩუმ-ჩუმად მაყრიან ქოქოლას... დავალ და დამყვება შური და ქილიკი, რითმებით საშენო წინდებს ვქსოვ შიბიანს, მერცხლებმა იციან შენ გზა და ბილიკი, ლექსებს და ოცნებებს აქ სულ სხვა ხიბლი აქვს... შენ ნაალერსევი ქალ ვიყო წაწალი, ან შენი ცელის ფხით ნაკაწრი ქვა ვიყო, დააგდე ხევდახევ მგლის კვალზე წანწალი, არაგვზე სასთუმლად ნისლები დავიგოთ... ამოდი, მავან და მავანთა ვინ ჰკითხავს, ბედისას არ ვიტყვი აუგს და საყვედურს, შიგნიდან გავტყდები სიმაგრე სიპისა, დაგიხსნი სულყველა კლიტეს და საკეტურს... არაგვზე სასთუმლად დავიგოთ ნისლები, ლექსებს და ოცნებებს არ ჰქონდეს ნაპირი, შენ ნაალერსები წაწალი ვიქნები, შენი სულისა და სხეულის ნაწილი... ორწყალზე "შალშავი დამწიფებულა, მოდი, ჭიჩოზე ავიდეთ..." ანა კალანდაძე ორთა არაგვთა საყარსა შალშავი ჰყვავის ორწყალზე, უნდა წავიდე, ვიდრე კვლავ შემხვდებოდე და მომკლავდე! ისეთ სურნელს და შუქს აფენს, არც რას ჯერ განცდილს არ ჰგავსა, გაგიხარია, მაბნევს და გაგიხარია, მბანგავსა... უნდა გაგასწრო, ვიდრე შენ ასე დაბანგულს მნახავდე, შალშავი ჰყვავის ორწყალსა, ორთა არაგვთა საყარზე... ეგება ფშავს მივალ, ავცდი შარახევს, მზესთან სიტყვა მაქვს დარისა, მუქოს მელიან სწორები, სული წინ მიიჩქარისა... გზა-გზა მხვდებიან ხევსურნი, იელის ბანგით მთვრალები, ქალთარაფერას, შავქალას მათკენ მიმირბის თვალები... გულისგულ შამიწრიალებს, ოცნება ბევრის ღამისა: ეგება დამხვდე ორწყალთან, ფშავისკე აღარ გამიშვა... * * * ხარანაულთა კაკლებქვეშ რძალნი ართავენ საწინდეს, ავად დაჯარდნენ ღრუბელნი, ეტყობა, უნდა გაწვიმდეს ... მეც ტაროსივით ვირევი, ვეღარ ვპატრონობ თავისთავს, დღესაც კვლა შენკე დავწუხდი, უნახაობა მკლავისა... შენ მოგონება შორითა, უთქმელ ტკივილით ამიტანს, ავაჰმე, რარიგ მამნატრდი... ფშავში ამოსულ ფშავლისქალს... -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| *ნინო* |
Jul 24 2008, 01:15 AM
პოსტი
#1178
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ლულუ ავტორი? გთხოვთ რა, სულ ამას ნუ მამეორებინებთ, ავტორი მიუთითეთ, ხოლო თუ ლექსი თქვენია ''ფორუმელთა შემოქმედებაა'' ამ განყოფიებაშივე თემა და იქ დადეთ სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა ,თვალის უპეს, სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი |
| nini1 |
Jul 24 2008, 02:35 PM
პოსტი
#1179
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
ქეთი დიდიშვილი
სიყვარულის აღმოსავლური ზღაპარი სულ სხვა სივრცეები, სულ სხვა აბსტრაქცია, სტირის მისტერია ცისფერ ასტრალების, მისთვის სულერთია ტანზე რა გაცვია_ ჯვალო თუ ხავერდი მკლავზე მაქმანებით, თაფლივით იღვრება ტკბილი აკაცია_ გრძნობა, აპრილივით სულ თან სატარები... ხან ყოვლად უბიწოა, ხან ვნების მორევია, ხნადახან საავდრო ცასავით მრისხანე, გული, მარტოგული, რისი მომრევია, როცა ვარსკვლავებსაც კვირტებად ისხამენ ტანზე ალუბლები და თუმცა ნონსენსია, თვითონ ალუბლებიც ქრებიან სისხამზე... თორემ ღამე ახლა ჰგავს სპარსულ ხალიჩას და სანამ ინათებს, სანამ ირიჟრაჟებს, ხალებად დაგიფენს ზღაპრის მთელ ხალიფატს, თავბრუსდახვევამდე ფერმრავალ ვიტრაჟებს და განა იკმარებს?!. საკუთარ ნაწნავსაც ბილიკად დაგცინცლავს დღე ყოველ ცისმარე... სულ სხვა სივრცეები, სულ სხვა აბსტრაქცია, სტირის მისტერია ცისფერ ასტრალების. თოვას მისცემია თეთრი აკაცია, გრძნობა_აპრილივით სულ თან სატარები... განწყობისათვის ვგონებ, გაზაფხულდა, კვირაზე მეტია მეგობრებს სარკესთან ტრფიალი ვარჩიე, სარკემ დამატყვევა და დამიმეგობრა, ალბათ შევუყვარდი, თვალს აღარ მაცილებს. ხაო და ხავერდი ხალიჩის ხვედრია ფერადი ფარდების სამზეო სამიზნე, არ მინდა პალტო და აღარც მანტია, უარი_მაკიაჟს! უარი_პარიკებს! ნაზამთრალ ზანდუკებს მაზანდას ავუწევ, ზარბაბის თავშლები ზაფხულის ზმანია, ზღვის გამონარიყი მზისფერი საყურე ისევ მოდაშია... ჩავიცვამ სარაფანს და სარკმლის დარაბებს რაფაზე დავუდგამ ქოთნით ია-იებს, მერე მარცვალ-მარცვალ აგიკრეფ სტრიქონებს და ისევ დაგიწერ ლექსებს რითმიანებს, საცვლებს სიფრიფანას ფარფატაფრთიანებს აფრებად ავიფრენ და მოვიფრიალებ, სარეცხს გადავკიდებ საწვიმარს კი არა, ჭრელ-ჭრელს, მზიანებს და ხალისიანებს, ვგონებ, გაზაფხულდა, ფარდების ქარია, ქროლვისგან ქათიბი ეშლებათ ქარაფებს, კეკლუცი ღიმილით ქუჩებში დავდივარ, ფრიალა კაბებით ვაკვირვებ არიფებს... ვგონებ, გაზაფხულდა, კვირაზე მეტია, მეგობრებს სარკესთან ტრფიალი ვარჩიე, სარკემ დამატყვევა და დამიმეგობრა, ალბათ შევუყვარდი, თვალს აღარ მაცილებს... მე და შენ. იაპონური ჩანახატი როგორც აგვისტოში წითელი მოცხარი ელვარებს საყურე, თითქოსდა აფეთქდა ცისფერ კიმანოზე ნაქარგი საკურა, შენ თუ კი ინატრებ, მე, რაღა თქმა უნდა, მოგართმევ საკესაც და აღარ გაგიბამ ავყია ცოლივით ჭორმრავალ საუბარს... მთვარის ათინათი მაცდურად ლიცლიცებს გაღებულ სარკმელზე, ღამეს რახანია შეხსნია საკინძე, როგორც ოწინარი ჭაში ჩაშვებული თვალები დახარე და ღამის უბეში შვეულად ჩაჰკიდე... და სხვა არაფერი... უმანკო მზერით და ასკეტის იერით მე კვლავ წაგიკითხავ ტანკას და ჰაიკუს, მხოლოდ გამამხელენ სუნამონაპკური ცისფერი კიმანო, მხურვალე საკე და წითელი მოცხარის ელვარე საყურე... -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| Nefertiti |
Jul 24 2008, 04:41 PM
პოსტი
#1180
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
nini1' დღეს სანათას ლექსებს დავდებ, მიყვარს სანათა შემოგიერთდები ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი მიბინდავს მზერასა, მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი, ვავადობ ხელახლა... ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები, პატარა წყენაცა... ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი აქამდე შენა ხარ... გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი ფეხდაფეხ გავტოპე, უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ, ზეიმობ... მაჯობე... მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც ალმასთა სხივითა, ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა... ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე, ლექსებით ვხმიანობ... შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით ბუჩქებში ვკიაფობ... მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ, ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ... მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი, კვლავ და კვლავ ვავადობ.... სანათა -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| Schalwas Deda |
Jul 24 2008, 08:50 PM
პოსტი
#1181
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 24-July 08 წევრი № 5,390 |
პოეზია მომეძალა და უნდა გაგიზიაროთ მედეა კახიძის ლექსის მადლი
* * * გაუმარჯოს ზღაპრის ცხრათავიან დევებს, მზეთუნახავ ქალის დადევნებულ მდევრებს. გაუმარჯოს! ომში გაჭენებულ ცხენებს, აუღებელ ციხის თავდადებულ მცველებს, გაუმარჯოს! სატრფოს იმედიდნ ბარათს, ვისაც სიყვარული აძევს ცოდვა-ბრალად. გაუმარჯოს! დედის თვალებს ანუ ლოცვას, იმედს თუნდაც მცირეს, გულის ფსკერზე მცოცავს! გაუმარჯოს! ქალის მომლოდინე ხვალეს, ბრძოლის ასპარეზზე დამარცხებულ ხარებს. გაუმარჯოს! კლდიდან ჩანჩქერების ნახტომს, ყანწად გადაქცეულ რქების ამაყ პატრონს! გაუმარჯოს! ტყეში კეთილ მგელს და ტურას, ცრემლნარევი ხმებით ნათქვამ სისატურას. საგოდებლის კართან ფიქრად ქცეულ ლოდებს, ჩიტს რომელიც მხოლოდ სამარეზე გოდებს. გაუმარჯოს! სიტყვას გულქართლს არა მრუდეს, გაზაფხულით სავსე გუგულების ბუდეს! |
| marine |
Jul 25 2008, 11:23 AM
პოსტი
#1182
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,760 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
მივდივარ, რადგან კვლავაც მინდა, რომ ვიყოთ ერთად. გშორდები, რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან. /მუხრან მაჭავარიანი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| nini1 |
Jul 25 2008, 01:00 PM
პოსტი
#1183
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
თეთრი ყვავილი
მანანა ჩიტიშვილი ვკოცნიდი წითელ ყაყაჩოს, ვარდი მეფინა მე პირად, პატარა თეთრი ყვავილი (თუმც ბაღს ვიცნობდი ზეპირად) არც როდის შემიმჩნევია, არც როდის თვალი მეჭირა, წამოსვლა რომ დავაპირე, წინ-წინ ის გამომეტირა. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| *ნინო* |
Jul 27 2008, 12:52 AM
პოსტი
#1184
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია... მადლობელი ვარ იმ თითოეული წამისთვის, რომელიც შენ მაჩუქე... მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის ჭირშიც და ლხინშიც... მადლობელი ვარ, რადგან მუდამ იყავი ჩემს გვერდით მაშინ, როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდი... მადლობელი ვარ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შენ არსებობ!" სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს |
| *ნინო* |
Jul 27 2008, 01:16 AM
პოსტი
#1185
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე. და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და რუსთავსს გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე” მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული მე შენ მიყვარხარ... მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული,შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას. მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და, კიდევ საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე ყოველთვის ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში... მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად... ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რაიქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს! * * * თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! მედეა კახიძე |
| Schalwas Deda |
Jul 27 2008, 05:57 PM
პოსტი
#1186
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 24-July 08 წევრი № 5,390 |
გაუსინჯეთ ჭაშნიკი მედეა კახიძის შედარებით ახალ ლექსს და შეიგრძენით მადლიანი ქართული სიტყვის დვრიტა.
* * * როცა ჩაქრებიან ხატულა დღეები და ყინვა ჩიტების ლხინ-მეჯლისს აკრძალავს, მოინადავლებენ როკაპი ქარები, დედაწულიანად ფოთლეულს კარდაკარ და უწინდებურად თოვლის ქვეშაგებში, გულშეწუხებული ზამთარი ჩაწვება, ქარდაძრულ ზამთრების დღენაკლულ დღეებში, ხეები იწყებენ ზაფხულზე ოცნებას. ისინი ღრმავდებიან საკუთარ ფიქრებში, სიზმრებს ნახულობენ საახალმთვარეოს, იანვრის მოსაწყენ უგულო ქარებში და მთვარის რძე-ნაწოვ ყიამეთ ღამეში, ხეებს ეზმანებათ ცოცხალი ტყე-ტბები და სინათლიანი დიდრონი მინდორ-ცა. ...ამწვან-აყვავდება როდესაც ზაფხული მოკოხტავდებიან ყვავილწნულ კორდები, ღვთისხელდადებული გულუხვი ხეები მთელი წლის მონაგარს გასცემევ გულუხვად, და უკან არც როდის ითხოვენ არაფერს. ხე ღვთისნიერია და მირონცხებული სულს მისით იბრუნებს მთელი მზისქვეშეთი, ხეების სიკეთით შუქშემატებული. და კაციც რომ იყოს ხესავით მისანდო, კაციც რომ ბაძავდეს ხეების მაგალითს... მაგრამ ჩვენ ხეების სიმაღლეს ვერ ვწვდებით რადგანაც ხე არის ძალიან მაღალი! --------------------------- მე ორი ცა მაქვს ქვეყნად, ორივე ჩემად ვცანი... ერთი -თვალები შენი, ერთიც - ქართული ცაი, ორივე საოცნებო, ორივე სალოცავი! --------------------------------------- |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th April 2026 - 05:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი