IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 58 59 60 61 62 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
Schalwas Deda
პოსტი Jul 24 2008, 08:50 PM
პოსტი #1181


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 24-July 08
წევრი № 5,390



პოეზია მომეძალა და უნდა გაგიზიაროთ მედეა კახიძის ლექსის მადლი


* * *

გაუმარჯოს ზღაპრის ცხრათავიან დევებს,
მზეთუნახავ ქალის დადევნებულ მდევრებს.

გაუმარჯოს! ომში გაჭენებულ ცხენებს,
აუღებელ ციხის თავდადებულ მცველებს,

გაუმარჯოს! სატრფოს იმედიდნ ბარათს,
ვისაც სიყვარული აძევს ცოდვა-ბრალად.

გაუმარჯოს! დედის თვალებს ანუ ლოცვას,
იმედს თუნდაც მცირეს, გულის ფსკერზე მცოცავს!

გაუმარჯოს! ქალის მომლოდინე ხვალეს,
ბრძოლის ასპარეზზე დამარცხებულ ხარებს.

გაუმარჯოს! კლდიდან ჩანჩქერების ნახტომს,
ყანწად გადაქცეულ რქების ამაყ პატრონს!

გაუმარჯოს! ტყეში კეთილ მგელს და ტურას,
ცრემლნარევი ხმებით ნათქვამ სისატურას.

საგოდებლის კართან ფიქრად ქცეულ ლოდებს,
ჩიტს რომელიც მხოლოდ სამარეზე გოდებს.

გაუმარჯოს! სიტყვას გულქართლს არა მრუდეს,
გაზაფხულით სავსე გუგულების ბუდეს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2008, 11:23 AM
პოსტი #1182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
მივდივარ,

რადგან

კვლავაც მინდა, რომ ვიყოთ ერთად.

გშორდები,

რადგან

მომენატრა შეხვედრა შენთან.

/მუხრან მაჭავარიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 25 2008, 01:00 PM
პოსტი #1183


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



თეთრი ყვავილი
მანანა ჩიტიშვილი
ვკოცნიდი წითელ ყაყაჩოს,
ვარდი მეფინა მე პირად,
პატარა თეთრი ყვავილი
(თუმც ბაღს ვიცნობდი ზეპირად)
არც როდის შემიმჩნევია,
არც როდის თვალი მეჭირა,
წამოსვლა რომ დავაპირე,
წინ-წინ ის გამომეტირა.


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jul 27 2008, 12:52 AM
პოსტი #1184


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და
ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...


მადლობელი ვარ იმ თითოეული წამისთვის, რომელიც შენ მაჩუქე...
მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის ჭირშიც და ლხინშიც...
მადლობელი ვარ, რადგან მუდამ იყავი ჩემს გვერდით მაშინ,
როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდი...
მადლობელი ვარ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შენ არსებობ!"

სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jul 27 2008, 01:16 AM
პოსტი #1185


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და რუსთავსს გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული


მე შენ მიყვარხარ...

მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული,შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას.
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და, კიდევ საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე ყოველთვის ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რაიქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს!

* * *
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

ვისაც სიყვარული შეუძლია

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!

მედეა კახიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Schalwas Deda
პოსტი Jul 27 2008, 05:57 PM
პოსტი #1186


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 24-July 08
წევრი № 5,390



გაუსინჯეთ ჭაშნიკი მედეა კახიძის შედარებით ახალ ლექსს და შეიგრძენით მადლიანი ქართული სიტყვის დვრიტა.

* * *

როცა ჩაქრებიან ხატულა დღეები
და ყინვა ჩიტების ლხინ-მეჯლისს აკრძალავს,
მოინადავლებენ როკაპი ქარები,
დედაწულიანად ფოთლეულს კარდაკარ
და უწინდებურად თოვლის ქვეშაგებში,
გულშეწუხებული ზამთარი ჩაწვება,
ქარდაძრულ ზამთრების დღენაკლულ დღეებში,
ხეები იწყებენ ზაფხულზე ოცნებას.

ისინი ღრმავდებიან საკუთარ ფიქრებში,
სიზმრებს ნახულობენ საახალმთვარეოს,
იანვრის მოსაწყენ უგულო ქარებში
და მთვარის რძე-ნაწოვ ყიამეთ ღამეში,
ხეებს ეზმანებათ ცოცხალი ტყე-ტბები
და სინათლიანი დიდრონი მინდორ-ცა.

...ამწვან-აყვავდება როდესაც ზაფხული
მოკოხტავდებიან ყვავილწნულ კორდები,
ღვთისხელდადებული გულუხვი ხეები
მთელი წლის მონაგარს გასცემევ გულუხვად,
და უკან არც როდის ითხოვენ არაფერს.

ხე ღვთისნიერია და მირონცხებული
სულს მისით იბრუნებს მთელი მზისქვეშეთი,
ხეების სიკეთით შუქშემატებული.

და კაციც რომ იყოს ხესავით მისანდო,
კაციც რომ ბაძავდეს ხეების მაგალითს...
მაგრამ ჩვენ ხეების სიმაღლეს ვერ ვწვდებით
რადგანაც ხე არის ძალიან მაღალი!

---------------------------

მე ორი ცა მაქვს ქვეყნად,
ორივე ჩემად ვცანი...
ერთი -თვალები შენი,
ერთიც - ქართული ცაი,
ორივე საოცნებო, ორივე სალოცავი!
---------------------------------------







User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jul 27 2008, 10:13 PM
პოსტი #1187


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



მე ამირჩია მარტოობამ ცხოვრების გზაზე
ვერვის გავუგე ამდენ ხალხში თუ ვერ გამიგეს?
გთხოვთ რომ მიბრზანდეთ დამვოვეთ მარტო!
თუმცა თქვენ რატომ?.........
მე წავალ თვითონ.........
მე დაგიტოვეთ ჩემი ცხოვრების ყველა ფურცელი
მიხვდებით ალბათ მატლი ყოფილხართ ყველა ჩემსავით.
დიმა ორკოდაშვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2008, 10:17 PM
პოსტი #1188


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



6+j.anu.j.j

რესფექთ! smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jul 30 2008, 01:55 PM
პოსტი #1189


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მზემ აფხაზივით გადაიარა უღელტეხილი
და შეეფარა აჭანდრის ჭადრებს.
რა კარგი იყო, სად იყავი, ნეტავ გეხილა-
მეც არ მინახავს მსგავსი რამ ადრე.

ლურჯი მთებისკენ წასულ წეროებს
მისდევდა თვალი...
მერე მზემ მკერდი შეახია ჭადრის წვეროებს
და გასისხლულმა ზღვის ტალღებში დაიღრჩო თავი.


ოთარ ჭილაძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 30 2008, 06:44 PM
პოსტი #1190


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



აპრილი ქსანზე
მანანა ჩიტიშვილი
ზედ გულზე მადევს ეგ თბილი ხელი,
მოვდივარ, ვიცი, შენც გენატრები,
მოასკდებიან ღობეებს წნელის
ვარდისფერკაბა დები — ატმები.

თითქოს პირველად ვიყო მნახველი,
ისე მაბრუებს სურნელი ბელტის,
გადახეულა თოვლის საყელო
და აპრილს იის მოუჩანს კერტი.

სხვაგან თუ მისწრებს შენი წყურვილი,
თავქვეშ გავიფენ ბალახს ჭილოფად
და მოკისკისე სალამურივით
შვიდგან გავიხსნი გულზე ჭრილობას.

და როცა ჟამი თავისას მიზღავს,
აქედან ვიცი, რასაც მიპირებ,
თუ მომკლავ, ალბათ, შემოდგომისას
და ხეთა ყვითელ ფოთლით მიტირებ.

ჯერ კი შენთან ვარ და ალბათ, კიდევ
ბევრჯერ ამინთებ კოცონებს სულში
და პეშვით ხორბლის საკმეველს გიკმევ,
პაპის კვალდაკვალ ჩამდგარი ხნულში:

„ეს — ერს, გადურჩეს მეწყერს და ავდრებს,
ეს — სტუმარს, ესეც — შაშვსა და ოლოლს...“
და როგორც პაპამ მასწავლა ადრე,
ოჯახს ვახსენებ ყველაზე ბოლოს.

ქსანზე ვარ, ლურჯად ელავს ნაპირი,
მზით დაქარგულან მთათა კალთები
და საქართველოს ლოცავს აპრილი
აყვავებული შინდის სანთლებით.


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Jul 30 2008, 07:07 PM
პოსტი #1191


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ზეცით გარდამოხვედ ჩვენდა საცხონებლად,
ცოდვა მოჰკალი და მადლი განამრავლენ,
მხოლოდ ამას შეგთხოვთ შენდა სადიდებლად,
უფალო შეგვიწყალენ,უფალო შეგვიწყალენ.
ჩვენი სამშობლო ტანჯვაშიც დიადია,
დაიცვენ მტერთაგან,ზეცამდე აღამაღლენ.
მეუფე ყოვლისა ქართველთა იმედია,
უფალო შეგვიწყალენ,უფალო შეგვიწყალენ.
ცოდვას ვეღარ ვამჩნევთ მისი მორჩილები,
თვალნი აღგვიხილენ,გულნი განგვინათლენ,
ამას გევედრებით დიდი ცოდვილები,
უფალო შეგვიწყალენ,უფალო შეგვიწყალენ.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მესხი ხუცო
პოსტი Aug 4 2008, 11:08 PM
პოსტი #1192


ზურა
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 25-July 08
მდებარ.: თბილისი, საბურთალო
წევრი № 5,394



მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ
რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის ფერი
თვალები გიშრის ფერი,
ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი,
გამოუთქმელი ენით? _
შენი გრძნობების სიღრმე,
სული სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ,...ძლიერ.....
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ ძლიერ,...ძლიერ.....
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის:
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდე იგი
რადგან შენ შემოგწირე.
შენში მცირეოდენ წყენას
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,...ძლიერ.....
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც არასდროს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქოს,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, და დაო დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ.
სატრფივ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ვერა
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზ კარგი
ძლიერ,მიყვარხარ...ძლიერ.....
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს
ის შენ გეკუთვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.


--------------------
გააკეთე ის, რის გაკეთებასაც სიკვდილის წინ ისურვებდი !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Aug 5 2008, 12:12 AM
პოსტი #1193


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



მესხი ხუცო
IPB-ს სურათი


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Aug 17 2008, 10:55 PM
პოსტი #1194


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477






საქართველოში



საქართველოში იბადებოდნენ

და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:

ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.


თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს

ერთი იმედით: სიცოცხლე მარად

გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.


საქართველოში როცა კვდებოდნენ,

უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:

ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!


ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,

ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!

ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,

მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.


რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,

როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!




ლადო ასათიანი

1939





--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana_glaza
პოსტი Aug 20 2008, 12:06 PM
პოსტი #1195


"yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 23-May 08
წევრი № 4,895



მშვიდობა და გამარჯვება ყოფილიყოს ქართველი ერისა!

"დავდივარ ჩემთვის უმისამართოდ,
დაუსრულებელ ფერთა სივრცეში,
მიდიან წლები და თითქოს დღეთა,
გადაიშალოს წიგნის გვერდები!

2007წ(ანა)

"წუხელის ფიქრებმა ცაში ახედეს!
მეომრებისკენ გამირბის თვალი,
მათ სამშობლოსთვის თავი გასწირეს!
ვაჟკაცობით და სიცოცხლის ძალით!
მათ თავის თავი სიკვდილს მიართვეს!
უფალს მიანდეს ცხონება თავის!
მათ საგალობლებს,,სანთელს ავუნთებთ,
და მარად შევსვავთ ღვინოსა თასით!
მოვიგონიებთ წარსულის ფიქრებს,
და საქართველოს,,ავს და კარგს ვიტყვით,
ან გავიხარებთ,,ხან კი ვიტირებთ,
და რომ დრო მიდის სიცოცხსლის ჟამის!
და რომ დანგრეულ ქალაკებს ვიხსენიებტ!
ომში დაღუპულ ას-ასთა ჯარი!
გადაშენებას გაუძლო ერმა!
გაიძლო ერმა უფლისა მადლით!
(14აგვისტო2008წ,(ანა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Aug 20 2008, 12:44 PM
პოსტი #1196


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



უბატონო ლილეო

რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი,
ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, -
საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,
საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.

ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი,
ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, -
სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,
სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!

იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც,
იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, -
დედანას არ ჰყოლია ბატონი,
დედაენას დედაერი ჰყავდა!

შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი,
თამარ მეფე მეუფედ და ხატად, -
პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,
პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!

მორის ფოცხიშვილი


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Aug 20 2008, 01:07 PM
პოსტი #1197


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი

გრიგოლ აბაშიძე

თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს,
თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულო _
ჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ,
თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.

შემოგვასიეთ ყველა მზაკვარი,
სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ...
იწვის ქართველი ბავშვის აკვანი
და ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!

ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,
ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან
მათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად
და ამოძირკვა დედა-ბუდიან.

თუ წყევლა-კრულვა ხალხების ახდა,
ნათელი როგორ უნდა იხილოთ?!
თქვენ საპყრობილე აშენეთ ხალხთა
და არ გრცხვენოდათ, ვაი სირცხვილო!

სულ სხვის მიწაზე გეჭირათ თვალი
და შიშს სთესავდით ხიშტით, შეტევით,
თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი,
მაინც არ გყოფნით და ვერ ეტევით.

კმარა! სისხლიან ხელს ნუღარ იწვდით,
შველას, მშვიდობას ყველგან ითხოვენ...
და თქვენც გაძღებით ბოლოს იმ მიწით,
მიწით, რომელიც შეგჭამთ თვითონვე!


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chagi
პოსტი Aug 20 2008, 01:20 PM
პოსტი #1198


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 20-August 08
მდებარ.: baTumi
წევრი № 5,495



ჩაღი (აჭარელი)

ოთხშაბათი
არეულია დედამიწის ავან-ჩავანი,
თოჯინებივით ძაფებზე ვართ გამოკიდულნი,
ერთ დროს ზეცამდე მივაბჯინეთ გოდლის თავანი,
სულში ღვთის ნაცვლად ავაყვავეთ ეშმას ფიტული.
არ შეგვაშინა წარღვნისაგან ნარჩენმა ტალღამ,
და დღემდე კაენს ვაბოგინებთ სოდომურ სულში,
ამ ბოროტებას არ უწერია ბოლო, არც დაღლა,
ჩათრეული ვართ ანტიმცნების ჯაჭვურ ფერხულში.
უნდობლობისგან ლამისაა ასი თვალი გვაქვს,
კრავების განსჯა ოდითგანვე ბრბოსაგან მოგვსდევს,
პილატე ჩვენში ნაცოდვილარ ხელებს დაიბანს,
და უფლის ჯვარცმის უფლებასაც სიმშვიდით მოგვცემს.
ასე მიგორავს ურმისა თუ დროის ბორბალი,
ეს მერამდენედ აყირავდა ურემი ნეტა,
დრო ბორკილები, მე დროისგან ნაბორკილარი,
თავისუფლების მოჩვენებით ბორკილებს ვხედავ.
სულ ასე ვივლით უმესიოთ ზევით და ქვევით,
სიცხე და ცეცხლი გადგვეზრდება ბოროტ მანიად,
ედემის ბაღი ჩვენისთანებს ასეთი ქცევით,
გვექცევა მალე ჯოჯოხეთურ გეთსამანიად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Aug 20 2008, 10:36 PM
პოსტი #1199


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მეშინია!

მურმან ლებანიძე

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Schalwas Deda
პოსტი Aug 25 2008, 06:08 PM
პოსტი #1200


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 24-July 08
წევრი № 5,390



წაიკითხეთ ქალბატონი მედეა კახიძის ახალი, დაუბეჭდავი ლექსები


ჩაგვწერეთ წითელ წიგნში ქართველები!

მე მიხარია, ბუნების დამცველები,
ტურა-მგლებს იცავთ და თავს ევლებით,
და წიგნში დიდი სასოებით
ჩანიშნული გყავთ წითელი ასოებით.

მკვლელებთან ყოველწამს ომი გაქვთ ცხოველი,
არ გადააშენონ ჯილაგი ცხოველის.

ჩაწერეთ წითელ წიგნში ქართველებიც,
დიდსულოვნები და ზნესრულები,
სულით წმინდები და ნათელები
ვიდრე არ გამქრალან ჯერსრულებით!

არსებობს საამისო ძრწოლა-შიში,
ხალხი პურადი და მამაცები,
დღესვე თუ არ შევალთ წითელ წიგნში,
არის საფრთხე ჩვენი დანაცრების.

ნუ მისცემთ მოკლე დღეს მოკლე ღამეს,
მიეცი ძალა ვით ოკეანეს,
წყალობა მოიღეთ თქვენსმიერი,
ჩაწერეთ წითელ წიგნში ჩვენი ერი!

მიიღეთ არა თხოვნად, დავალებად!
თორემ გაგიხდებათ სანანებლად,
მოსპეთ ქართველობის მოსვრის შიში
გვიხსენით! ჩაგვწერეთ წითელ წიგნში!



სიზმარი

ვიხილე წუხელ სიზმარში,
სახლების ნაცვლად ქვაყრილი.

ამოღებული მიზანში,
ქართლის დროშები დახრილი.

ვნახე ზესკნელი უხომლო,
ხე უფესვო და უფოთლო.

ყანა, უხოხბოდ, უხორბლოდ,
ხმელეთი უხალხ-უსოფლოდ.

ვნახე, ტყე ძირში გამხმარი,
მუხა ნაქცევი ხვიარად.

ომში დაყრილი ფარ-ხმალი,
ქვის მღერა ომახიანად.

მიკვირდა მგლების წყალობა,
ჭიანჭველების გალობა.

ნაყოფით სავსე ხეხილი
შუაზე გადახერხილი.

გავცქერდი არეს ნაოხარს
და ვერ გამეგო რა მოხდა!

... ვიდექი ბნელში წყალგაღმა,
და გავბღაოდი ხმამაღლა!

01. 08. 2008
ბრაითენ-შთაინი
გერმანია



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 58 59 60 61 62 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 06:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი