IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 59 60 61 62 63 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
iisperiTOVLI
პოსტი Aug 25 2008, 07:04 PM
პოსტი #1201


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ციტატა(Schalwas Deda @ Aug 25 2008, 06:08 PM) *

წაიკითხეთ ქალბატონი მედეა კახიძის ახალი, დაუბეჭდავი ლექსები
ჩაგვწერეთ წითელ წიგნში ქართველები!

მე მიხარია, ბუნების დამცველები,
ტურა-მგლებს იცავთ და თავს ევლებით,
და წიგნში დიდი სასოებით
ჩანიშნული გყავთ წითელი ასოებით.

მკვლელებთან ყოველწამს ომი გაქვთ ცხოველი,
არ გადააშენონ ჯილაგი ცხოველის.

ჩაწერეთ წითელ წიგნში ქართველებიც,
დიდსულოვნები და ზნესრულები,
სულით წმინდები და ნათელები
ვიდრე არ გამქრალან ჯერსრულებით!

არსებობს საამისო ძრწოლა-შიში,
ხალხი პურადი და მამაცები,
დღესვე თუ არ შევალთ წითელ წიგნში,
არის საფრთხე ჩვენი დანაცრების.

ნუ მისცემთ მოკლე დღეს მოკლე ღამეს,
მიეცი ძალა ვით ოკეანეს,
წყალობა მოიღეთ თქვენსმიერი,
ჩაწერეთ წითელ წიგნში ჩვენი ერი!

მიიღეთ არა თხოვნად, დავალებად!
თორემ გაგიხდებათ სანანებლად,
მოსპეთ ქართველობის მოსვრის შიში
გვიხსენით! ჩაგვწერეთ წითელ წიგნში!

სიზმარი

ვიხილე წუხელ სიზმარში,
სახლების ნაცვლად ქვაყრილი.

ამოღებული მიზანში,
ქართლის დროშები დახრილი.

ვნახე ზესკნელი უხომლო,
ხე უფესვო და უფოთლო.

ყანა, უხოხბოდ, უხორბლოდ,
ხმელეთი უხალხ-უსოფლოდ.

ვნახე, ტყე ძირში გამხმარი,
მუხა ნაქცევი ხვიარად.

ომში დაყრილი ფარ-ხმალი,
ქვის მღერა ომახიანად.

მიკვირდა მგლების წყალობა,
ჭიანჭველების გალობა.

ნაყოფით სავსე ხეხილი
შუაზე გადახერხილი.

გავცქერდი არეს ნაოხარს
და ვერ გამეგო რა მოხდა!

... ვიდექი ბნელში წყალგაღმა,
და გავბღაოდი ხმამაღლა!

01. 08. 2008
ბრაითენ-შთაინი
გერმანია

user.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Aug 25 2008, 07:08 PM
პოსტი #1202


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ლექსები ჩემი გადამრჩენია
და თუ თბილისში მიწევს მდგმურობა,
სხვა აბა მეტი რა დამრჩენია?
პოეზია და უსაქმურობა! biggrin.gif

კ. ყუბანეიშვილი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Aug 25 2008, 08:02 PM
პოსტი #1203


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ჩამოგეშლება კაცური სახე,
მიწა ხარ!
მიწის იღბალი ხარ,
ხარ მიწის მტვერი
და მხოლოდ სულის სიწმინდეში, რაც შეინახე
ის არის შენი...



გოდერძი ჩოხელი




--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Aug 26 2008, 05:13 PM
პოსტი #1204


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



იქნებ დადოთ ::: ასეთი ტექსტი აქ::: შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ხოტები და ნიკორწმინდა
ზემობარი ქვემობარი, ქოლოსი და მრავალძარი
ღმერთმა მოგვცეს ნუგეშიო ნიკორწმინდა უბეშიო . . .


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 26 2008, 05:16 PM
პოსტი #1205


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(nuca_ge @ Aug 26 2008, 05:13 PM) *

იქნებ დადოთ ::: ასეთი ტექსტი აქ::: შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ხოტები და ნიკორწმინდა
ზემობარი ქვემობარი, ქოლოსი და მრავალძარი
ღმერთმა მოგვცეს ნუგეშიო ნიკორწმინდა უბეშიო . . .

ეს კანონისტმა იცის მგონი. დაიბარეთ ამ თემაში smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 26 2008, 05:35 PM
პოსტი #1206


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



nuca_ge
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი
ღმერთმა ყველა გიდღეგრძელოთ
სტუმარიც და მასპინძელიც

შეგეწიოთ ყოვლადწმინდა*
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი,
ქოლოსი და მრავალძალი
აგარა და უყეში
ღმერთმა მოგვცეს ნუგეში.
____________________
* იგულისხმება ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი

P.S. როგორც წესი, რაჭაში ამ სიტყვებით ამთავრებენ სუფრას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Aug 26 2008, 05:39 PM
პოსტი #1207


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



კანონისტი


გაიხარე დიდი დიდი მადლობა !!!!!!!!!! smile.gif smile.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Aug 28 2008, 07:37 PM
პოსტი #1208


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



კლინიკური სიკვდილის შემდეგ

-უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი,
ასე ამბობდა ერთი კაცი სიტყვით ქველობდა.
-კაცო არავინ არ გამიღო სამოთხის კარი
-შენ თვითონ ხარო სამოთხიდან საქართველოდან! smile.gif

შ.ნიშნიანიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Aug 29 2008, 10:09 AM
პოსტი #1209


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638




***შენ არა გაქვს მეფის გვარი***

შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?

არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი.
ხარ ყინწვისის ანგელოსი,
თეთრ ღრუბლებში ნახატი.

შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება.

შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე
გაღიმება გიხდება.

შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?...


იოსებ ნონეშვილი 1943


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Sep 5 2008, 10:44 PM
პოსტი #1210


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ალექსანდრე ჭავჭავაძე

ვისაც გსურთ

ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა,
მისმინეთ ჭირში ფლობილს;
მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა
ურვისგან გულშეპყრობილს.

მას ვჭვრეტ პატიმრად, ვის მონებს გული,
მისთვის გლახ განწირული;
მაქვს მწუხარება ზედა-ზედ რთული,
მარად მეახლვის წყლული.
ვისაც გსურთ და სხვა.

გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად
გვყვან ნების წარმტაცველად;
ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად,
გველივე ჰშთება გველად.
ვისაც გსურთ და სხვა.

ლმობითა ვხედავ ყოვლთ წარმავალთა
მოხუცთა, ვაჟთა, ქალთა.
გრძნობა რაიმე აღმივსებს თვალთა
და მადენს ცრემლთა ცხართა.
ვისაც გსურთ და სხვა.

კაცთ უბედობა, თუმცა სატირე, -
გარნა რად განსაკვირე, -
ამა სოფლისა დიდი და მცირე
არს ცვალებისა მზირე.
ვისაც გსურთ და სხვა.



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Sep 8 2008, 11:31 PM
პოსტი #1211


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(iisperiTOVLI @ May 6 2008, 05:23 AM) *

* მე დაჭრილი ვარ, უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი * wub.gif



ყველაზე მაგარი სიტყვები და ლექსი !!!!!!! ლადო ასათიანი უძლიერესია . . .


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 9 2008, 01:21 PM
პოსტი #1212


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ოშკი

რახან შენ დგახარ. თან ხარ, თან არ ხარ.
ქვა ხარ და ქვაში ხმა ხარ და გავხარ
აღმავალ ლოცვას, რომელსაც ამხელ
და რომლის დროსაც ტანიდან გახვალ
შენ იმხელა ხარ. და რახან დგახარ
სახვა ხარ, სახავ სახეთა სხვაგვარ
შინაარს ზენას, სიღრმეთა წიაღ
რომ მარხავ, დიაღ! აღდგომად მარხავ.
აღდგომა ახლავს შენს ყველა ზრახვას
სულისას, რომლის გვამ ხარ და გვახარ
მის სახელს ახალს, რახან შენ დგახარ.

რ.ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Sep 9 2008, 10:23 PM
პოსტი #1213


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



syd
ძაან ლამაზი ლექსია, გურო kiss1.gif



რეზო გეთიაშვილი

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომავ, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან _ მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Sep 9 2008, 10:54 PM
პოსტი #1214


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას''....მეზარება მოძებნა და გთხოვთ დადეთ ძალიან მინდაააsad.gif


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 10 2008, 09:59 AM
პოსტი #1215


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(mogzaura @ Sep 9 2008, 10:54 PM) *

ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას''....მეზარება მოძებნა და გთხოვთ დადეთ ძალიან მინდაააsad.gif

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 10 2008, 12:03 PM
პოსტი #1216


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(T I K O @ Aug 28 2008, 05:37 PM) *

კლინიკური სიკვდილის შემდეგ

-უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი,
ასე ამბობდა ერთი კაცი სიტყვით ქველობდა.
-კაცო არავინ არ გამიღო სამოთხის კარი
-შენ თვითონ ხარო სამოთხიდან საქართველოდან! smile.gif

შ.ნიშნიანიძე

მაგარია 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 10 2008, 12:48 PM
პოსტი #1217


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ეს არის ქალაქი ორი ბედნიერი შეყვარებულის შესახებ,
რომლებიც ერთმანეთს კოცნიან წვიმაში.

ყოველი სიტყვა უჩვეულოდ ბრწყინავს წვიმაში
და მკითხე, რატომ მიკანკალებს ხმა და ხელი, როცა გეხები;
სევდა ყოველთვის დროულია, გიპასუხებ, როდესაც გიყვარს,
როცა სველია მისი თმა და მაისური, ვისაც კოცნი. ეს არის ქალაქი
წვიმით გალუმპული ბედნიერი წყვილის შესახებ, შენი და ჩემი
დაკარგული ქალაქი.

მკითხე, რატომ ქრება ხოლმე სიყვარული
და მე გიპასუხებ. არ ვიცი.

ზვიად რატიანი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 10 2008, 01:05 PM
პოსტი #1218


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
ოშკი

რახან შენ დგახარ. თან ხარ, თან არ ხარ.
ქვა ხარ და ქვაში ხმა ხარ და გავხარ
აღმავალ ლოცვას, რომელსაც ამხელ
და რომლის დროსაც ტანიდან გახვალ
შენ იმხელა ხარ. და რახან დგახარ
სახვა ხარ, სახავ სახეთა სხვაგვარ
შინაარს ზენას, სიღრმეთა წიაღ
რომ მარხავ, დიაღ! აღდგომად მარხავ.
აღდგომა ახლავს შენს ყველა ზრახვას
სულისას, რომლის გვამ ხარ და გვახარ
მის სახელს ახალს, რახან შენ დგახარ.


გერმანული თარგმანი

Die Kirche Oschki

Du bist und bist auch nicht, derweil du dastehst.
Du bist Stein und seine Stimme und ähnelst
Einem hohen Gebet, das du kundtust
Und während du dem Körper entschwindest
Bist du so groß, derweil du dastehst
Bist du Gestaltung, Gestalten gestaltest
Himmlichen Inhalts, den du begraben hast
Im Schoß deiner Tiefe, bis zur Auferstehung.
Auferstehung ist all deine Bestrebung,
Deren Leichnam bist du und Verkündung
Des Augenaufschlags, durch deine Gründung.

smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Sep 11 2008, 01:37 PM
პოსტი #1219


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



patara iyav da amitomac,
Tu ver gamCnevdi- mepatieba.
ras vifiqrebdi, ar damindobda
Seni qaluri SurisZieba.

da Tu giyvardi, rodia Wori
an qaragmulad Tqmuli igavi.
miuwvdomeli da Sorze Sori
Sen TvalSi didi vinme viyavi.

da roca eSxi Segmates wleba,
roca simwifis feri gaCuqes,
Sen daginaxes suyvelam erTad:
Tvalebma, gulma da siWabukem.

da Seicvala Cveni rolebi:
Sen gamirbodi... me gdevdi bolos,
Sen wiTldebodi da aTrTolebiT
uerxul salams maZlevdi mxolod...

erTxel ki gzaze aRar gagiSvi,
lamaz TvalebSi Cagxede dardiT,
amxela biWi, me Sens TvalebSi,
ra patara da umweo vCandi!

mas Semdeg mudam gxvdebodi mcinars,
TiTqos mimzerdi kidec zemodan.
gaviwydeboda salami xSirad
da Zveleburad aRar grcxvenoda.

bolos gavige rogor dagkarge,
dagkarge... damrCi natvra maradi,
TvalebSi roca Cgxede, kargo,
Sens TvalSi maSin davpataravdi.

/S. niSnianiZe/


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Sep 11 2008, 01:48 PM
პოსტი #1220


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



ქართულად ავკრიფე და რა დაემართა? cray.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 59 60 61 62 63 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 06:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი