სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| nuca_ge |
Aug 26 2008, 05:39 PM
პოსტი
#1207
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
კანონისტი
გაიხარე დიდი დიდი მადლობა !!!!!!!!!! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
| T I K O |
Aug 28 2008, 07:37 PM
პოსტი
#1208
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
კლინიკური სიკვდილის შემდეგ
-უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი, ასე ამბობდა ერთი კაცი სიტყვით ქველობდა. -კაცო არავინ არ გამიღო სამოთხის კარი -შენ თვითონ ხარო სამოთხიდან საქართველოდან! შ.ნიშნიანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| Amuza |
Aug 29 2008, 10:09 AM
პოსტი
#1209
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
***შენ არა გაქვს მეფის გვარი*** შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია, მაშ, თვალები თამარ ქალის როგორ გამოგყოლია? არ მომეკრა შენთვის თვალი, სიზმრად მაინც გნახავდი. ხარ ყინწვისის ანგელოსი, თეთრ ღრუბლებში ნახატი. შენს სიყვარულს დავიფიცებ, დაიჯერო იქნება, ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ, თეთრი უფრო გიხდება. შენს სიყვარულს დავიფიცებ, დაიჯერო იქნება, წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე გაღიმება გიხდება. შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია, მაშ, თვალები თამარ ქალის როგორ გამოგყოლია?... იოსებ ნონეშვილი 1943 -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
| nuca_ge |
Sep 5 2008, 10:44 PM
პოსტი
#1210
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვისაც გსურთ ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, მისმინეთ ჭირში ფლობილს; მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა ურვისგან გულშეპყრობილს. მას ვჭვრეტ პატიმრად, ვის მონებს გული, მისთვის გლახ განწირული; მაქვს მწუხარება ზედა-ზედ რთული, მარად მეახლვის წყლული. ვისაც გსურთ და სხვა. გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად გვყვან ნების წარმტაცველად; ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად, გველივე ჰშთება გველად. ვისაც გსურთ და სხვა. ლმობითა ვხედავ ყოვლთ წარმავალთა მოხუცთა, ვაჟთა, ქალთა. გრძნობა რაიმე აღმივსებს თვალთა და მადენს ცრემლთა ცხართა. ვისაც გსურთ და სხვა. კაცთ უბედობა, თუმცა სატირე, - გარნა რად განსაკვირე, - ამა სოფლისა დიდი და მცირე არს ცვალებისა მზირე. ვისაც გსურთ და სხვა. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
| nuca_ge |
Sep 8 2008, 11:31 PM
პოსტი
#1211
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
* მე დაჭრილი ვარ, უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი * ყველაზე მაგარი სიტყვები და ლექსი !!!!!!! ლადო ასათიანი უძლიერესია . . . -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Sep 9 2008, 01:21 PM
პოსტი
#1212
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ოშკი
რახან შენ დგახარ. თან ხარ, თან არ ხარ. ქვა ხარ და ქვაში ხმა ხარ და გავხარ აღმავალ ლოცვას, რომელსაც ამხელ და რომლის დროსაც ტანიდან გახვალ შენ იმხელა ხარ. და რახან დგახარ სახვა ხარ, სახავ სახეთა სხვაგვარ შინაარს ზენას, სიღრმეთა წიაღ რომ მარხავ, დიაღ! აღდგომად მარხავ. აღდგომა ახლავს შენს ყველა ზრახვას სულისას, რომლის გვამ ხარ და გვახარ მის სახელს ახალს, რახან შენ დგახარ. რ.ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| T I K O |
Sep 9 2008, 10:23 PM
პოსტი
#1213
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
syd
ძაან ლამაზი ლექსია, გურო რეზო გეთიაშვილი ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს, ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები, გვიანო შემოდგომავ, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო, სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ, დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს, თან შენზე მშობლიურად, თავიდან _ მშობლიურზე უცხოდ. არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ, ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი, ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ, ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| mogzaura |
Sep 9 2008, 10:54 PM
პოსტი
#1214
|
|
ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას''....მეზარება მოძებნა და გთხოვთ დადეთ ძალიან მინდააა
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
| მარიამი |
Sep 10 2008, 09:59 AM
პოსტი
#1215
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას''....მეზარება მოძებნა და გთხოვთ დადეთ ძალიან მინდააა ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
| k@the |
Sep 10 2008, 12:03 PM
პოსტი
#1216
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კლინიკური სიკვდილის შემდეგ -უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი, ასე ამბობდა ერთი კაცი სიტყვით ქველობდა. -კაცო არავინ არ გამიღო სამოთხის კარი -შენ თვითონ ხარო სამოთხიდან საქართველოდან! შ.ნიშნიანიძე მაგარია -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Sep 10 2008, 12:48 PM
პოსტი
#1217
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ეს არის ქალაქი ორი ბედნიერი შეყვარებულის შესახებ,
რომლებიც ერთმანეთს კოცნიან წვიმაში. ყოველი სიტყვა უჩვეულოდ ბრწყინავს წვიმაში და მკითხე, რატომ მიკანკალებს ხმა და ხელი, როცა გეხები; სევდა ყოველთვის დროულია, გიპასუხებ, როდესაც გიყვარს, როცა სველია მისი თმა და მაისური, ვისაც კოცნი. ეს არის ქალაქი წვიმით გალუმპული ბედნიერი წყვილის შესახებ, შენი და ჩემი დაკარგული ქალაქი. მკითხე, რატომ ქრება ხოლმე სიყვარული და მე გიპასუხებ. არ ვიცი. ზვიად რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Sep 10 2008, 01:05 PM
პოსტი
#1218
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ციტატა ოშკი რახან შენ დგახარ. თან ხარ, თან არ ხარ. ქვა ხარ და ქვაში ხმა ხარ და გავხარ აღმავალ ლოცვას, რომელსაც ამხელ და რომლის დროსაც ტანიდან გახვალ შენ იმხელა ხარ. და რახან დგახარ სახვა ხარ, სახავ სახეთა სხვაგვარ შინაარს ზენას, სიღრმეთა წიაღ რომ მარხავ, დიაღ! აღდგომად მარხავ. აღდგომა ახლავს შენს ყველა ზრახვას სულისას, რომლის გვამ ხარ და გვახარ მის სახელს ახალს, რახან შენ დგახარ. გერმანული თარგმანი Die Kirche Oschki Du bist und bist auch nicht, derweil du dastehst. Du bist Stein und seine Stimme und ähnelst Einem hohen Gebet, das du kundtust Und während du dem Körper entschwindest Bist du so groß, derweil du dastehst Bist du Gestaltung, Gestalten gestaltest Himmlichen Inhalts, den du begraben hast Im Schoß deiner Tiefe, bis zur Auferstehung. Auferstehung ist all deine Bestrebung, Deren Leichnam bist du und Verkündung Des Augenaufschlags, durch deine Gründung. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ana-bana |
Sep 11 2008, 01:37 PM
პოსტი
#1219
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
patara iyav da amitomac,
Tu ver gamCnevdi- mepatieba. ras vifiqrebdi, ar damindobda Seni qaluri SurisZieba. da Tu giyvardi, rodia Wori an qaragmulad Tqmuli igavi. miuwvdomeli da Sorze Sori Sen TvalSi didi vinme viyavi. da roca eSxi Segmates wleba, roca simwifis feri gaCuqes, Sen daginaxes suyvelam erTad: Tvalebma, gulma da siWabukem. da Seicvala Cveni rolebi: Sen gamirbodi... me gdevdi bolos, Sen wiTldebodi da aTrTolebiT uerxul salams maZlevdi mxolod... erTxel ki gzaze aRar gagiSvi, lamaz TvalebSi Cagxede dardiT, amxela biWi, me Sens TvalebSi, ra patara da umweo vCandi! mas Semdeg mudam gxvdebodi mcinars, TiTqos mimzerdi kidec zemodan. gaviwydeboda salami xSirad da Zveleburad aRar grcxvenoda. bolos gavige rogor dagkarge, dagkarge... damrCi natvra maradi, TvalebSi roca Cgxede, kargo, Sens TvalSi maSin davpataravdi. /S. niSnianiZe/ -------------------- უფალო შემიწყალე...
|
| ana-bana |
Sep 11 2008, 01:48 PM
პოსტი
#1220
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
ქართულად ავკრიფე და რა დაემართა?
-------------------- უფალო შემიწყალე...
|
| T I K O |
Sep 11 2008, 01:57 PM
პოსტი
#1221
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ქართულად ავკრიფე და რა დაემართა? აჰა, გადმოვაქართულე პატარა იყავ და ამიტომაც, თუ ვერ გამჩნევდი- მეპატიება. რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი, როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენ თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლება, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახეს სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი. /შ. ნიშნიანიძე/ -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| ana-bana |
Sep 11 2008, 03:13 PM
პოსტი
#1222
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
T I K O
-------------------- უფალო შემიწყალე...
|
| ana-bana |
Sep 11 2008, 03:24 PM
პოსტი
#1223
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
ხვალე
რა დიდებული სიტყვა არსებობს ეს დალოცვილი "ხვალე". -დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო, ხვალეც მალეა, მალე! ხვალიდან ვდგები დილაადრიან, ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან. ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია, წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან. ხვალ გადავიხდი გადასახადებს, ხვალ გავისტუმრებ ვალებს, წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ, ხვალვე გავგზავნი ბარემ. იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ, ხვალ დილიდანვე ვთარგმნი! ხვალე ვისესხებ... ხვალე გაყიდი... კარგი... დაწყნარდი, კარგი! ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ, ეს დღეც დადგება მალე, სახელოვანი ხვალ შევიქმნები, ხვალე, ხვალე და ხვალე! შენც ჩემო თავო, რა გეფიქრება, რა გამოგილევს ხვალეს, ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება, მიდი, თვალე და თვალე! /შ.ნიშნიანიძე/ -------------------- უფალო შემიწყალე...
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Sep 13 2008, 01:04 AM
პოსტი
#1224
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი,
გულზე მე შენი ხელისგული მინდა, რომ მედოს. შენი მოსვლის წინ ცეცხლს დავანთებ და მე შენს ლოდინს ასე მოვითმენ. მინდა მთელი ღამე, რომ ენთოს ცეცხლი დიდი და სიჩუმეში ამ ცეცხლის ხმები ისმოდეს მხოლოდ, როგორც ზღვის ხმა გვესმოდა ერთ დროს, გულზე კი მედოს შენი მკლავი, მტევანი, ხელი და ცეცხლი ენთოს. გარეთ კი თოვდეს, არ გვახსოვდეს არავინ გარეთ. ეძინოს ქალაქს მძიმე ძილით, ეძინოს ქალაქს. ეძინოთ მამებს, ძმებს ეძინოთ ტკბილად და მწარედ, ათოვდეს თეთრად ყოველ ადგილს, სივრცეს და ალაგს. ქარხნებს, სადგურებს, აეროპორტს ეძინოს მშვიდი ძილით და ცამაც დაისვენოს, არ იყოს ფრენა, ეზოს ძაღლები ნაწანწალა, მავთულზე ჩიტი თვლემას მიეცეს, ყველაფერი მიეცეს ნელა ძილს და სიმშვიდეს. მე კი შენი სუსტი და თეთრი ხელი მეჭიროს მთელი ღამე და გულზე მედოს, წამით გაჩერდეს ჩვენს ფანჯრებთან უცნობი ღმერთი - ჩვენც ჩაგვეძინოს - ცეცხლი კი ენთოს. (ჩემი საყვარელი პოეტი) -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Sep 13 2008, 01:21 AM
პოსტი
#1225
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
განიხვნა კარიბჭე უბიწო ოცნების.
ოცნების მაღლობი მიწისკენ დაქანდა. ხმა მესმის - ხმა იგი ჩრდილივით მოძვრება: რავა ძლებ აქანა. ოდესღაც პირუკუ სიცოცხლის წიაღი ნედლი და ვითარმედ ამიერ აღარარს - მჯეროდა - წმინდა არს წმინდა არს ნიადაგ ჯერ კიდევ ბაღანას. განქარდა ბაღნობა და სივრცის ამარა დამტოვეს, რომელთა აქ აღარ არიან და მერე არავინ და მერე არარა არ მინდებლარიენ. ბერწ და უნაყოფო სამყოფელს ავ ქართა არ ავსებს არა მზე, არა ცა, არა ხმა. ნამყოის ჩრდილიღა ჩურჩულებს - განქარდი, გარადი გარაღმა. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| Amuza |
Sep 13 2008, 09:57 PM
პოსტი
#1226
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th April 2026 - 02:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი