![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
T I K O |
![]()
პოსტი
#1221
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ქართულად ავკრიფე და რა დაემართა? ![]() აჰა, გადმოვაქართულე ![]() პატარა იყავ და ამიტომაც, თუ ვერ გამჩნევდი- მეპატიება. რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი, როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენ თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლება, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახეს სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი. /შ. ნიშნიანიძე/ -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ana-bana |
![]()
პოსტი
#1222
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 ![]() |
T I K O
![]() -------------------- უფალო შემიწყალე...
|
ana-bana |
![]()
პოსტი
#1223
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 ![]() |
ხვალე
რა დიდებული სიტყვა არსებობს ეს დალოცვილი "ხვალე". -დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო, ხვალეც მალეა, მალე! ხვალიდან ვდგები დილაადრიან, ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან. ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია, წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან. ხვალ გადავიხდი გადასახადებს, ხვალ გავისტუმრებ ვალებს, წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ, ხვალვე გავგზავნი ბარემ. იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ, ხვალ დილიდანვე ვთარგმნი! ხვალე ვისესხებ... ხვალე გაყიდი... კარგი... დაწყნარდი, კარგი! ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ, ეს დღეც დადგება მალე, სახელოვანი ხვალ შევიქმნები, ხვალე, ხვალე და ხვალე! შენც ჩემო თავო, რა გეფიქრება, რა გამოგილევს ხვალეს, ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება, მიდი, თვალე და თვალე! /შ.ნიშნიანიძე/ -------------------- უფალო შემიწყალე...
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1224
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი,
გულზე მე შენი ხელისგული მინდა, რომ მედოს. შენი მოსვლის წინ ცეცხლს დავანთებ და მე შენს ლოდინს ასე მოვითმენ. მინდა მთელი ღამე, რომ ენთოს ცეცხლი დიდი და სიჩუმეში ამ ცეცხლის ხმები ისმოდეს მხოლოდ, როგორც ზღვის ხმა გვესმოდა ერთ დროს, გულზე კი მედოს შენი მკლავი, მტევანი, ხელი და ცეცხლი ენთოს. გარეთ კი თოვდეს, არ გვახსოვდეს არავინ გარეთ. ეძინოს ქალაქს მძიმე ძილით, ეძინოს ქალაქს. ეძინოთ მამებს, ძმებს ეძინოთ ტკბილად და მწარედ, ათოვდეს თეთრად ყოველ ადგილს, სივრცეს და ალაგს. ქარხნებს, სადგურებს, აეროპორტს ეძინოს მშვიდი ძილით და ცამაც დაისვენოს, არ იყოს ფრენა, ეზოს ძაღლები ნაწანწალა, მავთულზე ჩიტი თვლემას მიეცეს, ყველაფერი მიეცეს ნელა ძილს და სიმშვიდეს. მე კი შენი სუსტი და თეთრი ხელი მეჭიროს მთელი ღამე და გულზე მედოს, წამით გაჩერდეს ჩვენს ფანჯრებთან უცნობი ღმერთი - ჩვენც ჩაგვეძინოს - ცეცხლი კი ენთოს. (ჩემი საყვარელი პოეტი) ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1225
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
განიხვნა კარიბჭე უბიწო ოცნების.
ოცნების მაღლობი მიწისკენ დაქანდა. ხმა მესმის - ხმა იგი ჩრდილივით მოძვრება: რავა ძლებ აქანა. ოდესღაც პირუკუ სიცოცხლის წიაღი ნედლი და ვითარმედ ამიერ აღარარს - მჯეროდა - წმინდა არს წმინდა არს ნიადაგ ჯერ კიდევ ბაღანას. განქარდა ბაღნობა და სივრცის ამარა დამტოვეს, რომელთა აქ აღარ არიან და მერე არავინ და მერე არარა არ მინდებლარიენ. ბერწ და უნაყოფო სამყოფელს ავ ქართა არ ავსებს არა მზე, არა ცა, არა ხმა. ნამყოის ჩრდილიღა ჩურჩულებს - განქარდი, გარადი გარაღმა. ![]() ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Amuza |
![]()
პოსტი
#1226
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1227
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები- შენი მათრობელა თაფლის ღვინოები... როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას, როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები. აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები.. თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი... დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას, რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი. რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი, სული გავაცილე ქარში მინამული... ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს თითო ყვავილივით მოაქვს სინანული ... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1228
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
მოგენატრები... და მე ვიცი, ეს მონატრება რამდენჯერ ცრემლებს გაგიჩენს თვალში, მოგენატრები... და მე ვიცი, ეს მონატრება რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში. მოგენატრები... და მე ვიცი, ამ მონატრებას ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის... მოგენატრები ახლაც და მერეც, როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში... მოგენატრები, ჩემს მონატრებას ბევრჯერ გაყვები უღმერთოდ ქარში. -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
nini1 |
![]()
პოსტი
#1229
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
მორის ფოცხიშვილი
* * * მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა ჩემი სახელი, ქარო? შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია, არ შემიყვარი ქარო, მე მეშნია არ მოიხიბლო ამ დამსხვრელი ფრთებით, ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით, ღელვით, წუხილით, გზნებით.... წადი, იქროლე, ძლიერ ბევრია, ვინც ჩემზე უკეთ გალობს,- რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია? ო, აქ რა გინდა ქარო?! სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ, სახლიც დიდი აქვთ, ხაროც... ცხოვრება მათთვის საპნის ბუშტია, შენ თუ დაჰბერავ, ქარო. მე კი უხედნელ,ველურ რამებით ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,- სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები, არ შემიყვარო ქარო!!! * * * შენ ჩაიარე ჩემი სახლის წინ, ბაღში ფშატის ხე ვერ შეამჩნიე. შენ ჩაიარე ჩემი სახლის წინ და ალბათ კიბე ვერ შეამჩნიე. შენ ჩაუარე მზისფერ მდინარეს, ზედ ერთი ხიდიც ვერ შეანჩნიე. შენ ჩაუარე გვერძე ჩემს თვალებს, და ჩემი გული ვერ შეამჩნიე. მე ეს მეწყინა და ვიქეც დარდად, განზე დავდექ და ვიფიქრე ასე: რაღა აჩქარებს დალოცვილს მართლაც თუ გულდაწყვეტილს დამტოვებს გზაზე?! მაგრამ გზააა და განსჯა ძნელია, გზაა და როგორ ვახსენო ავად, იქნებ იქ, სადღაც, უფრო ელიან მას, ვისაც ასე ველოდი თავად...... გაკვეთილიდან გაკვეთილამდე.. ეს ლექსი განსაკუთრებულად მიყვარს ![]() ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდანნ.. დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი, შუბლზე მაკოცა და წავიდაა.. ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი, ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა... ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი, თავი დამიკრა და წავიდა.. ზეცა ჩამომექცა დარდის დარად, არადა შეცოდება არ მინდა... სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა, გაშალა ქოლგა და წავიდა.. ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი.. რეკდა მწუხარების ზარი და.. ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი, თვალი ჩამიკრა და წავიდაა.. იყო სიტყვა ჩემი წუთით აღკვეთილი, მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან.. სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი- გული მატკინა..და.. წავიდა.. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1230
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
მაესტრო, თეთრი კლავიშები თითებს კოცნიან, სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე, მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიმღერებს ვხედავ, ჩემი გრძნობისაც დაუკარით, მაესტრო, რამე... მაესტრო. გესმით, კლავიშები როგორ კვნესიან?.. სადღაც, კუთხეში ერთი შავი კლავიშიც გიცდით, უთქმელი თხოვნა შემისრულეთ, ძვირფასო ჩემო, მაესტრო, ჩემი სიყვარულის კლავიშსაც მისწვდით!.. -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1231
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
იოსებ ნონეშვილი შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა, შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი... ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი, და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით; დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეთ არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი... შენ ხატაური აბრეშუმი დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა… ეჰ, რარიგად დაგშვენდებოდა; შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა, სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ... ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ, აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ ორბელიანი და ამაყი ამილახვარი... შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა. ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას, შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს… დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან, ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა, სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი... …შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა... -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1232
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არადა არ გაგეცინოს, ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ლოგინზე მაინც არ დაგეძინოს. ხომ შეიძლება გარდასულ დროთა, გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო? ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე, ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ შენი ცხოვრების ყველა სისწორე? თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ, ცამდის მართალმა ვერ იმართალო, სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე, რომ უმეცარმან გიჟად ჩაგთვალონ. ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე და გულმა უფრო წყევლად ისურვოს, ხომ შეიძლება ძულდე ვინმეს და შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო? ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო, სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი, ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე, მაგრამ არასდროს არ იყო მისი. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელებიც იქცნენ იებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ... ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება? მორის ფოცხიშვილი -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1233
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
შენი გაზაფხული მიყვარს,
შენი იისფერი თმები, ყველა სიწმინდეზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მარტოს ხეტიალი მინდა, წვიმით შემოსილა გზები. ახლა ენძელების მთიდან, როგორ,როგორ მენატრები. მთვარეს შენი ხილვით ანთებ, ღამე ვარსკვლავებად ჩნდები. ღმერთო ვერ ავიტან ამდენს, უფრო,უფრო მენატრები. შენი გაზაფხული მიყვარს, შენსკენ მიმავალი გზები. ჩემთვის ყველაფერზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მამა პეტრე (კვარაცხელია) -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1234
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
iisperiTOVLI
ციტატა შენი იისფერი თმები ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1235
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
syd
: ))) რა გაცინეებს?: ) -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1236
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად, ან მის ისარს ჩავუდგები კვალში, ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში. დაფიფქული მონატრების სიშორეს წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში, პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან, როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში. რაღაც, ფიქრით ამოვსება მომინდა იმ ბზარების, შენ რომ გიჩანს ხმაში, ან - გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად ან - დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში ... თეკლე ბატონიშვილი -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1237
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
რა კარგი ხარ რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება თმებზე ღამე გიცინის,პირზე - დღის ბრწყინვალება. რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე! როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე. სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა; სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე.... როცა მოვკვდე, გეთაყვა ძეგლად გადამეფარე იოსებ გრიშაშვილი -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
galaqtikosi |
![]()
პოსტი
#1238
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 431 რეგისტრ.: 15-November 07 წევრი № 3,181 ![]() |
შენი გაზაფხული მიყვარს, შენი იისფერი თმები, ყველა სიწმინდეზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მარტოს ხეტიალი მინდა, წვიმით შემოსილა გზები. ახლა ენძელების მთიდან, როგორ,როგორ მენატრები. მთვარეს შენი ხილვით ანთებ, ღამე ვარსკვლავებად ჩნდები. ღმერთო ვერ ავიტან ამდენს, უფრო,უფრო მენატრები. შენი გაზაფხული მიყვარს, შენსკენ მიმავალი გზები. ჩემთვის ყველაფერზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მამა პეტრე (კვარაცხელია) ძააან მაგარი ლექსია, მომეწონა ![]() |
nino_ni |
![]()
პოსტი
#1239
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია... ტერენტი გრანელი.... ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები, მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა, მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები, სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა. ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით, არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი. ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები, უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი... ტერენტი გრანელი -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1240
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს
შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ, საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ... ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ! წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს, საქართველოს სევდიანო მიწავ. ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს, ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!.. გალაკტიონ ტაბიძე -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 01:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი