სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| Nefertiti |
Sep 17 2008, 09:48 PM
პოსტი
#1227
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები- შენი მათრობელა თაფლის ღვინოები... როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას, როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები. აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები.. თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი... დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას, რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი. რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი, სული გავაცილე ქარში მინამული... ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს თითო ყვავილივით მოაქვს სინანული ... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| Nefertiti |
Sep 17 2008, 10:31 PM
პოსტი
#1228
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
მოგენატრები... და მე ვიცი, ეს მონატრება რამდენჯერ ცრემლებს გაგიჩენს თვალში, მოგენატრები... და მე ვიცი, ეს მონატრება რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში. მოგენატრები... და მე ვიცი, ამ მონატრებას ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის... მოგენატრები ახლაც და მერეც, როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში... მოგენატრები, ჩემს მონატრებას ბევრჯერ გაყვები უღმერთოდ ქარში. -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| nini1 |
Sep 18 2008, 12:28 AM
პოსტი
#1229
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
მორის ფოცხიშვილი
* * * მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა ჩემი სახელი, ქარო? შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია, არ შემიყვარი ქარო, მე მეშნია არ მოიხიბლო ამ დამსხვრელი ფრთებით, ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით, ღელვით, წუხილით, გზნებით.... წადი, იქროლე, ძლიერ ბევრია, ვინც ჩემზე უკეთ გალობს,- რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია? ო, აქ რა გინდა ქარო?! სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ, სახლიც დიდი აქვთ, ხაროც... ცხოვრება მათთვის საპნის ბუშტია, შენ თუ დაჰბერავ, ქარო. მე კი უხედნელ,ველურ რამებით ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,- სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები, არ შემიყვარო ქარო!!! * * * შენ ჩაიარე ჩემი სახლის წინ, ბაღში ფშატის ხე ვერ შეამჩნიე. შენ ჩაიარე ჩემი სახლის წინ და ალბათ კიბე ვერ შეამჩნიე. შენ ჩაუარე მზისფერ მდინარეს, ზედ ერთი ხიდიც ვერ შეანჩნიე. შენ ჩაუარე გვერძე ჩემს თვალებს, და ჩემი გული ვერ შეამჩნიე. მე ეს მეწყინა და ვიქეც დარდად, განზე დავდექ და ვიფიქრე ასე: რაღა აჩქარებს დალოცვილს მართლაც თუ გულდაწყვეტილს დამტოვებს გზაზე?! მაგრამ გზააა და განსჯა ძნელია, გზაა და როგორ ვახსენო ავად, იქნებ იქ, სადღაც, უფრო ელიან მას, ვისაც ასე ველოდი თავად...... გაკვეთილიდან გაკვეთილამდე.. ეს ლექსი განსაკუთრებულად მიყვარს ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდანნ.. დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი, შუბლზე მაკოცა და წავიდაა.. ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი, ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა... ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი, თავი დამიკრა და წავიდა.. ზეცა ჩამომექცა დარდის დარად, არადა შეცოდება არ მინდა... სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა, გაშალა ქოლგა და წავიდა.. ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი.. რეკდა მწუხარების ზარი და.. ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი, თვალი ჩამიკრა და წავიდაა.. იყო სიტყვა ჩემი წუთით აღკვეთილი, მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან.. სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი- გული მატკინა..და.. წავიდა.. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| Nefertiti |
Sep 18 2008, 02:24 PM
პოსტი
#1230
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
მაესტრო, თეთრი კლავიშები თითებს კოცნიან, სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე, მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიმღერებს ვხედავ, ჩემი გრძნობისაც დაუკარით, მაესტრო, რამე... მაესტრო. გესმით, კლავიშები როგორ კვნესიან?.. სადღაც, კუთხეში ერთი შავი კლავიშიც გიცდით, უთქმელი თხოვნა შემისრულეთ, ძვირფასო ჩემო, მაესტრო, ჩემი სიყვარულის კლავიშსაც მისწვდით!.. -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| nuca_ge |
Sep 19 2008, 10:13 PM
პოსტი
#1231
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
იოსებ ნონეშვილი შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა, შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი... ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი, და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით; დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეთ არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი... შენ ხატაური აბრეშუმი დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა… ეჰ, რარიგად დაგშვენდებოდა; შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა, სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ... ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ, აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ ორბელიანი და ამაყი ამილახვარი... შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა. ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას, შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს… დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან, ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა, სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი... …შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა... -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
| nuca_ge |
Sep 19 2008, 11:59 PM
პოსტი
#1232
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არადა არ გაგეცინოს, ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ლოგინზე მაინც არ დაგეძინოს. ხომ შეიძლება გარდასულ დროთა, გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო? ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე, ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ შენი ცხოვრების ყველა სისწორე? თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ, ცამდის მართალმა ვერ იმართალო, სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე, რომ უმეცარმან გიჟად ჩაგთვალონ. ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე და გულმა უფრო წყევლად ისურვოს, ხომ შეიძლება ძულდე ვინმეს და შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო? ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო, სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი, ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე, მაგრამ არასდროს არ იყო მისი. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელებიც იქცნენ იებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ... ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება? მორის ფოცხიშვილი -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
| iisperiTOVLI |
Sep 20 2008, 08:08 PM
პოსტი
#1233
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
შენი გაზაფხული მიყვარს,
შენი იისფერი თმები, ყველა სიწმინდეზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მარტოს ხეტიალი მინდა, წვიმით შემოსილა გზები. ახლა ენძელების მთიდან, როგორ,როგორ მენატრები. მთვარეს შენი ხილვით ანთებ, ღამე ვარსკვლავებად ჩნდები. ღმერთო ვერ ავიტან ამდენს, უფრო,უფრო მენატრები. შენი გაზაფხული მიყვარს, შენსკენ მიმავალი გზები. ჩემთვის ყველაფერზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მამა პეტრე (კვარაცხელია) -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Sep 20 2008, 08:20 PM
პოსტი
#1234
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
iisperiTOVLI
ციტატა შენი იისფერი თმები -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| iisperiTOVLI |
Sep 20 2008, 08:40 PM
პოსტი
#1235
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
syd
: ))) რა გაცინეებს?: ) -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| Nefertiti |
Sep 21 2008, 02:31 PM
პოსტი
#1236
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად, ან მის ისარს ჩავუდგები კვალში, ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში. დაფიფქული მონატრების სიშორეს წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში, პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან, როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში. რაღაც, ფიქრით ამოვსება მომინდა იმ ბზარების, შენ რომ გიჩანს ხმაში, ან - გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად ან - დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში ... თეკლე ბატონიშვილი -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| Nefertiti |
Sep 22 2008, 04:53 PM
პოსტი
#1237
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
რა კარგი ხარ რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება თმებზე ღამე გიცინის,პირზე - დღის ბრწყინვალება. რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე! როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე. სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა; სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე.... როცა მოვკვდე, გეთაყვა ძეგლად გადამეფარე იოსებ გრიშაშვილი -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| galaqtikosi |
Sep 24 2008, 06:58 PM
პოსტი
#1238
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 431 რეგისტრ.: 15-November 07 წევრი № 3,181 |
შენი გაზაფხული მიყვარს, შენი იისფერი თმები, ყველა სიწმინდეზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მარტოს ხეტიალი მინდა, წვიმით შემოსილა გზები. ახლა ენძელების მთიდან, როგორ,როგორ მენატრები. მთვარეს შენი ხილვით ანთებ, ღამე ვარსკვლავებად ჩნდები. ღმერთო ვერ ავიტან ამდენს, უფრო,უფრო მენატრები. შენი გაზაფხული მიყვარს, შენსკენ მიმავალი გზები. ჩემთვის ყველაფერზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები. მამა პეტრე (კვარაცხელია) ძააან მაგარი ლექსია, მომეწონა |
| nino_ni |
Sep 24 2008, 08:27 PM
პოსტი
#1239
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია... ტერენტი გრანელი.... ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები, მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა, მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები, სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა. ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით, არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი. ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები, უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი... ტერენტი გრანელი -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
| iisperiTOVLI |
Sep 24 2008, 10:33 PM
პოსტი
#1240
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს
შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ, საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ... ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ! წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს, საქართველოს სევდიანო მიწავ. ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს, ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!.. გალაკტიონ ტაბიძე -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| *ნინო* |
Sep 25 2008, 01:01 AM
პოსტი
#1241
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
თუ სიყვარული ტკივილია ,ტკივილი რაა? იქნებ რაიმე ვერ უთქმელი, გულში ჩაკლული..
თუ სიყვარული, ცრემლი არის ,მაშ ცრემლი რაა?იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული.. თუ სიყვარული ,ჩემში ცოცხლობს, ვინა ვარ თვითონ? მიხვდებით ალბათ სიყვარულზე შეყვარებული... თუ სიყვარული არ არსებობს, სიცოცხლე რაა? არარაობა სიძულვილით დამშვენებული |
| *ნინო* |
Sep 25 2008, 02:40 AM
პოსტი
#1242
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
მე ყოველ ღამე ,სასთუმალთან ფიქრები მიწევს...
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ.. რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ,ადრე თუ გვიან.. ოღონდ, არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი? როცა შემხვდები ,გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე ,მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი... ვინ იცის ახლა ,განმკითხავი ვინ არის ამის, ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის, მოდი ,სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! მერე რა ,რომ თქმა ვერ გავბედე.. და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი.. ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან... ოღონდ არ ვიცი ,დამრჩენია იმედი რისი, როცა შემხვდები ,გული დამცინის სხვისია,სხვისი!... |
| *ნინო* |
Sep 25 2008, 03:01 AM
პოსტი
#1243
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი, როცა შენთან ვარ აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ და რომ გშორდები დარდი მიპყრობს დაუფარავი. გნატრობ, მოგელი და შენს გზებზე მწყდება თვალები იცი მიყვარხარ, შენ თუ გინდა ნუ გეყვარები. ვცდილობ როგორმე მოვაკვლიო შენს გულის სითბოს, მაგრამ ქვეყანა დაფარულა ყინულით თითქოს.... შენზე ვილოცებ სანამ ქვეყნად დავიარები და მრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი.. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ შენს დარდს შევალიე ვიძულებ ყველას, ვინც შენ გეტრფის გრძნობით ჟამიერს... სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის , გინატრებ გულით, სიყვარულით, ოცნებით, რიდით.... და თუ არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ ცივ სამარეშიც სევდიანი ვილოცებ შენზე ........................ პატარა ვიყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი- მეპატიება. რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე, დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი. პატარა ვიყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი- მეპატიება. რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე, დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი. |
| *ნინო* |
Sep 25 2008, 03:37 AM
პოსტი
#1244
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ
მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები ვიცი, რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები გრძნობა მომეძალა შენი ნახვის გული მოლოდინით ამიტირდა კიდევ გავიძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა ისევ ძველებურად მენატრები აღარც სიყვარული მიძველდება ვიცი ,არასოდეს დაბრუნდები მაგრამ დაჯერება მიძნელდება სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა თვალის უპეს ,სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამ სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა თვალის უპეს ,სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა თვალის უპეს ,სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი |
| ႲႭႡႰႠႬ |
Sep 27 2008, 12:41 PM
პოსტი
#1245
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მასაც უნდოდა რაღაცის თქმა,
გადაიფიქრა, ირგვლივ ყველა ჭკვიანი იყო, ის კი პოეტი. ზვიად რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ilarionis shtamomavali |
Sep 27 2008, 02:14 PM
პოსტი
#1246
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 1-May 08 წევრი № 4,708 |
''დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით, ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთი ღამის ნეტარებით, დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მოკარებით. დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით,
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით''პ.იაშვილი |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th April 2026 - 12:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი