![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1241
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
თუ სიყვარული ტკივილია ,ტკივილი რაა? იქნებ რაიმე ვერ უთქმელი, გულში ჩაკლული..
თუ სიყვარული, ცრემლი არის ,მაშ ცრემლი რაა?იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული.. თუ სიყვარული ,ჩემში ცოცხლობს, ვინა ვარ თვითონ? მიხვდებით ალბათ სიყვარულზე შეყვარებული... თუ სიყვარული არ არსებობს, სიცოცხლე რაა? არარაობა სიძულვილით დამშვენებული |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1242
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
მე ყოველ ღამე ,სასთუმალთან ფიქრები მიწევს...
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ.. რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ,ადრე თუ გვიან.. ოღონდ, არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი? როცა შემხვდები ,გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე ,მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი... ვინ იცის ახლა ,განმკითხავი ვინ არის ამის, ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის, მოდი ,სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! მერე რა ,რომ თქმა ვერ გავბედე.. და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი.. ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან... ოღონდ არ ვიცი ,დამრჩენია იმედი რისი, როცა შემხვდები ,გული დამცინის სხვისია,სხვისი!... |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1243
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი, როცა შენთან ვარ აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ და რომ გშორდები დარდი მიპყრობს დაუფარავი. გნატრობ, მოგელი და შენს გზებზე მწყდება თვალები იცი მიყვარხარ, შენ თუ გინდა ნუ გეყვარები. ვცდილობ როგორმე მოვაკვლიო შენს გულის სითბოს, მაგრამ ქვეყანა დაფარულა ყინულით თითქოს.... შენზე ვილოცებ სანამ ქვეყნად დავიარები და მრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი.. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ შენს დარდს შევალიე ვიძულებ ყველას, ვინც შენ გეტრფის გრძნობით ჟამიერს... სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის , გინატრებ გულით, სიყვარულით, ოცნებით, რიდით.... და თუ არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ ცივ სამარეშიც სევდიანი ვილოცებ შენზე ........................ პატარა ვიყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი- მეპატიება. რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე, დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი. პატარა ვიყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი- მეპატიება. რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე, დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი. |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1244
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ
მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები ვიცი, რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები გრძნობა მომეძალა შენი ნახვის გული მოლოდინით ამიტირდა კიდევ გავიძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა ისევ ძველებურად მენატრები აღარც სიყვარული მიძველდება ვიცი ,არასოდეს დაბრუნდები მაგრამ დაჯერება მიძნელდება სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა თვალის უპეს ,სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამ სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა თვალის უპეს ,სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი სიყვარული ,რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დრო იყო ,იღვიძებდა გაზაფხული იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე სიყვარული ,დამითმეო ვისთვის მეკადრებინა სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა სევდა წვავდა თვალის უპეს ,სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო ,იქას ბოლო ვიყავი |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1245
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
მასაც უნდოდა რაღაცის თქმა,
გადაიფიქრა, ირგვლივ ყველა ჭკვიანი იყო, ის კი პოეტი. ზვიად რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ilarionis shtamomavali |
![]()
პოსტი
#1246
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 1-May 08 წევრი № 4,708 ![]() |
''დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით, ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთი ღამის ნეტარებით, დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მოკარებით. დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით,
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით''პ.იაშვილი |
nino_ni |
![]()
პოსტი
#1247
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. უკანასკნელი მატარებელი ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატერებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი. ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, - რა საჭიროა ახლა გოდება. მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება? მატარებელი თვლემს, როგორც ლავა, მატარებელი ხუთ წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი ხუთ წუთში გავა. აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები. გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდობები! ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, - ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, გამოსალმების ხელოვნებისთვის, ნუთუ არვინ არს, პოეტის მეტი? უსიყვარულოდ უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ! გ.ტაბიძე ყველასთვის ნაცნობი ლექსი,რომელიც მე ძალიან მიყვარს ![]() მთაწმინდის მთვარე ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! ქარი ჰქრის.... ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს! შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!.. შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!.. -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
ilarionis shtamomavali |
![]()
პოსტი
#1248
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 1-May 08 წევრი № 4,708 ![]() |
'' რატომ მიყვარხარ,თუ ვიცოდე,დამექცეს სახლი!
რატომ ვწერ შენზე, თუ ვიცოდე,გამიხმეს ხელი! ორი სიპი ქვა მიჭირავს და საფეთქლებს ვახლი, შენ გახსენებ და.... გამოჭრილი შენგნით მაქვს ყელი!''-მ.ლებანიძე |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#1249
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
ლულუ
ძალიან ლამაზი ლექსებია... ავტორიც მიაწერე რა გთხოვ ![]() ![]() -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1250
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
მოდის ქვეყნად ერთი მზერა- მზერა მზერა მზერათა რაშო რერა, რაშო რერა, - რაშო რერა და... განთიადმა მოიმღერა ის სიშორე რა - ისმის მისი რაშო რერა, რაშო - ორერა... მზემ მსოფლიოს ბედისწერა შეაფერადა, რაშო რერა, რაშო რერა, რაშო რერა და... გალაკტიონი -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1251
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
ეს ლექსი ,ჩემმა მეგობარმა მომიძღვნა,ძალიან მომწონს და მიყვარს,იმედია თქვენც მოგეწონებათ.
თბილი ღიმილი,..თბილი მზერა,..თბილი თვალები მოულოდნელი შეხვედრებით შემკრთალი ბავშვი!.. გაუმხელელი სიყვარული,...მხურვალე გრძნობა და წამიერი აღტაცება მიწიდან ცაში! სევდიან თვალებს მოწყვეტილი სპეტაკი ცრემლი და გრძნობებისგან ნაწამები პატარა ბავშვი! წმ.ნიკოლოზს ნავედრები შავი თვალები და ფორიაქა ნაბიჯები ტაძრიდან სახლში!.. წრფელი ოცნება,ჩუმი ნატვრა,მხურვალე ლოცვა და დაპირება,რომ არასდროს არ გაცვლის სხვაში! გულუბრყვილობით დაბნეული თაფლის თვალები და გადაკარგვა მღელვარების უძირო ზღვაში!... უმთვარო ღამე,მასზე ფიქრით გამტყდარი ძილი გაურკვევლობის ფორიაქი ქუჩაში,სახლში!. მერე,იმედებს აყოლილი ჯიუტი ფიქრი და ოცნებებით გადაღლილი პატარა ბავშვი!... |
natia* |
![]()
პოსტი
#1252
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 19-May 08 წევრი № 4,862 ![]() |
როცა შხამიან ნესტარს გიტოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი, მაგრამ იცოდე... უფრო მეტად ვსჯი ჩემ თავს თვითონვე... ნესტარს ვიტოვებ და ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს ... (შოთა ნიშნიანიძე) ps. ეს ლექსი ჩემ თავს მახსენებს ![]() -------------------- საქართველო ჩვენია!
|
marine |
![]()
პოსტი
#1253
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"................................................................
ხედავთ, არწივი ძველებურად ვეღარ არწივობს... ვაითუ ყორნებმა ლუკმა-ლუკმა დაინაწილონ... შენ გევედრებით, დედავ ღვთის, და ყველას, წმინდანებს: გამოგვიდარეთ ჩვენს მამულში, გამოგვიდარეთ!" /მარიკა ბარათაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1254
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
* * *
კიდევ რამდენ ხანს მეყოფა, ნეტავი, მაინც ვიცოდე, ეს მოგონილი შლეგობა, ეს მოგონილი სიცოცხლე. იქნებ წერილი მაღირსო, სულ ერთი სიტყვა ღარიბი; ნელა ჩაივლის აგვისტო, ფეხმძიმე დედოფალივით. თამაზ ჭილაძე მხარე ვაზებში გამოხვეული ყანა კახური, ათქვირებული, და ყამირები ყარაიასა, ვაზი, თორმეტი ფურის ნაწველი, დასხმული ოქროს ბარძიმივითა, წინანდლის ღვინო დედისრძიანი, თაფლი-ხეებზე ჩამოღვენთილი ბროწეულის ტყე წყაროებითა, ცა-არწივების კლანჭით გარტყმული, მთები-ფერადი დროშებივითა, ნაციხარები ქვასისხლიანი. მხარე-ნათხარი საძირკველების, მხარე-სარკინე ფალავნებისა, მხარე-ვაზებში გამოხვეული, იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ბავშვობის, ფერფლი ლერწამის ნაცარივითა. გოგლა ლეონიძე -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1255
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ეს ლექსი ,ჩემმა მეგობარმა მომიძღვნა,ძალიან მომწონს და მიყვარს,იმედია თქვენც მოგეწონებათ. ძალიან ლამაზი ლექსია ![]() მე ახლა მივხვდი, არ იბინდება, რაც ერთხელ სულში ვნებად იალებს, დღეს უთენია წვიმამ წამიღო და ჩემს წარსულში მახეტიალებს. ზოგჯერ მძულდი და ზოგჯერ მიყვარდი, და გულში დამრჩა ხაზი წყვეტილად. ახლა ხსოვნაში ინთები ხშირად, გარდასულ დღეთა ნათელ წერტილად. უცხონი გავხდით და არ ღირს განსჯა, თუ რა შევცოდეთ ვინ ვის წინაშე.... რად გამახსენდი? - გნატრობდი ხოლმე ჩუმად გნატრობდი....... ასეთ წვიმაში.... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
nino_ni |
![]()
პოსტი
#1256
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ხეს მოსწყდა ფოთოლი...ნეტა რა იდარდა?!
ეს გული დაღონდა...იქნებ სხვა უყვარდა... ხეს მოსწყდა ფოთოლი, ის ქარმა მოწყვიტა... ტიროდა ეს გული...ცრემლი ვინ მოწმინდა?! ქარი ქრის და ფოთლებს ძალუმად აქანებს... მივდივარ და გულიც რაღაცას მაბარებს... ხეს მოსწყდა ფოთოლი და როგორ განვიცდი?! მიტირის ეს გული...რატომ? ეს არ ვიცი... ხეს მოსწყდა ფოთოლი ნეტა ვინ იდარდა??? მე სხვასთან რა მინდა?! მე ხომ ის მიყვარდა... აჰა, ეს სანთლები, ოღონდაც არ ჩაქრეს! სხვასთან მე რა მინდა, თუნდაც ის შენ გგავდეს... მიდიხარ და მტოვებ....წყვდიადი ბნელია... წაიღე ეს გული, გაგათბობს, ცხელია... იქნება მოგწყურდეს, წყალს კი ვინ მოგიტანს? წაიღე ეს ცრემლი, ის წყურვილს მოგიკლავს... წასულხარ და გული ლოდინით დაღლილა შეხედე ახალი კვირტები გაშლილა... მე გული ტრფობისთვის, ერთისთვის გავხსენი... კვლავ ცვივა ფოთლები... და მერე რამდენი ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე, კენჭები გვიკრეფია დიდხანს... გადაგვირჩევია და გადაგვიყრია, ულამაზოა გვითქვამს... მაინც რა ვყოფილვართ ადამიანები ცხოვრებას კენჭებივით ვსინჯავთ... ზოგჯერ გულწრფელი სიყვარულისთვის ხელი უმიზეზოდ გვიკრავს და როცა მიზეზს გვეკითხებიან...ულამაზოა-გვითქვამს... -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1257
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
უცნაური ზამთარი
უცნაურია, ჩუმად მიდის შენი ზამთარი, ვიღაც ამთქნარებს ბიბლიასთან - უცნაურ წიგნთან; უცნაურია, ცხოვრებას რომ ისე ამთავრებ, სულ ყველაფერის ხელახალი დაწყება გინდა. უცნაურია, რატომ კვდება თავად ავდარიც და ვერა ხვდები, რას დაარქვეს იმედი ყოვლის. უცნაურია, ისე მიდის შენი ზამთარი, ერთხელაც კი ვერ შეიგრძენი სიწმინდე თოვლის. გაგა ნახუცრიშვილი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1258
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ლულუ
ძალიან კარგი ლექსიაა!!!!!!!!!! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nino_ni |
![]()
პოსტი
#1259
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული – რომელი საათია? რომელი საათია? ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება? რომელი საათია? რომელი საათია? სამის, შეიძლება, არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე – რომელი საათია? რომელი საათია? ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, - რომელი საათია? რომელი საათია? ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია? გ.ტაბიძე მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები. ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოუვლინე ისევ შენმიერი, დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც შვენიერი. ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა,ამას გევედრები გ.ტაბიძე -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1260
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ბავშვობაში მიხეილ ქვლივიძის ყრდამოცლილი კრებული მქონდა ჩანახატებით. მახსოვს როგორ მომწონდა ამ ლექსების კითხვა რო არაფერი ვთქვა ჩანახატებზე ხოდა იმ დღეს როცა ეს მოგონება ქვლივიძის ყრდამოცლილ წიგნზე ამოტივტივდა გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძებნა ჩემი აზრით ამ საკმაოდ საინტერესო პოეტის შემოქმედება წავაწყდი კიდეც თუმცა ის რაც ვნახე ძალიან ცოტაა და არაფერს ამბობს ამ ადამიანის შემოქმედებაზე მოძიებულიდან ერთ ერთს გთავაზობთ თუ თქვენც იცით და მოგწონთ ქლივიძის პოეზია გამიხარდება თუ რამე კარგად მივიწყებულს გამახსენებთ : )))
ვაპირებ ცხოვრებას მიხეილ ქვლივიძე ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ, ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს, რამდენი ხანია, რამდენი ხანია, ყოველდღე, ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას! ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი, შაქარყინულივით თითებში ჩამადნა ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი. ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე, ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი, ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!... ო, ღმერთო! როდემდე, როდემდე როდემდე... გადიან დღენი და მგონია, ვბერდები, გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ აუცხადებელი ჩემი იმედები... და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე... სიცოცხლე თავდება! სიცოცხლე თავდება, მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 01:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი