IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 63 64 65 66 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ლილიანა
პოსტი Oct 6 2008, 06:18 PM
პოსტი #1267


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ ცვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები,
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ

გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა უთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში...

დაღლილი კაცის გულივით ფეთქავს
სააTიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

ო. ჭილაძე

მე ეს ლექსი მიყვარს ძალიან ძალიან ძალიან !


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 6 2008, 06:29 PM
პოსტი #1268


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



http://www.myvideo.ge/?video_id=180422


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Oct 9 2008, 07:04 PM
პოსტი #1269


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი

ტერენტი გრანელი




ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება...



--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 10 2008, 09:38 PM
პოსტი #1270


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



მიხეილ ქვლივიძე

წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით
და ახლა გრილა
და სველ სილაზე
მკვდარ თევზივით აგდია დილა.
ნისლია მთებზე
და ბურუსში სახლებიც გაქრა
და ზღვაში
თეთრი ხომალდივით
შეცურდა გაგრა...
უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდან
ისმის, —
ქალის კივილმა
ხანჯალივით გაკვეთა ნისლი,
როგორც სიგნალი განსაცდელის, ეძახის ყველას:
— სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! —
და ითხოვს შველას.


ტატოს ვედრება
მიხეილ ქვლივიძე

გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე...
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 11 2008, 10:21 PM
პოსტი #1271


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



სინანული თუ გზას გაანათებს ,
მაშინ გაქრება ჩემი შეცდომა ,
თუკი სიცოცხლე იყო ღალატი ,
სიკვდილი რატომ ჰგავს შემოდგომას .

რატომ იძინებს ნამუსი თბილად ,
ფოთლების ყვითელ იხურავს საბანს,
ფოთლები ცვივა ,ფოთლები ცვივა ,
სინაცრისფრეა და ცაც კი არ ჩანს.

ელიან საკენკს-ბეღურებს ვხედავ ,
ველია , სადაც სივრცე მთელია ,
ვერც ერთი ქალი და ვეღარც დედა
სიცარიელეს ვერ უშველიან

დავრჩებით ასე :კვლავ მე და სივრცე ,
სადამდეც გავძლებთ , ალბათ ,ვიქნებით ,
იყავი ჩიტი!-ამბობდა ქრისტე ,
სად დაფრინავენ ნეტავ ჩიტები .


ცოტა ხნით დავრჩით, ჯერ ხომ არ ცივა ,
ცოტა ხნით დარჩით და ღმერთის გწამდეთ ,
ფოთლები ცვივა , ფოთლები ცვივა ,
არ შეგეშინდეთ , დაგიყრით საკენკს
გაგა ნახუცრიშვილი
მომწონს ეს ლექსი ძააააააააააააალიიიიიიიიიიი
იიიიიიააააააააააან

ღამის წერილი

ნუ გაიკვირვებ , თუ მნახავ დაღლილს ,
არაფრობაში დაღლილს არაფრით ,
სად მიდის ჩემთვის ძვირფასი ხალხი ,
სად არის ძველი , თბილი ქალაქი .

უკვე დაბნელდა და შუქს არ ვანთებ ,
ხომ იცი , მიყვარს , როცა ღამეა ,
დიდი ხანია არ ვგავარ ჰამლეტს ,
არც ვდონკიხოტობ დიდი ხანია .


ბრძოლა დამთავრდა და მორჩა თრობა ,
უკვე ფუჭია ძალდატანება,
მაგრამ ასეთი უაზრო ყოფა ,
მაწუხებს ხოლმე და მენანება .

ნუ გაიკვირვებ , ჯერ არ დავღლილვარ
და მალე მოგწერ რამე სხვას , ახალს ,
და მე არა ვარ , ისე ავყია , როგორიც
ხშირად ვგონივარ ამ ხალხს .

ნუ გაიკვირვებ , ვამთავრებ განგებ
წერილს, წერილი უეცრად მორჩა ,
რადგან დაბნელდა და შუქს არ ვანთებ ,
ხომ იცი , მიყვარს , ღამეა როცა .

ეს უფრო მეტად მომწონს


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 11 2008, 10:42 PM
პოსტი #1272


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



Не будем пить из одного стакана
Ни воду мы, ни сладкое вино,
Не поцелуемся мы утром рано,
А ввечеру не поглядим в окно.
Ты дышишь солнцем, я дышу луною,
Но живы мы любовию одною.

Со мной всегда мой верный, нежный друг,
С тобой твоя веселая подруга.
Но мне понятен серых глаз испуг,
И ты виновник моего недуга.
Коротких мы не учащаем встреч.
Так наш покой нам суждено беречь.

Лишь голос твой поет в моих стихах,
В твоих стихах мое дыханье веет.
О, есть костер, которого не смеет
Коснуться ни забвение, ни страх.
И если б знал ты, как сейчас мне любы
Твои сухие, розовые губы!

ცვეტაევა მგონი smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 12 2008, 11:49 PM
პოსტი #1273


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ახლა ტვ-ში ვუსმენ, როგორ კითხულობენ ამ ლექსს და უცებ მომინდა, აქაც დამედო smile.gif

ამ ლექსის მუხტი მომყვება ბავშვობიდან, უცნაური და საოცარი შეგრძნებაა, დიდ ძალას გმატებს!


მუხრან მაჭავარიანი

ვითარცა მტკვარი
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Oct 18 2008, 12:06 AM
პოსტი #1274


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 12 2008, 11:49 PM) *

ახლა ტვ-ში ვუსმენ, როგორ კითხულობენ ამ ლექსს და უცებ მომინდა, აქაც დამედო smile.gif

ამ ლექსის მუხტი მომყვება ბავშვობიდან, უცნაური და საოცარი შეგრძნებაა, დიდ ძალას გმატებს!


ეგ ლექსი მეც ძალიან მიყვარს ბავშვობიდან rolleyes.gif ერთხელ მუხრან მაჭავარიანთან ვიყავით სკოლიდან და ეგ ლექსი მე წავიკითხე wub.gif


ეს მიყვარს კიდევ "ნამეტნავად" rolleyes.gif


გალაკტიონ ტაბიძე

ამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები,
კარგია თრობა.
არ მებრალება მე ჩემი მტრები,
და ვიცი მტრობა.

მაისის ისრით იჭერს ამური
მოვერცხლილ ნავებს
და მთვარე, თეთრი სიასამური,
მირეკავს კრავებს.

არაფერია! ისევ ის მშვილდი
დაჰხარის მდელოს.
იმ სადღეგრძელოს უზეცისშვილდი,
იმ სადღეგრძელოს.




--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 19 2008, 02:45 PM
პოსტი #1275


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ლექსი იდება სერგი-გლახას თხოვნით





ქართველებს


ქართველებს უყვართ სიარული პანაშვიდებზე
და არ ამბობენ წამოსვლისას: "აბა მშვიდობით"

სადარბაზოსთან საათობით დგანან ისინი
და გულმოდგინედ ერთმანეთის ამბებს ისმენენ.

კაცები ქალებს წინ უშვებენ მიხაკებიანს,
სახლში წინასწარ სარკის წინ რომ იხატებიან

და მორიდებით წრეს ურტყამენ თავდახრილები
კიბეზე ასვლით და სიმსუქნით გადაღლილები

აწ განსვენებულს, რომლის სახის მდგომარეობის
გადმოცემასაც მიიჩნევენ მოვალეობად.

გაშავებულა, რა მოსვლია? დედა საწყალი.
ამას ქელეხში თუ იტყვიან - ღმერთო აცხონე.

მეზობლის ქალებს გოგონები ადგილს უთმობენ
და მიცვალებულს რიგ-რიგობით ჭირისუფლობენ.

სამძიმარზე კი ამოსულნი თვალის ცეცებით
ჭირისუფლებში ვინმე ნაცნობ სახეს ეძებენ.

წამსვლელს და მომსვლელს, უშეცდომოდ, თითქმის უკლებლივ,
ერთმანეთში რომ აღრიცხავენ ჭირისუფლები -

ერთად შეყრიან ავტობუსში, ერთად დასვამენ
ჭირის სუფრაზე, შესანდობარს მრავლად ასმევენ.

ქართველებს უყვართ მკვდრების ქება გაუთავებლად,
სასუფეველი, ნეტარება და უკვდავება

მათთვის ადვილად ემეტებათ, ხოლო ცოცხლების
შესახებ აზრის გამოთქმისას ძლიერ მორცხვობენ.

აქ არ არიან პატარები და ორსულები,
მაგრამ ქელეხი გაგრძელდება დაუსრულებლად.

ბოლოს ნელ-ნელა იშლებიან გამაძღარები,
უკან კაცები მიდიან და წინ კი ქალები.

...

ქართველებს უყვართ თეატრები, იუბილეები,
საქართველოში კლასიკური ჯაზის დღეები.

უყვართ უილიამ შექსპირი და განსაკუთრებით
ჰამლეტი, ლირი, რიჩარდი და დასაბუთება:

რომ შაილოკის დადგმა არის არც თუ იოლი
ისევე, როგორც "ქალის გველის", "კავკასიურის"...

რაიმე საგნის, მოვლენათა შორის მსგავსების
უყვართ აღნიშვნა ორაზროვნად და შეფასება.

უყვართ, როდესაც შეამჩნევენ ახალ შენაძენს,
პირველ დღეს მისვლა თხუთმეტ დღიან გამოფენაზე.

სუფრას, რომელიც არც სავსეა, არც უსტუმროა,
უყვარს ბაშმეტი, ყანჩელი და რობერტ სტურუა.

საზღვარგარეთში ერთმანეთის გასტუმრება და
ქართველებს უყვართ უფრო მეტად გასტროლებიდან

დაბრუნება და მერე სადმე სტუმრად ვნებიან
ხმით, როცა თავის "აი რაღაც" ამბებს ყვებიან.

უყვართ ცნობილი რეჟისორის გვარის ხსენება:
ჯორჯო სტრელერის, პიტერ ბრუკის, ხშირად ჩვენება

მარკესის ცოდნის, უფრო სწორედ იმ მარტოობის
ასი წელი რომ გრძელდებოდა, გამოყენება

მეტყველებისას ყველა სიტყვის, რაც კი ოდესმე
გაუგონიათ, წაუკითხავთ, ანდა მოესმათ.

ქართველებს უყვართ ადგილების ამოჩემება;
წყნეთის, კიკეთის, წავკისის და იქ დასვენება,

სანამ ივლისი არ ჩაივლის, არ დასრულდება,
ქართველებს უყვართ ერთმანეთის ტრაკში ყურება.

და მერე, როცა სანატრელი მოვა სეზონი
ზღვის და წყნეთიდან აცილებენ ზღვაზე მეზობელს -

როგორც კინოში ქართველები ერთმანეთს თხოვენ
იქნებ ოთახი დაუკავონ ზღვაზე და ყოველ

შემთხვევისათვის მოლოდინით გადაღლილები
ტანისამოსით და ნივთებით ჩანთებს ტენიან

და რადგან სივრცით მცირედია ეს ადგილები -
ზღვის კურორტებზე ქართველები ვერ ეტევიან.

მაინც მიდიან და არ ცვლიან გეგმებს თავიანთს,
ზამთარს გუდაურს უთმობენ და ზაფხულს კვარიათს.

შუალედებში გატარებულ დროს იხსენებენ,
ვიდრე თავიდან კვლავ ჯგუფ-ჯგუფად დაისვენებენ.

....

დასრულდა ღამის სიზმარვით ესე წერილი,
რომელსაც არ აქვს მონოლოგი და არც პროლოგი -
ქართველებს უყვართ როგორც განძი აღმოჩენილი
მთელ მსოფლიოში სამიოდე ქართველოლოგი.

რ. ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 20 2008, 02:04 PM
პოსტი #1276


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ამ ლექსის ხასიათზე ვარ, რაღაც ისეთი, რაღაც...


გრიგოლ რობაქიძე

დიდი შუადღე

მგზავრის წურბელნი სრიალობენ ლალის პეშვებით.
ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი.
ყვითელ ალმურში ილეწება თეთრი ალმასი.
მიწის მკერდები ალებს სვამენ აზარფეშებით.

ცხელ ნირვანაში მოთენთილი მძიმედ ვეშვებით:
ვით მდინარეში შეძირული ნელი კალასო,
ხელდება ჟინი ალესილი ქარვის კალოსი!
დიდი შუადღის ავხორცობით დავიკარგებით.

მწიფე მარცვლები ცვივა ხვატის გამსკდარ ბროწეულს,
თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები.
ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.

ღვთის სიახლოვით მეწამულნი: ვიწვით, ვითვრებით.
რახსებ-შებმულნი ტყდება პანის სპილენძის კევრი.
და სიყვარულით ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი.



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 21 2008, 01:55 PM
პოსტი #1277


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(syd @ Oct 19 2008, 02:45 PM) *

ლექსი იდება სერგი-გლახას თხოვნით
ქართველებს
ქართველებს უყვართ სიარული პანაშვიდებზე
და არ ამბობენ წამოსვლისას: "აბა მშვიდობით"

სადარბაზოსთან საათობით დგანან ისინი
და გულმოდგინედ ერთმანეთის ამბებს ისმენენ.

კაცები ქალებს წინ უშვებენ მიხაკებიანს,
სახლში წინასწარ სარკის წინ რომ იხატებიან

და მორიდებით წრეს ურტყამენ თავდახრილები
კიბეზე ასვლით და სიმსუქნით გადაღლილები

აწ განსვენებულს, რომლის სახის მდგომარეობის
გადმოცემასაც მიიჩნევენ მოვალეობად.

გაშავებულა, რა მოსვლია? დედა საწყალი.
ამას ქელეხში თუ იტყვიან - ღმერთო აცხონე.

მეზობლის ქალებს გოგონები ადგილს უთმობენ
და მიცვალებულს რიგ-რიგობით ჭირისუფლობენ.

სამძიმარზე კი ამოსულნი თვალის ცეცებით
ჭირისუფლებში ვინმე ნაცნობ სახეს ეძებენ.

წამსვლელს და მომსვლელს, უშეცდომოდ, თითქმის უკლებლივ,
ერთმანეთში რომ აღრიცხავენ ჭირისუფლები -

ერთად შეყრიან ავტობუსში, ერთად დასვამენ
ჭირის სუფრაზე, შესანდობარს მრავლად ასმევენ.

ქართველებს უყვართ მკვდრების ქება გაუთავებლად,
სასუფეველი, ნეტარება და უკვდავება

მათთვის ადვილად ემეტებათ, ხოლო ცოცხლების
შესახებ აზრის გამოთქმისას ძლიერ მორცხვობენ.

აქ არ არიან პატარები და ორსულები,
მაგრამ ქელეხი გაგრძელდება დაუსრულებლად.

ბოლოს ნელ-ნელა იშლებიან გამაძღარები,
უკან კაცები მიდიან და წინ კი ქალები.

...

ქართველებს უყვართ თეატრები, იუბილეები,
საქართველოში კლასიკური ჯაზის დღეები.

უყვართ უილიამ შექსპირი და განსაკუთრებით
ჰამლეტი, ლირი, რიჩარდი და დასაბუთება:

რომ შაილოკის დადგმა არის არც თუ იოლი
ისევე, როგორც "ქალის გველის", "კავკასიურის"...

რაიმე საგნის, მოვლენათა შორის მსგავსების
უყვართ აღნიშვნა ორაზროვნად და შეფასება.

უყვართ, როდესაც შეამჩნევენ ახალ შენაძენს,
პირველ დღეს მისვლა თხუთმეტ დღიან გამოფენაზე.

სუფრას, რომელიც არც სავსეა, არც უსტუმროა,
უყვარს ბაშმეტი, ყანჩელი და რობერტ სტურუა.

საზღვარგარეთში ერთმანეთის გასტუმრება და
ქართველებს უყვართ უფრო მეტად გასტროლებიდან

დაბრუნება და მერე სადმე სტუმრად ვნებიან
ხმით, როცა თავის "აი რაღაც" ამბებს ყვებიან.

უყვართ ცნობილი რეჟისორის გვარის ხსენება:
ჯორჯო სტრელერის, პიტერ ბრუკის, ხშირად ჩვენება

მარკესის ცოდნის, უფრო სწორედ იმ მარტოობის
ასი წელი რომ გრძელდებოდა, გამოყენება

მეტყველებისას ყველა სიტყვის, რაც კი ოდესმე
გაუგონიათ, წაუკითხავთ, ანდა მოესმათ.

ქართველებს უყვართ ადგილების ამოჩემება;
წყნეთის, კიკეთის, წავკისის და იქ დასვენება,

სანამ ივლისი არ ჩაივლის, არ დასრულდება,
ქართველებს უყვართ ერთმანეთის ტრაკში ყურება.

და მერე, როცა სანატრელი მოვა სეზონი
ზღვის და წყნეთიდან აცილებენ ზღვაზე მეზობელს -

როგორც კინოში ქართველები ერთმანეთს თხოვენ
იქნებ ოთახი დაუკავონ ზღვაზე და ყოველ

შემთხვევისათვის მოლოდინით გადაღლილები
ტანისამოსით და ნივთებით ჩანთებს ტენიან

და რადგან სივრცით მცირედია ეს ადგილები -
ზღვის კურორტებზე ქართველები ვერ ეტევიან.

მაინც მიდიან და არ ცვლიან გეგმებს თავიანთს,
ზამთარს გუდაურს უთმობენ და ზაფხულს კვარიათს.

შუალედებში გატარებულ დროს იხსენებენ,
ვიდრე თავიდან კვლავ ჯგუფ-ჯგუფად დაისვენებენ.

....

დასრულდა ღამის სიზმარვით ესე წერილი,
რომელსაც არ აქვს მონოლოგი და არც პროლოგი -
ქართველებს უყვართ როგორც განძი აღმოჩენილი
მთელ მსოფლიოში სამიოდე ქართველოლოგი.

რ. ამაღლობელი


არ არის მაგარი? ხომ არის? მაგრად აქვს ასახული რეალობა ქართული smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 21 2008, 04:26 PM
პოსტი #1278


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(sergi_glaxa @ Oct 21 2008, 02:55 PM) *

არ არის მაგარი? ხომ არის? მაგრად აქვს ასახული რეალობა ქართული smile.gif


კი ნამდვილად მაგარია რატი ამაღლობელი smile.gif

ეს მომწონს კიდე

ჩამიქრა ცეცხლი და მე გულით
დამაქვს ნაცარი.
დამეპნა სიტყვა, როგორც პურის
თითო მარცვალი.
დავდივარ ტყეში დაბნეული,
შორით გზა ვცანი.
ეძიეთ, სულნო, დაპნეული
სიტყვის მარცვალი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 21 2008, 04:46 PM
პოსტი #1279


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



რატიზე თუ მიდგება საქმე, მე მისი ''შეხვედრა'' მიყვარს

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი;
ჩვენ შორის მანძილს დავწნი სამძივედ.
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Oct 21 2008, 08:17 PM
პოსტი #1280


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''სჯობია მართლაც არამზადა იყო ნამდვილი,
ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს.
ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი<
თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო,
რატომ შემიქეს აწყვეტილი ვნება დამნთქმელი
სხვათა აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო,
თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი,
ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მომაჩვენონ!
მე იგივე ვარ და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას
მხოლოდ თავს ამხელს,მე კი ვრჩები უზიანები,
სულით მდაბლების თავდასხმა კი მალიმალდება,
და მსაჯულობენ თავად სულით კუზიანები.''

''ბალღობის სანახებში განძი მაქვს შენახული,
ყრმობის გასახედში მზითვად შესალტული,
ოცნების თავლაში ცხენი შეკაზმული....
რას ველი?
ქალობის სათავეში ყრმობასთან ჩავიმუხლებ,
მზითებს გავიხუნებ,სურვილს ავისრულებ,
ბალღობას ვერ დავთმობ,უკან დავიბრუნებ...'(ნატო ღეჩუაშვილი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 22 2008, 06:52 PM
პოსტი #1281


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



http://mus.ge/index.php?search=amaglobeli

ვისაც რატი ამაღლობელი მოსწონს


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 22 2008, 08:34 PM
პოსტი #1282


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 21 2008, 05:46 PM) *

რატიზე თუ მიდგება საქმე, მე მისი ''შეხვედრა'' მიყვარს

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი;
ჩვენ შორის მანძილს დავწნი სამძივედ.
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.


ძაან მაგარია rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 22 2008, 09:06 PM
პოსტი #1283


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ამ ხასიათზე ვარ...


ნიკო სამადაშვილი

დაუმთავრებელი ბარათი

ვერ აიტანე უკმეხი ბედი -
მინანქრებს სადღაც სუსხავდა თრთოლვა,
ეხლაც არ მახსოვს, როგორ წავედი,
ან გულმა როგორ გამოგიგლოვა.

შენ რომ გამშორდი, თხელ ნაფეხურებს
დიდხანს უმზერდნენ ხიდან ჩიტები.
და კვლავ ბარდნიდნენ ჩემს მწუხარებას
თოვლი და მკრთალი პანაშვიდები


rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Oct 24 2008, 04:46 PM
პოსტი #1284


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



teo... tee

ავტორი ვინ არის???


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Oct 24 2008, 08:40 PM
პოსტი #1285


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ვინმემ დადეთ ვაჟა ფშაველას ვედრება ძალიან გთხოვთ


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 25 2008, 12:48 AM
პოსტი #1286


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



აი, გენაცვალე

ვაჟა-ფშაველა

ჩემი ვედრება


ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგურლების მცველადა,
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,
თვალებში მადლდაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივგამომღებელსა, -
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურასდროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
1893 წ.

ეს კი აუდიო ვერსია

http://www.youtube.com/watch?v=C1RGD5NtIyg


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 63 64 65 66 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 08:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი