![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1281
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
BOO |
![]()
პოსტი
#1282
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 ![]() |
რატიზე თუ მიდგება საქმე, მე მისი ''შეხვედრა'' მიყვარს მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი; ჩვენ შორის მანძილს დავწნი სამძივედ. ხელში აგიყვან მკლავების ტალღით და დაგაძინებ. ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით მყუდრო ნაპირზე ამოვა მზე და ერთი შეხედვით გამოგაღვიძებ. ძაან მაგარია ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1283
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ამ ხასიათზე ვარ...
ნიკო სამადაშვილი დაუმთავრებელი ბარათი ვერ აიტანე უკმეხი ბედი - მინანქრებს სადღაც სუსხავდა თრთოლვა, ეხლაც არ მახსოვს, როგორ წავედი, ან გულმა როგორ გამოგიგლოვა. შენ რომ გამშორდი, თხელ ნაფეხურებს დიდხანს უმზერდნენ ხიდან ჩიტები. და კვლავ ბარდნიდნენ ჩემს მწუხარებას თოვლი და მკრთალი პანაშვიდები ![]() ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1284
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
teo... tee
ავტორი ვინ არის??? -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
Маиа |
![]()
პოსტი
#1285
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ვინმემ დადეთ ვაჟა ფშაველას ვედრება ძალიან გთხოვთ
-------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1286
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
აი, გენაცვალე
ვაჟა-ფშაველა ჩემი ვედრება ღმერთო მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგურლების მცველადა, ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, თვალებში მადლდაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივგამომღებელსა, - სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი... ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი, შვილი - დედას და მამასა. 1893 წ. ეს კი აუდიო ვერსია http://www.youtube.com/watch?v=C1RGD5NtIyg -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#1287
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
აუ ისეთი ლექსებია პირდაპირ გულსი მხვდება და ბევრში საკუთარ თავს ვპოულობ
![]() ![]() ![]() -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1288
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
რა ვქნა, საოცრად მიყვარს ეს ლექსი...
მურმან ლებანიძე * * * მარეკები შლიდნენ ბანაკს ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა, ვიწექ, რომელიღაც ბალახს უცბად - ქალის სუნი ჰქონდა. თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა - ათას სურნელოვან შვავში ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა. სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - სუნი - საზოგადოდ ქალის, სუნი - საზოგადოდ მდედრის... ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო სანამ ვიცნო ეს სურნელი, სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#1289
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
აუ მაგრათ მინდა საღარაძის მიერ წაკითხული "ახალო წელო" , არ ვიცი ვისი არის და თუ გაჩითედ სადმე დადეთ რა
![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1290
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ხალხო, ხომ არის თხოვნებისთვის საგანგებო თემა, იქ დაწერეთ რა
![]() შოთაძე, ვეცდები, მოვძებნო, მაგრამ ჯერ ვერ წავაწყდი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1291
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
WANDERERS NACHTLIED II
საუბარი გამიბა ღამით ფორტეპიანომ, აწ ბგერები გამებად გამეორდებიანო. დო, რე, მი, ფა, ლა, მი, სოლ, დო-ძიეზ, ლა, სოლ და სი - მწევრად ვიქეც ლამისო ტრისტან და იზოლდასი. დო, რე, მი, რე, მი, რე, მი, სი-ბემოლ, სი, მი, რე, ფა, მნათობ მარბი ირემი ირიბ მიმოირევა. ფა, რე, სი, ფა, ლა, მი, სი - ფარი პარსაფალისი ალით მახვილნალესით ბზინავს შუაღამის მზით. კოსმოსიდან ჰანგები როს მოზიდა განგებამ, გულისხმათა გამგების სმენა არ ითანგება. არა მხოლოდ მუზისგან, ყოველ კაცს რომ უზის მხრად, აწ კოსმოსის პულსის ხმა ხამს გაისმის მუსიკად. სუნთქვა არის სწორედ რომ დო, რე, მი, ფა, დო, რე, დო! რ.ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
marine |
![]()
პოსტი
#1292
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუმც შუბლზე მთვარის ნათელი ვიცხე,
ჯავრის მორევი ხშირად მიძირავს... ფოთოლცვენისა თუ გინდა მკითხე, ვარდობისთვისა არა ვიცი რა. წუთისოფელმა, სხვისთვის რომ ილხენს, მე დედინაცვლის თვალით მიცქირა, თუ მოისურვებ დარდისა მკითხე, უდარდობისა არა ვიცი რა. ნუ მემუქრები ყინვით და სეტყვით, მე სხვისი უფრო მაკრთობს ციმციმა, სიყვარულისას თუ გინდა გეტყვი, სიძულვილისა არა ვიცი რა...“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1293
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
სეკვენცია
ანი ბანი და განი და მართლა არ ვიცი რა მინდა, ალბათ პატარა და მინდა ღმერთო, დამინდე, ამინ, და ანი ბანი და განი და. მინდა ამოვძვრე კანიდან, სიცოცხლე მინდა თავიდან. სიკვდილი მინდა? - არ მინდა, არა როგორმე გავუძლებ, არა როგორმე ავიტან, მხრით გოლგოთაზე ავიტან დღეებს, რომელიც სვე-ბედმა გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა. ანი ბანი და განი და სევდის სივრცე და განი და ბედის ცამეტი განედი ვერ გავისეგრძეგანე და მისი უღრმესი ქანიდან ვყვირივარ: ანი ბანი და განი და დანი ზანი და თანდათან თანი კანი და ლანი და მანი მანი და მე ნანი-ნანი-ნა მინდა. ვეხფვის ტყავისა გაძრობა ამ გატანჯული ტანიდან და წასვლა იერუსალიმს, კანას ქორწილში სმა მინდა. მეგზურად მწყემსი ძმა მინდა: პანი და ჟანი რანი და ფანი და ღანი ყანი და შანი ჩანი და ქანი და ეზო-კარიდან, ყანიდან მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის მიტანა ქანაანიდან. მე ცაზე ცანი ვცანი და ჯანი და ძანი წანი და მინდა გამოსვლა წამიდან, ვეებერთელა ცა მინდა. ვიწრო ბილიკის მაგიერ ათი ათასი გზა მინდა. გზა მინდა მნათობებიდან, შენსკენ მავალი გზა მინდა, მზის მუცელღების ხმა მინდა. სანი და ჭანი ხანი და ვერძის შუბლიდან, ხარიდან ისევ მნათობთა გზა მინდა, ყოველ მნათობში ანთებულ საიდუმლოში წვა მინდა.. ყველა ვარსკვლავში წვა მინდა, ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა, ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა, მინდა გამოსვლა წამიდან, ვეებერთელა ცა მინდა. ანი ბანი და განი და, ღმერთო, ამ შუბლის ამინდი ცხრა მზით ამინთე, ამინ, და ისევ ა-მინდა, ე-მინდა, თეთრი ი-მინდა, ო-მინდა, სანამ ცხოვრების ჰოემდე მივალ ათასი ომიდან, ერთი ძლიერი უ-მინდა, სამოთხის ვაშლი უმი და მერე შენს გვერდით თუ გინდა, ანი ბანი და განი და, ღმერთო, დამინდე, და მინდა. რატი ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
BOO |
![]()
პოსტი
#1294
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 ![]() |
syd
აუ ეგ უნდა დამედო ![]() |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1295
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
BOO
რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში ![]() შენს სახელზე მონსტრების კორპორაცია მახსენდება ხოლმე. პატარა გოგო როა შეპარული - BOO ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
BOO |
![]()
პოსტი
#1296
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 ![]() |
BOO შენს სახელზე მონსტრების კორპორაცია მახსენდება ხოლმე. პატარა გოგო როა შეპარული - BOO ![]() ყველას ეგ ახსენდება და არა ფრინველი ბუუ ![]() ![]() ფიტარეთში ანა კალანდაძე ამ ძველ ტაძარში ბეღურები ისადგურებენ და თითქმის მუდამ ესწრებიან წმინდა სერობას... და როს მხრჩოლავი საცეცხლური მოაქვს ქერუბიმს, თვალებს ხუჭავენ შიშისაგან მათდა უნებურ. როს ვერცხლის სავსე პარკით ხელში ჯდება იუდა წმინდა სუფრაზე - მონა ყოველთა ამქვეყნიურთა, ისინი წყვეტენ ძველ კედლებში ხმაურს და ჟივჟივს და... რაღაც დიდის მოლოდინში კვდებიან შიშით. ამ ძველ კედლებში ბეღურები ისადგურებენ და თითქმის მუდამ ესწრებიან წმინდა სერობას. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1297
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ეძღვნება მას ვისაც ვეძებ
გარეთ ღამეა და შემოდგომა, ვდგები და კალამს პოულობს ხელი, გეძებ ქალაქად და გეძებ სოფლად, შენთან შეხვედრას იმედით ველი. წვეთები წვიმის და უშენობა უფრო ამწუხრებს უძილო ღამეს, ნეტავ აქ იყო, ნეტავ შეგეხო, ნეტავი სიტყვას მეტყოდე რამეს. ოცნება შენზე და მარტოობა გულს ჩასობია როგორც ისარი, ველი ხმას ღვთისას: აგერ გლახაკო შენი ძვალი და ხორცი ის არის. /ს.ვ./ -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1298
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
რატი ამაღლობელი (რა თქმა უნდა)
![]() როს აღესრულა მიმწუხრის წირვა ლოცვით ამოველ გზები წნული და სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე მზე - მოწყვეტილი ბროწეულიდან. ეს მე ვარ, მე ვარ ადამ და ევა, მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა, ეს მე ვარ მკვლელი ძმისა - კაენი, ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ. ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა სად შენი პირველხატი განათდა, თვით პირველცოდვის ვნებით შობილი ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი. მე ვარ სიკვდილის შვილი შიშველი, მე ვიცი ერთი სიტყვა - მიშველე. და ვთესავ ამა სიტყვას ნიადაგ, სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს, რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით ლამექ, იობალ, თუბალ კაენი. ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები, ყოველ ნაყოფში ვხორციელდები. ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები, ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები. ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ, ეს მე ვარ, მე ვარ კაცობრიობა. ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად, ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა, ეს მე ვარ ხეზე თუ ავა ზაქე, დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი. ვალის ამკრეფი, თავად მოვალე, ეს მე ვარ, მე ვარ ავკეთროვანი. კაცობრიობის სნეული ძე ვარ, კაცობრიობა ეს მე ვარ, მე ვარ. სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში, შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში, ეს მე ავეშვი გზნებით ველურით, როგორც პრომეთე და გილმარეში. ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები ეს მე ვარ შვილი შენი უძღები. დამსმენის ენა სამარის მთხრელი, მემრუშეს ხვევნა, ჯალათის ხელი. ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების, ძე - მომლოდინე შინ დაბრუნების. კაცობრიობა ეს მე ვარ, მე ვარ. მე დავიწყების ბურუსში ვწევარ. უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა, გულის უფიქრო, უაზრო ძგერა, არათუ ერთი უბრალო სიტყვა მე მტკივა ყველა უსულო ბგერა. თუმცა მრავალი მელის წვალება მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ, ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება, სამოთხედ ქცევა - ეს უკვე შენ ხარ. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1299
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
GOLDEN HAIR
Lean out your window, golden hair I heard you singing in the midnight air my book is closed, I read no more watching the fire dance, on the floor I've left my book, I've left my room For I heard you singing through the gloom singing and singing, a merry air lean out the window, golden hair... James Joyce -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1300
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
syd
რატის დიდი მოყვარული ხარ, გეტყობა და მოდი, ერთი სიკეთეც გააკეთე. დადე ლექსი (სათაური არ მახსოვს). სიტყვებია ასეთი: ''ჩემი თავიდან შენი თავისაკენ განთავისუფლე. არც არაფერი შენ არ გიქნია, თითქოს მაისის ღამემ არია...'' - ნუ რაღაც ამდაგვარი. იმედია, მიხვდები ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 08:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი