IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 65 66 67 68 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
iisperiTOVLI
პოსტი Nov 12 2008, 10:42 PM
პოსტი #1307


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ციტატა(syd @ Nov 12 2008, 10:02 PM) *

რა მყუდრო იქნებოდა შენი ცარიელი სახლი
რა ადვილი იქნებოდა შენი სიმარტოვე
რომ არა ეს თაგვი:
გამოხტება ხოლმე
რით’არ და რამდენჯერ’არ ამოქოლილი სოროდან
გასრიალდება ხის იატაკზე
და ძვრება ძველი კარადის უკან.

როგორ აკლია ასეთ დროს მთელ სახლს
ქალის უეცარი
მოკლე შეკივლება.

ზ.რატიანი
smile.gif

კარგიაააა.. : ))))))))))))))))))))))))))))))) kiss1.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 14 2008, 03:06 PM
პოსტი #1308


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ადამის ლოცვა

არა დაცემული, მხოლოდ აღდგომილი
მინდა ანგელოსი ვიყო,
შვილი უძღები და შვილი განდგომილი
მამამ შინისაკენ მიხმო.
არასრულყოფილი ყოფიერებიდან
ადამიანური დრამა
მომაქვს და ხელს მიწვდის ლმობიერებითა
ძეში მყოფიერი მამა.
მზიდან მთოვარეში, ხოლო მთოვარედან
გულის ღია თაღში შეხვალ,
გზიდან აცდენილი მე ვარ მათხოვარი და
ჩემი დაბრუნება შენ ხარ.

რატი ამაღლობელი




ეს ლექსი რატის არც ერთ წიგნში არაა შესული. ყოველ შემთხვევაში რაც მე წამიკითხავს smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Nov 15 2008, 02:14 PM
პოსტი #1309


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



გამოვიდოდი სახლიდან გარეთ
მკერდმოღეღილი წვიმაში, ქარში...
ვიცინოდი თუ ვტიროდი მწარედ
მე სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ !
რა დამავიწყებს წუთებს ტკბილ-მწარეს
როცა თვალები გეძებდნენ ხალხში
გიმღერდი შენ და ვუმზერდი მთვარეს
როს სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ !
რამ განმიახლა ძველი ტკივილი
როგორ ვეწამე და როგორ დავშრი
და შენ არ იცი, არ იცი დღესაც
რომ სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ !



wub.gif მიყვარხარ დღესაც....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 16 2008, 06:00 PM
პოსტი #1310


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



* * *
მე ვერც შორეულს შენ ვერ გიწოდებ,
მაგრამ ვერც იმ ტოტს ვერ შეგადარებ –
რაც თავი მახსოვს, ჩემს მინებთან რომ იფოთლება
და გაზაფხულზე, ყვავილობის ჟამს,
რომ ვუძარცვავ ანთებულ სხეულს –
რა ვქნა, ახლოა და ცდუნებაც კაცთა სენია!

მიუწვდომელსა და უზომოდ მახლობელს შორის
შენ იწყები
და შენი სუნთქვა აღწევს ჩემამდე,
შენ – ასეთი უცხოცა და ჩვეულებრივიც...

როდესაც მართლა გადავიღალე სასწაულის
და კიდევ რაღაც უსახელოს უაზრო ძებნით,
როდესაც ნელა,
მაგრამ მაინც შევეჩვიე საკუთარ ფიქრებს,
შენ გამოჩნდი, და გვიან მივხვდი,
რომ სწორედ ასეთ გამოჩენას ერქმევა პოვნა
და იმის პოვნა, რაც არასდროს არ გიძებნია,
უკვე მართლაა სასწაული და კიდევ რაღაც –
მიმზიდველი და უსახელო...

და შენ ნელ–ნელა ჩაეტიე ჩემს ოცნებაში,
ჩემს ჩვეულებრივ სიმარტოვეში შემოაღწიე
და ჩასახლდი ყოველ საგანში –
ჩემს ირგვლივ რომ ავსებს სამყაროს,
ოღონდ იმ ერთი გრძნობის თანხლებით,
რომ ესეც მხოლოდ უადგილო წარმოსახვაა!

ამიტომ არ ხარ არც შორეული
და არც ისეთი მახლობელი –
ფიქრებს რომ უნდათ გამოაჩინონ და დამაჯერონ.

სადღაც, ჩემსა და სიჩუმეს შორის
შენ იკარგები
და მერე ისევ გამოდიხარ იდუმალი სარდაფიდან
და მოგაქვს ჩემთან ჩემივე ფიქრი –
რაღაც ახალ სიმართლესთან შეჯერებული...

გთხოვ, დარჩი ასე, – უახლოეს სიშორის ზღვართან,
ნურც ჩემთან მოსვლას დააჩქარებ
და ნურც საერთოდ დაიკარგები.
გთხოვ, დარჩი ასე!
ეს კედლები, ეს მინები, ეს ფოთლები,
ან თუნდაც ჩემი თვალები და ჩემი თითები
მოიცდიან – ისინი უკვე შეეჩვივნენ არგამართლებას.
და შენ კი, თუნდაც ცოტა ხნით მაინც,
ისევ იქ დარჩი, სადაც შენამდე
იყო დიდი სიცარიელე
და ვერასოდეს წარმოვიდგენდი,
რომ იქ რაიმეს პოვნა იყო შესაძლებელი.
გთხოვ, დარჩი ასე და დამეხმარე,
საკუთარ თავში რომ ვიპოვო კითხვის მიზეზი,
რომ ამოვჩხრიკო, ამოვქექო საკუთარი უსასრულობა
და მივაკვლიო იმ ერთადერთ იდუმალ სახელს, –
იმ ერთადერთ სიტყვას ან განცდას, –
ჩემს ფიქრებში საბოლოოდ რომ დაგერქმევა –
ან განა მთელი ჩვენი ცხოვრება მას არ ხმარდება,
რომ სახელები დავარქვათ საგნებს?!
გთხოვ, დარჩი ასე –
მანდა არასდროს არავინ მდგარა!

მაგრამ შენ ისე არ მოგეჩვენოს,
რომ უპატრონო ქოხს დავემსგავსე
და უკითხავად შეუძლიათ შემოსვლა ჩემში.
პირიქით, გეტყვი და გაგიმხელ იმ ერთ სიმართლეს,
რომ თავად ვცდილობ ჩემს სიზმრებში შემოგიტყუო
და სიზმარი ხომ იმ სამყაროს ანარეკლია –
ჩემს თვალებში თავს რომ იყრის
და კითხვებში რომ იძირება...
მე მართლა ვცდილობ ჩემს სიზმრებში შემოგიტყუო,
ოღონდ, როდესაც დაგარქმევ სახელს!
და თუ ეს მაინც ვერ მოვახერხე,
თუკი ვერაფრით შეგიხამე სიტყვა ან განცდა,
ისევ სასწაულს თუ ვუწოდებ იმ გაოცებას,
ასე თავისით, ფიქრისა და ძებნის გარეშე,
რომ დაიბადა არაფრისაგან.
არ დაიჯერებ, მაგრამ მე ახლა
მსიამოვნებს ასეთი განცდაც!
იმიტომ, ალბათ, რომ საძებარი
მხოლოდ საკუთარ თავში ვიგრძენი,
ადრე კი, მუდამ, გარეთ ვეძებდი ყველაფერ იმას,
რაც თურმე ჩემში იწყება და მთავრდება ჩემში –
და ასე ძლიერ ამიტომაც გადავიღალე!

ვფიქრობ... და ზოგჯერ მომეჩვენება,
რომ შენ თანდათან მიახლოვდები...
ან კიდევ, ხდება, დაკარგულად გთვლი და დავტირი
საკუთარ ფიქრებს, როგორც ცხედარს
ან ცხედარივით უსუსურ და უმწეო კითხვებს...
და შენ კი ისევ გაიელვებ მიუწვდომელსა
და უსასრულოდ მახლობელს შორის –
სადაც შენამდე იყო დიდი სიცარიელე
და სადაც მართლა არ მოგელოდი.

წყვდიადიდან რომ გამოაღწევ და ამის მერე
მცირე სინათლეც, არაფერი რომ არ ვთქვათ მზეზე,
თვალებს ცეცხლივით მოედება და ჩამოგკაწრავს
და ძლიერ გიჭირს, რომ მას თვალი კვლავ შეაჩვიო,
მაშინაც, ალბათ, იმასვე იგრძნობ,
რაც ჩემში ამდენ შეკითხვას ბადებს
და რასაც – თუ აქვს კიდეც სახელი –
ვერ მოიძიებ, სანამ წარსულს,
უაზრო და უმიზნო ძებნას საბოლოოდ არ დაივიწყებ
და წყვდიადის ლორწოვან სხეულს
თვალებიდან არ მოირეცხავ.

სინათლესა და სიბნელეს შორის,
თეთრისა და შავის საზღვარზე
შენ გამოჩნდი... და მე კი მართლა
წყვდიადიდან გამოსულივით –
ვიტანჯები, და ჯერ მზერას ვერაფრით გაჩვევ!..

ცხოვრება კი... რაა ცხოვრება!
უნდა იდგე და გაუთავებლად
დღისა და ღამის ჭიდილს უყურო,
თითოეულის გამარჯვება
და დამარცხება უნდა ითვალო
და, რაც ყველაზე საშინელია,
ისინი ისე გაერთნენ ბრძოლით,
საუკუნეთა გადახრასაც ვეღარ ამჩნევენ
და შენ რად გიკვირს, რომ ახლა შენთვის
არც დღეს, არც ღამეს აღარ სცალია!
მაგრამ ეს მაინც მიზეზია –
მიზეზია იმ შეკითხვების,
რომელთაც ასე შეუმჩნევლად –
ფიქრისა და ძებნის გარეშე –
ჩემს ჩვეულებრივ სიმარტოვეში
გამოკვეთეს შენი სიჩუმე...

და იყო კიდევ ერთი სიზმარი:
შემოდგომა დააჩნდა ფოთლებს
და რომ ვიგრძენი, კვდებოდა ბაღი,
მე მოვიტაცე ყვავილები
და ზამთრისაგან გადასარჩენად
ისევ შენში შემოვიტანე
და გვიან მივხვდი,
რომ მათთან ერთად, მეც შენში ჩავრჩი...
მაგრამ ეს მხოლოდ სიზმარი იყო!..
და მაინც, თუკი ჩემს სიზმრებშიც შემოაღწიე,
ვინ იცის, იქნებ მართლა შენში ამოვიკეტე,
ოღონდ არ ვიცი, სამუდამოდ
თუ უახლოეს გაზაფხულამდე –
როდესაც ბაღში ყვავილები დაბრუნდებიან
და როცა ჩემში გამთბარ სიჩუმეს
დრო გააციებს...

მე შემიძლია ვიტირო შენში!
მე შემიძლია შენში ვიყვირო
და ერთი წამით არ მეშინოდეს,
რომ ისევ უკან ჩამომძახებს შენს სახელს ექო.

...სადღაც კი გიჟი შეჰყურებს კედელს,
მერე ნელ–ნელა იხვევს თვალებს
და მთელი ძალით გარბის კედლისკენ
და თან საკუთარ თავსაც აჯერებს,
რომ იქ კედელი აღარ დახვდება –
თუნდაც იმიტომ, რომ გაბედა ეს ყველაფერი
და საკუთარ თავს
ეს ზღაპარი რომ დააჯერა...
და გარბის გიჟი თავგამეტებით
და თან არ სტოვებს ერთი შეკითხვა:
იქნება უკვე გასცდა ბარიერს?
ან იქნებ უკვე გადალახა საკუთარი უსუსურობა?
ჩერდება გიჟი, თვალებს იხსნის
და ძველებურად შეჰყურებს კედელს...
მერე ისევ ხუჭავს თვალებს
და იცინის დარწმუნებული,
რომ მან იმაზე მეტი შესძლო,
ვიდრე უნდოდა, –
რომ შეეშინდა კედელს მისი
და დაიხია თავადვე უკან...
მე კი მოვდივარ თვალახელილი
და ვხედავ, როგორ გიახლოვდები...

ვიცი, ამაოდ ვეძებ შენს სახელს,
რადგან თავად ხარ
ჩემი დაღლილი ფიქრის სახელი!
რა ვქნა, ჩემს მოსვლას არ დაერქმევა ბედისწერა
და ვერც იმას ვერასდროს ვიტყვი,
რომ ჩემი მშვიდი სიმარტოვე ითხოვდა შენს თავს.
საოცარი განცდა ახლავს იმის გაგებას,
რომ ყველაფერი მოხდა შემთხვევით,
რომ არასოდეს არ მიძებნიხარ
და შენს პოვნაში
ჩემს გულს წვლილი არც კი მიუძღვის.
ყველაფერი ხომ ისე მოხდა,
ლამაზ ოცნებას, წარმოდგენებს რომ არ სჩვევიათ
მერე ისევ ხუჭავს თვალებს
და ჩემს თავს რომ სრულიად არ ჰგავს.

...და მე მოვედი!
რას იზამ, თუკი მეც არ ვიცი, რისთვის და როგორ.
მაინც მოვედი!
მოვედი შენთან და ვიწყებ იმით,
რომ გეუბნები:
ეს მე ვარ შენს წინ –
ვისაც ვერაფრით გაუგია
საკუთარი მოსვლის მიზეზი,
ვინც ადგილიც კი ვერ მიგიჩინა
საკუთარ გულში,
ვინც დღესაც ეჭვობს,
რომ ამ მოსვლას აღარ ინანებს,
ვინც, როგორც იქნა, შეეჩვია საკუთარ კითხვებს
და ვინც... მზადაა სიყვარულისთვის!

მე მოვედი,
ეს მე ვარ შენს წინ!


ზ.რატიანი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 17 2008, 02:09 PM
პოსტი #1311


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''დაგინახე და უცებ გიცანი
თუმცა მანამდე მე არასოდეს
არ შემხვედრიხარ.
ახლაც არ ვიცი,
რატომ,საიდან უნდა მახსოვდე,
დაგინახე და მივხვდი იმწამსვე,
რომ შენ გელოდი მთელი ცხოვრება
და ამ უბადრუკ დედამიწაზე
მაძლებინებდა ეს მოგონება.
არეშუმივით ნაზი ხელები
და შორეული მზერა მალული.
მიყვარდი,მაგრამ ვერ ვიხსენებდი,
როდის დაიწყო ეს სიყვარული.
მეც მარტოობის მკლავდა სახადი,
ვიხადე,მაგრამ ვერ მოვიხადე
მიყვარდი,მაგრამ სანამ გნახავდი
ის არ ვიცოდი,შენ რომ მიყვარდი.
მე დავიღალე და დავიქანცე
გადაირეცხა გზები მეწყრებით
მე დავეძებდი მუდამ ვიღაცას
და არ ვიცოდი,შენ რომ გეძებდი.
მიყვარდი,როცა არც კი გიცნობდი
მიყვარდი,როცა არც კი მენახე
თითქოს უკვდავ სულს მარადისობის
მივეახლე და ხელი შევახე,
თითქოს ოდესღაც გნახე ნამდვილად
და უცებ მივხვდი,რომ ''ის'' შენა ხარ.
რატომ მახსოვდა ასე ცხადივით,
ვინც არასოდეს მე არ მენახა.
აბრეშუმივით ნაზი ხელები
და იდუმალი მზერა მალული
მიყვარდი,მაგრამ ვერ ვიხსენებდი,
როდის დაიწყო ეს სიყვარული...''
ვ.ხარჩილავა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 17 2008, 02:13 PM
პოსტი #1312


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



qalbatonimrcheveli
ძალიან ლამაზი ლექსია. მადლობა. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 17 2008, 02:52 PM
პოსტი #1313


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
ვ.ხარჩილავა

იცით რომელია ხარჩილავა? ალბათ თბილისის მეტროში ხშირად შეგხვედრიათ მაღალი, სუსტი, მელოტი კაცი. რომელიც ლექსებს კითხულობს ხოლმე ხმამაღლა და სასაცილოდ. ყველას გიჟი ჰგონია. ერთი ორმა თუ იცის რომ ეს ადამიანი უდიდესი პოეტია...
smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 17 2008, 02:57 PM
პოსტი #1314


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



syd
მართლა? ჰმ, რა საოცარი ადამიანი ყოფილა. smile.gif
კიდევ დადეთ აბა მისი ლექსები.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 17 2008, 03:05 PM
პოსტი #1315


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



k@the
ციტატა
მართლა? ჰმ, რა საოცარი ადამიანი ყოფილა.
კიდევ დადეთ აბა მისი ლექსები.



მე შენზე ვფიქრობ,
ღამის გადაღმა
ამოფეთქდება მალე ცისკარი.
ნეტავ მანახა, ნეტავ მანახა,
ნეტავ მანახა შენი სიზმარი.

იქნებ ზეცისკენ მიემართები,
დგას გაზაფხულის ლურჯი ხარება,
ან გეზმანება, რომ ხარ სანთელი
და გევედრები მე შებრალებას.

იქნებ მინდორზე დგეხარ შროშანად,
ქარს მოაქვს ჩემი ხმები შენამდე,
...ნეტავ მაშინაც, როცა შორსა ვართ,
ერთიმეორის სიზმრებს ვხედავდეთ.

smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 17 2008, 03:12 PM
პოსტი #1316


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(syd @ Nov 17 2008, 12:05 PM) *

...ნეტავ მაშინაც, როცა შორსა ვართ,
ერთიმეორის სიზმრებს ვხედავდეთ.

user.gif
მიზანში smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 17 2008, 05:57 PM
პოსტი #1317


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 17 2008, 06:49 PM
პოსტი #1318


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
...სადღაც კი გიჟი შეჰყურებს კედელს,
მერე ნელ–ნელა იხვევს თვალებს
და მთელი ძალით გარბის კედლისკენ
და თან საკუთარ თავსაც აჯერებს,
რომ იქ კედელი აღარ დახვდება –
თუნდაც იმიტომ, რომ გაბედა ეს ყველაფერი
და საკუთარ თავს
ეს ზღაპარი რომ დააჯერა...
და გარბის გიჟი თავგამეტებით
და თან არ სტოვებს ერთი შეკითხვა:
იქნება უკვე გასცდა ბარიერს?
ან იქნებ უკვე გადალახა საკუთარი უსუსურობა?
ჩერდება გიჟი, თვალებს იხსნის
და ძველებურად შეჰყურებს კედელს...
მერე ისევ ხუჭავს თვალებს
და იცინის დარწმუნებული,
რომ მან იმაზე მეტი შესძლო,
ვიდრე უნდოდა, –
რომ შეეშინდა კედელს მისი
და დაიხია თავადვე უკან...
მე კი მოვდივარ თვალახელილი
და ვხედავ, როგორ გიახლოვდები...



--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_a_M_o
პოსტი Nov 17 2008, 07:01 PM
პოსტი #1319


Me =)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 10-November 08
მდებარ.: In My Mind
წევრი № 5,925



ციტატა(syd @ Nov 17 2008, 02:52 PM) *

იცით რომელია ხარჩილავა? ალბათ თბილისის მეტროში ხშირად შეგხვედრიათ მაღალი, სუსტი, მელოტი კაცი. რომელიც ლექსებს კითხულობს ხოლმე ხმამაღლა და სასაცილოდ. ყველას გიჟი ჰგონია. ერთი ორმა თუ იცის რომ ეს ადამიანი უდიდესი პოეტია...
smile.gif

ვხვდები რომელზეც ლაპარაკობ, მაგრამ მართლა არ ვიცოდი რომ პოეტი იყო.. unsure.gif


--------------------
Sometimes i think.. sometimes i don't...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 17 2008, 07:08 PM
პოსტი #1320


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



T_a_M_o
არც მე ვიცოდი, ერთხელ გამოველაპარაკე და მაშინ მითხრა. არც კი მქონდა გაგონილი ვინაა ვახტანგ ხარჩილავა. და მერე კაი ხნის მერე ბიბლიოთეკაში წავაწყდი მის ლექსებს. ტომეულები ჰქონია გამოცემული.



--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 17 2008, 07:24 PM
პოსტი #1321


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''მზის კენწეროსთან დამინიშნე
ბოლო შეხვედრა,
მაინც დავთანხმდი პაემანს სიცხის,
მოველ და გიცდი,
ამოვცდი ღალატს,უნდობლობას,
ბევრიც შემემთხვა
ლამის ჩამინთქა ფიქრის გორამ...
როგორ მეძახდა ეჭვის ფერდობი
არა,არ მიველ,მიწყივ გენდობი...
მოდი,
ამოვქარგოთ ფერდობი მზის წილ
და ვიჩურჩულოთ უსასრულოდ,
გენდობი,
გიცდი...''

ეს ლექსი ეკუთვნის ნატო ღეჩუაშვილს.
მიხარია თუ ხარჩილავას პოეზიას იცნობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 03:03 PM
პოსტი #1322


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



წარმართის ლოცვა

გზნების გზებით წარმართული
ჭკნება სული წარმართული.
განსაცდელი მომაახლა
წუთისოფლის წამმა რთული.
გადაიქცა ჩონჩხად სიტყვა,
ისევ პასუხს ელის კითხვა
და სათქმელი რომ არ ახლა,
მანამდე ვერ გამოითქვა.
არსობისა დავთმე პური
და გულისხმა მართებული,
წამეკიდა ყველგან ცეცხლი,
ცემი ხელით დანთებული.
მზე ჩააქრო ქურუმისა
უგონობამ უკუნისამ,
აწ მას ველი, ვინც სიცოცხლე
სულს გაუსაუკუნისა.
ანგელოზი დაეცა
ანგელოსი დაეცა,
დაიცა!
არ გაიქცე, არ შეშინდე!
მე შენთან
შენს ამო- და შენს ჩა-სუნთქვას
დავიცავ,
არ შეშინდე, გთხოვ შემინდო,
დაიცა!
სამრეკლოზე ანგელოსი
დაეცა.

რ. ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 19 2008, 04:20 PM
პოსტი #1323


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''სასაკლაოზე გამოჰყავთ ხარი
და უწოდებენ ამას კორიდას,
ტორერო არის ძლიერ გამწყრალი
არ ენაღვლებათ ხარი ბევრი ჰყავთ....
და ხავის,ბღავის მაყურებელი
ალმური ასდით სიკვდილის ორთქლის,
პირუტყვს არა ჰყავს გამშველებელი
რაც მთავარია უპირველყოვლის.
მიიწურა და გაცვდა მეოცე
შუბლზე ველურის ბრჭყვიალებს დამღა,
რა პირით გვინდა ოცდამეერთეს
რაღაც ამგვარი ავუხსნათ მართლაც?''

ამ ლექსიის ავტორი გარდაიცვალა ისე, რომ კრებულის გამოქვეყნება ოცნებად დარჩა-ავთანდილ ბიგანიშვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 19 2008, 04:31 PM
პოსტი #1324


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''ამბავი ძველი,
სურათი მწველი,
შენ გიყვარს ერთი,
იმ ერთს კი შტერი-ფორმულა კრული
ცხოვრებით რთული,
გისკდება გული-გიკვნესის სული.
ფინალი ბნელი-უკუნი გრძელი
ოცნება შენი-ცილია შტერის.
ასეა ბედი-მომგვრელი ბნედის
ხანდახან მეფეს-შურს თავის გლეხის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 05:03 PM
პოსტი #1325


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



მაინც სოფელზე

ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.

-----------------------------------------------------

ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი!_
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს?_ წყაროსთან, მამამ
და ბრგე ჩაფივით მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
_ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და დარეკოს ახლა!_
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

-----------------------------------------------------

მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..


ნუკრი ბერეთელი

ბეღურები


შენ ახლა ისე შორს იყურები,
რომ ვერ შემამჩნიო, სულ არ მიკვირს.
სხედან ანტენაზე ბეღურები,
ჰგვანან დაშინებულ ჟურნალისტებს...

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებმორყეული აივნიდან.
თმაში ჩაბნეული სინგურები
ხელის შეხებაზე გაირინდნენ...

იქნებ დარდებისგან დავიცალოთ,
წამყე გოჩგოჩანა მდინარესთან,
ჩრდილში ოცნებები გაგიცვალო,
მერე გაგეპარო მძინარეს და

მინდვრად გაძებნინო სიყვარული,
იქვე დამალულმა_ჭრიჭინებთან,
შიში, ხმის ქვიტკირში შეპარული
როცა თვალებიდან იჭყიტება,

უნდა მივუხურო დარაბები,
(ცოტა დამიმდუღრავს ხელისგულებს...)
მერე თვალდახუჭულს ქარაფები_
საგულდაგულოდ რომ შევიგულე,

უნდა აგატარო დაისამდე...
მზეს აქ არაფერი დარჩენია,
მე კი უშენობით დავისაჯე!
იცი, უშენობა სასჯელია!

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებდამტვრეული აივნიდან.
ნახე_ დატუქსული ბეღურები
სულ სხვა ანტენაზე გადაფრინდნენ...

ნუკრი ბერეთელი


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 05:40 PM
პოსტი #1326


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.


სოფელი, ღამე და ჭრიჭინა,
სიმშვიდე წიგნივით მიჭირავს.
ნესტიან ლოგინში მძინარე
ხანდახან მდინარის წინა ვარ.

ტყეები სიყვარულს მიხსნიან,
მე ვიცი, ტყეები მიხსნიან.
ნისლიან ბილიკთა სირბილე,
შიშველი ტერფების სირბილი.

სოფელი ყველაზე მართალი,
სიზმარი კრუხივით დამფრთხალი.
წვიმების დილა და მამალი
ბალიშში წიგნივით დავმალე.


რატი ამაღლობელი



პ.ს. ჩვენც გვიყვარს ძმაო სოფელი, ეგრე კი არაა

smile.gif

Love is all

Why you want to cry when story is over,
Try to understand that you are free,
Free to go, fly away with wind,
fly away with wind.
Hey open your eyes, tell me how you feel,
Don’t cry, it’s hard to explain that love lives in pain,
Love is everywhere, love is all we have,
Love is all we feel, love is always free…
Love you more than ever, more than yesterday,
When you were mine, and now you are free to go,
Fly away with wind, fly away with wind.

ირაკლი ჩარკვიანი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 65 66 67 68 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 10:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი