IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 65 66 67 68 69 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 17 2008, 07:24 PM
პოსტი #1321


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''მზის კენწეროსთან დამინიშნე
ბოლო შეხვედრა,
მაინც დავთანხმდი პაემანს სიცხის,
მოველ და გიცდი,
ამოვცდი ღალატს,უნდობლობას,
ბევრიც შემემთხვა
ლამის ჩამინთქა ფიქრის გორამ...
როგორ მეძახდა ეჭვის ფერდობი
არა,არ მიველ,მიწყივ გენდობი...
მოდი,
ამოვქარგოთ ფერდობი მზის წილ
და ვიჩურჩულოთ უსასრულოდ,
გენდობი,
გიცდი...''

ეს ლექსი ეკუთვნის ნატო ღეჩუაშვილს.
მიხარია თუ ხარჩილავას პოეზიას იცნობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 03:03 PM
პოსტი #1322


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



წარმართის ლოცვა

გზნების გზებით წარმართული
ჭკნება სული წარმართული.
განსაცდელი მომაახლა
წუთისოფლის წამმა რთული.
გადაიქცა ჩონჩხად სიტყვა,
ისევ პასუხს ელის კითხვა
და სათქმელი რომ არ ახლა,
მანამდე ვერ გამოითქვა.
არსობისა დავთმე პური
და გულისხმა მართებული,
წამეკიდა ყველგან ცეცხლი,
ცემი ხელით დანთებული.
მზე ჩააქრო ქურუმისა
უგონობამ უკუნისამ,
აწ მას ველი, ვინც სიცოცხლე
სულს გაუსაუკუნისა.
ანგელოზი დაეცა
ანგელოსი დაეცა,
დაიცა!
არ გაიქცე, არ შეშინდე!
მე შენთან
შენს ამო- და შენს ჩა-სუნთქვას
დავიცავ,
არ შეშინდე, გთხოვ შემინდო,
დაიცა!
სამრეკლოზე ანგელოსი
დაეცა.

რ. ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 19 2008, 04:20 PM
პოსტი #1323


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''სასაკლაოზე გამოჰყავთ ხარი
და უწოდებენ ამას კორიდას,
ტორერო არის ძლიერ გამწყრალი
არ ენაღვლებათ ხარი ბევრი ჰყავთ....
და ხავის,ბღავის მაყურებელი
ალმური ასდით სიკვდილის ორთქლის,
პირუტყვს არა ჰყავს გამშველებელი
რაც მთავარია უპირველყოვლის.
მიიწურა და გაცვდა მეოცე
შუბლზე ველურის ბრჭყვიალებს დამღა,
რა პირით გვინდა ოცდამეერთეს
რაღაც ამგვარი ავუხსნათ მართლაც?''

ამ ლექსიის ავტორი გარდაიცვალა ისე, რომ კრებულის გამოქვეყნება ოცნებად დარჩა-ავთანდილ ბიგანიშვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 19 2008, 04:31 PM
პოსტი #1324


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''ამბავი ძველი,
სურათი მწველი,
შენ გიყვარს ერთი,
იმ ერთს კი შტერი-ფორმულა კრული
ცხოვრებით რთული,
გისკდება გული-გიკვნესის სული.
ფინალი ბნელი-უკუნი გრძელი
ოცნება შენი-ცილია შტერის.
ასეა ბედი-მომგვრელი ბნედის
ხანდახან მეფეს-შურს თავის გლეხის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 05:03 PM
პოსტი #1325


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



მაინც სოფელზე

ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.

-----------------------------------------------------

ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი!_
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს?_ წყაროსთან, მამამ
და ბრგე ჩაფივით მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
_ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და დარეკოს ახლა!_
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

-----------------------------------------------------

მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..


ნუკრი ბერეთელი

ბეღურები


შენ ახლა ისე შორს იყურები,
რომ ვერ შემამჩნიო, სულ არ მიკვირს.
სხედან ანტენაზე ბეღურები,
ჰგვანან დაშინებულ ჟურნალისტებს...

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებმორყეული აივნიდან.
თმაში ჩაბნეული სინგურები
ხელის შეხებაზე გაირინდნენ...

იქნებ დარდებისგან დავიცალოთ,
წამყე გოჩგოჩანა მდინარესთან,
ჩრდილში ოცნებები გაგიცვალო,
მერე გაგეპარო მძინარეს და

მინდვრად გაძებნინო სიყვარული,
იქვე დამალულმა_ჭრიჭინებთან,
შიში, ხმის ქვიტკირში შეპარული
როცა თვალებიდან იჭყიტება,

უნდა მივუხურო დარაბები,
(ცოტა დამიმდუღრავს ხელისგულებს...)
მერე თვალდახუჭულს ქარაფები_
საგულდაგულოდ რომ შევიგულე,

უნდა აგატარო დაისამდე...
მზეს აქ არაფერი დარჩენია,
მე კი უშენობით დავისაჯე!
იცი, უშენობა სასჯელია!

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებდამტვრეული აივნიდან.
ნახე_ დატუქსული ბეღურები
სულ სხვა ანტენაზე გადაფრინდნენ...

ნუკრი ბერეთელი


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 05:40 PM
პოსტი #1326


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.


სოფელი, ღამე და ჭრიჭინა,
სიმშვიდე წიგნივით მიჭირავს.
ნესტიან ლოგინში მძინარე
ხანდახან მდინარის წინა ვარ.

ტყეები სიყვარულს მიხსნიან,
მე ვიცი, ტყეები მიხსნიან.
ნისლიან ბილიკთა სირბილე,
შიშველი ტერფების სირბილი.

სოფელი ყველაზე მართალი,
სიზმარი კრუხივით დამფრთხალი.
წვიმების დილა და მამალი
ბალიშში წიგნივით დავმალე.


რატი ამაღლობელი



პ.ს. ჩვენც გვიყვარს ძმაო სოფელი, ეგრე კი არაა

smile.gif

Love is all

Why you want to cry when story is over,
Try to understand that you are free,
Free to go, fly away with wind,
fly away with wind.
Hey open your eyes, tell me how you feel,
Don’t cry, it’s hard to explain that love lives in pain,
Love is everywhere, love is all we have,
Love is all we feel, love is always free…
Love you more than ever, more than yesterday,
When you were mine, and now you are free to go,
Fly away with wind, fly away with wind.

ირაკლი ჩარკვიანი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 05:49 PM
პოსტი #1327


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ნუკრი ბერეთელი

ჩემი სიკვდილი


ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.

ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!

სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..

წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ,თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...




--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 19 2008, 08:18 PM
პოსტი #1328


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



''აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ
''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს''
ო! ისე ლამაზად მეყვარები
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს
არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ
''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--დათო კრაწაშვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Nov 20 2008, 12:30 AM
პოსტი #1329


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ბავშვს ვაკოცე
და გავხედე დასალიერს:
ყველა ბავშვში სძინავს მოცარტს
და სალიერს!

ვახტანგ ჯავახაძე


პ.ს. ესეც ჩემი მე-2000 საიუბილეო პოსტი rolleyes.gif biggrin.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 20 2008, 03:22 PM
პოსტი #1330


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ხომ არ გეწყინებათ ჩემი რომ გიწოდოთ,
თავი რომ მოვიტყუო ხომ არ გეწყინებათ?

თქვენ მე ყოველდღე მხედავთ ქუჩაში
და ალბათ ეჭვიც არ გაგაჩნიათ,
რომ უკვე თითქმის ერთი წელია
რაც ამ ქვეყნისთვის აღარ არსებობთ,
რომ უკვე თითქმის ერთი წელია,
რაც მე მეკუთვნით.

ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ,
მინებს იქით კი წვიმს ძველებურად,
ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე.

ოცნებას ვიწყებ:

მზის სხივებში გახვეულა ზღვის სანაპირო,
მე მზისგან გამთბარ ქვიშაზე ვწევარ
და მოთენთილი მზერით შევყურებ -
როგორ ამოდის ტალღებიდან შიშველი ქალი.
თავს არ ვიტყუებ, შიშველი ქალი
ანტიკური ზღაპრებიდან მოვლენილი ამორძალია,
შევყურებ და კარგად ვიცი -
ეს ქალი თქვენ ხართ...

და ამიტომაც მომიტევეთ, კი არ გაღმერთებთ,
მხოლოდ და მხოლოდ მიყვარხართ და ესეც ბევრია!..

რა ვქნა ძვირფასო თეთრი პრინცი არც მე გახლავართ
და არც ქვიშაზე ვარ მიწოლილი -
ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ,
მინებს იქით კი წვიმს ძველებურად.

ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე.

ზ.რ.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 20 2008, 03:57 PM
პოსტი #1331


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



30 ვერცხლი

მაშინ, როცა ნაზარეველს მიუსაჯეს გოლგოთა,
ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და
თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, -
თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!

ვახტანგ ჯავახაძე


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 20 2008, 04:08 PM
პოსტი #1332


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ნიკა ჩერქეზიშვილი


ციფრი ოცდაექვსი ფერი წითელი


ვის ეფერება ეს ცხოვრება,
კარგი რა,
მართლა,
გაემეტები,
მოგადგება,
გირტყამს და გაგდებს...
სხვა შეიძლება ვერაფერი,
ამას კი ნაღდად
ვხედავ და
მახსოვს ბოლო ფსონი
ტკივილზე დავდე.
ციფრი?...
სამჯერ რვა -
ოცდაოთხი,
ფერი - წითელი,
დააწყობ "ფიშკებს",
ბედი ისევ უკან ალაგებს...
განგებამ ყალბი განაჩენი გამოიტანა -
როცა ეგონათ მოიგოო,
მაშინ წავაგე.
მაგრამ...
ამ აზარტს,
სიჯიუტეს,
ჟინს არ მოვეშვი,
ვგრძნობდი ყოველთვის
განსხვავებას,
იღბალს იშვიათს,
რა ვქნა,
არ მხიბლავს,
ვერ ვიგუე ცურვა მდორეში,
ყოველთვის იმას ვეტანები,
რასაც მიშლიან.
ახლა ციფრია ოცდაექვსი,
ფერი - წითელი,
ჰო...
დრო იცვლება,
ძველებურად მე ვარ უცვლელი...
ნახშირორჟანგი ფილტვებიდან ამოვიტანე
და...
ჩემზე ფიქრით ისევ სტკივა სიკვდილს მუცელი.
ჰოდა,
სტკიოდეს,
დღეს ცხოვრება არის ჰაერი,
ძირს დაგდებული დედამიწა ფეხზე მოვირგე,
რადგან განგება მაინც არის რაღაცნაირი,
ყველას ჰგონია წააგოო,
მე კი...
მოვიგე.


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 20 2008, 04:16 PM
პოსტი #1333


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



(ნაწყვეტები ჩემი საყვარელი ლექსიდან)

...მეჩვენება რომ მე ვარ ქურდი
და მარადიულ გამოფენის ძველი კედლიდან
მე გავიტაცე სიყვარული, როგორც შედევრი,
და სიცრუეა, რომ ნაქურდალს გემოც მეტი აქვს!..

...ჩემს გაჩენამდე სიყვარული არ არსებობდა
და მე ვიყავი ვინც ეს გრძნობა გამოვიგონე!
და ვბოდავ, ვიცი ბოდვა არის ჩემი სიტყვები
და მომიტევონ შენმა დიდმა, ფართო თვალებმა,
თუ გავაწბილე მათი ხარბი მოუთმენლობა -
მაგრამ ბოდვასაც ხომ სჭირდება კლასიკოსები!..

და ან მითხარით იმ ღირსეულ პერსონებიდან,
რომელთა ჩემთან შედარებაც უხერხულია,
ვის ჰყოფნის ძალა - დაიგუბონ სულში სიგიჟე,
როცა საკუთარ სიყვარულზე გეშს აიღებენ.

რა ქნას ცხოვრებამ- ის საკუთარ საქმეს აკეთებს
და არც ისეთი მოკლე არის, ჩვენ რომ ვაბრალებთ
და რა ქნას, როგორც დაევალა, ისე გვექცევა:
დროის პრიზმაში ვით ფოტო-ფირს ისე გვამჟღავნებს...

ზვიად რატიანი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 20 2008, 04:30 PM
პოსტი #1334


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ახლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)
გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს_
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების...

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს_მაისის ქარს,_ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან...
დები იტირებენ ალბათ "ძამულიკოს".

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს...
ძვლები გათეთრდება_ დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.

მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,
თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.

ნუკრი ბერეთელი


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 20 2008, 05:02 PM
პოსტი #1335


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კარგით ეხლა, ასე მალ-მალე ნუ დებთ ლექსებს, სამუშაო მაქვს!
ზოგი საღამოს, ზოგი ხვალ biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 20 2008, 05:23 PM
პოსტი #1336


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ფიროსმანი

თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან,
ქართული ჩოხით... ძველი ხალათით...
ის დადიოდა,როგორც ლეგენდა,
ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...

საით წავიდა, არავინ იცის,
მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი,
მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი
გაოცებული ფიროსმანივით

სევარიონ ნადირაძე


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 20 2008, 10:02 PM
პოსტი #1337


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



შეშლილი

''ისინი ამბობენ,რომ ლექსისთვის საზიანოა
მის შესახებ ლაპარაკი,ვიდრე დაასრულებ.
თუ შენს გარეთ დროზე ადრე გაახედე,გვაფრთხილებენ,
შეიძლება გაფრინდეს და ვეღარც დაიჭერ.
მე მათ სავსებით ვეთანხმები.
ხომ გახსოვს ღამე,როცა გითხარი,
რომ მინდოდა დამეწერა ლექსი შეშლილზე
(ეს სახელი გაზეთებმა ნაჩქარევად გამოუძებნეს),
რომელიც დანით და ჩაქუჩით, და არა კალმით,
თავს დაესხა ხელოვნებას
პრაღისა და ამსტერდამის მუზეუმში.
''ისინი არიან ნამდვილი მხატვრები'',
თქვი შენ და ჭიქაში ჩააგდე ყინული,
''სახრახნისი- მათი ფუნჯია''.

''ვანდალი-რესტავრატორია'',
განაგრძობდი და თან ყინულს ურევდი კოვზით,
''თუ ვინმეა ბარბაროსი,-რესტავრატორი,
თეთრი ხალათით შემოსილი,როგორც ექიმი,
რომელიც კერავს პეიზაჟის ღია ჭრილობებს
და ანგრევს ნამდვილ ხელოვნებას,ხელოვნებას
ნანგრევების
და შეშლილობის''


შესავალი პოეზიისთვის

''მე ვთხოვ მათ, აიღონ ლექსი
და გახედონ სინათლეზე,
როგორც ფერად სლაიდს,
ან მიაყურადონ ზუზუნს მის შიგნით.
ვუთხარი,ჩასვან ლექსში თაგვი
და უყურონ, როგორ გამოიკვლევს იქიდან გზას.
ანდა თვითონ შეაბიჯონ ლექსის ოთახში
და ხელის ცეცებით ეძებონ ჩამრთველი.
ანდა ისრიალონ ლექსის ზედაპირზე წყლის თხილამურებით
და ხელი უქნიონ ავტორის სახელს,
ნაპირზე დარჩენილს.
მაგრამ მათ მხოლოდ ერთი უნდათ-
ლექსი ბაწრით მიაბან სკამზე
და წამებით გამოსძალონ აღიარება.
უკვე ურტყამენ რეზინის ხელკეტს,
რომ ათქმევინონ,რაა მასში ნაგულისხმები.''


ლექსის ავტორია ბილი კოლინზი,თარგმნა ზვიად რატიანმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 20 2008, 10:03 PM
პოსტი #1338


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
ლექსის ავტორია ბილი კოლინზი,თარგმნა ზვიად რატიანმა.


rolleyes.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 20 2008, 10:08 PM
პოსტი #1339


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



qalbatonimrcheveli
ორიგინალისთვისაც რო შეგვეხედა კარგი იქნებოდა smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Nov 20 2008, 10:42 PM
პოსტი #1340


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



სამწუხაროდ ორიგინალი ვერ მოვიპოვე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 65 66 67 68 69 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 02:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი