სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| xevsuri |
Nov 19 2008, 05:49 PM
პოსტი
#1327
|
|
კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 |
ნუკრი ბერეთელი
ჩემი სიკვდილი ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო. ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების... ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო, მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება. ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო... რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?! სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ! სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს, რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ... მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს! უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!.. წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს; (ვინ გხედავთ,თვალებო, დარდით რომ მევსებით.) მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_ ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით... -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
| qalbatonimrcheveli |
Nov 19 2008, 08:18 PM
პოსტი
#1328
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-September 08 წევრი № 5,749 |
''აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ, მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები, მათ ახლად ახელილ თვალებს'' ო! ისე ლამაზად მეყვარები შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ, არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--დათო კრაწაშვილი. |
| T I K O |
Nov 20 2008, 12:30 AM
პოსტი
#1329
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ბავშვს ვაკოცე
და გავხედე დასალიერს: ყველა ბავშვში სძინავს მოცარტს და სალიერს! ვახტანგ ჯავახაძე პ.ს. ესეც ჩემი მე-2000 საიუბილეო პოსტი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Nov 20 2008, 03:22 PM
პოსტი
#1330
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ხომ არ გეწყინებათ ჩემი რომ გიწოდოთ,
თავი რომ მოვიტყუო ხომ არ გეწყინებათ? თქვენ მე ყოველდღე მხედავთ ქუჩაში და ალბათ ეჭვიც არ გაგაჩნიათ, რომ უკვე თითქმის ერთი წელია რაც ამ ქვეყნისთვის აღარ არსებობთ, რომ უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მე მეკუთვნით. ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ, მინებს იქით კი წვიმს ძველებურად, ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე. ოცნებას ვიწყებ: მზის სხივებში გახვეულა ზღვის სანაპირო, მე მზისგან გამთბარ ქვიშაზე ვწევარ და მოთენთილი მზერით შევყურებ - როგორ ამოდის ტალღებიდან შიშველი ქალი. თავს არ ვიტყუებ, შიშველი ქალი ანტიკური ზღაპრებიდან მოვლენილი ამორძალია, შევყურებ და კარგად ვიცი - ეს ქალი თქვენ ხართ... და ამიტომაც მომიტევეთ, კი არ გაღმერთებთ, მხოლოდ და მხოლოდ მიყვარხართ და ესეც ბევრია!.. რა ვქნა ძვირფასო თეთრი პრინცი არც მე გახლავართ და არც ქვიშაზე ვარ მიწოლილი - ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ, მინებს იქით კი წვიმს ძველებურად. ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე. ზ.რ. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Nov 20 2008, 03:57 PM
პოსტი
#1331
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
30 ვერცხლი
მაშინ, როცა ნაზარეველს მიუსაჯეს გოლგოთა, ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, - თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად! ვახტანგ ჯავახაძე -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| xevsuri |
Nov 20 2008, 04:08 PM
პოსტი
#1332
|
|
კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 |
ნიკა ჩერქეზიშვილი
ციფრი ოცდაექვსი ფერი წითელი ვის ეფერება ეს ცხოვრება, კარგი რა, მართლა, გაემეტები, მოგადგება, გირტყამს და გაგდებს... სხვა შეიძლება ვერაფერი, ამას კი ნაღდად ვხედავ და მახსოვს ბოლო ფსონი ტკივილზე დავდე. ციფრი?... სამჯერ რვა - ოცდაოთხი, ფერი - წითელი, დააწყობ "ფიშკებს", ბედი ისევ უკან ალაგებს... განგებამ ყალბი განაჩენი გამოიტანა - როცა ეგონათ მოიგოო, მაშინ წავაგე. მაგრამ... ამ აზარტს, სიჯიუტეს, ჟინს არ მოვეშვი, ვგრძნობდი ყოველთვის განსხვავებას, იღბალს იშვიათს, რა ვქნა, არ მხიბლავს, ვერ ვიგუე ცურვა მდორეში, ყოველთვის იმას ვეტანები, რასაც მიშლიან. ახლა ციფრია ოცდაექვსი, ფერი - წითელი, ჰო... დრო იცვლება, ძველებურად მე ვარ უცვლელი... ნახშირორჟანგი ფილტვებიდან ამოვიტანე და... ჩემზე ფიქრით ისევ სტკივა სიკვდილს მუცელი. ჰოდა, სტკიოდეს, დღეს ცხოვრება არის ჰაერი, ძირს დაგდებული დედამიწა ფეხზე მოვირგე, რადგან განგება მაინც არის რაღაცნაირი, ყველას ჰგონია წააგოო, მე კი... მოვიგე. -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
| ႲႭႡႰႠႬ |
Nov 20 2008, 04:16 PM
პოსტი
#1333
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
(ნაწყვეტები ჩემი საყვარელი ლექსიდან)
...მეჩვენება რომ მე ვარ ქურდი და მარადიულ გამოფენის ძველი კედლიდან მე გავიტაცე სიყვარული, როგორც შედევრი, და სიცრუეა, რომ ნაქურდალს გემოც მეტი აქვს!.. ...ჩემს გაჩენამდე სიყვარული არ არსებობდა და მე ვიყავი ვინც ეს გრძნობა გამოვიგონე! და ვბოდავ, ვიცი ბოდვა არის ჩემი სიტყვები და მომიტევონ შენმა დიდმა, ფართო თვალებმა, თუ გავაწბილე მათი ხარბი მოუთმენლობა - მაგრამ ბოდვასაც ხომ სჭირდება კლასიკოსები!.. და ან მითხარით იმ ღირსეულ პერსონებიდან, რომელთა ჩემთან შედარებაც უხერხულია, ვის ჰყოფნის ძალა - დაიგუბონ სულში სიგიჟე, როცა საკუთარ სიყვარულზე გეშს აიღებენ. რა ქნას ცხოვრებამ- ის საკუთარ საქმეს აკეთებს და არც ისეთი მოკლე არის, ჩვენ რომ ვაბრალებთ და რა ქნას, როგორც დაევალა, ისე გვექცევა: დროის პრიზმაში ვით ფოტო-ფირს ისე გვამჟღავნებს... ზვიად რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| xevsuri |
Nov 20 2008, 04:30 PM
პოსტი
#1334
|
|
კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 |
ახლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება) გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს_ ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების... მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს, ღიმილს_მაისის ქარს,_ხეებს დაურიგოს. სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან... დები იტირებენ ალბათ "ძამულიკოს". მერე დაიწყება წლები დავიწყების, ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს... ძვლები გათეთრდება_ დედის საფიცრები, მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც. მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს. (ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!) მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე, ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე, ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე, თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი. ნუკრი ბერეთელი -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
| k@the |
Nov 20 2008, 05:02 PM
პოსტი
#1335
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კარგით ეხლა, ასე მალ-მალე ნუ დებთ ლექსებს, სამუშაო მაქვს!
ზოგი საღამოს, ზოგი ხვალ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
| xevsuri |
Nov 20 2008, 05:23 PM
პოსტი
#1336
|
|
კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 |
ფიროსმანი
თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან, ქართული ჩოხით... ძველი ხალათით... ის დადიოდა,როგორც ლეგენდა, ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი... საით წავიდა, არავინ იცის, მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი, მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი გაოცებული ფიროსმანივით სევარიონ ნადირაძე -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
| qalbatonimrcheveli |
Nov 20 2008, 10:02 PM
პოსტი
#1337
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-September 08 წევრი № 5,749 |
შეშლილი
''ისინი ამბობენ,რომ ლექსისთვის საზიანოა მის შესახებ ლაპარაკი,ვიდრე დაასრულებ. თუ შენს გარეთ დროზე ადრე გაახედე,გვაფრთხილებენ, შეიძლება გაფრინდეს და ვეღარც დაიჭერ. მე მათ სავსებით ვეთანხმები. ხომ გახსოვს ღამე,როცა გითხარი, რომ მინდოდა დამეწერა ლექსი შეშლილზე (ეს სახელი გაზეთებმა ნაჩქარევად გამოუძებნეს), რომელიც დანით და ჩაქუჩით, და არა კალმით, თავს დაესხა ხელოვნებას პრაღისა და ამსტერდამის მუზეუმში. ''ისინი არიან ნამდვილი მხატვრები'', თქვი შენ და ჭიქაში ჩააგდე ყინული, ''სახრახნისი- მათი ფუნჯია''. ''ვანდალი-რესტავრატორია'', განაგრძობდი და თან ყინულს ურევდი კოვზით, ''თუ ვინმეა ბარბაროსი,-რესტავრატორი, თეთრი ხალათით შემოსილი,როგორც ექიმი, რომელიც კერავს პეიზაჟის ღია ჭრილობებს და ანგრევს ნამდვილ ხელოვნებას,ხელოვნებას ნანგრევების და შეშლილობის'' შესავალი პოეზიისთვის ''მე ვთხოვ მათ, აიღონ ლექსი და გახედონ სინათლეზე, როგორც ფერად სლაიდს, ან მიაყურადონ ზუზუნს მის შიგნით. ვუთხარი,ჩასვან ლექსში თაგვი და უყურონ, როგორ გამოიკვლევს იქიდან გზას. ანდა თვითონ შეაბიჯონ ლექსის ოთახში და ხელის ცეცებით ეძებონ ჩამრთველი. ანდა ისრიალონ ლექსის ზედაპირზე წყლის თხილამურებით და ხელი უქნიონ ავტორის სახელს, ნაპირზე დარჩენილს. მაგრამ მათ მხოლოდ ერთი უნდათ- ლექსი ბაწრით მიაბან სკამზე და წამებით გამოსძალონ აღიარება. უკვე ურტყამენ რეზინის ხელკეტს, რომ ათქმევინონ,რაა მასში ნაგულისხმები.'' ლექსის ავტორია ბილი კოლინზი,თარგმნა ზვიად რატიანმა. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Nov 20 2008, 10:03 PM
პოსტი
#1338
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ციტატა ლექსის ავტორია ბილი კოლინზი,თარგმნა ზვიად რატიანმა. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| k@the |
Nov 20 2008, 10:08 PM
პოსტი
#1339
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
qalbatonimrcheveli
ორიგინალისთვისაც რო შეგვეხედა კარგი იქნებოდა -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
| qalbatonimrcheveli |
Nov 20 2008, 10:42 PM
პოსტი
#1340
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-September 08 წევრი № 5,749 |
სამწუხაროდ ორიგინალი ვერ მოვიპოვე.
|
| qalbatonimrcheveli |
Nov 24 2008, 12:44 PM
პოსტი
#1341
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-September 08 წევრი № 5,749 |
''მალ-მალე უნდა ხვდებოდეს
გულს სიყვარულის მახვილი,- თორემ იქნები ეული, მიტოვებული სახლივით, უსიხარულოდ ნატანჯი, უსიხარულოდ დაღლილი, უმზეო გზებით მავალი, უმზეო ცეცხლზე დახრილი. რომ დეკემბერშიც გესმოდეს მელოდიები აპრილის: რომ უდაბნოშიც თვალს გჭრიდეს ოქრო,უფლისგან დაღვრილი: რომ შენში მუდამ ფეთქავდეს მზე,ტანზე იებდაყრილი,- მალ-მალე უნდა ხვდებოდეს, ზესკნელებიდან სწვდებოდეს გულს სიყვარულის მახვილი!'' ''დიდი ხნის მონატრებულს შუბლით შუბლზე რომ მიეყრდნობი, დახუჭულ თვალებით ერთმანეთის უთქმელ სიტყვებს რომ დაინახავთ,- მაშინ გულები, როგორც ბედნიერი ქედნები, ჩამოსხდებიან უფლის ხელისგულზე და სიყვარულის საგალობელს იღუღუნებენ....'' ''კაცი ცეცხლი და ზვავია, ქალი წყარო და ოქროა. სიკეთე უფლისეული ქალში ათასჯერ უფროა. თუ წახვალ,სიმარტოვეში გაუხუნდება მერდინი, სევდისას დაიღუღუნებს ფრთამოტეხილი მტრედივით. კაცი ელვა და ხმალია, ქვის და ფოლადის მჭრელია. ქალი სამოთხის სითბოა, გულის ფიქრებით ბრძენია. კაცი ვერ გადაეჩვევა ომს და მგელივით ხეტიალს. ნექტარი სიყვარულისა თუ ცრემლი სიბრალულისა ქალში ათასჯერ მეტია!'' ვაჯა ხორანაული |
| Nefertiti |
Nov 28 2008, 08:31 PM
პოსტი
#1342
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
მე სიყვარულში აწი ვეღარ გამოგიტყდები... ვეღარ გაგიმხელ ჩემი გულის მწარე იარებს ... და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები, წადი!!!! იარე!!! საუბედუროდ, შენთან ახლოს ვერ გავჩერდები... გრძნობები ჩემი ცივი ხელით დაარიალე... ვიცი, რომ ტკბილად ორივენი ვერ დავბერდებით, გასწი!!! იარე!!! ო, საბოლოოდ მივხვდი ყოველს, მივხვდი და ვნანობ... დამახრჩობს, ალბათ შავ გრძნობების ავი მდინარე მე შენ გეძახი , მაგრამ , რადგან წასვლა გიბრძანე ... მოიცა.... ანდა.... ვაი, რა ვქნა... ..... წადი.................. იარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| Nefertiti |
Nov 30 2008, 10:11 PM
პოსტი
#1343
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
teo... tee ხო, მეც ძალიან მომწონს სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა... ვერ გაიგებ რა... ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან, აღარ ჩანდა გზა, მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი, რა დამღლიდა სხვა. მინდა, ისევ ოცნებების გადავცურო ზღვა, იქ, ნაპირზე მელოდება შენ კი არა... სხვა... მინდა,მინდა რაღაც გითხრა, ვერ გავბედე თქმა, როგორ მინდა სანატრელი კვლავ მესმოდეს ხმა!.. წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა ... მეც ვერ მივხვდი რა... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| *ნინო* |
Dec 1 2008, 10:23 PM
პოსტი
#1344
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
''აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ, მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები, მათ ახლად ახელილ თვალებს'' ო! ისე ლამაზად მეყვარები შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ, არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--დათო კრაწაშვილი. ვაიმეეე, გამაჟრიალა |
| *ნინო* |
Dec 1 2008, 11:03 PM
პოსტი
#1345
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
მე სიყვარულში აწი ვეღარ გამოგიტყდები... ვეღარ გაგიმხელ ჩემი გულის მწარე იარებს ... და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები, წადი!!!! იარე!!! საუბედუროდ, შენთან ახლოს ვერ გავჩერდები... გრძნობები ჩემი ცივი ხელით დაარიალე... ვიცი, რომ ტკბილად ორივენი ვერ დავბერდებით, გასწი!!! იარე!!! ო, საბოლოოდ მივხვდი ყოველს, მივხვდი და ვნანობ... დამახრჩობს, ალბათ შავ გრძნობების ავი მდინარე მე შენ გეძახი , მაგრამ , რადგან წასვლა გიბრძანე ... მოიცა.... ანდა.... ვაი, რა ვქნა... ..... წადი.................. იარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
| nino_ni |
Dec 2 2008, 09:10 PM
პოსტი
#1346
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ციტატა ''აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ, მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები, მათ ახლად ახელილ თვალებს'' ო! ისე ლამაზად მეყვარები შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ, არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--დათო კრაწაშვილი მეც ძალიან მომეწონა -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th April 2026 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი