![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
qalbatonimrcheveli |
![]()
პოსტი
#1341
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-September 08 წევრი № 5,749 ![]() |
''მალ-მალე უნდა ხვდებოდეს
გულს სიყვარულის მახვილი,- თორემ იქნები ეული, მიტოვებული სახლივით, უსიხარულოდ ნატანჯი, უსიხარულოდ დაღლილი, უმზეო გზებით მავალი, უმზეო ცეცხლზე დახრილი. რომ დეკემბერშიც გესმოდეს მელოდიები აპრილის: რომ უდაბნოშიც თვალს გჭრიდეს ოქრო,უფლისგან დაღვრილი: რომ შენში მუდამ ფეთქავდეს მზე,ტანზე იებდაყრილი,- მალ-მალე უნდა ხვდებოდეს, ზესკნელებიდან სწვდებოდეს გულს სიყვარულის მახვილი!'' ''დიდი ხნის მონატრებულს შუბლით შუბლზე რომ მიეყრდნობი, დახუჭულ თვალებით ერთმანეთის უთქმელ სიტყვებს რომ დაინახავთ,- მაშინ გულები, როგორც ბედნიერი ქედნები, ჩამოსხდებიან უფლის ხელისგულზე და სიყვარულის საგალობელს იღუღუნებენ....'' ''კაცი ცეცხლი და ზვავია, ქალი წყარო და ოქროა. სიკეთე უფლისეული ქალში ათასჯერ უფროა. თუ წახვალ,სიმარტოვეში გაუხუნდება მერდინი, სევდისას დაიღუღუნებს ფრთამოტეხილი მტრედივით. კაცი ელვა და ხმალია, ქვის და ფოლადის მჭრელია. ქალი სამოთხის სითბოა, გულის ფიქრებით ბრძენია. კაცი ვერ გადაეჩვევა ომს და მგელივით ხეტიალს. ნექტარი სიყვარულისა თუ ცრემლი სიბრალულისა ქალში ათასჯერ მეტია!'' ვაჯა ხორანაული |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1342
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
მე სიყვარულში აწი ვეღარ გამოგიტყდები... ვეღარ გაგიმხელ ჩემი გულის მწარე იარებს ... და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები, წადი!!!! იარე!!! საუბედუროდ, შენთან ახლოს ვერ გავჩერდები... გრძნობები ჩემი ცივი ხელით დაარიალე... ვიცი, რომ ტკბილად ორივენი ვერ დავბერდებით, გასწი!!! იარე!!! ო, საბოლოოდ მივხვდი ყოველს, მივხვდი და ვნანობ... დამახრჩობს, ალბათ შავ გრძნობების ავი მდინარე მე შენ გეძახი , მაგრამ , რადგან წასვლა გიბრძანე ... მოიცა.... ანდა.... ვაი, რა ვქნა... ..... წადი.................. იარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1343
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
teo... tee ხო, მეც ძალიან მომწონს ![]() სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი ![]() წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა... ვერ გაიგებ რა... ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან, აღარ ჩანდა გზა, მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი, რა დამღლიდა სხვა. მინდა, ისევ ოცნებების გადავცურო ზღვა, იქ, ნაპირზე მელოდება შენ კი არა... სხვა... მინდა,მინდა რაღაც გითხრა, ვერ გავბედე თქმა, როგორ მინდა სანატრელი კვლავ მესმოდეს ხმა!.. წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა ... მეც ვერ მივხვდი რა... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1344
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
''აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ, მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები, მათ ახლად ახელილ თვალებს'' ო! ისე ლამაზად მეყვარები შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ, არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--დათო კრაწაშვილი. ვაიმეეე, გამაჟრიალა ![]() ![]() |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1345
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
მე სიყვარულში აწი ვეღარ გამოგიტყდები... ვეღარ გაგიმხელ ჩემი გულის მწარე იარებს ... და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები, წადი!!!! იარე!!! საუბედუროდ, შენთან ახლოს ვერ გავჩერდები... გრძნობები ჩემი ცივი ხელით დაარიალე... ვიცი, რომ ტკბილად ორივენი ვერ დავბერდებით, გასწი!!! იარე!!! ო, საბოლოოდ მივხვდი ყოველს, მივხვდი და ვნანობ... დამახრჩობს, ალბათ შავ გრძნობების ავი მდინარე მე შენ გეძახი , მაგრამ , რადგან წასვლა გიბრძანე ... მოიცა.... ანდა.... ვაი, რა ვქნა... ..... წადი.................. იარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ![]() ![]() ![]() |
nino_ni |
![]()
პოსტი
#1346
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ციტატა ''აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ, მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები, მათ ახლად ახელილ თვალებს'' ო! ისე ლამაზად მეყვარები შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ, არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--დათო კრაწაშვილი მეც ძალიან მომეწონა ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#1347
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
[quote name='teo... tee' date='Dec 3 2008, 04:38 PM' post='432814']
*** ახლა რაც უნდა გითხრა, ალბათ შენც კარგად ხვდები - ვიცხოვრე... დავიღალე... კარგად იყავი... ვხტები! ![]() ![]() ![]() -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1348
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
რა შორს წავედი საკუთარი თავიდან შენში... ვინ იფიქრებდა... ერთხელ მაინც გეთქვა: შეჩერდი... რომ საშიშია შენი სიღრმე და რომ უკან ვერასოდეს ვერ დავბრუნდები... რამდენი რამე დაგაბრალე, ხედავ? იყვირე, რომ სიცრუეა ყველაფერი და რასაც ვყვები შენზე და შენში - ერთი ღამის სიზმარი იყო... იყვირე, გესმის? გამომაღვიძე... გამომაფხიზლე შენი ძილიდან... მითხარი: რისთვის შემოვეხეტე, რა დამკარგვია, ან რას დავეძებ?!!... ხმა ამოიღე, რამე მითხარი და რასაც მეტყვი, აღარ დავეძებ... რა შორს წავედი საკუთარი თავიდან შენში. ((((((((((((((((((((((((((((((((((((( -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1349
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ხშირად ჩემზე ისე გეცინება... და მეც სულელივით განვიცდი, შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი. . . მინდა ყველაფერი დავივიწყო, გაქრა სულყველაფრის ხალისი. . . მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა, შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი. . . წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა, თავქვეშ დარდის მედო ბალიში. . . იქნებ მოგენატრე??? ოი, გამახსენდა . . . შენ ხომ მონატრება არ იცი. . . -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1350
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
ასეთ მონატრებას,არეულ ფიქრებს, როგორ ცოდნია დაღლა!
ეხლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას,ვერავინ დამიშლის ალბათ... მაგრამ რომ მოვიდე,რატომ მოვედითქო,რისთვის მოვედითქო რა ვთქვა? შენ რომ ვერ გაიგო,ჩემი ტკივილები, შენ რომ ვერ მიმიხვდე,რა ვქნა? უკან დასახევი გზები მოჭრილია,სხვა გამოსავალი, არ ჩანს!... შენ უნდა გაიგო,თუ როგორ მიყვარხარ,ეს ერთი იმედი დამრჩა!... ![]() |
d.p |
![]()
პოსტი
#1351
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
ჩაწვდით
![]() Сидя на красивом холме Сидя на красивом холме, Я часто вижу сны, и вот, что кажется мне: Что дело не в деньгах, и не в количестве женщин, И не в старом фольклоре, и не в Новой Волне - Но мы идем вслепую в странных местах, И все, что есть у нас - это радость и страх, Страх, что мы хуже, чем можем, И радость того, что все в надежных руках; И в каждом сне Я никак не могу отказаться, И куда-то бегу, но когда я проснусь, Я надеюсь, ты будешь со мной... |
შაკო |
![]()
პოსტი
#1352
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 ![]() |
„თუმც შუბლზე მთვარის ნათელი ვიცხე, ჯავრის მორევი ხშირად მიძირავს... ფოთოლცვენისა თუ გინდა მკითხე, ვარდობისთვისა არა ვიცი რა. წუთისოფელმა, სხვისთვის რომ ილხენს, მე დედინაცვლის თვალით მიცქირა, თუ მოისურვებ დარდისა მკითხე, უდარდობისა არა ვიცი რა. ნუ მემუქრები ყინვით და სეტყვით, მე სხვისი უფრო მაკრთობს ციმციმა, სიყვარულისას თუ გინდა გეტყვი, სიძულვილისა არა ვიცი რა...“ ძალიან კარგია ![]() -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
ნინო777 |
![]()
პოსტი
#1353
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 8-December 08 წევრი № 6,074 ![]() |
ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია! ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს; დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია, თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია. ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია, ხშირად ეშლებათ ყველა მეფე კაცი ჰგონიათ, როდესაც ხალხი შენით ცოცხლობს მაშინ გაიგებ როცა შენს გვერდით უხარიათ ყოფნა პაიკებს. შენი ღირსება სიყვარულში გადაიცვლება, როცა მეფობა კაცობაზე გარდაიცვლება და იცით მაშინ, დედოფლობა რა ადვილია??!! გეამაყება რომ მთელი გზა, კაცთან გივლია.
|
likka |
![]()
პოსტი
#1354
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
d.p
ციტატა И куда-то бегу, но когда я проснусь, Я надеюсь, ты будешь со мной... ვაფასებ მე, გენიკ, შენს პოეტურ წიაღსვლებს ![]() -------------------- ეჰ...
|
milana |
![]()
პოსტი
#1355
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 ![]() |
რა შორს წავედი საკუთარი თავიდან შენში... ვინ იფიქრებდა... ერთხელ მაინც გეთქვა: შეჩერდი... რომ საშიშია შენი სიღრმე და რომ უკან ვერასოდეს ვერ დავბრუნდები... რამდენი რამე დაგაბრალე, ხედავ? იყვირე, რომ სიცრუეა ყველაფერი და რასაც ვყვები შენზე და შენში - ერთი ღამის სიზმარი იყო... იყვირე, გესმის? გამომაღვიძე... გამომაფხიზლე შენი ძილიდან... მითხარი: რისთვის შემოვეხეტე, რა დამკარგვია, ან რას დავეძებ?!!... ხმა ამოიღე, რამე მითხარი და რასაც მეტყვი, აღარ დავეძებ... რა შორს წავედი საკუთარი თავიდან შენში. ((((((((((((((((((((((((((((((((((((( ვისი დაწერილია? -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
milana |
![]()
პოსტი
#1356
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 ![]() |
ხომ არ გეწყინებათ ჩემი რომ გიწოდოთ, თავი რომ მოვიტყუო ხომ არ გეწყინებათ? თქვენ მე ყოველდღე მხედავთ ქუჩაში და ალბათ ეჭვიც არ გაგაჩნიათ, რომ უკვე თითქმის ერთი წელია რაც ამ ქვეყნისთვის აღარ არსებობთ, რომ უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მე მეკუთვნით. ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ, მინებს იქით კი წვიმს ძველებურად, ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე. ოცნებას ვიწყებ: მზის სხივებში გახვეულა ზღვის სანაპირო, მე მზისგან გამთბარ ქვიშაზე ვწევარ და მოთენთილი მზერით შევყურებ - როგორ ამოდის ტალღებიდან შიშველი ქალი. თავს არ ვიტყუებ, შიშველი ქალი ანტიკური ზღაპრებიდან მოვლენილი ამორძალია, შევყურებ და კარგად ვიცი - ეს ქალი თქვენ ხართ... და ამიტომაც მომიტევეთ, კი არ გაღმერთებთ, მხოლოდ და მხოლოდ მიყვარხართ და ესეც ბევრია!.. რა ვქნა ძვირფასო თეთრი პრინცი არც მე გახლავართ და არც ქვიშაზე ვარ მიწოლილი - ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ, მინებს იქით კი წვიმს ძველებურად. ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე. ზ.რ. მომეწონა და მოვიპარე ![]() -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1357
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
მინდა გული გადაგიშალო
მინდა ჩამოგძახო ციდან. მიხმობს უსხეულო სამყარო ახლა ყველაფერზე წმინდა. ქარი შეაშფოთებს გაზაფხულს ღამე ობოლ ცრემლებს ღვრიდა, ფიქრი_ემსგავსება დასასრულს, სულში იისფერად წვიმდა. მინდა ყველაფერი იცოდე, მწარე საიდუმლოს ხსნიდა მკვდარი გული გამოგიწოდე, ერთ დროს უმანკო და წმინდა... მამა პეტრე -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1358
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
iisperiTOVLI
ძალიან მომეწონა სიხარულო... ძნელია როცა ტირილი გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეეზს ვერ ხედავ, ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს, ძნელია როცა თვალები სველი, არ იძინებენ არ წყდება თოვა, ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა. ძნელია როცა სევდა დაგიმარტოვებს, ძნელია თითქოს, ძნელია როცა გათოშილ თითებს არავინ გითბობს, და როცა მატო დააბიჯებ ქუჩაში, ქარში და უკვე აღარ იყურები ოცნებით ცაში. და თუ ნაცნობი თითების ნაცვლად ქარი გეფერება, გული ვეღარ ითმენს, დრო გადის და ჟამიც გებევრება, ძნელია უმიზნო ლოდინი ძნელია თითქოს, შენ უნდა ელოდო და შენზე თურმე არავინ ფიქრობს მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი, მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი, მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ, მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ, მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა, მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა... მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... თითქოს კვლავ იგრძნობ აპრილის სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ ახლაც ლექსივით გამიმეორებ... გული გაყინა ამ სიმარტოვემ, გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, ასე მგონია თუ კი გიპოვი მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს მხატვრებად იქცნენ ეს თვალები,გნახეს ასული, და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი, ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმსული და შიგ დარჩები თვით სიცოცხლის დასასრულამდე. მხატვარს შემხედე,მე ვარ შენი გამომკვეთელი, დღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის, გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი და მკერდს სარკმელებად დავუყოლე თვალები შენი, ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება, ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად, შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად, შიგ მზეც შემოდის შენი სახის მოსაფერებლად. თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია, სახეს ხატავენ,გულისა კი არა იციან. ოთახში სიბნელეს სანთელი არღვევს, სიჩუმეს ფანტავს ჩუმი ფიქრები. გრძნობა, გათელილ წარსულს მახსენებს და მოგონებებს ჩუმად მივყვები. შორს, გავეპარე ჩემს სიამაყეს დიდხანს ვიარე, დიდხანს ვეძიე, ვიპოვე სადღაც უცხო სივრცეში, მარტო, სულ მარტო იჯდა კუთხეში. ხელით შევეხე, დიდხანს ვეფერე დაგუბებული ცრემლით ვიტირე, ისიც ვატირე, გულით ვატირე წარსულის გზაზე, გზად გავიყოლე. ნიავი გაჩნდა, სანთელი ჩაქრა ფიქრები გაწყდა, დარდი განახლდა, ჩემს სიამაყეს გამოვეპარე, უნდა დავბრუნდე, გათენებამდე... |
-tamar- |
![]()
პოსტი
#1359
|
summer time :) ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 522 რეგისტრ.: 27-May 08 მდებარ.: საქართველო-თბილისი წევრი № 4,927 ![]() |
უფალო, ღმერთო მაღალო, იესო ძეო ღვთისაო, შენს სახედ მოვედ შიშველი ხორცითა შემოსილსაო. სულის სიწმიდე ნაბოძი შენისა სიწმინდითაო, ვამუქე შავი ფერებით და გცოდე მრავალგზისაო. უფალო, იესო ქრისტე ძეო მაღალი ღმრთისაო, მიწყალე ჩემი ცოდვები, შემინდევ მე უღირსსაო. გავედრებ სულსა უკეთურს, დაღალულს ცოდვებისგანო, გულში ვბუტბუტებ მიყვარხარ მაგრამ საქმით ვქმენ ძვისრსაო; შემინდევ ღმერთო ძლიერო მეუფევ ყოვლარსისაო. ვედრებით შეგთხოვ უფალო, მონა-მორჩილი შენიო, ყოველთვის შემაგრძნებინე უკეთურება ჩემიო. მომეცი გული მდაბალი ლოცვა წრფელი და თეთრიო და სინანული ძლიერი მარადჟამს ცრემლის მდენიო; მიწყალე ღმერთო მიწყალე შემინდევ ცოდვა ჩემიო. არაწმიდათა ბაგეთა აღვაღებ, კრძალვით გეტყვიო: მიყვარხარ ღმერთო მიყვარხარ, მამა ხარ ჩემი მშველიო, მიწყალე შვილსა უღირსსა, ცრემლებით ამას გვედრიო, რომ მუდამ შენით ვფეთქავდე რომ ვიყო მუდამ შენიო, შემინდევ, ღმერთო შემინდევ, მიწყალე ცოდვა ჩემიო.. ეს ვისი ლექსია? -------------------- მიყვარხართ
|
-tamar- |
![]()
პოსტი
#1360
|
summer time :) ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 522 რეგისტრ.: 27-May 08 მდებარ.: საქართველო-თბილისი წევრი № 4,927 ![]() |
ციტატა ხილვა ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი… ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ… ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?.. ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა. ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ... -უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?! ... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას... დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები... 05.18.2006 10:07 ა.შ.შ. ნიუ-იორკი თეა კანდელაკი ძალიან კარგია...! -------------------- მიყვარხართ
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 07:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი