IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 67 68 69 70 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
.:Lela:.
პოსტი Dec 3 2008, 04:59 PM
პოსტი #1347


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



[quote name='teo... tee' date='Dec 3 2008, 04:38 PM' post='432814']
***
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

thumbs.gif biggrin.gif tongue.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Dec 4 2008, 12:21 AM
პოსტი #1348


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477






რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან

შენში...

ვინ იფიქრებდა...

ერთხელ მაინც გეთქვა:

შეჩერდი...

რომ საშიშია შენი სიღრმე

და რომ უკან

ვერასოდეს ვერ დავბრუნდები...




რამდენი რამე დაგაბრალე,

ხედავ?

იყვირე,

რომ სიცრუეა ყველაფერი

და რასაც ვყვები შენზე და შენში -

ერთი ღამის სიზმარი იყო...




იყვირე, გესმის?

გამომაღვიძე... გამომაფხიზლე

შენი ძილიდან...

მითხარი: რისთვის შემოვეხეტე,

რა დამკარგვია,

ან რას დავეძებ?!!...

ხმა ამოიღე, რამე მითხარი

და რასაც მეტყვი,

აღარ დავეძებ...




რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან

შენში.





(((((((((((((((((((((((((((((((((((((





--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Dec 6 2008, 07:35 PM
პოსტი #1349


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477







ხშირად ჩემზე ისე გეცინება... და მეც სულელივით განვიცდი,

შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი. . .

მინდა ყველაფერი დავივიწყო, გაქრა სულყველაფრის ხალისი. . .

მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა, შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი. . .

წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა, თავქვეშ დარდის მედო ბალიში. . .

იქნებ მოგენატრე??? ოი, გამახსენდა . . . შენ ხომ მონატრება არ იცი. . .











--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Dec 8 2008, 06:20 PM
პოსტი #1350


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ასეთ მონატრებას,არეულ ფიქრებს, როგორ ცოდნია დაღლა!
ეხლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას,ვერავინ დამიშლის ალბათ...
მაგრამ რომ მოვიდე,რატომ მოვედითქო,რისთვის მოვედითქო რა ვთქვა?
შენ რომ ვერ გაიგო,ჩემი ტკივილები, შენ რომ ვერ მიმიხვდე,რა ვქნა?
უკან დასახევი გზები მოჭრილია,სხვა გამოსავალი, არ ჩანს!...
შენ უნდა გაიგო,თუ როგორ მიყვარხარ,ეს ერთი იმედი დამრჩა!...

wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Dec 9 2008, 03:51 AM
პოსტი #1351


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ჩაწვდით e025.gif
Сидя на красивом холме

Сидя на красивом холме,
Я часто вижу сны, и вот, что кажется мне:
Что дело не в деньгах, и не в количестве женщин,
И не в старом фольклоре, и не в Новой Волне -
Но мы идем вслепую в странных местах,
И все, что есть у нас - это радость и страх,
Страх, что мы хуже, чем можем,
И радость того, что все в надежных руках;
И в каждом сне
Я никак не могу отказаться,
И куда-то бегу, но когда я проснусь,
Я надеюсь, ты будешь со мной...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Dec 9 2008, 04:50 AM
პოსტი #1352


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



QUOTE(marine @ Oct 29 2008, 03:34 PM) *

„თუმც შუბლზე მთვარის ნათელი ვიცხე,

ჯავრის მორევი ხშირად მიძირავს...

ფოთოლცვენისა თუ გინდა მკითხე,

ვარდობისთვისა არა ვიცი რა.

წუთისოფელმა, სხვისთვის რომ ილხენს,

მე დედინაცვლის თვალით მიცქირა,

თუ მოისურვებ დარდისა მკითხე,

უდარდობისა არა ვიცი რა.

ნუ მემუქრები ყინვით და სეტყვით,

მე სხვისი უფრო მაკრთობს ციმციმა,

სიყვარულისას თუ გინდა გეტყვი,

სიძულვილისა არა ვიცი რა...“


ძალიან კარგია smile.gif


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნინო777
პოსტი Dec 9 2008, 07:44 AM
პოსტი #1353


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-December 08
წევრი № 6,074



ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია! ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს; დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია, თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია. ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია, ხშირად ეშლებათ ყველა მეფე კაცი ჰგონიათ, როდესაც ხალხი შენით ცოცხლობს მაშინ გაიგებ როცა შენს გვერდით უხარიათ ყოფნა პაიკებს. შენი ღირსება სიყვარულში გადაიცვლება, როცა მეფობა კაცობაზე გარდაიცვლება და იცით მაშინ, დედოფლობა რა ადვილია??!! გეამაყება რომ მთელი გზა, კაცთან გივლია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Dec 9 2008, 03:35 PM
პოსტი #1354


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



d.p
ციტატა
И куда-то бегу, но когда я проснусь,
Я надеюсь, ты будешь со мной...


ვაფასებ მე, გენიკ, შენს პოეტურ წიაღსვლებს smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Dec 9 2008, 08:12 PM
პოსტი #1355


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ციტატა(Nefertiti @ Dec 4 2008, 12:21 AM) *


რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან

შენში...

ვინ იფიქრებდა...

ერთხელ მაინც გეთქვა:

შეჩერდი...

რომ საშიშია შენი სიღრმე

და რომ უკან

ვერასოდეს ვერ დავბრუნდები...
რამდენი რამე დაგაბრალე,

ხედავ?

იყვირე,

რომ სიცრუეა ყველაფერი

და რასაც ვყვები შენზე და შენში -

ერთი ღამის სიზმარი იყო...
იყვირე, გესმის?

გამომაღვიძე... გამომაფხიზლე

შენი ძილიდან...

მითხარი: რისთვის შემოვეხეტე,

რა დამკარგვია,

ან რას დავეძებ?!!...

ხმა ამოიღე, რამე მითხარი

და რასაც მეტყვი,

აღარ დავეძებ...
რა შორს წავედი

საკუთარი თავიდან

შენში.
(((((((((((((((((((((((((((((((((((((


ვისი დაწერილია?


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Dec 9 2008, 08:42 PM
პოსტი #1356


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ციტატა(syd @ Nov 20 2008, 03:22 PM) *

ხომ არ გეწყინებათ ჩემი რომ გიწოდოთ,
თავი რომ მოვიტყუო ხომ არ გეწყინებათ?

თქვენ მე ყოველდღე მხედავთ ქუჩაში
და ალბათ ეჭვიც არ გაგაჩნიათ,
რომ უკვე თითქმის ერთი წელია
რაც ამ ქვეყნისთვის აღარ არსებობთ,
რომ უკვე თითქმის ერთი წელია,
რაც მე მეკუთვნით.

ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ,
მინებს იქით კი წვიმს ძველებურად,
ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე.

ოცნებას ვიწყებ:

მზის სხივებში გახვეულა ზღვის სანაპირო,
მე მზისგან გამთბარ ქვიშაზე ვწევარ
და მოთენთილი მზერით შევყურებ -
როგორ ამოდის ტალღებიდან შიშველი ქალი.
თავს არ ვიტყუებ, შიშველი ქალი
ანტიკური ზღაპრებიდან მოვლენილი ამორძალია,
შევყურებ და კარგად ვიცი -
ეს ქალი თქვენ ხართ...

და ამიტომაც მომიტევეთ, კი არ გაღმერთებთ,
მხოლოდ და მხოლოდ მიყვარხართ და ესეც ბევრია!..

რა ვქნა ძვირფასო თეთრი პრინცი არც მე გახლავართ
და არც ქვიშაზე ვარ მიწოლილი -
ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ,
მინებს იქით კი წვიმს ძველებურად.

ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე.

ზ.რ.

მომეწონა და მოვიპარე wub.gif


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Dec 13 2008, 12:36 AM
პოსტი #1357


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



მინდა გული გადაგიშალო
მინდა ჩამოგძახო ციდან.
მიხმობს უსხეულო სამყარო
ახლა ყველაფერზე წმინდა.
ქარი შეაშფოთებს გაზაფხულს
ღამე ობოლ ცრემლებს ღვრიდა,
ფიქრი_ემსგავსება დასასრულს,
სულში იისფერად წვიმდა.
მინდა ყველაფერი იცოდე,
მწარე საიდუმლოს ხსნიდა
მკვდარი გული გამოგიწოდე,
ერთ დროს უმანკო და წმინდა...


მამა პეტრე


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Dec 15 2008, 10:04 PM
პოსტი #1358


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



iisperiTOVLI
ძალიან მომეწონა სიხარულო...

ძნელია როცა ტირილი გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ,
ძნელია როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეეზს ვერ ხედავ,
ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს,
ძნელია როცა თვალები სველი, არ იძინებენ არ წყდება თოვა,
ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა.
ძნელია როცა სევდა დაგიმარტოვებს, ძნელია თითქოს,
ძნელია როცა გათოშილ თითებს არავინ გითბობს,
და როცა მატო დააბიჯებ ქუჩაში, ქარში
და უკვე აღარ იყურები ოცნებით ცაში.
და თუ ნაცნობი თითების ნაცვლად ქარი გეფერება,
გული ვეღარ ითმენს, დრო გადის და ჟამიც გებევრება,
ძნელია უმიზნო ლოდინი ძნელია თითქოს,
შენ უნდა ელოდო და შენზე თურმე არავინ ფიქრობს



მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა,
მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...


მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ აპრილის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს




მხატვრებად იქცნენ ეს თვალები,გნახეს ასული,
და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი,
ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმსული
და შიგ დარჩები თვით სიცოცხლის დასასრულამდე.
მხატვარს შემხედე,მე ვარ შენი გამომკვეთელი,
დღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,
გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი
და მკერდს სარკმელებად დავუყოლე თვალები შენი,
ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება,
ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად,
შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად,
შიგ მზეც შემოდის შენი სახის მოსაფერებლად.

თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია,
სახეს ხატავენ,გულისა კი არა იციან.





ოთახში სიბნელეს სანთელი არღვევს,
სიჩუმეს ფანტავს ჩუმი ფიქრები.
გრძნობა, გათელილ წარსულს მახსენებს
და მოგონებებს ჩუმად მივყვები.
შორს, გავეპარე ჩემს სიამაყეს
დიდხანს ვიარე, დიდხანს ვეძიე,
ვიპოვე სადღაც უცხო სივრცეში,
მარტო, სულ მარტო იჯდა კუთხეში.
ხელით შევეხე, დიდხანს ვეფერე
დაგუბებული ცრემლით ვიტირე,
ისიც ვატირე, გულით ვატირე
წარსულის გზაზე, გზად გავიყოლე.
ნიავი გაჩნდა, სანთელი ჩაქრა
ფიქრები გაწყდა, დარდი განახლდა,
ჩემს სიამაყეს გამოვეპარე,
უნდა დავბრუნდე, გათენებამდე...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Dec 16 2008, 01:18 PM
პოსტი #1359


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



ციტატა(judi @ Sep 7 2006, 08:57 AM) *

უფალო, ღმერთო მაღალო,
იესო ძეო ღვთისაო,
შენს სახედ მოვედ შიშველი
ხორცითა შემოსილსაო.

სულის სიწმიდე ნაბოძი
შენისა სიწმინდითაო,
ვამუქე შავი ფერებით
და გცოდე მრავალგზისაო.

უფალო, იესო ქრისტე
ძეო მაღალი ღმრთისაო,
მიწყალე ჩემი ცოდვები,
შემინდევ მე უღირსსაო.

გავედრებ სულსა უკეთურს,
დაღალულს ცოდვებისგანო,
გულში ვბუტბუტებ მიყვარხარ
მაგრამ საქმით ვქმენ ძვისრსაო;
შემინდევ ღმერთო ძლიერო
მეუფევ ყოვლარსისაო.

ვედრებით შეგთხოვ უფალო,
მონა-მორჩილი შენიო,
ყოველთვის შემაგრძნებინე
უკეთურება ჩემიო.

მომეცი გული მდაბალი
ლოცვა წრფელი და თეთრიო
და სინანული ძლიერი
მარადჟამს ცრემლის მდენიო;
მიწყალე ღმერთო მიწყალე შემინდევ ცოდვა ჩემიო.

არაწმიდათა ბაგეთა აღვაღებ, კრძალვით გეტყვიო:
მიყვარხარ ღმერთო მიყვარხარ,
მამა ხარ ჩემი მშველიო,
მიწყალე შვილსა უღირსსა,
ცრემლებით ამას გვედრიო,
რომ მუდამ შენით ვფეთქავდე
რომ ვიყო მუდამ შენიო,
შემინდევ, ღმერთო შემინდევ,
მიწყალე ცოდვა ჩემიო..



ეს ვისი ლექსია?


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Dec 16 2008, 01:35 PM
პოსტი #1360


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



ციტატა
ხილვა

ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი…
ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ…
ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?..
ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა.
ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ...
-უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?!
... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას...
დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები...


05.18.2006
10:07
ა.შ.შ. ნიუ-იორკი
თეა კანდელაკი


ძალიან კარგია...!


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Dec 29 2008, 09:02 PM
პოსტი #1361


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



მე სოხუმი მშობლიური,
სად ქართველად ვეკურთხე,
ძალზედ მიყვარს, მენატრება
სანეტარო ეს კუთხე!
შენ, შავი ზღვის მარგალიტო,
საქართველოს ზღაპარო!
გამუდმებით ცისკროვანი
მზის სხივებით გამთბარო!
შენი ყურე ზურმუხტია,
სანაპირო-ალმასი...
შენი ფლორა წალკოტია
საოცარი ლამაზი!
ბნელმა ძალამ გადაგვკიდა
აფხაზები ქართველებს!
მანკიერი ხალხი ჩვენში
შუღლს და მტრობას ავრცელებს!
მაპატიე, ჩემო კერავ,
რომ დაგტოვეთ დროებით!
გეფიცები, დავბრუნდებით
მშვიდობით ან ბრძოლებით!
ვერ იცოცხლებს ბოროტება,
დიდხანს, როგორც მტერს უნდა!
და სოხუმი არ დარჩება
უპატრონოდ, ეულად...
მშვიდობის ქვეშ ვიმეგობრებთ
აფხაზი და ქართველი!
სოხუმის და სოხუმლების
ღმერთი იყოს მფარველი!


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Dec 29 2008, 11:53 PM
პოსტი #1362


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



სულ გზაო და მხედარო...

ჩემო დაუსაბამო,
მოუთვლელო და მოულეველო,
მარადიული ქორწილის ნეფევ
და მარადიული ომის მებრძოლო,
სულ ტანჯვით ამაღლებულო,
სულ მარცხით გამარჯვებულო,
სულ სიმცირით განდიდებულო,
მადლგაუქრობელო,
სულ გზაო და მხედარო,
სულ შეუძლებლის შემძლებელო,
უკირქვოდ მაშენებელო,
სულ უხრწნელო,
სულ სიყვარულო,
უძლურთ იმედო, სნეულთ მკურნალო,
მართალგზით მავალო,
მე ხომ რუსთაველი არ ვარ,
სიტყვა გითხრა და დაგიტიოს.
მე ხომ მოდრეკილი არ ვარ,
გიგალობო და გეკადრებოდეს,
შენზე მობარებული ბრმა ყრუ-მუნჯი ვარ,
შენი ჩაუსვლელი მზით ვცოცხლობ,
გულის ჩინით ვგრძნობ,
რომ შენ, წმინდაო გიორგი -
საქართველო ხარ!
შენ ხარ საქართველო -
ბედთან მორჩილების ნიჭით მებრძოლი!
დღისა და ღამის ერთობა,
სამასსამოცდახუთი კი არა,
უთვლელი და საუკუნო!
შენ ხარ სული სულარსებობის!
შენ ხარ საქართველო - საკვირველმომქმედი.
ჩვენ სულ მოიმედენი ვართ
შენი ძალის, შენი დიდების.
სულ მოიმედენი და სულ
ურჩობით უცხონებელნი.
როცა ზარები რეკავენ -
ეს შენ გვიხმობ და გვარწმუნებ,
რომ ჩვენც საქართველო ვართ.
და ვერ ვიჯერებთ და არ გვესმის,
რადგან საქართველო ისეთი სასწაულია,
როგორ შეიძლება, რომ ის ჩვენც ვიყოთ?
ჰოდა, გავრბივართ შორს,
გავრბივართ და იქიდან ვუმზერთ,
ვუცხოობთ, ვცრემლიანობთ, ვდარდობთ...
არადა, ხო სასწაულია და ხომაა ბედნიერება,
გყავდეს სამშობლო -
დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი!
და რა მცირედმორწმუნე უნდა იყო,
ეს რომ ვერ დაიჯერო!
როცა ზარები რეკავენ -
შენი ბედაურების ფლოქვების ხმა
არც ეტევა ცისა და მიწის შუა...
ვტირი, ვტირი და ვინ იცის,
ერთმანეთის თვალებიდან
როგორ გვიყურებს ღმერთი...

mariam wiklauri


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 29 2008, 11:57 PM
პოსტი #1363


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, "კურიერი"გადის მგონი
თან მთვრალი ვარ გახეთქილი, წეღან ვცეცხლე "ბადაგონი"

კარტოფილს წვავს ჩემი ცოლი, ჯერ არ იცის რომ ვარ მთვრალი
მეც "კურიერს"ვუსმენ წყნარად, მწვავს სასმელის ცხელი ალი.

ვუსმენ, მაგრამ რა აზრი აქვს, ცუდი ინფორმაციები:
"მოკლეს, მოკვდა, ააფეთქეს, გადაგვარდა ნაციები,

სტიქიაა, ხანძარია, მოიპარეს მანქანები
გაიხადა ანრიმ კლიპში, გაახარა მან ფანები"

ოხვრით ვუმზერ ცისფერ ეკრანს, ზეზეულად ვეწამები
"კურიერი" ისვენებს და ეთერშია რეკლამები.

თავი მტკივა, რამისაა გადამეწვას საფეთქელი
ვიღაც ხარობს: "საფენები გამოვიდა უფრო თხელი"

სადღაც ერთი მეფე ცხოვრობს, ზუსტი გვარი მეც არ ვიცი
რაღა მოგვკლავს, დღეს ტვალეტში მარტო მიდის მისი პრინცი.

მე მინდა, რომ ჩემი კალმით რეკლამები ვაკრიტიკო
თუმც იწყება "კურიერი" და გაგვაცნობს ამინდს დიკო.

ისევ ყინვა, ისევ წვიმა, აღარ მინდა, დავიღალე
ამ ამინდის გადამკიდე გავგიჟდები ალბათ მალე.

სპორტის ამბებს ჩვეულებრივ დაბნეულად ყვება დიმა
დიკო კვდება სიცილისგან, ზალიკოსაც გაეღიმა.

"ჰოლივუდის""ნიუსების" გაგება მე რაში მინდა,
თავს მოვიკლავ,სიხარულით, ტომ კრუზი თუ დაქორწინდა.

ამ დროს მოდის ჩემი ცოლი, ვითარც მხეცი, "სტრაშნი ზვერი"
ცოცხს მირტყამს და თან დამკივის: "ლოთო, კიდევ დაითვერი?"

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, ვარ ნაცემი, თუმც ფხიზელი
მესმის ჩემი ცოლის წყევლა: "ნავთი ცეცხლე და დიზელი"

ასეთია ჩემი ბედი, შევეგუე თუმც მე ამას
ჰა, მთავრდება "კურიერი", ოხვრით ვუმზერ კვლავ რეკლამას...


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Dec 30 2008, 12:04 AM
პოსტი #1364


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



ისევ მარიამ წიკლაური , დღეს მისი ლექსები ამეკვიატა smile.gif

ბრალი რა მედო ეგეთი

სულში - სიცოცხლე,
გულში - შენ,
თვალებში - ცა არ მეტია.
რაგინდ ფრთა შალოს ოცნებამ,
ცხადი ცხრა მტკავლით მეტია.
ეჰ, ჩემო ბედის პეპელავ,
მაინც საიდან სად გდიე,
ჩემი სახელის შროშანზე
ერთი ღამეც არ ათიე. . .
შენთვის რომ ნამს ვინახავდი,
სხვისთვის ცრემლებად ვანთხიე.
ბრალი რა მედო ეგეთი,
წამს საუკუნოდ გავდიე.
სულში - სიცოცხლე,
გულში - შენ,
თვალებში - ცა ვერ ჩავტიე!


***
შემოგეჩვიე...
როგორც ბალახი მზის სხივს.
მერე ჩავიწვი,
როგორც - მზის სხივზე თივა.
ახლა მშვიდად ვარ...
ჩიტის ბუდეში ვწევარ
და უშენობა
სიყვარულივით
მტკივა.



--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Dec 30 2008, 12:14 AM
პოსტი #1365


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599







მარიამ ხუცურაული

სველ ტილოს ლაქები აყრია ნარგიზის
მხატვრის ციკლი

ლევან ხარანაულს

როგორც ნამათრახებ თეთრონებს,
ქარი ერეკება ღრუბლებს,
ჩემი ალიონის ცრემლებს და
შენი ფიქრებივით უბრებს

და შენ, ნათელი და მაღალი,
თხელი... აწოწილი ლამის,
გამორიდებული ქალაქს და
ჩრდილს კარგი პოეტი მამის,

დგახარ... აესკიზებ თვალებით,
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს,
ორღობის პატარძალ ასკილებს,
კუნელებს - ტყის ჭირისუფლებს.

ხარბად იმახსოვრებ დაფთილულ
ცას - უფლის ნაბოძებ ტილოს.
მსუბუქ თრობასავით ამინდის
ფერის გამორჩევას ცდილობ

და სული, მზის მირონნაგემი,
ფიქრებს გიფერადებს ქუფრებს.
დგახარ... აესკიზებ იორზე
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს.


სველ ტილოს ლაქები აყრია ნარგიზის

წვიმს, ბუხარს ფასი აქვს ფასდაუდებელი,
ხაწირზე ღრუბლები დადიან მალაყით,
ხარანაულებთან ლექსი მყავს მხლებელი,
ხაჭოს ხინკალი და ქლიავის არაყი.
ვერც არყით ვთვრებით და ვერც კარგი ლექსებით,
სველ ტილოს ლაქები აყრია ნარგიზის,
ფორტეპიანოსთან, მეტრის საკარცხულში
ამაყი ღიმილით ბესიკის ლანდი ზის.
ცეცხლი იჩინჩხლება დაკოჟრილ კუნძებზე,
ფიცხდება ხინკალი მთვარეს ნადარები,
კედელზე პოეტის ღიმილის მიზეზი –
ხარანაულების ნათელი თვალები
და წვიმა, ნანატრი ორიოდ კვირის წინ,
ღრუბლები ხაწირზე მავალი მალაყით.
და კრთება სარკმელთან დალანდულ ღიმილში –
ერთი კარგი მხატვრით ნაკლები ქალაქი.
წვიმს, ბუხარს ფასი აქვს ფასდაუდებელი...


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 1 2009, 01:46 AM
პოსტი #1366


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ხევსურეთს ! ! !

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი;
პირიქითაი ხევები;
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს,
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი,
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!!!

ხევსური გიო


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 67 68 69 70 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th April 2026 - 11:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი