სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| *ნინო* |
Jan 1 2009, 03:24 AM
პოსტი
#1367
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, "კურიერი"გადის მგონი თან მთვრალი ვარ გახეთქილი, წეღან ვცეცხლე "ბადაგონი" კარტოფილს წვავს ჩემი ცოლი, ჯერ არ იცის რომ ვარ მთვრალი მეც "კურიერს"ვუსმენ წყნარად, მწვავს სასმელის ცხელი ალი. ვუსმენ, მაგრამ რა აზრი აქვს, ცუდი ინფორმაციები: "მოკლეს, მოკვდა, ააფეთქეს, გადაგვარდა ნაციები, სტიქიაა, ხანძარია, მოიპარეს მანქანები გაიხადა ანრიმ კლიპში, გაახარა მან ფანები" ოხვრით ვუმზერ ცისფერ ეკრანს, ზეზეულად ვეწამები "კურიერი" ისვენებს და ეთერშია რეკლამები. თავი მტკივა, რამისაა გადამეწვას საფეთქელი ვიღაც ხარობს: "საფენები გამოვიდა უფრო თხელი" სადღაც ერთი მეფე ცხოვრობს, ზუსტი გვარი მეც არ ვიცი რაღა მოგვკლავს, დღეს ტვალეტში მარტო მიდის მისი პრინცი. მე მინდა, რომ ჩემი კალმით რეკლამები ვაკრიტიკო თუმც იწყება "კურიერი" და გაგვაცნობს ამინდს დიკო. ისევ ყინვა, ისევ წვიმა, აღარ მინდა, დავიღალე ამ ამინდის გადამკიდე გავგიჟდები ალბათ მალე. სპორტის ამბებს ჩვეულებრივ დაბნეულად ყვება დიმა დიკო კვდება სიცილისგან, ზალიკოსაც გაეღიმა. "ჰოლივუდის""ნიუსების" გაგება მე რაში მინდა, თავს მოვიკლავ,სიხარულით, ტომ კრუზი თუ დაქორწინდა. ამ დროს მოდის ჩემი ცოლი, ვითარც მხეცი, "სტრაშნი ზვერი" ცოცხს მირტყამს და თან დამკივის: "ლოთო, კიდევ დაითვერი?" ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, ვარ ნაცემი, თუმც ფხიზელი მესმის ჩემი ცოლის წყევლა: "ნავთი ცეცხლე და დიზელი" ასეთია ჩემი ბედი, შევეგუე თუმც მე ამას ჰა, მთავრდება "კურიერი", ოხვრით ვუმზერ კვლავ რეკლამას... გენაცვალე...არ გამაცინა ... |
| ტარზანა |
Jan 1 2009, 10:57 PM
პოსტი
#1368
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
bambuCas qorwili დღეს ბულუბულუბულუამ ყველას მესიჯი მისწერა: "ხვალ გელოდებით, ვულკანთან არის ჩემი ძმის ჯვრისწერა." ბამბუჩას ცოლი თემქელი იქ განაზარდი ქალია, ამიტომ რძლად რომ არ უნდათ, ეს არც არს დასამალია. თუმც რას იზამენ, ბამბუჩა სიყვარულისგან მთვრალია. სამზადისია სასტიკი ფაციფუცობენ მავრები. იატაკს წმენდენ "მასტიკით" შებრაწეს დინოზავრები. ვულკანთან კაცი გაგზავნეს, ლავას უკვეთენ ხვალისთვის, საჩუქრად მოჰყავთ მამონტი, ახალი პატარძალისთვის. შეკერეს ვეფხვის ტყავისგან შარვალ-კოსტუმი, ბანტები ზეზვას დუქნიდან მოზიდეს, მოიმარაგეს "ფანტები". დღე მზადებაში გალიეს სუფრას არა აქვს ნაკლია, სულ ყველაფერი მზად არის, პატარძალიღა აკლია. … მოსაღამოვდა თემქაზეც აღარ ურტყამენ თოხებსა, ვიღაცა ქალი ღიღინით მოერეკება ძროხებსა. გაჩუმდა, ჩაცხრა სოფელი საამო სანახავია. მიწას ჩიჩქნიან ღორები აქა-იქ ცხვრებიც ბღავიან. მშვიდად მიდიან ძროხები ქალიც წაიღო ფიქრებმა, დღეს სოფლელია უბრალო, ხვალ პატარძალი იქნება. ცა მოიქუფრა რატომღაც გაწვიმდა, ქუხდა, ელავდა არ ჰქონდა ამის მიზეზი თუმც ქალი მაინც ღელავდა. … ლამაზი დილა გათენდა ნამი ბალახზე ბრწყინავდა, ღელავდა სიძე ბამბუჩაც ჩუმად ოხრავდა, დრტვინავდა. ქალი მზითვებით დატვირთეს გაანიავეს ქონება, ისეთ "ვიდზეა" ჩაცმული ვაკელი რომ გეგონება. … ვულკნის ძირას, ბამბუჩეთში გაიმართა "ფანტა-ფართი" კუჭი იყო სასმელების ერთადერთი მისამართი. არ ლოთაობს ღვინით ზეზვა იმიზეზებს ალერგიას. სიძეს ჭორავს მისი მზია, თან ლავას სვამს ნალექიანს. ქეიფსა და ღრეობაში საათები გალიესო, ცეკვავდნენ და თან მღეროდნენ, ერთხმად: "სამი დალიესო" ჩხლამფურთაძეა თამადა უნდა პატარძალს აამოს, თემქასაც უძღვნის ამადა, სადღეგრძელოებს საამოს: "მსოფლიოს მერვე საოცრებაა თუმც უნდა იყოს პირველი თემქა, მითიურ კოლხეთის მსგავსად ზღაპრული და საკვირველი. მსახიობთათვის ის საოცნებო, მხარეა საგასტროლოდ და სილამაზით მთელს მსოფლიოში გლდანი სჯობია მხოლოდ. მე მირჩევნია ის პარიზს, ლონდონს რომს, ბამბუჩეთს და მექას და ამ სასმისით მინდა დავლოცო, მაშ, გაუმარჯოს თემქას." ამ დროს მიწა შეზანზარდა, წამოვიდა ცხელი ლავა. გადაბუგა ყველაფერი და ქორწილიც ჩააფლავა. ხალხმა ლავას ვერ გაასწრო შეიბრაწა თითქმის ყველა, თუმც გადარჩა პატარძალი მხოლოდ ერთხელ დაახველა. თემქელს ლავა რას დააკლებს, უნახია ბევრი ჭირი ჩაიფერფლა ბამბუჩეთი, დარჩა მათგან ქვა-ნახშირი. დანახშირდა თამადაც და გაუვარდა ღვინის ჭიქა ასე რჩება ეს ამბავიც, ლხინი აქა,ჭირი იქა. -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
| iisperiTOVLI |
Jan 2 2009, 12:33 AM
პოსტი
#1369
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
Tarzana
-------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
| ტარზანა |
Jan 5 2009, 12:59 PM
პოსტი
#1370
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
iisperiTOVLI
არა არაა ჩემი სხვისებია -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
| sergi_glaxa |
Jan 22 2009, 05:09 PM
პოსტი
#1371
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
Tarzana
მჩხაპნელია მგონი მაგის ავტორის ფსევდონიმი ხო? ლიტ.გეზე იდო ადრე პატარა ბიჭია –––––––––––––– ზვიად რატიანი ნეგატივი. 20 წლის შემდეგ ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს, არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში, და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა. – ჩვენ, ვნც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ. – ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს. არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი. ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით. – ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის, რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი, უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია, ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან, და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს. --------------------- – შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით! დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი; შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა – ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული, სარწმუნოება... შავლეგ, შენი... სულ შენი, შენი, შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს, შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო; ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით, როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ, დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს, ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს... და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ, და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით, ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი, ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით, რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები, მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა; გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით, ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა, რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით და ასე ვხდებით უკვდავები. ნუ გეცინება, ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით, როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს, რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები, ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი. ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___ უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით. ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ. ----------------------- – და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ, ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს, მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ. ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე, სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში, თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს, ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს; უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმააარ... ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე. http://www.youtube.com/watch?v=0KP3GLcVxec |
| ტარზანა |
Jan 22 2009, 05:10 PM
პოსტი
#1372
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
sergi_glaxa
ხო მარა საიტიდან არ მაქ ისე გადმომიგზავნეს -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
| Nefertiti |
Jan 24 2009, 11:20 PM
პოსტი
#1373
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
მე და შენ, - მოტივი ძველი და ნაცნობი. სათქმელი რაც დარჩა, ვთქვათ, - წინ კვლავ გზებია. პირველი აკორდი მოვპაროთ კლავიშებს, - შენს გამო ჩემს სულში ძლიერი ძვრებია. ძველი აივანი, ოდნავ მორყეული... მერვე საფეხური ისევ თუ ჭრიალებს? წავალ, შევაკეთებ, თუმცა არა, იყოს, - მერე ხომ წარსულის დაკარგვას ვინანებ?!. ნაცნობი მოტივია, - ისევ უშენობა და ბანალურობის ნიღაბს არ ავაკრავ. მარტის ამინდივით მინდა ხეტიალი, მინდა ჩემს ცხოვრებას სახელი დავარქვა. ვაბრუნებ აღებულ ვალებს და მივდვარ. ათასერთი ღამე არ მეყო ზღაპრისთვის. მე პოტენციური გიჟი ვარ და შენ კი, ჩემს გვერდით რომ იყო, მზად არ ხარ ამისთვის. გიო ანდრონიკაშვილი. -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| T I K O |
Jan 25 2009, 01:35 AM
პოსტი
#1374
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
Tarzana მჩხაპნელია მგონი მაგის ავტორის ფსევდონიმი ხო? ლიტ.გეზე იდო ადრე პატარა ბიჭია –––––––––––––– ზვიად რატიანი ნეგატივი. 20 წლის შემდეგ ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს, არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში, და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა. – ჩვენ, ვნც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ. – ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს. არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი. ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით. – ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის, რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი, უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია, ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან, და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს. --------------------- – შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით! დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი; შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა – ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული, სარწმუნოება... შავლეგ, შენი... სულ შენი, შენი, შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს, შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო; ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით, როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ, დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს, ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს... და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ, და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით, ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი, ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით, რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები, მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა; გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით, ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა, რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით და ასე ვხდებით უკვდავები. ნუ გეცინება, ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით, როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს, რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები, ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი. ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___ უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით. ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ. ----------------------- – და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ, ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს, მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ. ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე, სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში, თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს, ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს; უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმააარ... ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე. http://www.youtube.com/watch?v=0KP3GLcVxec მე ვაპირებდი ამას წინათ ამ ლექსის დადებას ეგ აშკარად syd-ის პოსტია -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| ტარზანა |
Jan 25 2009, 01:42 AM
პოსტი
#1375
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
ჰა კიდევ ერთი ცალი რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ, არ მაქვს დასაფარია, ბიუჯეტს თუ ფულს პარავენ, ნეტავ რა გვიხარია?! "ჩაკრულოზე" უფრო მეტად მოდაშია "მარია", ჩვენს სიმღერებს თუ ვივიწყებთ, ნეტავ რა გვიხარია?! სწრაფი ტემპით იწევს ფასი, კვერცხი გახდა ლარია! გაგვიძვირეს ყველაფერი, ნეტავ რა გვიხარია?! ცუდს თუ ეტყვი დაგიჭერენ, არ ეტყვი და შარია, მოძმეთ სისხლი დაღვარეს და ნეტავ რა გვიხარია?! შადრევნებით "აგვაყვავეს" მორწყეს მთა და ბარია, შადრევნებს თუ ეცეკვებათ, ჩვენ რაღა გვიხარია?! რუსეთიდან გამოგვყარეს, მოგვიკეტეს კარია, "ნატოშიც" ვერ "შევიპარეთ" ნეტავ რა გვიხარია?! რომ ვეომოთ დავმარცხდებით, ვერ გვიშველის ჯარია, ამერიკაც დაგვიკიდებს, ნეტავ რა გვიხარია?! აღარ არის აღარც ნდობა, გაჩნდა დიდი ბზარია, ერთმანეთს თუ ვერ ვენდობით, აბა რა გვიხარია?! მოგვიმრავლდნენ თან "ცისფრებიც" საგანგაშო ზარია, ვაჟკაცობას თუკი ვკარგავთ, ნეტავ რა გვიხარია?! ეს ყვითელი ავტობუსი, კუზე ოდნავ ჩქარია, მგზავრობის დროს ტრამვებს ვიღებთ, ნეტავ რა გვიხარია?! აღარ გვიჭრის უკვე თითქოს, აღარც კალმისტარია, ბურჭულაძეს მწერლად ვთვლით და ნეტავ რა გვიხარია?! ეს ლექსი რომ გავაგრძელო ლოგინს შეცვლის ნარია, ყველაფერზე ვშიშობთ უკვე, ნეტავ რა გვიხარია?! მთავრობის წინ ვაწყობ მიტინგს, დამიჭირეთ მხარია, ვინც არ მოვა,მოღალატე და მთავრობის ჩვარია. თუმცა ვიცი რომ არ მოხვალთ, მიშას უდგას დარია, ეჰ რას ვიზამ, მე მომიწევს, მარტომ ვზიდო ჯვარია. -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
| ტარზანა |
Jan 31 2009, 08:31 PM
პოსტი
#1376
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
*** ნაწვიმარზე *** ნისლით დაუბურა მაღალი მთები გამუქდა ნაღები ცის, წვიმა გამჭირვალე ბილიკებით ძირს ეშვება და ცრის... ქარი შეატოკებს ალვის კენწეროებს, არწივიც აფარებს კლდეებს თავს, გრგვინავს არემარე, ქშენს და იღრინება, მეხი ღმუის, ელვა კაწრავს ცას... ღრიალებს მდინარე მკაცრი ბარიტონით, ლოდებს მიათრევს და ბორგავს, თეთრი მოკამკამე სამოსელი ტალხით ისვრება და ოხრავს... ჰაერს შერევია სურნელი მტვრის, სუნთქვაც ცივია და სველი, სიგრილის აგონია დაგათრობს, და სული ცად გაფრენას ელის... ფოთლებს ეწრიტება ბოლოები, ნუკრი ეფერება დედას, სწრაფად ახამხამებს სველ წამწამებს თითქოს ახლა სწავლობს ხედვას... ბუნება ლამაზია წვიმის შემდეგ ნიავიც შეირხევა ოდნავ, ცაც ისევ ლურჯია და გამჭირვალე მზე ისევ ანათებს და... ჰოდა... მიყვარს ნაწვიმარზე სეირნობა ფიქრი და ოცნება შენზე, მერე სევდიანი, უიმედოდ იქვე ჩამოვჯდები სერზე... ალბათ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე, სევდა ფიფქებივით მათოვს, მაგრამ სიყვარული შენთვის ანთებული მე ამ წვიმაშიც კი მათბობს... არა, არ ვუჩივი უშენობას, შენ ხომ სადღაც აქ ხარ ახლოს, თითქოს სიზმარია საზარელი, მალე გაივლის და... გახსოვს? ერთად მოვდიოდით ბინდბუნდში ორნი, სიჩუმეს მოეძებნა ბინა, ვინ იცის ჩვენს გულებში საწადელმა რამდენჯერ გაირბინა... თუმც კი ვერ გითხარი ვერაფერი და არც სიამაყემ მარგო, მაგრამ ამ დაჭრილ და დაღლილ გულს კი მუდამ ეყვარები კარგო!!! -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
| nini1 |
Feb 2 2009, 12:21 AM
პოსტი
#1377
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
უძრავი ქალაქი
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო... მთელი ჩემი სხეული -სველი სინანულია მინდა თვალზე ცრემლების - ალუბლების დაკრეფა, და ღრუბლებიც გარშემო, მერცხლები რომ უვლიან, შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება. მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია... რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა... უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღავში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ, მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია, იცი რა ლამაზი ხარ, იცი რა ლამაზი ხარ? ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია, თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთვივით, ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა -ნათურა, შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით, მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია, თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის, კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია მაგ თვალებმა რა იცის, მაგ ტუჩებმა რა იცის .... უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო... დუდუნ-დუდუნ-დუდუნ-დუდუნ -დუდუნით შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი, ნუგეშ-ნუგეშ-ნუგეშ-ნუგეშ -ნუგეში, კვამლი იდგა მატარებლის კუპეში, რადგან-რადგან-რადგან-რადგან-რადგანაც, შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც, ჩქარი-ჩქარი-ჩქარი-ჩქარი-ჩქარია, ამ სულსწრაფი ვაგონების არია... გიორგი ზანგური http://www.link.ge/file/206953/udzravi-qalaqi.wma.html -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| ბიძია თომა |
Feb 2 2009, 12:36 AM
პოსტი
#1378
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ეს ალაზანზე ვნახე.
მე შენ მიყავრხარ როგორც მერცხალი იდაყვის თავზე მქონდა მეც ხალი მე შენ მიყვარხარ როგორც ალუჩა დაიმახსოვრე კარგად მანუჩარ მე შენ მოგიძღვნი ქათქათა ვარდებს ხელი მოკიდე არ გადავარდეს! მე შენ გატარებ ცხოვრების გზაზე მიდი ლობიო შემოდგი გაზზე მე შენ გაგითბობ გაცრეცილ თითებს ბოლო მოვუღოთ უაზრო მითებს მე შენ მიყვარხარ როგორც ბეღურა გუშინ მაგარი ქუდი მეხურა. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| nini1 |
Feb 2 2009, 12:39 AM
პოსტი
#1379
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
ეს ალაზანზე ვნახე. მე შენ მიყავრხარ როგორც მერცხალი იდაყვის თავზე მქონდა მეც ხალი მე შენ მიყვარხარ როგორც ალუჩა დაიმახსოვრე კარგად მანუჩარ მე შენ მოგიძღვნი ქათქათა ვარდებს ხელი მოკიდე არ გადავარდეს! მე შენ გატარებ ცხოვრების გზაზე მიდი ლობიო შემოდგი გაზზე მე შენ გაგითბობ გაცრეცილ თითებს ბოლო მოვუღოთ უაზრო მითებს მე შენ მიყვარხარ როგორც ბეღურა გუშინ მაგარი ქუდი მეხურა. ერთი სტრიქონი აკლია მაგას ისე მიყვარხარ როგორც მაწონი, მე შენს სიყვარულს ვეღარ ავწონი -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| ბიძია თომა |
Feb 2 2009, 12:43 AM
პოსტი
#1380
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ერთი სტრიქონი აკლია მაგას ისე მიყვარხარ როგორც მაწონი, მე შენს სიყვარულს ვეღარ ავწონი ეს ჯობია. მე შენ მიყვარხარ როგორც ჩაქუჩი თევზი იხრჩობა - სძვრება ლაყუჩი მე შენ მიყვარხარ როგორც ნაცარი შენი თმებია ჯაგრის ბაწარი მე შენ მაგონებ ჭუჭყიან ნაგავს ჩვენი ცხოვრება არაფერს არ გაქვს მე შენ მიყვარხარ როგორც ციცარი გულში ვიღაცამ მტყორცნა ისარი შენ მე მაგიჟებ ჩემო ფისუნა იქნებ ვიღაცამ ფეხზე მისუნა?! მოდი ავიხსნათ ერთად აღვირი იქნებ ვიყიდო ჩემთვის საყვირი! მოდი ჩამაგდე, ცეცხლში ვიწვოდე იმას რა უნდა ნეტა ვიცოდე... მე შენ მიყვარხარ როგორც მაუსი ენა მაგ კონვერტს კიდევ გაუსვი. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| maikusi |
Feb 2 2009, 12:49 AM
პოსტი
#1381
|
![]() maia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 |
ბიძია თომა
ციტატა მე შენ გატარებ ცხოვრების გზაზე მიდი ლობიო შემოდგი გაზზე -------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
| nini1 |
Feb 2 2009, 01:00 AM
პოსტი
#1382
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
ციტატა მე შენ მიყვარხარ როგორც ჩაქუჩი ციტატა ეს ჯობია. ოო, ნამდვილად ჯობია, პოეზიის მწვერვალია ვერაფერს ვიტყვი ------------------------------------------------------------------------------------ სასწაულო სულში ლექსია და გულის სისხლად აპრილის არაგვი დახმაურობს, გაუნელებელი წყურვილი ხარ, ჩემი სიყმაწვილის სასწაულო. მთები - სანავარდო არწივების, სოსანმორეული ყანის კიდე, დილის ნისლი - დედის ნამზითვები, მზისკენ მიმავალს რომ თვალი ვკიდე; შენი ღამეები ვარსკვლაფჭორფლა, ატმის ყვავილებად გაცისკრება, რაკი შენად ყოფნით მეწყალობა და მიწყივ სრულდება უფლის ნება - დავთმობ ნატვრებს გულში ჩარჩენილებს, ჯავრი არ მექნება არცა რისი, ოღონდ ერთი ლექსი მათქმევინე, შენი ცის და მიწის საკადრისი. მარიამ ხუცურაული -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
| თამარი_ცქნაფო |
Feb 2 2009, 01:00 AM
პოსტი
#1383
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ნუ რა არის ახლა ეს. ტემო და მაიკუსი, ცოტა გონებას მოუხმეთ, ჭეშმარიტი და მდარე ნუ გერევათ რა. ეს ტარზანსაც ეხება, მსგავსი პოეზია თუ გვიზიდავს, ცალკე გავუხსნათ თემა. ამ პატიოსან თემას ნუ მოვთხვრით
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
| ტარზანა |
Feb 2 2009, 01:02 AM
პოსტი
#1384
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
თამარი_ცქნაფო
ჩემი ლექსები მასწ. ჩემ საცოლეს აქვს შენახული და ცოცხალი თავით არ მაძლევს და ახლა კიდევ მიმატოვა მუზამ, მარტო კაფვაღა გამომდის -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
| ბიძია თომა |
Feb 2 2009, 01:02 AM
პოსტი
#1385
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ნუ რა არის ახლა ეს. ტემო და მაიკუსი, ცოტა გონებას მოუხმეთ, ჭეშმარიტი და მდარე ნუ გერევათ რა. ეს ტარზანსაც ეხება, მსგავსი პოეზია თუ გვიზიდავს, ცალკე გავუხსნათ თემა. ამ პატიოსან თემას ნუ მოვთხვრით რა არის ცუდი? უზრდელობა წერია სადმეს ცქნაფი? -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| თამარი_ცქნაფო |
Feb 2 2009, 01:04 AM
პოსტი
#1386
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რა არის ცუდი? უზრდელობა წერია სადმეს ცქნაფი? გასაგებად არ ვწერ? მდარე და გასართობი ''პოეზია'' სხვაა და ამ თემის მიზანი _ სხვა. სალაღობო ლექსებისთვის ცალკე გახსენით თემა, ასე უფრო უპრიანი იქნება -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th April 2026 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი