![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
maikusi |
![]()
პოსტი
#1381
|
![]() maia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 ![]() |
ბიძია თომა
ციტატა მე შენ გატარებ ცხოვრების გზაზე მიდი ლობიო შემოდგი გაზზე ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
nini1 |
![]()
პოსტი
#1382
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ციტატა მე შენ მიყვარხარ როგორც ჩაქუჩი ციტატა ეს ჯობია. ოო, ნამდვილად ჯობია, პოეზიის მწვერვალია ვერაფერს ვიტყვი ![]() ------------------------------------------------------------------------------------ სასწაულო სულში ლექსია და გულის სისხლად აპრილის არაგვი დახმაურობს, გაუნელებელი წყურვილი ხარ, ჩემი სიყმაწვილის სასწაულო. მთები - სანავარდო არწივების, სოსანმორეული ყანის კიდე, დილის ნისლი - დედის ნამზითვები, მზისკენ მიმავალს რომ თვალი ვკიდე; შენი ღამეები ვარსკვლაფჭორფლა, ატმის ყვავილებად გაცისკრება, რაკი შენად ყოფნით მეწყალობა და მიწყივ სრულდება უფლის ნება - დავთმობ ნატვრებს გულში ჩარჩენილებს, ჯავრი არ მექნება არცა რისი, ოღონდ ერთი ლექსი მათქმევინე, შენი ცის და მიწის საკადრისი. მარიამ ხუცურაული -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1383
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ნუ რა არის ახლა ეს. ტემო და მაიკუსი, ცოტა გონებას მოუხმეთ, ჭეშმარიტი და მდარე ნუ გერევათ რა. ეს ტარზანსაც ეხება, მსგავსი პოეზია თუ გვიზიდავს, ცალკე გავუხსნათ თემა. ამ პატიოსან თემას ნუ მოვთხვრით
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#1384
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
თამარი_ცქნაფო
ჩემი ლექსები მასწ. ჩემ საცოლეს აქვს შენახული და ცოცხალი თავით არ მაძლევს და ახლა კიდევ მიმატოვა მუზამ, მარტო კაფვაღა გამომდის ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1385
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ნუ რა არის ახლა ეს. ტემო და მაიკუსი, ცოტა გონებას მოუხმეთ, ჭეშმარიტი და მდარე ნუ გერევათ რა. ეს ტარზანსაც ეხება, მსგავსი პოეზია თუ გვიზიდავს, ცალკე გავუხსნათ თემა. ამ პატიოსან თემას ნუ მოვთხვრით ![]() რა არის ცუდი? უზრდელობა წერია სადმეს ცქნაფი? -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1386
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
რა არის ცუდი? უზრდელობა წერია სადმეს ცქნაფი? გასაგებად არ ვწერ? მდარე და გასართობი ''პოეზია'' სხვაა და ამ თემის მიზანი _ სხვა. სალაღობო ლექსებისთვის ცალკე გახსენით თემა, ასე უფრო უპრიანი იქნება ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1387
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
გასაგებად არ ვწერ? მდარე და გასართობი ''პოეზია'' სხვაა და ამ თემის მიზანი _ სხვა. სალაღობო ლექსებისთვის ცალკე გახსენით თემა, ასე უფრო უპრიანი იქნება ![]() ოგონდ შენ არ გამიბრაზდე და ჩემი ხელით წავშლი ![]() ფიცი თუშეთის მთებში ავიდგი ფეხი, მათი სპეტაკი მირონი მცხია, თოვლიან მწვერვალთ სიდარბაისლე, შეუპოვრობა ჩანჩქერი მქვია. ვფიცავ ნაპრალებს და ჯანღის ქულებს, რიჟრაჟზე შურთხის სტვენასა ვფიცავ, რომ თუ დაგჭირდა, სამშობლოვ ჩემო, ზვავზე ნაწრთობი მკერდით დაგიცავ. ეს არის თუშის უტეხი სიტყვა, ფუჭი არაა, წინაპრებს ვფიცავ, ომში ფარად და ხანჯლად მიგულე, შრომაში გუთნად, მშობელო მიწავ! თუნდაც სიცოცხლე დაგჭირდეს ჩემი შენს დღეგრძელობას გადავედები და თუ ვერ შევძელ წამლად დაგედო, მუწუკად მაინც არ დაგედები! ბახვა ბაიხოიძე. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1388
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ბიძია თომა
კარგი ბიჭი ![]() გულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნებავ, როგორც მყინვარი სალიო! თორ მალე მოვა სიკვდილი, ტუქსი, არ მოცინარიო; სულ დამაცილებს ჯავრებსა, იმნაირი აქვ ზარიო. უნდა წამართოს უეცარ რაც მის მადევს ვალიო. გავექცე? სად უნდ წავიდე ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო? შავება? არ დააშინებს ჩემი ფრანგული ხმალიო! ვიტირო? არ შამიცოდებს, არ იცის ცოდვა-ბრალიო; ვეხვეწო? არ გაიგონებს, უნდა იხმაროს ძალიო... ისევ სჯობს გულით ვილხინო სანამ ცოცხალი ვარიო, - ვისა აქვ მეტი სიცოცხლე უფლისგან ნაჩუქარიო? (ხალხური) -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1389
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ბიძია თომა კარგი ბიჭი ![]() გულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნებავ, როგორც მყინვარი სალიო! თორ მალე მოვა სიკვდილი, ტუქსი, არ მოცინარიო; სულ დამაცილებს ჯავრებსა, იმნაირი აქვ ზარიო. უნდა წამართოს უეცარ რაც მის მადევს ვალიო. გავექცე? სად უნდ წავიდე ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო? შავება? არ დააშინებს ჩემი ფრანგული ხმალიო! ვიტირო? არ შამიცოდებს, არ იცის ცოდვა-ბრალიო; ვეხვეწო? არ გაიგონებს, უნდა იხმაროს ძალიო... ისევ სჯობს გულით ვილხინო სანამ ცოცხალი ვარიო, - ვისა აქვ მეტი სიცოცხლე უფლისგან ნაჩუქარიო? (ხალხური) ![]() ![]() ქალაუ, მე შენზე ფიქრები მაწამებს, ისმინე ქალბნელო ვაჟკაცის ვედრება, ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს, მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
maikusi |
![]()
პოსტი
#1390
|
![]() maia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 ![]() |
ნუ რა არის ახლა ეს. ტემო და მაიკუსი, ცოტა გონებას მოუხმეთ, ჭეშმარიტი და მდარე ნუ გერევათ რა. ეს ტარზანსაც ეხება, მსგავსი პოეზია თუ გვიზიდავს, ცალკე გავუხსნათ თემა. ამ პატიოსან თემას ნუ მოვთხვრით ![]() ![]() ![]() -------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1391
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ქალაუ, მე შენზე ფიქრები მაწამებს, ისმინე ქალბნელო ვაჟკაცის ვედრება, ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს, მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება. გენაცვალე ![]() მაღლაით მოვლენ ღურბელნი, გორებზე დაეკიდება... ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა, გულს ჟანგი მაეკიდება; ჯავრის მომყოლსა ვაჟკაცსა, რა კარგი წაეკიდება; ჯანი და ღონე წაუვა, გმირობა გაეყიდება... ასადგომნელად აიწევს, არგანზე დაეკიდება! მაპატიე ცქნაფ ლობიო რო წავიკითხე უცბად ჩამეოFა ![]() ![]() მართლა გირჩევთ, გაიხსნას ცალკე თემა ასეთი პოეზიისთვის და იქ დავდოთ, თორემ ცოტა უპატივცემულობაცაა, სად გალაკტიონის ''თოვლი'' და სად _ ჩაქუჩი და ლობიო. კი, გალაკტიონიც წერდა ასეთი შინაარსის ლექსებს, მაგრამ მას ნამდვილ პოეზიას არც ის უწოდებდა, ამიტომ ასე ჯობს, ცალკე იყოს სალაღობო პოეზია ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1392
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
გენაცვალე ![]() მაღლაით მოვლენ ღურბელნი, გორებზე დაეკიდება... ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა, გულს ჟანგი მაეკიდება; ჯავრის მომყოლსა ვაჟკაცსა, რა კარგი წაეკიდება; ჯანი და ღონე წაუვა, გმირობა გაეყიდება... ასადგომნელად აიწევს, არგანზე დაეკიდება! მართლა გირჩევთ, გაიხსნას ცალკე თემა ასეთი პოეზიისთვის და იქ დავდოთ, თორემ ცოტა უპატივცემულობაცაა, სად გალაკტიონის ''თოვლი'' და სად _ ჩაქუჩი და ლობიო. კი, გალაკტიონიც წერდა ასეთი შინაარსის ლექსებს, მაგრამ მას ნამდვილ პოეზიას არც ის უწოდებდა, ამიტომ ასე ჯობს, ცალკე იყოს სალაღობო პოეზია ![]() ![]() როცა შენს დალალებს ქარი შლის, მოჰგევხარ ნესტანს და თამარ ქალს, ..... დედაშენს მოვსტაცებ ქალიშვილს , მერე გინდ ყაჩაღიც დამარქვან,... -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
nini1 |
![]()
პოსტი
#1393
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
"გაზაფხულმა რაც მათქმევინა" ლექსების ციკლი სამასი არაგველის გახსენება ბაბუა ალუდაურს წვიმს და მთებს არყევს ქუხილის ხმები, ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ, თუ არაგველთა თამამი ხმლები კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ. ”ხახმატის ყმა და ქართვლის მონა ვარ!~ – ბაგეზე უცხო ცეცხლი ვარვარებს... სამას კაი ყმას, მთებით Mმომავალს, ბარში სამასი უცდის სამარე. თუმცა გულიც და გორდაც ვარგობდა, შავად ჩამოდგა იმ დღეს დაისი... ჯავრმოუშუშებ საარაგვოდან კვლავ სისხლმდინარი მოჩანს კრწანისი. ნისლო, რა მწარე ნაღვლით ითვრები, – სული ვერ მოკლა მომხდურის დანამ, დღესაც არაგვის მრისხანე მთები ომში მიმავალ მოლაშქრეთ ჰგვანან. წვიმს და ცას არყევს ქუხილის ხმები, ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ, თუ არაგველთა თამამი ხმლები კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ. * * * რამდენი დარდით ვნებულხარ, გულო, ამყოლო ქარებსა, რამდენჯერ დავუღუპივარ ჩემს სიმართლ-სიალალესა. რამდენჯერ დამიკოცნიხარ, ცისკარო, ქართლის ჭალებსა, მუხლჩოქვით შეგვედრებივარ არგათენებას მალესა. რამდენჯერ მჩეხეს უწყალოდ, ნაღველს მასმევდნენ მწარესა, შუბლზე ნათელი უფლისა ღვთის რისხვად ჩამითვალესა. ძმათაგან ბეჭში დაჭრილი, წყლულს არ ვუჩენდი მთვარესა, რამდენჯერ გაბრუნებულხარ, ცრემლო, მომდგარო თვალებსა! ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო, ცრემლის ნუ გიდგას გუბები, ნაშობი ცისკრის სხივიდან ბნელში ვერ ჩავიღუპები. ტანი რომ მიწაზე მიდგას, თმას მივარცხნიან ღრუბლები, ჟამდაჟამ კარი იღება, ცად უფალს ვესაუბრები. თუ ისე მიმტრო საწუთრომ თუ ისე მიმტრო საწუთრომ, ერთად დამიმხო ცხრა კარი, დავლად წაიღო მომხდურმა, ჩემი ნათიბი, ნამკალი. თუ მტერს ვერ გადავეწიე, გული ჯავრისგან დავკალი, ვერ ჩამიხვია სწორფერმა მთვარით ნაფერი მხარ-მკლავით. ნურცავის ზღაპრად უამბობ, არცვის უჩვენო გზა-კვალი, ვინ მე და სულის განლევა, სიკვდილთან თრთოლა-კანკალი, მოდი და ლექსის სტრიქონი გულზე ხმალივით დამკარი. მამულისადმი ხან თუ სევდიან სტრიქონებს ვწერდი, ხანაც მზე მწვავდა შორი ცის... ვიდრე გჭირდები, რომ გყავდე გვერდით, – სწორედ იმდენ ხანს მოვიცდი. ხმამაღლა ვერ ვთქვი ამ მიწის ტრფობა, სევდით გავყურებ ჭაუხებს... დედასავით რომ ჩამიკრავს გულში, მაშინ ჩურჩულით გავუმხელ. საღამო არაგვზე ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, – ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს, ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ, მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ. რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა, ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ, თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან, აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს. ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის, აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს, მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი, რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული. ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის, და არაგვიდან წამოსული მზე ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის. გადაძახილი აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია. გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი, თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს, ”რა უყავით, რა უყავით მამულები?!~ – ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის. ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს, ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი – ”ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო, უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?! ~ ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო, ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს... გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, ქართველებო! – დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი. აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია. ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე იის თვალები მათრობდა, ყაყაჩოს მწვავდა ბაგენი, შენც იმათ შუა გეძებდი, ვერ იქნა, ვერ მოგაგენი. ტრფობის მორევმა წამიღო, რისი ნავი და რა – გემი, ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე, შენი ხო მქონდა ნაგემი. მანანა ჩიტიშვილი წავედი , თორე ბევრი ვიპოეტე ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1394
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
თამარი_ცქნაფო ჩემი ლექსები მასწ. ჩემ საცოლეს აქვს შენახული და ცოცხალი თავით არ მაძლევს და ახლა კიდევ მიმატოვა მუზამ, მარტო კაფვაღა გამომდის ![]() საკუთარი ლექსებისთვის გვაქვს ცალკე ტოპიკი: ფორუმელთა პოეზია. კაფიაშიც თავისუფლება გეძლევა. სალაღობო პოეზიისთვის კი მენანება ეს თემა. ამიტომ მასაც ცალკე გაუხსენით ''ბინა'' -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#1395
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
თამარი_ცქნაფო
არის შეფ... აღარ შეგაწუხებთ ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
xevsuri |
![]()
პოსტი
#1396
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
ჩვენ
შენ ზამთარი ხარ, მე-ზაფხული. ჩვენ შორის კი მუდმივად იქნებიან ვიღაც შემოდგომა და ვიღაც გაზაფხული. -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1397
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
დათო მაღრაძე ლამანჩელი კაფეში ზის ლამანჩელი კაფეში, ძველს დაუკვეთავს კონიაკს, გახუნებული აფიშა სატრფოს ბარათი ჰგონია. ქლესური გადაძახილით თავები წაუქონიათ, ის მიდის მტერზე მახვილით, სიკვდილი მღერა ჰგონია. ტრამალის ქარი დაბმული საკანის ტიბიკონია, ეს სახიჩარი მამული რაინდს სამშობლო ჰგონია. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1398
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ეჰ, რატომ არ მახსოვს ლექსი, რომელიც მივუძღვენი ჩემს ცოლს, უ.ს. მაშინ ჯერ საცოლეს...ისეთი "ტალანტი" აღმომაჩნდა, ლამის ქალი სამუდამოდ დავკარგე
![]() რა მადლი იქნებოდა ახლა თქვენთვის, რომ გაფანტულიყავით ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1399
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ეჰ, რატომ არ მახსოვს ლექსი, რომელიც მივუძღვენი ჩემს ცოლს, უ.ს. მაშინ ჯერ საცოლეს...ისეთი "ტალანტი" აღმომაჩნდა, ლამის ქალი სამუდამოდ დავკარგე ![]() რა მადლი იქნებოდა ახლა თქვენთვის, რომ გაფანტულიყავით ![]() ![]() ![]() ცოლს ექნება შენახული -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1400
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
არა, რას ამბობ, ცოლი პატივს მცემს
![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 12:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი