![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1401
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
არა, რას ამბობ, ცოლი პატივს მცემს ![]() შენ, ჩვენი ძმა, აქ თემას ნუ მიოფებ! ![]() ![]() ![]() ეთერ თათარაიძე *** ხან ბეწვის ხიდს გამკიდებ, ხან გზა-ბაწრებს ამახვევ, თავს ხან მქრქალ სხივთ მაფევად, ხან ჭექვ-ელვ-დელგმთ დამახვევ. მაჩქანჩქალებ, მაცხროებ, უცბად ფითრ კვართს გამახვევ, შენ ზნე-ხასიეთს ნატარს ბოლოს მიწას ჩამახვევ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1402
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ციტატა მე შენ მიყვარხარ როგორც ჩაქუჩი თევზი იხრჩობა - სძვრება ლაყუჩი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეგ მაგარი იყო თქვენთვის არ უთქვამთ ქალბატონო რომ გავხართ აპრილს, რომ გაზაფხულმა ღია რძისფერ ნისლში გარწიათ, კარგა ხანია, მყვირალობა დაიწყო მთაში და ამიტომაც შვლებიანი კაბა გაცვიათ... არც ის არ უთქვამთ? რომ თქვენა ხართ აპრილის ქარი, ნაფერები და ღიმილივით ოდნავ დამთბარი... ო, ქალბატონო, მე ნამდვილად ვაღმერთებ აპრილს თუ ნებას დამრთავთ, მე ვიქნები თქვენი ზამთარი... ეკა ქაჯაია -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1403
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ეს დღესასწაულის შესაბამისად იყოს. ამავე დროს, ჩემი განყოფილება ულოცავს ამ ფორუმის ყველა დავითს კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებას. მისი მადლი შეგეწიოთ ყველას!
ანა კალანდაძე * * * აღმაშენებელს - მეფეს და სარდალს ხედავთ, როს შეხვალთ გელათის საყდარს: თვალს არ აშორებს ის ქართველთ კერას, სად გული მისი გუგუნებს ჯერაც! პირდაპირ მისა ბიბლიურ დავითს აღუვლენია სიმების ჯღერა... უუძველესი მზის ქვეშე ხალხი, ვით შეწყვეტს სუნთქვას და გულთა ძგერას?! ანა კალანდაძე * * * ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოველის მპყრობელმან ვისურვე, დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე”… თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოვდილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - გულზე დამადგით, ფეხი დამადგით, გულზე ყოველთა… ესეც ნაწყვეტი თავად მეფის შემოქმედებიდან... *** რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი, მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი შენსა ჴმობს აღსარებასა, მეცა, სიტყვაო, აღმსარებელსა მომხედენ! ეს კი ჩემთვის უსაყვარლესი, არსენ იყალთოელისეული ეპიტაფია ვის ნაჭარმაგებს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარს გარე გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთანი იმერთა წყალთა შთამესხნეს,- აწღა ამათსა მოქმედსა ჴელნი გულზედან დამესხნეს. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
xevsuri |
![]()
პოსტი
#1404
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
ასე დავწერდი მე ![]() ![]() შენ გაზაფხული ხარ, მე-ზაფხული. ჩვენ შორის კი მუდმივად იქნებიან ვიღაც შემოდგომა და ვიღაც ზამთარი. ![]() რატო? ![]() -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
sali-j |
![]()
პოსტი
#1405
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 5-October 08 წევრი № 5,771 ![]() |
'' მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა" განა გალაკტიონს ვინმე შეედრება?! |
sali-j |
![]()
პოსტი
#1406
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 5-October 08 წევრი № 5,771 ![]() |
'' მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა" განა გალაკტიონს ვინმე შეედრება?! |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1407
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
თქვენთვის არ უთქვამთ ქალბატონო
რომ გავხართ აპრილს, რომ გაზაფხულმა ღია რძისფერ ნისლში გარწიათ, კარგა ხანია, მყვირალობა დაიწყო მთაში და ამიტომაც შვლებიანი კაბა გაცვიათ... არც ის არ უთქვამთ? რომ თქვენა ხართ აპრილის ქარი, ნაფერები და ღიმილივით ოდნავ დამთბარი... ო, ქალბატონო, მე ნამდვილად ვაღმერთებ აპრილს თუ ნებას დამრთავთ, მე ვიქნები თქვენი ზამთარი... ეკა ქაჯაია აუუუ ძალიან მომეწონა, აპრილზე ვგიჟდები ![]() ![]() |
nini1 |
![]()
პოსტი
#1408
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ნუკრი ბერეთელი
ასე უშენო ჩემი უშენობა აღარ შეიძლება, ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ, ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები... მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი, შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი, დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი, როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან... ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც, ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით, სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა, სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები, მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე, ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები, ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე, მთებში გადამალე მერე მოწონების თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_ არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს. მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო, ასე უშენო და ასე სიცხიანი... -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1409
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
*ნინო* მართლა? მაშინ აი ეს შენ ![]() გაზაფხულმა გამოაღო დარაბები, სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს... ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვებით,- აპრილია... თავად უნდა მიხვდეთ !!! -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1410
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
Nefertiti
გეხუტუნე...დიდი მადლობა ![]() ![]() ძალიან ლამაზია ![]() |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#1411
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
გამოყოლილი გაკვეთილი
დავხუჭე – ცრემლები ჩავყლაპე, ტუჩი მოვიკვნიტე – სისხლი წამსკდა” ტიტინა გიგლას მამა მე ისევ აქ ვარ, სადაც დამტოვეს, კუთხეში, მარტო და წიგნით ხელში. უკვე წლებია, ჩემი დები და ჩემი ძმები სადღაც წავიდნენ – ბეჯითები, ბედნიერები, მე კი ჯერ გვერდიც ვერ წავიკითხე. სულ ასე იყო – ტუჩები დავხუჭე – სიტყვები ჩავყლაპე, ქუთუთო მოვიკვნიტე – ცრემელები წამსკდა. (და წიგნიც ალბათ ამ კედლისთვის წაღმა მიჭირავს, სიტყვებსაც ალბათ დასავლეთის ქარისკენ ვმარცვლავ) მე ისევ აქ ვარ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის – თუკი მშობლები გაეყარნენ ათასი წლის წინ და ზარმაცი ძიძა მივლიდა და დედაჩემი, როცა მზეა, როგორც ობობა, გამომივლის და შემომძახებს: ,,გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს, გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს.” |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#1412
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
რა ვუყოთ რომ სიბერეში მივჩვარდი
და თანდათან დამეკარგა მე რიხი ახალგაზრდაც არ ვიყავი რიჩარდი და ბებერიც ვერ ვიქნები ჰენრიხი ოღონდ ხმისაც არ გეგონოთ ჩამკმეტი და რაც უნდა სიყვარულმა მომთელოს ვერ გავხდები ცხოვრებაში მაკბეტი ეჭვიანსაც ვერ მივბაძავ ოტელოს არც ფულის ვარ არავისთვის წამღლეტი ქალსაც ხვეწნას არ დავუწყებ მომეო უკვე მივხვდი რომ არა ვარ ჰამლეტი და არც თავი მეჩვენება რომეო მაგრამ რადგან მაინც აფრქვევს ლექსს პირი მინდა ვიყო ცოტა ხანი შექსპირი კოტე ყუბანეიშვილი |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#1413
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ხვალაც დღესავით გაიაპრილებს, აფეთქდებიან ატმის რტოები, გრძნობები მაინც გაინაპირებს, შევრჩებით აპრილს ჩვენ,მარტოები... მარტი გაგვიღებს დარაბებს ალბათ, იმედით მალე გაიმაისებს, გადავურჩები ამ ბედკრულ ზამთარს და შენ გაჩუქებ ედელვაისებს, ეს სურნელია სიცოცხლის ძალა... ვარდიც დაითვლის მალე აისებს, იქნება გნახო აპრილის გაღმა და ვეტრფიალოთ ერთად დაისებს.... ......მარტი... აპრილი... გამაისება........ -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1414
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!... -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
guest |
![]()
პოსტი
#1415
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!... შენი ჭირიმე ![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#1416
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
M.M.
რამდენჯერმე გადავიკითხე ეგ ლექსი მიშიკო, აუცილებლად ჩავიწერ და ჩემს თურქ მეგობარს ჩავუტან, ერთ თვეში ვაპირებ ჩასვლას ვაშინგტონში და გადავცემ. ეხლა ჰქვია თურქი, თორემ ისე სულითაც და გულითაც ქართველია, მისი ოჯახი მრავალი წლის წინ თურქეთისთვის მიფეშქაშებულ ქართულ მიწაზე ცხოვრობს. ისიც იგივეს ამბობს რაც მაგ ლექსშია, თან დიდი გულისტკივილით. ![]() ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
guest |
![]()
პოსტი
#1417
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ნაინა
ციტატა მისი ოჯახი მრავალი წლის წინ თურქეთისთვის მიფეშქაშებულ ქართულ მიწაზე ცხოვრობს. ისიც იგივეს ამბობს რაც მაგ ლექსშია, თან დიდი გულისტკივილით. ნინ, ეს ლექსი აჭარლებზეა უფრო, ვიდრე თურქეთში მყოფ ქართველებზე. მჭადზე ჯვრის დასმა და ხატების დამალვა მართალია, ბაბუაჩემის დედამ (მე-19 საუკუნეში დაბადებული. თვით ბაბუაჩემი 1888 წელს იყო დაბადებული და 104 წელი იცოცხლა, ეს ამბავი მისი მოყოლილია) სიკვდილის წინ მოითხოვა ხულოში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ამიყვანეთო (* ამ თურქების მიერ დანგრეული ეკლესიის ბოლო წინამძღვარი ჩვენი დიდი ბაბუა იყო - მღვდელი ივანე ბოლქვაძე, რომელიც მისი ორი ასევე სასულიერო პირი ძმის ერთად თურქებმა ეკლესიის ეზოში დაკლეს), ხოდა ასე ხელით აუყვანიათ, სიარული აღარ შეეძლოო და ამოუღია უბიდან ჯვარი, ეამბორაო და ასე მჯიღით გულზე დაუდია და მისვენებულა. თქვენ არ ხართ ბევრი იმ ტკივილიანი სიმართლის მომსწრე, როგორც ჩვენ, აჭარაში დაბადებული-გაზრდილი ერთ დროს ბავშვები. მე მახსოვს დღესაც ის გრძნობა, ის შინაგანი ტკივილი, რაც ჩვენც კი გაგვაჩნდა, ბავშვებს. თუ რატომ, ამაზე ამ თემაში არ დავკონკრეტდები. უFლის წყალობით დღევანდელი ახალგაზრდობა უკვე ამ დარდს მოშორებულია , რაც ძალიან მახარებს . |
ნაინა |
![]()
პოსტი
#1418
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
staywhite
ციტატა ნინ, ეს ლექსი აჭარლებზეა უფრო, ვიდრე თურქეთში მყოფ ქართველებზე. მჭადზე ჯვრის დასმა და ხატების დამალვა მართალია, ბაბუაჩემის დედამ მესმის ნან აჭარლებზე რომაა ![]() მაგრამ თურქეთში ჩარჩენილი, რომ თავის ეროვნებას და სარწმუნოებას შეინარჩუნებს და ყველასგან მალულად გულისპირზე შიგნიდან მიკერებულ ჯვარს დატარებს, ეს ლექსი ხომ მისთვისაცაა, მისთვისაც ხომ იგივე ტკივილია. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
nini1 |
![]()
პოსტი
#1419
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ეს როინ აბუსელიძის ლექსია , ლიტ. საიტიდან ვიცნობ, კარგად წერს , აჭარელია , ბათუმში ცხოვრობს .
-------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
guest |
![]()
პოსტი
#1420
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ნაინა
სამწუხაროდ, იქ დარჩენილები ძალიან შემოსაზღვრული არიან ისლამით... მაგრამ საქართველოს სიყვარული და მონატრება, ტკივილი რომ აქვთ ,ამას არავინ უარყოფს. აქ არის ერთი ჩემი მეგვარე მასე თურქეთიდან. ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის დროს შეხვედრია ბერლინში ქართველებს და გადაუცემია წერილი, სადაც ეწერა მისი ვინაობა, წარმომავლობა ანუ რომელი სოფლიდან იყვნენ, მისამართი და უთხოვია ვინმე ბოლქვაძეს გადაეცითო. ხოდა , მაშინ გაგანია საბჭოეთის დრო იყო და შეშინებულან ეს ქართველები და წერილი ჩამოსვლისთანავე უშიშროებისთვის გადაუცემიათ. გავიდა წლები და 1993 წელს როგორღაც მაინც ერთ-ერთ თანამშრომელს მაინც ჩვენი ერთი ნათესავი უნახავს და იმისთვის მიუცია. ვენაში ვიყავი მე მაშინ და ასე გადმომცეს ამ კაცის მონაცემები ნათესავებმა. დავურეკე, ნომერი და მისამართი ბედზე შეცვლილი არ ქონდათ. და იცი რა მოხდა? ![]() ![]() ![]() ![]() nini1 იცოცხლე ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 01:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი