IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 70 71 72 73 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
*ნინო*
პოსტი Feb 9 2009, 09:46 PM
პოსტი #1407


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



თქვენთვის არ უთქვამთ ქალბატონო
რომ გავხართ აპრილს,
რომ გაზაფხულმა
ღია რძისფერ ნისლში გარწიათ,
კარგა ხანია,
მყვირალობა დაიწყო მთაში
და ამიტომაც
შვლებიანი კაბა გაცვიათ...

არც ის არ უთქვამთ?
რომ თქვენა ხართ აპრილის ქარი,
ნაფერები და ღიმილივით
ოდნავ დამთბარი...
ო, ქალბატონო,
მე ნამდვილად ვაღმერთებ აპრილს
თუ ნებას დამრთავთ,
მე ვიქნები თქვენი ზამთარი...

ეკა ქაჯაია


აუუუ ძალიან მომეწონა, აპრილზე ვგიჟდები thumbs.gif kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Feb 10 2009, 04:00 PM
პოსტი #1408


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



ნუკრი ბერეთელი

ასე უშენო

ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ,
ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები...
მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი,
შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი,
დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და
ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი,
როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან...
ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც,
ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით,
სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა,
სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები,
მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე,
ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები,
ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე,
მთებში გადამალე მერე მოწონების
თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_
არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს.
მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო,
ასე უშენო და ასე სიცხიანი...


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Feb 13 2009, 05:40 PM
პოსტი #1409


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477






*ნინო*


მართლა? მაშინ აი ეს შენ smile.gif




გაზაფხულმა გამოაღო დარაბები,
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს...
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვებით,-
აპრილია... თავად უნდა მიხვდეთ !!!






--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Feb 13 2009, 08:35 PM
პოსტი #1410


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



Nefertiti

გეხუტუნე...დიდი მადლობა kiss1.gif madlioba.gif

ძალიან ლამაზია yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 14 2009, 02:33 PM
პოსტი #1411


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



გამოყოლილი გაკვეთილი

დავხუჭე – ცრემლები ჩავყლაპე,
ტუჩი მოვიკვნიტე – სისხლი წამსკდა”
ტიტინა გიგლას მამა


მე ისევ აქ ვარ,
სადაც დამტოვეს,
კუთხეში, მარტო
და წიგნით ხელში.
უკვე წლებია,
ჩემი დები და ჩემი ძმები
სადღაც წავიდნენ –
ბეჯითები, ბედნიერები,
მე კი ჯერ გვერდიც ვერ წავიკითხე.
სულ ასე იყო –
ტუჩები დავხუჭე – სიტყვები ჩავყლაპე,
ქუთუთო მოვიკვნიტე – ცრემელები წამსკდა.
(და წიგნიც ალბათ ამ კედლისთვის წაღმა მიჭირავს,
სიტყვებსაც ალბათ დასავლეთის ქარისკენ ვმარცვლავ)
მე ისევ აქ ვარ,
მაგრამ ჩემი ბრალი არ არის –
თუკი მშობლები გაეყარნენ ათასი წლის წინ
და ზარმაცი ძიძა მივლიდა
და დედაჩემი,
როცა მზეა, როგორც ობობა,
გამომივლის და შემომძახებს:
,,გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს,
გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს.”
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 14 2009, 04:00 PM
პოსტი #1412


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



რა ვუყოთ რომ სიბერეში მივჩვარდი
და თანდათან დამეკარგა მე რიხი
ახალგაზრდაც არ ვიყავი რიჩარდი
და ბებერიც ვერ ვიქნები ჰენრიხი

ოღონდ ხმისაც არ გეგონოთ ჩამკმეტი
და რაც უნდა სიყვარულმა მომთელოს
ვერ გავხდები ცხოვრებაში მაკბეტი
ეჭვიანსაც ვერ მივბაძავ ოტელოს

არც ფულის ვარ არავისთვის წამღლეტი
ქალსაც ხვეწნას არ დავუწყებ მომეო
უკვე მივხვდი რომ არა ვარ ჰამლეტი
და არც თავი მეჩვენება რომეო

მაგრამ რადგან მაინც აფრქვევს ლექსს პირი
მინდა ვიყო ცოტა ხანი შექსპირი

კოტე ყუბანეიშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Feb 15 2009, 08:42 PM
პოსტი #1413


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477







ხვალაც დღესავით გაიაპრილებს,
აფეთქდებიან ატმის რტოები,
გრძნობები მაინც გაინაპირებს,
შევრჩებით აპრილს ჩვენ,მარტოები...
მარტი გაგვიღებს დარაბებს ალბათ,
იმედით მალე გაიმაისებს,
გადავურჩები ამ ბედკრულ ზამთარს
და შენ გაჩუქებ ედელვაისებს,
ეს სურნელია სიცოცხლის ძალა...
ვარდიც დაითვლის მალე აისებს,
იქნება გნახო აპრილის გაღმა
და ვეტრფიალოთ ერთად დაისებს....


......მარტი... აპრილი... გამაისება........






--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 17 2009, 10:27 AM
პოსტი #1414


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 17 2009, 11:06 AM
პოსტი #1415


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(M.M. @ Feb 17 2009, 07:27 AM) *

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...


შენი ჭირიმე 2kiss.gif მიხეილ, სამსახურში ვარ ახლა და კიდევ კაი კოლეგები ჯერ არ არიან მოსული... კი არ ვტირი, ვბღავი cray.gif ვისი ლექსია, გორგილაძისა ხომ არა? ვაკოპირებ ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 17 2009, 11:16 AM
პოსტი #1416


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



M.M.
რამდენჯერმე გადავიკითხე ეგ ლექსი მიშიკო,
აუცილებლად ჩავიწერ და ჩემს თურქ მეგობარს ჩავუტან,
ერთ თვეში ვაპირებ ჩასვლას ვაშინგტონში და გადავცემ.
ეხლა ჰქვია თურქი, თორემ ისე სულითაც და გულითაც
ქართველია, მისი ოჯახი მრავალი წლის წინ თურქეთისთვის
მიფეშქაშებულ ქართულ მიწაზე ცხოვრობს.
ისიც იგივეს ამბობს რაც მაგ ლექსშია, თან დიდი გულისტკივილით. sad.gif kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 17 2009, 11:30 AM
პოსტი #1417


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნაინა
ციტატა
მისი ოჯახი მრავალი წლის წინ თურქეთისთვის
მიფეშქაშებულ ქართულ მიწაზე ცხოვრობს.
ისიც იგივეს ამბობს რაც მაგ ლექსშია, თან დიდი გულისტკივილით.

ნინ, ეს ლექსი აჭარლებზეა უფრო, ვიდრე თურქეთში მყოფ ქართველებზე. მჭადზე ჯვრის დასმა და ხატების დამალვა მართალია, ბაბუაჩემის დედამ (მე-19 საუკუნეში დაბადებული. თვით ბაბუაჩემი 1888 წელს იყო დაბადებული და 104 წელი იცოცხლა, ეს ამბავი მისი მოყოლილია) სიკვდილის წინ მოითხოვა ხულოში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ამიყვანეთო (* ამ თურქების მიერ დანგრეული ეკლესიის ბოლო წინამძღვარი ჩვენი დიდი ბაბუა იყო - მღვდელი ივანე ბოლქვაძე, რომელიც მისი ორი ასევე სასულიერო პირი ძმის ერთად თურქებმა ეკლესიის ეზოში დაკლეს), ხოდა ასე ხელით აუყვანიათ, სიარული აღარ შეეძლოო და ამოუღია უბიდან ჯვარი, ეამბორაო და ასე მჯიღით გულზე დაუდია და მისვენებულა. თქვენ არ ხართ ბევრი იმ ტკივილიანი სიმართლის მომსწრე, როგორც ჩვენ, აჭარაში დაბადებული-გაზრდილი ერთ დროს ბავშვები. მე მახსოვს დღესაც ის გრძნობა, ის შინაგანი ტკივილი, რაც ჩვენც კი გაგვაჩნდა, ბავშვებს. თუ რატომ, ამაზე ამ თემაში არ დავკონკრეტდები. უFლის წყალობით დღევანდელი ახალგაზრდობა უკვე ამ დარდს მოშორებულია , რაც ძალიან მახარებს .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 17 2009, 11:38 AM
პოსტი #1418


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



staywhite
ციტატა
ნინ, ეს ლექსი აჭარლებზეა უფრო, ვიდრე თურქეთში მყოფ ქართველებზე. მჭადზე ჯვრის დასმა და ხატების დამალვა მართალია, ბაბუაჩემის დედამ

მესმის ნან აჭარლებზე რომაა kiss1.gif
მაგრამ თურქეთში ჩარჩენილი, რომ თავის ეროვნებას და სარწმუნოებას
შეინარჩუნებს და ყველასგან მალულად გულისპირზე შიგნიდან მიკერებულ
ჯვარს დატარებს, ეს ლექსი ხომ მისთვისაცაა, მისთვისაც ხომ იგივე ტკივილია.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Feb 17 2009, 11:47 AM
პოსტი #1419


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



ეს როინ აბუსელიძის ლექსია , ლიტ. საიტიდან ვიცნობ, კარგად წერს , აჭარელია , ბათუმში ცხოვრობს .


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 17 2009, 11:52 AM
პოსტი #1420


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნაინა
სამწუხაროდ, იქ დარჩენილები ძალიან შემოსაზღვრული არიან ისლამით... მაგრამ საქართველოს სიყვარული და მონატრება, ტკივილი რომ აქვთ ,ამას არავინ უარყოფს. აქ არის ერთი ჩემი მეგვარე მასე თურქეთიდან. ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის დროს შეხვედრია ბერლინში ქართველებს და გადაუცემია წერილი, სადაც ეწერა მისი ვინაობა, წარმომავლობა ანუ რომელი სოფლიდან იყვნენ, მისამართი და უთხოვია ვინმე ბოლქვაძეს გადაეცითო. ხოდა , მაშინ გაგანია საბჭოეთის დრო იყო და შეშინებულან ეს ქართველები და წერილი ჩამოსვლისთანავე უშიშროებისთვის გადაუცემიათ. გავიდა წლები და 1993 წელს როგორღაც მაინც ერთ-ერთ თანამშრომელს მაინც ჩვენი ერთი ნათესავი უნახავს და იმისთვის მიუცია. ვენაში ვიყავი მე მაშინ და ასე გადმომცეს ამ კაცის მონაცემები ნათესავებმა. დავურეკე, ნომერი და მისამართი ბედზე შეცვლილი არ ქონდათ. და იცი რა მოხდა? smile.gif ვენაში ჩამომაკითხა გერმანიიდან wub.gif მას მერე ვიცნობ smile.gif მაშინ თქვა სწორედ, სუხიშვილების კონცერტზე ვიყავითო და ერთი ქართველი პროფესორი გავიცანითო და ძალიან მეწყინაო, ეს შეკითხვა დამისვაო: ისლამი უფრო გიყვარს თუ საქართველოო sad.gif ძალიან ნატკენი ქონდა გული, სიხარულით აღარ ვიცოდით რა გვექნა, ქართველები რომ ვნახეთო და უცებ ასეთ რამეს პროფესორი კაცი გვეკითხებაო... ეს მართლა საწყენია.

nini1
იცოცხლე 2kiss.gif ისე რა კაი გვარი ქონია, ტბელ აბუსერისძის გვარი wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Feb 17 2009, 11:57 AM
პოსტი #1421


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



ციტატა(staywhite @ Feb 17 2009, 11:52 AM) *

nini1
იცოცხლე 2kiss.gif ისე რა კაი გვარი ქონია, ტბელ აბუსერისძის გვარი wub.gif


კიი smile.gif

აი, ესეც მისი ლექსია, მომწონს ძალიან .

წვრილმანები (ამონარიდი ბავშვობიდან)

დღეა ცისფერი და
ცაა ცინიკოსი,
გატყდა ოცდაორი
მარტის გამთენია,
სხივი ნაწნავივით წვება
ალიონზე,
ღრუბლის ფთილები კი
თითქოს ბაფთებია.

ბაბას ნალიაში შეაქვს
მტრედისფერი,
ძმები საბალახოდ ლურჯას
მიდენიან,
მიკვირს სიცილამდე, ზოგჯერ
მეტისმეტიც,
ლურჯა რატომ ჰქვია თუკი
წითელია.

ბავშვურ შეკითხვების პასუხს
ველოდები,
ფეთქავს გაზაფხულის თოთო
მისტერია,
ჩემი სურვილი და გოგო
მეზობელის,
ვხვდები ამ ბოლო დროს ერთად
იზრდებიან.

სიცხეც ბეჭით დამაქვს, როგორც
განაჩენი,
ნენე დაწრიალებს დოქით
ოწინართან,
რაღა საჯანდაბედ წერა
ავიჩემე,
წლები გამირბიან ახლა
ოცის ვარ და

უნდა დამიჯერო,
ცაა ცინიკოსი,
გატყდა გამთენია,
მარტის ოცდაორი,
წვიმის ბრავისიმო კვდება
ალიონზე,
ჰოდა დავწერე და...
ანუ მომაგონდი...


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Feb 17 2009, 12:09 PM
პოსტი #1422


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ძაან მაგარი ადამიანია როინი. smile.gif
პირადად ვიცნობ და არა მხოლოდ პოზიის ნიჭითაა დაჯილდოებული... smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 17 2009, 04:12 PM
პოსტი #1423


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



staywhite
2kiss.gif ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. უძლიერესი ლექსია.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 17 2009, 05:37 PM
პოსტი #1424


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



M.M.
მსგავსი ბლბლბლბლბ არ წამიკითხავს.

და ვინც "დედაშენს" ლანძღავს, რატომღაც არ გავს ის " ჩემი ნენეს" გაზრდილს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 17 2009, 06:07 PM
პოსტი #1425


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მეგობარს, ცხრა წლის შემდეგ

არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას
ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე -
ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზე
და რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი,
რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდი
ჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს,
ოღონდ, გამწუწე თუ გადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგ
მე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს -
როგორც მაშინ, ცხრაწლისწინა დეკემბრის თვეში,
როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო,
რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით,
იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა -
სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი,
მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი,
რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც
ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კი
თითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავი
რაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი.
და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინ
ჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქეარათმიანი,
და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით,
რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნით
ჩვენმა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები.
და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არა
ვინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობ
და ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი?

არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილს
რომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში,
როგორღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიც
როცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი,
ბოლოს თქვი, ვაი.

სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანს
ვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით,
თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით.

ზ.რატიანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 18 2009, 10:26 AM
პოსტი #1426


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(kato_Bato @ Feb 17 2009, 05:37 PM) *

M.M.
მსგავსი ბლბლბლბლბ არ წამიკითხავს.

და ვინც "დედაშენს" ლანძღავს, რატომღაც არ გავს ის " ჩემი ნენეს" გაზრდილს.
blink.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 70 71 72 73 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 05:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი