![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
nini1 |
![]()
პოსტი
#1421
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
nini1 იცოცხლე ![]() ![]() კიი ![]() აი, ესეც მისი ლექსია, მომწონს ძალიან . წვრილმანები (ამონარიდი ბავშვობიდან) დღეა ცისფერი და ცაა ცინიკოსი, გატყდა ოცდაორი მარტის გამთენია, სხივი ნაწნავივით წვება ალიონზე, ღრუბლის ფთილები კი თითქოს ბაფთებია. ბაბას ნალიაში შეაქვს მტრედისფერი, ძმები საბალახოდ ლურჯას მიდენიან, მიკვირს სიცილამდე, ზოგჯერ მეტისმეტიც, ლურჯა რატომ ჰქვია თუკი წითელია. ბავშვურ შეკითხვების პასუხს ველოდები, ფეთქავს გაზაფხულის თოთო მისტერია, ჩემი სურვილი და გოგო მეზობელის, ვხვდები ამ ბოლო დროს ერთად იზრდებიან. სიცხეც ბეჭით დამაქვს, როგორც განაჩენი, ნენე დაწრიალებს დოქით ოწინართან, რაღა საჯანდაბედ წერა ავიჩემე, წლები გამირბიან ახლა ოცის ვარ და უნდა დამიჯერო, ცაა ცინიკოსი, გატყდა გამთენია, მარტის ოცდაორი, წვიმის ბრავისიმო კვდება ალიონზე, ჰოდა დავწერე და... ანუ მომაგონდი... -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
kmunebi |
![]()
პოსტი
#1422
|
![]() ლაშა–გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 ![]() |
ძაან მაგარი ადამიანია როინი.
![]() პირადად ვიცნობ და არა მხოლოდ პოზიის ნიჭითაა დაჯილდოებული... ![]() -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1423
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
staywhite
![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1424
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
M.M.
მსგავსი ბლბლბლბლბ არ წამიკითხავს. და ვინც "დედაშენს" ლანძღავს, რატომღაც არ გავს ის " ჩემი ნენეს" გაზრდილს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#1425
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
მეგობარს, ცხრა წლის შემდეგ
არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე - ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზე და რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი, რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდი ჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს, ოღონდ, გამწუწე თუ გადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგ მე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს - როგორც მაშინ, ცხრაწლისწინა დეკემბრის თვეში, როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო, რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით, იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა - სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი, მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი, რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კი თითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავი რაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი. და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინ ჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქეარათმიანი, და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით, რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნით ჩვენმა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები. და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არა ვინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობ და ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი? არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილს რომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში, როგორღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიც როცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი, ბოლოს თქვი, ვაი. სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანს ვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით, თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით. ზ.რატიანი |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1426
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
M.M. მსგავსი ბლბლბლბლბ არ წამიკითხავს. და ვინც "დედაშენს" ლანძღავს, რატომღაც არ გავს ის " ჩემი ნენეს" გაზრდილს. ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1427
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ციტატა წვრილმანები (ამონარიდი ბავშვობიდან) დღეა ცისფერი და ცაა ცინიკოსი, გატყდა ოცდაორი მარტის გამთენია, სხივი ნაწნავივით წვება ალიონზე, ღრუბლის ფთილები კი თითქოს ბაფთებია. ბაბას ნალიაში შეაქვს მტრედისფერი, ძმები საბალახოდ ლურჯას მიდენიან, მიკვირს სიცილამდე, ზოგჯერ მეტისმეტიც, ლურჯა რატომ ჰქვია თუკი წითელია. ბავშვურ შეკითხვების პასუხს ველოდები, ფეთქავს გაზაფხულის თოთო მისტერია, ჩემი სურვილი და გოგო მეზობელის, ვხვდები ამ ბოლო დროს ერთად იზრდებიან. სიცხეც ბეჭით დამაქვს, როგორც განაჩენი, ნენე დაწრიალებს დოქით ოწინართან, რაღა საჯანდაბედ წერა ავიჩემე, წლები გამირბიან ახლა ოცის ვარ და უნდა დამიჯერო, ცაა ცინიკოსი, გატყდა გამთენია, მარტის ოცდაორი, წვიმის ბრავისიმო კვდება ალიონზე, ჰოდა დავწერე და... ანუ მომაგონდი... მე ეს შემიყვარდა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1428
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!... მაგარი ლექსია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მატასი |
![]()
პოსტი
#1429
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ციტატა დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!... მართლა რა მაგარი ლექსია ..... ვინაა ავტორი? -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1430
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
კანუდოსელი
მატასი თქვენ ალბათ როკსაც უსმენთ ![]() ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნათია |
![]()
პოსტი
#1431
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!... უმაგრესია, ავტორი ვინაა? რამდენიმე წლის წინ ქუთაისში ჩავედი ნათესავთან და ასე შემოგვეგებნენ თათრები მოვიდნენო (მათი ჭკუით, ნუ რადგან აჭარელი ვარ... მას შემდეგ იქ აღარ მივსულვარ და არც ვაპირებ ![]() მე ისეთი თათარი ვარ როგორც ისინი ჩინელები ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1432
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
M.M. რა იყო ![]() ![]() არ მიყვარს აგრესიული ლექსები. ![]() ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1433
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
M.M.
ციტატა სად ნახე, ქალო, აგრესია? გულისტკივილია აქ, აგრესია ნაკლებად. სკაიპში რატომ აღარ ჩანხარ? დედაშენი დედაშენიო ![]() ნუ ახლა შენი დედას ვერ დაწერდა, მარა მაინც არ მიყვარს ასეთი რამეები. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1434
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ლექსმა დამცა! შესანიშნავია!
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1435
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
უკაცრავად და ვისი დედაა რო აბოლებს კენტს?
![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
nini1 |
![]()
პოსტი
#1436
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ნატვრის ხე
სულელო, ნუთუ მართლა დაიჯერე, რომ ლამაზი ხარ, რომ გაზაფხულზე აყვავდები როგორც საკურა, რომ სურვილების თანაზიარ ჭრელი ჭინჭებით მესიის სარძლოდ ღვთისმშობელმა თავად გაკურთხა?! ხედავ? თოჯინებს, ბავშობიდან გამოყოლილებს უგულოდ ხვრეტენ, ოცნებები იქცევა ნაცრად, ქართლის ველებზე ძნებად დამდგარ აგვისტოს ხვატში ცას სისხლად დასდის ხანძრის ალი და გულს უკაწრავს, ამოგიყრია ფესვებივით გაშიშვლებული არა წარსული, მომავალი, ასე ოცი წლის ჯერ უმწიფარი, საზარბაზნე ბავშვების ხორცი, როგორც ყოველთვის, წაგებული, ალბათ, ომისთვის. რას ელოდები?! დრო დამარხავს მიცვალებულებს?! დაფარავს მიწა, დავიწყების დაწვავს ნაცარი?! არ შემაპარო ტკივილებში ზიზღი_ბალღამი, ჭირნახულივით ჭრილობები მინდა დავთვალო, მომავლისათვის ლოცვა არა, გლოვა მაცადე... დრო სწრაფად გადის... მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება... გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ! ქეთი დიდიშვილი -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
nini1 |
![]()
პოსტი
#1437
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ევას მონოლოგი
გახსოვს, უფალო, რა მშვიდი იყო ის დილა ბაღში, მზეს არშიებით მოექარგა ყოველი ტოტი და ვით გალობა იადონთა , რაკრაკი წყალთა, რძისა და თაფლის მდინარეთა , მესმოდა ყურში. დაცვარულ ნაყოფს ვერ მოვწყვიტე ვერაფრით თვალი, ყელზე სამწყებად შემოხვეულ მაცდურს ვემონე და ვით პატარა იმ ბრჭყვიალა სათამაშოთი, მე მოვიხიბლე... გცოდე უფალო, და ამ ცოდვით სამოთხე დავთმე, ვიცი შენდობა არა მაქვს ალბათ, და იმ დილიდან , როს პირველად ვიგემე ცოდვა, მტირალი დავალ... და იმ დილიდან ყველა ქალის ტკივილი დამაქვს, ქურდის, მეძავის, უბრალოდ მდედრის, ტკივილი შობის, ტკივილი შურის, გავიზიარე მე მათი ხვედრი.... და იმ დილიდან თითქოს ზურგით დოლაბი დამაქვს, გადავიტანე ყველა ბრძოლა და ყველა ომი და ვით ფარვანა ფრთადამწვარი , ფარფატით დავალ, თავზე დამენგრა ყველა სახლი და ყველა ქოხი, თუმცა მაცვია ახლა უკვე სულ სხვა სამოსი, ვერ დავიფარე სულის სიშიშვლე , ეს მერამდენედ გცოდე უფალო, რამდენი კაცის ცოდვა ვიშვილე. ვიცი შეგცოდე , არაფერს ვითხოვ... უბრალოდ ისევ მომენატრა, როგორც წარსულში , თავი ჩაგიდო კალთაში მშობელს, თუ მიმიღებდი ღვთის სიტყვის მგმობელს, ისევე როგორც გუშინ, გუშინწინ... როცა გვრილებს ვიწნავდი თმაში და ცხელ ქვიშაში ნაფეხურებს ვითვლიდი მამის... არაფერს ვითხოვ, თავს ჩაგიდებ კალთაში მხოლოდ, დავიღალე და მოველი ნუგეშს, ქალი ვარ მაინც. ქეთი დიდიშვილი -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
nini1 |
![]() ![]()
პოსტი
#1438
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
აღდგომის დილა
რიბირაბოა, მზის სხივები მინანქარობენ, ცა ვარსკვლავების მრავალწერტილით ქრება, ილევა... ღამის სიზმრები აჩრდილებად გამოპარულან და მთაწმინდიდან მოჰყვებიან ქალაქს ნისლებად... ტყვიისფერ ღრუბლებს მოსუვრიათ ალანძული ცა, როგორც პალიტრა, უცაბედად მიტოვებული, ჩვარზე შეიწმენდს საღებავით მოთხუპნულ ხელებს და გოლგოთის გზას შეუდგება ქრისტე -უფალი... გზადაგზა ქარი მოუთიბავ ბალახებს ქელავს, თითქოს ზამთრისთვის თექის ნაბადს მწყემსისთვის ქსოვდეს, ღელავს ჯეჯილი - დედამიწის მწვანე ქოჩორი და მოუთმენლად ელოდება სისხლისფერ კვერცხებს... მძიმეა ჯვარი, გოლგოთისკენ გზა არ ილევა, ჩემი ცოდვებიც ფუთასავით გამოგიკარი, მეც პეტრესავით უარგყავი გატენებამდე და საქორწილო პურ-მარილზე ხელი გიკარი... მძიმეა ჯვარი, კიდევ უფრო მძიმე -სამსჭვალი, კმა, ტკივილისგან გული ღონდება, ცრემლს პეშვით ვყლაპავ, დამიბრუნე ჩემი ცოდვები, მაგრამ სიცოცხლე სამწუხაროდ არ მეორდება... არიმათიელს აუვსია გრაალის თასი, ვერ დაიოკა ხელის კანკალი, წვეთავს ზედაშე - უფლის სისხლი, ღვთისმშობლის ხატი ტირის კანკელზე მიმწუხრიდან გატენებამდის... რიბირაბოა... ერთად რეკავს ყველა სამრეკლო, ეს ანგელოზებს უხმობს მაცხოვარ, ჯვარზე გაკრული და გაყიდული, როგორც ყოველთვის, ახლაც მარტოა... სანთლების ციმციმს მოუპარავს ღამის წყვდიადი, ყაყაჩოებად ეპკურება ჯეჯილს ზედაშე , მოდის მაცხოვარ, მოუყვება ბილიკს მწყემსივით, წითელ კვერცხივით შერჩენია ცისფერ ზეცას მზე.... რიბირაბოა... დაასრულა უფალმა ხატვა... ქეთი დიდიშვილი ჩემი საყვარელი პოეტესსა და საყვარელი ლექსები ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1439
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ქევანა
ციტატა უკაცრავად და ვისი დედაა რო აბოლებს კენტს? არ ვიცი, მარა აშკარად ჩემი გამოდის, მარტო მე არ მომეწონა ![]() პ.ს. "დედაჩემი"ც გახლავთ აჭარელი ნენე ![]() ხნავს თესავს და ითმენს. არ ეწევა და მანქანა მამაჩამს ყავს, ჩემი ხხნის 03 ![]() ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1440
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
nini1
კაი ლექსებია, მომეწონა ზოგი აბზაცი ![]() kato_Bato რა არის იცი კატო, მაინტერესებს: ასეთმა საქციელმა (რაც ლექსშია აღწერილი) კუთხედ დაყოფა იცის? პატიოსანი ქალი პატიოსანია და საერთოდაც მინდა ამ ლექსის ავტორს შევხვდე და ვუთხრა პირდაპირ, ასე პირში, ქართველი ქალის სახე კუთხეებით არ ირჩევა! რა უბედურებაა ეს შიდა განხეთქილება და ეჭვიანობა მოყვასის მიმართ ![]() განსაკუთრებით ეს ფრაზა მიშლის ნერვებს: ციტატა ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!... ვინაა ქართველი ქალი? ვინც კენტს აბოლებს? ის? არ სცოდნია ლექსის ავტორს ქართველი ქალი რას ნიშნავს ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 07:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი