IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 71 72 73 74 75 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 20 2009, 05:43 PM
პოსტი #1441


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ქევანა @ Feb 20 2009, 06:25 PM) *

nini1
კაი ლექსებია, მომეწონა ზოგი აბზაცი rolleyes.gif

kato_Bato
რა არის იცი კატო, მაინტერესებს: ასეთმა საქციელმა (რაც ლექსშია აღწერილი) კუთხედ დაყოფა იცის?

პატიოსანი ქალი პატიოსანია და საერთოდაც მინდა ამ ლექსის ავტორს შევხვდე და ვუთხრა პირდაპირ, ასე პირში, ქართველი ქალის სახე კუთხეებით არ ირჩევა!

რა უბედურებაა ეს შიდა განხეთქილება და ეჭვიანობა მოყვასის მიმართ unsure.gif როდის გავერთიანდებით სულიერად, როდის? ასეთი ლექსების წერით და ამგვარი ლექსების მომრავლებით გავერთიანდებით?

განსაკუთრებით ეს ფრაზა მიშლის ნერვებს:

ვინაა ქართველი ქალი? ვინც კენტს აბოლებს? ის? არ სცოდნია ლექსის ავტორს ქართველი ქალი რას ნიშნავს dry.gif

მე ვერ ვიგებ, უკუღმა რატომ გესმით? ohmy.gif
ეს პრობლემა არის და ამაზე შესტკივა ავტორს გული. ჩემი ყურით მაქვს მსომენილი, თუნდაც გურიაში, როგორ აგდებულად და როგორი ზედმეტსახელებით მოიხსენიებენ მეზობელ აჭარლებს. ეს რაღაა, არხ დება? სირაქლემები ვიყოთ? კატოს სხვა რამეზე ჰქონდა მგონი აგრესია ისე...

ისე ამ კენტის ამბავმა რატო აღგაშფოთატ, მეცინება. biggrin.gif რატომ კონკრეტდებით და პირადულ შEურაცხოფამდე დაგყავთ თითქოს, რიააა ვიცი, რიააა ვიცი...

ნეტაი ერთი, რას ცხარობთ, კაცმა გულისტკივილი გაგვიზიარა და ჩაქოლეს biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 20 2009, 06:11 PM
პოსტი #1442


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



თამარი_ცქნაფო
ცქნაფო ქეთევანს ვეთანხმები და მე უფრო ახლოდან ვიცნობ ამ კუთხურ პრობლემას.

რომელიც ჩანს ლექსში და თვალში მეცა, რადგან ასეთები მესმის, უკვე დიდი ხანია.
არ მინდა უბრალოდ ამაზე გავრცობა, რადგან ავტორს შეიძლება ეწყინოს.

და ეს ემოციური პოსტებიც არ გინდა.

არაფერს თვალში არ ვიყრი, არ მიცნობდე მაინც biggrin.gif


თუმცა მე თვალში "დედაშენი დედაშენი" უფრო მეცა biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 20 2009, 06:20 PM
პოსტი #1443


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(kato_Bato @ Feb 20 2009, 07:11 PM) *

თამარი_ცქნაფო
ცქნაფო ქეთევანს ვეთანხმები და მე უფრო ახლოდან ვიცნობ ამ კუთხურ პრობლემას.

რომელიც ჩანს ლექსში და თვალში მეცა, რადგან ასეთები მესმის, უკვე დიდი ხანია.
არ მინდა უბრალოდ ამაზე გავრცობა, რადგან ავტორს შეიძლება ეწყინოს.

და ეს ემოციური პოსტებიც არ გინდა.

არაფერს თვალში არ ვიყრი, არ მიცნობდე მაინც biggrin.gif
თუმცა მე თვალში "დედაშენი დედაშენი" უფრო მეცა biggrin.gif

მეც ეგ ვთქვი, რომ შენ ''დედაშენი'' უფრო გეცა თვალში...

მე მოეწონა ლექსი და რაცხა გინდათ, იგი ქენით tongue.gif biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 26 2009, 12:02 AM
პოსტი #1444


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



*******
არგრძნობის ქალაქში სიყვარულს არ ცნობენ,
არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს,
სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენ
და ნუში კვირტობას ზეიმობს.
წყვილები პაემანს ნიშნავენ მოწყენით,
საათის ისრებმა დროება გაცვითა,
ლურჯ ღამის ლარნაკში
ყვავილებს მოსწყდებით
ცრემლებად ღაწვიდან.
აღარ მაქვს ქალაქის განწყობის ატანა,
ატმებით ვეფერე,დახორკილ ატმებით,
ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა...
ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები...
მე მინდა გაჩუქო სამყაროს ნაწილი
მე რომ არ მეკუთვნის არცერთი მტკაველი.
არც მინდა,მეყოფა სამშობლოს მანძილი
ყანები,სიბრძნისგან დახრილი თავებით!
მე სუნთქვაშეკრული დავაკვდი ბასიანს,
აჯანყდა სისხლი და ძარღვებში ომია,
ვენახის დალალებს თმალერწამგაზიანს,
ვენაცვლე!...რა ტკბილი მტევანი ჰქონია!
ო,ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა,
რითი სვამთ_ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით?
ვინ არის ის გმირი,მიწა რომ გალახა
და მთები დასივდა,გინახავთ?ვინ არის?
უსმინეთ!... ქართველი ღიღინებს "გუთანოს",
ხარები შეუბამს ნახევარმთვარეში,
ცა მინდა სახნავად რომ ჩამოვუტანო_
ვარსკვლავებს დათესდა დალოცვილ მხარეში.

ეს გიორგი ზანგურია smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 26 2009, 02:44 PM
პოსტი #1445


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



kato_Bato
ციტატა
მსგავსი ბლბლბლბლბ არ წამიკითხავს.

და ვინც "დედაშენს" ლანძღავს, რატომღაც არ გავს ის " ჩემი ნენეს" გაზრდილს.


აქ "დედაშენი" კი არ ილანძღება, არამედ აჩვენებს, რომ თათრები არ ვართ smile.gif

პ.ს. საწყენია როცა ასეთი დამოკიდებულებაა აჭარლების მიმართ, რაც იმ ლექსის ბოლოში წერია. მაგაზე კომენტარიც გავაკეთე. ეგ ტკივილი დღესაც მახსოვს, რაც ბავშვობიდან გვაწუხებდა . სწორედ ტკივილი იყო , დიდი ტკივილი, მსგავსი იმისა, ბავშვს რომ დედა და და -ძმები უყვარს და მას კი ამ სიყვარულს "ამწარებენ" ისევ ისინი ... ეეჰ, ვერც გაიგებთ სხვები ამას და ნურც გამოგაცდევინოთ...

ნათია
ხო, ადრე რამდენიც გინდა მსგავსი შემთხვევები: ჩვენი ნათესავის რძალს , რომელიც აჭარელი არ იყო, ბებია მოუკვდა და ჩავიდნენ ტირილში ჩვენი ნათესავები, არ ვაჭარბებ: გამოსტილნული, ულამაზესი ქალები და ჭირისუფლის სახლის ჭიშკართან კი თავმოუვლელი ქალები იდგნენ და თათრები ჩამოვიდნენო ჩვენებზე თქვეს smile.gif არადა ეს თეთრი, ფიფქინა, ცისფერთვალა ქალები ჩვენები biggrin.gif

მე იმასაც შევესწარი სტუდენტობის დროს ერთი ჯგუფელის დაბადების დღეზე თამადამ ასეთი სადღეგრძელო წარმოსთქვა: "ყველა პატარას გაუმარჯოს აჭარელის გარდაო" smile.gif მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი აჭარელი მე ვიყავი იქ , აღმოჩნდნენ ვაჟკაცები იქ მყოფთა შორის და აწიეს დაგნარი იქ ამის გამო, ძლივს გამოსტაცეს ხელიდან ეს იდიოტი თამადა...

ასე რომ, ყველგან კბენა არაა საჭირო აჭარლებზე, თქვენ საქართველოსთვის იქნებ არ გიტირიათ, ჩვენ კი ბავშვობიდან ვტიროდით , როგორც 'მშობელი დედის' სიცივე დედინაცვლის სიცივეს ემსგავსებოდა ...

"ჩემ სახლ ზეიდან ანწლი ფაცხა, ნეტაი ვიყო შენი რაცხა " smile.gif

kato_Bato
ციტატა
თუმცა მე თვალში "დედაშენი დედაშენი" უფრო მეცა

როცა "თატარი, თათარი" არასოდეს გცემია თვალში და გული არ გაგხვრეტია, რა თქმა უნდა მხოლოდ "დედაშენი, დედაშენი"-ის შეამჩნევდი sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 26 2009, 03:48 PM
პოსტი #1446


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ქევანა
ციტატა
პატიოსანი ქალი პატიოსანია და საერთოდაც მინდა ამ ლექსის ავტორს შევხვდე და ვუთხრა პირდაპირ, ასე პირში, ქართველი ქალის სახე კუთხეებით არ ირჩევა!

ავტორს აქვს საფუძველი, რომ ეს ლექსი დაწერა ასე , ქეთევან და ეს ლექსი ეკუთვნის სწორედ კერძო პიროვნებებს და არა ზოგადად არააჭარელ ქალებს. ასე რომ , მიიღეთ ეს კონკრეტულ პიროვნებებზე მიმართვად და არა საყოველთაოდ.

თამარი_ცქნაფო
ციტატა
კაცმა გულისტკივილი გაგვიზიარა და ჩაქოლეს

არ იციან და იმიტომ, ანუ საკუთარ ტყავზე არ გამოუცდიათ . მე არც ვუსურვებ არავის გამოსცადოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 26 2009, 04:01 PM
პოსტი #1447


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



დიმპიტაპრი დამპიტაპრი
ვაშა ვაშა, ტაში ტაში,
ნეტავი რა გვეშველება
ჭკუა არ აქვს
ბევრ კაცს თავში!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 26 2009, 04:04 PM
პოსტი #1448


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



sergi_glaxa
ციტატა
დიმპიტაპრი დამპიტაპრი
ვაშა ვაშა, ტაში ტაში,
ნეტავი რა გვეშველება
ჭკუა არ აქვს
ბევრ კაცს თავში!

სერგი, ავტორი? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 26 2009, 04:42 PM
პოსტი #1449


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(staywhite @ Feb 26 2009, 03:04 PM) *

sergi_glaxa

სერგი, ავტორი? biggrin.gif


აბა ასეთ შედევრებს სხვა რომელი პოეზიის მსახური დაწერდა თუ არა გლახა cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Mar 5 2009, 07:22 PM
პოსტი #1450


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...

ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Mar 6 2009, 11:03 PM
პოსტი #1451


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



http://www.youtube.com/watch?v=uBxkwhMENWQ&feature=related
ჩემი უსაყვარლესი ლექსია..თან გურამ საღარაძის წაკითხული.. smile.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Mar 6 2009, 11:14 PM
პოსტი #1452


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



M.M.

მე მომეწონა

მე დედაჩემზე არ მიმიღია ეს ლექსი tongue.gif

არც კენტს აბოლებს და არც საჭესთან ზის biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Mar 7 2009, 12:40 AM
პოსტი #1453


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება.
რას ვიფიკრებდი არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და თუ გიყვარდი როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენ თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის წლები გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად:
თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები:
შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ...

ერთხელ კი გზაზე აგარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი,მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე..დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი
/ შ.ნიშნიანიძე/


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 7 2009, 04:35 AM
პოსტი #1454


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,

biggrin.gif

ამის გარდა დანარჩენში ვენაცვალე როინს ( რა გვარია?) smile.gif

მაგრამ შარვალი ტაძარს არ ამდორებს, და თუ რატომ
გადმოდით "ფსევდომართლმადიდებლობაში" biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Mar 16 2009, 08:29 PM
პოსტი #1455


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



IPB-ს სურათი

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 17 2009, 06:07 PM) *

მეგობარს, ცხრა წლის შემდეგ

არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას
ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე -
ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზე
და რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი,
რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდი
ჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს,
ოღონდ, გამწუწე თუ გადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგ
მე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს -
როგორც მაშინ, ცხრაწლისწინა დეკემბრის თვეში,
როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო,
რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით,
იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა -
სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი,
მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი,
რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც
ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კი
თითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავი
რაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი.
და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინ
ჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქეარათმიანი,
და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით,
რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნით
ჩვენმა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები.
და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არა
ვინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობ
და ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი?

არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილს
რომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში,
როგორღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიც
როცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი,
ბოლოს თქვი, ვაი.

სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანს
ვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით,
თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით.

ზ.რატიანი

ეჰ გული მეტკინა sad.gif unsure.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Mar 16 2009, 08:47 PM
პოსტი #1456


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



ბავშვთა სახლში გაზრდილი
გოგონას ვედრება ღვთისმშობლისადმი

ღვთისმშობელო დედაო,
ჩივილს შემოგბედაო,
ობლის მოთქმა-ვაებას
თუ შეისმენ ნეტაო.
ჩემი დედა სად არი,
ანდა მამა სადაო,
ასე რად მომიძულეს,
რა აქვთ ჩემთან სადაო.
ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,
კარგადაც ჰყავთ ყველაო,
ნუთუ არ ენატრებათ
მათი ცუგრუმელაო?
ერთმა ქალმა მიშველა-
სიზმრად აგრე ვნახეო,
შენი ჰქონდა თვალები,
ღიმილი და სახეო.
არაფერი არ მინდა,
ერთ რამეს გთხოვ თანაო:
დამასიზმრე დედიკო,
მისი იავნანაო... sad.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Mar 18 2009, 02:18 AM
პოსტი #1457


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ცეცხლს გააჩაღებს და მოხუცი
(მთაში ვართ) ჯოგისას გვიამბობს..
მუქდება ცა არაზინდოსკენ,
მთვარე.. მგლის თვალივით კიაფობს..
და ძაღლმა იყნოსა ნადირი,
ნადირმა - სოფელი პარტახი..
- რა გვიჭირს?
არც ისე მარტო ვართ:
დათვი... ქე გვაკითხავს ხანდახან..

დიდი ანა კალანდაძე


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Mar 25 2009, 11:53 PM
პოსტი #1458


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ვატყობ გული აღარ ხუმრობს,
დგება ჩემი თრობის დღე,
ჩქარა თორემ გაზაფხულო ცოცხალს ვეღარ მომისწრებ.

გზა-გზა ვიღაც მიყრის ჭორებს,
სული იქცა ჭიხვინად
სიყვარულო ჩქარა,თორემ ცოცხალს ვეღარ მიხილავ.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Mar 27 2009, 11:20 PM
პოსტი #1459


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებად გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის სუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.

სილამაზეა მხოლოდ ნიჭი მშვენიერების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლნი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებ მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

ნ. ბარათაშვილი.


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mak
პოსტი Apr 9 2009, 11:51 AM
პოსტი #1460


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



რომ ფრთებს უფრორე
ძლიერად ვშლიდეთ
(9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას)

ახლოა ჟამი შუაღამისა,
ცაზე ვარსკვლავი უფლის კრთება...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
ლოცვით,
გალობით,
ვინც ახლა კვდება!
ახლოა ჟამი ცისკრისა,
იწვიმებს სისხლი,დადგება ტბებად...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება!
არა გაქრობა,-
აღდგომა მკვდრეთით!
არა დალევა,-
მრავლობა შვილთა,
რომ... გამოვუსხლტეთ
ისევ ყორანთა
და ფრთებს უფრორე
ძლიერად ვშლიდეთ!
(ანა კალანდაძე)


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 71 72 73 74 75 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 07:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი