სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| sergi_glaxa |
Feb 26 2009, 04:01 PM
პოსტი
#1447
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
დიმპიტაპრი დამპიტაპრი
ვაშა ვაშა, ტაში ტაში, ნეტავი რა გვეშველება ჭკუა არ აქვს ბევრ კაცს თავში! |
| guest |
Feb 26 2009, 04:04 PM
პოსტი
#1448
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
sergi_glaxa
ციტატა დიმპიტაპრი დამპიტაპრი ვაშა ვაშა, ტაში ტაში, ნეტავი რა გვეშველება ჭკუა არ აქვს ბევრ კაცს თავში! სერგი, ავტორი? |
| sergi_glaxa |
Feb 26 2009, 04:42 PM
პოსტი
#1449
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
|
| ბიძია თომა |
Mar 5 2009, 07:22 PM
პოსტი
#1450
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი... ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული; როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, - აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| ana-bana |
Mar 6 2009, 11:03 PM
პოსტი
#1451
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
http://www.youtube.com/watch?v=uBxkwhMENWQ&feature=related
ჩემი უსაყვარლესი ლექსია..თან გურამ საღარაძის წაკითხული.. -------------------- უფალო შემიწყალე...
|
| ანანო |
Mar 6 2009, 11:14 PM
პოსტი
#1452
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
M.M.
მე მომეწონა მე დედაჩემზე არ მიმიღია ეს ლექსი არც კენტს აბოლებს და არც საჭესთან ზის -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
| ana-bana |
Mar 7 2009, 12:40 AM
პოსტი
#1453
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება. რას ვიფიკრებდი არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენ თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის წლები გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელ კი გზაზე აგარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი,მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, დაგკარგე..დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი / შ.ნიშნიანიძე/ -------------------- უფალო შემიწყალე...
|
| KAIROS |
Mar 7 2009, 04:35 AM
პოსტი
#1454
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ამის გარდა დანარჩენში ვენაცვალე როინს ( რა გვარია?) მაგრამ შარვალი ტაძარს არ ამდორებს, და თუ რატომ გადმოდით "ფსევდომართლმადიდებლობაში" -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
| ana-bana |
Mar 16 2009, 08:29 PM
პოსტი
#1455
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
![]() მეგობარს, ცხრა წლის შემდეგ არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე - ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზე და რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი, რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდი ჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს, ოღონდ, გამწუწე თუ გადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგ მე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს - როგორც მაშინ, ცხრაწლისწინა დეკემბრის თვეში, როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო, რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით, იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა - სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი, მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი, რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კი თითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავი რაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი. და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინ ჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქეარათმიანი, და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით, რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნით ჩვენმა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები. და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არა ვინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობ და ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი? არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილს რომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში, როგორღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიც როცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი, ბოლოს თქვი, ვაი. სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანს ვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით, თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით. ზ.რატიანი ეჰ გული მეტკინა -------------------- უფალო შემიწყალე...
|
| ana-bana |
Mar 16 2009, 08:47 PM
პოსტი
#1456
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
ბავშვთა სახლში გაზრდილი
გოგონას ვედრება ღვთისმშობლისადმი ღვთისმშობელო დედაო, ჩივილს შემოგბედაო, ობლის მოთქმა-ვაებას თუ შეისმენ ნეტაო. ჩემი დედა სად არი, ანდა მამა სადაო, ასე რად მომიძულეს, რა აქვთ ჩემთან სადაო. ალბათ სხვა ჰყავთ შვილები, კარგადაც ჰყავთ ყველაო, ნუთუ არ ენატრებათ მათი ცუგრუმელაო? ერთმა ქალმა მიშველა- სიზმრად აგრე ვნახეო, შენი ჰქონდა თვალები, ღიმილი და სახეო. არაფერი არ მინდა, ერთ რამეს გთხოვ თანაო: დამასიზმრე დედიკო, მისი იავნანაო... -------------------- უფალო შემიწყალე...
|
| Ismail |
Mar 18 2009, 02:18 AM
პოსტი
#1457
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ცეცხლს გააჩაღებს და მოხუცი
(მთაში ვართ) ჯოგისას გვიამბობს.. მუქდება ცა არაზინდოსკენ, მთვარე.. მგლის თვალივით კიაფობს.. და ძაღლმა იყნოსა ნადირი, ნადირმა - სოფელი პარტახი.. - რა გვიჭირს? არც ისე მარტო ვართ: დათვი... ქე გვაკითხავს ხანდახან.. დიდი ანა კალანდაძე -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
| ბიძია თომა |
Mar 25 2009, 11:53 PM
პოსტი
#1458
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ვატყობ გული აღარ ხუმრობს,
დგება ჩემი თრობის დღე, ჩქარა თორემ გაზაფხულო ცოცხალს ვეღარ მომისწრებ. გზა-გზა ვიღაც მიყრის ჭორებს, სული იქცა ჭიხვინად სიყვარულო ჩქარა,თორემ ცოცხალს ვეღარ მიხილავ. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
| Маиа |
Mar 27 2009, 11:20 PM
პოსტი
#1459
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებად გრძნობას, რომ არ გემსჭვალვის სუკუნო ტრფიალებითა? ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა. სილამაზეა მხოლოდ ნიჭი მშვენიერების და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები, ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები! მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოვლნი გრძნობა, გული და სული, და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა? თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა! მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი, რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი! მას ცისა სხივით აცისკროვნებ მშვენიერება და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება! ნ. ბარათაშვილი. -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
| mak |
Apr 9 2009, 11:51 AM
პოსტი
#1460
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 |
რომ ფრთებს უფრორე
ძლიერად ვშლიდეთ (9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას) ახლოა ჟამი შუაღამისა, ცაზე ვარსკვლავი უფლის კრთება... კვდება სრულიად საქართველოსთვის, ლოცვით, გალობით, ვინც ახლა კვდება! ახლოა ჟამი ცისკრისა, იწვიმებს სისხლი,დადგება ტბებად... კვდება სრულიად საქართველოსთვის, მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება! არა გაქრობა,- აღდგომა მკვდრეთით! არა დალევა,- მრავლობა შვილთა, რომ... გამოვუსხლტეთ ისევ ყორანთა და ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ! (ანა კალანდაძე) -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
| ႲႭႡႰႠႬ |
Apr 9 2009, 02:00 PM
პოსტი
#1461
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
არქიპელაგი
ამ წინადადების ბოლოს იწყება წვიმა. წვიმაში ჩნდება იალქანი. იალქანი თანდათან ქრება კუნძულების თვალთახედვიდან. ბურუსში შედის რწმენა, რომ სადღაც ისევ არსებობს ნაპირი. ათწლიანი ომი დასრულდა. რუხი ღრუბელი, ელენეს თმა. ტროა, ნაცრის თეთრი სვეტი წვიმიან ზღვაში. წვიმა, ცერად დაჭიმული სიმები არფის. ერთერთს დასწვდება ალალბედზე უსინათლო მამაკაცი, გაიჟღერებს ოდისეის პირველი ბწკარი. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| Amuza |
Apr 9 2009, 06:27 PM
პოსტი
#1462
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
*** ღამის სიმშვიდე დაარღვიეს ძაღლების ყეფამ ალბათ შენიშნეს ნამთვრალევი მოხუცი კაცი. ჩემი სიჩუმე დაარღვია წყლის წვეთის თრთოლვამ, მოხუცი კაცი გზას აგრძელებს,დაიწყო თოვა. მე ვეძებ ახალს,რაღაც უცხოს,ნაცნობს და უცნობს, ამ ანბანიდან მინდა ჩემი ანბანი შევქმნა. მინდა მივიდე მოხუც კაცთან რაღაც ვუამბო და ჩემი გულის საიდუმლო უხმოდ გავანდო. ირგვლივ მრავალი გაყინული თვალები მეფობს, რამდენი ბოღმა დაგროვილა აქ თქვენს ტვინებში. მოხუცის თვალში მინდა რაღაც ნუგეში ვიგრძნო და ერთი ღამე გავათენო თივის ზვინებში. ქალაქის ხმაურს მინდა გავსცდე, წავიდე მთებში, ამდენი ავი განზრახვები საიდან თქვენში?! კუჭის მონების ამღვრეული თვალები მებრძვის და ამ ჭაობში კაცის კვლას ხომ მრუშობა ერთვის. მე არ ვარ მოსე ვერ გატარებთ ორმოცი წელი, არ ვარ იუდა ვერ გაგყიდით ოცდაათ ვერცხლად, არ ვარ პლატონი გაგიტენოთ ტვინი იდეით, არც პითაგორა დაგიხაზოთ ზუსტი ცხრილები. მე ვარ ადამი და მაკლია ჩემივე ნეკნი, მე ვარ მთის წყარო,შვლის ნუკრი და ხმელი წიფელი, მე ვარ მშვიდობის მანიფესტი,ვარ თეთრი დროშა, მე ვარ მოხუცის თვალები და ძაღლების ყეფა! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
| BOO |
Apr 12 2009, 04:52 PM
პოსტი
#1463
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
ანდრო ბუაჩიძე
* * * ყინვავ და თოშო, გულშემწირველო, ჩემს ღრმა სოროში რატომ მომბუზე, მე ახლაც ვხედავ - მწუხრის ფრინველი თავის ჩრდილს როგორ აფენს კორპუსებს. მზე როგორ გაშლის ხოლმე ზონარებს სახურავებზე და ბათქაშებზე, და მეც აქა ვარ - წყნარი მოზარე წარმოდგენაში სივრცეს ვაშენებ. საღამო მადგას ჭრელი ჩითივით და წაფერდებულ სურათს შევტირი, საით გაფრინდნენ მწუხრის ჩიტები ამაოებით ფრთაშეჭედილნი? ამ გარეუბანს გადაუარეს, სადაც ლანდშაფტი გადამსხვრეულა, ან რას იზამდნენ ნეტავ უარესს, რომ არ ეფრინათ ასე ხვეულად? ეს კაცი ჩემი მეგობარია, ქალაქგარეთ რომ მიდის გზაწვრილზე და მხრით მიათრევს აბგას გვარიანს და შეიძლება მისთვის გაწვიმდეს, - და შეიძლება შეხვდნენ მგზავრები, მინდორში ლუკმის გადამტეხველნი, ჩემსავით მწუხრის ჟამს მოზარენი და ამ ცხოვრების უნდო მეხრენი. ყინვავ და თოშო, გულშემწირველო, გადამახედე ჩემი ფანჯრიდან, - როგორ მიფრინავს მწუხრის ფრინველი კორპუსებს შორის მოძრავ აჩრდილად. ის ხომ მაცნეა მთელი მასივის დაღამებიდან დაღამებამდე, სადაც სხივები მწუხრში გასვრილი სასოწარკვეთილ ალვებს ღებავენ. ბარგი-ბარხანა უკვე ახიკეს მათხოვრებმა და კვარტლის გლახებმა, მზის ათინათი ადგას სახინკლეს და ბინდი ფარავს სახლებს ნახევრად. |
| ႲႭႡႰႠႬ |
Apr 22 2009, 12:27 AM
პოსტი
#1464
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ოდითგან ასე ყოფილა
კაცს აფასებენ ტანითა, თუნდაც რომ თავი მხრებს ბმული ნატენი ჰქონდეს ჩალითა. სულ დაავიწყდა ხალხს ფრენილს, მთავარი ჩვენი სულია, მრავალს გონია კაცობა ჯიბეში ბევრი ფულია. უნდა გახსოვდეს მოყვასო ასაკი მაინც გაჯობებს, ამიტომ სანამ ჯანზე ხარ ღმერთს ემსახურო აჯობებს. გლახა -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
| ana-bana |
Apr 24 2009, 10:58 PM
პოსტი
#1465
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
რომელი საათია? ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული – რომელი საათია? რომელი საათია? ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება? რომელი საათია? რომელი საათია? სამის, შეიძლება, არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე – რომელი საათია? რომელი საათია? ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, - რომელი საათია? რომელი საათია? ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია? იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!” ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე – რომელი საათია? გალაკტიონ ტაბიძე -------------------- უფალო შემიწყალე...
|
| ana.anu |
Apr 25 2009, 08:05 PM
პოსტი
#1466
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 7-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,790 |
ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლექსი
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,რაც გადის დრო და ხანი, მე,უფრო ძლიერ მიყვარს,შენი პატარა ტანი, შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი, ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი, ო,იცი როგორ მიყვარსგამოუტქმელი ენით შენი გრძნობების სიღრმე,სულის სიმაღლე შენი. მე,არდიც მიყვარს შენი,შენი ღიმილიც ფართო, მე,ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს. მე,შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი, მე,ჩდილიც მიყვარს შენი,მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მთელი გრძნობით და ძალით. მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ ყველა,ფიქრი შენზე ფიქრს ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის,შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ,შენ დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვლის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე,მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმიშვნელო წვრილმანს, სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით, როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის. ეს,სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუთვნის მხოლოდ,რაც სიყვარულზე ითქმის. ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც,დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას,შენ სახებაში ვხედავ. სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად ერთად,მე,შენ მიყვარხარ მხოლოდ. რაც მაბადია ქვეყნად,ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,ვარ შენი ტრფობით შმაგი. თუ,ტრფობისათვის,ბოლოს,ჯილდო იქნება რამე, ის,შენ გეკუთვნის მარტო,ის,შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არის,ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი,შენ შემასწავლე კარგო... |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th April 2026 - 10:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი