IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 72 73 74 75 76 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Apr 9 2009, 02:00 PM
პოსტი #1461


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



არქიპელაგი

ამ წინადადების ბოლოს იწყება წვიმა.
წვიმაში ჩნდება იალქანი.

იალქანი თანდათან ქრება კუნძულების თვალთახედვიდან.
ბურუსში შედის რწმენა, რომ სადღაც
ისევ არსებობს ნაპირი.

ათწლიანი ომი დასრულდა.
რუხი ღრუბელი, ელენეს თმა.
ტროა, ნაცრის თეთრი სვეტი
წვიმიან ზღვაში.

წვიმა, ცერად დაჭიმული სიმები არფის.
ერთერთს დასწვდება ალალბედზე უსინათლო მამაკაცი,
გაიჟღერებს ოდისეის პირველი ბწკარი.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 9 2009, 06:27 PM
პოსტი #1462


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



***


ღამის სიმშვიდე დაარღვიეს ძაღლების ყეფამ
ალბათ შენიშნეს ნამთვრალევი მოხუცი კაცი.
ჩემი სიჩუმე დაარღვია წყლის წვეთის თრთოლვამ,
მოხუცი კაცი გზას აგრძელებს,დაიწყო თოვა.
მე ვეძებ ახალს,რაღაც უცხოს,ნაცნობს და უცნობს,
ამ ანბანიდან მინდა ჩემი ანბანი შევქმნა.
მინდა მივიდე მოხუც კაცთან რაღაც ვუამბო
და ჩემი გულის საიდუმლო უხმოდ გავანდო.
ირგვლივ მრავალი გაყინული თვალები მეფობს,
რამდენი ბოღმა დაგროვილა აქ თქვენს ტვინებში.
მოხუცის თვალში მინდა რაღაც ნუგეში ვიგრძნო
და ერთი ღამე გავათენო თივის ზვინებში.
ქალაქის ხმაურს მინდა გავსცდე, წავიდე მთებში,
ამდენი ავი განზრახვები საიდან თქვენში?!
კუჭის მონების ამღვრეული თვალები მებრძვის
და ამ ჭაობში კაცის კვლას ხომ მრუშობა ერთვის.
მე არ ვარ მოსე ვერ გატარებთ ორმოცი წელი,
არ ვარ იუდა ვერ გაგყიდით ოცდაათ ვერცხლად,
არ ვარ პლატონი გაგიტენოთ ტვინი იდეით,
არც პითაგორა დაგიხაზოთ ზუსტი ცხრილები.
მე ვარ ადამი და მაკლია ჩემივე ნეკნი,
მე ვარ მთის წყარო,შვლის ნუკრი და ხმელი წიფელი,
მე ვარ მშვიდობის მანიფესტი,ვარ თეთრი დროშა,
მე ვარ მოხუცის თვალები და ძაღლების ყეფა!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Apr 12 2009, 04:52 PM
პოსტი #1463


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ანდრო ბუაჩიძე
* * *

ყინვავ და თოშო, გულშემწირველო,
ჩემს ღრმა სოროში რატომ მომბუზე,
მე ახლაც ვხედავ - მწუხრის ფრინველი
თავის ჩრდილს როგორ აფენს კორპუსებს.

მზე როგორ გაშლის ხოლმე ზონარებს
სახურავებზე და ბათქაშებზე,
და მეც აქა ვარ - წყნარი მოზარე
წარმოდგენაში სივრცეს ვაშენებ.

საღამო მადგას ჭრელი ჩითივით
და წაფერდებულ სურათს შევტირი,
საით გაფრინდნენ მწუხრის ჩიტები
ამაოებით ფრთაშეჭედილნი?

ამ გარეუბანს გადაუარეს,
სადაც ლანდშაფტი გადამსხვრეულა,
ან რას იზამდნენ ნეტავ უარესს,
რომ არ ეფრინათ ასე ხვეულად?

ეს კაცი ჩემი მეგობარია,
ქალაქგარეთ რომ მიდის გზაწვრილზე
და მხრით მიათრევს აბგას გვარიანს
და შეიძლება მისთვის გაწვიმდეს, -

და შეიძლება შეხვდნენ მგზავრები,
მინდორში ლუკმის გადამტეხველნი,
ჩემსავით მწუხრის ჟამს მოზარენი
და ამ ცხოვრების უნდო მეხრენი.

ყინვავ და თოშო, გულშემწირველო,
გადამახედე ჩემი ფანჯრიდან, -
როგორ მიფრინავს მწუხრის ფრინველი
კორპუსებს შორის მოძრავ აჩრდილად.

ის ხომ მაცნეა მთელი მასივის
დაღამებიდან დაღამებამდე,
სადაც სხივები მწუხრში გასვრილი
სასოწარკვეთილ ალვებს ღებავენ.

ბარგი-ბარხანა უკვე ახიკეს
მათხოვრებმა და კვარტლის გლახებმა,
მზის ათინათი ადგას სახინკლეს
და ბინდი ფარავს სახლებს ნახევრად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Apr 22 2009, 12:27 AM
პოსტი #1464


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ოდითგან ასე ყოფილა
კაცს აფასებენ ტანითა,
თუნდაც რომ თავი მხრებს ბმული
ნატენი ჰქონდეს ჩალითა.

სულ დაავიწყდა ხალხს ფრენილს,
მთავარი ჩვენი სულია,
მრავალს გონია კაცობა
ჯიბეში ბევრი ფულია.

უნდა გახსოვდეს მოყვასო
ასაკი მაინც გაჯობებს,
ამიტომ სანამ ჯანზე ხარ
ღმერთს ემსახურო აჯობებს.

გლახა


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Apr 24 2009, 10:58 PM
პოსტი #1465


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639





რომელი საათია?

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

გალაკტიონ ტაბიძე


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana.anu
პოსტი Apr 25 2009, 08:05 PM
პოსტი #1466


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 7-April 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,790



ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლექსი smile.gifsmile.gifsmile.gif

მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,რაც გადის დრო და ხანი,
მე,უფრო ძლიერ მიყვარს,შენი პატარა ტანი,
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარსგამოუტქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე,სულის სიმაღლე შენი.
მე,არდიც მიყვარს შენი,შენი ღიმილიც ფართო,
მე,ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს.
მე,შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი,
მე,ჩდილიც მიყვარს შენი,მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ ყველა,ფიქრი შენზე ფიქრს ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის,შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენ დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვლის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე,მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმიშვნელო წვრილმანს,
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის.
ეს,სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის მხოლოდ,რაც სიყვარულზე ითქმის.
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც,დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას,შენ სახებაში ვხედავ.
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად,მე,შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რაც მაბადია ქვეყნად,ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ,ტრფობისათვის,ბოლოს,ჯილდო იქნება რამე,
ის,შენ გეკუთვნის მარტო,ის,შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არის,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი,შენ შემასწავლე კარგო...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 1 2009, 01:05 PM
პოსტი #1467


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მემლექეთი

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან
ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.

კაი მექართულე ვეღარა ვარ,
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,
როგორც გაზაფხული, იტოტება.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,
იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,
ისე ერთი წუთიც დამაბერებს.

ლუკმა არ მაკლია, მართალია,
მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ.
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,
მთელმა სიცოცხლემა გაირბინა.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც
ვაგეთ საქართველოს სახლ-კარები.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.

ფრიდონ ხალვაში


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2009, 01:11 AM
პოსტი #1468


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



დედაა, გავგიჟდი ეს პეტეფის ლექსი რამდენჯერ უნდა დავდოთ? ყველა გვერდზეა უკვე ohmy.gif





--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 2 2009, 04:19 AM
პოსტი #1469


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დედაა, გავგიჟდი ეს პეტეფის ლექსი რამდენჯერ უნდა დავდოთ? ყველა გვერდზეა უკვე

უფანტასტიურესი თარგმანია გრიგოლ აბაშიძესი, ზეპირად ვიცოდი თავის დროზე smile.gif
ვერ დავიჯერებ რომ უნგრულად უფრო ლამაზია biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2009, 05:15 PM
პოსტი #1470


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ May 2 2009, 05:19 AM) *

უფანტასტიურესი თარგმანია გრიგოლ აბაშიძესი, ზეპირად ვიცოდი თავის დროზე smile.gif
ვერ დავიჯერებ რომ უნგრულად უფრო ლამაზია biggrin.gif

თავის დროზე როდის, შეყვარებული რომ იყავი? tongue.gif


თქვენი ნებართვით, მე ჩემს საყვარელ ლექსს დავდებ

მ. ლებანიძე

მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის...

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!



პ.ს. კიდევ გახსენებთ: ავტორები მუთითეთ!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი May 3 2009, 09:17 PM
პოსტი #1471


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967




MARGUERITE
ტერენტი გრანელი

შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე

და კანკალებდა რტოები ვაზის.

გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,

მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.


ეს იყო დარდი, სულის დაღალვა

და სისხლიანი ბედი ქრისტესი.

ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ,

სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.


გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან

და გაწვალებდა თოვლი და ქარი.

ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,

როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი May 8 2009, 02:41 PM
პოსტი #1472


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ჩემი გაზაფხული გიწოდე და...
გულში ენძელებად ჩამისახლდი...
გულის საიდუმლო გაგანდე და...
მერე სიგიჟემდე შემიყვარდი...
მეორე გაზაფხულიც მოვა,
მე კი უშენოდ მეძნელება...
ვიტირო?! ნურას უკაცრავად!
ტირილი არ იციან ენძელებმა...


ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..


მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,-
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლუჯი სივრცეც!...
შენ დღეს ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!

მე მაპატიე...
ვერ დავემგვანე იმ ქალს ,
რომელსაც ღამ-ღამობით
ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე...
ვერ ვიქეცი სურვილის მონად,
ვეღარ გითხარი, რომ
ტკივილი მქონდა სხვაგვარი,
სხვა სიყვარული.., მონატრება,
სხვაგვარი თრთოლვა...
ვეღარ გითხარი...
დრო არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც სულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც,
უხმაუროს ისე წავედი,
შემოდგომის პირს
როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა...


გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო , განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას,
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სული სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samepo mixaki
პოსტი May 9 2009, 11:40 AM
პოსტი #1473


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 25-January 09
წევრი № 6,377




მაინც გადავწყვიტე ეს ლექსი თქვენთვის გამენდო, რადგან ნაწყვეტი რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ
იონა პავლე II-ის დაწერილია. რა იცით ამ ადამიანის შესახებ?



დაფარული ღმერთის საგალობელი
(ნაწყვეტი)
მიყვარხარ, თივავ სურნელოვანო, რადგანაც შენში
ვერ მოვიძიე სიამაყე მწიფე თავთავის,
მიყვარხარ, თივავ სურნელოვანო, რადგანაც შენში
ყრმამ - ფეხშიშველმა უსუარმა - ჰპოვა აკვანი.

მიყვარხარ, ხეო, მკაცრო ხეო რადგანაც ფოთლებს
ჩამოარეცხე სიყვითლის სევდა,
მიყვარხარ, ხეო, მკაცრო ხეო - სისხლიან მარცვლებს
გადააფარე წყალობის კალთა.

და შენც მიყვარხარ, ფერგამკრთალო ჭვავის ნათელო,
რომლითაც სულთა საუკუნო სამკვიდრებელი
ძველ სანაპიროს მოუყვება უცხო ბილიკით
და წამიერად ჩვენამდე აღწევს .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 10 2009, 09:11 PM
პოსტი #1474


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092




ჩემი ნენე და დედაშენი. (როინ აბუსელიძე)

დედაშენი-
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე-
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი-
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე-
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი მერსედესით დადის და
ჩემი ნენე-
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბოლბორდები გიშლიარებთ-ქარში-
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თავლებს ჩენს
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს,
დედაშEნი ეშმაკის გზას იბედებს,
შEმი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლიკინებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი -ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 11 2009, 03:08 PM
პოსტი #1475


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



იყო ეს ლექსი, იკამათა ხალხმა ამაზე ერთმანეთთან და კიდე ამას დებთ?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 11 2009, 10:13 PM
პოსტი #1476


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



თამარი_ცქნაფო
უი არ ვიცოდი, წაშალეთ მაშინ...




--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana.anu
პოსტი May 12 2009, 12:35 PM
პოსტი #1477


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 7-April 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,790



მაპატიეთ,არ ვიცოდი თუ პეტეფის ლექსი უკვე იდო...
რომც მცოდნოდა,მაინც დავდებდი,იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელიაააა smile.gifsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
galaqtikosi
პოსტი May 14 2009, 10:49 AM
პოსტი #1478


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 15-November 07
წევრი № 3,181



იუდას მონოლოგი


მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსვდნენ,
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი,
და თქვა იესომ: ”მამლის მესამე
დაყივლებამდე, ერთი თქვენგანი
მიღალატებსო...” ”მიღალატებსო?”
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქო სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა...
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს!
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა ღაღადი,
მოკვდება ღმერთი თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო,
უნდა გავწირო კაცი - იესო,
ქრისტე - ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაცითლდა, როგორც მოცხარი...
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!


მიხეილ ქვლივიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mako-Mako
პოსტი May 14 2009, 02:40 PM
პოსტი #1479


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 18-January 09
წევრი № 6,324



იოსებ ნონეშვილი

რას გიყურებ?..
სურთ ამ თვალებს უმეცართ,
შეგამჩნიონ ნაკლიცა და მშვენებაც,
თორემ, თუკი
შემიყვარდი უეცრდ,
ყველაფერი კარგად მომეჩვენაება.

კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი

თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!


--------------------
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი May 14 2009, 04:06 PM
პოსტი #1480


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა.

მეუბნებოდნენ : _ ჩამოგყვებით სამარეშიცო,

სად სიყვარული შეიძლება უსპეტაკესად —

სამარადისოდ...



ყველამ დამტოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა,

და ახლა ვხედავ – საიქიოს ვლიან ლანდები;

დიდი ხანია მე მიმელის ჩემი სამარე,

წამობრძანდებით?





შოთა ჩანტლაძე biggrin.gif biggrin.gif


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 72 73 74 75 76 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 12:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE