IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 73 74 75 76 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 1 2009, 01:05 PM
პოსტი #1467


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მემლექეთი

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან
ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.

კაი მექართულე ვეღარა ვარ,
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,
როგორც გაზაფხული, იტოტება.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,
იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,
ისე ერთი წუთიც დამაბერებს.

ლუკმა არ მაკლია, მართალია,
მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ.
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,
მთელმა სიცოცხლემა გაირბინა.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც
ვაგეთ საქართველოს სახლ-კარები.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.

ფრიდონ ხალვაში


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2009, 01:11 AM
პოსტი #1468


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



დედაა, გავგიჟდი ეს პეტეფის ლექსი რამდენჯერ უნდა დავდოთ? ყველა გვერდზეა უკვე ohmy.gif





--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 2 2009, 04:19 AM
პოსტი #1469


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დედაა, გავგიჟდი ეს პეტეფის ლექსი რამდენჯერ უნდა დავდოთ? ყველა გვერდზეა უკვე

უფანტასტიურესი თარგმანია გრიგოლ აბაშიძესი, ზეპირად ვიცოდი თავის დროზე smile.gif
ვერ დავიჯერებ რომ უნგრულად უფრო ლამაზია biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2009, 05:15 PM
პოსტი #1470


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ May 2 2009, 05:19 AM) *

უფანტასტიურესი თარგმანია გრიგოლ აბაშიძესი, ზეპირად ვიცოდი თავის დროზე smile.gif
ვერ დავიჯერებ რომ უნგრულად უფრო ლამაზია biggrin.gif

თავის დროზე როდის, შეყვარებული რომ იყავი? tongue.gif


თქვენი ნებართვით, მე ჩემს საყვარელ ლექსს დავდებ

მ. ლებანიძე

მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის...

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!



პ.ს. კიდევ გახსენებთ: ავტორები მუთითეთ!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი May 3 2009, 09:17 PM
პოსტი #1471


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967




MARGUERITE
ტერენტი გრანელი

შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე

და კანკალებდა რტოები ვაზის.

გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,

მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.


ეს იყო დარდი, სულის დაღალვა

და სისხლიანი ბედი ქრისტესი.

ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ,

სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.


გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან

და გაწვალებდა თოვლი და ქარი.

ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,

როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი May 8 2009, 02:41 PM
პოსტი #1472


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ჩემი გაზაფხული გიწოდე და...
გულში ენძელებად ჩამისახლდი...
გულის საიდუმლო გაგანდე და...
მერე სიგიჟემდე შემიყვარდი...
მეორე გაზაფხულიც მოვა,
მე კი უშენოდ მეძნელება...
ვიტირო?! ნურას უკაცრავად!
ტირილი არ იციან ენძელებმა...


ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..


მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,-
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლუჯი სივრცეც!...
შენ დღეს ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!

მე მაპატიე...
ვერ დავემგვანე იმ ქალს ,
რომელსაც ღამ-ღამობით
ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე...
ვერ ვიქეცი სურვილის მონად,
ვეღარ გითხარი, რომ
ტკივილი მქონდა სხვაგვარი,
სხვა სიყვარული.., მონატრება,
სხვაგვარი თრთოლვა...
ვეღარ გითხარი...
დრო არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც სულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც,
უხმაუროს ისე წავედი,
შემოდგომის პირს
როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა...


გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო , განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას,
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სული სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samepo mixaki
პოსტი May 9 2009, 11:40 AM
პოსტი #1473


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 25-January 09
წევრი № 6,377




მაინც გადავწყვიტე ეს ლექსი თქვენთვის გამენდო, რადგან ნაწყვეტი რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ
იონა პავლე II-ის დაწერილია. რა იცით ამ ადამიანის შესახებ?



დაფარული ღმერთის საგალობელი
(ნაწყვეტი)
მიყვარხარ, თივავ სურნელოვანო, რადგანაც შენში
ვერ მოვიძიე სიამაყე მწიფე თავთავის,
მიყვარხარ, თივავ სურნელოვანო, რადგანაც შენში
ყრმამ - ფეხშიშველმა უსუარმა - ჰპოვა აკვანი.

მიყვარხარ, ხეო, მკაცრო ხეო რადგანაც ფოთლებს
ჩამოარეცხე სიყვითლის სევდა,
მიყვარხარ, ხეო, მკაცრო ხეო - სისხლიან მარცვლებს
გადააფარე წყალობის კალთა.

და შენც მიყვარხარ, ფერგამკრთალო ჭვავის ნათელო,
რომლითაც სულთა საუკუნო სამკვიდრებელი
ძველ სანაპიროს მოუყვება უცხო ბილიკით
და წამიერად ჩვენამდე აღწევს .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 10 2009, 09:11 PM
პოსტი #1474


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092




ჩემი ნენე და დედაშენი. (როინ აბუსელიძე)

დედაშენი-
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე-
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი-
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე-
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი მერსედესით დადის და
ჩემი ნენე-
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბოლბორდები გიშლიარებთ-ქარში-
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თავლებს ჩენს
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს,
დედაშEნი ეშმაკის გზას იბედებს,
შEმი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლიკინებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი -ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 11 2009, 03:08 PM
პოსტი #1475


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



იყო ეს ლექსი, იკამათა ხალხმა ამაზე ერთმანეთთან და კიდე ამას დებთ?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 11 2009, 10:13 PM
პოსტი #1476


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



თამარი_ცქნაფო
უი არ ვიცოდი, წაშალეთ მაშინ...




--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana.anu
პოსტი May 12 2009, 12:35 PM
პოსტი #1477


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 7-April 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,790



მაპატიეთ,არ ვიცოდი თუ პეტეფის ლექსი უკვე იდო...
რომც მცოდნოდა,მაინც დავდებდი,იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელიაააა smile.gifsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
galaqtikosi
პოსტი May 14 2009, 10:49 AM
პოსტი #1478


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 15-November 07
წევრი № 3,181



იუდას მონოლოგი


მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსვდნენ,
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი,
და თქვა იესომ: ”მამლის მესამე
დაყივლებამდე, ერთი თქვენგანი
მიღალატებსო...” ”მიღალატებსო?”
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქო სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა...
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს!
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა ღაღადი,
მოკვდება ღმერთი თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო,
უნდა გავწირო კაცი - იესო,
ქრისტე - ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაცითლდა, როგორც მოცხარი...
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!


მიხეილ ქვლივიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mako-Mako
პოსტი May 14 2009, 02:40 PM
პოსტი #1479


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 18-January 09
წევრი № 6,324



იოსებ ნონეშვილი

რას გიყურებ?..
სურთ ამ თვალებს უმეცართ,
შეგამჩნიონ ნაკლიცა და მშვენებაც,
თორემ, თუკი
შემიყვარდი უეცრდ,
ყველაფერი კარგად მომეჩვენაება.

კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი

თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!


--------------------
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი May 14 2009, 04:06 PM
პოსტი #1480


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა.

მეუბნებოდნენ : _ ჩამოგყვებით სამარეშიცო,

სად სიყვარული შეიძლება უსპეტაკესად —

სამარადისოდ...



ყველამ დამტოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა,

და ახლა ვხედავ – საიქიოს ვლიან ლანდები;

დიდი ხანია მე მიმელის ჩემი სამარე,

წამობრძანდებით?





შოთა ჩანტლაძე biggrin.gif biggrin.gif


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 16 2009, 03:17 PM
პოსტი #1481


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



სადა ხარ...


სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი _
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან _
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..


თამაზ ჭილაძე


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 26 2009, 11:20 PM
პოსტი #1482


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –

ნამდვილი.


2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,
ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.


4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.


5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც მიკვირს.

ზვიად რატიანი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი May 26 2009, 11:23 PM
პოსტი #1483


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



"ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი..."

უბრალოდ, გამახსენდა... smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 27 2009, 12:20 AM
პოსტი #1484


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



http://www.myvideo.ge/?video_id=488918

აი მოუსმინეთ. ოღონდ კიდე არ დასცხოთ biggrin.gif

პ.ს. მე მაინც არ მომწონს და მომკალი თუ გინდა sad.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი May 27 2009, 12:27 AM
პოსტი #1485


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა(syd @ May 27 2009, 12:20 AM) *

პ.ს. მე მაინც არ მომწონს და მომკალი თუ გინდა sad.gif


მე ის უფრო არ მომწონს, რაზეც წუხილია ამ ლექსში, თან ძალიან არ მომწონს sad.gif


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 27 2009, 07:33 PM
პოსტი #1486


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



maZiebeli
ციტატა
მე ის უფრო არ მომწონს, რაზეც წუხილია ამ ლექსში


გეთანხმები... ვინ თქვა რომ მერსედესიანი და კენტიანი ქალი ქართველი ქალის სახეა? არავინ. მხოლოდ ავტორმა... თითიდან გამოწოვილი გულის ტკივილია და არ მომწონს.

მთავარია ნაღდი იყოს ადამიანი და ნუ იქნება სიაფანდი და გინდა მერსედესი მართოს და გინდა კენტი წიოს, ეს არაა პრობლება...








































გეეეეენძვრის გურჯისტან!


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 73 74 75 76 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 28 მომხმარებელი (მათ შორის 28 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 11:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი