IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 73 74 75 76 77 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
iisperiTOVLI
პოსტი May 16 2009, 03:17 PM
პოსტი #1481


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



სადა ხარ...


სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი _
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან _
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..


თამაზ ჭილაძე


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 26 2009, 11:20 PM
პოსტი #1482


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –

ნამდვილი.


2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,
ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.


4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.


5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც მიკვირს.

ზვიად რატიანი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი May 26 2009, 11:23 PM
პოსტი #1483


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



"ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი..."

უბრალოდ, გამახსენდა... smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 27 2009, 12:20 AM
პოსტი #1484


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



http://www.myvideo.ge/?video_id=488918

აი მოუსმინეთ. ოღონდ კიდე არ დასცხოთ biggrin.gif

პ.ს. მე მაინც არ მომწონს და მომკალი თუ გინდა sad.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი May 27 2009, 12:27 AM
პოსტი #1485


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა(syd @ May 27 2009, 12:20 AM) *

პ.ს. მე მაინც არ მომწონს და მომკალი თუ გინდა sad.gif


მე ის უფრო არ მომწონს, რაზეც წუხილია ამ ლექსში, თან ძალიან არ მომწონს sad.gif


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 27 2009, 07:33 PM
პოსტი #1486


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



maZiebeli
ციტატა
მე ის უფრო არ მომწონს, რაზეც წუხილია ამ ლექსში


გეთანხმები... ვინ თქვა რომ მერსედესიანი და კენტიანი ქალი ქართველი ქალის სახეა? არავინ. მხოლოდ ავტორმა... თითიდან გამოწოვილი გულის ტკივილია და არ მომწონს.

მთავარია ნაღდი იყოს ადამიანი და ნუ იქნება სიაფანდი და გინდა მერსედესი მართოს და გინდა კენტი წიოს, ეს არაა პრობლება...








































გეეეეენძვრის გურჯისტან!


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 27 2009, 08:38 PM
პოსტი #1487


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მაქვს ჩემს რედაქტორთან ჭადრაკის თამაში,
ლაზიერს უნდა მხედარი ჩავაფარო,
ხვალ-ზეგ ჩაიშვება კრებული სტამბაში
რაღაც-რაღაცეები მინდა გავაპარო


მურმან ლებანიძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 28 2009, 10:33 PM
პოსტი #1488


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ეს ძალიან მიყვარს smile.gif


ალექსანდრე აბაშელი

ჩემი სიკვდილით ეს ქვეყანაც გარდაიქმნება,
უსახო მიწას დააკვდება ცა უცნაური.
მე თუ დავბრმავდი, ცისარტყელა სადღა იქნება?
მე თუ დავყრუვდი, ხომ დადუმდა მიწის ხმაური!



--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna_18
პოსტი May 29 2009, 12:24 AM
პოსტი #1489


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 118
რეგისტრ.: 11-March 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,624



" მე ლამაზი მეგობარი მყავდა... "

ჩემი ანა კალანდაძე


--------------------
"ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 29 2009, 12:54 AM
პოსტი #1490


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



....შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო....

შოთა ნიშნიანიძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 30 2009, 03:13 AM
პოსტი #1491


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ლექსი სიკვდილასგან... smile.gif

მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი...

მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება
ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი,
შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება,
ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო.
თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა,
ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება.
ყოველ ცისმარე დილას ნახავ შენ მათ, როდესაც
სარკის წინაშე მოიხრები, მოიკაკვები.
ჰოი, ტკბილო სასოვ, დღე დადგება, როცა გავიგებთ,
რომ ხარ სიცოცხლეც, ერთდორულად რომ ხარ არარაც.

კვდომას ყველასთვის გააჩნია უცვლელი მზერა,
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
ეს რომ მოხდება, თითქოს მავნე ჩვევაც გაქრება,
სარკეში ნახავ მკვდრეთით აღმდგარ საკუთარ სახეს,
დახშულ ბაგეთა გაიგონებ მეტყველებასაც.
სიტყვაუთმქელნი ჩავეშვებით უღრმეს მორევში.

ჩეზარე პავეზე


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 30 2009, 03:27 AM
პოსტი #1492


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



……ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.


ზვიად რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 30 2009, 04:33 PM
პოსტი #1493


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



.....წყალს კი არ ვითხოვ უდაბნოში _
იმედს დავეძებ:
იმედს _ რომ სადღაც, ჩემს მახლობლად, წყარო მარხია.....


ზვიად რატიანი



--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 4 2009, 02:02 AM
პოსტი #1494


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



მზესუმზირები ჩამოჭკნენ,იცი?...
და დაედინათ ცრემლები შავი.
ხვალ გამყიდველი, პატარა ბიჭი
მზის ნამტირალევს ხურდებში გაცვლის.


მზესუმზირების სველი ჩენჩოთი
მოიქარგება ცხელი ასფალტი.
მიწის ამბორს,რომ,მზეო,ჩემობდი...
ჭრილობას ლაღად კოცნის საფანტი.


მზესუმზირები ჩამოჭკნენ გუშინ...
რა დამწუხრებით თვლემენ თავები...
ცის კაბადონზე,გამთანგველ ბუღში
მზეს დაეღალა თეთრი მკლავები.


მე მთების ძირში შავ კარავს გავშლი,
და სამძიმარზე,მზეო,შენ გიცდი.
გუშინ მნათობის ვეება სახლში
მზესუმზირები ჩამოჭკნენ... იცი?...

























სულ პირველად შემიყვარდა ეკა
ერთხელ კოცნა გავუბედე შიშით
თავში ჩანთა ისე მწარედ მრეკა
დღესაც მონსტრად მელანდება ძილში.

ამის შემდეგ შემიყვარდა ანა
შევიყვანე სამიჯნუროდ ბაღში,
როცა ვნების შევაგებე ძალა
დანის წვერი შევიგრძენი ,,ტანში;

გული დიდხანს არ დავტოვე ღია
ჩემს მესამე გოგოს ერქვა ნატო,
ერთ კვირაში ლამის გადამრია
სამი კაცის საყოფს ჭამდა მარტო.

ჩემს გულს მერე დაეუფლა ქეთა
მაისურში ჩავუცურე ხელი,
წიხლი ისეთ ალაგს ჩამაფეთა
შვილ-მომავალს აწი აღარ ველი.

მეხუთედ კი შემიყვარდა თიკო
იმის გარდა ვერ ვამჩნევდი ქალებს,
სიყვარულში კანფეტივით იყო
მაგრამ ენა ჰქონდა ძლიერ მწარე.

ბოლოს გული შემიტოკა ნინიმ
სიყვარული ბრამა ყოფილა ხო და
არ ჰქონია ერთი გრამი ტვინი
მაგრამ თავი ბიდოივით ჰქონდა.

__________________________
რა მურტალი ბედის პატრონი ვარ
რა ჭირი მჭირს ხალხო ვეღარ ვიგებ,
აღარ მინდა მეტი დავიღალე
სიყვარულში არდადეგებს ვიღებ!


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 4 2009, 02:17 AM
პოსტი #1495


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(ბიძია თომა @ Jun 4 2009, 02:02 AM) *


სულ პირველად შემიყვარდა ეკა
ერთხელ კოცნა გავუბედე შიშით
თავში ჩანთა ისე მწარედ მრეკა
დღესაც მონსტრად მელანდება ძილში.

ამის შემდეგ შემიყვარდა ანა
შევიყვანე სამიჯნუროდ ბაღში,
როცა ვნების შევაგებე ძალა
დანის წვერი შევიგრძენი ,,ტანში;

გული დიდხანს არ დავტოვე ღია
ჩემს მესამე გოგოს ერქვა ნატო,
ერთ კვირაში ლამის გადამრია
სამი კაცის საყოფს ჭამდა მარტო.

ჩემს გულს მერე დაეუფლა ქეთა
მაისურში ჩავუცურე ხელი,
წიხლი ისეთ ალაგს ჩამაფეთა
შვილ-მომავალს აწი აღარ ველი.

მეხუთედ კი შემიყვარდა თიკო
იმის გარდა ვერ ვამჩნევდი ქალებს,
სიყვარულში კანფეტივით იყო
მაგრამ ენა ჰქონდა ძლიერ მწარე.

ბოლოს გული შემიტოკა ნინიმ
სიყვარული ბრამა ყოფილა ხო და
არ ჰქონია ერთი გრამი ტვინი
მაგრამ თავი ბიდოივით ჰქონდა.

__________________________
რა მურტალი ბედის პატრონი ვარ
რა ჭირი მჭირს ხალხო ვეღარ ვიგებ,
აღარ მინდა მეტი დავიღალე
სიყვარულში არდადეგებს ვიღებ!

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

რა მაგარიააააა biggrin.gif
პირველი სტროფი განსაკუთრებულად მომეწონა biggrin.gif

თემო ვისი ლექსია? არ მითხრა ჩემიაო biggrin.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 4 2009, 02:19 AM
პოსტი #1496


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(ეკატო @ Jun 4 2009, 03:17 AM) *

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

რა მაგარიააააა biggrin.gif
პირველი სტროფი განსაკუთრებულად მომეწონა biggrin.gif

თემო ვისი ლექსია? არ მითხრა ჩემიაო biggrin.gif

მე საერთოთ მაგ ლექსზე ვაკაიფოB. laugh.gif

ჩემი ცოლი ,არ მყოლია არასდროს
მუდამ სხვისით სარგებლობა მიწევდა,
არ მიყვარდა დიდხანს, კერვა ,ჩალიჩი
მას ვეტრფოდი ვინც კი ჩემსკენ იწევდა.

ყოველ ახალ კვირას ახალს ვხვდებოდი
დავაგროვე ცოლთა დიდი არმია,
საკუთარი, ჩემ გულს მაინც არ სურდა
საკუთარ ცოლს ვერ ვუნახე შარმია.

მხიარულად დავაბიჯებ ქალაქში
ამას ალბათ სიტყვებითაც ვერ ავხსნი,
სასაცილო არის აბა არ არის?!
ჩემი შვილი ძია თომას მეძახის.

ერთი ჩემი შვილი გახდა სპორცმენი
გადარია გუშინ მთელი ელ-პასო,
რომ შეხედო ბავშვი ჩემი ასლია
მამამისს კი უხარია მე მგავსო.

იანვარში, რომ დავიწყე შვილთა თვლა
დავამთავრე, დეკემბერში წლის ბოლოს,
ყველა შვილზე ალიმენტი რომ მთხოვონ
მილიონი დამჭირდება თვის ბოლოს.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 4 2009, 02:25 AM
პოსტი #1497


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ბიძია თომა
ციტატა
სასაცილო არის აბა არ არის?!
ჩემი შვილი ძია მიშას მეძახის.

მიშასოო? unsure.gif
რაღაც შეცდომას აქვს ადგილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




ციტატა
იანვარში, რომ დავიწყე შვილთა თვლა
დავამთავრე, დეკემბერში წლის ბოლოს,

მასე გააგრძელე, შენი იმედი აქვს საქართველოს biggrin.gif

მარა ნამეტანიც არ გინდა სხვისი ცოლების დევნა, საკუთარს რა ჯობია biggrin.gif

აუ თემო რა კარგად გამამხიარულე ამ ძილის წინ biggrin.gif



--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 4 2009, 02:30 AM
პოსტი #1498


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(ეკატო @ Jun 4 2009, 03:25 AM) *

ბიძია თომა

თომასოოო? laugh.gif laugh.gif unsure.gif
რაღაც შეცდომას აქვს ადგილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მასე გააგრძელე, შენი იმედი აქვს საქართველოს biggrin.gif

მარა ნამეტანიც არ გინდა სხვისი ცოლების დევნა, საკუთარს რა ჯობია biggrin.gif

აუ თემო რა კარგად გამამხიარულე ამ ძილის წინ biggrin.gif



--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 4 2009, 01:47 PM
პოსტი #1499


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



შალვა კარმელი


სიყვარული სონეტს


ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა.

მოშვილდულ რკალში ოქროთვალით მეტად კარგია.

მეფურ ჯირითის ქამანდები ჩვენ ვიცით ორმა

და მონადირეს ტყეში თავი არ დამკარგვია.



შერჩეულ სხეულს ეს ჯავშანი მწყობრად არგია.

ქარვის მეფისქალს მაძმობილა ცრემლების თქორმა.

მწველ სიმღერებში რაც პოეტურ სულის თარგია,_

ყველას საცქერად აიტაცა ლაჟვარდში ქორმა.



ვფურცლავ რვეულებს, მტვრიან წიგნებს, ძველ

ლექსიკონებს.

ვდარაჯობ სიტყვებს: მეფე, მონა და მაძებარი.

არის რითმები ქალწულივით: მკრთალი,მგზნებარი.



ხელის თარეში აჩუქურთმებს ხატულ სტრიქონებს.

ვრცელ ხალიჩაზე ცისარტყელა, ქნარი, დაფინე,_

დიანას ფეხთა საროკავად მე დავაფინე!


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 4 2009, 02:35 PM
პოსტი #1500


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



როცა შეგამჩნიე მგონი
იყო უსაშველოდ გვიან,
დარჩი უსასრულოდ შორი
და მე მოლოდინი მქვია.
სხვაში ამერიე ალბათ
სხვას კლავს ჩემი ლექსის ტყვია.
გვერდში აჩრდილიც კი არ მყავს
და მე მაძებარი მქვია.
ვიხსნი მარტოობის ბორკილს,
ვამტრევ ნაფეხურებს ქვიანს.
შენთვის მოწყალეს და მორჩილს
სხვისთვის ცოდვიანი მქვია.
მომეძალა სევდის ტალღამ
ფიქრებს დააფარა რული.
წასვლა ძნელი იყო მაგრამ
დაბრუნება უფრო რთული.
წლები ჩემს შეცდომებს ითვლის
უკვე უსაშველოდ გვიან.
შენგან დატოვებულ ტკივილს
მაინც სიყვარული ჰქვია!


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 73 74 75 76 77 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 01:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი