IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 74 75 76 77 78 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nino84
პოსტი Jun 4 2009, 02:55 PM
პოსტი #1501


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მუხრან მაჭავარიანი


ვიდრე შენთვის ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს,-
ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი!

ხოდა...
ან გამყიდე,
ან ცოლი წამგვარე,
ან დანა დამარტყი,
ან...
რაღაც ამგვარი.

თვარა,
ხომ იცი, ღმერთი რავარია!
ვინ იცის, სიკვდილს როდის გაიმეტებს!
რა გააძლებინებს ისე ადამიანს,-
თუ არ შეიქცია თავი რაიმეთი.


biggrin.gif


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 4 2009, 08:33 PM
პოსტი #1502


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



nino84
ციტატა
.....წყალს კი არ ვითხოვ უდაბნოში _იმედს დავეძებ:იმედს _ რომ სადღაც, ჩემს მახლობლად, წყარო მარხია.....ზვიად რატიანი


smile.gif

კაი პოეტი ყოფილა ხო იცი smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 4 2009, 10:59 PM
პოსტი #1503


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



syd
ციტატა
კაი პოეტი ყოფილა ხო იცი

კი, მაგარია რატიანი. "მამები" წაკითხული გაქვს? smile.gif



ეს ნაწყვეტები... რატიანის სხვადასხვა ლექსებიდან (რაც გამახსენდა)

"…..ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ……"

"….რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,
ვერც დავიხოცეთ?"

"…..რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა…"

"…..ყველა მათგანი
– ვგულისხმობ ლექსებს – არ შეიცავს თუმცა ოცნებას
ან იმას, რასაც ანდაზაში გულისხმობს ხავსი,
მე მაინც მიყვარს მათი წერა: როცა მოძვრება
გულიდან რაღაც, გარეგნულად – ტკივილის მსგავსი…"


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 4 2009, 11:33 PM
პოსტი #1504


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



nino84

წიგნი გაქვს? თუ საიდანმე აკოპირებ?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 5 2009, 12:02 AM
პოსტი #1505


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



syd

არა, მისი ლექსების უმეტესობა ადრე ინტერნეტში ვიპოვე და რომლებიც მომეწონა შევინახე smile.gif

რამდენიმე ლექსის აუდიო ვერსია აქ შეგიძლია ნახო, ავტორი კითხულობს http://www.lyrikline.org/index.php?id=162&...Hash=9448872520


ესეც რატიანი....

თოვლი,
რომელიც
თეთრი იყო
და თეთრად დარჩა,
და მე, რომელიც
სახეს ვიცვლი
ყოველ ნაბიჯზე,
დღეს თანაბარი უფლებებით
შევდივართ ბაღში...


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 5 2009, 08:50 PM
პოსტი #1506


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



უზრდელობაა
სხის საქმეში ჩარევა, მაგრამ
ეს სხვისი საქმე რაა ქვეყნად
ვინ გაარკვია?!


მორის ფოცხიშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 6 2009, 03:29 PM
პოსტი #1507


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



კონსტანტინე გამსახურდია



არ მიყვარს ვარდი, აღარც მთვარე, მოგვი ციური,
ძველ პოეტებმა რომ გათელეს და შემაძაგეს,
ბულბულს ორკესტრი მირჩევნია სიმფონიური,
ღიმილის ნაცვლად სიძულვილი მატყვია ბაგეს.

არ მიყვარს ღამე, სერენადა, შელის მიმოზა,
არც უკვდავება, კაცთა მოდგმა გულმავიწყია,
სულმდაბალ ბრბომ თუ შუბლი დაფნით არ შემიმოსა,
ჯერ სახელისთვის მათხოვრობა არ დამიწყია.

თავს არ ვიტყუებ არც ოცნებით, არც მოჩვენებით,
თუ ცის მნათობიც მომიძულებს და გამიმეტებს,
ელექტროს შუქი აღსავსეა ახალ მშვენებით
როს წინწკლებს აფრქვევს ძილმორეულ ღამის პლანეტებს.

მე თქვენთვის დამაქვს, კაცუნებო, ნიღაბი შავი,
აპოლოს რჩეულს თქვენ სალამიც არ გამიბედოთ,
გვერდს ჩაგიარეთ და მიტომაც დავხარე თავი,
შურით არეულ სახეებში რომ არ შეგხედოთ.

იდუმალ კოშკში ფანტაზია დავსვი დედოფლად,
მას ჩემი ლანდი სასიძოდ ჰყავს მისი მხლებელი,
ვიცი გავირბენ შეუმჩნევლად ამ წუთისოფლად,
ვით მძინარ ტყეში შუაღამის მატარებელი.





--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 7 2009, 08:32 PM
პოსტი #1508


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



"...ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი..."


ნიკო სამადაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 8 2009, 10:49 PM
პოსტი #1509


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



პაოლო იაშვილი

წერილი დედას

დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 9 2009, 08:54 PM
პოსტი #1510


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა,
მეუბნებოდნენ: ჩამოგყვებით სამარეშიცო,
სად სიყვარული შეიძლება უსპეტაკესად _
სამარადისოდ...

ყველამ დამტოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა,
და ეხლა ვხედავ _ საიქიოს ვლიან ლანდები;
დიდიხანია მე მიმელის ჩემი სამარე,
წამობრძანდებით?


შოთა ჩანტლაძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Jun 10 2009, 04:57 PM
პოსტი #1511


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



ავტ.გენრი(ჰენრი)დოლიძე
მომენატრა...
(სპეკტაკლიდან "ძველი იარა")


-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
საქართველოს სიყვარულში გართული.
მომენატრა, მომენატრა აფხაზეთი,
თუმცა ის მე ჯერ არც მინახავსს.
ალბათ როცა გადმოგვხედავს , ნახავს
ღმერთი,
ძმათა წყენა გულშუი არ შემინახავს!
მომენატრა ქამარ-ხანჯალ-ხმალ-აბჯარი,
ბრძოლის ველზე ამოსული ყაყაჩო,
გონებაში მომეპარა ფიქრთა ჯარი,
მომენატრა და კონაღამ დამახრჩო.
ერთი სიტყვით, მომენატრა საქართველო,
საქართველო მაღალი და ძლიერი,
ავდგეთ ფეხზე, გაბზარულლი გავამრთელოთ
და ქვეყანას დავუბრუნოთ იერი!
-მოგვენატრა ჩვენ ნამდვილი საქართველო,
ჩვენ ხზომ მისი ტრფობს ცეცხლში ვიწვებით,
ავდგებით ,რომ ავკაფოთ და გადავთელოთ
შური, ბოღმა, ეკლები და წიწვები...
შევევედროთ, შევევედროთ ბედის ამქარს,
სანამ ჩვენი არ ჩაქრება სანთელი,
მისი ცეცხლი მოუკიდოს სხვა ბეცვრს ახალს,
რომ მოვფინოთ კავკასიონს ნათელი...
ავაყვავოთ, ავაყვავოთ საქართველო,
მოვეფერიოთ სანამ გუილი თბილია,
დავეუფლოთ ყველა კორდს და ყველა მდელოს,
გავუფრტხილდეთ ამ სამყაროს ბრილიანტს!
-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
გამარჯვების სიმღერებში გართული!

2006.


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 11 2009, 10:45 PM
პოსტი #1512


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



კოტეტიშვილი ვახუშტი


ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებული
ყვავები რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?!


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 15 2009, 09:18 AM
პოსტი #1513


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



უსინათლო გოგონას ლოცვა მომაკვდავი დედის გამო :


ღმერთო, დამანახე დედაჩემი,
წუთით დამასესხე შენი მზერა.
ლოცვის მარადისი ტყვე დავრჩები,
ოღონდ ამაცილე ბედისწერა.

გზები მოლოდინში დარჩენილან,
დარდი წამწამებზე მიმარხია.
ჩემი ქვეყანაზე გაჩენიდან
დედა ერთხელაც არ მინახია.

ბნელი დღეებისკენ მიმაქვს გული,
სახე გაფითრებით მოვიბურე.
მძიმე სარეცელზე მიჯაჭვული,
ღმერთო, დედაჩემი მომიბრუნე.

მუხლზე დაჩოქილი გეაჯები,
გლოვის უსინათლო დედოფალი.
ღმერთო, არ მომიკლა დედაჩემი,
ღმერთო, მის მაგიერ მე მომკალი.

ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,
თუგინდ მონაზონსაც შევედრები.
ბედმა დედაჩემი სანთლად მომცა
და შენ არ მომიკლა, გევედრები.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 17 2009, 02:29 AM
პოსტი #1514


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



სამადლო თოვლი

"რა სასტიკია, რა სატირალი-
სხვის ქვეყანაში თოვლი პირველი."
მირზა



არ შეგაგონო, გული ვით მიზამს:
ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია;
არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა!
თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან.

იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ,
რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები
და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს
ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.

სხვა ღამისაა სანთლები არყის
და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია;
მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვის ქვეყანაში რაც უთოვია.

ლაშა გახარია


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 17 2009, 09:48 AM
პოსტი #1515


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



იცი რა მსურს?
ცოდვა გამოვისყიდო
გამოვფინო ის უღირსი ფიქრები
იქნებ ჩემსკენ მზემაც გამოიჭყიტოს,
რომ გახუნდეს მოხარული ვიქნები..

იცი რა მსურს?
დავიბრუნო ბავშობა,
ვინავარდო ფერად-ფერად სიზმრებში,
კაფანდარა-ანცი გოგო დავხატო,
წლებთან ერთად ღირსებებით შემკული.

იცი რა მსურს?
ვიგრძნო ბედნიერება,
ავირბინო მწვანე მოლით მწვერვალი,
კონად შევკრა ყვავილები სხივისგან,
გავაჭენო თეთრი ცხენი მერანი.

იცი რა მსურს?
ვიყო მუდამ კეთილი,
უსასრულო სიყვარული ვფანტო,
არ ვარჩიო მტერია თუ მოყვასი
ვიქადაგო,სიძულვილი დავგმო...

იცი რა მსურს?


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jun 17 2009, 07:21 PM
პოსტი #1516


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე _ ამას გევედრები
ტანჯვა განსაცდელში თვალნი მიურიდენ
სული მიუვლინე ისევ შენმიერი
დილა გაუთენე ისევ ციურიდან
სული უმანკოთა მიეც მშვენიერი
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები

wub.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 17 2009, 08:11 PM
პოსტი #1517


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ჩემი ბრალი იყო მუდამ უშენობა :


როდემდე გატარო მალულად, საგულით?!
შიგნიდან გამომხრა სურვილის ღრიალმა,
ჩემზე დაატარებ დუმილის ჯალათს და
წლებმაც არ დამინდო ტიალმა!

ნაპრალებს ვერ ვავსებ, ბზარებად ვიქეცი,
გულიდან სხეულში გაიდგი ფესვები,
შენ გიკვირს აქამდე რა ძალით გავძელი,
ჩუმ-ჩუმად მოძღვნილი მარტივი ლექსბით!

ლექსებით, რომელიც მუდმივად გხიბლავდა,
ეძებდი ჩემს ირგვლივ ავტორებს ვნებიანს,
მაგრამ საყვარელო მტრედები ხანდახან,
უშიშრად ჩვენს წინაც სხდებიან.

მერე მიყვებოდი ბავშვურ აღტაცებით,
ავტორს ჩემი სახე ლამაზი ჰგონია!
მე კვლავ ღიმილით ჩემთვის ვბუტბუტებდი
ავტორს გემოვნება ნამდვილად ჰქონია!!!

ბოლო წერილია ბედის მონაყოლი
ამ ბორბალს უკუღმა ვეღარ ვატრიალებ,
ჩემი ბრალი იყო მუდამ უშენობა ,


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 17 2009, 11:30 PM
პოსტი #1518


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



....თუ მაინც კვდება, რა ჯობია, ჩაუსწრო ცოცხალს
და სამუდამოდ ჩაგებეჭდოს მისი ხროტინი,
თუ ყველაფერი მანამ მოხდეს, ვიდრე შენ შორს ხარ?
მაგრამ ეს უფრო საშიშია... ზარის ლოდინი...


ზ. რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 17 2009, 11:35 PM
პოსტი #1519


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



სულ გავრბივარ მთელი ცხოვრება.


მიბრუნდი ჩემგან, აღარ მჯერა ამ უკვდავების.
ხელი გამიშვი. უნდობლობას დაემხოს ჭერი.
მე შუბლი მიხურს გაცრეცილი სილურჯეებით,
მოდი და ბარემ ბოლო ნერვიც გადამაჭერი.

ვერ მამჩნევ?.. ვერა?..
სულ გავრბივარ მთელი ცხოვრება.
საით, არ ვიცი. ვეცემი და ვდგები უმალვე.
სადღაცა გზაზე,ფანდებს მიდებს ურცხვი შემთხვევა,
მეუხეშება. მერე ნამდვილ სახეს მიმალავს.

მე მაინც მინდა,რომ ბოლომდე გამყვეს სითეთრე.
რა მოხდა მერე,თუ არ მაფრთხობს ჯიუტის როლი...
სუფთა მუხლებით და ნაგვემი შუბლის სიფითრით
რატომღაც მუდამ ვიზიზღებდი უაზრო რონინს.

მე დაგივიწყე. თუმცა სისხლში დროდადრო კრთები.
ჯერ არ გასულა შვიდი წელი,შვიდი ზამთარი,
გაურევია თუმც ამინდებს ბალახში ღოლო,
დაუბზარია საცოდავად ბედს მინანქარი...

ჩამომაგლიჯე ამ ცხოვრების შავი წურბელა,
თორემ სიგიჟეს ბოლო კარი ვეღარ აკავებს,
მე რახანია, აღარ მჯერა სხვა უკვდავება,
ნდობამისჯილის რახანია მელის საკანი.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 18 2009, 12:12 AM
პოსტი #1520


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



"… არ იქურდოო" (ეჰ, ვინ ცხოვრობს მოუპარავად!),
სულ სხვის სტრიქონებს მაჩეჩებდა მუზა მაცთური,
ისევ ჩემს ლექსებს დავიფიცებ: ქურდი არა ვარ
და მაინც... მაინც რაღაცა მაქვს ქურდბაცაცური... “


შოთა ნიშნიანიძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 74 75 76 77 78 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 07:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი