IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 75 76 77 78 79 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ბიძია თომა
პოსტი Jun 18 2009, 01:05 AM
პოსტი #1521


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



შენი ალერსი მწადია ვფიცავ...


ბნელ სამყაროში ვადგამ ნაბიჯებს,
მე უშენობა ძლიერ მაგიჟებს,
მწვავს უკუნეთის ცეცხლი მრავალი,
მე,როგორც ყველა,ვარ წარმავალი.

მე ვმოგზაურობ ბნელ ჯოჯოხეთში,
შენთან შერწყმას და შენს კოცნას ველი.
მე გავიარე შავი სამყარო...
და შევაბიჯე განსაწმენდელში!

ახლა ბრძოლაა ჩემში და შენში,
ამას ამბობენ განსაწმენდელშიც,
სურვილი ერთია,საქმე კი - ერთი...
ამას ქადაგებს უფალი ღმერთი...

მე გავიარე განსაწმენდელიც
და სამოთხის კარს მივუკაკუნე...
და ასე მითხრა თეთრმა დარაჯმა:
ცალ-ცალად ამ კარებს ვერ გასცელია,
წა,მოიყვანე შენ ნახევარი
და სიბოროტე ამით მოკალი...
და მეც დავბრუნდი შენს წასაყვანად,
შენს შესარწყმელად და წარ"სატანა"დ,
შენ ვერ მიცანი,სულ იძახოდი:
ტფუი სატანავ,ტფუი სატანავ!

მე კი მიკვირდა,განა რა მჭირდა?
რატო მიმიღე ასე საშინლად?!
და მერე მივხვდი რომ მე სატანად...
გადამაქცია შენმა არსებამ!

მე გამამხეცა,გამანადირა,
ჩემი სახელით ყველა ატირა!
მე შენთან მინდა,მებრძვის ატილა;
მიდი,უთხარი,ღმერთიც ატირდა...

და მე შენ გეტყვი:
მიყვარხარ დიდ ხანს,
შენი ალერსი მწადია ვფიცავ...


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 18 2009, 01:33 AM
პოსტი #1522


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



გაგზავნეთ გული საითაც გინდათ,
ის უმარკოდაც
ჰპოვებს ადრესატს!


მორის ფოცხიშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 18 2009, 10:04 AM
პოსტი #1523


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს უმანკოს, შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე..
















"შენთან ძილი მინდა,შენგან შვილი მინდა,
შენი სიცოცხლისთვის _ თუნდ სიკვდილი მინდა.
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა.
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა _ სხვისი წილი მინდა,
სხვა დაბადებისდღე _ სხვა ქორწილი მინდა!
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა.
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა.
შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა.
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა.
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა.
შენთვის "რენო" მინდა, შენთვის "ზილი" მინდა.
შენი შემოხედვა _ კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა.
შენად დასახსნელად _ ავთანდილი მინდა...

შენთან ძილი მინდა... შენგან შვილი მინდა..."

ტ.ჭანტურია


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი Jun 18 2009, 11:25 AM
პოსტი #1524


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



დემეტრე დამიანეს შიო მღვიმელის იამბიკო




ცასა ზედა დაეკიდა
ვნახე კაცი,
და მასვე კაცსა
შუბის წვერს
ედგნეს დარბაზნი,
მუმლსა ზედა ჯდა
მინდორს სდევდა ქურციკთა
და ზღვასა ზედა
მოარბევდა ცხენითა
და ესრეთ ღაღადებდა,
ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ!





( პირველი ქართული სიურეალისტური ვერლიბრიsmile.gif



--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 18 2009, 09:38 PM
პოსტი #1525


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ნადირთა მეფედ
კვლავ შევრაცხეთ
რატომღაც ლომი...
თვითონ მხეცები რას ფიქრობენ,
არვინ კითხულობს


მორის ფოცხიშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 18 2009, 09:55 PM
პოსტი #1526


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,

მაინც არაფერში გარგია,

მაგრამ სიძულვილთან შედარებით

ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!

სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი,

შენთვის ზედმეტი ბარგია,

მაგრამ წართმევასთან შედარებით,

რამეს რომ გაძლევენ--კარგია!

არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი,

სხვისიც არასოდეს გაკლია,

მაგრამ ლანძღვასთან შედარებით,

რომ გეფერებიან კარგია!


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 18 2009, 10:27 PM
პოსტი #1527


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ფრინველებში შაშვი მიყვარს,

შაშვი მებულბულება.

ბულბულს შაშვი მირჩევნია,

კაცია და ბუნება.

ახ, გიტარავ, შენ მომიკვდი,

რაღა მერანუნება...

მაინც ყველას მირჩევნიხარ...

კაცია და გუნება.

კვიცივით ხტის ნორჩი გოგო,

ან რა დაეწუნება,

ზოგს კი ბანოვანი მოსწონს,

კაცია და გუნება.

ვშლი დიდებულ უცხოელებს,

სხვაც ბევრია ცთუნება,

ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს,

კაცია და გუნება.

ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ,

განა გამემტყუნება?

გულმოკლული უფრო მიყვარს,

კაცია და გუნება.

თავო ჩემო რაც ხარ ეს ხარ...

ვერ გადახვალ ბუნებას,

ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ...

კაცია და გუნება


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jun 18 2009, 10:51 PM
პოსტი #1528


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი
შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ შენი შუბლი სერი
თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი
შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი
ო, იცი როგორ მიყვარს, გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიყრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც მართობს
მე ცრემლნი მიყვარს შენი, შენი კისკისი მართობს
მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით
ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრით ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის, შენი ხმა არის ისიც
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც აროდეს არვის არ ჰყვარებია არვინ
ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულმა გითხრა



ეს ლექსი როგორც მე ვიცი უნგრელმა პოეტმა შანდორ პეტეფმა მიუძღვნა თავის მეუღლეს
გურამ საღარაძე კითხულობს არაჩვეულებრივად smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 18 2009, 10:55 PM
პოსტი #1529


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



მე შენგან რა მინდა თვითონაც არ ვიცი,
ან რატომ ვირევი შენს ტანში ბინძურად.
ქორწილის დაღლილი ხმა, როგორც მაისი
რა სწრაფად დამთავრდა და ამოიწურა.

მე შენგან რას ველი?! არაფერს დადებითს,
არაფერს ლამაზს და არაფერს მშვენიერს,
უბრალოდ სახეზე თითების დადებით
აღვიქვამ შენს ნიკაპს, ტუჩებს და შენს იერს.

მე შენგან რატომღაც ფერების დანაკლისს
უსიტყვოდ განვიცდი ვრცელ განმარტოებით.
გარეთ გრიგალია, გრიგალი განა ქრის,
უბრალოდ ერთობა სულელი რტოებით.


გიორგი ზანგური


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 19 2009, 01:03 AM
პოსტი #1530


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!


მიხეილ ქვლივიძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jun 19 2009, 01:22 AM
პოსტი #1531


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



იეთიმ-გურჯი

კარგი იყო არ გამეცნე თავიდან,

შუა წყალში გადამაგდე ნავიდან.

ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,

ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.

დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,

მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...

როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია,

მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.

ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,

ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.

თვალებს დამთხრი-ფეხქვეშ ჩაგივარდები,

რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!

სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,

რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები?

რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია,

ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!




იეთიმ-გურჯი


,,გამარჯობა, ჩემო ტფილის_ქალაქო,
დაკარგული შენი შვილი მოვედი.
საქართველოს მიწა_წყალო, ალაგო,
თორმეტი წლის უნახავი მოვედი.
მთაო წმინდავ, მამა-დავითისაო,
შენ, დარაჯო ქალაქ ტფილისისაო,
წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლობისაო,
მათ საფლავზედ სალოცავად მოვედი.
დიდო ზარო, ჩვენო სიონისაო,
ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო,
ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო,
ნაწამები საბანაოდ მოვედი.
ჩემო ძმებო ჰაოს_ქართლოსისაო,
გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო!
გაყიდული ორპირ მეგობრისაო, _
გამარჯობათ! იეთიმ-გურჯი მოვედი!’’



ყველა მოკვდება, რაცა ჩანს,
უკვდავი უხილავია,
რასაც კი თვალი იხილავს,
სუყველა წასავალია!
სიცოცხლე ტყვეობა არის,
ესე ქვეყანაც - გალია,
დარაჯად გვიდგა სუყველას
თითონ სიკვდილის თვალია!
ვერვინ გაიგო ჯერეთა
გამჩენი ვინ უფალია
და ვინ ბატონობს სამყაროს
ანუ რომელი ძალია!..
ჰაერი მიუწვდომელი,
არა აქვს ბოლო, თავია,
ჩვენი ყვექანაც ჰაერში
მიჰქრის - პატარა ნავია!
ისეც ჩავქრებით სწრაფადა,
რად გვინდა თოფი, ხმალია?
უნდა ძმურადა ვცხოვრობდეთ
გრიქულ, ივანე, ალია!
კეთილი საქმე ვაკეთოთ,
ქვეყანა შესაბრალია,
ზავი, მშვიდობა, ერთობა,
იეთიმ, თქვი, ვისი ვალია?!



--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Jun 20 2009, 12:02 PM
პოსტი #1532


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



რა ვარ? სტვირი ვარ!

ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ?
ქარი ჩამბერავს, ავმღერდები: მე ხომ სტვირი ვარ
ქარში გაზრდილი, უგუნურთა
მოჭრილი მერე?
ხმით საამურით მპყრობი გულთა
ვუმღერი ველებს...
ატირებული მფლობელი ვარ
შენი გულისაც...
იალაღებით მობერილ ვარ
სიყვარულისად...
მხოლოდ შენს გულშიც მიპოვნია
ვანი სულისად...
მაგრამ... დახედეთ განჩინებას ამა სოფლისას:
მეტყვი, სცდებიო, პატარა ქალო...
შთამბერე, ქარო,
ნახონ ძალა ჩემი გრძნობისა!


ანა კალანდაძე

ო, მე კი არა, გული ხარხარებს

როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე.....

ანა კალანდაძე


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 20 2009, 12:36 PM
პოსტი #1533


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ამ თემას უნდა დავარქვა, ''მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ''... ყველა გვერდზე ორჯერ რომ არ დაიდოს, არ იქნება biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 20 2009, 01:43 PM
პოსტი #1534


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ციტატა
'მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ''... ყველა გვერდზე ორჯერ რომ არ დაიდოს, არ იქნება

მაგ ლექსს ვერასდროს ვიტანდი რატომღაც... biggrin.gif


განაჩენი

სიკვდილი ყველას,
ვისაც მხოლოდ
სიცოცხლე უნდა!



მორის ფოცხიშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 20 2009, 06:37 PM
პოსტი #1535


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



უკვე მეც აღარ მიყვარს, იმდენად გამეცვითა ყურში ...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jun 20 2009, 06:44 PM
პოსტი #1536


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



თამარი_ცქნაფო
oops.gif მე მაპატიე. თუ უკვე იყო ატვირთული წინა გვერდებზე არ ვიცოდი, წაშალე მაშინ smile.gif ისე მე ძალიან მომწონს


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 20 2009, 06:52 PM
პოსტი #1537


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(patara sayvarelo @ Jun 20 2009, 07:44 PM) *

თამარი_ცქნაფო
oops.gif მე მაპატიე. თუ უკვე იყო ატვირთული წინა გვერდებზე არ ვიცოდი, წაშალე მაშინ smile.gif ისე მე ძალიან მომწონს

იყოს smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 20 2009, 07:01 PM
პოსტი #1538


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



შენ გამომძერწე, მომავლინე-გამომაფხიზლე,
შენ მასწავლე, ჩამინერგე-გამომაჩინე,
შენ მიკარნახე, შთამაგონე-გამომავლინე
ცხოვრების გზაზე ჯვარი დამწერე გადამარჩინე

tongue.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 20 2009, 10:25 PM
პოსტი #1539


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში,

ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს,

მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში,

მე დღეს ვერ მოგცემ ფულს,

მე ვერ დაგიცავ,

მე ვერ დაგიცავ,

უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს,

მე ვერ დაგიცავ,

მე ვერ დაგიცავ

უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს.

ნუ ეტყვი საყვარელ დედას,

რომ ცდა მოთმენად ღირს,

რომ წყენას შენს, ვერავინ ბედავს,

რომ შენ უყვარხარ გმირს,

მე ვერ დაგიცავ,

მე ვერ დაგიცავ,

უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს,

მე ვერ დაგიცავ,

მე ვერ დაგიცავ,

უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Jun 21 2009, 12:04 PM
პოსტი #1540


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



Видел ли ты летающую тарелку
Над домом своим, над крышей своей?
Тарелка приносит в наш быт
Забвенье душевных обид,
И темой для светских бесед мы обязаны ей.

Я очень люблю этот разряд посуды,
Они украшают квартиры моей экстерьер.
Смотри, как что-то летит,
В количестве больше пяти,
Над домом четыре, пробив световой барьер.

И если внезапно мой микрофон не пашет,
И пьяный басист играет немного не в такт,
Мне кажется, это она,
Намерений лучших полна,
Над нами висит, вступая в ментальный контакт.

Видел ли ты летающую тарелку,
Над крышей своей висящую, словно звезда?
Мне кажется, это не зря;
Ведь если б тарелкой был я,
Я над местом таким не стал бы летать никогда

ქართულად რატო არ წერენ ესეთ ლექსებს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 75 76 77 78 79 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 06:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი