IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

145 გვერდი V « < 76 77 78 79 80 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nino84
პოსტი Jun 23 2009, 04:32 AM
პოსტი #1541


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



"...ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო..."


"...რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა..."


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 23 2009, 06:04 PM
პოსტი #1542


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



"… საეჭვოდ დაჭკვიანდნენ ზოგიერთები, რამაც გაზარდა უეჭველი გიჟების რიცხვი…"


ზ.რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 23 2009, 09:18 PM
პოსტი #1543


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



შალვა კარმელი


დღეს, მეგობრებო, თქვენთან ლხინი მე თუმც არ მელის,
რადგან სარეცელს გავშოტილვარ ქარვით მგზნებარი,
მაგრამ მიიღეთ დღეგრძელობა სნეულ კარმელის
და გიჟ ღვინოში ნეტარება გაუგებარი.

მე აქ ვითვრები მრავალნაირ მწარე წამლებით,
თქვენ კი აგანთებთ დავიწყებით ღვინო მჩქეფარი,
როს ცელქ ფერხულში სიყვარულით მოიწამლებით,
მომიხსენიეთ შემოდგომის მზე უმეფარი.


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 23 2009, 09:54 PM
პოსტი #1544


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



არქიპელაგი

ამ წინადადების ბოლოს იწყება წვიმა.
წვიმაში ჩნდება იალქანი.

იალქანი თანდათან ქრება კუნძულების თვალთახედვიდან.
ბურუსში შედის რწმენა, რომ სადღაც
ისევ არსებობს ნაპირი.

ათწლიანი ომი დასრულდა.
რუხი ღრუბელი, ელენეს თმა.
ტროა, ნაცრის თეთრი სვეტი
წვიმიან ზღვაში.

წვიმა, ცერად დაჭიმული სიმები არფის.
ერთერთს დასწვდება ალალბედზე უსინათლო მამაკაცი,
გაიჟღერებს ოდისეის პირველი ბწკარი.



დერეკ უოლკოტი

(თარგმნა ზვიატ რატიანმა)


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 23 2009, 09:54 PM
პოსტი #1545


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



არქიპელაგი

ამ წინადადების ბოლოს იწყება წვიმა.
წვიმაში ჩნდება იალქანი.

იალქანი თანდათან ქრება კუნძულების თვალთახედვიდან.
ბურუსში შედის რწმენა, რომ სადღაც
ისევ არსებობს ნაპირი.

ათწლიანი ომი დასრულდა.
რუხი ღრუბელი, ელენეს თმა.
ტროა, ნაცრის თეთრი სვეტი
წვიმიან ზღვაში.

წვიმა, ცერად დაჭიმული სიმები არფის.
ერთერთს დასწვდება ალალბედზე უსინათლო მამაკაცი,
გაიჟღერებს ოდისეის პირველი ბწკარი.



დერეკ უოლკოტი

(თარგმნა ზვიად რატიანმა)


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 23 2009, 10:05 PM
პოსტი #1546


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ქენჯნა

ის როგორღაა,
როცა შენს თავსაც ემალები,
ვარსკვლავებსაც -
და იატაკი მაინც ჭრიალებს.


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 24 2009, 05:33 PM
პოსტი #1547


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



....ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ _ რატომღაც ჩურჩულით _
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გარსში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით....


ზვიად რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jun 24 2009, 07:44 PM
პოსტი #1548


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



ვინა ხარ? ვინ იარები,
ლაღო მაგ ლაღის ცხენითა,
თავს რად არ შამაიბრუნებ,
ყანას რად მამკევ ცრემლითა?
ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი,
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი,
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი,
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი.
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფეხზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი.
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი.
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი.
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი.


ხალხური


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 24 2009, 08:39 PM
პოსტი #1549


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე
მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და
მშიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
და
სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო.


ბესიკ ხარანაული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 24 2009, 09:44 PM
პოსტი #1550


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



"...გიგზავნი ლექსებს, ოღონდ ძველებს. ახლები არ მაქვს.
ბევრი არ არის, ათიოდე იქნება ერთად.
როგორც დედასთან არ მრცხვენია, გასარეცხ საცვალს
როცა მივუგდებ, ისევე შენთან
მე არ მრცხვენია ამ ლექსების. და თუ მრცხვენია,
მხოლოდ იმისი, რომ ბოლომდე ვერც მათ მივანდე
ყველა ტყუილი ჩემს შესახებ, შემყვა სიმართლეც,
ხოლო სიმართლე – მოსაწყენია...."


"...იწვის სანთელი და ანათებს ფურცლის მართკუთხედს.
ცდილობს ჩაქრობას; ვეხმარები ცივი თითებით.
არ მაშინებდეს ერთი სიტყვა, სიტყვა „ნაკურთხი“,
ეჭვი არაა, შენ დაგინთებდი
სანთელს, და იგი ჩემთვის უცხო, შენთვის კი ალბათ
ნაცნობ ენაზე გიამბობდა ამ საღამომდის
ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ყველა მოსაწყენ ამბავს,
ოღონდ არც ისე მოსაწყენად, მე რომ გამომდის..."


ზვიად რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 26 2009, 08:56 PM
პოსტი #1551


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



_ ღორი ის იყო, მიწას რომ ჩიჩქნიდა,
ორი ხელით რომ ქექავს, ის ადამიანია.
უკეთესია, იმას დააკვირდე, რომელი უფრო მეტ ზიანს მოგიტანს.....


ბ. ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 27 2009, 12:41 PM
პოსტი #1552


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ილიასადმი

საგურამოში ხე არის ერთი,
ხე — რხეული და რტოებხნიერი,
აქ ისვენებდა მუზების ღმერთი
და შუბლმაღალი ოლიმპიელი.


მოსტაცა დიდი სინათლე დღეს და
პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს,
აქ იჯდა იგი, ამ კაკლის ხესთან,
მხრებგანიერი, ვით საუკუნე.


როგორც ქართველი პოეტის შუბლი,
იმზირებოდა რტოებში მთვარე,
ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის
და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.


შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი,
ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს:
— ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის? —
მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.


უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,
აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,
დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი …


აქ უწერია ოქროსხელიანს
თავის მამულის სასახელოდა.
კაკლის ტოტები ახლაც მღერიან,
რასაც პოეტის ყელი მღეროდა.


მთვარემ დახია მწუხრის ზეწარი,
უკან დატოვა შავი ღრუბლები,
მე ცოცხალ პოეტს ვერ მოვესწარი
და კაკლის რტოებს ვესაუბრები.

მეტყვიან ალბათ, დაჩემებულად,
მწვანე ფოთლები ნელი ჩურჩულით,
თუ რაოდენჯერ აცრემლებულა
სამშობლოს ბედით გულდათუთქული.


მეტყვიან ალბათ, თუ ცეცხლი ღვივის,
როგორ დალეწეს სირცხვილის ზღურბლი,
როგორ გააპეს ბერდანის ტყვიით
ოლიმპიელის მაღალი შუბლი.


მეტყვიან, მკაცრი წყევლა და კრულვით
რომ მოითხოვდნენ მართლის მხილებას,
რომ იგი, ქართლის მტრების მოკლული,
დღეს გააცოცხლეს ქართლის შვილებმა.


დილისკენ თეთრი ნისლი იშლება,
სამოგზაუროდ მიდის მთაბარად
და იფანტება ველზე გიშრებად
ლექსი, ქცეული ხალხის ანბანად.
მეც ხომ ამ ლექსის ეშხმა მიშველა
და პოეზიის ცეცხლში გამბანა …


ყვარლის მთებიდან ქარს ღრუბლის მური,
ნიავს ნისლი და ცრემლი მოჰქონდა,
ვინ იფიქრებდა, რომ წიწამური
შეიქნებოდა მისი გოლგოთა!


შრიალებს რტო და მიწიდან მესმის
მკერდგანიერი პოეტის სუნთქვა,
ასწიე თასი და უცებ შესვი,
თუ ეს სიმღერა გულს გწვავს და გთუთქავს.


მისი სიმღერა თერგივით რბოდა,
და ეტყვის ახლა ქვეყნად გმირს - გმირი:
წარსულმა დადგა მისი გოლგოთა,
აწმყომ დაუწნა დაფნის გვირგვინი.


ლადო ასათიანი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mako-Mako
პოსტი Jun 27 2009, 12:59 PM
პოსტი #1553


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 18-January 09
წევრი № 6,324



ფიროსმანის მეგობრებთან
ლადო ასათიანი

ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი: „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი,
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!“

— ”თვითრჯული“ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა,
ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,
არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

— შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,
უყვარდა მტკვარი, მტკვარზე — ტივი, ტივზე — ტიკები,
გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

— როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში,
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო,
გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:
სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…

— არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,
ეჰ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,
უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა!

— ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)
თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,
არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი —
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!



--------------------
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 27 2009, 01:18 PM
პოსტი #1554


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



Mako-Mako

მაგარი ლექსია...ძაან მიყვარს wub.gif wub.gif




ბურთი თუ მაქვს,მოედანი არ მაქვს...

ტყე ჩემია,მე მიგებენ ხაფანგს,

ანკესი მაქვს,ზღვას კი თევზე არ ჰყავს,

სარკე კი მაქვს,მასში ვინც სჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს,მაგრამ არ მაქვს თოფი,

კალამი მაქვს,ვერ დავწერე სტროფი;

საფულე მაქვს,შიგნით არ დევს ფული;

მანქანა მყავს,არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით;

სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით;

ძაღლები მყავს,მაგრამ მე ვერ მცნობენ;

ქალები მყავს,ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ;

სახლ-კარი მაქვს,გასაღები არ მაქვს;

სამშობლო მაქვს გასაყიდად გამაქვს;

გავაგრძელებ შევძლებ,თუმცა კმარა

ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა...


ნიკო გომელაური


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 27 2009, 07:13 PM
პოსტი #1555


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



იმ წრეში, სადაც ახლა ვდგავართ,
მომავალი არ იმყოფება: მთქნარების წრეში…


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 28 2009, 11:47 PM
პოსტი #1556


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მორის ფოცხიშვილი


მე მომეჩვენა, სციოდა თბილისს,
და თოვლი -
შენი ცისფერი შალი -
მთაწმინდას მხრებზე ეფინა,
დედა


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 29 2009, 12:11 AM
პოსტი #1557


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163




წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი "ხო"-ს
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი "ხო"-ს
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი "ხო"-ს
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი "ხო"-ს
მერე რა რომ კოცნი სხვას...

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი "ხო"-ს
რა მოხდა რომ ეჭვი მჭამს...

წელიწადის არცერთ დროს,
დღე-ღამეში არცერთ წამს,
არაფერზე მეტყვი "ხო"-ს
შენი მაინც მუდამ მწამს.


ნიკო გომელაური


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 29 2009, 09:20 PM
პოსტი #1558


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ზვიად რატიანი

გზები და დღეები

I

(მარტი, 2003)
თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგან. და ეს რაღაცით
კიდეც მოგწონდა. გათოშილი, ზოგჯერ მშიერიც,
ფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი თუნდაც ქაღალდზე
კვალს დატოვებდა. რაც არ მოხდა. სამაგიეროდ
სხვაგანყოფნები თავს გახვევენ ახალ თვისებებს:
ძალის მუდმივი მოჭარბება-გამოცლა. შვილის
ან ცოლის ხმები სიჩუმიდან, როცა ისვენებ.
გახშირებული დეჟავიუ. საერთოდ, ხშირი
და უმიზეზო მოწყენები. და ეს შეგრძნებაც:
თითქოს რაღაც გავიწყდება, რაღაც მთავარი,
და განცდა, თითქმის ფიზიკური, როგორ გეძლევა
შესაძლებლობა - იყო უცხო, გქონდეს მრავალი
სახე, სახელი. იყო უცხო არა სხვათათვის,
- მათთვის ისედაც უცნობი ხარ, - არამედ შენთვის.
იყო ერთერთი შენთაგანი, რომელიც შედის
ახალ ქალაქში. გზას კითხულობს. ხიდზე გადადის.

II

(ზაფხული, 2004)
მოგზაურობა სამშობლოში. წელი - მესამე.
მიზეზი - საქმე, სამსახური. შედეგი - ფული.
არ არის კარგი, როცა ლექსი ითხოვს შესავალს,
რომლის გარეშე, გეჩვენება, იქნება რთული
მისი გაგება. როცა გიწევს იმის მტკიცება,
რომ მართლა ხშირად გიხდებოდა, წლების მანძილზე,
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამოღვიძება,
სასტუმროებში, ოჯახებში; რამაც არც ისე
ბევრი შეგძინა, და პირიქით: როცა იღვიძებ,
ვეღარც იხსენებ, სად იღვიძებ. უკვე გერევა
დროებიც: გუშინ გაიღვიძე მამლის ყივილზე,
გუშინწინ - ზღვასთან. ან პირიქით. ბედნიერება,
- აი, რა უნდა მოგეთხოვა ამ აწეწილი
და სხვანაირი წლებისაგან, შენ კი დახარბდი
წვრილმან ტკივილებს! და ნერვები, წლები შეწირე
ამ უაზრობას: გყვარებოდა, რასაც ნახავდი...

III

(12 აგვისტო, 2003)
ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას
გიყვარდეს იგი. იშვიათად - კიდეც სარგებლობ.
განსაკუთრებით - თუ გზაში ხარ, გზა კი ეფლობა
ზაფხულის მთებში, იკლაკნება. "ჩემო კარგებო,
მე თქვენ მიყვარხართ", გინდა უთხრა გზისპირა სოფელს
და სოფლის თავზე დროშასავით გაკიდულ ძერას.
და ტყიან ფერდობს, საიდანაც ეს ძერა მოფრენს.
და ცას, მთებშორის ჩამოწოლილს, რომელსაც სერავს.
ბალახს, რომელსაც მალე მსხვერპლის ბუმბულით მოფენს
და მსხვერპლს, რომელსაც გულდასმით ზვერავს.
ძაღლი კი გიყეფს. ყეფა-ყეფით აწყდება ღობეს.
სოფლელი გოგო შენს მანქანას აყოლებს მზერას.
შენ კი რას უზამ ამ სიხარულს, გულში გალღობილს?
ტკივილი იყოს - აჯობებდა, რამეს დაწერდი.
მაგრამ რას დაწერ სიხარულზე, როცა არცერთი,
არც სიყვარული, და არც ნიჭი, არ გაქვს სამყოფი?

IV

(2001)
სხვამ შენზე უკეთ იცის ტრასა. სადაც გადავა
წასახემსებლად, ის დუქანი, ჩათვალე, არის
საუკეთესო. კარგად იცის ყოველი მხარის
ულამაზესი ადგილებიც - მოსაშარდავად.
შენ რა ისწავლე? რამდენიმე ლამაზი ხე და
რამდენიმე სასაფლაო, მყუდროდ ჩაფლული
მაღალ ბალახში. და ბავშვეი, რომლებიც სხედან
ლიანდაგებზე. და ზამთრის ზღვა, ცივი დგაფუნი
მისი ტალღების. სურათები. სავარაუდოდ -
უნაყოფო სურათები. ბერწები. გინდაც
მთელი ცხოვრება აკოწიწო, გვერდით დაუდო
ერთი მეორეს თითეული შესაძლო მხრიდან
მათგან სამშობლოს ვერ აკინძავ. სხვამ კი, შეხედე,
ტრასაც ისწავლა, და სამშობლოც. ჰოდა გიამბოს,
რომელ გზისპირა რესტორანში უნდა შეხვიდე,
რომ მწვადი, გარდა ცვრიანისა, იყოს იაფიც.

V

("არგო", მალთაყვა. ნოემბერი, 2001)

საპნის გარეშე და ცივი წყლით, გამთენიისას,
სასტუმროს დაბალ ხელსაბანში ირეცხავ წინდებს.
ღამით ხომ წვიმდა, რა იქნება, დღისითაც წვიმდეს,
რომ არ იფიქრო სადმე წასვლა, გვერდით მიისვა
ეს მხიარული რუს-ქართველა დამლაგებელი,
ერთად დალევდით (შენ ეს გიყვარს; თანაც გაცივდი)
და გაცინებდა ცხოვრებაზე. სხვა სარგებელი
მისგან არ არის, ბებერია. როცა დაცლიდით,
ის გაიტანდა ბოთლს და ჭიქებს, თევზის კონსერვის
სუნიან ქილას და საფერფლეს, სავსეს ნამწვებით,
და კარს სასწრაფოდ ჩაკეტავდი, თუმცა მომსვლელი
არავინაა. და გახდილი, ვიდრე დაწვები,
დაინახავდი შემშრალ წინდებს, მილზე გაფენილს,
და შენს გაწმენდილ ფეხსაცმელებს. გაიფიქრებდი,
რომ მისთვის ის ხარ, რაც იყავი, ხარ და იქნები,
შენთვის კი - ერთი შენთაგანი, სხვა არაფერი.

VI

(მრავალძალი, რაჭა. ივნისი, 2002)

ახლა მოგცა მეგობარი. ნაცნობი. ახლა,
ამ ძველ ტაძარში. როცა თითო სანთელს დაუნთებთ
ორიოდ წმინდანს და ღვთისშობელს, და როცა გახვალთ,
დასხდეთ და ერთი გულიანად გარათქმაუნდეთ.
წამოსულები, როცა თბილი ჩრდილით შებურვილს
ჩამოივლიდით დაღმართებს და უკვე ქვემოდან
ტაძარს ერთხელაც ახედავდით, ის იქნეოდა
ქათქათა ლაქა სიმწვანეში. "შორისდებული,
პეიზაჟიდან აღმომხდარი", - ან რაღაც ასეთს
ეტყოდი ალბათ იმ მეგობარს, შენსავით დაღლილს;
მაგრამ მარტო ხარ, და მოსწრებულ სიტყვებს და ფრაზებს
ვერ შეაშველებ შენს ურწმუნო წიაღში ჩაღვრილ
უეცარ სითბოს. შეჩერდები, ზედიზედ მოწევ
სამ-ოთხ სიგარეტს, დაბნეული, გულდაწყვეტილი -
რომ ახლა არ გყავს ხმისგამცემი, უბრალოდ, მოწმე;
ახლა, როდესაც ლამაზი ხარ. მშვიდი. კეთილი.

VII

(თებერვალი, 2003)
თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგან. ეშვები მთიდან
ქალაქში, სადაც არასოდეს ყოფოლხარ; ხოლო
თავად ქალაქი სხვებისაგან, ცხადია, დიდად
არ განსხვავდება. ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობ,
ყველა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. ერთნაირია
ცენტრალური შენობები: სადგური, ფოსტა,
სასტუმრო, ბანკის ფილიალი, კინო, მერია;
სახლი ჰგავს სახლს და, მითუმეტეს, ბოსტანი - ბოსტანს.
ყველგან ქალაქში გ.ტაბიძის და 9 აპრილის,
თამარ მეფის და რუსთაველის ქუჩები. ყველგან
თითო მდინარე ნაგვიანი, ბნელი ნაპირით
და უცნობი მოქალაქე, რომელიც ხელკავს
გამოგდებს, როგორც მეგობარი, და დაგანახებს
მთაზე შერჩენილ ციხის ნანგრევს, და საიდუმლოდ
გიმხელს, რომ სადღაც იქვე არის, წესით, სამარხი
თამარ მეფისა. ბოლოს მისგან ჭაჭას ყიდულობ.

VIII

(22 მაისი, 2003)
მოიმიზეზე ცუდადყოფნა, მაინც არ გინდა
საჭესთან ჯდომა. სხვა მიუშვი. შენ კი უკანა
სავარძელზე გადაწექი. მძღოლის სარკიდან
არ გამოჩნდეს შენი სახე. და არც სლუკუნი
არ აგივარდეს. თუ იტირებ, ეცადე, უხმოდ.
ცრემლიც, როგორც კი წამოგივა, მაჯით მაშინვე
ჩამოიწმინდე. მეგობარი, გადმოგცეს, წუხელ
თუ გაატანდა, არც ეგონათ. როგორ გაშინებს
ამაზე ფიქრი. სამი დღის წინ, თუმცა წვალებით
და თუმცა შენი დახმარებით, მაინც თავისი
ფეხით მივიდა პალატამდე. დაწვა. თვალებით
რაღაც განიშნა. ვერ მიუხვდი. ახლა არ იცი -
თუ მაინც კვდება, რა ჯობია, ჩაუსწრო ცოცხალს
და სამუდამოდ ჩაგებეჭდოს მისი ხროტინი,
თუ ყველაფერი მანამ მოხდეს, ვიდრე შენ შორს ხარ?
მაგრამ ეს უფრო საშიშია... ზარის ლოდინი...

IX

(2002)
თუ ერთხელ მაინც ჩაგივლია უცნობი სოფლის
ბირჟასთან, სადაც ჩამომსხდარან ყველა ასაკის
უსაქმურები; თუ გიგრძვნია სიცივე ოფლის,
როცა ისინი, თითქოს შენში რაღაც გასაკვირს,
რაღაც უცნაურს ხედავენო, თითქმის მუქარით
შემოგყურებენ. მიდიხარ და, როცა ჩაუვლი,
აღარც კი იცი, რა ჯობია - ფეხს აუჩქარო
თუ შეჩერდე და მიესალმო? დანაშაული
არ მიგიძღვის მათ წინაშე, მაინც იბნევი -
თითქოს წაგასწრეს რაღაც ბინძურ, რაღაც იშვიათ
სისაძაგლეზე. ხომ არსებობს შიში სიბნელის,
დახშული სივრცის ან სიმაღლის, - ესეც შიშია:
შიში უცხო და მტრულ მზერაში მხოლოდ საკუთარ
თავად დარჩენის. მხოლოდ იმად, რაც ჩანს გარედან.
და მკერდში სუნთქვას ისე მალავ, როგორც ნაქურდალს,
ვიდრე გააღწევ მათი მტრული მზერის არედან.

X

("ელ-ბაკური", ბათუმი. 2005)

ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო - ღამით.
მითუფრო - როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
- დედა, და, ცოლი, საყვარელი, - რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში - წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა.

XI

(თებერვალი, 2004)
ერთი სამწვადეს დასტრიალებს, მეორე - კოცონს.
მესამე პირველს და მეორეს რჩევებს ურიგებს.
შენ კი სასმელი მოგეკიდა - და უკვე მოგწონს,
რომ გაუჩერდი ამ პატარა, სოფლელ ხულიგნებს
და იმეორებ უეშმაკო, სევდიან, მოკლე
სადღეგრძელოებს. წამოდექი, როცა დალიეს
შესანდობარი ძმაკაცისა, რომელიც მოკლეს
და რომლის ხელით შეკეთებულ ბოლო ტარიანს,
როგორც უწმინდეს რელიქვიას, ინახავს საძმო...
შემდეგ ბიჭები ახსენებენ თბილისელ ბრატებს
და ძლიერ უკვირთ, როცა ვერცერთ საერთო ნაცნობს
ვერ გიძებნიან. რაც, ცხადია, ვერაფრით გმატებს
ღირსებას, წონას. კიდევ კარგი, დროულად ხვდები,
რომ აქ დარჩენა სარისკოა. ვიდრე ისინი
მიხვდებიან, რას აკეთებ, უეცრად ხტები
შენს მანქანაში, და გარბიხარ; და თან იცინი.

XII

("zelimhan'z gesT haus", ქუთაისი. 2003)

ისევ სასტუმროს სასადილო, და ისევ - ღამით.
ჩაის აყოლებ გაციებულ, უგემურ ლუკმებს.
დღესაც ბოლო ხარ, ვინც აქ ვახშმობს: ოთხ-ოთხი სკამი
მრგვალ მაგიდებზე თავდაყირა აწყვია უკვე.
გვერდით ნომერში ცხოვრობს ფრანგი. ის აქ მოვიდა
ორიოდ დღის წინ. საეჭვოა, რომ მან ქართული
იცოდეს; თუმცა, როგორც წუხელ, მისი ნომრიდან
ტელევიზორის ხმა გამოდის - ისევ ჩართული
რომელიღაც ქართულ არხზე: ვიღაც გაჰყვირის,
რომ საზღვარი გადმოლახეს მეზობელი ქვეყნის ჯარებმა,
რასაც მივიჩნევთ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად
და ასე შემდეგ... შენ კი უკვე ზიხარ, დახრილი
დაბალ, უხერხულ მაგიდასთან, და ცდილობ წერას.
იგონებ სტრიქონს და წარმოთქვამ: ხან ნელა, მარცვლით,
ხან - სხაპასხუპით; ხან კი ხმოვნებს ზედმეტად წელავ
და ასე შემდეგ - ვიდრე სიტყვებს აზრისგან დაცლი.

XIII

(საველე სიზმარი. 2002)

"აეროპორტში დაგხვდებიან. თვითონ გიცნობენ.
დაბინავება, საბუთები - მათი საქმეა.
შენ ერთადერთი გევალება: ხელის დაქნევა
წარსულისათვის; ისე სწრაფად, როგორც იძრობენ
ცეცხლში გახვეულ ტანისამოსს. მშვიდად იბრუნე,
უთხარი შენს სისხლს. გულს უთხარი, აღარ ინატროს.
თვალებს უთხარი, არ გახედონ ილუმინატორს.
სხეულს არ უთხრა არაფერი, ისეც მიბმული
იქნება მაღალ სავარძელზე"... საფრენი ზოლი
და ყველაფერი, რასაც ხედავ, ციმციმებს, ბზინავს.
შენ მოითავე საქმეები და ახლა გძინავს.
ხმა კი განაგრძობს: "ვინც გიყვარდა, შვილები, ცოლი
და ყველა, ყველა დაივიწყე! შენში ისხმება
ახალი სისხლი; და სხვა მიწა, ენა, კერძები
გელიან, რათა გემსახურონ"... რაღაც იმსხვევა
და გეღვიძება უეცარი ვარდნის შეგრძნებით.


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 29 2009, 11:38 PM
პოსტი #1559


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...


ანა კალანდაძე


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 30 2009, 08:39 PM
პოსტი #1560


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მორის ფოცხიშვილი


კარგად ვიცი,
ტყვეობაში დაბადებულ არწივებს
მთები
არ ესიზმრებათ....


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

145 გვერდი V « < 76 77 78 79 80 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 07:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი