![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ანნო |
![]()
პოსტი
#1561
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ლექსი არ არის,მაგრამ ეს სიტყვები ძალიან მიყვარს და ვდებ
![]() "ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“ ნ.დუმბაძე -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1562
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ბესიკ ხარანაული
...არც დროში მიცხოვრია და არც ქვეყანაში, ვიცხოვრე სასჯელში. მთვარიანი ღამე იყო და დავეგდე, აღარ მახსოვს, ქუჩა იყო, მინდორი იყო? ჩემი იყო ყველაფერი, რა მადარდებდა. და პირველად ავხედე ზეცას: სხვა ყოფილა ზეცა თურმე, ვალს რომ მოიხდი. ქუთუთოებს თვითონ გიხუჭავს, თვითონ გაძინებს, გალობა კი შენიდან გესმის. -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1563
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ბესიკ ხარანაული ...არც დროში მიცხოვრია და არც ქვეყანაში, ვიცხოვრე სასჯელში. მთვარიანი ღამე იყო და დავეგდე, აღარ მახსოვს, ქუჩა იყო, მინდორი იყო? ჩემი იყო ყველაფერი, რა მადარდებდა. და პირველად ავხედე ზეცას: სხვა ყოფილა ზეცა თურმე, ვალს რომ მოიხდი. ქუთუთოებს თვითონ გიხუჭავს, თვითონ გაძინებს, გალობა კი შენიდან გესმის. ლამაზია ![]() ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): _ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტი... უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _ თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, _ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი... მურმან ლებანიძე ![]() ![]() ![]() -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1564
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ანნო
![]() აჰა, განქარდა ყოველივე ესე ციური, ამაოების კვლავ აჩრდილმა გული განკვეთა... ახლა, შენ აღებ ცივ დარბაზებს ჩემი სულისთვის და... მწუხარების სახლში მიწვევ, სასოწარკვეთავ! ანა კალანდაძე -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1565
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ვერიკო ანჯაფარიძეს სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი ქალების ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა! მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ, ანათებ, როგორც ზღაპრული დალი და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე, ირხევა შენი ლამაზი ტანი. ირხევა შენი ლამაზი ტანი და განა ძალმიძს არ გითვალთვალო, საქართველოს მზით სახედამწვარო ანჯაფარიძის ზვიადო ქალო! მინდოდა ერთი ნატვრა მენატრა და სანატრელი ისევ შენა ხარ: მოვმკვდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე შენი ქართველი ქალი მენახა. მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში მენახა შენი ქართველი დედი. დამაბრმავებდა, ვერიკო, მაშინ შენი მიმქრალი შარავანდედი! როცა გიყურებ შავ სამოსელში, ვხედავ ― ჩაუცვამს ძაძა ბუნებას. მე ნუ მომესწროს შენზე ტირილი და შენი სიტყვის დაძაბუნება! სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენი და ნატოს ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა! ლადო ასათიანი ![]() ![]() ![]() -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1566
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
რეზო გეთიაშვილი
იცი, რომ ოდესმე ზღვაც იქნები, შიში სიცოცხლის და მაგნოლიის, მოგსვამ, წმინდანივით განცვიფრდები, აშლილს, წვიმიანს და მარილიანს. იცი... ქვიშიანი ღამეები, თუმცა სიმშვიდეა ერთიციცქნა და ცაც გუთანივით გამოგვაბეს რაღაც წარსულების ასაჩიჩქნად. რაღაც უცნაური ამინდია და შენ - დაკარგული ალბატროსი და დღე - გათელილი სიმინდები. ხომ არ ჩაგეძინათ, ქალბატონო. და ცრემლს... მაპატიე გადახვევა, იქნებ გეშინია საქანელის. რაღაც შთამბეჭდავად დაგახველა და მზე და მკლავები - ხაფანგები ვიცი, რომ გრძნობებიც ზღვა იქნება, ცხელი, შიშველი და გაწოლილი. ჯერ კი დაკარგული სამი დღეა და რტო გუშინდელი მაგნოლიის. -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1567
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
”...მოიცადეთ, შეგხვდებათ თქვენც თქვენი შვილი ქალაქში სადმე,
მოგიკითხავთ ნაცნობივით და წავა გზადვე...” ”...საშინელია სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელია, როდესაც მას დაჰკანკალებენ...” ”...როგორ შემოსულა ღამე, ვეღარც კი ვიცანი. სისულელეა ღმერთის ძახილი, როცა შენი თავი არ მოგიხმია, როცა სახლში გაქვს ქონება და სხვაგან დაეძებ...” ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1568
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
"...ვერ დამმალავენ ვერც ფოთლები და ვერც კედლები _
ჩემი თვალები არის ჩემი ორი ფუღურო, მე მხოლოდ მათში შევიკეტები, რომ აღარაფრის არ მეშინოდეს და სხეულების მიმოქცევას მშვიდად ვუყურო..." ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1569
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
![]() ![]() ”არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!” “არის თუ არა იქ სადმე წყალი!” _ სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ, როდესაც მარსზე იქნება... ქალი... კარგია, როცა ტელესკოპებით აკვირდებიან უცნაურ არხებს... მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა კაბის ბოლოებს ნიავი არხევს... ღვთისმშობლის მადლი... თამარის სახე... ღიმილი ფრესკის... მადონა სიქსტის... ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს... თუკი იქაურ სარტრს და კამიუს, იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს არ უკვლევიათ ამაოების მარადიული მარშრუტი მარსზე... ...ბეჭედი უცხო...კამეა ლურჯი... საყურე გიშრის... საყურე _ ლალი... _ სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს, როდესაც მარსზე გაჩნდება... ქალი! ტარიელ ჭანტურია -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1570
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...ჯოჯოხეთში რომ მოხვდებით,
მეც მინახულეთ! ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1571
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
რა საჭიროა, რომ მეკითხებით,-
"როგორ ბრძანდებით?" თუკი ჩემს პასუხს არ მოისმენთ და ისე წახვალთ?! გაოგნებული, გულდაწყვეტილი ქუჩაში ვბორგავ დაყრილი ფრთებით. ენაზე მადგას პასუხი: ვკვდები! რა საჭიროა, რომ მეკითხებით - "როგორ ბრძანდებით?" მორის ფოცხიშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1572
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ზვიად რატიანი
რამდენიმე წუთი გვიან მივიდა; კარი ღია იყო, მოხურული, მაგრამ ღია. არავინ ჩანდა არც შესასვლელში, არც ოთახში, სადაც მკვდარი მარტო იწვა ყვავილების აგრესიულ სურნელში. ალი ოდნავ შეირხა სანთელზე და გათანაბრდა. არავინ ჩანდა და საჭიროდ არ ჩათვალა, კუბოსთვის შემოეარა. მალე ვიღაცამ გამოიხედა. არ იცნობდა, მაგრამ მაინც მიუსამძიმრა. მან კი გაიყვანა სამზარეულოში, სადაც ისხდნენ კაცები და ლაპარაკობდნენ სახვალიო საქმეებზე, სამარხვო სუფრის ნაკლოვანებებზე, ზეგინდელ მატჩზე, ნებისმიერი მთავრობის დედაზე. გადაიხედა ფანჯრიდან: ბნელოდა. სადარბაზოსთან იდგა მანქანა ჩართული ფარებით, სიგარეტიანი ხელი მოძრაობდა. "ეჩქარება", გაიფიქრა, "უნდა ჩავიდე". არავის დამშვიდობებია. ვიდრე გავიდოდა, ერთხელაც გახედა გარდაცვლილის ახალგაზრდობისდროინდელ სურათს და სადარბაზოს ჩაბნელებულ კიბეს დაუყვა. გაახსენდა, როგორ განიცდიდა ადრე, რომ მისი ლექსები არ ჰგავდნენ ცხოვრებას. გაეცინა საკუთარ თავზე. ........................................ მამები 1. როცა სულ რაღაც ოციოდ წუთით აგვიანებდა ფოსტალიონი ახალთახალი პრესის მოტანას, ისინი ბრაზობდნენ. ისინი გულს დებდნენ დროებით გამწვანებულ ცისფერ ეკრანებში და ხტოდნენ, ხტოდნენ ჭეშმარიტი სიხარულით, როცა მშობლიური საფეხბურთო კლუბის ფორვარდი ამ გულს მეტოქის კარში ათავსებდა. ზამთრისდილაობით ისინი ქოქავდნენ გათოშილ მანქანებს და მოტორის გახურებამდე მოთმინებით აბოლებდნენ პირველ ღერ კოსმოსს, ზაფხულობით კი იმავე მანქანებს საბარგულებს ადგამდნენ თავზე და ძვირფას ცოლ–შვილს არიდებდნენ დახრუკულ ქალაქს. ისინი ტკბილად მეგობრობდნენ ტკბილ მეგობრებთან და სუფრის თავში ამაყად მსხდომნი, იმავდროულად ღირსეულად ისხდნენ ხელფასზე. ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს. ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს. ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს. მაგრამ ხორცი, ამ გეგმებს რომ უნდა შეესხა, გამოდგა მოწამლული – საწყალი მამები! საწყალი მამები, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ, და როცა ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია, ისინი, ისევ ისეთები, ყანყალებენ ავტობუსებში, რომლებსაც შეუცვალეს ნომრები; ჭუჭყიანი მინებიდან გაჰყურებენ ქუჩებს, რომლებსაც შეუცვალეს სახელები; იხდიან მგზავრობის საფასურს – ფულს, რომელსაც შეუცვალეს ფორმა და ფერი და სამსახურებში, რომლებსაც სახეები (კერძოდ, პროფილები) შეუცვალეს, მთელ თავის მუშა–ენერგიას დროის კვლას ახმარენ, რომელსაც, ზღაპრული ურჩხულივით, ახალ–ახალი თავები ამოსდის მოჭრილთა ნაცვლად და რომელმაც, მამების გარდა, არაფრის შეცვლა არ დაიზარა. და ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია, ისინი, ისევ ისეთები, როგორც წლების წინ, და კიდევ უფრო ისეთები, ვიდრე წლების წინ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილნი, სახლებისაკენ მოაბიჯებენ, ისევ იმგვარად ჩაცმულები, როგორც მაშინ – წლების წინ, იმდროინდელი შარვლებით და სვიტრებით და ფეხსაცმელებით, რომლებიც ისეთი გამძლენი გამოდგნენ, თითქოს პლასტმასის მანეკენებს ცმოდეთ ამდენხანს და არა იმათ მძიმე სხეულებს. მოაბიჯებენ სახლებისკენ ჩვენი მამები, სხვადასხვაგვარი სახლებისკენ, სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით, და საერთოდაც – სხვადასხვაგვარები, და მხოლოდ მზერა, მზერა დასჩემდათ ბოლო დროს საერთო, როგორც ცხოველებს, სხვადასხვა ჯიშის და ზომის და ღირსების ცხოველებს ჩვევიათ, როცა პირველად მოხვდებიან ზოოპარკში, ვიდრე გალიებს მზერას შეაჩვევენ; როცა ვეფხვსაც და კურდღელსაც, გველსაც, თუთიყუშსაც, ერთნაირად უელმდებათ გამოხედვა და ერთნაირად ეშინია ვეფხვსაც, კურდღელსაც... და როგორც ისინი ვერ აღიქვამენ გალიის გისოსებს, ისე მამებიც, ჩვენი მამებიც, ყველაფერს ხსნიან სიზმრის ლოგიკით და ასე, მშვიდად, თითქმის ამაყად, ნიშნისმოგებით მოელიან გამოღვიძებას. მაგრამ სიზმრისთვის სულერთია, მამაპაპური ძილისათვის მოემზადე თუ მხოლოდ თვალის მოტყუება მოიწადინე, მისთვის მთავარია, უბრალოდ, გეძინოს და რაკი დაიწყო, გრძელდება სიზმარი, და არც ის ადარდებს, თუ მომართული მაღვიძარა სადაცაა აწკრიალდება. და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ, ჩამშვიდებულები – ფხიზელი ძილის წინ, და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე, რომელიც ასე, ძილისწინობით, წაღმა–უკუღმა იმდენჯერ ფურცლეს, რომ გაეცრიცა ყოველი გვერდი და არაფერი თითქმის აღარ ჩანს – ერთი წაკითხვა დარჩა მხოლოდ, ერთი მოყოლა, ოღონდ ის ერთი – მათ აღარ ეკუთვნის, ოღონდ ის ერთი – უნდა შეინახონ: შვილიშვილებისთვის, და იმ მომავლისთვის, რომელიც, წარსულის არ იყოს, აღარ ჩანს. და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ, რომელსაც უკვე, რახანია, რაც ყურები ჩამოახიეს და თქვან – რაც უნდათ, ვინც უნდათ – აგინონ, ამოანთხიონ მთელი ბოღმა – აღარა აქვთ კედლებს ყურები! მაგრამ არა, ისევ ჩუმად წვანან მამები, პირით კედლისკენ, სიბნელეში, გატრუნულები, და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე, როცა მათი საქმეები, სურვილები, საზრუნავები შეუფერხებლად მოძრაობდნენ საათის ისრის მიმართულებით და როგორც ვალმოხდილი დეკორაციები, სპექტაკლის შემდეგ, სცენის სიღმისკენ – საწოლებისკენ ისე მშვიდად მიირწეოდნენ; როცა იწვნენ, სიჩუმეში, პირით – ხვალისკენ და კალენდარული ძილით იძინებდნენ. მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია, როცა უკვე ყველაფერი იმდენად შეცლილია, რომ ხსოვნამ შეიძინა ახალი თვისება – თვითირონია, როცა დროის და ფულის კურსი ერთმანეთს დაემთხვა, როცა მრავალჭირნახულმა სამშობლომ მეიმდენე გასაჭირი გადაიტანა, რომ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვა „სამშობლომ“, როცა საეჭვოდ დაჭკვიანდნენ ზოგიერთები, რამაც გაზარდა უეჭველი გიჟების რიცხვი, როცა ყველამ და ყველაფერმა დაიკავა თავისი ადგილი, რომელიც სხვისი იყო და როცა ყოველგვარი წარსული, განსაკუთრებით – უზრუნველი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დროის მეეექვსე გრძნობა, ვხედავთ ჩვენ მათ, ჩვენს მამებს, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ, და უპასუხოდ გადაყლაპეს ყველა საყვედური, რომელიც ვუთხარით, ხოლო ჩვენ ვუთხარით, რომ თურმე ერის საკეთილდღეოდ შუბლით კედლები უნდა ენგრიათ, რომ თურმე მუხლზე დაცემულებს უნდა ეხეხათ ეკლესიები, რომ თურმე უნდა ყოფილიყვნენ მღაღადებელნი წალკოტსა შინა და თანაც ჩვენთვის, თუკი ჩვენი დროც დარჩებოდათ, ჯანსაღი სექსის საფუძვლებზეც უნდა ეამბნათ, და კიდევ ბევრი სისაძაგლე როცა ვუთხარით, მათ რატომრაც ითაკილეს შეპასუხება და ახლა, როცა უკვე ყველაფერი უნუგეშოდ შეცვლილია, როცა უგზოუკვლოდ გადაიკარგნენ ფოსტალიონები თავთავიანთი გაზეთებით, როცა დაუდგენელ ვითარებაში აორთქლდა მშობლიური საფეხბურთო კლუბი თავისი ფორვარდით, როცა გაყიდული მანქანის მოსაგონებლად შემორჩნენ მხოლოდ ჟანგიანი საბარგულები, როცა დახლებიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა თამბაქო კოსმოსი და როცა ტკბილი მეგობრებიც მიმოფანტა მწარე ცხოვრებამ – დაიჩაგრნენ, დაიჩაგრნენ ჩვენი მამები, და დაიჩაგრნენ, რადგან იყვნენ ჩვენი მამები, ჩვენი მამები – და არა ნავთობის, ჩვენი – და არა თამბაქოს მამები, და არა ტრიბუნის, და არა ეკრანის, და არა ომის და ტურიზმის მამები; რადგან არასდროს უცხოვრიათ პრესის ფურცლებზე, ხალხის გულებში, ქვის ობელისკებზე, არამედ ცხოვრობდნენ, უბრალოდ, სახლებში, ჩვენს მყუდრო სახლებში – საწყალი მამები. 2. და ცოცხლობს იმედი, როგორც გადაბრუნებული ხოჭო, რომელიც ვერ ხვდება, რომ არის ასეთი – გადაბრუნებული, და გამწარებით იქნევს ფეხებს: უაზროდ, ჰაერში. და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი რვეულის ფურცლები, და დგანან მამები – ოთახებში, ქუჩებში, ტრანსპორტში, და როგორც ჯიუტი ბავშვები, ჯიუტად იცდიან, როდის გამოჩნდება სადღაც მიკარგული, სადღაც უადგილოდ დადებული, რაღაცის უკან ჩავარდნილი ფერადი ფანქრები. ზ. რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
tinatin* |
![]()
პოსტი
#1573
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 16-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,953 ![]() |
ყივჩაღის პაემანი
"...ერთი მეც გადავუქნივე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა..." მუხრანული ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს, ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ყვავიან ხოდაბურები თავთუხებისა შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე შემოვამტვრიე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მოხვიე ხელი ჭრილობებს, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი ქართლის ხეობებს ასდით ნისლები... მოდი! გეძახი ათს წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. გიორგი ლეონიძე. 1928 წელი. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1574
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
პაოლო იაშვილი
პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე, ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა! შექსპირს უარი, რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთხოვენი მხოლოდ ყრუ არი და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი. ვფიქრობ ლექსებით - ჩქარი და ხან გველივით ზანტი, მაგრამ ყოველთვის მიხარია ცეცხლის ანთება, ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გადვუფანტე... და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება. -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1575
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
გამომიგონე
გამომიგონე... ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე!.. მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე, უპატრონე ჩემს მონატრებას. ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიოს შური, რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები, და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს... გამომიგონე... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა!.. შყვარებული შემოდგომის ყოველ ფოთოლზე, მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვევილების სჩუმეზეც ვნებააშლილი – მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღარ ვიტევდი... მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა შენსკენ მომავალს, მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას, მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული – ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი, მე ხომ შენამდე მოვაღწიე, მე ხომ დაგნებდი... გამომიგონე... შმიყვარე როგორიც გინდა! დამამსგავსე შენს სურვილებს, შემიცვალე ყოველი ნაკვთი... მე ხომ უზომოდ დავიღალე და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს მონატრებულ კედლებს შორის ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს – დამტოვე შენთან! მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები, მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი... მკითხე, თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან, მკითხე, თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას, როგორ ჩამქოლეს, შმატოვეს დაღუპვას როგორ, როგორ მივედი უზარმაზარ, ფოლადის კართან, შიგნითაც როგორ შემიტყუეს, ჩაკეტეს კარი, როგორ ვსტიროდი უსასრულო, ნაცრისფერ ზამთარს და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი... ძველ ლოთობაზე, სიგიჟეზეც რაიმე მკითხე, ძველ სიგიჟეზე – ათასჯერ რომ შევცვალე ახლით, თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი... იტირე ჩემი წარსულისთვის, იტირე დიდხანს! იტირე ჩემში, ჩემს გარშემო, და კიდევ იქით... მოვედი შენთან, დაღლილი ვარ, აღარ მაქვს სახე!.. ჩმს მონატრებას უპატრონე, მაჩუქე ფიქრი! გამომიგონე... შეაერთე ყოველი ნატვრა! გამომიგონე – ლამაზი და ერთგული შენი! თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე, შემომიტყუე... შემომიშვი მეც ამ საზღვრებში, მხოლოდ შენს მკერდზე გაითენე ჩემი დღეები, შაკოწიწე ჩემი მზერა – ჩამალე შენში... გამომიგონე... დამამსგავსე შენს ერთ–ერთ სიზმარს, შენს ერთ–ერთ ნატვრას – ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს... მე შენთან ვდგავარ, დავიღალე მე უშენობით! მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე, დამტოვე შენთან! მე დაცლილი ვარ, მე შიგნიდან გამომწვარი ვარ – არ შემრჩა ქარი, და არც ცეცხლი, და არც სიჩუმე... მოვედი შენთან – უპატრონე ჩემს მონატრებას, მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები! მე გამაწამა, გადამთელა ქალაქის სევდამ! მე გამაწამა, მე ჩამქოლა კედლების ხროვამ... გადააფარე შენი თმები ამ კედლებს, ქალაქს... გადააფარე ჩემს სურვილებს ველური ვნება!.. მოვედი შენთან, შემიკედლე, დამბანე სული, მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს, მერე ზაფხული მომანატრე... მერე მიჩვენე, ზაფხულში თვითონ შემიძეხი – როგორც ყვავილი, შენი ტუჩებიც მომანატრე ყველა კოცნის წინ, შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა, გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი, დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე... დამტოვე შენთან, მიპატრონე, მატირე შენში, გამომიგონე... დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს! |
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1576
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ფარდა
შეტოკდა სამზარეულოში სწორედ იმ წამს როცა გაიღვიძა დილის ნიავმა და ჩვენ გავიღვიძეთ და მომყმარნი შემოვუსხედით მაგიდას ირგვლივ საშაქრეში ციმციმებს რვა ცალი თეთრი ბრილიანტი კარაქი გადნა ღიმილად ლანგარზე _ თბილი დაჭრილი პური მოისმის თვითმფრინავის გუგუნი იგი გვაფენს ჩრდილს ისე უცაბედად თითქოს უცნობმა აიღო ფოტოაპარატი ჩაგვიჩხაკუნა შენი საათი უჩვენებს 11-ს შენ ხელს გაიწვდი ფინჯნისაკენ გაზეთს კუთხე ეკეცება სწორედ იმ წუთას როცა ვიჭერ შენს მოუხელთებელ მზერას ფოტოგრაფიიდან -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1577
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
კორიდორია
სითეთრე და სითეთრე და ა. შ. მშვიდი თანაც სხვანაირი გეაცინტები არ გენატრება თანაც ჰაერს მალულად დააქვს სიჩუმე შენი და ხელები მიასვენებენ ცხედარს რომელიც დაიჟინე მელანქოლიურს თანაც უიღბლოს და როგორღაც თოვლში ჩაწვენილს და თვალებია ღამეების შავი სქოლიო გაურკვეველი უცნაური და ხელნაწერი მერე ჩერდება შადრევანთან მუქი ფარდებით ეტლი ესწრები საკუთარი ღმერთის ფორიაქს და შვეიცარი უსათუოდ უარყოფითი პერსონაჟია სითეთრე და კორიდორია აღარაფერი ეშველება წაგებულ დუელს წაგებულ თამაშს ლამაზ წარსულს გულის ათიანს არაფერია სითეთრეთა ტანგოა და ე. წ. მწველი თანაც სხვანაირი ორშაბათია რეზო გეთიაშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1578
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...სულ ესაა სილამაზე: რამდენიმე თბილი ფერის
იღბლიანი შეხამება, სხვა არაფერი. ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1579
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი, კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი, კლდეებზე იპოვე ძილი! სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე, რაც მოსახდენია, ჰქენი! არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად, გლოვაა ეს წუთისოფელი. ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: _ იყო გოდერძი ჩოხელი! ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი, კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს. კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის, კუბო რომ არავის მიაქვს, შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი... სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია. _ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო! _ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო! გოდერძი ჩოხელი -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1580
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...სიჩუმე მშვიდად გაწოლილა
გაკრულ ნაწერში (მე ამ სიჩუმეს შევყურებ და ხელით ვეხები), ისე ნებივრობს, როგორც დენდი რბილ სავარძელში და მაგიდაზე ულაგია თითქოს ფეხები... ზ. რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 12:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი