IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 78 79 80 81 82 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ანნო
პოსტი Jul 8 2009, 11:35 PM
პოსტი #1581


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა(nino84 @ Jul 9 2009, 12:20 AM) *


ისე ნებივრობს, როგორც დენდი რბილ სავარძელში
და მაგიდაზე ულაგია თითქოს ფეხები...
ზ. რატიანი



smile.gif smile.gif kiss1.gif





დედი, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რანაირ მიჭირს...
შენ მაინც ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
მილოცავ დანას შებმული ჭინჭით.

შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.

ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედი, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“

შენ დამიამებ ყველა წყლულს, მტკივანს,
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დედი, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს.

მანანა ჩიტიშვილი

wub.gif wub.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 9 2009, 01:01 AM
პოსტი #1582


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ანნო
kiss1.gif


ბავშვს ვაკოცე
და გავხედე დასალიერს:
ყველა ბავშვში სძინავს მოცარტს...
და სალიერს!


ვახტანგ ჯავახაძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 9 2009, 06:57 PM
პოსტი #1583


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან - მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.


რეზო გეთიაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 9 2009, 11:08 PM
პოსტი #1584


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, —
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.

დაე, იქუხოს და გაავდარდეს,
ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან,
დიდი სიძულვილი არ მადარდებს, —
მცირე სიყვარულმა შემაშფოთა.

სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო,
ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა...
იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს,
ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა.

ლურჯი ბილილები დამკარგვია,
დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი...
მახვილის სიმრავლე რას გარგია,
მკლავი, მომქნეველი, აღარ არი.

ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.


მანანა ჩიტიშვილი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jul 12 2009, 10:49 PM
პოსტი #1585


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კახეთი

კახეთი ნატვრის თვალია,
ალაზნით ხოხბის ფრთიანად,
მზის ერბო ველზე დაღვრილი,
კორტოხზე ნისლი ფრიალა,

ცა მეწამული დაისით
რომ ეფერება იალაღს,
ყაყაჩოსფერი რიჟრაჟი,
ჭალაში ვერხვი შრიალა.

ვაზი, ქვევრი და მარანი,
ხაპი, დოქი,და ფიალა,
ტოროლა, შაშვი,ბულბული
ამ სილამაზის ტრფიალად.

მიწის ფარდაგზე ზურმუხტი,
კორტოხზე ნისლი კრიალა
ქვეყნად სამოთხე აქ არის,
მართლა ზღაპარში კი არა!..

ფარნაოზ რაინაული


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 17 2009, 03:02 PM
პოსტი #1586


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ხანდახან ხდება, რომ
ტანში გაგაციებს...
წართმევით ფეხების,
არაამქვეყნიურს
მე ვგრძნობ გრადაციებს
დროს, შენთან შეხების.

მზერაში არეკლილ
ტალღების ღელვათა
ჯადოსნურ მანევრით,
მართობ და განმგმირავ,
ზეციურ ელვათა,
მჭრი, ბასრი სატევრით.

მთრგუნავ და მაბრმავებ,
მამუნჯებ სამარის
აღთქმული სიმუნჯით.
მუხლებზე მაჩოქებ
დედოფალ თამარის
დარ თვალთა სილურჯით

და მკლავ და მაცოცხლებ -
ჯვარცმაში ნამყოფთა
წამებით მაწამებ,
უთვალავ კითხვებად
მამრავლებ და მყოფ და
მაკლებ და მაჯამებ...

და ზოგჯერ ხდება, რომ
ტანში გაგაციებს...
წართმევით ფეხების,
არაამქვეყნიურს
მე ვგრძნობ გრადაციებს
დროს, შენთან შეხების.


გიორგი საჯაია


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Jul 18 2009, 01:29 AM
პოსტი #1587


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



Марина Цветаева


* * *
О слезы на глазах!
Плач гнева и любви!
О, Чехия в слезах!
Испания в крови!

О, черная гора,
Затмившая весь свет!
Пора — пора — пора
Творцу вернуть билет.

Отказываюсь — быть.
В Бедламе нелюдей
Отказываюсь — жить.
С волками площадей

Отказываюсь — выть.
С акулами равнин
Отказываюсь плыть
Вниз — по теченью спин.

Не надо мне ни дыр
Ушных, ни вещих глаз.
На твой безумный мир
Ответ один — отказ.

* * *
В огромном городе моем - ночь.
Из дома сонного иду - прочь
И люди думают: жена, дочь,-
А я запомнила одно: ночь.

Июльский ветер мне метет - путь,
И где-то музыка в окне - чуть.
Ах, нынче ветру до зари - дуть
Сквозь стенки тонкие груди - в грудь.

Есть черный тополь, и в окне - свет,
И звон на башне, и в руке - цвет,
И шаг вот этот - никому - вслед,
И тень вот эта, а меня - нет.

Огни - как нити золотых бус,
Ночного листика во рту - вкус.
Освободите от дневных уз,
Друзья, поймите, что я вам - снюсь.

ანა კალანდაძე

ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს
სიმშვიდეს ვთხოვდი.
ის იდგა ჩემს წინ - მონუსხული
ვეფხვივით თრთოდა.
ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს
სიხარულს ვთხოვდი...
ხელს მილოკავდა და თვალებით
იმასვე მთხოვდა!

Константин Бальмонт
Завет бытия
Я спросил у свободного ветра,
Что мне сделать, чтоб быть молодым.
Мне ответил играющий ветер:
«Будь воздушным, как ветер, как дым!»

Я спросил у могучего моря,
В чем великий завет бытия.
Мне ответило звучное море:
«Будь всегда полнозвучным, как я!»

Я спросил у высокого солнца,
Как мне вспыхнуть светлее зари.
Ничего не ответило солнце,
Но душа услыхала: «Гори!»


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 18 2009, 02:30 AM
პოსტი #1588


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



თოვლით დაფენილს ტრიალს მინდორსა
თითქო ღრმა ძილით ჩასძინებოდა
და ხშირსა ტყესა, ჩადრ - წამოსხმულსა,
სახე სრულიად გაშეშებოდა.

არსაიდამ არ მოისმოდა
არც ნადირთა ხმა, არც კაცთ ძახილი,
ირგვლივ ცის კიდით კიდემდისინა
იდგა სიჩუმე, ვით მკვდართა ძილი.

და ამ სიჩუმით მოცულს მინდორში
ყინვა თანდათან ძლიერდებოდა;
ხან აღმა მთებზე და ხან ჩამოღმა
იგი მეფურად დაბრძანდებოდა.

დაბრძანდებოდა და თანაც თვალსა
არ აშრებდა გატკეპნილ გზასა,
უნდოდა ძალა გამოეჩინა.
წინ დაჰხვედროდა მომავალს მგზავრსა.

აგერა კიდეც გზაზედ გამოჩნდა
ბავშვი წიგნებით იღლიაშია!
ჩქარი ნაბიჯით, ცოცხალი სახით
მიცუნცულებდა ის სკოლაშია.

ყინვამ მაშინვე მისკენ მიჰმართა
და მრისხანებით გადუდგა წინა:
,, ბავშვო, სულელო“, მსწრაფლ მიაძახა,
გირჩევ, ეხლავე დაბრუნდე შინა.

,,ჩემთან კერპობა შენ ვერ გაგივა,
მალე გეცვლება წითელი ფერი,
იცოდე, შენზე დიდებისათვის
მომიგრეხია მწარედ კისერი“.

ესმის ყველა ეს პატარა ბავშვსა,
სცივა და მთელი ტანით ძაგძაგებს,
მაინც არ სდგება, ხელების ფშვნეტით
მიხტის და ფეხებს მიაბაკუნებს...

ყინვა ბრაზდება და გული მოსდის
პატარა ბავშვის მხნეობაზედა,
უმატებს სუსხსა და ცეცხლსა ანთებს
იმის ლოყებსა და ყურებზედა.

შესწუხდა ძლიერ ჩვენი პატარა,
მთლად დაეყინა ხელი, ფეხები„
,,ვაიმე დედავ!“ უცებ გაისმა
და გადმოსცვივდა საწყალს ცრემლები.

მაგრამ მაინც კი სულ არ შეშინდა,
ფეხიც არ შესდგა, არ შეისვენა!
უცებ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა
მარდად მოჰკურცხლა მან სკოლისკენა.

მირბის პატარა, მირბის და... აგერ,
სკოლის ფანჯარა, ცეცხლის შუქიცა!
სულ დაავიწყდა მაშინვე იმას
ყინვაც და მისი ბაქი - ბუქიცა.

ნიკო ლომოური


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 18 2009, 04:07 AM
პოსტი #1589


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



I

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ საოცრებებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს –
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოებს – ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს
და ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ და ჩვენს გარშემო,
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო;
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს, და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ;
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.


II

ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით,
მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები
და წახვალ ქარში, ან წვიმაში; ჯიბეში – ხურდით,
გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით.
წახვალ და გიკვირს, დღეს არავის ნახვა არ გინდა,
მაინც, გზადაგზა კაფეებთან აყოვნებ წამით
და იხედები ვიტრინებში: ერთ-ერთ მაგიდას
იქნებ უსხედან ნაცნობები, რომლებიც სვამენ.

მთელი დღე ძვირფას, მობეზრებულ ქუჩებში ივლი.
მერე აბოლებ აივანზე. მერე შეწვები
ნაჩვევ ლოგინში. ვერც ვიტრინებს, რომლებიც დილით
გირეკლავდნენ, ვერც აივანს, სადაც ეწევი,
და ვერც იმ ლოგინს, სადაც წევხარ, ვერ ხედავს ღმერთი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს მაგიდას, რომელიც კვლავაც
არეულია. ვერც ხელნაწერს, რომელსაც ხევდი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს თითებში მომწყვდეულ კალამს.

ვერ ხედავს არყის ბოლო წვეთებს, რომელსაც ვიყოფთ.
და ვერც ნასუფრალს ბნელ ოთახში, როცა ვიშლებით.
მისთვის ისევე შიშვლები ვართ, როგორიც იყო
ყველა, ვინც იყო. ვინც იქნება. ისე შიშვლები,
როგორც ადამი. და რაც გინდა სხეულს ფარავდეს –
ლაბადა, ჯინსი, ანაფორა, ნიღაბი, ჩექმა,
ღმერთისთვის მაინც შიშვლები ვართ აწ და მარადის
და ეს სამყაროც ისეთია, როგორიც შექმნა.


III

მისთვის სამყარო ისეთია, როგორიც თავად
ოდესღაც შექმნა და მოხატა ლურჯი ლაქებით.
მხოლოდ მიწაა და მდინარე, რომელშიც გავალთ
და ყველაფერი დასრულდება. ის ქალაქები
და ის სახლები, სადაც ვცხოვრობთ, არ არსებობენ.
არ არსებობენ არც ის გზები, ჩვენ რომ მივყვებით.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ვერაფერს, რადგან ზემოდან
არაფერი ჩანს, გარდა ერთის, გარდა სიტყვების.

ის ხედავს სიტყვებს. ოღონდ შიშვლებს. ჯერარშემოსილს
მნიშვნელობებით, ჟღერადობით, ასო-ნიშნებით.
ის ხედავს სიტყვებს, ეს-ესაა ჩვენში შემოსულს,
ვიდრე წარმოვთქვამთ, ვიდრე დავწერთ, ვიდრე შიშვლები
დგანან ჩვენს გულში და იცდიან. წიგნი ჩანიშნე,
ლამპა ჩააქრე, წაიფარე თბილი საბანი.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს საწოლებს, საბან-ბალიშებს,
შიშვლები ვყრივართ ცივ მიწაზე, წვიმით ნაბანნი.

და ვერც ამ სიტყვებს, სამწუხაროდ. მათგან არცერთი,
უკვე ნათქვამი, დაწერილი, ღმერთისგან არ ჩანს;
თუმცა, ხედავდა თითოეულს, ვიდრე დავწერდი,
და ჯერაც ხედავს რამდენიმეს, რომელიც დამრჩა
მოსახელთები, დასაწერი. არ ჰქონდა აზრი,
თორემ ამ ლექსის დასრულებას ალბათ შევძლებდი
გულში მომხვედრი, ეფექტური, ლამაზი ფრაზით,
რომელსაც ერთხანს, ვაღიარებ, კიდეც ვეძებდი.


ზვიად რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 18 2009, 10:54 AM
პოსტი #1590


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ორივე ლექსის ავტორი მე გახლავართ smile.gif


დარდისფერ ფიქრში, ოცნების წვეთი, ძალით სულს ღაფავს
იმედიანი ჩუმი ფიქრები, გულში სახლს ნახავს
მზისფერ ტალღებში, ერთ წვეთ სიყვარულს, ქარიშხლით ქარგავს
სიყვარულს, სითბოსფერ ელფერს სულ რომ უნახავს

მე მენატრება შენი უსიტყვო სიყვარულის გამოძახილი
მენატრება შენი ლტოლვა და გრძნობა, სუფთა, ნამდვილი
შენი ეჭვებიც მხიბლავს, შენი სიბრაზე, შენი მახვილი
მახვილი რბილი, მახვილი მწარე, მახვილი ტკბილი

მარწყვისფერ ტუჩებს, დარდისფერ თვალებს, შაქრისფერ სხეულს
გრძნობით მოვნამავ, გავხდი ბედნიერს, ვაჩუქებ ტრფობას
ლამაზ ოცნებას სულში ჩავატან, ვაჩუქებ ნდობას
ნდობას რომელიც დაგავიწყებს ეჭვებს და მტრობას

ბოქლომდადებულ გულზე კაკუნით არ იღება კარი დაცული
კარი დაცული, კარი დიდი და კარი ქალური
სითბოს, ალერსის, სიყვარულის გრძნობით აღვსილი
გასაღები მაქვს, შენი გულისთვის, ყოვლად ფარული

კვლავ ვიღებ კალამს, ვიწყებ ფიქრს, მელანს ვუმალავ
გრძობის პალიტრით, ფერებმშვენიერ ლექსს დავუხატავ
იმ ლამაზ ფიქრებს და ოცნებების ლამაზ ქარიშხლებს
სიმღერით გეტყვი,მოგიყვები ფერად, დიდ ზღაპარს

გულში ჩაგიკრობ, ჩაგეხუტები, გაგათბობ ნაზად
შენი ოცნება ჩემში იცხოვრებს, მარად და მარდად
ბედნიერს გაგხდი, ლამპრად გედგები, გედგები დარად
მე შენ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები მარად.


მონანიება

წამები წუთებს მისდევდა უკან
და გადიოდა წლები მრავალი
ტანჯული კაცი ტაძარს მიადგა
მრავალი ბოროტი გზებით ნავალი

მან შეაბიჯა ტაძრის ეზოში
და გაიგონა გალობა ტკბილი
ცოტა ხნით შედგა, თავი დახარა
გული გაუხდა საოცრად თბილი

ცრემლებმა დაიწყეს თავისით დენა
გული აჩქარდა ემოციაში
კითხვა დაუსვა საკუთარ სინდისს
შეესვლებოდა ეკლესიაში?

უფლის იმედი არ დაუკარგავს
არ დაუკარგავს სასო ცხონების
შუა ტაძარში მუხლზე დაეცა
დაიწყო მოყოა მისი ცხოვრების

ღმერთო, უფალო იესო ქრისტე
შემინდე ჩემი შეცოდებანი
გადაარჩინე სული უღირსი
შემინდე ჩემი ყოველი ბრალი

ნუ განმსჯი ღმერთო რაც ჩავიდინე
ნუ გადამაგდებ სიკვდილის ხრამში
ნუ მისცემ უფლებას ბოროტ ეშმაკებს
მაწამონ ცოდვილი უკუნ საფლავში

შენებრ შემინდე ქრისტე იესო
მომეც ადგილი ცხოვრების ნავში
მეც მაზიარე სინათლეს შენსას
მეც მიწილადე სიცოცხლე დარში.

სიცოცხლის სინათლე გაბრწყინდა მის წინ
ჟრუანტელს უვლის საწყალ კაცს ტანში
ღმერთმა შეუნდო მისი ცოდვები
რაც ჩაედინა მის ცხოვრებაში

კაცმა თვალები მშვიდად დახუჭა
და მიაბარა სული მაღალ ღმერთს
სახე გაბრწყინდა სიხარულისგან
მისი არსება ცხოვრებას არ წყვეტს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jul 18 2009, 11:01 AM
პოსტი #1591


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ციტატა(თათარაშვილი @ Jul 18 2009, 09:54 AM) *

ორივე ლექსის ავტორი მე გახლავართ smile.gif
დარდისფერ ფიქრში, ოცნების წვეთი, ძალით სულს ღაფავს
იმედიანი ჩუმი ფიქრები, გულში სახლს ნახავს
მზისფერ ტალღებში, ერთ წვეთ სიყვარულს, ქარიშხლით ქარგავს
სიყვარულს, სითბოსფერ ელფერს სულ რომ უნახავს

მე მენატრება შენი უსიტყვო სიყვარულის გამოძახილი
მენატრება შენი ლტოლვა და გრძნობა, სუფთა, ნამდვილი
შენი ეჭვებიც მხიბლავს, შენი სიბრაზე, შენი მახვილი
მახვილი რბილი, მახვილი მწარე, მახვილი ტკბილი

მარწყვისფერ ტუჩებს, დარდისფერ თვალებს, შაქრისფერ სხეულს
გრძნობით მოვნამავ, გავხდი ბედნიერს, ვაჩუქებ ტრფობას
ლამაზ ოცნებას სულში ჩავატან, ვაჩუქებ ნდობას
ნდობას რომელიც დაგავიწყებს ეჭვებს და მტრობას

ბოქლომდადებულ გულზე კაკუნით არ იღება კარი დაცული
კარი დაცული, კარი დიდი და კარი ქალური
სითბოს, ალერსის, სიყვარულის გრძნობით აღვსილი
გასაღები მაქვს, შენი გულისთვის, ყოვლად ფარული

კვლავ ვიღებ კალამს, ვიწყებ ფიქრს, მელანს ვუმალავ
გრძობის პალიტრით, ფერებმშვენიერ ლექსს დავუხატავ
იმ ლამაზ ფიქრებს და ოცნებების ლამაზ ქარიშხლებს
სიმღერით გეტყვი,მოგიყვები ფერად, დიდ ზღაპარს

გულში ჩაგიკრობ, ჩაგეხუტები, გაგათბობ ნაზად
შენი ოცნება ჩემში იცხოვრებს, მარად და მარდად
ბედნიერს გაგხდი, ლამპრად გედგები, გედგები დარად
მე შენ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები მარად.
მონანიება

წამები წუთებს მისდევდა უკან
და გადიოდა წლები მრავალი
ტანჯული კაცი ტაძარს მიადგა
მრავალი ბოროტი გზებით ნავალი

მან შეაბიჯა ტაძრის ეზოში
და გაიგონა გალობა ტკბილი
ცოტა ხნით შედგა, თავი დახარა
გული გაუხდა საოცრად თბილი

ცრემლებმა დაიწყეს თავისით დენა
გული აჩქარდა ემოციაში
კითხვა დაუსვა საკუთარ სინდისს
შეესვლებოდა ეკლესიაში?

უფლის იმედი არ დაუკარგავს
არ დაუკარგავს სასო ცხონების
შუა ტაძარში მუხლზე დაეცა
დაიწყო მოყოა მისი ცხოვრების

ღმერთო, უფალო იესო ქრისტე
შემინდე ჩემი შეცოდებანი
გადაარჩინე სული უღირსი
შემინდე ჩემი ყოველი ბრალი

ნუ განმსჯი ღმერთო რაც ჩავიდინე
ნუ გადამაგდებ სიკვდილის ხრამში
ნუ მისცემ უფლებას ბოროტ ეშმაკებს
მაწამონ ცოდვილი უკუნ საფლავში

შენებრ შემინდე ქრისტე იესო
მომეც ადგილი ცხოვრების ნავში
მეც მაზიარე სინათლეს შენსას
მეც მიწილადე სიცოცხლე დარში.

სიცოცხლის სინათლე გაბრწყინდა მის წინ
ჟრუანტელს უვლის საწყალ კაცს ტანში
ღმერთმა შეუნდო მისი ცოდვები
რაც ჩაედინა მის ცხოვრებაში

კაცმა თვალები მშვიდად დახუჭა
და მიაბარა სული მაღალ ღმერთს
სახე გაბრწყინდა სიხარულისგან
მისი არსება ცხოვრებას არ წყვეტს.



ძალიან, ძალიან მომეწონა შენი ლექსები, სულ ჟრუანტელმა დამიარა. yes4.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif ნეტავ ვინაა ის ბედნიერი , ეგ ლექსი რომ ეძღვნება? smile.gif ყოჩაღ, მაგარი ხარ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 18 2009, 04:01 PM
პოსტი #1592


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(*ნინო* @ Jul 18 2009, 10:01 AM) *

ძალიან, ძალიან მომეწონა შენი ლექსები, სულ ჟრუანტელმა დამიარა. yes4.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif ნეტავ ვინაა ის ბედნიერი , ეგ ლექსი რომ ეძღვნება? smile.gif ყოჩაღ, მაგარი ხარ....


ძალიან დიდი მადლობა kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jul 18 2009, 04:09 PM
პოსტი #1593


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



თათარაშვილი
kiss1.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 18 2009, 08:06 PM
პოსტი #1594


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...ქრიან დღეები, მზიანი კი არ მახსოვს ერთიც,
ბედთან ბრძოლაში ოცდაათი წელი გავიდა,
რა იქნებოდა რა სიძუნწე რა ჯოჯოხეთი,
ჩემი ცხოვრება, რომ დამეწყო ისევ თავიდან.


ადამ ბობღიაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 19 2009, 04:04 PM
პოსტი #1595


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...მე მომესაჯა სიცოცხლე და
მეც მშვიდად ვიხდი,
ზრუნვა და წყენა
კარის ზღურბლთან მელოდებიან
და მეც ვაპურებ,
მაგრამ განა მშვიდად ვარ მართლა?!
ცხოვრება ჩემი საქმე არ არის...


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Jul 19 2009, 10:55 PM
პოსტი #1596


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



უმაგრესია

http://www.youtube.com/watch?v=3cZnSrbyA7A&feature=related


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 19 2009, 11:32 PM
პოსტი #1597


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა(თათარაშვილი @ Jul 18 2009, 11:54 AM) *


მონანიება

წამები წუთებს მისდევდა უკან
და გადიოდა წლები მრავალი
ტანჯული კაცი ტაძარს მიადგა
მრავალი ბოროტი გზებით ნავალი

მან შეაბიჯა ტაძრის ეზოში
და გაიგონა გალობა ტკბილი
ცოტა ხნით შედგა, თავი დახარა
გული გაუხდა საოცრად თბილი

ცრემლებმა დაიწყეს თავისით დენა
გული აჩქარდა ემოციაში
კითხვა დაუსვა საკუთარ სინდისს
შეესვლებოდა ეკლესიაში?

უფლის იმედი არ დაუკარგავს
არ დაუკარგავს სასო ცხონების
შუა ტაძარში მუხლზე დაეცა
დაიწყო მოყოა მისი ცხოვრების

ღმერთო, უფალო იესო ქრისტე
შემინდე ჩემი შეცოდებანი
გადაარჩინე სული უღირსი
შემინდე ჩემი ყოველი ბრალი

ნუ განმსჯი ღმერთო რაც ჩავიდინე
ნუ გადამაგდებ სიკვდილის ხრამში
ნუ მისცემ უფლებას ბოროტ ეშმაკებს
მაწამონ ცოდვილი უკუნ საფლავში

შენებრ შემინდე ქრისტე იესო
მომეც ადგილი ცხოვრების ნავში
მეც მაზიარე სინათლეს შენსას
მეც მიწილადე სიცოცხლე დარში.

სიცოცხლის სინათლე გაბრწყინდა მის წინ
ჟრუანტელს უვლის საწყალ კაცს ტანში
ღმერთმა შეუნდო მისი ცოდვები
რაც ჩაედინა მის ცხოვრებაში

კაცმა თვალები მშვიდად დახუჭა
და მიაბარა სული მაღალ ღმერთს
სახე გაბრწყინდა სიხარულისგან
მისი არსება ცხოვრებას არ წყვეტს.


ძაან მაგარიაა...

















გალაქტიონ ტაბიძეს

ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,
ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით...
გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,
მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.
მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები
და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.
მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.
მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,
ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვილიფებში მშიერი მგლები
და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,
დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები
და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.
და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,
რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,
კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,
თუ კიდევ შერჩენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს...

ტიციან ტაბიძე


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 20 2009, 02:23 AM
პოსტი #1598


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ბესიკ ხარანაული


მკვდრების სიმღერა

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”...
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით --
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.

მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი -- ქალობისგან,
კაცი -- კაცობისგან,
ღარიბი -- ძონძთაგან,
მდიდარი -- ფულისგან,
მეძავი -- სიძვისგან,
პოეტი -- ლექსისგან და სხვა ანცობისგან...
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც...
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია ერცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის -- ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი -- პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს -- გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი - ვარსებობ”
და ასე შემდეგ.

ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო --
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ -- ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა --
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ --
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა - ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოდ დარწმუნებულები მიწაში წვანან.

ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,

და

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 20 2009, 05:36 PM
პოსტი #1599


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...რისთვისღა ვსინჯავთ
ამ ჯადოსნურ, ღვთაებრივ სიზმრებს,
თუ თვალს გავახელთ
და ქვეყანა ისევ ის არის...


ბ.ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Jul 21 2009, 12:11 AM
პოსტი #1600


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



შენში იმდენად ბედნიერი სული ბინადრობს,
გზა აბნეული ანგელოზიც ალბათ გინატრებს,
საიდან მოდი ასე ტკბილი, ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე,
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის შიშიც დამწამონ,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო.....


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 78 79 80 81 82 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd December 2025 - 10:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი