IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 79 80 81 82 83 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nino84
პოსტი Jul 21 2009, 12:18 AM
პოსტი #1601


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მას, ვისაც მცირე ელდაც ჰყოფნის,
რათა დაფეთდეს,
ღმერთი დიდ ტანჯვას არ მიაყენებს.


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 21 2009, 01:11 AM
პოსტი #1602


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



სენტიმენტალური ტრიოლეტი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

ვალერიან გაფრინდაშვილი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 21 2009, 08:07 PM
პოსტი #1603


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...ფიქრსა და ცხოვრებას ვერასოდეს ვერ მოიპოვებ,
თუ არა ხარ თავისუფალი.
თანაც ეს პოვნა ისე კი არ შეგერგება,
რომ ჩაიკრა და მიითვისო,
ის იქნება ისეთივე უცნობი და მოულოდნელი,
როგორც ქვაზე ფეხისწამოკვრა...
განათდება და გაქრება და ტყუილად დაელოდები

რადგან:
თავისუფლებას მხოლოდ ის ფლობს,
ვისაც იგი საერთოდ არ აინტერესებს,
ვინც უხმოა და უჩინარი, გა-ჩე-რე-ბუ-ლი...


ბ.ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 22 2009, 02:46 AM
პოსტი #1604


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ნუ დაიგლიჯე გული მამულო
ცოტა ხანს კიდე გასძელ
არ დაადუმო შენი "ლილე" და
მოვალ აგინთებ კანდელს...
თუ გინდა ფეთქვით,ოღონდ დამიხვდი,
არ დაიშრიტო თვალი,
ოღონდ მელოდე,ოღონდ მიწამე,
მოვალ იმედად ხვალის...
შენი ცოტნე ვარ,შენი თამარი,
მოვალ დავითად,საბად...
დიდი ხანია რომ გენატრება,
მოვალ იმ პირველ კაცად...
შენი გუთნის და შენი აკვანის
შენი ქართული ოდის,
შენი თბილისის მადლი რომ იცის,
სწორედ ის ბიჭი მოდის!!!...




ავტორის სახელი არ მახსოვს dry.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jul 23 2009, 01:11 AM
პოსტი #1605


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ხალხნო იქნებ გქონდეთ ამ ლექსის სრული ვერსია ასეთი ტექსტია :::
ნინა ნინა ჩემო ნინა
გათხოვება ხომ არ გინდა?
გათხოვება რომ მინდოდეს
შენი კითხვა მე რად მინდა!!!



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 23 2009, 01:25 AM
პოსტი #1606


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



nuca_ge
ციტატა
ხალხნო იქნებ გქონდეთ ამ ლექსის სრული ვერსია ასეთი ტექსტია :::ნინა ნინა ჩემო ნინაგათხოვება ხომ არ გინდა?გათხოვება რომ მინდოდესშენი კითხვა მე რად მინდა!!!

"... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო..." a075.gif

ტიციანის ლექსია ეგა. აქ ნახე სრული ვერსია http://www.lib.ge/body_text.php?2488


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 23 2009, 02:01 AM
პოსტი #1607


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



I would I were a careless child
Still dwelling in my Highland cave,
Or roaming through the dusky wild,
Or bounding o'er he dark bkue wave;
The cumbrous pomp of Saxon pride
Accords not with the freeborn soul,
Which loves the mountain's craggy side,
And seeks the rocks where billows roll.
Fortune!take back these cultured lands,
Take back this name of splendid sound!
I hate the touch of servile hands,
I hate the slaves that cringe around.
Place me among the rocks I love,
Which sound to Ocean's wildest roar;
I ask but this - again to rove
Through scenes my youth hath known before.
Few are my years,and yet I feel
The world was ne'er design'd for me:
Ah!why do dark'ning shades conceal
The hour when man must cease to be?
Once I beheld a splendid dream,
A visionary scene of bliss:
Truth! - wherefore did thy hated beam
Awake me to a world like this?
I loved - but those I loved are gone;
Had friends - my early friends are fled:
How cheerless feels the heart alone,
When all its former hopes are dead!
Though gay companions o'er the bowl
Dispel awhile the sense of ill;
Though pleasure stirs the maddening soul,
The heart - the heart - is lonely still.
How dull!to hear the voice of those
Whom rank or chance,whom wealth or power,
Have made,though neither friends nor foes,
Associates of the festive hour.
Give me again a faithful few,
In years and feelings still the same,
And I will fly the midnight crew,
Where boist'rous joy is but a name.
And woman,lovely woman!thou,
My hope,my comforter,my all!
How cold must be my bosom now,
When e'en thy smiles begin to pall!
Without a sigh would I resign
This busy scene of splendid woe,
To make that calm contentment mine,
Which virtue knows,or seems to know.
Fain would I fly the haunts of men -
I seek to shun,not hate mankind;
My breast requires the sullen glen,
Whose gloom may suit a darken'd mind.
Oh!that to me the wings were given
Which bear the turtle to her nest!
Then would I cleave the vault of heaven,
To flee away,and be at rest.


Byron




ძალიან მიყვარს wub.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jul 23 2009, 03:32 AM
პოსტი #1608


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



nino84

მადლობაა დიდი!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 23 2009, 04:13 PM
პოსტი #1609


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



nuca_ge
არაფრის
...........................


ვინც არ იკითხა,
რად მოვიდა,როცა მოვიდა,
ნუღარ იკითხავს,
რატომ მიდის,როდესაც წავა!

მ.ფოცხიშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 23 2009, 10:51 PM
პოსტი #1610


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



საკუთარ სახეს სარკეში

ნუ გეშინია:
მე ვერასდროს ამოვიცნობ
ჩემს სახეს შენში.

სისხლის წვეთი,
საპნის ქაფზე რომ მსხვილდება თანდათანობით,
ჩვენ ვერასდროს შეგვაერთებს,
ნუ გეშინია.

ნუ გეშინია:
მე ვერასდროს გადმოვლახავ შენს გლუვ ზედაპირს
და ვერც აქეთ გამოგიხმობ;
ვერც მეხსომები.

მე არასოდეს არ შევიმჩნევ შენს შეცდომებს -
ვიდრე ღიმილს ამაყოლებ, ჯერ რომ იბნევი.

ნუ გეშინია:
მე და შენ ერთად არ დავბერდებით.


ზვიად რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 24 2009, 11:52 PM
პოსტი #1611


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



შორეული

ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავსებ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით.
სად შემიყვარდი, რად შემიყვარდი?
მე არ ვკითხულობ, არ მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება.
შენი სიშორის მიმაფრენს ქარი
და სურნელების წვიმა მაწვიმებს;
ანგელოზი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.
დამწვარ ოცნებას, დაფერფლილ ფიქრებს,
ჩახლეჩილი ხმის წებას დახეულს,
და აწითლებულ ველურ ქიმერებს
კუბოდ დაგიწნავ ძვირფასს, შორეულს.

ტიციანი


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 25 2009, 12:06 AM
პოსტი #1612


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ეს ფიქრი წავა ოცნების იქით
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი,
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი.

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ ამდენ ხანს, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი...

ტერენტი გრანელი


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 26 2009, 02:17 AM
პოსტი #1613


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ზამთარში წვიმა. ეს არაფერს არ ნიშნავს. თითქმის.
მაგრამ მე ვამბობ. ღამეა და ზამთარში. წვიმა.
და ჩემში ღამე. ახლა უკვე სხვა იმიჯს იქმნის.
ვთქვათ. კორონერის. ვთქვათ. მარსალის. მიგლოვეთ. იმათს.

ვინც ყველაფერი გაწირეს და საფლავში წვანან.
თქვენს. ვისაც რაღაც დაგრჩენიათ და ნაზად დასდევთ.
საყურადღებოდ. მე ვამბობ რომ ღამეში. თანაც
ასეთ ღამეში. ასეთ წვიმას. თოვლივით დასდებს.

მე. არამზადა. ხვალ დილითვე. წარსულის მსგავსად.
იქ. კომბინატში ვეახლები ვიღაცა დებილს.
მე ეს ამბავი ბოღმითა და ტკივილით მავსებს.
მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები.

ეს ჩემი ღმერთი წამოდგა და ჩემიდან მიდის.
ჩემი თვალები. სამუდამო დარდების ზონა.
ძარღვებშიც. როგორც ჩემს ოთახში. ხანია დიდი.
რაც ხსენებული წვიმის დიდი წვეთები ჟონავს.

წვიმა. ასევე ზამთარში და ამასთან. კოჭლიც.
ორი დღით ადრე გადაყრიან ხიდიდან დასტებს.
ჩემს თავს. ბებერ თავს. ერთნაირად თეთრსა და მოჭრილს.
მოიტანს. თქვენთან მოიტანს და თოვლივით დასდებს.


რეზო გეთიაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 26 2009, 01:36 PM
პოსტი #1614


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ესეც ტარგმანი ბაირონის...თუ არ ვცდები ქარბატონი ინეზა მერაბიშვილის wub.gif wub.gif wub.gif





ნეტავ უზრუნველ ბავშვად მაქცია,
რომ ჰაილენდის მღვიმეთ მხარეში
ვეგებებოდე მწუხრს, თუ განთიადს,
კვლავაც ვაპობდე სივრცეს თარეშით.
თავისუფალი სულის ქომაგმა
ვით ავიტანო საქსონთ სიხარბე,
მთებთან ტრფიალი როგორ მომაკლდა,
მომნატრებია მე ზღვის სილაღე.
ბედო! ამას გთხოვ, წაიღე უკან
სიმდიდრე მთელი, რაც რამ მომეცი,
რჩეული გვარიც წაიღე უკან,
მძულს ყველა მონა, ყველა მომთმენი.
იქ დამასახლე, სადაც წყლის თქაფუნს
უსმენს და ხვდება კლდე ფრთაზვიადი,
ოცნებას ერთს თუ ვინახავ სათუთს -
დაბრუნდებოდეს ის განთიადი.
ვიცი, სამყარო ჩემთვის არ ქმნილა,
წლებით ჭაბუკი, ვარ დაზაფრული,
რატომ არ მეტყვი, ღმერთო, ახდილად,
თუ სად მომისწრებს მე აღსასრული.
გამახსენდება სიზმარი წრფელი,
აღსავსე ხიბლით, ნეტარი მარად,
რად გამაღვიძე ამ სატანჯველში,
სიცხადის სხივო, წყეულის დარად.
ვინც მე მიყვარდა, ვისაც ძმად ვთვლიდი
ყველა გაფრინდა, ყველა წავიდა,
მე მარტო ვდგევარ ქარგადავლილი,
იმედიც, ალბათ, მიტომ წამიხდა!
თუმც გამიქარწყლებს დღეს წამით ღვინო
ამ წუთისოფლის ყველა სიავეს,
და შმაგი სულიც ბობოქრობს თითქოს,
გულს ვერვინ შველის,გულს - ნაიარევს!
საუბედუროდ ლხინის დროს ვისმენ
სიტყვებს არცა მტრის, და არც მეგობრის,
არამედ მათი, ისევ და ისევ,
ქვეყნისგან ხეირს ვინც გამოელის.
ვეღირსებოდე კვლავაც იმ წამებს,
რომ გვერდით ისევ მყავდნენ ერთგულნი,
გავექცეოდი ხოლმე იმ წამსვე
ღამის უქმ თევას, ცნობილს რჩეულთთვის.
შენ კი მშვენებით სავსე დიაცო,
გთვლიდი იმედად, შვების საწინდრად,
გულში რომ გრძნობა აღარ ციაგობს,
დღეს შენს ღიმილსაც ვიგდებ საცინლად!
მზად ვარ დავტოვო დაუფიქრებლად
სევდაც, სიამეც ქვეყნის - ცოდვილის,
რომ თვითონ ვიქცე მე სრულქმნილებად,
ძალა რომ ქვია კეთილშობილი.
მინდა მოვცილდე, მოვწყდე კაცთ მოდგმას,
ხალხი კი არ მძულს, - მათ თავს ვარიდებ,
სულს, რომ სწუხს მუდამ,სტირის და მოსთქვამს,
მყუდრო სავანე სურს იმთავითვე.
ფრთები რო მომცა გარეულ მტრედის
ცის კარს გავაპობ, გავცდები ფრენით!
მაშინ ვიქნები მე სულ სხვა ბედის,
და მოვისვენებ მარადის შვებით.


ბაირონი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 26 2009, 03:09 PM
პოსტი #1615


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



შენს სახლში რამდენიმე გამოკეტვაც
სამყაროს ნაწილი ვარ,
შენს სითბოს სინათლეზე ვიმატებ და
ხის მადა მაქვს,
შენს გვერდით სამოთხეც კი სიმართლესთან
ახლოა გაცილებით,
როგორმე ვიმყოფინებ სამოთხედაც,
ყისმათადაც.

მიყვარხარ, ვიდრე ღმერთთან გამიყვანენ
შემდეგი რაუნდები,
სოფელში თითქოს წუთიც არ გასულა,
ხის მადა მაქვს,
დამითმე კიდევ ორი, სამი ღამე,
ვიდრე გზას გავუდგები,
როგორმე ვიმყოფინებ დასასრულად,
ყისმათადაც.


რეზო გეთიაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 26 2009, 10:38 PM
პოსტი #1616


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...ჩვენი ბავშვობის ნაწერები
მებალზამე ქალს მივეცით
გარდაცვლილის ჭრილობების ამოსავსებად,
გარდაცვლილი – გიჟი იყო, და სამშობლო ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
მაგრამ დედამ ამის მერეც არ მოიშალა
ღამღამობით ოთახებში ბორიალი
და ბუტბუტი:
ნუ ინგრევა ჩემი სახლი, ნუ ინგრევა, ნუ ინგრევა...

რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,
ვერც დავიხოცეთ?


ზვიად რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 27 2009, 09:17 PM
პოსტი #1617


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ზვიად რატიანი


დაორთქლილი მინების ღამე

მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას _
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი _
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება _
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები _
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს _
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები _ ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი _ მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი _ რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ _ რატომღაც ჩურჩულით _
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გასრში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე _ ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი _ დაჭიმული _ ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილიчф
მინდოდა’
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებт
ცეცხლოვან მზისაკენ _
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი _ უღვთოდ გაყიდული _
დაცინვით რომ იცდის _ თავს როგორ იმართლებ
ისე _ დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა _ მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს _
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი _
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი _ მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ _
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 28 2009, 11:51 AM
პოსტი #1618


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



არ მომწონს მაგისი პოეზია და რა ვქნა? რაღაც ვულგარული და უშნოდ გიჟური სუნი უდის.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 29 2009, 12:04 AM
პოსტი #1619


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



M.M.
რომ არ მოგწონს, გასაგებია, ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება... smile.gif მაგრამ ვულგარული?! ასეთი შეფასება რატიანის პოეზიაზე პირველად მესმის smile.gif




ორი სიჩუმე ერთ ოთახში - უკვე პოეზიაა yes.gif


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jul 29 2009, 08:51 PM
პოსტი #1620


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ნახეს კაცი, ერთი წამით რომ ისვენებდა
და წაიღეს უმალ ამბავი,
კარგად არისო.


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 79 80 81 82 83 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 06:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი