![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ანნო |
![]()
პოსტი
#1621
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ცრემლი არ მოდის,მაინც მე ვტირი და შორეული სივრცე მიტაცებს. სული გაფრინდა თეთრი მტრედივით, სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე. ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა, მაშინ როდესაც მე არ ვიცოდი. ასე მგონია,სულთან ახლოა ცისფერი შუქი მარადისობის. ცოტახნის შემდეგ სისხლიც გაშერება, ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას. მე ვიფერფლები,გულის გარშემო მსოფლიო სევდის ცეცხლით ანთია. უკვე დაღამდა,ისევ მე ვტირი და უხილავი სივრცე მიტაცებს. სული გაფრინდა თეთრი მტრედივით, სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე. ტ.გრანელი -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1622
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
მასაც უნდოდა რაღაცის თქმა,
გადაიფიქრა, ირგვლივ ყველა ჭკვიანი იყო, ის კი პოეტი. ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1623
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...შენ თუ წახვედი,
ყველა თითო რაღაცას დათმობს და ცეკვაც აღარ ემგვანება ყურძნის დაწურვას. ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1624
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
...შენ თუ წახვედი, ყველა თითო რაღაცას დათმობს და ცეკვაც აღარ ემგვანება ყურძნის დაწურვას. ბესიკ ხარანაული ![]() ![]() ![]() ![]() ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ და შენ გაჩნდები, როგორც მისანი. მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი! თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია, ღამის გრიგალი თავზე მევლება. სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?! ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ, ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი. ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი! ტერენტი გრანელი -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1625
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ანნო
მეც მიყვარს გრანელი ![]() ”მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი...” -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
kolxis qaluka |
![]()
პოსტი
#1626
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 186 რეგისტრ.: 30-May 09 წევრი № 7,056 ![]() |
"ეტლით მოგიყვან წარსულიდან ლამაზ გაზაფხულს,
დაგაკრეფინებ საპოვნელებს ვნებით დაზაფრულს. თეთრი ულაყით ჭალა-მინდვრებს მოგარბენინებ, დაზამთრებამდე ას წელს კიდევ მოგაცდევინებ. თუ დამიჯერებ, ვერცხლის ხანას გვიან მოგიყვან, შემოდგომამდე დასათვლელ წლებს ნაზად მოგირთავ. სულ გადაგაგდებ შორეული ბავშვობის წლებში, შორს შეგაფარებ საოცნებოდ მიუვალ მთებში. ნებით მოგიწვევ ფრთაფარფატა ლამაზ გაზაფხულს, შეგაკვრევინებ ნაზ თაიგულს ვნებით დაზაფრულს. მოგასმენინებ დაისიდან ნაცნობ არიას, ტაძრად წაგიყვან, შეგავედრებ დედა მარიამს..." -------------------- [color=#000099][size=7][i][b]ნცაშა ეხდით[/b][/i][/size][/color] |
ნონა |
![]()
პოსტი
#1627
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
არ ვიცი ეს სონეტი თუ იყო აქამდე დაწერილი...
იმედია გამეორება არ გამომდის .... ![]() (სონეტი LIX) უილიამ შექსპირი თარგმანი ინგლისურიდან - ალექსანდრე ელერდაშვილი ამ წუთისოფლად ვისაც შენი ნახვა ენება, ვის გულისთქმასაც შემოენთე ვნების სახმილით, ყველამ შეაქო საკადრისად შენი მშვენება _ მტერმა სიტყვით თუ მოყვრის სულმა ამოძახილით. გარეგნულ სახეს შენ გიწონებს გარედან თვალი და შენს მეხოტბეს ეგებ ხოტბამ ცრემლიც ადინოს, მაგრამ შენს სულში თუკი ვინმემ გაიგნო კვალი, ქება-დიდება, არ მგონია, მოიწადინოს. ამქვეყნად ბევრი შენ საზრიან ჭკუასაც გიქებს, ალბათ ჰგონიათ _ ამაგს დასდებ დროის მსვლელობას, მაგრამ თუ გულწრფელ მოტრფიალეს შენ არჩევ მლიქვნელს, ყვავილის გვერდით დრო გარგუნებს სარეველობას. შენი ყვავილი სურნელების გარეშე ჭკნება, რადგან მიეცა ყველას მისი მოწყვეტის ნება. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Маиа |
![]()
პოსტი
#1628
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ПРОХОЖИЙ
Идешь, на меня похожий, Глаза устремляя вниз. Я их опускала — тоже! Прохожий, остановись! Прочти — слепоты куриной И маков набрав букет, Что звали меня Мариной, И сколько мне было лет. Не думай, что здесь — могила, Что я появлюсь, грозя... Я слишком сама любила Смеяться, когда нельзя! И кровь приливала к коже, И кудри мои вились... Я тоже была, прохожий! Прохожий, остановись! Сорви себе стебель дикий И ягоду ему вслед,— Кладбищенской земляники Крупнее и слаще нет. Но только не стой угрюмо, Главу опустив на грудь, Легко обо мне подумай, Легко обо мне забудь. Как луч тебя освещает! Ты весь в золотой пыли... — И пусть тебя не смущает Мой голос из-под земли. Цветаева -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nino84 |
![]()
პოსტი
#1629
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...ჩვენ კი მშვიდად ვართ,
როგორც დედის მყუდრო წიაღში, და ყურს არ ვუგდებთ სახურავზე თოვლის ჩუმ კვნესას... ბ. ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1630
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,
პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები. შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი, ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი. ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა, პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა. სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს, მადლობა თქვი, თუ ყავით და კრიკერებით დაგაპურეს. ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა, ბალღებს არც კი გაუსინჯავთ კუპდარი და ხაბიზგინა. რაჟიკუნას მოდგმის თუ ხარ, სულმთლად თუ არ გადაგვარდი, სალობიეს მიმიხედე, რას მიქვია მაკდონალდი, ისიც კარგად დაითვალეთ, რომელია მეტი ხარჯი, არტალა თუ ანტრეკოტი, ვინეგრეტი თუ ელარჯი. თუ ქართველებს გაძლება და გადარჩენა გვიწერია, სახინკლეთა ნაფესვარზე ვერ იხარებს პიცერია. კიდევ ერთი შაირი მაქვს, საამურად გასაგონი: სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
უჩა |
![]()
პოსტი
#1631
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ბიძია თომა
აუჰ მაგარი კაცი ხარ რა. ![]() სა ჩითავ ესეთ ლექსებს. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
neo |
![]()
პოსტი
#1632
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ბიძია თომა
![]() -------------------- www.cordesign.ge
|
უჩა |
![]()
პოსტი
#1633
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ნონა
მაგარი სონეტია ძაან. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ანნო |
![]()
პოსტი
#1634
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ანნო მეც მიყვარს გრანელი ![]() ![]() ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი (წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი). მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ და შენ,ძვირფასო,სხვაგან იყავი. ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან. ვწუხდი,ეს წამი რომ გადიოდა, ვწუხდი,ეს ფიქრი დროს რომ მიჰქონდა. და იყო ბაღი და თეთრი სკამი, მე ვისვენებდი,ქროდნენ ბინდები. და იყო წამი,ცისფერი წამი და იყო წამი სხვა გარინდების. ტ.გრანელი -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#1635
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები.შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი,ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი. ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა, პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა.სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს,მადლობა თქვი, თუ ყავით და კრიკერებით დაგაპურეს.ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა,ბალღებს არც კი გაუსინჯავთ კუპდარი და ხაბიზგინა.რაჟიკუნას მოდგმის თუ ხარ, სულმთლად თუ არ გადაგვარდი,სალობიეს მიმიხედე, რას მიქვია მაკდონალდი,ისიც კარგად დაითვალეთ, რომელია მეტი ხარჯი, არტალა თუ ანტრეკოტი, ვინეგრეტი თუ ელარჯი.თუ ქართველებს გაძლება და გადარჩენა გვიწერია, სახინკლეთა ნაფესვარზე ვერ იხარებს პიცერია.კიდევ ერთი შაირი მაქვს, საამურად გასაგონი:სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1636
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
კაცის ბუნება ჭრელია, მისწრაფებანი – მრავალი,
თუმცა, მთავარი ის არის, რაა კაცისთვის მთავარი, გული სიყვარულს დაეძებს, კუჭი მიილტვის ჭამისკენ, გონება – შემეცნებისკენ, სული – მთვარიან ღამისკენ, ფეხი მიილტვის იმისკენ, ხელი მიილტვის ამისკენ… ტაკო კი, ბუნებრივია, ილტვის ფუმფულა სკამისკენ. თვით სკამიც მრავალგვარია – ჯორკო, ბოკონა, სკამუნა, სკამის მორგებით ქვეყანა მრავალმა შეახრამუნა, ზოგი სკამია სამფეხი და ზოგიც ტაბურეტია, იმისმა ეშხმა ძალზედ ბევრს თავს დაახვია რეტია, თუმცაღა ზოგიერთისთვის სკამი თვით სკამზე მეტია, და ეს ქვეყანა მარტოდენ საძოვარ-სკამუნეთია, … საცა თხა არის დაბმული, ბალახი ქრება სრულიად, სანამდეც ტუჩი მიწვდება, პირწმინდად მოპარსულია. მოხელის საქმეც ასეა, (რაღა თქმა უნდა - ზოგისა) პალო – მოხელის სკამია, სტატუსი - სიგრძე თოკისა -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1637
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ბიძია თომა
სად პოულობ, ბიჭო, მაგეებს? ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1638
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ბიძია თომა სად პოულობ, ბიჭო, მაგეებს? ![]() რავი ნი წავაწყდები ხოლმე შემთხვევით რა. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1639
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
რის საუკუნე... ვით ღამე ერთი,
ათასწლეული ჩემზე გარდატყდა. "სინათლის დედა" დამაქვს მუცლით და სკნელის ჭერხოზე დავალ კარდაკარ. ან შარავანდედს მე რას ვზიდავდი, უფალი ირჩევს ნათლისთვის შუბლებს. სიტყვის ბალახში დავღოღავ ღამით და რას მისწვდება ჩემი ფრთა ღრუბლებს... ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1640
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ძაღლი ის არის, ვისაც შენ შეგიძლია, რომ ქვა ესროლო,
ადამიანი კი ისაა, ვისაც შეუძლია, რომ ქვა გესროლოს. დაიმახსოვრე განსხვავებები!.. ბ.ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 11:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი