![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
nino84 |
![]()
პოსტი
#1661
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე
თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი, მე დავიბადე... ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1662
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ვიღაცა დადის ქალაქში ისეთი
(ცალ-ცალი ფეხსაცმლით - იდეისათვს) რომელმაც თავისი მრავალი წლის ცხოვრებისა და ფიქრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცხოვრება და ფიქრი ერთად ისეთივე უადგილო შეთანხმებაა, როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი, ისეთივე ბავშვური თამაში, როგორც ერთმანეთს წააჩხუბო შენივ ხელები და ისევ შეუძლებელი, როგორც უკან შემოქცევა ღრმა უფსკრულზე გადახტომისას... ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1663
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
აქ ნუ დადგებით
ეს მიწა - კრემიანი ნამცხვრის შუა ნაჭერი ჩვენ გვეკუთვნის. ხიდის აქეთ ხალხს. აქ ნუ. თქვენ ყუა. თქვენ ნაფშვენები. თქვენ ცარიელი ქილა გატლიკეთ. სასეიროა ენას როგორ გადაისერავთ. ძალიან დიდხანს ყიდდით ხამსას - სუნი გულს გვირევს. დიდხანს მარხავდით მკვდრებს - გვეშინია. და დიდხანს დარჩით უღელტეხილზე - სუსხი ჩამოგყვათ. ოდნავ მარჯვნივ გადაიწიეთ. უფრო კიდისკენ, უფრო ახლოს გადასავარდნთან. როცა არავინ შემოგვხედავს, მოგაწვებით და გადაგთელავთ. აქ ნუ დადგებით. ბებერი ქალი თავის ენაზე: „ჩვენ ვცხოვრობთ მორგის მოპირდაპირე ფანჯარაში“ „ჩატეხილი ორი კიბის და ფარღალალა კარის შუაში“. დედაქალაქმა ეს დიალექტი წლებია ტანზე შემოიხვია. მამაჩემიც დღემდე დაეძებს მეგობარს, გვარით - წოწერია, როგორმე უნდა გააბათილოს ნანახი კადრი: უპატრონო მიცვალებულს ფეხზე ამ გვარის ლენტი აბია. გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც: აქ ნუ დადგებით. იყავით ასე კომპაქტურად ჩასახლებული, იცხოვრეთ, როგორც კეთროვანთა მოდგმამ მღვიმეში. ოღონდ სენივით არ გადმოგვადოთ უსახლკარობა, უფულობა, უკმარისობა. ხიდს არ გადასცდეთ. ნურც ძალიან გადმოიხრებით თქვენი ფორთოხლის ხეებივით. დააკვირდით მხოლოდ დურბინდით: ვინ გაიარა თქვენს ეზოში, თქვენი წყალი ვინ დალია, ჯვარი დგას თუ წაქცეულია სასაფლაოზე. აქ, მაგიდაზე, გადარჩენილი ფოტოები დევს: ორსართულიან სახლს ღებავენ. ეშბას ქუჩა. 33. გაზაფხული და სოხუმში მზეა. თხუთმეტ წლიანი განსხვავებით - მეორე კადრიც: ამავე სახლის აფეთქებული კედლებიდან ძაღლის მზერა ჩანს. ნატრობს ქვიშაზე მოხარშულ ყავას ნაცნობი კაცი. სოხუმში დღეს წვიმს. დილით ღელვა გამოაცხადეს. აქ ნუ დადგებით, აქაურობაც დანაღმულია. ეკა ქევანიშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1664
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ... ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1665
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი.. თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია ღამის გრიგალი თავზე მევლება სიკვდილის გარდა კიდევ რა ქვია ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას.. ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ, ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე. რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი ტერენტი გრანელი -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1666
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
....როდესაც მზეი...
ანა კალანდაძე როდესაც მზეი თბილი სხივით მინდვრებს შემოსავს და ცვარნაპკური შეირხევა მთაზე მოცხარი, ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა, ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს პირჯვარს მოძღვარი... ---შენ ისე ღრმა ხარ--- ანა კალანდაძე შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრა ხარ… სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა… შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო… შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულო ცაო… -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1667
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
ციური კიდე წერს ლექსებს? ვინმე მოყვარე არ ყავს რო უთხრას დაანებოს წერას თავი? ![]() მომენატრე შენ დას ვფიცავარ ![]() ![]() "სად გაგონილა ასეთი სიყვარული თითქოს ფეხზე მდგარს სხვის სახლში მძინავს..." -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Маиа |
![]()
პოსტი
#1668
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
Марина Цветаева
* * * Если душа родилась крылатой — Что ей хоромы — и что ей хаты! Что Чингис-Хан ей и о — Орда! Два на миру у меня врага, Два близнеца, неразрывно-слитых: Голод голодных — и сытость сытых! --- Я улыбаться перестала, Морозный ветер губы студит, Одной надеждой меньше стало, Одною песней больше будет. И эту песню я невольно Отдам на смех и поруганье, Затем, что нестерпимо больно Душе любовное молчанье. Анна Ахматова -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
kolxis qaluka |
![]()
პოსტი
#1669
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 186 რეგისტრ.: 30-May 09 წევრი № 7,056 ![]() |
* * *
მოჰქონდათ ეტლით კუბო ჩემი უკანასკნელი, რეკავდნენ ზარებს, ხარხარებდა არარაობა, ვიღაცა ხსნიდა ჩაჟანგებულ აკლდამის კარებს და კარი, ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა. შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ნაზად მკოცნიდა და მიხუტებდა, როგორც სატრფოს ხვევნა-სიცილით, თმებს მიწეწავდა, თვალებიდან სხივებს მაცლიდა, ვიყავით ორნი შავ კუბოში: მე და სიკვდილი. ჩემს ირგვლივ იყო დანახული წამწამთა კვდომა, კუბოს ხვრელიდან ჩამესმოდა ხალხის ტირილი და ვერ გამეგო, რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა... ნუთუ, დააკლდა ამ ხალხს რამე, ჩემი სიკვდილით?! კვლავ ორნი ვიყავით შავ კუბოში: მე და სიკვდილი, უკანასკნელი, ვნებიანი ჩემი მიჯნური! -------------------- [color=#000099][size=7][i][b]ნცაშა ეხდით[/b][/i][/size][/color] |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1670
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
Люблю высокие соборы,
Душой смиряясь, посещать, Входить на сумрачные хоры, В толпе поющих исчезать. Боюсь души моей двуликой И осторожно хороню Свой образ дьявольский и дикий В сию священную броню. В своей молитве суеверной Ищу защиты у Христа, Но из-под маски лицемерной Смеются лживые уста. И тихо, с измененным ликом, В мерцаньи мертвенном свечей, Бужу я память о Двуликом В сердцах молящихся людей. Вот - содрогнулись, смолкли хоры, В смятеньи бросились бежать... Люблю высокие соборы, Душой смиряясь, посещать. [Александр Блок] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1671
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
ციტატა ციური კიდე წერს ლექსებს? ვინმე მოყვარე არ ყავს რო უთხრას დაანებოს წერას თავი? სანამ ის ავტორი, გვარსარდავასახელებ და შენ რო მის ლექსებზე ნეტარებას განიცდი ხოლმე, პოეტობას იბრალებს... ციური კი არა, რატო კარლოც არ დაიწყებს წერას ![]() ციტატა მომენატრე შენ დას ვფიცავარ ტყუილზე ჩემს დას რატომ იფიცებ, საზიზღარო ![]() ![]() ...ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც, სულ ეს იყო, რაც დაგვასწავლეს და გამოგვისტუმრეს აქეთ, ცხოვრებაში, რომელიც ისეთი ძნელიც არ გამოდგა, როგორც გვაფრთხილებდნენ, არც ისე ადვილი, თვითონ რომ გვეგონა. ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ვუთხარი ჩემს შვილს და გაკვირვებით რომ შემხედა, თვალი ჩავუკარი. ადამიანი შეიძლება, გავუმეორე, შეიძლება ადამიანი... ზ. რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1672
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ანა კალანდაძე
დაღუპა რომი ფუფუნებამ, გაიხრწნა რომი, დაემორჩილა ბრძენთა ნებაც მამონას სურვილს... გაოცებული იუდეა უმზერდა მახვილს, რომელმაც ხორცზე აღაზევა მარადი სული! თუ მეჭურჭლესა ჭურჭელი ვერ ეტყვის ავად შემქმენო, კაცმან ვით ჰკადროს შემოქმედს, ესე რად ესრეთ მიქმენო.... თუ თავს ვინ განიკითხვიდეს, სხვასა აღარას აბრალებს, თვისის ცოდვისა მხილველი ღმერთს სხვასაც ბევრს შეაბრალებს -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1673
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
და წარადგინეს უფალი ჩვენი, ვით ავაზაკი, ხალხის წინაშე... ბრბო გუგუნებდა... სისხლის მონატრულ ლერწამიც იყო პალესტინაში... -გაუშვით მკვლელი, ო, განუტევეთ, დე, მისი სისხლი... ზღოს უფლის სისხლმა! და... სასოება... დაფარა შურმა და... სიყვარული... წალეკა ზიზღმა! და აღიმართა წამების ჯვარი შეუცოდებელ სულის წინაშე... დაოკდა რისხვა... პალესტინაში... ჭიანჭველსაც... სწყუროდა სისხლი! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nino84 |
![]()
პოსტი
#1674
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
აქ ჩემი სახე მეჩვენება ტორიადორად,
ტოლედოს ცირკსა რომ ანათებს ამაყად მდგომი, ქვეყნის მოწყენა და ტირილი ჩამომაშორა, სად არის ხალხი? მე მზადა ვარ დავიწყო ომი! პაოლო იაშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]() ![]()
პოსტი
#1675
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
უდროო დროს ქოხმახის გაღვიძება,
მასპინძელო!-როგორც თოფის დაკვრა. ხვევნა,კოცნა,ათასი დაფიცება, ლაფაროში მაინც ქათმის დაკვლა.. უცბად-წყვილი ნაღვერდალი აკვნიდან. უფლის ცრემლის ყავრიდან ღაპაღუპი. სველი ცეცხლი,წუთში ქუხნა-სახლიდან, მჭადისმცხობლის ხელების ტყაპატყუპი. ტკბილო რაჭავ,ჭრუჭს გადაღმა ჩემი ხარ! წერეთლისას ვსვამ ქიმიურ მაჭარს. იმერეთო,მაინც შენ მირჩევნიხარ, კარზე ბოქლომ დაკიდებულ რაჭას! მ.ლებანიძე ![]() ![]() ![]() -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
Маиа |
![]()
პოსტი
#1676
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ვ ე ლ ა დ
გზაზე ნისლი ამიცურდა, ვით ნიავი დანაბერი. ველად მხოლოდ ია მსურდა, ია, მეტი არაფერი. ვეძებე და ძლივს ვიპოვე ბუჩქის ძირას ანაფეთქი. ჩუმად მკითხა: გინდივარო? მე შემრცხვა და... არა-მეთქი ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nino84 |
![]()
პოსტი
#1677
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...სამხრეთ აფრიკის მაღაროებში თეთრი
და შავი მემაღაროენი ერთი ფერისანი არიან. კარლო კაჭარავა -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ninela |
![]()
პოსტი
#1678
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 ![]() |
ბრიყვები
ანონიმი ავტორი თარგმანი რუსულიდან – ლევან ბრეგაძე ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი, ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება, რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი, მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად გაუგებრობა ჯანსუღ ჩარკვაინი შენ რომ გგონია ზეცის ბოდვები, ის ქარი მთისკენ ანაქროლია, შენს ბედისწერას ვერ გაშორდები, _ არცა თქვა, _ `ბედი არა მქონია~. დიდი იმედის ნუ გაქვს იმედი, უდავოდ ენდე, თუ ის გენდობა, გწამდეს იმედის, თუნდაც მცირედის, მკრეხელობაა უიმედობაც. გაოგნებული მიმზერ ვით ხარი, ვაჰ თუ გგონივარ ღმერთი გამრიგე, _ ხომ ვერ გაიგე, რაც მე გითხარი, და შენ გგონია, რომ მე გავიგე? (სამი დღეა...) მუხრან მაჭავარიანი სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ: სამი დღეა გულმოდგინედ წვიმს... მომანატრა, მომანატრა, ნეტა — რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა — ის. ნინო ჭავჭავაძეს გიორგი ლეონიძე თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი, ახლაც მინათებს შენი მშვენება... შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება! შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც და გაჟრჟოლება მათი გულისა, თავშესაფარი რამდენ ოცნების, იყავ ბანაკი გაზაფხულისა! შენს სილამაზის იქით _ ბნელდება, დაიხურება ცისკრის კარედი; შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი. ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ, ათას წელს გასძლებს შენი მშვენება; შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო, შენგან არასდროს მომესვენება. ყივჩაღის პაემანი გიორგი ლეონიძე «...ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა...» მუხრანული ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. ღამე ივერიისა გიორგი ლეონიძე ისევ აყვავდა გული ვარდივით და ისევ მინდა შენზე დავწერო... დარიალიდან გადავარდნილი ხაზარეთისკენ მისცურავს წერო. დახანძრებული წევს ივერია, მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს, მეტივეები სადღაც მღერიან, სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე... სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები, ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი. ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები... სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი. სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით, ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ... დარიალიდან გადავარდნილი ხაზარეთისკენ მისცურავს წერო... (ზღვისპირას...) ვახუშტი კოტეტიშვილი ზღვისპირას, სადაც იშლებიან ოლეანდრები, ზღვისპირას, სადაც აბურძგნულა პატარა პალმა, დღეს შენი თავი გამახსენა უცნობმა ქალმა და დღეის შემდეგ კიდევ უფრო მომენატრები... ზღვისპირას, სადაც იშლებიან ოლეანდრები, ჩემი ფიქრივით მოწყენილა პატარა პალმა... სიყვარული ვახუშტი კოტეტიშვილი შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება. სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _ სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა. მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!.. -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1679
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...გაიხსენე, გაიხსენე,
ბიოლოგიის მასწავლებელი, ქალბატონი ესმა, ყოვლად მგზნებარე და გულმეცნიერი მასწ, რომელიც გმოძღვრავდა, რომ, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის გარდაცვალება განუზომელი ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის, ახლობლებისათვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, სიკვდილიანობა აუცილებელი პირობაა კაცობრიობის სრულფასოვანი განვითარებისთვის, მოსავლისთვის, ნიადაგისათვის... ...გოგო იყო, ეს კი გახსოვს, რომელი - არც აქვს მნიშვნელობა, წინა მერხიდან მოგიბრუნდა, გიჩურჩულა, "გუშინ რა ჭამე?" შენ, დაბნეულმა, "კართოფილი", მან კი, ჩურჩულითვე, "გუშინ შენ ბაბუაშენის ბაბუა ჭამე!" და აირია ყველაფერი, გაიხსენე, ყველაფერი დატრიალდა, ყიჟინით, როგორც ველურები ნანადირევის გარშემო, შენს ირგვლივ ბრუნავდნენ მერხები და კლასელები, და კედლები პორტრეტებით - დარვინის, ბრეჟნევის, შავი ფარდები, ფიტულები, ემბრიონის ფერადი სქემა... ...და რაღას უცდი, გაიკითხე, მისამართი ექნება ვინმეს ან ტელეფონი, - დალიე და მიადექი ქალბატონ ესმას, თუ, რა თქმა უნდა, ჯერ თვითონვე არ შეწირვია კაცობრიობის სრულფასოვან განვითარებას, უხვ მოსავალს და ნოყიერ ნიადაგს, მიადექი და ამაყად განუცხადე, რომ მან ბავშვობაში ტრავმა მოგაყენა, რომ მისი ბრალია, რაც გჭირს, ყველაფერი, უძილობაც, უმეგობრობაც... ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1680
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი. შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან ჩემი სიზმრები და სურვილები. პატარა სახლი ლიბომოშლილი - ერთი პაწია ყანჩის ფიტული მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით, ზედ ცაზე იყო გადმოკიდული. ღამით კოშკიდან ოქროს დალალი ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი, მეც ამოვსულვარ შენთან მალულად, ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში... ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით და ძველი სუსხით შევირთვილები, დამესევიან და გამძიძგნიან ძველი სიზმრები და სურვილები. შოთა ნიშნიანიძე -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 05:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი