![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
nino84 |
![]()
პოსტი
#1681
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
დაგვტოვეთ მარტო!..
მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა, იმ საზღვრის ხაზთან, იმ შავ ხაზთან დღეს მეც შევჩერდი. დაგტოვეთ მარტო- ერთი სიტყვაც მაქვს ქვეყანასთან, დაგვტოვეთ მარტო ახლა მე და ეს მზისქვეშეთი... ირაკლი აბაშიძე -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1682
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...მე ხომ მგზავრი ვარ,
ჭუჭყიანი, დაღლილი მგზავრი, დასასვენებლად მოვედი და არც კი გრცხვენია _ ისე მექცევი ფეხით მავალს, როგორც ცხენიანს, და ისევ სადღაც შორეთში მგზავნი... ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1683
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან.. ერთხელ მინდა გავახილო თვალები და... გითხრა,როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან... მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ ძილში შემკრთალს, შენმა ტუჩმა დააფინოს კოცნა ბაგეს.. ერთხელ მინდა დავიძინო მხოლოდ შენთან გავეჯიბრო შენს სიზმარს და შენს წილ ღამეს. გული მერე სიყვარულმა გამიგიჟოს სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ დამიფიცო "შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება" ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან ერთხელ მინდა გავახილო თვალები და... გითხრა როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან!!!! -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1684
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
ციტატა ...გაიხსენე, გაიხსენე,ბიოლოგიის მასწავლებელი, ქალბატონი ესმა,ყოვლად მგზნებარე და გულმეცნიერი მასწ,რომელიც გმოძღვრავდა, რომ, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის გარდაცვალებაგანუზომელი ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის, ახლობლებისათვის,მაგრამ, მეორეს მხრივ, სიკვდილიანობა აუცილებელი პირობააკაცობრიობის სრულფასოვანი განვითარებისთვის,მოსავლისთვ ს, ნიადაგისათვის......გოგო იყო, ეს კი გახსოვს, რომელი - არც აქვს მნიშვნელობა,წინა მერხიდან მოგიბრუნდა, გიჩურჩულა, "გუშინ რა ჭამე?"შენ, დაბნეულმა, "კართოფილი",მან კი, ჩურჩულითვე, "გუშინ შენ ბაბუაშენის ბაბუა ჭამე!"და აირია ყველაფერი, გაიხსენე, ყველაფერი დატრიალდა,ყიჟინით, როგორც ველურები ნანადირევის გარშემო, შენს ირგვლივ ბრუნავდნენმერხები და კლასელები, და კედლები პორტრეტებით - დარვინის, ბრეჟნევის,შავი ფარდები, ფიტულები, ემბრიონის ფერადი სქემა......და რაღას უცდი, გაიკითხე, მისამართი ექნება ვინმესან ტელეფონი, - დალიე და მიადექი ქალბატონ ესმას,თუ, რა თქმა უნდა, ჯერ თვითონვე არ შეწირვიაკაცობრიობის სრულფასოვან განვითარებას, უხვ მოსავალს და ნოყიერ ნიადაგს,მიადექი და ამაყად განუცხადე, რომ მან ბავშვობაში ტრავმა მოგაყენა,რომ მისი ბრალია, რაც გჭირს, ყველაფერი,უძილობაც, უმეგობრობაც...ზვიად რატიანი რა მაგარი ლექსია, სად გაჩითე? ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1685
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
ციტატა რა მაგარი ლექსია, სად გაჩითე? "მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა..." აღარ გახსოვს? ![]() ![]() აქ ნახე სრულად http://arili2.blogspot.com/2008/02/blog-post_9900.html ა კიდე: ...მასმერეც ბევრჯერ გასტეხია დედაშენს ძილი დიდხანს ცრემლების საცეცებით დაგეძებდნენ სიბნელეში მისი თვალები სამყარო კი დიდი იყო ღამეც დიდი ხოლო შენ მთვრალი სადგურის ხიდის მოაჯირზე შემომდგარი ქარს უმტკიცებდი არარსებულ გამოგონილ სევდიან სიკვდილს... -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1686
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
... წინათგრძნობაც საქმეა მაგრამ
რამ მიგახვედროს ზუსტად საიდან მოდის საფრთხე: გრძნობები ვერ ფლობენ ფორმებს მეტყველების საათის ცნობა არ იციან ვერც მარჯვენას და მარცხენას არჩევენ დასამალი კი იმდენია მთელი ცხოვრება სულ რომ წერო ვერ ამყოფინებ. . . . . ბუნებაში არსებობს რაღაც, რაც არ არსებობს. ამიტომ სრული უფლება აქვს პოეზიას, იყოს მშვენიერი. ვისთვის - როგორ; ჩვენთვის - მშვენიერი!... ზ.რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1687
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
nino84
ისევ მე და შენ გავაგრძელოთ ![]() "პოეზია მოგონებაა, მოგონება იმის, რაც იყო..." ბ. ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1688
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ვისაც ვინ უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი –
მე მიყვარს ღორის დაკვლის დრო, ცეცხლზე მწვადების ტრიალი, ფეხებქვეშ თოვლის ხრაშუნი, ზედ ინდაურის ფრთხიალი, ხაშლამა დიდი მათლაფით, ჭიქებში ღვინის ჩხრიალი; ზაფხულში ჩრდილში ქეიფი, ზემოთ ფოთლების შრიალი, ხმააწყობილი სიმღერა, თანაც ჩონგურის წკრიალი; სტოლს ქალი ალამაზებდეს, ჭაღარშერთული თმიანი. ქალი ქვრივი უნდა იყოს, რა საჭიროა ქმრიანი? სანდრო სამადაშვილი -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1689
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ვისაც ვინ უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი – მე მიყვარს ღორის დაკვლის დრო, ცეცხლზე მწვადების ტრიალი, ფეხებქვეშ თოვლის ხრაშუნი, ზედ ინდაურის ფრთხიალი, ხაშლამა დიდი მათლაფით, ჭიქებში ღვინის ჩხრიალი; ზაფხულში ჩრდილში ქეიფი, ზემოთ ფოთლების შრიალი, ხმააწყობილი სიმღერა, თანაც ჩონგურის წკრიალი; სტოლს ქალი ალამაზებდეს, ჭაღარშერთული თმიანი. ქალი ქვრივი უნდა იყოს, რა საჭიროა ქმრიანი? სანდრო სამადაშვილი არამართლმადიდებლურია, ძმაო, და ამისთვის სდააც ჯერ არს, ჩაგაშპიონებენ ![]() პ.ს. ეშხიანი კია და ![]() ![]() აბუ საიდი *** იუდეველნიც, ქრისტეანნიც შენზე კვნესიან, შენზე ღაღადებს სინაგოგა და ეკლესია, საკერპეებში წარმართებიც შენზე გალობენ, შენა ხარ ერთი, ვისი ხილვაც უამესია. *** ხელთ რომ აღიღე, მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ, სახე რომ მომეც, მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ, ჩემთა საქმეთა სადავენი შენს ხელს უპყრია, რაც თესე, იმკე. _ მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1690
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ბეთანიის გზაზე
ასკილი, მოცხარი, მოცვი... გზადაგზა კუნელიც გვხვდება... აღარ წვიმს... ლამაზი მხრები გაშალეს ლამაზმა მთებმა... მივდივართ, მივდივართ, ცივი სექტემბრის ქარები ქრიან... სველ გზებზე წაბლის და იფნის და მუხის ფოთლების ყრია... მოვედით სამადლოს ხევთან... ნისლებში დანთქმულა ისიც... მე მინდა... სულ ვიყო შენთან, როგორც ეს მთები და ნისლი! ასკილი, მოცხარი, მოცვი, გზადაგზა კუნელიც გვხვდება... აღარ წვიმს, ლამაზი მხრები გაშალეს ლამაზმა მთებმა... -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1691
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
* * *
მე აღარ ველი მას, როგორც მიწა მზის მოახლებას ელის ნიადაგ... ო, აღარ ველი მას, როგორც ვარსკვლავს - ხავერდოვანი ღამის წყვდიადი... -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nino84 |
![]()
პოსტი
#1692
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...რატომ თავიდანვე არ ვიშორებთ იმას,
რაც შემდეგ უნდა ტკივილით ვკარგოთ?! ვინ მისცათ ნება, თითო -თითო ფურცელი გვაძრონ და ყველაზე უფრო მკაცრი დროის - ზამთრის წინაშე - შიშველი დაგვდგან! მოვიშოროთ ყველაფერი, რაც ბუნებისგან გვაქვს ნაბოძები, რადგანაც ისიც კი არ ვიცით: გულით გვაჩუქეს თუ დაცინვით გამოიმეტეს... ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1693
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
არამართლმადიდებლურია, ძმაო, და ამისთვის სდააც ჯერ არს, ჩაგაშპიონებენ ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1694
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ეს გაზაფხული
მე მოვიყვანე, რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე და რაკი ზამთრით გადაიღალე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე. სხვამ სხვა წაიღო, მე მერგო მწვანე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე. ვიხმარე ხერხი და გადმოვხარე, ვიძალე ძალით და გადმოვძალე, ყოველი ფერით გადმოვითვალე, ყველა ყვავილით გადმოვიშალე, ყოველი წვეთით გადმოვიცალე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე. ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ვიწვალე, მიშალეს, მაგრამ არ დავიშალე, ჩემი ცრემლებით გზები ვუმშრალე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე. და ახლა ორნივ შენს წინა ვდგავართ, – იმას ჩავიდენთ, რასაც გვიბრძანებ. ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1695
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
* * *
უფრთხი ჩემს სახელს და მაინც მთვარის ბილიკს მოჰყვები: ჩვენ ვარსკვლავები მოგვიწოდებენ ჩვენი ქოხებით და ყვავილებით, მთვარით სავსეა ყოველი წამი. წამიერ მხოლოდ ეს ჩვენი შეყრა: მე ისევ წავალ,- როგორც ეს ორი ჯადოქარი- მთვარე და ღამე... -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nino84 |
![]()
პოსტი
#1696
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
მელაპარაკე,
ულამაზეს შენი ნოტებით... შემომეშველე ტკივილების დამიწებაში... მელაპარაკე, ვიდრე წავალთ, განვიტოტებით, ჩვენ ჩვენი გზებით სამუდამო დავიწყებაში... მელაპარაკე, ცაზე ნაწერ, შენი ნოტებით... გიორგი საჯაია -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1697
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა. ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად და წამოვიდა დემონსტრაცია, როგორც შეშლილთა ლექსი. მე კი ღიმილი, როგორც ნატკენი ფრთა, ძირს მეთრევა და უხერხულია. ვერ ავიკეცე. ვერ ვიმაგრებ. ჩემს ღიმილზე ებიჯება სუყველას ფეხი - ხალხმრავლობაში უარესია. თურმე თავსხმაა. ავიხედე - წვეთები გვანან პაწაწინა მეგაფონებს, რომელთაც დავსდევ და სათითაოდ ყოველ მათგანს ვუკითხავ ლექსებს. ეს სიგიჟეა. ერთი წვეთიც არ დამრჩენია. და მახსენდება ბლანტი სცენა სავსე დარბაზში, სადაც ავედი ზუსტად ისევე სულელურად, როგორც ოდესღაც ბავშვობისას, როდესაც დედა მიკვდებოდა და მაგიდაზე შევდექი შიშით, რომ ახლოდან გაეგონა ღმერთს ჩემი ლოცვა... მაია სარიშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1698
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
დაგვტოვეთ მარტო!.. მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა, იმ საზღვრის ხაზთან, იმ შავ ხაზთან დღეს მეც შევჩერდი. დაგტოვეთ მარტო- ერთი სიტყვაც მაქვს ქვეყანასთან, დაგვტოვეთ მარტო ახლა მე და ეს მზისქვეშეთი... ირაკლი აბაშიძე აუუ რა მაგარიააა ![]() ![]() ![]() მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი, ძვირფასო, მოსვლა რათ გაგიძნელდა... ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე... ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარებ არხევენ ტირიფს... მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას , და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს... ასე გაივლის წამება,ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით, მოხვალ დაღლილი მეტყვი როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები... თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და უმლობელი, და ეს თვალები ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის... ტ.გრანელი ![]() ![]() -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1699
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...როცა ქუჩაში არ ხარ და ქუჩას გაჰყურებ,
რაღაც მაგია ეუფლება დამშეულ მზერას და ხედავ იმას, რის დანახვაც დაიმსახურე, და კვლავ გინდება დაუწერელ სიტყვების წერა. მე ვხედავ: ქუჩამ დაივიწყა თავის გიჟები, ისევე, როგორც მე არ მახსოვს ჩემი ბავშვობა. წარმოვიდგინე ჩემი თავი ქარის ნაშობად და ცხელი მზერით უცხო სხეულს ვეპატიჟები. რატომ მიჩნდება გრძნობა, თითქოს იმ მოსახვევში, რომლის ნაგვიან კუთხესთანაც ეს გზა გამიყვანს, ვიღაც დამხვდება, ან გამაწნის სილას სახეში, ან გამიღიმებს, ხელს მომხვევს და სადმე წამიყვანს... ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1700
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...მე ამ ქალაქში არ მოვკვდები. მაპატიე,
მე ყოველთვის მიზიდავდა ცუდი სიზმრები, საშიში სიზმრები, სისხლიანი, ველური სიზმრები, ვთქვათ, როცა ჩემები კვდებოდნენ ჩემთვალწინ... მიზიდავდა, მიყვარდა, რათა მეგრძნო სიხარული გაღვიძებისას, მიხვედრისას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარია. და რომ ყველაფერი კარგად არის. უფრო კარგადაც, ვიდრე არის. მაპატიე, ლექსებიც კი, ეს უწყინარი, მექანიკური არსებები, შეხედე, ჩემს ხელში როგორ გაბოროტდნენ. ხოლო სული და ყველაფერი, რასაც დაუსწრებლად ვიცნობთ და პატივს ვცემთ, სიტყვებით არა, არც დუმილით, შიშით ითქმება. ზ.რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 05:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი