![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
nino84 |
![]()
პოსტი
#1701
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
დედები
“…უპასუხოდ გადაყლაპეს ყველა საყვედური, რომელიც ვუთხარით…” ზვიად რატიანი ”მამები” გაზაფხული აქ ისეთივე უდანაშაულოა, როგორც ჩემი სურვილი, ჩვენს ორმხრივ სიყვარულზე გესაუბროთ. გადანახულ სიმართლეზე უნდა მოგიყვეთ, აქამდე რომ ვერ გაგიმხილეთ. რაც ამ ვიწრო სამყაროში გამოგვისტურეთ, სამუდამოდ წაგვართვით შანსი თქვენს ბუდეში შემობრუნების. თუმცა ვრჩებოდით ხშირად პირისპირ, არ გაგიმეტეთ, ან ვერ გავბედეთ, ნამდვილ ამბებზე გველაპარაკა. ვერც მაშინ, როცა სასკოლო დღიურებს თქვენს მაგივრად ხელს ვაწერდით. ვერც დიდობაში, როცა ვწერდით ავტობიოგრაფიას, სადაც ვამბობოდით ”დედა”, გვინდოდა გასწვრივ ჩაგვეწერა _ ყველაფერი(ა), ფრჩხილებში (მტკივა). ვერც დღეს, როცა თქვენს კითხვებს უხერხულ ღიმილს ვაგებებთ პასუხად, ხელები შემოსახვევად გვიგრძელდებიან, მაგრამ მუხლისთავებზე ვიწყობთ სასამართლო დარბაზებში გამოფენილი სამხილებვით. ახლა როცა თვალი გულში ჩავიბრუნეთ, ფიქრები ქვებივით აღარ დადუმდნენ, სიმძიმე სიტყვებით გამოიხსნეს. ჩვენი დედები, ერთადერთები, რომლებმაც გაგვაჩინეს სურვილით და სიყვარულით. ჩვენი დედები, რომელთაც ჰქონდათ სითამამე და გამძლეობა სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტისათვის და არ ჰქონდათ ფული _აბორტებისთვის. გვაჩენდნენ ალალბედზე, არასასურველ მაგრამ გარდაუვალ შვილებად. ვიზრდებოდით ერთად, რაც ყოველდღე გაკლდებოდათ თქვენ, გვემატებოდა ჩვენ და ვიზრდებოდით, მამებისა და მამრებისაგან დაცულნი. ვიზრდებოდით დედებად და ქალებად, ზოგჯერ საკუთარ დედებზე ხანდაზმულებიც. თქვენ, დაღლილები ჩვენი სიყვარულით, კეთილდღეობაზე ზრუნვით, დგებოდით რიგში ღმერთთან და ჯიბრში ეშმაკთან, ჩვენი პირველობისთვის. გვითვლიდით ცხოვრებას წინასწარ, ცდილობდით აგერიდებინათ მოსალოდნელი განცდების სიმძაფრე. შვილები კი ვეხებოდით ჩვენს საიდუმლო სურვილებს ღამით, როცა თქვენ ხედავდით უშფოთველ სიზმრებს და დაღლილები ჩვენს ცხოვრებაში მოგზაურობით, უბრუნდებოდით საკუთარ თავს. დედებს, რომლებსაც ვერასდროს გავუმხილეთ ნამდვილი ფასი ჩვენი ტკივილების და ახალი კაბების, რადგან ვიცოდით, შევაშინებდით მათი სიძვირით. ჩვენ, საერთმანეთოდ ღიას და ერთმანეთისთვის ჩაკეტილებს, გვქონდა გასამხელი ამბები, მაგრამ ვითმენდით და გრძნობებს უკან ვიბრუნებდით. დედები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენს მამებთან, უყვარდათ სხვისი მამები და საიდუმლო უფრო ახლოოვებდათ ერთმანეთთან. ბუნებრივად გიჩნდებოდათ თმაში ჭაღარა, რომელსაც ხდიდით თვალსაჩინოს ან იღებავდით ჩვენი დარდებით. მე გიცნობთ თქვენ, გადაღლილებს თავის მართლებით, რომ ასე ცხოვრება თქვენი კი არა, თავად ცხოვრების არჩევანია. მე გიცნობთ თქვენ, შეშინებულებს, რომ ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს ოთხი სული, არ ეყოფოდა ოთხი პური, რადგან მამები წაგართვათ ომმა და ნახეთ შიმშილის შიში. გნახეთ, როგორ მიდიოდით წინასწარ წაგებულ ომებში და ფსონს შვილებზე დებდით. გნახეთ ტყვიის რიგში, როცა სხვა დედების შვილებმა დაგიხვრიტეს საკუთარი შვილები და თქვენ ტიროდით ორთავე დედის მაგივრად. გნახეთ სხვა ქვეყნებში გადახვეწილი, სხვისი დედების მოსავლელად, რომ ჩვენ, როგორც ბავშვობაში, ისევ დაგვეჯერებინა, დედები არ ჭამენ დაშაქრულ მარწყვს. როცა ქუჩაში, გადასასვლელზე, სხვის მოხუც დედას ვაშველებთ ხელს, საკუთარ სიბერეს ვუდგამთ ყავარჯენს. ჩვენი დედები, სასიგნალო ანძებივით მარტო დარჩენილები და გაკიდულები გაშლილ სივრცეში. დედები, რომლებსაც ავუშენეთ მოხუცთა და მიუსაფართა თავშესაფარი, უფასო სასადილოები გამოსაკვებად და სადგურები შვილების მისაბარებლად. დედები, რომლებსაც შევატოვეთ ბავშვობის სახლი, მივუსაჯეთ მოლოდინი და მზერა ჭიშკრისკენ. მარტოობით დაკავებულებს და გულნაჯერებს, მონატრების ამოსაქოლად შევუძინეთ მობილური ტელეფონები და შევიძინეთ სიმშვიდე, ანგარიშის შევსებიდან - ანგარიშის ამოწურვამდე. მათ, ვინც გვიცნობს შიგნიდან და გარედან, მოვუნიშნეთ ერთი დღე კალენდარში და დავიჯერეთ, რომ დედის დღიდან _ დედის დღემდე არ დავიფიცებდით ტყუილზე. საოჯახო ალბომებში ვინახავთ მათ ფოტოებს, შავ -თეთრ სურათებს, ჩვენი ფერადი ბავშვობის გემოთი და ვარჩევთ, რომელ ფოტოზე გამოიყურება დედა ლამაზად, საფლავის ქვისთვის ანდა ჩარჩოსთვის. და დედაჩემი, რომელსაც დღემდე ვერ გაუმხილე, რომ მიყვარს. და ჩემი დედა, რომელსაც არასდროს წავაკითხებ ამ ლექსს, რადგან მასწავლა სიმართლის შეფუთვა და არგამხელა, თუკი სიმართლეს ახლდა ტკივილი. და მეც, ისეთივე უდანაშაულო ვიქნები, როგორც ეს ლექსი, გაზაფხული და ჩემი სურვილი, დღეს ხმამაღლა ვილაპარაკო. ნატო ინგოროყვა -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
mak |
![]()
პოსტი
#1702
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
რა კარგია,რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ, დღეს, გადატყავებული ხელისგულებით ჩაჭრილი მაჯით, დასერილი შუბლით, ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით, რადგან ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტად დაეცი, დაეცი ერთხელ,ორჯერ,სამჯერ- დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში, დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან ფორიაქით და ბორძიკით გამოსული, დაეცი და მიხვდი - მიხვდი,რომ ჭეშმარიტად დაეცი- დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს, სისხლი,ვით მელანი, თითებისაკენ ჩაედინება, კალმისტრისაკენ იკვლევს გზას, და შენც წერ ლექსს და ბედნიერი ხარ, რადგან პირველად ცხოვრებაში ჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე, რას ნიშნავს ეს- დაეცი- დაეცი შენს ქალაქში, შენს ქუჩაში , შენი ხალხის თვალწინ, შენი ხალხის ფეხებთან, დაეცი, დაეცი, დაეცი... რათა წამოგაყენონ, რათა მიგიყვანონ სახლში, რათა მოგიარონ, რათა მოგეფერონ, და შენს,- ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა,- ადგე და მშვიდად განაგრძო დაცემულთა გზა... -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1703
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
mak
ციტატა რა კარგია,რომ მიხვდი, რომ დღეს ბედნიერი ხარ, დღეს, გადატყავებული ხელისგულებით ჩაჭრილი მაჯით, ![]() როგორც მახსოვს, ეგ ლექსი ხარანაულზე აქვს დაწერილი ![]() ............................................... ბათუ დანელია მაღალ ქედებს ძილი მოსავთ ზესთა, სძინავს ტყეში ფრთოსანს, სძინავს ხეს და ძილს მიეცა მინდორ-ველიც, ყველაფერი ნეტარ ძილში იძირება, შენც სულ მალე გელის მიძინება. -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1704
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ, ბედმა მიწაზე დამტოვა. შენ ხარ ჩემ სულთან ახლო და სული მუდამ მარტოა. ისევ ლექსებთან ვრჩები და ლექსი სულის ლანდია. მეგობარია ჩემი ეს ნიკო მაკალათია. შენი ხმა ისევ მესმის, გარშემო უფრო ნისლია ჩემი ყოველი ლექსი მხოლოდ გული და სისხლია. ტერენტი გრანელი -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nino84 |
![]()
პოსტი
#1705
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...მე მიხარია –
ის საყვედურს ვერასდროს მეტყვის, რაც ნიშნავს – გლეხის საუზმეზე ღარიბად ვცხოვრობთ, რომ რახანია )ბანზე( სვენებით ამავალი კიბეც ჩაინგრა. გიორგი კეკელიძე -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1706
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი. იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა, გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი. წვიმის წვეთები მარცვლების ხელა, სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით. თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს, ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს. ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს, როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს. როგორ, საიდან... არ იცის თვითონ. ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი. მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ, ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი. გალაკტიონ ტაბიძე -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ნონა |
![]()
პოსტი
#1707
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
მოდი
წვიმა როგორ მოვა, ცაა ცარიელი, დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა... მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა. გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება... სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება. მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად, გთხოვ და... ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება. მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა... თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი... თუნდაც გამებუტე... მოდი, ჩამეხუტე. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1708
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ნონა
ვისია? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნონა |
![]()
პოსტი
#1709
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ნონა ვისია? თამარი_ცქნაფო ნიკა ჩერქეზიშვილია ავტორი ![]() თანამედროვე ქართული პოეზიის ხმაა ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1710
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
თამარი_ცქნაფო ნიკა ჩერქეზიშვილია ავტორი ![]() თანამედროვე ქართული პოეზიის ხმაა ![]() ძალიან კარგი, ოღონდ სულ ამას გთხოვთ და გაითვალისწინეთ, კარგი იქნება. ავტორი მიუწერეთ. რატომ დავუკარგოთ ავტორს ღვაწლი? ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნონა |
![]()
პოსტი
#1711
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ვიეგოისტებ
მომხედე! ახლა ერთგულება ისე მჭირდება, გავნიავდები, გავქარდები ზეცაში ვიდრე, მომხედე ახლა, შეგრძნებების ცეცხლი ღვივდება, და შენკენ ისევ გაგუდული ძახილით მიწვევს. გადავცდით მზისგან აყვავებულ თოვლიან ხეებს, დროსაც ვაჩუქეთ ფრაზები და სივრცეებს ვერწყმით, ჩვენ ჰაერი გვაქვს საერთო და მთლიანობისთვის, როგორც არასდროს, ახლა ისე გვჭირდება ფრთები. ისუნთქე ჩემით, საფეთქელზე დამაწვი ბაგე, რომ მერე ჩვენი შემოდგომის ფოთლებს ვეურჩო, რომ ვიკამათოთ, დამაჯერე როგორ გაკლივარ, ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი - მე უფრო. მომხედე, ახლა, საზღვრებიდან როცა გავდივარ, არდაბრუნების აპათია არ დამეუფლოს... ცქნაფო ![]() ავტორი: თეა თაბაგარი -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1712
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
მაგარია რააა
აბუ ალი იბნ სინა * ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო, ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო! ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი, მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო! როდესაც თავხედს და თავნებას ემსახურები, რა შემზარავი გეჩვენება სამყარო მაშინ. ისიკავა ტაკუბოკუ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნონა |
![]()
პოსტი
#1713
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
საქართველოს
მწიფე ნატვრები უკვე აღარ არის საჩემო, ქარმა მანდილი მომტაცა და სივრცეს მიჰკივის, ნისლში ჩაურგავთ ალვის ხეებს თავი _ ქაჩალი, გაშტერებული მზერა მათკენ იწევს ბრიყვივით. ნაოჭებდახრულ მიწას ებრძვის, ახრჩობს სიბერე, ხისტია წყალი სარფიანი მტკვრის და ყვირილის, თავისუფლებამ პირი ნემსით ამოიკერა, ყველაზე მძაფრად საჭიროა ახლა ყვირილი, მაგრამ ჩვენ ვდუმვართ და წარსულის იერიქონი რიგში ალაგებს ნაფეხურებს ქვეყნად არყოფნის, ემოციები უკარგავენ იერს სტრიქონებს, ლექსი კი არა, სუნთქვისათვის დღეს ცა არ მყოფნის. ლექსი კი არა... სული დაღრღნან, ლამის, სიტყვებმა, ცოდვილ სიზმრებში მპოულობენ რწმენაგათელილს, ვედრებით: ღმერთო, რამდენიღა ღამე სჭირდება,_ უტკივილოდ რომ გაუთენდეს დღე საქართველოს… -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ნონა |
![]()
პოსტი
#1714
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
მონანიება
მღლის, ეს სიძლიერის მოგონება, ლამის ჩავუვარდე მატარებელს... თუნდაც იღიმოდნენ გოგონები, ზოგჯერ გულში სევდას ატარებენ. ჭუჭყი დასდებია საგარეო ნიღაბს, მოვიხსნი და დავდებ აქვე, ღმერთმა სულ ზეცაში განავარდოთ, მე კი... ჩემს გზას უნდა დავყვე თავქვე... ახლა, რითმებზე რომ მომედაოს, ვინმე, ალბათ მართლა ქვა იქნება! ბედისწერასავით ამყვა ფრაზა- „ვინმემ შემამჩნიოს რა იქნება?“ ღმერთო, ზოგჯერ ისე გექცეოდი, ალბათ, იფიქრე, რომ არ მჭირდები? ერთიც მაპატიე... დაღლილ გოგოს მხარი მომიშვირე, ავტირდები. უცნობი ავტორისაგან ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
mak |
![]()
პოსტი
#1715
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
[quote name='nino84' date='Sep 3 2009, 12:36 AM' post='535144']
mak ![]() როგორც მახსოვს, ეგ ლექსი ხარანაულზე აქვს დაწერილი ![]() ............................................... ნამდვილად არ ცდები. ბესიკ ხარანაულს მიუძღვნა ![]() შოთა იათაშვილი -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
ნონა |
![]()
პოსტი
#1716
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ნიკა ჩერქეზიშვილი
ხელში აყვანილს შენთვის დავღვარე ჩემი სისხლის თეთრი წვეთები, მაგრამ არა გთხოვ, ამ ლექსებთან ღამე ათიო, დედამიწიდან მე თვითონვე მოვიკვეთები, რომ ჭაობიდან ჩემი სული ამოვათრიო. მე ალბათ წავალ, უხმაუროდ, ყრუ ნაბიჯებით, თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს, იქითკენ, სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები და მიწას შენი იქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს. და მერე... ალბათ ეს ცხოვრებაც გამარტივდება, ვგრძნობ, ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე, ზამთარი მოდის, ჰოდა, მიწაც უფრო ცივდება, დააზრობს ყინვა საფლავებში ჩაყრილ ფიტულებს. დღეს არაუშავს თუ არ არის ჩემი გამგები, სისხლს ვადენ ქუჩებს და თვითონაც სისხლით ვითხვრები, პურიტანები საბოლოოდ ბრძოლას აგებენ და ამ ყველაფრის დასტურია მისი სიტყვები. სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა, ეს უაზრო და უფერული ქვეყნის ყაყანი, გინდა პილატე დაიძახონ, გინდა ბარაბა, ვყვირი იესოს და გატარებ ხელში აყვანილს. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Ismail |
![]()
პოსტი
#1717
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
აუ იცით რა მინდა? გიორგი ლეონიძის ის ლექსი, აი ფრაგმენტს გეტყვით:
"გადამაგდე და დამკარგე, როგორც ჩერქეზმა ისარი..." არ მაქვს ლეონიძის ლექსები. ხოდა ეს ლექსი მინდა. თუ ვინმემ იცით სათაური, მითხარით რა, ანდა (თუ ძალიან დიდი არაა), დამიწერეთ, ასე მთლად უკეთესი იქნება.. ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1718
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Ismail
ციცარი გიორგი ლეონიძე «გადამაგდე და დამკარგე, როგორც ჩერქეზმა ისარი», ასე გავარდა სამგორში, ცას დაეხალა ციცარი. ვაი, ნაგზაურო ციცარო, გაზრდილო ჩემის ხელითა, შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ ქაფქაფა საწნახელიდან. არც დაგიღებავ ფრჩხილებსა ზაფრანა-დარიჩინითა, წადი და იმას აკოცე, ვინც მინდვრად გაგაჯირითა! ის ბაზიერი გიყვარდეს, გაჭმევდეს აღჯანაბადსა; მე ჩემს გზას გამოვუდგები, ცხენზე დავაკრავ ნაბადსა. სათათრეთს გადავვარდები, დამკვრელად ვივლი თარისა; ჩოხა წვიმისა მეცმევა და ყაბალახი მთვარისა... აქვე ბარემ ჩემ უსაყვარლეს ლექსსაც დავდებ ![]() ყივჩაღის პაემანი «...ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა...» მუხრანული ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1719
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...იფიქრე
როგორ გეზიზღება შენი თავი და შენი თანდაყოლილი ახირება - ძალიან სერიოზულად მოეკიდო ცხოვრებას რის გამოც ისჯები ალბათ ცარიელი ფინჯანი ყავა დილის 6 საათზე და ფიქრი იმაზე რაც ფიქრად არ ღირს... ზ.რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Ismail |
![]()
პოსტი
#1720
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ნანინა
ძალიან დიდი მადლობა. ![]() აქვე ბარემ ჩემ უსაყვარლეს ლექსსაც დავდებ wub.gif ყივჩაღის პაემანი და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლესს. ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 10:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი