IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 85 86 87 88 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
mak
პოსტი Sep 1 2009, 01:10 PM
პოსტი #1702


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



რა კარგია,რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ,
დღეს,
გადატყავებული ხელისგულებით
ჩაჭრილი მაჯით,
დასერილი შუბლით,
ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,
რადგან ბოლოს და ბოლოს
ჭეშმარიტად დაეცი,
დაეცი ერთხელ,ორჯერ,სამჯერ-
დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,
დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან
ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,
დაეცი და მიხვდი -
მიხვდი,რომ ჭეშმარიტად დაეცი-
დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,
სისხლი,ვით მელანი,
თითებისაკენ ჩაედინება,
კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,
და შენც წერ ლექსს და
ბედნიერი ხარ,
რადგან პირველად ცხოვრებაში
ჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე,
რას ნიშნავს ეს-
დაეცი-
დაეცი შენს ქალაქში,
შენს ქუჩაში ,
შენი ხალხის თვალწინ,
შენი ხალხის ფეხებთან,
დაეცი,
დაეცი,
დაეცი...
რათა წამოგაყენონ,
რათა მიგიყვანონ სახლში,
რათა მოგიარონ,
რათა მოგეფერონ,
და შენს,- ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა,-
ადგე და მშვიდად განაგრძო
დაცემულთა გზა...


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 2 2009, 11:36 PM
პოსტი #1703


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



mak
ციტატა
რა კარგია,რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ,
დღეს,
გადატყავებული ხელისგულებით
ჩაჭრილი მაჯით,

smile.gif
როგორც მახსოვს, ეგ ლექსი ხარანაულზე აქვს დაწერილი smile.gif



...............................................

ბათუ დანელია


მაღალ ქედებს ძილი მოსავთ
ზესთა,
სძინავს ტყეში ფრთოსანს,
სძინავს ხეს და
ძილს მიეცა მინდორ-ველიც,
ყველაფერი ნეტარ ძილში იძირება,
შენც სულ მალე გელის
მიძინება.


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Sep 3 2009, 08:32 PM
პოსტი #1704


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768




ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,

ბედმა მიწაზე დამტოვა.

შენ ხარ ჩემ სულთან ახლო

და სული მუდამ მარტოა.


ისევ ლექსებთან ვრჩები

და ლექსი სულის ლანდია.

მეგობარია ჩემი

ეს ნიკო მაკალათია.


შენი ხმა ისევ მესმის,

გარშემო უფრო ნისლია

ჩემი ყოველი ლექსი

მხოლოდ გული და სისხლია.



ტერენტი გრანელი


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 4 2009, 12:38 AM
პოსტი #1705


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...მე მიხარია –
ის საყვედურს ვერასდროს მეტყვის,
რაც ნიშნავს – გლეხის საუზმეზე ღარიბად ვცხოვრობთ,
რომ რახანია
)ბანზე(
სვენებით ამავალი კიბეც ჩაინგრა.


გიორგი კეკელიძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 5 2009, 04:17 PM
პოსტი #1706


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.


გალაკტიონ ტაბიძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 6 2009, 02:04 PM
პოსტი #1707


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



მოდი

წვიმა როგორ მოვა,
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება...
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად,
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა...
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი...
თუნდაც გამებუტე...
მოდი,
ჩამეხუტე.



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 6 2009, 04:22 PM
პოსტი #1708


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ნონა
ვისია?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 6 2009, 04:27 PM
პოსტი #1709


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 6 2009, 04:22 PM) *

ნონა
ვისია?


თამარი_ცქნაფო

ნიკა ჩერქეზიშვილია ავტორი smile.gif
თანამედროვე ქართული პოეზიის ხმაა a075.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 6 2009, 04:33 PM
პოსტი #1710


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ნონა @ Sep 6 2009, 04:27 PM) *

თამარი_ცქნაფო

ნიკა ჩერქეზიშვილია ავტორი smile.gif
თანამედროვე ქართული პოეზიის ხმაა a075.gif

ძალიან კარგი, ოღონდ სულ ამას გთხოვთ და გაითვალისწინეთ, კარგი იქნება. ავტორი მიუწერეთ. რატომ დავუკარგოთ ავტორს ღვაწლი? smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 6 2009, 04:40 PM
პოსტი #1711


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ვიეგოისტებ
მომხედე!
ახლა ერთგულება ისე მჭირდება,
გავნიავდები,
გავქარდები ზეცაში ვიდრე,
მომხედე ახლა,
შეგრძნებების ცეცხლი ღვივდება,
და შენკენ ისევ გაგუდული ძახილით მიწვევს.
გადავცდით მზისგან აყვავებულ თოვლიან ხეებს,
დროსაც ვაჩუქეთ ფრაზები და სივრცეებს ვერწყმით,
ჩვენ ჰაერი გვაქვს საერთო და მთლიანობისთვის,
როგორც არასდროს,
ახლა ისე გვჭირდება ფრთები.
ისუნთქე ჩემით,
საფეთქელზე დამაწვი ბაგე,
რომ მერე ჩვენი შემოდგომის ფოთლებს ვეურჩო,
რომ ვიკამათოთ, დამაჯერე როგორ გაკლივარ,
ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი - მე უფრო.
მომხედე,
ახლა,
საზღვრებიდან როცა გავდივარ,
არდაბრუნების აპათია არ დამეუფლოს...


ცქნაფო smile.gif

ავტორი: თეა თაბაგარი


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 6 2009, 04:46 PM
პოსტი #1712


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მაგარია რააა

აბუ ალი იბნ სინა

*

ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო,
ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო!




როდესაც თავხედს
და თავნებას ემსახურები,
რა შემზარავი გეჩვენება
სამყარო მაშინ.

ისიკავა ტაკუბოკუ


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 6 2009, 04:54 PM
პოსტი #1713


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



საქართველოს
მწიფე ნატვრები უკვე აღარ არის საჩემო,
ქარმა მანდილი მომტაცა და სივრცეს მიჰკივის,
ნისლში ჩაურგავთ ალვის ხეებს თავი _ ქაჩალი,
გაშტერებული მზერა მათკენ იწევს ბრიყვივით.

ნაოჭებდახრულ მიწას ებრძვის, ახრჩობს სიბერე,
ხისტია წყალი სარფიანი მტკვრის და ყვირილის,
თავისუფლებამ პირი ნემსით ამოიკერა,
ყველაზე მძაფრად საჭიროა ახლა ყვირილი,

მაგრამ ჩვენ ვდუმვართ და წარსულის იერიქონი
რიგში ალაგებს ნაფეხურებს ქვეყნად არყოფნის,
ემოციები უკარგავენ იერს სტრიქონებს,
ლექსი კი არა, სუნთქვისათვის დღეს ცა არ მყოფნის.

ლექსი კი არა... სული დაღრღნან, ლამის, სიტყვებმა,
ცოდვილ სიზმრებში მპოულობენ რწმენაგათელილს,
ვედრებით: ღმერთო, რამდენიღა ღამე სჭირდება,_
უტკივილოდ რომ გაუთენდეს დღე საქართველოს…


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 6 2009, 05:54 PM
პოსტი #1714


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



მონანიება
მღლის, ეს სიძლიერის მოგონება,
ლამის ჩავუვარდე მატარებელს...
თუნდაც იღიმოდნენ გოგონები,
ზოგჯერ გულში სევდას ატარებენ.

ჭუჭყი დასდებია საგარეო
ნიღაბს, მოვიხსნი და დავდებ აქვე,
ღმერთმა სულ ზეცაში განავარდოთ,
მე კი... ჩემს გზას უნდა დავყვე თავქვე...

ახლა, რითმებზე რომ მომედაოს,
ვინმე, ალბათ მართლა ქვა იქნება!
ბედისწერასავით ამყვა ფრაზა-
„ვინმემ შემამჩნიოს რა იქნება?“

ღმერთო, ზოგჯერ ისე გექცეოდი,
ალბათ, იფიქრე, რომ არ მჭირდები?
ერთიც მაპატიე... დაღლილ გოგოს
მხარი მომიშვირე, ავტირდები.


უცნობი ავტორისაგან a075.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mak
პოსტი Sep 6 2009, 07:10 PM
პოსტი #1715


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



[quote name='nino84' date='Sep 3 2009, 12:36 AM' post='535144']
mak

smile.gif
როგორც მახსოვს, ეგ ლექსი ხარანაულზე აქვს დაწერილი smile.gif
...............................................

ნამდვილად არ ცდები. ბესიკ ხარანაულს მიუძღვნაsmile.gif თანამედროვე პოეტია.
შოთა იათაშვილი


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 6 2009, 10:56 PM
პოსტი #1716


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ნიკა ჩერქეზიშვილი

ხელში აყვანილს

შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
მაგრამ არა გთხოვ,
ამ ლექსებთან ღამე ათიო,
დედამიწიდან მე თვითონვე მოვიკვეთები,
რომ ჭაობიდან
ჩემი სული ამოვათრიო.

მე ალბათ წავალ,
უხმაუროდ,
ყრუ ნაბიჯებით,
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს,
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და
მიწას შენი იქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.

და მერე...
ალბათ ეს ცხოვრებაც გამარტივდება,
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე,
ზამთარი მოდის,
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა საფლავებში ჩაყრილ ფიტულებს.

დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები,
სისხლს ვადენ ქუჩებს
და
თვითონაც სისხლით ვითხვრები,
პურიტანები საბოლოოდ ბრძოლას აგებენ
და
ამ ყველაფრის დასტურია მისი სიტყვები.

სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა,
ეს უაზრო
და უფერული ქვეყნის ყაყანი,
გინდა პილატე დაიძახონ,
გინდა ბარაბა,
ვყვირი იესოს
და
გატარებ ხელში აყვანილს.


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Sep 6 2009, 11:00 PM
პოსტი #1717


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



აუ იცით რა მინდა? გიორგი ლეონიძის ის ლექსი, აი ფრაგმენტს გეტყვით:
"გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი..."

არ მაქვს ლეონიძის ლექსები. ხოდა ეს ლექსი მინდა. თუ ვინმემ იცით სათაური, მითხარით რა,

ანდა (თუ ძალიან დიდი არაა), დამიწერეთ, ასე მთლად უკეთესი იქნება.. smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 6 2009, 11:14 PM
პოსტი #1718


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Ismail

ციცარი
გიორგი ლეონიძე

«გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე,
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

აქვე ბარემ ჩემ უსაყვარლეს ლექსსაც დავდებ

wub.gif

ყივჩაღის პაემანი


«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 6 2009, 11:31 PM
პოსტი #1719


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...იფიქრე
როგორ გეზიზღება შენი თავი
და შენი თანდაყოლილი ახირება -
ძალიან სერიოზულად მოეკიდო ცხოვრებას
რის გამოც ისჯები
ალბათ
ცარიელი ფინჯანი ყავა დილის 6 საათზე
და ფიქრი იმაზე რაც ფიქრად არ ღირს...


ზ.რატიანი



--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Sep 7 2009, 02:11 PM
პოსტი #1720


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ნანინა
ძალიან დიდი მადლობა. smile.gif



ციტატა(ნანინა @ Sep 7 2009, 12:14 AM) *

აქვე ბარემ ჩემ უსაყვარლეს ლექსსაც დავდებ

wub.gif

ყივჩაღის პაემანი

და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლესს. smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Sep 7 2009, 02:51 PM
პოსტი #1721


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



გაუმარჯოს ლოდინს

გაუმარჯოს ლოდინს,
თავგანწირულ ლოდინს,
თავაშვებულ ცდას-თავაწყვეტილ ერთგულებას!-
მოდის, ალბათ მოდის,
უსათუოდ მოდის...
მისი ფეხის ხმა ცხრა მთას იქით მეგულება.


გაუმარჯოს ტკივილს,
მოურჩენელ ტკივილს
და მოუკელ დარდს-
სხვათა დარდით შეკივლებას!-
ვინც არ არის ქვა და,
ვისაც რაღაც სწამდა,
ვისაც ახლაც სწამს, ალბათ გულიც ეტკინება...
მაგრამ ის ვინც მოდის,
სიხარულად მოდის,
მოდის, რადგან გზად სიყვარული ერთგულება,-
გაუმარჯოს ლოდინს,
თავგანწირულ ლოდინს,
თავაშვებულ ცდას-თავაწყვეტილ ერთგულებას!



მორის ფოცხიშვილი

სწრაფვა

კვლავ რა გზებია,
კვლავ რა მთებია,
მთებს იქით რაა, რა ზვირთებია,_
რად გიფიქრია,
რად გდომებია,
ფრთები ლამაზად რად გიქნევია,
თუ არ გადასწვდი
რწმენის სიმყარით
მას,რაც შორს არის,
რაც მაღალია,_
რა სიმაღლეა, თუ დაიპყარი,
ფეხს თუ დაადგამ,
რა მწვერვალია?

მთვარეზე ეძებს
შენს თბილ ნატერფალს,
კვლავ შორს მიდიხარ
და გიხარია...
ის რა ცეცხლია, თუ არ დაგფერფლა,
თუ არ გაგფანტა, ის რა ქარია?!

რაა აკვანი, თუ არ დაირწა,
რაა სანთელი, თუ არ დაიწვა,
რა სიმართლეა,
თუ არ ითქმება,
ცა რაა, ფრენა თუ არ იქნება?!

წახვედი, მაგრამ
იცი, სად წადი
და რაც დასტოვე,
გემახსოვრება?
რა არის ღელვა, თუ არ დაწყნარდი
და თუ დაწყნარდი,
რაა ცხოვრება?!


წამის სიდიადე

სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის,_
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე,
სილაღე,
ცეცხლი,
ნაცარი...

წამია მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა,_
ერთი წამია,
ო, მაგრამ ამ წამს
ბედნიერება
ჰქვია
სახელად!


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 85 86 87 88 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th April 2026 - 02:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი