![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Маиа |
![]()
პოსტი
#1721
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
გაუმარჯოს ლოდინს
გაუმარჯოს ლოდინს, თავგანწირულ ლოდინს, თავაშვებულ ცდას-თავაწყვეტილ ერთგულებას!- მოდის, ალბათ მოდის, უსათუოდ მოდის... მისი ფეხის ხმა ცხრა მთას იქით მეგულება. გაუმარჯოს ტკივილს, მოურჩენელ ტკივილს და მოუკელ დარდს- სხვათა დარდით შეკივლებას!- ვინც არ არის ქვა და, ვისაც რაღაც სწამდა, ვისაც ახლაც სწამს, ალბათ გულიც ეტკინება... მაგრამ ის ვინც მოდის, სიხარულად მოდის, მოდის, რადგან გზად სიყვარული ერთგულება,- გაუმარჯოს ლოდინს, თავგანწირულ ლოდინს, თავაშვებულ ცდას-თავაწყვეტილ ერთგულებას! მორის ფოცხიშვილი სწრაფვა კვლავ რა გზებია, კვლავ რა მთებია, მთებს იქით რაა, რა ზვირთებია,_ რად გიფიქრია, რად გდომებია, ფრთები ლამაზად რად გიქნევია, თუ არ გადასწვდი რწმენის სიმყარით მას,რაც შორს არის, რაც მაღალია,_ რა სიმაღლეა, თუ დაიპყარი, ფეხს თუ დაადგამ, რა მწვერვალია? მთვარეზე ეძებს შენს თბილ ნატერფალს, კვლავ შორს მიდიხარ და გიხარია... ის რა ცეცხლია, თუ არ დაგფერფლა, თუ არ გაგფანტა, ის რა ქარია?! რაა აკვანი, თუ არ დაირწა, რაა სანთელი, თუ არ დაიწვა, რა სიმართლეა, თუ არ ითქმება, ცა რაა, ფრენა თუ არ იქნება?! წახვედი, მაგრამ იცი, სად წადი და რაც დასტოვე, გემახსოვრება? რა არის ღელვა, თუ არ დაწყნარდი და თუ დაწყნარდი, რაა ცხოვრება?! წამის სიდიადე სიცოცხლე მართლაც ერთი წამია, წამში ეტევა ალბათ რაც არის,_ სულ ერთი წამის სითამამეა სიყრმე, სილაღე, ცეცხლი, ნაცარი... წამია მე რომ დამღლის და დამწვავს, ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა,_ ერთი წამია, ო, მაგრამ ამ წამს ბედნიერება ჰქვია სახელად! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1722
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
ციტატა ...იფიქრეროგორ გეზიზღება შენი თავიდა შენი თანდაყოლილი ახირება -ძალიან სერიოზულად მოეკიდო ცხოვრებასრის გამოც ისჯებიალბათცარიელი ფინჯანი ყავა დილის 6 საათზედა ფიქრი იმაზე რაც ფიქრად არ ღირს...ზ.რატიანი შენ მაგრად მიყვარხარ, ისე, ცნობისათვის . . . ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#1723
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
მესაფლავე
გალაკტიონ ტაბიძე მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი, და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს, ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა? დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა... სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური... გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?— “გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ” მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს: ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება, შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!” მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება... სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, — ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, — ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, — ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი, გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, — ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა... ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები, თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება... ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი, ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული... გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული... მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!” დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი, შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა... განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: “თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს... ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”... მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა... სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი, არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს... განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო... თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო... განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი... რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა... ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება, და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება... ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე... სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, — იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება... განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო, თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო! რატომღაც ამ ლექსის დადება მომინდა ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ismail |
![]()
პოსტი
#1724
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ნანინა
მესაფლავე გალაკტიონ ტაბიძე თუ შენ აკრიფე ყოჩაღ! ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1725
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Ismail
ციტატა აუ ეს შენ აკრიფე თუ საიდანმე დააკოპირე? lib.ge-დან დავაკოპირე ![]() უმაგრესი ლექსია... -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#1726
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
Ismail lib.ge-დან დავაკოპირე ![]() უმაგრესი ლექსია... მე ზეპირად ვიცი ![]() ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1727
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ნანინა
ყველაზე ყველაზე მაგარი ლექსია!!!!!! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1728
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
როგორ ხარ ნამიწისძვრალი? ![]() ![]() ...რას, რას აკეთებდი, გკითხავენ იქ. და არც იფიქრო მოტყუება, არ გაგივა. არ თქვა, რომ მხოლოდ ქურდობდი და ამის მეტი არაფერი. ვერაფრით შეიმსუბუქებ სასჯელს. არ თქვა, რომ მხოლოდ მრუშობდი და ამის მეტი არაფერი. რომ მხოლოდ კლავდი და ამის მეტი არაფერი. აღიარე, რომ წერდი ლექსებს, რომლებშიც შერცხვენილებს ბანდი და ათბობდი, რომლებშიც ღატაკებს უკანასკნელ ლუკმას უყოფდი, რომლებშიც მკვდრები ცოცხლდებოდნენ. აღიარე, მ ა ს თ ა ნ მაინც აღიარე, რომ წერდი ლექსებს, ოღონდ მეტი არაფერი. ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
kolxis qaluka |
![]()
პოსტი
#1729
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 186 რეგისტრ.: 30-May 09 წევრი № 7,056 ![]() |
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,
ორნივ მართალნი არიან ცამდე, ვძულვარ_ვინც ახლო მოვუშვი გულთან, მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე. ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები, ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად... ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი, გაუშიფრავი დავურჩი ვისაც. ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ ცამდე მართალნი არიან ალბათ, ვინაც ახლობლად მიიღო გულმა რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს. რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც და სიახლოვე მაშინებს კაცთა, ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო ადამიანის დაკარგვის განცდა... ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_ მაინც მართალნი არიან ორნივ ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა, ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი. -------------------- [color=#000099][size=7][i][b]ნცაშა ეხდით[/b][/i][/size][/color] |
ანნო |
![]()
პოსტი
#1730
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი. შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან ჩემი სიზმრები და სურვილები. პატარა სახლი ლიბომოშლილი - ერთი პაწია ყანჩის ფიტული მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით, ზედ ცაზე იყო გადმოკიდული. ღამით კოშკიდან ოქროს დალალი ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი, მეც ამოვსულვარ შენთან მალულად, ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში... ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით და ძველი სუსხით შევირთვილები, დამესევიან და გამძიძგნიან ძველი სიზმრები და სურვილები. შოთა ნიშნიანიძე -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
arizona |
![]()
პოსტი
#1731
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,470 ![]() |
შოთა ნიშნიანიძე სახუმარო ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი. ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი, ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდი, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა თავის მომკვლელი ვარ? უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ. ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი იმ უღმერთოს მგალობელი. -------------------- Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
|
Atman |
![]()
პოსტი
#1732
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ეჰ რა დრო იყო ლექსებს რომ ვწერდი...
![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ანნო |
![]()
პოსტი
#1733
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ეჰ რა დრო იყო ლექსებს რომ ვწერდი... ![]() წაგვაკითხე მერე... ის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი. იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა, გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი. წვიმის წვეთები მარცვლების ხელა, სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით. თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს, ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს. ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს, როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს. როგორ, საიდან... არ იცის თვითონ. ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი. მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ, ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი. გალაკტიონი -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
nino84 |
![]()
პოსტი
#1734
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
გადაგვაშენებს ჩვენ ბოდვები მომდგარი ჯარით,
მე შენგან ველი ზიარებას, ვიხდი შვიდეულს, საკმევლის სუნი გვაბარბაცებს შენ და თვისეულს, კათაკმევლებად მლოცველებში რომ შევეჩარით. შეგისკვნა გული კოლომბინამ ცისფერი ჩვარით, მოგეფერება ბალაგანში ღამეგათეულს, მეც შემომხედე შენი ყვითელ ლექსებით სნეულს, მეფევ და ბავშვო, დადაღულო ქალდეას ჯვარით! დახურეს გზები, მოვეფანტეთ ყავრიან ქოხებს. კომანდორივით უკან მოგდევს წმინდა გიორგი. შვაღამის კვამლში აგათრთოლებს და აგამბოხებს დურბელით, ჭლექით დღენაკლული, შენი ლაფორგი; მოგაგონდება მამაშენი, ღვინო და გედი, სოფელი, ჭინკა, ვარსკვლავები და საფრანგეთი. პაოლო იაშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Atman |
![]()
პოსტი
#1735
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია... აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი... აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"... აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები... ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა ნიკო გომელაური. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
nino84 |
![]()
პოსტი
#1736
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
როცა ოთახის ყვავილებისთვის ყოველდღიური წყლისდასხმა საქმეა,
ხოლო სავარძლიდან იატაკზე ჩაცურება (და ისეთი აბსოლუტური გამოთიშვა, როცა ღიად დარჩენილი სარკმლიდან შემოფრენილი არცერთი ბუზი არ დაგრჩება შეუგინებელი) არის დასვენება, გამართლებულია, იყო ტრაგიკული. იყო ტრაგიკული და გქონდეს ჩვევები: სერიოზულად მოსაწყენი წიგნების კითხვა, ნათესავების ჯანმრთელობით რეგულარული დაინტერესება, წვერის პარსვისას სარკის წინ გათიშვა - როცა საკუთარ თავს კი არ აფასებ, არამედ ირჩევ, როცა კი არ აკვირდები საკუთარ ნაკვთებს, არამედ სწავლობ - სწავლობ, როგორც საზეპიროებს... ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანნო |
![]()
პოსტი
#1737
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
ალბათ თვითონ ღმერთი არჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი რამეა, დეკემბერი დააჭენებს,ყინვით ნახატ ეტლებსა, ამ ღამით ხომ წამებული,ქრისტე იშვა ბეთლემსა, მერე ზეცად აღევლინე,არ გიგუეს მიწაზე, ნუთუ აღარ დაბრუნდები,ცოდვილ დედამიწაზე, ზეცად წარსულს,უკან მოგყვა ლოცვა - ცრემლის დამდენი, ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი,იუდა კი რამდენი, ალბათ მისთვის გაიეფდა ღალატი და გაცემა! მეც დავრწმუნდი,არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა, მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა, და წარსული სიზმად მექცა,მომავალი ოცნებად, მეგობარი ვეღარ მიცნობს,მნახავს და გაოცდება, ქრისტეშობას,სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს, ძველი წელი ხსოვნას მართმევს,ახალი კი იმედებს ქრისტე აღსდგა!ქრისტე აღსდგა!ჩემი სული ცას უხმობს. ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით პასუხობს, თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დაგაკრა, ჯვარს ვერ ვკადრებ,ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გაგაკრა, შერცხვენილი,წარწყმედილი,ეგდო ს ქვეყნად ეთრიოს, რწმენა ძნელად გადარჩება,ხატი უფრო ადვილად, ქრისტე აღსდა ჭეშმარიტად,ქრისტე აღსდგა ნამდვილად! ზვიად გამსახურდია ![]() ![]() -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1738
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
К чему, веселые друзья,
Мое тревожить вам молчанье? Запев последнее прощанье, Уж Муза смолкнула моя: Напрасно лиру брал я в руки Бряцать веселье на пирах И на ослабленных струнах Искал потерянные звуки... Богами вам еще даны Златые дни, златые ночи, И на любовь устремлены Огнем исполненные очи; Играйте, пойте, о друзья, Утратьте вечер скоротечный; И вашей радости беспечной Сквозь слезы улыбнуся я. [А.С. Пушкин] === Я помню длительные муки: Ночь догорала за окном; Ее заломленные руки Чуть брезжили в луче дневном. Вся жизнь, ненужно изжитая, Пытала, унижала, жгла; А там, как призрак возрастая, День обозначил купола; И под окошком участились Прохожих быстрые шаги; И в серых лужах расходились Под каплями дождя круги; И утро длилось, длилось, длилось... И праздный тяготил вопрос; И ничего не разрешилось Весенним ливнем бурных слез. [Александр Блок] === Из-под таинственной, холодной полумаски Звучал мне голос твой отрадный, как мечта, Светили мне твои пленительные глазки И улыбалися лукавые уста. Сквозь дымку легкую заметил я невольно И девственных ланит и шеи белизну. Счастливец! видел я и локон своевольный, Родных кудрей покинувший волну! И создал я тогда в моем воображенье По легким признакам красавицу мою; И с той поры бесплотное виденье Ношу в душе, ласкаю и люблю. И все мне кажется: живые эти речи В года минувшие слыхал когда-то я; И кто-то шепчет мне, что после этой встречи Мы вновь увидимся, как старые друзья. [Михаил Лермонтов] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
Atman |
![]()
პოსტი
#1739
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Вот и лето прошло,
Словно и не бывало. На пригреве тепло. Только этого мало. Все, что сбыться могло, Мне, как лист пятипалый, Прямо в руки легло, Только этого мало. Понапрасну ни зло, Ни добро не пропало, Все горело светло, Только этого мало. Жизнь брала под крыло, Берегла и спасала, Мне и вправду везло. Только этого мало. Листьев не обожгло, Веток не обломало... День промыт как стекло, Только этого мало. ტარკოვსკის ძმის ლექსია თუ არ ვცდები... საკუთარი სულის მიმართ ჯორდანო ბრუნო თარგმანი იტალიურიდან - თამაზ ჩხენკელი შენ, მთაო, ფესვი მიწის გულში გაქვს ჩატანილი, გარნა მწვერვალნი ცათა ბჭემდე შეგიწვდენია. გონო, შენ საგანთ უზეშთაეს სამანს შემოსწერ, ზესკნელში ზევსს და ქვესკნელში სულთ ზიარებული. ნუ მოიძარცვავ მაშ უფლებას, იქ ნუ დაებმი, სადაც პირქუში აქერონი წყალს მოაქანებს; ზეშთა ბუნებას შესწვდი – ეჰეი –უფსკრულებიდან, რამეთუ ღმერთთან მიახლება ცეცხლად აღგაგზნებს (სონეტი I ) უილიამ შექსპირი მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი, კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი, შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება. შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა, გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი, გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი. დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს, ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო, ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო. იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას, ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას (სონეტი II) უილიამ შექსპირი ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები, შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს, რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები და არ მოხიბლავს აღარავის... არსად... არღარას, მაშინ გკითხავენ - `ის მშვენება სად გადამალე, საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?~ იტყვი - `თვალების სიღრმეებში დავასამარე!...~ - და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან. შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება, თქმა რომ შეგეძლოს - `ეს არსება შვილია ჩემი, მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება, იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი~. შენ ცივ ზამთრებში, სიბერისკენ გადარხეულში, შვილს იხილავ და კვლავაც სითბოს იგრძნობ სხეულში. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1740
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
Летний вечер тих и ясен;
Посмотри, как дремлют ивы; Запад неба бледно-красен, И реки блестят извивы. От вершин скользя к вершинам, Ветр ползет лесною высью. Слышишь ржанье по долинам? То табун несется рысью. Да оставь окно в покое, Подожди еще немножко — Я не знаю что такое, — Полетел бы из окошка! [Афанасий Фет] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 10:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი