IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 86 87 88 89 90 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
Atman
პოსტი Sep 11 2009, 10:22 PM
პოსტი #1741


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518







(სონეტი III)
უილიამ შექსპირი

შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,
რომ დროა, ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,
რომ ამ სამყაროს, დედობრივად გრძნობამორეულს,
მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.

თანამეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,
ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,
ან ეგებ გიჯობს, ეგ სხეული სამარედ გექცეს
და ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.

შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავს
ჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,
მაშ, შენც ჩახედე შვილის სარკეს, სანამ შენს ცხედარს
დრო არყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.

და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ გაგეტოლება,
ისე მოკვდები, მომგონიც კი არ გეყოლება.


სონეტი IV)
უილიამ შექსპირი

ასე გულუხვად ნაბოძები შენი მშვენება,
ნუთუ გგონია - გასაფლანგი საგანძურია?
ბუნებას მისი მონიჭება სესხად ენება
და ვალის უკან დაბრუნებაც უხვად სწყურია.

ასეთ სიტურფეს, ასე ხარბად ნაზიარები,
მარტო რომ იხმარ, ნუთუ არ გსურს, სხვაც აზიარო?
ნუთუ ცხოვრებას დაუგმანო უნდა კარები
და ქვეყნად, კი არ იარსებო, გზად ჩაიარო?

სილამაზესთან ჭიდილში რომ იღვრები ოფლად,
რომ მოგეძალა საკუთარი თავის ცდუნება,
ნუთუ არ ნაღვლობ, რას დატოვებ ამ წუთისოფლად,
როს ანგარიშთა გასწორებას მოგთხოვს ბუნება?

თუ სამომავლო არ ისურვე დროთა შენება,
დაიმარხება შენთან ერთად შენი მშვენება.





(სონეტი IX)
უილიამ შექსპირი

შენ, ალბათ, ნაღვლობ, აცრემლებულ ქვრივს თუ დატოვებ;
შენი სიკვდილით, არ გსურს ერგოს ვინმეს ზიანი,
მაგრამ სიცოცხლეს თუ უშვილოდ დაიმარტოვებ,
შენ თვით საწუთრო გაგაცილებს თვალცრემლიანი.

შენ თვით სამყაროს დააქვრივებ უიმედობით,
თუკი არავინ დაუტოვე მას შენი მსგავსი,
ქმარდაკარგული ქალი ხარობს მხოლოდ დედობით,
შვილია მისთვის წარსულის და მომავლის არსი.

ქონების ფლანგვით გამფლანგველი ჰპოვებს იმედებს,
რომ ფულის ნაცვლად ის პატივის არის მძებნელი;
სილამაზეს კი გასაფლანგად როცა იმეტებს,
უაზროდ კარგავს გამეტებულს გამმეტებელი.

მას გული სხვისკენ სიყვარულით ვერ გაექცევა,
ვინც საკუთარ თავს, როგორც მკვლელი, ისე ექცევა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 12 2009, 02:50 AM
პოსტი #1742


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...აქ ისე სიოდ ამოდის ქარი -
გრაგნილი შორი - ნიაგარების
ნელია სურო
და საყდრის კარიც
მშვიდია, როგორც
ყდა სახარების...


ლაშა გახარია


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 12 2009, 11:38 AM
პოსტი #1743


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



(..თოთხმეტი წლისა )

ანონიმი ავტორი

(ამოკაწრული ვარძიაში, მონასტრის კედელზე)



თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...
რა ლამაზი იყავი ბიჭო...


ასეთი ტკივილი და სევდა ასეთ პატარა ლექსში ჯერ არ მინახავს sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 12 2009, 10:06 PM
პოსტი #1744


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ციტატა(Atman @ Sep 12 2009, 12:38 PM) *

(..თოთხმეტი წლისა )

ანონიმი ავტორი

(ამოკაწრული ვარძიაში, მონასტრის კედელზე)
თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...
რა ლამაზი იყავი ბიჭო...


ასეთი ტკივილი და სევდა ასეთ პატარა ლექსში ჯერ არ მინახავს sad.gif

მართლა რა სევდიანია...
ადრე ნეტში წავაწყდი მაგ ლექსს smile.gif




ნისლთა მერინოსი
თივთიკობს თაბორზე
და თიკნებს კიკინებს
აკიკნებს დიანა...
კვლავ დაიგვიანა
დიკენსმა პიკნიკზე!
მზე პიკზე პიკენტობს -
ვან დეიკიანად!...


ლაშა გახარია


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 12 2009, 11:15 PM
პოსტი #1745


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა(Atman @ Sep 12 2009, 12:38 PM) *

(..თოთხმეტი წლისა )

ანონიმი ავტორი

(ამოკაწრული ვარძიაში, მონასტრის კედელზე)
თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...
რა ლამაზი იყავი ბიჭო...
ასეთი ტკივილი და სევდა ასეთ პატარა ლექსში ჯერ არ მინახავს sad.gif




რამდენიმე წუთის წინ სხვა თემაში წავიკითხე ეს სიტყვები smile.gif

მართლა ძაან სევდიანია...







ეს ლექსიი ძაან,ძაან მიყვარსს wub.gif wub.gif wub.gif wub.gif

ათრთოლებულან სამრეკლოები,
დაქანცულ თითებს სისველე ალტობს...
როცა გგონია უახლოვდები
მაშინ მიხვდები რომ დარჩი მარტო.
ისევ თამაშობს ბედი ოხერი
სულშიც ჭინკები ისევ დაჰქრიან.
შესავედრებლად შენთან მოვედი,
მე,ვისაც ცოდვა დაღად მაჩნია...
ჯვარზე გაკრული კაცის იმედი
ჩუმად ქვითინებს,
სადა ხარ ღმერთო!
და თუ არ გქონდა ძალა ისეთი,
მაშ ეს სანთელი რაღაზე ენთო.
გლახის მაგივრად მე არ ვჩივივარ,
დემონის სისხლი სულაც არ მაკრთობს,
სამლოცველოსთან ისევ მივდივარ,
ისევ მივდივარ და სევდა მაკრთობს...
ჰოი,სინათლე რარიგად მიჰქრის,
ბალღამი ლეწავს ამ გულის კარებს.
საშინელია ასეთი ფიქრი,
როგორც სარკეში დამჭკნარი სახე.
მიწივის თავზე ლეგა ღრუბელი,
კბილით მიჭირავს პატარა სხივი,
მივდივარ...
თითქოს უკან ვბრუნდები
და შემოდგომის ფერებით ვიწვი,
მე უბრძოლველად მაინც არ დავთმობ,
იმ წამს,რომელიც სიცოცხლედ მიღირს.
სატრფოზე ფიქრი ჯერ კიდევ მათრობს,
ჯერ კიდევ მარჯვედ ვიმარჯვებ ღიმილს...
ათრთოლებულან სამრეკლოები,
დაქანცულ თითებს სისველე ალტობს...
როცა გგონია უახლოვდები,
მაშინ მიხვდები რომ დარჩი მარტო...

ზვიად გაფრინდაშვილი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 15 2009, 07:30 PM
პოსტი #1746


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.


ელა გოჩიაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 15 2009, 09:34 PM
პოსტი #1747


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



nino84

ღმერთი ბავშვივით თამაშობს და ბავშვი ღმერთივით... და ვაი ჩვენ რომ ვიზრდებით...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 15 2009, 09:37 PM
პოსტი #1748


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



Atman
რაიო? ბოლო არ უნდა დაგელია შენაbiggrin.gif

3 დალიე შეგერგება არ დაითვრებიიიიიიიიიიიიიი


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 15 2009, 10:12 PM
პოსტი #1749


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მაშიკო


ვისაც ხელში ნახევარი პური აქვს
და თავისთვის დასაჯდომი ყურე აქვს,
არც მონა ჰყავს და არც სხვას ემონება,
ქვეყნად იმას რაღა დასამდური აქვს.


ტურფავ, ღვინო მომაწოდე.ორი რამე მინდა მხოლოდ:
ღვინო შევსვა და ზედ შენი ტკბილი ბაგე დავაყოლო.
ღვინო! ღვინო მომიტანე, რათა თავის შეკავების
აღთქმა შენი დალალივით ქარს და ნიავს გავაყოლო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 15 2009, 10:21 PM
პოსტი #1750


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(nino84 @ Sep 15 2009, 07:30 PM) *

...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.
ელა გოჩიაშვილი

smile.gif ლამაზად ჩამესმა...
არ ვიცი ამ სიტყვებმა თუ იმ ნაფლეთებმა მეხსიერებიდან, რომელიც ახლა წამოითრია ამ ორმა ბწკარმა...
მაგრამ გავთბი რაღაცნაირად rolleyes.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 15 2009, 10:28 PM
პოსტი #1751


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აუ ამას ვინც არ მოუსმინოს ის იყოს ლონგვერი! biggrin.gif

http://bin.ge/file/78103/Signal.mp3.html


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 15 2009, 11:54 PM
პოსტი #1752


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



http://www.youtube.com/watch?v=swrYF8itFu8&feature=related

girl_angel.gif wub.gif rolleyes.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Sep 16 2009, 12:40 AM
პოსტი #1753


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



მეზობელი ფორუმიდან smile.gif

მწვანე მომაგებე სურა,
ძველი, გარდასული მოდის...
როცა შენს თვალებში ვცურავ,
ვგრძნობ, რომ გაზაფხული მოდის.

როგორც დამწუხრებულ მხედარს,
ჩემი დულსინეა მეც მყავს...
შენ გამიღიმებ და... ვხედავ
ჩემი გაზაფხულის მერცხალს.

თუნდ არ შრიალებდეს ხე და
ჩიტის სტვენაც არ ისმოდეს,
როცა ჩემს მახლობლად გხედავ,
ვგრძნობ, რომ გაზაფხული მოდის.

ალბათ, კიდევ ერთხელ მოთოვს,
გზები გათეთრდება, მე კი
თოვლში დავინახავ ფოთოლს,
ნეკში თუ ჩამკიდე ნეკი,

ხელში თუ ჩამჭიდე ხელი,
თვალში გამიყარე თვალი,
გულზე დამითვალე ხალი,
როგორც ვარსკვლავები თვალე,

ფერიც რომ ჩამოწვეს ყვავის,
შენი ღიმილი თუ მერთვის,
თოვლში დავინახავ ყვავილს
და მზე იჩახჩახებს ჩემთვის.

ოდეს ძველებურად, ისევ,
მღერი სიყვარულის ოდას
და სულს მელოდიით მივსებ,
ვგრძნობ, რომ გაზაფხული მოდის.

როცა ჟრიალია ხეთა,
წარღვნა უმოწყალოდ მრეცხავს,
შენ გამიღიმებ და... ვხედავ
ჩემი გაზაფხულის მერცხალს.

როცა იყინება მთები,
როცა არაფერი მმოსავს,
შენ გამიღიმებ და... ვთბები
და ვგრძნობ გაზაფხულის მოსვლას.

მწვანე მომაგებე სურა,
ხარბად მომწყურდები ოდეს...
როცა შენს თვალებში ვცურავ,
ვგრძნობ, რომ გაზაფხული მოდის.

ავტორი: მომხმარებელი სახელად გუთანო smile.gif

ნეტა მართლა გაზაფხული მოდიოდეს .... user.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 16 2009, 12:59 AM
პოსტი #1754


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ჩამიქრა სარკე, დავკარგე ჩრდილი, ჩემი მწე რითმა
მელის წვალება,
თუ არ ინება შავმა ფერმა ბედისწერითმა
ფერისცვალება.
ვიხილო მზე რით, ოდეს ზევით მზერით თვალებმა
ჰპოვეს უკუნი?!
ყოვლად უგონო განმინათე ეს საუკუნე,
ბედისცვალებავ!


რატი ამაღლობელი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 16 2009, 01:20 AM
პოსტი #1755


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



nino84
ციტატა
რატი ამაღლობელი

laugh.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 16 2009, 01:41 AM
პოსტი #1756


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



syd
რა იყო? a075.gif გგონია მაგ ერთი ლექსით ვაღიარებ, რომ ამაღლობელი საქართველოს უდიდესი პოეტია? biggrin.gif



ქალაქი ჩემთვის წიგნია —
სქელტანიანი,
ეპოქალური და მოსაწყენი…


შოთა ჩანტლაძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 16 2009, 09:50 PM
პოსტი #1757


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,
როგორ ვწერო და როგორ განვიცადო
ეს ამსიყვითლე შემოდგომა,

რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი
და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,
როგორც ყოველთვის, ჭკნობით...


ზვიად რატიანი



syd
დადე რამე რატიანის, ისეთი მე რო არ ვიცი rolleyes.gif თორემ შეჭამა მტვერმა ის წიგნი, როდემდე უნდა გედოს თაროზე a075.gif


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 16 2009, 09:59 PM
პოსტი #1758


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



nino84
ციტატა
syd დადე რამე რატიანის, ისეთი მე რო არ ვიცი


ჩემს ამოსუნთქვაზე არ აღელდებიან ოკეანეები,
მდინარეები არ ადიდდებიან,
ქაფს არ მოიდენენ,
არც პირამიდის ბრძენი ქვები შეტოკდებიან,
არც ყინული გაიპობა ანტარქტიდაზე
და არც "მულენ-რუჟის" ბორბალი დატრიალდება . . .

მხოლოდ ერთი უბრალო სახლის
უბრალო ფანჯრის
უბრალო მინა დაიორთქლება,
ხოლო საბეჭდი მანქანის ღილაკებზე
ხტუნაობით დაღლილი თითი შვებას იგრძნობს,
როდესაც ჩემი ამოსუნთქვით დაორთქლილ მინას შეუერთდება
და შენს სახელს ფრთხილად მიაწერს . . .


იცი ეს ხო? რა ყველაფერი იცი შენ! IPB-ს სურათი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 16 2009, 10:24 PM
პოსტი #1759


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ციტატა(syd @ Sep 16 2009, 10:59 PM) *

nino84
იცი ეს ხო?

აუ ეგ არ ვიცოდი unsure.gif
კაია ისე yes.gif



...იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში;
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიშორა სიკვდილის შიში...


ზ.რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 16 2009, 10:33 PM
პოსტი #1760


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



nino84
ციტატა
აუ ეგ არ ვიცოდი


ბავშვი ხარ რა, როდემდე უნდა გათრიო ასე, როდემდე უნდა გასწავლო კაი და ცუდი ლექსის გარჩევა biggrin.gif

აჰა ესეც cool.gif




ერთი სიმისათვის


კი არ შემიყვარდი -
როგორც რაიმე მელოდიას ამოიჩემებ
და მერე შენდა უნებურად ტრიალებს თავში,
დაღამებამდის ათასჯერ რომ განმეორდება -
სწორედ ისევე აჰყვა ჩემს ფიქრებს,
რომლებიც მძიმედ მიაბიჯებენ გრძელ ღამეებში,
შენი სურვილი.

არაფერი მაქვს დასამალი - მე შენ გეძახი.
რა მოხდა მერე, თუ შენ არ გესმის,
თუ ეს ძახილი ვერ აღწევს შენთან;
ხომ შეგიძლია, თუნდაც ერთხელ, თუნდაც დროებით,
თუნდაც უაზრო რისკის ფასად
ანდა თამაშით
ადგე და თავი მოიტყუო: თქვა, რომ ეს ქარი,
გამწარებული შუბლს რომ ახლის დაორთქლილ მინებს,
არის ნიშანი ჩემი ძახილის,
ჩემი ძახილის ნიშანი - ! - არის.

მშვიდად იძინე, მშვიდად, მშვიდად ჩემო პატარავ,
ჯერ შეგიძლია, შეგიძლია და დროც გაქვს ამის.

მე კი ხვალ ადრე უნდა ავდგე
და პირველ რიგში
ბოდიში უნდა მოვუხადო შებოლილ ფილტვებს.

მერე მე წავალ, სადმე წავალ, სად - ჯერ არ ვიცი,
ჩემი ცნობილი, ნერვიული ნაბიჯებით
მივუმატებ საზრუნავს ქუჩას.
მე ხომ ამდენი რამე ვიცი, მე ხომ ამდენი გზა მელოდება.
და წავალ, წავალ,
და ვინ იცის, იქნებ დავლიო...

ცხოვრება, ჩემი ძველი ნაცნობი,
რომელმაც უკვე დიდი ხანია, რაც ჩემს მტრობაზე ხელი აიღო,
ამედევნება ძუკნასავით, რომელსაც ყოველ გასვლაზე ხვდები
და სხვათაშორის, მოგწონს კიდევაც,
იმდენად მოგწონს,
რომ უკვე თითქმის სერიოზულად
ფიქრობ, რომ სახლში შემოიყვანო,
მერე დაბანო, დააპურო,
და გყავდეს - შენთან ერთად იცხოვროს.
აი, მე უკვე ესეც დავგეგმე!

ცხოვრება, ჩემი ძველი ნაცნობი,
მომიჭახუნებს ჭიქას და იცდის...

ხოლო შენ მშვიდად, მშვიდად იძინე,
ტკბილი სიზმრები ნახე პატარავ,
რადგან ჯერ თითქმის არც კი შემყვარებიხარ,
ვერ მოვიცალე ამისათვის, რაღაცა მიშლის.

არაფერი მაქვს დასამალი, არც გასამხელი,
ამ ჩემს ცხოვრებას, რომ იცოდე, ვერვინ შემიცვლის;
მე ასე უნდა ვიარო დღისით,
ხოლო ღამით კი - თუ მომინდა - შენზე ვიფიქრებ.

"პატარავ" - როგორ ამოვიჩემე
და შევიყვარე მე ეს სახელი,
გაგეცინება - ბოლო დღეებში
უკვე ჩემს თავსაც ასე ვეძახი...

საიდუმლო სიყვარული...
საიდუმლო სიმარტოვე...
და კიდევ - აი, საიდუმლო ლექსიც ჯიბეში.
რა ზიდავს ამდენს?
გული მიგრძნობს ვერ მოვერევი.

და როგორც ლაგამს, ისე ვცოხნი ღამეს კბილებით
და ჩემი ფანჯრის დაორთქლილ მინას
უხამსი თითით დახატული ქალი ამშვენებს.
შიშველი ქალი - გამჭვირვალე ღამის პროფილით...

შევცდი: მზე უნდა დამეხატა, თუკი შევძლებდი.

ხოლო შენ მშვიდად, მშვიდად იძინე.
ჩემი სურვილი დამიჯერე, არაფერს გერჩის!
რატომ არ ხდება ქვეყანაზე სასწაულები -
მე ვიმსახურებ, რომ მძინარეს ერთხელ დაგხედო:
თუნდაც ცოტა ხნით, თუნდაც მხოლოდ ერთი სიცოცხლით...
დაგხედავ ჩუმად,
გეფიცები, არ გაგაღვიძებ!
შენს მხრებს ვნახავდი,
მხრებს - ფხვიერი თმებით მოხატულს...

ჩემო პატარავ, შენს სიზმარში მოვდივარ სტუმრად,
არ გამოგივა მშვიდი ძილი, მე რომ გისურვე!

ცხოვრება, ჩემი ძველი ნაცნობი,
ჩემი მშვიდი და სიტყვაძუნწი თანამესუფრე,
აუღელვებლად მივსებს ჭიქას, უნდა დაგლოცო!

დიდი ამბები ხდება ახლა ფანჯრის მინაზე:
დაგორებულმა წყლის წვეთებმა დაბზარეს ორთქლი,
ვხედავ - ჩემს თვალწინ რომ ბერდება შიშველი ქალი,
- შეუხედავი, ნაოჭებში ჩაფლული მკერდი...

მაღიზიანებს მე ეს სურათი,
მაგრამ ის უფრო მაღიზიანებს,
რომ შემიძლია მისი წაშლა
და არ ვინძრევი.

მე დაბალ ხმაზე ვლაპარაკობ, თითქმის ჩურჩულით,
ვიცი, შენ ახლა სადღაც გძინავს და არ გაღვიძებ.

და არ იფიქრო,
თითქოს ჩემთვის მემეტებოდე,
თითქოს ერთხელაც ავდგები და შენს თავს მოვითხოვ.
- არა! ნაცნობი მელოდია ტრიალებს თავში
და მოწყენილი დაცლილ ჭიქას დავჩერებივარ.
რატომ არ ხდება ქვეყანაზე სასწაულები -
მე ვიმსახურებ, რომ ერთხელაც კიდევ დამისხან!..

"პატარავ" - როგორ შევიყვარე მე ეს სახელი,
დანარჩენზე კი, სამწუხაროდ, არ მეყო ძალა.

და ნუ იტყუებ თავს, თითქოს მხედავ,
მე დავიკარგე შენი სიზმრისთვის
და შეგიძლია, მთელი ცხოვრება
გამარჯვებულის ნიღბით იარო.

მე ხომ სახელიც არ დამარქვეს, ვეღარ მოასწრეს,
და მარადიულ სიბნელიდან
სულ რაღაც ერთი სიცოცხლით ვარ გამოქცეული.

თითქოს ვიღაცამ მკითხა მაშინ...
თითქოს მე თვითონ ავირჩიე
დაბადება ადამიანად.

და როგორ ვიგრძნო მზე, როცა ვიცი,
რომ დაღამდება
და მე, ქუჩაზე გადამავალს, მოულოდნელად მომჭრის თვალებს
ყვითელი შუქი
და მუხრუჭების მკაცრი სოლო დამიხშობს სმენას!
რა მოხდა მერე, კიდევ ერთხელ რომ გადავრჩები
და ძველებურად გავუყვები ნაწვიმარ ასფალტს,
რა მოხდ ამერე.
თუ მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი სიკვდილის შიში
აჰყვათ ნაბიჯებს.
- არაფერია!
შენ ოღონდაც არ ფაფეღვიძოს,
შენ ოღონდ ძილი არ გაგიტყდეს, ჩემო პატარავ!

და რა უცხოა
ჩემთვის შენი თხელი მკლავები,
როგორც აქლემის ჩლიქისათვის მინდვრის ყვავილი
ან როგორც ნამი - ცივ მიწაში ცამხმარი კუნძისთვის...
და არ იფიქრო,
თითქოს ჩემთვის მემეტებოდე,
თითქოს ერთხელაც ავდგები და შენს თავს მოვითხოვ.
- არა, პატარავ! არ მოტყუვდე! რადგანაც ჩემთვის
მე საკუთარი თავიც უკვე არ მემეტება!
და მაპატიე,
შენ ჩემზე წინ ვერ დაგაყენებ.

იცი? - მე თვითონ პატარა ვარ, შენზე პატარა...

არაფერი მაქვს დასამალი - მე ვიღუპები.
მე ამას ვატყობ, ვგრძნობ ამას და აღარ გეძახი.
და გასამხელი მხოლოდ ის მაქვს რომ გადავრჩები!

ჩვენ ვერაფერსაც ვერ გავიგებთ, ისე მოვკვდებით,
რადგან სიკვდილიც ისეთივე საზღვარი არის,
როგორც საღამო,
რომელზეც ვერავინ იტყვის,
რა არის იგი - დღის ბოლო თუ სათავე ღამის.

ესენი წარსულს მისტირიან მე კი მომავალს
და სიჩუმეებს ხშირად ვიცვლით
ან ვენაცვლებით...

ვიცი, ხვალ ადრე უნდა ავდგე, ძალიან ადრე,
და იქ წავიდე, სადაც გუშინ არ მომეწონა.

ვინ იცის იქნებ ხვალ ერთხელაც არ გამახსენდე,
იქნებ ხვალიდან საბოლოოდ გადაგივიწყო...
ისევ ნაცნობი მელოდია ტრიალებს თავში,
დაძრწის სხეულში.
მე კი მტკივა და მეჩვენება,
რომ დირიჟორის გრძელი ჯოხი გადამეყლაპა
და ამის ფონზე,
უფრო სწორედ - ამის მიზეზით -
ავადმყოფურად მიხარია რომ ცოცხალი ვარ!

მაგრამ მე ვცდები,
რადგან ჩემი ძველი ნაცნობი,
საწყალი ძუკნა, მე რომ ასე შემომეჩვია
და რომლის სახლში შემოყვანაც დავაგვიანე -
არარსებული სიკეთიტ რომ თავს ვიტყუებდი -
ისევ მორჩილად თავის ბედთან შეგუებული,
რომანტიულად, ღია ცის ქვეშ ათევს ღამეებს...

და ისევ ვცდები,
რადგან ღამე თითქმის გავიდა,
მე კი ხვალ ადრე უნდა ავდგე, სადმე წავიდე.

შენი ხმა...
შენს ხმას ისე ვბაძავ ვერ წარმოიდგენ.
თვითონაც მიკვირს, ასე როგორ გამომივიდა.
მაგრამ ამაზე უფრო მეტად მე ის მაკვირვებს,
როგორ დავცინი საკუთარ ტავს, როგორ ვიმეტებ...

არ გამოგვივა, ჩვენ. პატარავ, არც სიყვარული
და დამიჯერე ვერც ვერაფერს გამოვექცევით!

მაგრამ შენ მაინც
მშვიდად, მშვიდად, მშვიდად იძინე,
ჩემისთანა კაცს საიდუმლო არ ენახება:
სდუმს გამხელილი სიყვარული...
და გამხელილი სიმარტოვე...
და დამნაშავე - ჩემი ლექსი - ვინაც გამყიდა!

მე დამცინებენ მთვრალს ქუჩაში,
ამატირებენ,
შენ არ მოხვალ ჩემს მოსათმენად.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 86 87 88 89 90 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2025 - 04:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი