IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 87 88 89 90 91 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nino84
პოსტი Sep 16 2009, 10:57 PM
პოსტი #1761


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



syd
ციტატა
ბავშვი ხარ რა, როდემდე უნდა გათრიო ასე, როდემდე უნდა გასწავლო კაი და ცუდი ლექსის გარჩევა biggrin.gif

ხარანაულის და მსხლის ამბები არ მომაყოლო ახლა თორემ მოგეჭრა თავი სრულიად ფორუმის წინაშე. biggrin.gif და გაიგებს ერი რაღაცა გაგეგება შენ პოეზიაში biggrin.gif
შე არაადამიანო, ეს ლექსები თუ გქონდა, ვერ დადე აქამდე? user.gif


რომ არ გაოფდეს

…ეგონოს ოჯახს. რაც უნდა, ეგონოს. ხოლო შენ მშვიდად წრუპე ყავა,
ან ჩაი, ან არაყი, ან წყალი, და მშვიდად: ორი სიჩუმე ერთ ოთახში
პოეზიაა უკვე, დაიჯერე…

ზ. რატიანი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 16 2009, 11:17 PM
პოსტი #1762


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



nino84
ციტატა
შე არაადამიანო, ეს ლექსები თუ გქონდა, ვერ დადე აქამდე?


ჯერ სად ხარ! ამაღლობელის ლექსების დადება არ დამიწყია biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 16 2009, 11:36 PM
პოსტი #1763


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



syd
ციტატა
ჯერ სად ხარ! ამაღლობელის ლექსების დადება არ დამიწყია

მაგაზე ნუ შევწუხდებით biggrin.gif



აი ეს მიყვარს rolleyes.gif


ქენჯნა

ის როგორღაა,
როცა შენს თავსაც ემალები,
ვარსკვლავებსაც -
და იატაკი მაინც ჭრიალებს.


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 17 2009, 03:07 PM
პოსტი #1764


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163




იწვის წიგნები და ბარათები,
ღაწვზე - თხიერი ...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც,
ხარ მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე -
(ადვილად ითქმის!)
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული:
თვალზე თხიერით,
გამგუნებულიც, დაწუნებულიც,
ხარ - მშვენიერი!
ის არ წასულა თავისი ნებით,
არც ჰაიჰარად, -
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით -
ზღვამ წაიყვანა.
მეც ... ზღვა მომესმის გამძვინვებული -
ზღვა შენმიერი ...
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც,
ხარ - მშვენიერი!


მურმან ლებანიძე


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 17 2009, 04:37 PM
პოსტი #1765


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ჩანს დასერილ სერზე სახლი,
სახლი ისლის სახურავით,
ნისლში მოჩანს სველი ძაღლი
სახლს რომ იცავს სამდურავით.

ნუთუ ამ ძაღლს ახლა არ ღლის
სევდა ერთ ადგილზე დგომის,
მე დანახვაც მტანჯავს სახლის,
მტანჯავს სპლინი შემოდგომის.

ო, აღარ მსურს სევდა მეტი,
ირგვლივ სახლს და სველ ძაღლს ვხედავ,
ძაღლის მზერა, ძაღლის ბედი
მე ამ ღამით დამებედა.

რ. ამაღლობელი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 17 2009, 07:12 PM
პოსტი #1766


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



შემოდგომაა,
ბებოჩემო,
ვრცელ ნახნავებში
მარტოკა დადის პატარა ბიჭი...

ირგვლივ ყვავები ფრენენ ზარმაცად,
ფრენენ გულგრილად...
თითქოს არასდროს ერთი ბახალაც
არ გადმოეგდოს ქარებს ბუდიდან


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 18 2009, 10:27 PM
პოსტი #1767


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...თუ სული, ოდესღაც შემცდარი მოგვიდან
ჩვენს გვამს მოესტუმრა თვალების გამრიგედ
და ციდან ვარსკვლავებს დილამდე მოგვიან,
რომ თივის სურნელი არასდროს გავიგოთ.
წამოვწვეთ, სიფხიზლე არაა გვიანი,
ლოგინად ბალახი დავიგოთ სამწყება
და მიწა მორიგი ოფლივით მოგვიდენს
და ისევ მოგვიდენს და მერე დაცხრება...


გიორგი კეკელიძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Sep 18 2009, 10:38 PM
პოსტი #1768


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



მარი მოგხვდება...


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 19 2009, 06:24 PM
პოსტი #1769


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ცის კიდობნიდან დილის რიჟრაჟზე

ფრენით დაეშვა ცისკრის ვარსკვლავი,

სინათლის ურცხვად მატარებელი

და შემოქმედის ურჩი სარდალი.

ჩამოიტანა ორი საცდური-

ნაღვთაებრივი ძალის დასტური:

დაუშვებელი ფიქრის "გმირობა"

და შემზარავი "გულახდილობა",

ამოარჩია კაცთაგან ერთი და გაეხუმრა:

-შენ არ გწამს ღმერთი!

აღშფოთებული კაცი განრისხდა:

-მე ხომ სუფთა ვარ, ჩემგან რა გინდა?

რამდენი რამე გადავიტანე,

რამდენი რამე არ განვიცადე,

რამდენჯერ ვკარი ხელი სიამეს,

მხოლოდ ნასწავლი გზებით ვიარე,

აღფრთოვანება შემოვიკავე,

ხიბლი გულს გარეთ გადავატარე,

ყოველი წუთი ისე გავთვალე,

რომ არ შემშლოდა არც ერთი მცნება!

აღტაცებაც კი დავიმორჩილე

და თვით სიყვარულს მოვკვეთე ვნება.

...და ამის შემდეგ შენ უნდა გერგო?

მაშ, სამართალი სადღა იქნება?!

.........

-რად მინდა "კარგო" მე შენი სული,

ის ჯოჯოხეთშიც არ დაიწვება!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 19 2009, 07:29 PM
პოსტი #1770


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



წიგნები

აჭრილი ფერები.
და აჭრილ ფერებში — აჭრილი ფიქრები.
კედლები. ჭერები.
წიგნის თაროებზე — აჭრილი წიგნები.
გაცრეცილ სახეებს
კვამლი აბუნდოვნებს, როგორც გამოცანა.
სახეებს ახელებს
დაფარულ ვნებების გარეთ გამოტანა.
აჭრილი ქალები
ჭრელი გველებივით მოქნილი ხელებით.
ცბიერი თვალები.
თვალები გიხმობენ — ვეღარ შეელევი.
ირიბი ღიმილი,
დანების ტრიალი ღამის ტალანებში.
ქალების კივილი —
ვიღაც უბედური კვდება დანანებით.
ფერები აჭრილი,
ასფალტის სიბრტყეზე უსულო სხეული
და სისხლი — ჯაჭვივით,
წითელი ჯაჭვივით წვრილად განთხეული.
ხელები გასვრილი,
ღამის სიჩუმეში — ქუჩა ცარიელი,
მოკლული სასიძო
და ველად გაჭრილი შლეგი ტარიელი.

ზაზა თვარაძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 20 2009, 02:05 PM
პოსტი #1771


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მომაკვდავის ჩვენება

სიკვდილ-სიცოცხლის შუა მდებარეს,
როდესაც სული ხორცს მეყრებოდა,
ცოდვილი ქვეყნის გამოთხოვება
მე მაინც კიდევ მენანებოდა!..

რასაც სიყრმიდან თვალი და გული
შეთვისებია და შეჩვევია,
გონება კავშირს ვეღარ გაიწყვეტს,
სიცოცხლეც მისი მონა და ტყვეა!

ვიტანჯებოდი, ცრემლების ნაცვლად
ჭირის ოფლში-ღა ვიწურებოდი...
მიწა მტოვებდა... ცა მიწოდებდა
და მე-კი ვერც ერთს ვეღარ ვსწვდებოდი.

არც აქეთ ვიყავ და აღარც იქით
მე, ორთა შუა გამოხიდული;
უჩინარ ბეწვით ოდნავ დაბმული
ხორცი უსულოდ, უხორცოდ სული.

უცბად გაიხსნა ცა, მოელვარე
მაღლით ნათელი გადმოეფინა,
და თანვე მოჰყვა ხმა ზეციური:
„აჰა, ოსანა მაღალთა შინა!“

ნათლის სვეტებზე ნათლისვე კიბით
გარმოექანა ძირს ანგელოსი;
სხივით ნაქარგი თვით ელვარება
იყო იმისი წმინდა სამოსი.

მომიახლოვდა მანუგეშებლად
ცისა და ქვეყნის შუამავალი.
დამიდგა მარჯვნით... მისმა შვენებამ
მომხიბლა სრულად და მომჭრა თვალი.

ამ დროსვე ერთად შეიძრა მიწაც,
ქვესკნელმა გრგვინვით გააპო ბნელი
და ამოფრინდა ბოროტი სახე
სრულის დიდებით, თვით ბელზებელი.

იმის მედიდურ ძლიერ სახეზე
უფლება შავი ხაზით ეწერა;
დადგა პირდაპირ ანგელოსისა
და შეუპოვრად დაუწყო მზერა.

„შენ აქ რა გინდა? - სთქვა ანგელოსმა -
სამარადისოდ შეჩვენებულო!..
ურჩო მეუფის!.. და ქვეყნის მტერო!
მოუსვენარო!.. ბოროტო სულო?!

განა არ იცი: ვისაც ამ ქვეყნად
ვერ შეურყიე სარწმუნოება,
სიკვდილის შემდეგ რომ მიეკარო,
არ გაქვს უფლება! არა გაქვს ნება!..“

„ვინ მოგახსენა?! ჯერ ჩემ უფლებას
ვერ გააქარწყლებ შენ ასე ჩქარა!..
ჩვენ-ჩვენ საზღვარზე ვდგევართ ისევე!
- სთქვა ბელზებელმა! გადიხარხარა! -

ჯერ, სანამ სული ხორცს არ გაჰყრია,
რა დამკარგვია უფლება და დრო!..
უკანასკნელად ერთს კიდევ ვსინჯავ,
რომ მაგის სული მოვინადირო.

და ხელის შეშლა თუ შეგიძლია,
იხმარე შენი გრძნობა-გონება,
რომ მოანატრო ის ზეციური
საოცნებო რამ ყოფა-ქონება.

მეც გამოვიჩენ ჩემ ძლიერებას,
სათვალდათვალოს და ხელშესახებს
და მაშინ ვნახავთ: ამ ორში, აბა,
რომელს აირჩევს? და რას აიღებს?

შენ შეგიძლია წაართვა სული!
მე შემიძლია რომ დავუბრუნო!
შენ სხვის მონად ხარ კარზე მოსული
და მე კი მმონებს თვით საუკუნო!..“

ანგელოსი
როდემდის?

ბელზებელი
სანამ არ მოიშლება
ქვეყანა მისი შვენიერებით,
არ მყავს მეტოქე, მოპირდაპირე
არც მოხერხებით, არც ძლიერებით!

ანგელოსი
კი მაგრამ ეგ ხომ დროებითია?
„მეორედ-მოსვლის“ არა გაქვს შიში?

ბელზებელი
საუკუნეთა საუკუნოებს
არა აქვს ზომა და ანგარიში.
„მეორედ-მოსვლა“ ისე შორს არის,
რომ მაზედ ფიქრი არს უგნურება.

ანგელოსი
რასაც ოდესმე ბოლო მოელის,
არ არის სრული ის ნეტარება.

ბელზებელი
ბევრჯერ წამიც-კი ბედნიერების
საუკუნოზედ უტკბილესია!..
მეც მომავალი ჩემი სიმწარე
აწმყოს სიტკბოში ჩამილესია!..

ამას ვჯერდები და მომავალი
მე დამითმია თქვენთვის საკუთრად, -
ჩემთვის შავ-ბუნდად წარმოსადგენი
და თქვენთვის რაღაც ნათელ-ვარდის ფრად.

თქვენ აწმყოსა სცვლით იმ მომავალში,
მე მომავალზე აწმყოს არ ვყიდი!..
ვინ მოსტყუვდება ჩვენში - ვინ იცის?..
სულ სხვადასხვა გვაქვს ჩვენ გზა და ხიდი:

„შენ მარჯვნივ იწვევ ადამის შვილებს,
მე იმათ მარცხნივ ვეპატიჟები!
არჩევანი კი იმათ ხელშია
და ნუ გასჯიან როგორც გიჟები!..

სადაც ერჩიოთ იქით წავიდნენ!
ა, მაგალითი ახლაც თვალწინ გვაქვს:
ამ მომაკვდავთან მოვსულვართ ერთად
და ჭირისუფლად ვადგივართ მას თავს.

შენ სულ სხვას ურჩევ და მე კიდევ სხვას!
არა სჯობს, ვკითხოთ მაგისვე სურვილს:
სიცოცხლეს ირჩევს ჩემი შეწევნით?
თუ შენი რჩევით სანატრელ სიკვდილს?

სთქვი, რას ჰპირდები?

ანგელოსი
განსასვენებელს,
სად არც ურვაამ არც მწუხარება!
და ხორცშესხმულიც ვერ წარმოიდგენს,
თუ რა ტკბილია ის ნეტარება!..

მახლობლად ღვთისა, წმინდანთა შორის,
ანგელოსთ გუნდში გამორეული,
ციური ძალით განიმსჭვალება
ვალგადახდილი სპეტაკი სული!

ამიერიდან უკუნისამდე
არ მოეშლება ის ნეტარება...
მაშინ, როდესაც შენი დიდება
ამ ქვეყანასთან ერთად გაჰქრება.

ბელზებელი
წეღანაც გითხარ, უფარსაგოა
ეგ საოცნებო რამ მოგონება:
მაგის სიშორეს ვერ წარმოიდგენს
ჭკვათა-მყოფელის გრძნობა-გონება.

და მე მით უფრო... რაც დღეს ხელში მაქვს,
განა გიჟი ვარ, რომ შეველიო?
ნათქვამი არის: „ხვალინდელ ქათამს
კვერცხი სჯობია დღევანდელიო“.

ანგელოსი
ჩვენსას თუ სწუნობ, ახლა შენა სთქვი:
რა უფლება გაქვს? რა შეგიძლია,
რომ ამ მიწის შვილს შენ მიანიჭო?

ბელზებელი
რასაც კი მომთხოვს!.. სულ ადვილია!

ხანგრძლივ სიცოცხლეს და ტანმრთელობას,
სიბრძნე-სიმდიდრეს და ძლიერებას!..
სიჭაბუკესაც, რომ სიყვარული
უგვირგვინებდეს ბედნიერებას.

და ამას გარდა, ზედმეტად კიდევ
მცირე სურვილიც ვალად მედება;
ყოვლის-შემძლები - ვიქნები მონა
მაგისი! ნატვრა არ მოაკლდება.“

ეს რომ სთქვა, მერე მე მომიბრუნდა:
„აწ მოიკრიბე შენი ღონეო
და აირჩიე რომელიც გინდა!..
რაცა ვთქვით, შენც ხომ გაიგონეო?“

რომ მოვისმინე იმათი ბჭობა,
უჩვეულობით გაკვირვებულმა -
აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა!..
ძგერა დამიწყო ორჭოფად გულმა:

ზეცის შელევას ვერა ვბედავდი
და ეს ქვეყანაც მენანებოდა!..
სიტკბო-სიმწარის შუა ვიყავი,
სული შფოთავდა, ხორცი დნებოდა.

ბოლოს გავბედე ხმის ამოღება
და დავეკითხე მათ მორიდებით:
„ჩემგან რას ითხოვთ სამაგიეროს,
იმის სასყიდლად, რასაც მპირდებით?“

სთქვა ანგელოსმა: „მხოლოდ იმას გთხოვ,
რომ არ დაჰკარგო შენ სასოება
და ხრწნილებადი შენი სხეულის
არ მოინდომო ამაოება!“

ბელზებელმა სთქვა: „ბევრს არ მოვითხოვ:
რომ მოვიფხანო უბრალოდ გული,
მხოლოდ ფორმისთვის, ზეცის საჯიბროდ,
მერმისისათვის მომყიდე სული.“

ჩამაგდო ამან საგონებელში.
აღარ ვიცოდი, რა ამერჩია?
ორივე კარი ცის და ქვეყნისაც
მზა იყო ჩემთვის... ორივე ღია!..

პირი ვიბრუნე ბელზებელისკენ
და მოვინდომე მისი მინდობა.
თუმცა არ მსურდა არც ანგელოსის
უარის-ყოფა და ზეცის გმობა.

„შენ პირობაზე მე მოვაწერ ხელს!
ვთქვი - თანახმა ვარ და არც ვინაღვლებ!
იმ პირობით კი, თუ შენც შენს სიტყვას
არ გადაუხვევ და შეასრულებ!“

- „ვფიცავ ჯოჯოხეთს!“ - სთქვა აღტაცებით
და მედიდურად გადიხარხარა!..
შეკრთა მფარველი ანგელოსიცა,
მწუხარე სახე დაბლა დახარა!..

იუდას ტყავზე კაენის სისხლით
დაიწყო მტერმა პირობის წერა,
მაგრამ მარტო მის დანაპირებით
რომ ჩემი გული ვერ შეაჯერა,

თამამად მითხრა: „მეტი, რაც გინდა,
შენვე მომთხოვე და აგისრულებ!
მე ჩემი სიტყვის გამტეხი არ ვარ!..
არც გავწბილდები! არც გაგაწბილებ!“

- „მართლა? მაშ კარგი! მიუმატე ეს:
რომ აწ საერთოდ ქართველი ერი
ამაღლებული... აყვავებული...
ხანგრძლივი იყოს და ბედნიერი!“

- „აჰა, ჩავწერე!.. სხვა რამეც კიდევ
ჩამაწერინო გინდა თუ არა?
- „რასაკვირველია, ერთიც რამ კიდევ
და მეტს არას გთხოვ... გათავდეს! კმარა!“

- „სთქვი მალე ეგეც და გავათავოთ!
რა სურვილია ეგ კიდევ ერთი?“
- „რომ საქართველომ ქვესკნელი დაჰგმოს,
მოიახლოვოს ზედა და ღმერთი,

„რომ ქართველობამ მტკიცედ დაიპყრას
ქრისტეს მოძღვრება და წმინდა რჯული,
და მაშინ, დიახ, შენი იქნება
სამარადისოდ ეს ჩემი სული!..“

შეკრთა ეშმაკი ამის გამგონე!
არ მოელოდა ამგვარ პირობას!..
ფრთა შეეკვეცა იმის წამიერ
ამპარტავნება-მედიდურობას.

გაქვავდა თითქოს, მაგრამ კანკალი
დაუწყო მხოლოდ გულმა და ხელმა.
სთქვა გუნებაში: „ვაი, სირცხვილო,
რომ მომატყუა ამ იმერელმა:

„სულ ცოტა რომ ვთქვათ, დღეს ქართველების
მე ორი წილი ხომ კი მერგება,
და ამ ერთ სულში რომ ის გავყიდო,
რა ჭკუა არის? და რა მოგება?“

გასტეხა სიტყვა, გაუჩინარდა,
ჩაძვრა ქვესკნელში სირცხვილეული,
და მაშინ მხოლოდ ანგელოსიცა
ცაში აფრინდა გახარებული.

მე გონს მოვედი, მიმოვიხედე,
და იმავე წამს თვალი მოვკარი,
რომ მარცხნივ მიდგა დიდი მკურნალი
და მარჯვნით ახლოს ჩემი მოძღვარი.


აკაკი წერეთელი
1898 წ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 20 2009, 02:23 PM
პოსტი #1772


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ნათია


უმაგრესიი იყოოო...სიტყვები არ მყოფნის wub.gif wub.gif wub.gif





ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.

გათენდება ქარიანი კვირა.
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,
ღმერთო ჩემო, ახლა უკვე დროა,
მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს.

ახლა მეტი მწუხარება არის,
ვიღაც ალი სამარესთან გოდებს,
და წაიღებს შემოდგომის ქარი
უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა...

ტერენტი გრანელი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Sep 20 2009, 02:57 PM
პოსტი #1773


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



საყვარელო, შენი ქება
საყვარელო, შენი ქება
უცხო თემში მიამბესო,
გადმოფრენა დავაპირე,
მაგრამ ჯაჭვით მიამბესო.
რამდენიც წამოვიწიე,
კალთა ლურსმით დამიკრესო,
არ მაღირსეს შენი ნახვა,
ყველგან მახე დამიგესო,
ქალო,გევხარ ალვისხესა,
ბაღჩაშია დანერგულსა,
ტანი მიგიგავს ლერწამსა,
ზღვისპირასა ამოსულსა,
ყელი გიგავს არაბულსა
შეკაზმულსა ბედაურსა,
თვალ- წამწამი ყორანს გიგავს,
შავი ძღვიდან ამოსულსა,
ენა ჭიკჭიკ მერცხალს გიგავს,
ინდოეთიდან მოსულსა,
ადე და ჩემკენ წამოდი,
შემოგახვევ ვარდის სუნსა,
თუ რომ გულით არ მიყვარდე,
ამომართმევს ღმერთი სულსა.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Sep 20 2009, 07:45 PM
პოსტი #1774


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



გიორგი ზანგური

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 21 2009, 04:38 AM
პოსტი #1775


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია
ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, -
ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია,
მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!

არაგვმა უკვე ლახტი აიღო,
თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,
და დაგიბარეს: - კაცო, რა იყო
ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო.


გაბრიელ ჯაბუშანური


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Sep 21 2009, 01:19 PM
პოსტი #1776


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ნათია

თემო

ორივე ძალიან მომეწონა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Sep 21 2009, 01:34 PM
პოსტი #1777


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



გაიღიმეთ ქალბატონო!..
განა თქვენი სახის მწუხრით გადაჩრდილვა შეიძლება
გაიღიმეთ, მერე ალბათ ყველა დარდი, სულ უბრალოდ, მოგონებით შიცვლება..
ამ სიცივეს და სექტემბრის ყვითელ ფოთლებს აურიეთ, აურიეთ ნაბიჯები..
ნუ გგონიათ სიყვარული აღარ მოვა, ნუ გგონიათ მარტოობით დაისჯებით
რა კარგია ქალბატონო, აი უკვე, მათ თვალებში ვარსკვლავები აციმციმდნენ
აი ასე მოგაწოდებთ თბილ-თბილ სიტყვებს, თქვენ უბრალოდ ეცდეთ და დაიჭირეთ
წვიმის სეზონს გადაურჩით, ახლა უკვე, ნელა-ნელა შემოდგომა გვეპარება,
თქვენ იცით რომ სევდიანი ისტორია, სათითაოდ მოგიგონეს მეძავებმა
გაიღიმეთ! ჩათვალეთ რომ ბრძანებაა, ვაჟკაცურად ეცადეთ და შეასრულეთ,
მე კი ისე, ოქროს თევზის დასაჭერად,თან მივყვები ძველ თბილისელ მებადურეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Sep 21 2009, 04:23 PM
პოსტი #1778


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



*ნინო* მეც მომეწონა smile.gif

მე შენგან რა მინდა თვითონაც არ ვიცი,
ან რატომ ვირევი შენს ტანში ბინძურად.
ქორწილის დაღლილი ხმა, როგორც მაისი
რა სწრაფად დამთავრდა და ამოიწურა.

მე შენგან რას ველი?! არაფერს დადებითს,
არაფერს ლამაზს და არაფერს მშვენიერს,
უბრალოდ სახეზე თითების დადებით
აღვიქვამ შენს ნიკაპს, ტუჩებს და შენს იერს.

მე შენგან რატომღაც ფერების დანაკლისს
უსიტყვოდ განვიცდი ვრცელ განმარტოებით.
გარეთ გრიგალია, გრიგალი განა ქრის,
უბრალოდ ერთობა სულელი რტოებით.

***********

(ჩემი) გაზეთის მტრედი

იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ, იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!

თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.

ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.
ვამზადებ: თურქებს, არაბებს,
მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:
ქართულში,
ქართულში,
ქართულში,
ქართულში.

ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს
დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე.

სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.

მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის.
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.

ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი _
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.

იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.

შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.

დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა.

გაიხედეთ გარეთ! ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.

გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი.
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და დაეცა მიწას, ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო, უსულო განცხადების მთქმელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 21 2009, 06:42 PM
პოსტი #1779


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...ამიტომაც ვწერ, ვწერ არცოდნაზე
და უსასრულოა ჩემი ასპარეზი.


ბესიკ ხარანაული


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 21 2009, 07:08 PM
პოსტი #1780


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გავთავხედდები და ჩემ ძველ ლექსს დავდებ... ფილოსოფია უფროა ვიდრე პოეზია, მაგრამ... smile.gif


დღეა მშვენიერი, დილაა ნათელი,
სწორედ იმის დროა – ჩავაქრო სანთელი...
სანთელი არ ქრება, ღამეს ელოდება...
ჩემთვის ყველაფერი მაინც სულ ერთია;

რეკავს ორი ზარი: ამ სოფლის, იმ სოფლის.
გაისმის ქვითინი: აქ ობლის, იქ მშობლის.
ყოველ წამს იგრძნობა სუნთქვა წუთისოფლის...
ჩემთვის ყველაფერი მაინც სულ ერთია;

სადაც გაიხედავ – ყველგან კედელია;
ვისაც კი შეხედავ – მასწავლებელია:
“შენც უნდა ჩაება ცხოვრების ფერხულში!..”
ჩემთვის ყველაფერი მაინც სულ ერთია;

“გინდა, რომ მოგიყვე ამბავი მილეთის,
როგორ მოიპოვო იმ სოფლის ბილეთი?..”
ამას მეუბნება მე ბერი ისეთი...
ჩემთვის ყველაფერი მაინც სულ ერთია...

აი, მომელანდა ლამაზი ფერია.
ასე მეუბნება: “აქ ყველაფერია!
ოღონდ კი მოგწონდეს... ოღონდ კი გიყვარდეს...”
ჩემთვის ყველაფერი მაინც სულ ერთია;

გოგონა ლამაზი, წითელი ვარდია,
სამოთხის გვრიტია, ხან გულის დარდია...
ისევ ის სიტყვები: “ოღონდ კი გიყვარდეს!”
მგონი ყველაფერი მაინც სულ ერთია;

ერთმანეთს ებრძვიან ღმერთი და ეშმაკი,
სულ მუდამ ჩხუბობენ: მე – ბრძენი, მე – შმაგი.
როდის დასრულდება ბრძოლა უსასრულო?!.
ჩემთვის ყველაფერი მაინც სულ ერთია?!

მალე დაღამდება, ბინდდება ნათელი
და ჩემს წინ ავანთე ახალი სანთელი.
ჩამიქრა სანთელი, წყვდიადი ჩამოდგა...
ჩემთვის ყველაფერი მაინც სულ ერთია;

სადაც გაიხედავ – ყველგან ნათელია;
სადაც გაიხედავ – ყოველგან ბნელია;
დროებით შერიგდნენ: მე _ ბრძენი, მე – შმაგი
და მაშინ მე მივხვდი – ეს “ერთი” ღმერთია! “


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 87 88 89 90 91 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2025 - 04:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი