IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 88 89 90 91 92 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nino84
პოსტი Sep 22 2009, 12:41 AM
პოსტი #1781


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



Atman

საინტერესო ლექსია smile.gif სხვებიც გაქვს?



--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 22 2009, 12:53 AM
პოსტი #1782


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს
გაგისწორებდი მზერას თამამად
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა!

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას
გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ ლამაზი თვალები მქონდეს. . .

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით
მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად დავიარები,
და დანაცრული დარებზე ვგოდებ.
იქნებ ოდესმე შემიყვარებდი
მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს. . .


გელა დაიაური


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 22 2009, 12:56 AM
პოსტი #1783


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



შოთა ჩანტლაძე


კრება.
აცხადებენ:_სიტყვა მოხსენებისათვის ეკუთვნის
ამახანაგ ხაჭაპურიძეს.მე ვგრძნობ შიმშილს და კრებას
ვტოვებ.


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 22 2009, 04:34 AM
პოსტი #1784


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



nino84

მეტი არ მაქვს... ესეც მოთხრობიდანაა და მაგის გამო დავწერე.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 22 2009, 03:04 PM
პოსტი #1785


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



გარეთ კი ცივა, უბერავს ქარი,
მოდის პატარა გზის მათხოვარი,
პურისთვის უნდა მას ერთი ლარი,
ავადმყოფ დედის პატრონი არი.

ცივა პატარას, ძალიან ცივა,
ვინ იცის სახლში ის როდის მივა,
"თუ ფული არ გაქვს შეჭამე თივა",
ვიღაც დასცინის, აჩერებს ნივას,

კრთება პატარა, კრთება ძალიან,
ნივაში ვიღაც ბოზი ქალია,
"წადი მოკალი, ან მოიპარე,
ფული რომ არ გაქვს შენი ბრალია..."

ყმაწვილის ფიქრში იღვიძებს გრძნობა,
გრძნობა ველური და ცხოველური,
იღვიძებს ბავშვში შური და მტრობა,
არავინ უთხრათ მას საყვედური.

გინდა რომ ფული ვიშოვოთ ერთად?
გინდა რომ დედას პური წაუღო?
მაშინ წამოდი შენ ჩემთან ერთად
ვინმეს საფულე რომ ამოვუღოთ!

დროა გაიგო შენ ფულის გემო,
დროა გაიგო რანაირია,
ქალმა ჩახედა ყმაწვილს თვალებში,
თვალები უკვე სხვანაირია!


IPB-ს სურათი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 22 2009, 10:47 PM
პოსტი #1786


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ციტატა(Atman @ Sep 22 2009, 05:34 AM) *

nino84

მეტი არ მაქვს... ესეც მოთხრობიდანაა და მაგის გამო დავწერე.

მოთხრობებსაც წერ? IPB-ს სურათი საღოლ შენ thumbs.gif



...................................................


...და მაინც, ბევრი შეუძლია ადამიანს:
მოურგებელი სინამდვილისგან თავის დახსნას,
ბოლოს და ბოლოს,
ორი თვალის დახუჭვაც ყოფნის, -
ჩამოაფარებ ქუთუთოებს,
საშლელივით ჩამოუსვამ,
როგორც სველი ჩვრით ჩამოგეწმინდოს,
და მიადგები შენი ფუნჯით,
შენთვის,
თავიდან...
ვინც ოცნებას შორიდან იწყებს,
შეუძლია, შუა გზაზე დაეძინოს.
მიმხვდარია:
ცხოვრება განა საძღომია! კევივით არის, -
არომატისთვის ატრიალებ,
ღეჭვის ჟინის მოსაკლავად;
ისიც წყალობად მიითვალე,
თუ ოდესმე
ვინმემ თავი განატრებინა,
თუ ხვალ და ზეგ
თავს მოგანატრებს.
რა დროს ცუდი ფიქრებია, ძვირფასებო,
ტკბილი, - ოცნებაც მოსწრებაზეა.
რა დროს ასრულებებია! -
მე ოცნებას შორიდან ვიწყებ.
...თვალსაწიერზე
შეურყვნელი შუქი დამჯდარა;
მთავარია,
გუმბათს სუნთქვა არ მიაბჯინო.


ელა გოჩიაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 23 2009, 04:49 PM
პოსტი #1787


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...“სამშობიარო სადაც დავიბადე
დაბომბვის დროს დაინგრა
როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე”
ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინია
როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან
ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს
როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს
როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ
მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით
და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ...

შალვა ბაკურაძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 23 2009, 07:06 PM
პოსტი #1788


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



დაღონებული და მარად სუსტი
სარკესთან ფიქრობ,როგორც დიანა,
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი
მაგრამ მან მოსვლა დააგვიანა.

მახსოვს ცრემლები შენს თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა.
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაყურებ ქალაქს.

ხარ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე თითების თამაშს,
შენ ძლიერ გინდა და რარაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო "დამა".

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან,როგორც მტრედი,თვალებს დანაბავ,
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდე გასტანს,
ანდა სანამდე იქნები წმინდა?
რის მიზეზია ჯერ ახალგაზრდას
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა?!

ოთახში ზიხარ შენ ავადმყოფი,
ხან,როგორც ბავშვი, ძილს მიეცემი,
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი
რომელმაც ასე დაიგვიანა!...

/ტერენტი გრანელი/


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 23 2009, 07:26 PM
პოსტი #1789


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის
ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ
ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ
მიყვარხარ დედა...


შალვა ბაკურაძე


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Sep 23 2009, 08:59 PM
პოსტი #1790


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



გემუდარები,ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო.განშორებამ გრძნობა გასრისა.
არ დაივიწყო,რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი-
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც.
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ,მეც სხვებივით ლხენას დავეძებ
და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი.
მაგრამ არსდროს დაიჯერო,ისე დავეცე-
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა?!
ამ უსასრულო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ...



ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები,
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად,
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი,
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება.
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული.
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა,
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია,
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა,
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული
............... სადა ხარ?!
დავშორდით?!?!?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 23 2009, 09:13 PM
პოსტი #1791


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა...

ანა კალანდაძე


rolleyes.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 23 2009, 09:22 PM
პოსტი #1792


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



...ვინც ოცნებას შორიდან იწყებს,
გზაში უფრო ბედნიერია;
შიმშილს იზოგებს, -
სურნელ-სურნელ, ნამცეც-ნამცეც
კრეფს სიხარულებს,
ვრცელი შიმშილი ურჩევნია
შემოღობილ მოყირჭებას...
არავინაც არ შეარგო თავისი თავი;
სამაგიეროდ, შეუძლია,
დაუნანებლად აუქნიოს ხელი, დაცინვით,
ამასოფლის ზიმზიმა ნადიმს,
სადაც ცხოვრებას
სისხლისფერი რქებით ფატრავენ
და სისხლისფერი კბილებიდან
გლეჯენ ერთმანეთს
სახელ-სახრავზე წასეულები,
და გაძღომამდე
თვალები ვერ აუხელიათ;
სადაც შიმშილი
თავაღებული ასპიტივით მანამ სისინებს,
სანამ გვირგვინად
ბოლო ლუკმასაც არ ჩაიმხობენ...
მიხვდა, - მყიფეა ყოველივე,
რაც ოცნების იერს დაიკრავს...


ელა გოჩიაშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Sep 23 2009, 10:24 PM
პოსტი #1793


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



Я может умру уже скоро
и не оставлю ни капельки любви...
Мне сейчас лучше лежать в могиле
под серебристый свет луны...

Но перед смертью я бы хотел
посмотреть вам в глаза
и сказать:
-О, ангел мой! Я вас любил всегда!






[Я]


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 23 2009, 10:31 PM
პოსტი #1794


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ლურჯი ბუ @ Sep 23 2009, 11:24 PM) *

Я может умру уже скоро
и не оставлю ни капельки любви...
Мне сейчас лучше лежать в могиле
под серебристый свет луны...

Но перед смертью я бы хотел
посмотреть вам в глаза
и сказать:
-О, ангел мой! Я вас любил всегда!
[Я]

ოო, ეს ლექსი მახსოვს kiss1.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Sep 23 2009, 10:35 PM
პოსტი #1795


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 23 2009, 10:31 PM) *

ოო, ეს ლექსი მახსოვს kiss1.gif



მეც გამახსენდა... და არა მარტო ლექსი smile.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 23 2009, 10:46 PM
პოსტი #1796


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა(ლურჯი ბუ @ Sep 23 2009, 11:24 PM) *

Я может умру уже скоро
и не оставлю ни капельки любви...
Мне сейчас лучше лежать в могиле
под серебристый свет луны...

Но перед смертью я бы хотел
посмотреть вам в глаза
и сказать:
-О, ангел мой! Я вас любил всегда!
[Я]


ოოო...ქე დამწვარა ვიღაცა სიყვარულით laugh.gif laugh.gif




მე ვერ მიხილე და ნურც დამეძებ
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით
მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები...

ტერენტი გრანელი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 23 2009, 10:57 PM
პოსტი #1797


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ანნო @ Sep 22 2009, 01:53 AM) *

მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს
გაგისწორებდი მზერას თამამად
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა!

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას
გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ ლამაზი თვალები მქონდეს. . .

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით
მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად დავიარები,
და დანაცრული დარებზე ვგოდებ.
იქნებ ოდესმე შემიყვარებდი
მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს. . .
გელა დაიაური

პირველი კურსის მერე ჯიხვის მწვადს მპირდება გელა, ამასობაში გავჭაღარავდი biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 23 2009, 10:59 PM
პოსტი #1798


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 23 2009, 11:57 PM) *

პირველი კურსის მერე ჯიხვის მწვადს მპირდება გელა, ამასობაში გავჭაღარავდი biggrin.gif




არ გამოგვაპაროო laugh.gif laugh.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Sep 25 2009, 12:27 PM
პოსტი #1799


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



Я шел во тьме дождливой ночи
И в старом доме, у окна,
Узнал задумчивые очи
Моей тоски.- В слезах, одна
Она смотрела в даль сырую...
Я любовался без конца,
Как будто молодость былую
Узнал в чертах ее лица.
Она взглянула. Сердце сжалось,
Огонь погас - и рассвело.
Сырое утро застучалось
В ее забытое стекло.




[Александр Блок]


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 26 2009, 05:39 PM
პოსტი #1800


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ღმერთი ახლოა,
შორს თვითონ შენ
თუ არ ხარ
მისგან...


მორის ფოცხიშვილი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 88 89 90 91 92 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2025 - 09:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი