![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მარინე |
![]()
პოსტი
#181
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 ![]() |
საქართველოს მომავალი
მისივე წარსულისა და აწმყოს ნამრავლის ტოლია! წარსული მოცემულია, აწმყო მოსაძებნია, მომავალი მოსაპოვებელია! პასუხი იპოვეთ საკუთარ გულში, თუ კი ამ გულში ის სისხლი ჩქეფს, ბარიკადებზე რომ იღვრება ბიბლიური დროიდან დღემდე... მორის ფოცხიშვილი -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
teo.. |
![]()
პოსტი
#182
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
რა ლამაზი ლექსებია, ყველა იმდენად ლამაზია რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
![]() ![]() -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
tako |
![]()
პოსტი
#183
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 22-December 06 მდებარ.: Deutschland წევრი № 732 ![]() |
'' ვიღაც ხელს მიწვდის''
ვიქნები მარტო, დუმს ოთახი, ხელში დავითნი, აღვიდგენ ლოცვას, სინანულის სარკმელს მას ვუღებ, ვინც მოვა ჩუმად და გამომწვარ ჩემ ძვლებს დაითვლის, ყველა კითხვაზე მოხმობის დგეს ვინც მიპასუხებს. დროის შრიალი, დროის ფრთების არარსებულის, ბრწყინვალე კვირის შვიდეული, ის შვიდი სარკე, ანარეკლების ელვარებით გადავსებული და გზა, თავისთვის მიმავალი სიმშვიდისაკენ. ხასხასა ბალახს ვუერთდები და ცას ავხედავ, გამაძლებინე, როგორც ბნელში ძლებდა სანთელი, ვიღაც ხელს მიწვდის ჩამოქცეულ სახლის თავხედან, ისიც ჩემსავით აჩრდილი და ძვლებ დასათვლელი. გივი ალხაზიშვილი -------------------- წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე! |
marine |
![]()
პოსტი
#184
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ტაძარში
შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები, სანთლის გალობას ვისმენ და ვთვრები, ნაჭედ ხატებზე სინათლის შუქი ითვლის სისავსეს ძვირფასი თვლების. შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები, ხატების ლოცვას ვისმენ და ვთვრები და უცებ არღვევს სიჩუმის დუმილს შემოფრენილი მტრედების ფრთები. შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები, ანგელოზების ჩურჩულში ვთვრები, ანთიანთებით გამთბარ კედლებზე დაულეველი მადლად იღვრები. შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები, საკმევლის სუნში ისევე ვთვრები, მერე დაღლილი და მხნე საოცრად, გამოვდივარ და სივრცეს ვერევი... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#185
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
ვინც ლექსებს წერთ, მოწერეთ თქვენი ლექსები მოწმუნენო.... ან თუ ვინმეს გაქვთ სხვისი ლამაზი ლექსი........(პოეტისას არ ვგულისხმობ) ქვემოთ მიაწერეთ გთხოვთ ლექსის ავტორის სახელი და გვარი, თუ თქვენ წერთ თქვენი სახელი და გვარი....
ამით სძლო ა-ჰა მოხდა სასწაული, მოგვევლინა კაცთ იესო, მ-არიამზედ სთქვა უფალმა, ღვთIს ძIს დედა იყოს ესო, ი-გი ყრმა ბაგაში გაჩნდა, ღვთის შვილს იესო არქვესო, თ-ვე კი დეკემბერი იყო, ოცდახუთსა მოხდა ესო. ს-ასწაულებს მოახდენდა, კურნავდა ყრუთ, სნეულთ, ბრმებსო, ძ-ეს უფლისას ბრალი დასდეს სასწაულს რით მოახდენსო, ლ-ერწამ ჰყარეს, ყვრიმალთ სცემეს, თან ჯვარზედაც გააკრესო, ო-რთ ავაზაკთ გაუტოლეს, მათთან ერთად გასწირესო. |
მატასი |
![]()
პოსტი
#186
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
მარიამის თხოვნით...
მათხოვარი ვარ ცარიელი, _ გეუბნები, _ აი სრულიად, სული ცარიელ სივრცეებით დაი- სრულია. ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი, მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი. ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული შავი ჯვალოთი. ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული მე ვარ ჯალათი. გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით ღამის მსტოვარი, ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით, _ გთხოვთ მათხოვარი! ცრემლების ლოცვა მახსოვს, ოდესღაც ამ სისხლძარღვებში ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა, ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი. ახლა დამტოვე ფიქრის ამარა, სასჯელს ვერ იტყვი ამაზე სასტიკს, ვარ ცარიელი როგორც სამარე _ რომლიდან აღსდექ. რატი ამაღლობელი -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მარიამი |
![]()
პოსტი
#187
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
_MATASI_
დიდი მადლობა ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
mr_morrison |
![]()
პოსტი
#188
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 ![]() |
არქიმანდრიტი შიოს ლექსია
აზრი თესლია საქმისა საქმე იწყება აზრიდან, აზრი თესლია საქმისა, კაცად კაცადი ისაა ვინც იცის წონა აზრისა. ვინც გულმოდგინედ უმზადებს მიწას თესლს, ვიდრე დათესავს, ვინც უფლის აღმოცენებულს, ღამეებს მისთვის გატეხავს. ვინაც მოწეულ მოსავალს დააბინავებს, გზას მისცემს, ყველაფერს უფლით აკეთებს, ყველაფრით უფალს ადიდებს. 1996 წ + შიო -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#189
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
mr_morrisonდიდი მადლობა
|
ვალერი |
![]()
პოსტი
#190
|
![]() ვაკო გელოვანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 ![]() |
ნაწყვეტები მთავარეპისკოპოს თადეოზის(ერისკაცობაში მირიან იორამაშვილი) ლექსებიდან:
"ღმერერთმა ნუ ქნას,აქ დამთავრდეს უფლის განაჩენი... ცოცხალი ხარ?-ჯერ კიდევ გაქვს ჟამი გადარჩენის..." "ვინ სიყვარულით აჯობა ყველას, იგი შემორჩა გულს სიხარულად... სხვაფრივ უაზროდ და უფერულად, მიფრინავს ასე დღეთა მარულა." მეუფე შესთხოვს დიდ მეფეს დავით აღმაშენებელს: "...შენი მახვილი უხილავე დაეც ორგულებს, შეზარე კვალად, გოლიათებრ ვითარ ზარავდი, მამულის მტერი დააჩოქე შენს ცათა ქვეშე, იავარ ჰყავი გარეწარი და მოთარეშე... შენ დაგვიფარე, ვით გვფარავდი, აწ და მარადის..." მეუფე მიმართავს პატარებს: "თქვე ერთმანეთზე კარგებო, სხივებით დასაქარგებო, ყოველთვის გულთან სამყოფნო, ერის მტრებდასაკარგებო." მეუფე თადეოზი ჯვრითა და კალმით ლოცავს სრულიად საქართველოს: "ღმერთი დიდია, ის გვიხსნის, მტერო, ნუმც გაგიხარია... ჯვარს გოლგოთაზე აიტანს, გასწევს ვინც კარგი ხარია." -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
ana-xatia |
![]()
პოსტი
#191
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
არ ვიცი ავტორი, მაგრამ ძალიან მიყვარს. სმს-ით მომწერეს:
გაილამაზე ყოველი დილა იყავ ყოველთვის ლაღი და წმინდა არ შეგეშინდეს ძნელი აღმართის - ჩვენთან არ ღმერთი აწ და მარადის! |
დათიკო |
![]()
პოსტი
#192
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
წმიდა ნინო
შენ მაღალი ხარ, ბუმბერაზი, მიუწვდომელი მე კი პატარა ჭიაყელა და დალეული ვითარ ანდრია, მოციქულთა სწორი დედა ხარ მე კი ვინა ვარ ერთი გიჟი გადარეული შენ განანათლე ივერია დედაო ნინო როგორ გავბედო და მოგართვა მე შენ სალამი როგორ ავიღო მე ცოდვილმა შენსა საქებრად გული ცახცახებს, მიკანკალებს ხელში კალამი მხურვალე ლოცვით დაამსხვრიე არმაზ-ზადენი მტკვარში განათლე საქართველო, დიდი, პატარა მეფე-დედოფალს მიუბოძე შენ სილამაზე დღემდე ქართველმა შენი სახე გულით ატარა შენი ხატის წინ დავიჩოქებ, ვილოცებ გულით დედაო ნინო, მომიტევე კადნიერება სამგზის სანატრელს, მუდარით გთხოვ და ნუ შემრისხავ და მომანიჭე უღირსსა ბერსა ბედნიერება შენზე ვლოცულობ დღე და ღამე წმიდაო ნინო როგორ მწყურია შენი საფლავის ამბორი, კოცნა განმარტოება შენი გაძრის მაყვლოვანებში და მუხლმოყრილსა სამშობლოსთვის მხურვალე ლოცვა დედაო ნინო შეისმინე ტკივილი ჩემი შავი ღამეა, მეძინება, ქრება სანთელი სასოება და სიყვარული შენზე მოვიღე ჩემს სულში ბნელა, მომანიჭე მე ღვთის ნათელი. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) ჯვარი ჯვარზე აკრავდნენ დამნაშავეებს. ჯვარზე აკრავდნენ ძველად მონებს და … ჯვარზე სიკვდილი ბევრს უგემია, ჯვრიდან ტანჯულთა კვნესა ისმოდა. მაგრამ ჯვარს აცვეს ოდეს უფალი, ჩვენი ცოდვები თავად იტვირთა. ავაზაკს ზეცის კარი გაუღო, ზეცა კი შვების ცრემლით იტირა. და ჩვენ კი ახლა ჯვარით ვარსებობთ, ჯვარი კიაფობს ჩვენსა გულებში. მწუხარე ვართ თუ გახარებულნი, მხოლოდ ჯვარია ჩვენში ნუგეში. ”ჯვარი”, ”ჯვარცმული” _ ეს ორი მცნება ქართველის სულში ჩაბეჭდილია. ჯვარის გარეშე ჩვენი ცხოვრება, ვიცოდეთ ყველამ განწირულია. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) ღამე მონასტერში ძალზე ლამაზია ნათელი და მთვარიანი ღამე. ციმციმებენ ვარსკვლავები ნაზად ღამე გულში სევდა-ფიქრებს აჩენს. ღამე გულში ლოცვის სურვილს აჩენს და ადიდებ შემოქმედს და გამჩენს. ღამე მართლა ძალზე ლამაზია, ღამე ფარავს ახლა დავით გარეჯს. მიკიოტი რომ გაჰკივის სადღაც, ცელქი სიო ლაზღანდარებს ხევში, მთვარე ნელა აფახულებს წამწამს, მელიები კი ჩხავიან ტყეში. ზოგი ფხიზლობს, ზოგსაც სძინავს ტკბილად. ზოგი ბორგავს, ზოგს კი ალბათ სცივა. ასეთია გარეჯული ღამე, ღამე გულში ლოცვის სურვილს ბადებს. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) * * * როცა სენაკში დავანთებ სანთელს… გულში შემოდის ფარული სევდა. გამახსენდება ჩემი წარსული, მომაგონდება ჩემი ბავშვობა. როცა ვიყავი ძალზედ პატარა, ვერ გავდიოდი შიშით ეზოში. როდესაც ბინდი ჩამოწვებოდა, ჩუმად ვწვებოდა მაშინ ლოგინში. და მოვიგონებ ჩემს სიჭაბუკეს, როცა ვიგრძენი შიში უფლისა. ღმერთი არაა ძალზე მრისხანე, სიყვარულია ჩვენი გულისა. კვლავ მაგონდება ჩემი დედ-მამა, ძმა ჩემი, ჩემი ამხანაგები, ჩემი სახლ-კარი და სიყვარული… აჰა, ჩაიწვა ჩემი სანთელი. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) სიბერე ახლობლები, დედაჩემი უკვე საფლავებში წვანან. ალბათ ჩემი ვარსკვლავი და მზე და მთვარეც მალე ჩავა. ეჰ, დავბერდი, მეც დავბერდი, ხელი, ფეხი მიკანკალებს და სამსჯავროს ხსენებაზე სული ძლიერ მიცახცახებს. მინდა როგორმე გავმართლდე, მაგრამ რა გინდა, ბედია _ ცოდვილზე ცოდვილს უფალთან თხოვნაც ვერ გამიბედია. უნდა მოვასწრო ვილოცო, მოვინანიო ცოდვები. მერე კი სიკვდილს გულდინჯად და მშვიდად დაველოდები. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) * * * ღამით შევედი ეკლესიაში, ჩუმად ავანთე ორი სანთელი. ერთი დედაჩემს, ხოლო მეორე _ ჩვენი პატარა საქართველოსთვის. გარეთ მთვარეც არ ანათებდა, იწვოდა ჩემი ორი სანთელი. უცებ ვიგრძენი ეკლესიაში და დავინახე მე ღვთის ნათელი. თითქოს მეზმანა საწყალი დედა, მანუგეშებდა, მეფერებოდა. თვით ღვთისმშობელიც კი მიღიმოდა, თითქოს ხატიდან გადმოდიოდა. ნუ გეშინია შვილო, _ თქვა დედამ _ გულმოწყალეა უფალი ჩვენი, ღვთისმშობლისაა ეს საქართველო, ღვთისმშობლისაა სამშობლო ჩვენი. ილოცე მუდამ, _ კვლავ მითხრა დედამ _ იყავი მუდამ ერთგული ღვთისა. ჩვენ საქართველოს მუდამ დაიცვს ფარველი ჩვენი და დედა ღვთისა. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#193
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
დათიკო
მამა ნაუმი ლექსებსაც თუ წერდა არ ვიცოდი ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
დათიკო |
![]()
პოსტი
#194
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
* * *
წუთისოფელს მაშორებს მონასტერის კედლები. არ დამერღვეს სიმშვიდე უფალო, გევედრები. სათნოებავ სულისა, ძახილს შენსას მე ველი. მხოლოდ მშვიდთა ხვედრია ცათა სასუფეველი. მე ჩემს წილხვედრ ცხოვრებით ტყუილად რად მოვცდები, შეიწყნაროს ცამ ჩემი ცრემლიანი ლოცვები. და შორს ჩემგან სიკვდილო, თვალს რომ რისხავ შენა ხარ. რაც უნდა სცადო, ჩემს რწმენას მაინც ვეღარ შელახავ. რაც უნდა სცადო, სიცოცხლით მაინც არ დავვოკდები. ჩემს სავალ გზას გავლევ და ვალმოხდილი მოვკვდები. წუთისოფელს მაშორებს მონასტერის კედლები. არ დამერღვეს სიმშვიდე უფალო, გევედრები. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) ალექსანდრე ციტატა მამა ნაუმი ლექსებსაც თუ წერდა არ ვიცოდი არა მარტო ლექსებს, მოთხრობებსაც ![]() ბავშვობაში კი ვიოლინოზეც უკრავდა ![]() * * * სანთლის შუქი დასთამაშებს მიტრას, სანთლის შუქი ლოცვის სურვილს აჩენს. ვიღებ მიწას ლოცვით მკერდში ვიკრავ და მადლობას ვწირავ ქვეყნის გამჩენს. უგარეჯოდ არსებობა არ მწამს, ვდგავარ როგორც მევენახე ზვრებში. მთვარე ნელა აფახურებს წამწამს, სისხამზე რომ ჩაიწვება მზეში. დღისით ცხელა და ზეცა ვერ გლანდავს, ლუკიანეს ნაკვალევზე მიჰქრი. მოგიყვება გარდასულ დღის ამბავს, ქარის ფრთებზე დარწეული ფიქრი. რაკი გმოსავს მადლი ჯვრის და ხატის, მიტომ დროსაც აღარა აქვს მოცლა. საგარეჯოდ გულსა გარჯა სწადის, სულს სწადია საგარეჯოდ ლოცვა. სანთლის შუქი დასთამაშებს მიტრას. სანთლის შუქი ლოცვის სურვილს აჩენს. ვიღებ მიწას ლოცვით მკერდში ვიკრავ და მადლობას ვწირავ ქვეყნის გამჩენს. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) ბერი ბერობა არ არის ადვილი ინსტიტუტი, ბერობა არ არის იოლი საქმე. ბერობა არ გეგონოს სკვნილისა ტრიალი ან კიდევ გართობა და უბრალო რამე. ბერი ღვთის საქმეს ემსახურება. ბერის სანთელი ყოველთვის ანთია. მისი ლოცვანი გადაშლილია, ამ ცხოვრებისათვის იგი მკვდარია. შეხედე ბერის დაღარულ სახეს, იმის თვალებში ტანჯვა წაიკითხე. წადი, განმარტოვდი ღვთის მაძიებელო, უდიდეს მამათა ცხოვრება იკითხე. ბერის თვალთაგან სევდა იღვრება. ეს კი ნიშანია სინანულისა. იქნება ცხოვრება განვლო მან უაზროდ, ჰპოვა მან ლოცვებში წამალი გულისა. ბერი ხარ? ყველაფერს დაგაბრალებენ განგიკითხავენ, შეგაგინებენ, სულის სიწმინდეს წაგიბილწავენ და სიკვდილსაც კი მოგანატრებენ. ამიტომ ბერი მარტომყოფია, მისი სენაკი კი დახურული. მისი ლოცვანი გადაშლილი და მისი სანთელი ჩაუქრობელი. გახსოვდეს, ბერობა არ არის იოლი. ბერობა არ არის იოლი საქმე. ბერობას არ ნიშნავს სკვნილების ტრიალი ან კიდევ თამაში, გართობა რამე. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) ღამის ლოცვა ლოცვებს ბერი ყოველთვის კითხულობს. დღისით და ღამით ლოცულობს ბერი, რომ შეავედროს მაღალ ღმერთს იმან უცხო, მოყვასი, სამშობლო, ერი. მაგრამ არსებობს განკუთვნილი დრო. მე ასე მჯერა, მე ასე ვფიქრობ. თუ გილოცია ღამით მარტოკას, დამეთანხმები მე ცოდვილს თვითონ. ღამე მშვიდია, წყნარი და შავი და ეშმაკს ნეტავ რა უნდა მეტი. ბილწი ფიქრები და ავი სული და განსაცდელი შიგG გულში შედის. მე ვდგები ღამით და ვიწყებ ლოცვას, არ ისმის არა ხმა და ხმაური. შორსაა ჩემგან ყოველდღიური დავიდარაბა, აურზაური. ხატის წინ წყნარად ანთია სანთელი, ბერი ჩუმი ხმით კითხულობს ლოცვებს. იხსენებს იგი გარდასული დღის თავის საქმეებს, ჩადენილ ცოდვებს. და ხატებიდან შემოგვცქერიან წმიდა მამები და ღვთისმშობელი. გეფერებიან და გიღიმიან და გამხნევებენ როგორც მშობელნი. და გვიან, ღამის მყუდროებაში, ბერის ლოცვები ღმერთამდე ადის და უფლის მადლი ზეცით გარდამო, ჩვენ ცოდვილ კაცთა გულამდე დადის. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) მოწყენილობის წამალი ბერს მოწყენის ჭია დამეუფლა. მე მარტოსულს მომეძალა სევდა. აღარა მსურს წერა, წიგნის კითხვა. შემეწევა ეხლა ვინმე ნეტა? გარეთ გასვლაც აღარ მინდა არა. მარტოობის მე ბურუსი მფარავს. რა ვაკეთო მე ტვითონაც არ ვიცი, სულიერი ტკივილები მტანჯავს. მოდი ჩემთან _ მესმის ხმა იდუმალი, წაიკითხე ჩემი ლოცვა, მამაო, და მიღიმის ხატიდან ღვთისმშობელი, ნუ გგონია ეს ცხოვრება ამაო. ნუთუ ღმერთო ეს მაცხოვრის ხმა არის? გულში როგორ ჩუმად შემოსულა. წაიკითხე, წაიკითხე ფსალმუნი მიუტევე უფალს შენი ზრუნვა. ეჰ, რა მცირე, მცირე რწმენა მქონია, დამავიწყდა ალბათ მე მაცხოვარი. მას კი თურმე მე ყოველთვის ვახსოვარ და მომძებნა დაკარგული ცხოვარი. მოგეწყინა? აAბა ზეცას შეხედე ვარსკვლავები როგორ გიღიმიან. გავსებული მთვარეც იქვე ბრძანდება, ვერცხლის ეტლით როგორ დაბრძანდება. ხვალე ალბათ მზე ჩახჩახა ამოვა, დღე იქნება ლამაზი და ნათელი. და ჩემს გულში ახლა თვითონ ქრისტეა. ჰა, გამქრალა მოწყენა და ნაღველი. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) * * * ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, დღეს განიხარებს ქართველი ერი. დღეს ერთად არის მთელი ქვეყანა, ერთად ლოცულობს ერი და ბერი. ამინდიც ძალზე მშვენიერია, მომლოცველებით გაივსო ეზო. ხმატკბილად გალობს სიონის გუნდი, შორიდან მესმის მე მისი ექო. მთავრდება წირვა, სუფრა იშლება. ყველა ფუსფუსებს და იღიმება. და სიხარულით დიდად აღსავსე ეს ჩემი გული ფართოდ იღება. და ლოცავს ყველას დღეს ღვთისმშობელი და ჩვენც ვილოცოთ სამშობლოსათვის. ვიყოთ ერთგულნი ეკლესიისა და შევიყვაროთ ყველამ მოყვასი. ეს მზე წითელი, სხივმშვენიერი, დღესასწაულმა გააკამკამა. ჩვენი გულები და ჩვენი სული თვით ღვთისმშობელმა აამღელვარა. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) თელავური ჩანახატი შემოდგომაა… შუამთის წყალთან ამოუფენავთ თიხის ჭურჭელი. ხიდან ცვენილი ხმელი ფოთლებით მოფენილია მთელი ქუჩები. დაუწურიათ უკვე ყურძენი და ნელი სიოც იზრდება ქარში. დიდი ჭადარი გაძარცვულია, სიცივე დგება ახლა თელავში. თელავს უხდება ყველა დრო ალბათ, ღიმილიც, სევდაც საამური აქვს. მე ნადიკვრიდან დავცქერი ქალაქს და ჰორიზონტზე ძლივს ვარჩევ ხანძარს. მართლა ცეცხლია? იქნება ვცდები იქნებ მატყუებს მე ჩემი თვალი გზას მივუყვები გიგოს გორისკენ და გუილტ მიმაქვს ბოღმა და დარდი. ვეძებ მეგობრებს, ვეღარ ვპოულობ. აღარ არიან, ვინ სად წასულა. უნდა მოვძებნო, უნდა მოვნახო, ღმერთო, რამდენი წელი გასულა. და მე აღმოვჩნდი სასაფლაოზე _ ახალგაზრდები, ხანშიშესულნი ყველა უდროოდ გარდაცვლილნი და იმ ქვეყნად მაინც დროზე წასულნი. და ვუნთებ იმათ ერთადერთ სანთელს, ბოთლიდან კი ვსვამ მე მათთვის ღვინოს. მათი სულები, დატანჯულები სასუფეველში რომ მაინც იყოს. ჩემი თელავი კვნესის და ოხრავს, მაგრამ გული აქვს მას ძალზე დიდი. ახლა ბინდია, კვლავ გათენდება, ჩემი წლები კი მიდის და მიდის… მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) * * * წვიმიან ამინდში განმარტოება და ბიბლიის წაკითხვა ყველაფერს მირჩევნია. მიღმიურ სამყაროში ვმოგზაურობ და წინაპრები ჩვენი ტკბილად მიღიმიან. აშურის მეფე და ეგვიპტის ფარაონი თავისი ჯარებით ისრაელს ერტყმიან. თითქოს ჩამესმის ისართა ზუზუნი, ადამის ძენი ერთმანეთს ებრძვიან. ძველი აღთქმიდან გმირებს გამოვიხმობ _ სამსონს და დალილას, დავით მეფსალმუნეს. სოლომონის სიბრძნემ და ქებათა ლექსებმა დაკოდილ გულზე როგორ მისალბუნეს. წყნარი საღამოა, ნავზე დახრილები თევზებს იჭერენ პეტრე და იაკობ. ალბათ აქვეა იესო მაცხოვარი, წყალზე გამოივლის, იგავებს მიამბობს. ბიბლია ჩემი სიყვარულის წყაროა, ფსალმუნი კი _ სულის წამალი სარგო. რამდენჯერაც დამჭირდა დაცემულს წამოდგომა, დავეწაფე მის ლექსებს და მაშინვე მარგო. წვიმა კი ასხამს და შხაპუნობს წვეთები, ყვავილებს უსველებენ დასიცხულ თვალებს. ქარი დატუქსავს და ღრუბლები წავლენ, მორცხვად თავს დაგვიკრავს ახალი მთვარე. კვლავ განმეორდება ასეთი ამინდები _ იქნება წვიმაც და გზებიც უვალი. მზეც ლამაზია, მთვარე უკეთესი, მყუდრო სენაკში კი სუფევს უფალი. მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) |
marine |
![]()
პოსტი
#195
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას
ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. ფრიდონ გელაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#196
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ, დავმონებივარ სიყვარულს შენსას, ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა განადიდებენ სამებას ერთარსს. მინდა გრძნობებში გულწრფელი ვიყო და გულზე შენი სახე მეხატოს, შენდობისათვის, წყალობისათვის წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#197
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
* * * იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ, დავმონებივარ სიყვარულს შენსას, ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა განადიდებენ სამებას ერთარსს. მინდა გრძნობებში გულწრფელი ვიყო და გულზე შენი სახე მეხატოს, შენდობისათვის, წყალობისათვის წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს! ვისი ლექსია იქნებ მიაწერო? ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#198
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ეს რომელი ეკლესიაა? ასეთი ლამაზი ლექსი რომ მიუძღვნეს... ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
![]()
პოსტი
#199
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მარიამი
ეს ლექსი მამას დაწერილია.. ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#200
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
miss_kartveli
ჩემი დაწერილია და ამიტომ აღარ მივაწერე.. ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 08:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი