![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
S a l l y |
![]()
პოსტი
#1801
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
Живи, звучи, не поминай о чуде,- но будет день: войду в твой скромный дом, твой смех замрет, ты встанешь: стены, люди все поплывет,- и будем мы вдвоем... Прозреешь ты в тот миг невыразимый, спадут с тебя, рассыплются, звеня, стеклом поблескивая дутым, зимы и вёсны, прожитые без меня... Я пламенем моих бессонниц, хладом моих смятений творческих прильну, взгляну в тебя - и ты ответишь взглядом покорным и крылатым в вышину. Твои плеча закутав в плащ шумящий, я по небу, сквозь звездную росу, как через луг некошеный, дымящий, тебя в свое бессмертье унесу... Владимир Набоков შემიყვარდა ეს კაცი.. -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1802
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ყრუმუნჯთა ბაგა ბაღი
ჩემი სახლის გვერდით. მისი ბინადრების უცნაური თვისება - რომელსაც შევეჩვიე და უცნაურად აღარ აღვიქვამ - ბაგა ბაღის ღობესთან დგომა და გამვლელებისთვის ხელის გამოყოფა, ვედრებით სავსე თვალები - რომ გამვლელმა ხელი ჩამოართვას, უფრო სწორად - გამოწვდილ ხელზე გაჰკრას, მათ ეს რატომღაც ძალიან ახარებთ. წლების მანძილზე იმგვარად აეწყოთ საქმე რომ ჩემზე ცოდვას ვერავინ იტყვის. (მით უმეტეს ვერ "იტყვიან" თვითონ მუნჯები, - მე მათთვის ხათრი არასოდეს გამიტეხია: მუდამ მზად იყო ჩემი ხელი იმ შეხებისთვის. დილა. მე უკვე გავიღვიძე. ვწევარ და მიკვირს, რომ შევამჩნიე მათი ხმები, მათი ხორხისმიერი, დამთრგუნავი სიცილის ხმები, - რადგან მათ ისე შევეჩვიე, რომ აღარც უნდა მესმოდეს წესით. ყრუ-მუნჯთა ბაგა ბაღი. ჩემი სახლის გვერდით. მათ ხომ არ ესმით საკუთარი სიცილის ხმები!.. ზვიად რატიანი nino84 იცოდი ეს? არ იცოდი ხო?! ხო არ იცოდი?! ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1803
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
nino84 იცოდი ეს? არ იცოდი ხო?! ხო არ იცოდი?! ![]() რავა ტყუილად დარბიხარ ![]() ![]() მაშინ ჯერ კიდევ არ იყავი ასე ხელიდან წასული ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1804
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...მერე რა, რომ
ჩემი საათი არ მუშაობს; არ მუშაობს, თორემ, კი არ გაჩერებულა! ვის გინახავთ გაჩერებული საათი! წიხლით რომ მისდგე, ცეცხლით რომ მისდგე, მზე რომ მთვარეს შეახეთქო და შუაში ეს მოაყოლო, ვერ გააჩერებ. ეს ერთადერთი ნივთია, რასაც: ვერც გააფუჭებ, ვერც გააჩუქებ, ვერც დაკარგავ. საათი რომ მოიშორო, თავი უნდა მოიკლა, და მართლა ამას ხომ არ იზამ და, ის კიდე არ ჩერდება და, - რა დროს ცუდი ფიქრებია! ოცნებას ვიწყებ!... ელა გოჩიაშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Atman |
![]()
პოსტი
#1805
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
nino84
მა ჩემ საათს რა ეტაკა? ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#1806
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ჯვარცმა...
ჭექა-ქუხილი, წამლეკავი ღვარცოფი ხევთა!.. ბაღი, ლოდინი...... ჟამი მწუხრის......გეთსიმანია. განვრცობა სამად; ცოდვა, ჯვარცმა, კაციდან ღმერთად...... დრო; გამთენია!სასჯელამდე ჯერაც შორია...... მამაო ჩემო, ამარიდე მე განსაცდელი და დამიტოვე ეს სხეული სულის ზედაშედ. თენდება! - როცა მტრედისფერი ბნელს გადადენის. მიდი, ჯალათო, აღასრულე უფლის ნება შენც.... სადღაც ძელს თლიან... ცა დაწმინდა ყივილმა მამლის და კრავენ ხის ჯვარს უფლის მხრებზე დასატოლებელს, შენც გეშინია... გეშინია, ლოცვისგან დაღლილს...... ნელა თენდება, ვარსკვლავები ცარგვალს ტოვებენ... ავტორი ჩემთვის უცნობია ![]() რაღაცნაირი ლექსია... აკლია მაგრამ მაინც შედგა ჩემს თვალში ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ნონა |
![]()
პოსტი
#1807
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ახლა...
ცაში აიხედე, უკვე ზამთარია, ფიფქებნაკლული და არადოგმატური, თოვს და გათოვებაც ისე სხვაგვარია, როგორც გაზაფხულზე ატმის უვერტიურა. ქარი იბადება სადღაც მორევიდან, ხიდზე გადადიან ვიწრო ბილიკები, რთული ამინდია, კვალში მოგყვები და ახლა მცივა შენზე ორი ფიფქით მეტი. მინდა ძველებურად ნერვი გავაბოლო, ისე დავიბენი წლებიც ამერია, იქნებ სიგარეტის ნაფაზს დავაყოლო - ახლა რაც ჩვენს შორის დრო და ჰაერია. მერე ჩვეულებრივ კოცნამობეზრებულს, მსურს რომ მთელი ღამე ლექსით გადაგრიო, ვგავარ შენი ბაგის უცვლელ დეგუსტატორს, ტუჩზე გეხები და... უკვე... ზამთარია... რ____ო____ი -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1808
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
აქილევსის ფარი
ის ტვიფრავს, ქალი ელის ზეთისხილებს და ყურძენს, და მარმარილოს ქალაქს, წყალში ჩაშვებულ ღუზებს, მაგრამ ელვარე ფარზე ტვიფრავს ოსტატის ხელი ტყვიისფერ ცას და ხედებს უკაცრიელი ველის. მოტიტვლებული ადგილია, უმზეო, რუხი, არსად ბალახი ან სიცოცხლის რამე ნიშანი და არსად კუნძი, რომ ჩამოჯდე, მოხარო მუხლი, მაგრამ უეცრად, როგორც მტვერი, წამოიშალნენ ლეგიონები, და ჩამწკრივდნენ; თითქოს სიშავე აკლდა მიდამოს - მილიონი აბჯარი იშვა და მილიონი უტყვი სახე ელოდა ნიშანს. იყო ხმა, სახე არსად ჩანდა, ხმა იყო ციდან, ის აცხადებდა, რომ მიზანი მუდამ ამართლებს და ასე შემდეგ; და ბრძანებებს კბილებში სცრიდა, არც მოდასტურე სჭირდებოდა, არც მოკამათე. ჯარი დაიძრა, სულერთია, რასაც დამართებს მას ეს ბრძანება, მთავარია, მორჩილად მიყვეს; წამოშლილ მტვერში ადვილია, ბრმად ენდო სიტყვებს. ის ტვიფრავს, ქალი ელის მსხვერპლად შესაწირ ნახირს, თეთრი ვარდებით მორთულს, როგორ მიდენის ხალხი, მაგრამ ელვარე ფარზე ის საკუთრხევლის ნაცვლად სულ სხვა სურათებს ხედავს, ხედავს ცეცხლსა და ნაცარს. მავთულხლართებით მოერაგათ მიდამო, იქ კი დაღლილ მსაჯულებს მორეოდათ უკვე მთქნარება, ცხელი დღე იყო და გუშაგებს სდიოდათ ხვითქი, აქეთ ბრბო იდგა, შეყრილიყო აუარება მოცლილი ხალხი, დანატრული დროის ტარებას; ბოლოს ის სამიც გაუყენეს მტვრიან აღმართებს, მერე კი ჯვრები მათიანად ცისკენ აღმართეს. ძალიც, დიდებაც, რაც სამყაროს ამკობს და შვენის, რაც ძვირფასია და არასდროს ეცვლება ფასი, სხვის ხელში იყო მოქცეული, იმ სამს კი შველის ვერ ექნებოდა იმედი და, მითუფრო, შანსი. ბრბო ითრობოდა მათი ტანჯვით, არ ქონდა აზრი შიშის დაფარვას, სიამაყეს, აღარც მორცხვობას, და ისე მოკვდნენ, მათი ხორცი ჯერაც ცოცხლობდა. ის ტვიფრავს, ქალი ელის ან ათლეტების შეჯიბრს, ან მოცეკვავე წყვილებს, წრეში ცეცხლივით შეჭრილთ, ელის ვნებიან როკვას, მაგრამ ელვარე ფარზე ტვიფრავს ოსტატის ხელი ხაზებს, ეკლოვან ხაზებს. ეს აგზნებული მოზარდია, ქვას იღებს, ესვრის გაფრენილ ჩიტს და გზას განაგრძობს. სულ მალე მორიგ მსხვერპლსაც დალანდავს. ის დიდია, მას უკვე ესმის, რომ ქალზე უნდა იძალადო, იცის, რომ ორი ადვილად მოკლავს ერთს - მესამეს. არ სჯერა ჭორის, თითქოს ამქვეყნად ვიღაც მართლა იცავს პირობებს ან თითქოს ვინმე შეიძლება სხვისთვის ტიროდეს. და მესაჭურჭლე ღმერთი, ჰეფესტო, დგება განზე, ქალი კი კივის, მისი შვილისთვის ნაჭედ ფარზე ამოუტვიფრავს ღმერთკაცს გმირი, რომელიც კვდება, ქალი უმზერს და ტირის, აქილევსია, ხვდება. იუსტან ჰიუ ოდენი თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1809
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
nino84 მა ჩემ საათს რა ეტაკა? ![]() ციტატა არ მუშაობს, თორემ, კი არ გაჩერებულა! ![]() ღრუბლები მათ გადაიარეს ცა პირამიდების, ხეთა და მიდია... ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები, კვლავ საით მიდიან? რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ, კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან ღრუბლები... კვლავ საით მიდიან ღრუბლები? რა ვიცი... მიდიან... ანა კალანდაძე -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1810
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ისევ მოდიან
და შენში, როგორც ქუჩაში გადგმულ სანაგვე ყუთში უკვე ყველასთვის გამოუდეგარ და უსარგებლო ფიქრებს ტოვებენ. ტოვებენ ზედმეტ, უვარგის ფიქრებს, რომლებიც ისე ძლიერ გთრგუნავენ, რომ შენი თავიც კი შეიძლება ზოგჯერ სანაგვე ყუთს შეადარო. ზვიად რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1811
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...დილა-საღამოს
ავტობუსიდან ვიყურები, რომ ამდენ ხალხში მისი სახე გამოვარჩიო, იგი ერთ-ერთი ბოლო მოწმეა ჩვენი ბავშვობის და მეშინია მისი დაკარგვა.... გივი ალხაზიშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1812
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
რატო დამაიგნორე? იცოდი რატიანის ეგ ლექსი? ხოდა აღარ დავდებ ახალს! იყავი ეგრე ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1813
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
...ნახევარი ფინჯანი ყავა დილის 6-ის ნახევარზე და სალამი საყვედურებით აღსავსე სამყაროს... ზ.რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1814
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
Я стар душой...
Я стар душой. Какой-то жребий черный - Мой долгий путь. Тяжелый сон, проклятый и упорный, Мне душит грудь. Так мало лет, так много дум ужасных! Тяжел недуг... Спаси меня от призраков неясных, Безвестный друг! Мне друг один - в сыром ночном тумане Дорога вдаль. Там нет жилья - как в темном океане - Одна печаль. Я стар душой. Какой-то жребий черный - Мой долгий путь. Тяжелый сон - проклятый и упорный - Мне душит грудь. [Александр Блок] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1815
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ქარს აწვიმს,
ქარი წვიმაში მოყვა და ნემსებივით ესობიან მის სხეულში წვიმის წვეთები . . . ის კი აწყდება ჩარაზულა ფანჯრებს და ჩემს ოთახში მთხოვს შემოვუშვა, თავშესაფარს მთხოვს, რადგან შემოჭრის ტკივილისაგან არ შერჩა ძალა. მე - როგორც ძველი რომაელი იმპერატორის ბედი როდესაც მასზე ჰკიდია, - შეშლილ თვალებში ჩავყურებ მშვიდად და ვფიქრობ, რომ ქარს გააჩნია თურმე თვალებიც . . . ქარი კი კივის! ხმელი ფოთლები, - რომელთაც ისიც კარგად იციან, რომ წვიმა ბოლო წყალობაა სიკვდილის პირას და რომ ვერც იგი ვერ გადაარჩენთ, - მაინც საოცარ აღტაცებას აუტანიათ და დასცინიან მომაკვდავ ჯალათს . . . ქარი კი კივის! მიწაზეა უკვე გართხმული და წვალობს, მაგრამ ვერ ერევა საკუთარ სხეულს! მე ვაღებ ფანჯრებს, გადმოვდგები მთელი დიდებით, ამფითეატრი ირინდება, სიცილს წყვეტენ ხმელი ფოთლები, მე ხელს შევმართავ - გაშლილ ცერით და შეკრული მუშტით და მიწისაკენ, მიწისაკენ შემოვაბრუნებ! . . . გამოიდარა, მე ვხურავ ფანჯრებს და ვიწყებ სიცილს საკუთარ ფიქრზე. ზ. რატიანი nino84 შენ ისეთი მაგარი ხარ ესეც გეცოდინებოდა ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1816
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
![]() ციტატა ესეც გეცოდინებოდა არ ვიცოდი ![]() ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1817
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
” შენ შეიძლება შეგიყვაროს ჩემზე ლამაზმა , მაგრამ ვერასდროს შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად ”
” რა ვქნა სიტყვებს ვერ ვპოულობ შესაფერს , დავდუმდები და დუმილი გეტყვის ყველაფერს ” "მომიტევე რომ მიყვარხარ, როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი" ![]() |
nino84 |
![]()
პოსტი
#1818
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
…რა უბრალოა ადამიანი,
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად და რა უმწეო ხმებით შრიალებს, რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს... ოთარ ჭილაძე -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ნონა |
![]()
პოსტი
#1819
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
დავიწყებული მოტივი
ნეტავ, ვინ არის ეს შავოსანი პირქუში ქალი, ჯოხის ამარა რომ დასდგომია უკაცურ ბილიკს, კაბის კალთით რომ აუთრევია მისივე ჩონჩხის მაგვარი ძეძვი და მიდის, მიდის, არც იცის, საით. იქნებ ბედკრული საქართველოა, ჩვენს გულებიდან გამოდევნილი?! ჩაჭიდებული ჟამთასვლის ბორბალს ჩვენი გულისთვის და, პირველ რიგში, ისევ ჩვენგანვე უარყოფილი?! ის არის ალბათ. სხვა ვინ იქნება?! აბა, რად შევკრთით წამით ყველანი, რად შეგვაცოცდა, მორიელივით, შიში განკითხვის და აღსასრულის?! ალბათ მობეზრდა ჩვენი ფუსფუსი, არაფრის გამო და არაფრისთვის, ჩვენი უაზრო ჟივილ-ხივილი, ჩვენი უმიზნო აყალ-მაყალი... და მიდის, მიდის, არც იცის, საით, რომ დაეყუდოს გამწყრალ ხატივით, სადმე, კლდეებში და ყინულებში. მაინც არ არის ჩვენი საშველი, თუ ისევ იმან არ მოგვაქცია გზასაცდენილნი და დაქსაქსულნი. თუ ისევ იმან არ გაგვახსენა, რანი ვიყავით და რანი დავრჩით. თუ ისევ იმან არ გვაპატია ეს გულგრილობა გასაოცარი. მაგრამ ჯერ მიდის... ჯერ გამოხედვაც არ უნდა ჩვენსკენ... ოთარ ჭილაძე -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1820
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
როდესაც მთვრალი ვბრუნდები სახლში,
კიბეს მივყვები ფორთხვით და ქშენით, - წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს მაშინ სახელი შენი! როდესაც ცოდვის სარეცელს გავშლი და საკუთარ თავს ვერაფრით ვშველი, როცა ნახველში ვიხრჩობი, მაშინ - მოვედინ სუფევა შენი! თუ მავანს დახვდა ქუჩაში, გზაში ხატება ჩემი ბოროტის მჩენი, მაშინ და მხოლოდ, უფალო, მაშინ - იყავნ ნება შენი! რატი ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2025 - 09:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი